Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > განათლება > ზოგადი უნარები (თუ რაც გინდათ ის დაარქვით)


Posted by: JorJe 11 Feb 2010, 02:02
გამარჯობათ, ძალიან ბევრი განცხადებებია უნარებში მოსამზადებლად ბაკალავრიატისათვის და ვერსად ვერ ვპოულობ იგივედ მაგისტრატურისათვის.

შარშანდელ ტესტებს რომ გადავხედე მივხვდი რომ აშკარად მჭირდება მცირე ხნით მომზადება და იქნებ მირჩიოთ რამე?

კერძო მომზადებები არ მიზიდავს )

Posted by: Lene :) 11 Feb 2010, 09:13
JorJe
დაჯექი და იმეცადინე შენით..
აბიტურიენტობისას გაგნიძე,ლელაიძის წიგნი გექნებოდა ხოდა ეგ კიდე ერთხელ დაამუშავე.თუ რამე კითხვა გექნებდა დაწერე აქ და მოგეხმარებიან.....
მაგ წიგნის შემდეგ კიდე ტესტები დაამუშავე..რაგაც წიგნია დიდი ნაკრებია ტესტების,არ მახსოვს რა ქვია...
როგორც ვიცი ეგ ბაკალავრის გამოცებიდან ოდნავ განსხვავდება სირთულით.
რავი შარშან მასე მოამზადა ბავშვები მამაჩემა და ყველამ ჩააბარა.ეგ 2 წიგნი სრულიად საკმარისია.

Posted by: JorJe 11 Feb 2010, 13:26
Lene smile.gif
გასაგებია მადლობ მაგრამ რავი მაინც იქნებ რომელიმე სასწავლებელში იყოს ჯგუფური მოსამზადებელი კურსები ))

ველოდები გამოხმაურებებს.

Posted by: mzeona 16 Apr 2010, 22:41
ზოგადი უნარების ექსკლუზიური პროგრამა მაგისტრატურის კანდიდატებისათვის! ინტენსიური კურსი GMAT-ის მასალების გამოყენებით, რის მიხედვითაც იქმნება სამაგისტრო საგამოცდო ტესტები. ტექსტის გარჩევისა და ანალიტიკური წერის სპეციალური მეთოდოლოგია, მათემატიკისა და ლოგიკის სპეციალური პროგრამა გათვლილია უმაღლეს ქულებზე. ტელ: 857 33-77-32, 60-85-08, 52-20-54
გარწმუნებთ რომ სამაგისტრო უნარები ძალიან განსხვავებულია აბიტურიენტთა უნარებისაგან, დონით, პროგრამით, სტილით, მიმართულებებით, ასევე, დამატებული აქვს ანალიტიკური წერა. გადახედეთ სამაგისტრო ტესტებს, და მერე იმ სახელმძღვანელოებს, რომელთა მიხედვითაც გირჩევენ მეცადინეობებს, რაიმე მსგავსებას თუ აღმოაჩენთ?! ქართულ ენაზე შესაბამისი სახელმძღვანელოები არ არსებობს. ანალიტიკური - კონკრეტული ფორმულებით იწერება, ლოგიკიდან მხოლოდ 10%-ია კანონებზე დამყარებული, მათემატიკაში არ გთხოვენ უბრალოდ ამოცანის ამოხსნას. პირადად მე მაქვს ის პროგრამა, მასალები, რაც გჭირდებათ სამაგისტრო უნარების მაღალ დონეზე ჩაბარებისათვის. ჩემთან მეცადინეობები ინდივიდუალურია, ჯგუფური მეცადინეობა ახლა. როცა 2 თვეა დარჩენილი, არ შეიძლება, თუ მაღალი ქულების მიღებას აპირებთ. ჯგუფში მხოლოდ ლექციის სტილით შეიძლება ახსნა. კომპეტენტურმა პედაგოგმა უნდა იმუშაოს თქვენთან პირადად! რაც შეეხება თანხას, არ დაგავიწყდეთ, რომ თუ გრანტს არ მიიღებთ, თვეში მინ. 300 ლარი გექნებათ გადასახდელი სწავლის განმავლობაში. ყველას წარმატებებს გისურვებთ, ძვირფასებო, რომ შემეძლოს, ყველას დაგეხმარებოდით სულით და გულით. ვინც ჩემთან მოვა, შვილივით და მეგობარივით მივიღებ. ყველას ვუსურვებ კარგ პედაგოგს, ძლიერ ინტუიციას, იღბალს და დიდ წარმატებას!

Posted by: tkemali 17 Apr 2010, 20:25
JorJe


ნაეკ. ჯე-ზე ოხრად დევს მაგისტრატურის უნარების ტესტები, 2007 წლის, 2008, 2009 წლის ტესტები და ეგ ტესტები დაამუშავე... შარშან ის ტესტები დავამუშავე და კარგი ქულაც ავიღე, მაშინ როდესაც ვაფშე გაგებაში არ ვიყავი უნარების....

Posted by: NANU_KA 27 May 2010, 18:11
ყველაფერს ის ართულებს, რომ არასწორად შესრულებული ერთი ტესტი მინუს ერთი ქულაა, ანუ გამოდის რო 50 სწორად რო გავაკეთო და 50 არასწორად 0 ქულა sad.gif( ამიტომაც მეც ძაან მჭირდება 1 თვე მომზადება, თუ რამეს შეიტყოფთ გამაგებიინეთ. თან ცოტა რეალური ფასი თუ იქნება ძააან კაი smile.gif

Posted by: Miss_Manette 27 May 2010, 18:12
NANU_KA
QUOTE
არასწორად შესრულებული ერთი ტესტი მინუს ერთი ქულაა,

spy.gif

1 არასწორი პასუხი=" -0.2" ქულა

წელს შეიცვალა 1 ქულით? spy.gif

Posted by: NANU_KA 28 May 2010, 16:21
მე ესე გავიგე sad.gif( შარშან არც კი ვიცი როგორ იყო

Posted by: amerikano 28 May 2010, 23:56
მე გეტყვი მაგარი მასწავლებელს თუ გინდა რა...
სამაგისტროდ ამზადებს. ფსიქოლოგია, მაგარი ნიჭიერი ქალმატონი.
ჩემი მეგობრები დადიოდნენ მასტან დაჟე როცა სამსახურში გამოცდებს უტარებდნენ. და ყველა მაგარი კმაყოფილია... თუ გინდა PM-ში

Posted by: არწივი9 11 Nov 2010, 22:15
ხალხო ეს უნარების ტესტები სადმე ნეტში არ დევს? მსურს რომ გადავხედო smile.gif

Posted by: amerikano 13 Nov 2010, 14:53
JorJe
ახლა კერძო მასწავლებელთანაც ჯგუფური მეცადინეობაა. 5-6 ბავშვი ზის.
ერთი 2თვე არ გაწყენდა დამიჯერე.
მუღამს გასწავლიან.
ისე სამაგისტრო ბევრად იოლი იყო ვიდე აბიტურიენტების

Posted by: Unico 13 Nov 2010, 15:12
QUOTE
( ამიტომაც მეც ძაან მჭირდება 1 თვე მომზადება

1 თვე არ გეყოფათ smile.gif

ჰა და ჰა 3 თვით ადრე მინუმუმ მაინც, უნდა დაიწყო smile.gif

Posted by: Bizzy 21 Apr 2011, 22:40
წელს ვაბარებ მაგისტრატურაში და მგონი ივლისშია ხო გამოცდა? tongue.gif ანუ სადღაც ორ თვეში და გადავხედო მინდა ტესტებს და რა წიგნები ან ლინკები გამომადგება მირჩიეთ აბა..


ან მომზადება ღირს საერთოდ? biggrin.gif ადრე იდიოტობად მიმაჩნდა"უნარებში მომზადება" , ბაკალავრიატისთვის 100%იანი მქონდა მოუმზადებლად და აქაც გავქაჩავ თუ გართულებულია?

Posted by: buburatino 23 Apr 2011, 19:58
რას ამბობენ როდის არის გამოცდა?

Posted by: Vergilius 24 Apr 2011, 14:50
სამაგისტრო გამოცდები როდისაა საერტოდ?? biggrin.gif biggrin.gif ამ ეროვნულებს საკიფოდ ვაბარებ და მერე ხან რა მემართება და ხან რა . . . .

Posted by: honey88 26 Apr 2011, 14:41
მაგისტრატურის უნარებში მინდა მომზადება და ვინმემ მირჩიეთ რა კარგი მასწავლებელი smile.gif)))))

Posted by: toyota12345 2 Sep 2018, 19:31
ზოგად უნარებში ორივე ნაწილში ეროვნულ გამოცდებზე რაც ბარდება ზუსტად ეგ ტესტები სად ვნახო ინტერნეტში რომ მიახლოებით ვიცოდე რა იქნება გამოცდაზე? დამეხმარეთ კაცურად თუ ვინმემ იცით.

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)