გამარჯობათ
იქნებ დამეხმაროთ ^ ამაზონზე ან ებაიზე მინდა ნივთის გაყიდვა. თემას რამდენგანაც წავაწყდი გაყიდვასთან დაკავშირებით, საუბარი სისტემატიურ პროცესზე, ქარხანაო ფაბრიკაო მოკლედ უფრო დავიბენი :/
მაქვს გასაყიდი ორი წიგნი 18–19 საუკუნეების და აქ "პრასვეტი" ვერ ვნახე გაყიდვის. საპატრიარქომ გვაჩუქეო
ჰოდა გადავწყვიტე ამ საიტებზე განვათავსო, მაგრამ გონზე არ ვარ საერთოდ როგორ უნდა და რომც გავყიდო ფულის გადმორიცხვა ნივთის გაგზავნა როგორ მოვახერხო
თუ ვინმე კეთილი და ღვთისნიერი გამომეხმაორება კარგი იქნება თორემ უკვე ნერვოზი მაქვს მეორე დღეა ვეჩალიჩები. ებაიმ საერთოდ გამაგიჟა !! პეიპალიც გავაკეთე 1$ ჩამომაჭრა, მაგრამ მაინც მთხოვს 4 ნიშნა კოდის შეყვანას. მეილზე მომივიდა 2424 მეილი მაგრამ არანაირი კოდი არ მიმიღი და საედან ეს კოდი ?
მოკლედ ვერ აგიხსნით ისეთი ქაოსი დავმართე
ვეცადო თუ არ ღირს ? გაგზავნა ძაან ძვირი ჯდებაო და ა.შ თუ ძალიან პრობლემური არ მიღირს ^^
გმადლობთ