Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > დასაქმება საქართველოში > ევროპაში ცხოვრება

Posted by: Elisabeddd 27 Apr 2020, 23:55
მეგობრებო მინდა რომ შეძლებისდაგვარად გაგებით მოეკიდოთ ჩემს პოსტს და რაიმე სახის რჩევა მომცეთ.

25 წლის ბიჭივარ რომელსაც საბაზისო განათლება აქვს (9 კლასი) დავამთავრე პროფესიული სასწავლებელი რომლის დიპლომიც მაქვს და აქტუალური პროფესიაა მთელს მსოფლიოში (სარესტორნო განხრით ) თუმცა ანაზღAურება იმდენად მცირეა 800 ლარს ვერ გაცდი ყოველთვიურად.

ვცხოვრობ მშობლებთან ერთად რომელიც ყველანაირ ცხოვრების სტიმულს მიკლავს არასრულფასოვან ადამიანად მაგრძნობინებს თავს , მათზე ვარ დამოკიდებული , საჭმელი , კომუნალურები დაჟე სიგარეტიც იმათ ხარჯზეა ამ ეტაპზე რადგან არ ვმუშაობ , პირველი ორი მთელი ცხოვრება.

მაშ სად მიდის ჩემი ხელფასი ? ვთამაშობ , 2 წლის მანძილზე არცერთი ხელფასი არ გამომიყენებია ყველა წავაგე , მაქვს ვალები და მინდა რომ ახალი ცხოვრება დავიწყო , ისე რომ ჩემი სახსრებით ვიხდიდე ბინის ქირას , არ ვთამაშობდე და ვმუშაობდე . რათქმაუნდა ამ ხელფასით აქ ვერ გადავიხდი ქირას იმიტომ რომ ხელფასსის 80 % მარტო ქირაში წამივა ხოდა მინდა მთელი არსებით და მთელი ახალი ცხოვრების დაწყების ჟინით რომ საზღვარგარეთ წავიდე და იქ ვიცხოვრო. რაიმე შანსი არსებობს ? სულ რომ პირველ ეტაპზე ტოლვილად ჩავბარდე ან სასწავლო ვიზით რომ წავიდე 9 კლასის ატესტატი ხელს არ შემიშლის ? კოლეჯში ჩამაბარებინებენ ? კიდევ რა გზები არსებობს ? არალეგალად სამსახურის შოვნა ფანტასტიკის სფეროა თუ მოხუცს არ უვლი ?

ინტერნეტში მეც ვეძებ რაღაცეებს თუმცა (ჯერ ჯერობით ვერაფერს გავხდი სწავლის მხრივ რადგან basic education ssystem ევროპაში არ არსებობს და გუგლი ვერ ხვდება 9 კლასის ატესტატი რას ნიშნავს ) რაიმე ვარიანტი თუარსებობს მცირე თანხით რო შეძლო (5000-10000ლარით) წასვლა ისე რომ 3 თვეში არ გამოგაგდონ და შეძლო ახალი ცხოვრებისთვის რაღაც ნაბიჯები გადადგა

პოლონეთი და ჩეხეთი არ დამიწეროთ მანდ წასვლას საქართველოში დარჩენა მირჩევნია

სასოწარკვეთილივარ უამრავი წლები ერთი და იგივე ნიადაგი ვტკეპნე და განსხვავებულ შედეგს ველოდი ჩემი ხსნა ქვეყნის დატოვებაა სხვა ვარაინტნს არ განვიხილავ

Posted by: marimari11 28 Apr 2020, 00:26
Elisabeddd
გერმანიაში არ გაგიჭირდება მაგ სფეროში დასაქმება და აუსბილდუნგის გაკეთება ანუ კოლეჯზი სწავლა. ოღონდ არ ვიცი 9 კლასი თუ ეყოფა. მგონი უნდა ყოფნიდეს
ა2 მაინც რომ ისწავლო აქ გერმანული იქ შეგიზლია 1 წელი მოხალისედ წახვიდე, ენა გაიუმჯობესო და იპოვო კოლეჯის ადგილი

Posted by: ireallydonwtknow 28 Apr 2020, 00:39
Elisabeddd

მეც გერმანიას გირჩევ მხოლოდ იმიტომ რომ შენი ტიპის და მდგომარეობის ახალგაზრდები მინახია იქ წასული ბიჭები აუპერად და მერე დარჩნენ. სასწავლოდ წასვლა გაგიჭირდება იმიტომ რომ განათლება არ გაქვს საკმარისი. იქ რომ ჩახვალ მერე შეიძლება კოლეჯი ნახო რაიმე სადაც ან ხელობას ან პროფესიას ისწავლი.

თუ სწავლა გაინტერესებს ინტერნეტში უამრავი კურსია სრულიად უფასოდ ან მიზერული ფასით თუმცა ხშირად ინგლისურის ცოდნაა საჭირო.

Posted by: guroguroguroguro 28 Apr 2020, 02:32
ესპანეთს გირჩევ,ოღონდ ჯერ არა,ჩაიაროს ამ კორონჩიკამ.პს ესპანეთში ვარ

Posted by: bigmaster 28 Apr 2020, 03:44
Elisabeddd
QUOTE
მინდა მთელი არსებით და მთელი ახალი ცხოვრების დაწყების ჟინით რომ საზღვარგარეთ წავიდე და იქ ვიცხოვრო. რაიმე შანსი არსებობს ? სულ რომ პირველ ეტაპზე ტოლვილად ჩავბარდე ან სასწავლო ვიზით რომ წავიდე 9 კლასის ატესტატი ხელს არ შემიშლის ? კოლეჯში ჩამაბარებინებენ ? კიდევ რა გზები არსებობს ? არალეგალად სამსახურის შოვნა ფანტასტიკის სფეროა თუ მოხუცს არ უვლი ?

spy.gif

მაგარ უცნაურ დროს გაგახსენდა წასვლა იქიდან გამორბის აქეთ ხალხი, ჯერ ფრენები წელს აღდგება თუ არა ეგ არ გარკვეულა ჯერ, აირია მონასტერი მსოფლიოში

მოკლედ ძაან რთულად მეჩვენება თან ატესტატი არ მაქვსო , რა ლტოლვილად ჩაბარება ან ხალხს არეპორტებენ

იტოგში შენს ქვეყანაში და სამშობლოშI ყოფნას არაფერი ჯობია დამიჯერე, ვინც წასული იყო იმათ კითხე რას მიაღწიეს ზემოთ დაპოსტეს ზოგიერთებმა, და თუ ვინმემ რამეს მიაღწია რის ფასად მიაღწია და რამდენი წელი ტანჯვა დაუჯდა... მინახია ქართველი გოგოები ულამაზესი ევროპაში იქაურ ასაკიან კაცებზე რო ნადირობდნენ საბუთებისთვის ან გათხოვებისთვის ხან ვინ იყენებდა ხან ვინ ზუსტად ვიცი.. მაგარი რთულია ევროპაში ცხოვრება ... უმრავლესობა ვინც რამეს მიაღწია არის იქაურზე გათხოვილი გოგოები, ბიჭები ქურდობენ თითქმის ყველა დადიან ქვეყნიდან ქვეყანაში ციხიდან ციხეში, და კიდე კუჭგამომხმარი სტუდენტები რომლებიც წლობით სწავლობენ. ეს არი რეალობა რაც ჩემი თვალით ვნახე. და კიდე იმას გეტყვი რო აქ მშOბლებთან მაინც ცხოვრობ და იქ ქირის გადახდა მოგიწევს, ფულს იასნა ვერ დააგროვებ ცხოვრებაშI გეყოს მაქსიმუმ.. თუ გაინტერესებს გეტყვი რამდენს შOულობენ რესტორანში და მერე ცხოვრება რა ღირს

Posted by: Ersoy 28 Apr 2020, 07:49
QUOTE (Elisabeddd @ 27 Apr 2020, 23:55 )
800 ლარს ვერ გაცდი ყოველთვიურად.

ლუზერობას შეეშვი ან შეამცირე (მავნე ჩვევები). 5k თუ გაქ მანქანა დაითრიე იტაქსავე 1500 ლ გააკეთებ თვეში. საზღვარგარეთ თუ გინდა ცხოვრება მაინც და მაინც ჭურჭლის მრეცხავად ან შეფის დამხმარედ,სამზარეულოში.. ქართულ რესტორნებზე შეიძლება ჩალიჩი ოფიციალურად კონტრაქტით წასვლა. იასნია დაბალ ხელფასზე 1500 ევრო მაქსიმუმ. მარა ორივე მაინც ### რჩევაა მეც ეგეთ თემაში ვარ ვეძებ სტიმულს. შენ რა გირჩიო )) რავი მე ცოტა ხანში მეხიკოში ან კოლუბიაში ანაც პანამაში მოვხევ.6 თვეში იქაურ სქელ ტრაკა ნაშას ცოლად მოვიყვან ვიცხოვრებ ბედნიერად yes.gif გეგმა A თუ არ გამომივიდა B ჯუნგელბშუ გავიხიზნები. C. D..E F G...H. I ...L.M.N.....ZT.
* * *
https://m.youtube.com/watch?v=SJogR20QutE

Posted by: masai11 28 Apr 2020, 08:15
QUOTE (Ersoy @ 28 Apr 2020, 07:49 )
QUOTE (Elisabeddd @ 27 Apr 2020, 23:55 )
800 ლარს ვერ გაცდი ყოველთვიურად.

ლუზერობას შეეშვი ან შეამცირე (მავნე ჩვევები). 5k თუ გაქ მანქანა დაითრიე იტაქსავე 1500 ლ გააკეთებ თვეში. საზღვარგარეთ თუ გინდა ცხოვრება მაინც და მაინც ჭურჭლის მრეცხავად ან შეფის დამხმარედ,სამზარეულოში.. ქართულ რესტორნებზე შეიძლება ჩალიჩი ოფიციალურად კონტრაქტით წასვლა. იასნია დაბალ ხელფასზე 1500 ევრო მაქსიმუმ. მარა ორივე მაინც ### რჩევაა მეც ეგეთ თემაში ვარ ვეძებ სტიმულს. შენ რა გირჩიო )) რავი მე ცოტა ხანში მეხიკოში ან კოლუბიაში ანაც პანამაში მოვხევ. იქაურ სქელ ტრაკა ნაშას ცოლად მოვიყვან ვიცხოვრებ ბედნიერად yes.gif
* * *
https://m.youtube.com/watch?v=SJogR20QutE

ბევრი ადამიანისათვის ახალი ქავეყანა, ახალი საცხოვრებელი გარემო, ახალი სოციუმი - ახალი ცხოვრების, წარსულის მოშორები, პრობლემებისგა განთავსუფლების და სუფთა ფურცლიდან ყველაფრის დაწყების სიმბოლოა. ამიტომ ძლიერ მოტივაციას ქმნის.
ზოგს მართლა შველის ასეთი ცვლლებები ცხოვრებაში.
ჩემი გამოცდილება ასეთია, რომ საკუთარ თავს ვერსად გაექცევა ადამიანი. თუ პრობლემა თავში/გულში/ფსიქიკაში აქვს ადამიანს, სადაც არ უნდა წავიდეს იგივე სიტუაციაში აღმოჩნდება, რასაც "გაექცა".
მაგრამ, ზოგჯერ არის, რომ ადამინში მართლა შეიცვლა რაღაცეები უკეთესობისაკენ, მართლა გააცნობიერა, გადააფასა რაღაცეები, მაგრამ ისეა გახვეული/ჩაფლული ცხოვრების მახინჯ მდინარებაში, რომ ვერაფერს ცვლის. აი ასეთი ადამიანებისათვის მართლა საშველია ახალი ქვეყანა და ახალი გარემო. ასე ვთქვათ მათ დაიმსახურეს ახალი შანსი smile.gif
ამიტომ ყველას ღმერთმა ხელი მოგიმართოთ და გულით გისურვებთ წარმატებებს, სადაც ფეხი გადადგათ ყველგან წარმატება და გამარჯვება გდევდეთ თან.

პ.ს. როცა პადემია დასრულდება და პლანეტა სტრესიადან გამოსვლად დაეიწყებს (ალბათ 2021-დან), ბევრი ის ქვეყანა რომელმაც ბევრი ადამიანი დაკარგა ვისუსთან ბრძოლაში, უარს არ იტყვის ახალი, აქტიური მოქალაქეების მიღებაზე. ვიღაცეებისათვის ეს შანსი იქნება.

Posted by: Elisabeddd 28 Apr 2020, 16:58
QUOTE
ჩემი გამოცდილება ასეთია, რომ საკუთარ თავს ვერსად გაექცევა ადამიანი. თუ პრობლემა თავში/გულში/ფსიქიკაში აქვს ადამიანს, სადაც არ უნდა წავიდეს იგივე სიტუაციაში აღმოჩნდება, რასაც "გაექცა".

უამრავ მაგალითს გეტყვი რომ ეგრე არარის , სრული განუკითხაობაა ქვეყანაში აზარტული თAმაშების თვალსაზრისით რამისაა დედაენის ყდაზე დაარეკლამონ აჭარაბეთი და კრისტალბეთი და როცა ადამიანი შრომობ არ გეზარება და არ თაკილობ და ცხოვრებაში ვერანაირი პერსპექტივას ვერ ხედავ მაშინ რა უნდა ქნა ?

ხელფასი რომელიც საერთოდ არაფერში გყოფნის . 1 დამოუკიდებლად ცხოვრების საშვალებას არ გაძლევს 2 . თუ გაერთობი დალევ იშოპინგებ უკაპიკოდ რჩები

3. არ გყოფნის ფული რომ წახვიდე თუნდაც დასასვენებლად და ა.შ

10-12 საათი ფეხზე ვდგავარ კვირაში 5 დღე და ამ შედეგს ვიღებ და როცა ყოველ ფეხის ნაბიჯზე კაზინოს რეკლამა გხვდება და ცხოვრების აშენებას გთავაზობს , ქვეცნობიერი გოიმურად იჯერებს რომ შეგიძლია ამ ტანჯვას თAვი დააღწიო

QUOTE
ლუზერობას შეეშვი ან შეამცირე (მავნე ჩვევები). 5k თუ გაქ მანქანა დაითრიე იტაქსავე 1500 ლ გააკეთებ თვეში. საზღვარგარეთ თუ გინდა ცხოვრება მაინც და მაინც ჭურჭლის მრეცხავად ან შეფის დამხმარედ,სამზარეულოში.. ქართულ რესტორნებზე შეიძლება ჩალიჩი ოფიციალურად კონტრაქტით წასვლა. იასნია დაბალ ხელფასზე 1500 ევრო მაქსიმუმ. მარა ორივე მაინც ### რჩევაა მეც ეგეთ თემაში ვარ ვეძებ სტიმულს. შენ რა გირჩიო )) რავი მე ცოტა ხანში მეხიკოში ან კოლუბიაში ანაც პანამაში მოვხევ.6 თვეში იქაურ სქელ ტრაკა ნაშას ცოლად მოვიყვან ვიცხოვრებ ბედნიერად  გეგმა A თუ არ გამომივიდა B ჯუნგელბშუ გავიხიზნები. C. D..E F G...H. I ...L.M.N.....ZT.

მე მაქვს ჩემი პროფესია რომელიც მომწონს , რომ ვიტაქსაო ვერ ვიქნები ბედნიერი იმით რა საქმესაც გავაკეთებ ''ტეხავს' ან რამე არაფერ შუაშია უბრალოდ რუტინას ვერ გავუძლებ , თან საქართველოში ძალიან შეურაწმყოფელი და ანდერეითი პროფესიაა

QUOTE
იტოგში შენს ქვეყანაში და სამშობლოშI ყოფნას არაფერი ჯობია დამიჯერე, ვინც წასული იყო იმათ კითხე რას მიაღწიეს ზემოთ დაპოსტეს ზოგიერთებმა, და თუ ვინმემ რამეს მიაღწია რის ფასად მიაღწია და რამდენი წელი ტანჯვა დაუჯდა... მინახია ქართველი გოგოები ულამაზესი ევროპაში იქაურ ასაკიან კაცებზე რო ნადირობდნენ საბუთებისთვის ან გათხოვებისთვის ხან ვინ იყენებდა ხან ვინ ზუსტად ვიცი.. მაგარი რთულია ევროპაში ცხოვრება ... უმრავლესობა ვინც რამეს მიაღწია არის იქაურზე გათხოვილი გოგოები, ბიჭები ქურდობენ თითქმის ყველა დადიან ქვეყნიდან ქვეყანაში ციხიდან ციხეში, და კიდე კუჭგამომხმარი სტუდენტები რომლებიც წლობით სწავლობენ. ეს არი რეალობა რაც ჩემი თვალით ვნახე. და კიდე იმას გეტყვი რო აქ მშOბლებთან მაინც ცხოვრობ და იქ ქირის გადახდა მოგიწევს, ფულს იასნა ვერ დააგროვებ ცხოვრებაშI გეყოს მაქსიმუმ.. თუ გაინტერესებს გეტყვი რამდენს შOულობენ რესტორანში და მერე ცხოვრება რა ღირს

მშობლებთან ცხოვრება მთლიან მძიმე წარსულს მახსენებს და მთრგუნავს მაგას მირჩევნია დამოუკიდებლად ვცხოვრობდე და მიჭირდეს ვიდრე მათ მოტანილ საჭმელს ვჭამდე და მათი გადახდილი კომუნალურებით ვთბებოდე , რაც ყველაზე მთავარია არ მინდა მათთან ერთად ვცხოვრობდე მე და ჩემი მომავალი ოჯახი (იმის მიუხედავად რომ სტანდარტული მშობლები მყავს რომლებიც ზედმეტად არ ერევიან ჩემს ცხოვვრებაში ) მაინც არ მინდა რომ ჩემი მომავალი მათთან ერთად სამუდამო ცოვრებას დავუკავშირო , და მაშ რა უნდა ვქნა ? გამოდის სახლი არ მაქვს მომიწევს ყოველთვის ქირით ვიცხოვრო და საქართველოში მთელი ცხოვრება ქირით ყოფნა რისი ტოლფასია ალბათ ხვდებით

Posted by: tamuska 28 Apr 2020, 18:14
Elisabeddd
აუცილებლად უნდა წახვიდე .... тот кто не рискует не пьет шампанское, რათქმაუნდა რთული იქნება საწყისი ეტაპი მაგრამ თუ იშრომებ დაგიფასდება, უმაღლესი განათლება საზღვარგარეთ მივიღე და საქართველოში ჩემი დის თხოვნით დავბრუნდი, რასაც ძალიან ვნანობ და როგორც კი დასრულდება ეს ყველაფერი უკან მოუხედავად წავალ , მეც გერმანიას გირჩევ )))

Posted by: Elisabeddd 28 Apr 2020, 19:27
ესპანეთი მირჩევნია გერმანიას

თბილ ქვეყნებში მგონია რომ ბედნიერი ვიქნებოდი

Posted by: bigmaster 28 Apr 2020, 19:30
Elisabeddd
ეგრე თუ მიდიხალ ლიჟბი ცალკე იცხოვრო იასნა იცხოვრებ, და იქნებ გაგიმართლოს კიდეც ან გამოცდილებას მაინც მიიღებ უდუდესს
მეც ესპანეთს ავირჩევდი შენს ადგილას

Posted by: Elisabeddd 28 Apr 2020, 19:40
QUOTE
ეგრე თუ მიდიხალ ლიჟბი ცალკე იცხოვრო იასნა იცხოვრებ, და იქნებ გაგიმართლოს კიდეც ან გამოცდილებას მაინც მიიღებ უდუდესს
მეც ესპანეთს ავირჩევდი შენს ადგილას

3 თვიანი ვიზით წასვლა და დეპორტის შემდეგ მთელი ცხოვრება შავი საბუთებით ყოფნა არ მინდა ეგ დებილური ავანწურაა და რა გზები მოვძებნო არ ვიცი

რამე გამოცდილება გააქვს ?

Posted by: bigmaster 28 Apr 2020, 20:18
Elisabeddd
სასწავლებლად წასვლა, მაგრამ მუშაობის უფლება არ გექნება ბევრი

რაღAც ლეგალურად დასაქმების თემა იხსნება გერმანიაშI ეგ ცადე

Posted by: lashashaverda 28 Apr 2020, 20:31
Elisabeddd
რაიმე პროფესიულ კოლეჯში ჩააბარე და სტუდენტური 3 თვით წახვალ გერმანიაში სამუშაოდ... თუ დიდ ხნიანი გეგმები გაქვს აუციებლად ისწავლე ენა ა მაგის გარეშე გაგიჭიედება... არის ბევრი პროგრამა და თუ მოინდომებ წახვალ ადვილად, აუ პიარი , სოციალი , აუსბილდუნგი....
* * *
QUOTE (Elisabeddd @ 28 Apr 2020, 19:27 )
ესპანეთი მირჩევნია გერმანიას

თბილ ქვეყნებში მგონია რომ ბედნიერი ვიქნებოდი

მეც მიყვარს თბილი ქვეყნები, ვარ ჩრდილო გერმანიაში სადაც ცივი კლიმატია, ამის მიუხედავად საერთოდ ვერ ვგრხნობ დისკომფორტს, ისეა აქ მოწყიბილი ტრანსპორტი და ყველაფერი რომ კლიმატი მეათე ხარისხოვანია დამიჯერე

Posted by: marimari11 28 Apr 2020, 21:07
Elisabeddd
გერმანიაში აუსბილდუნგის გაკეთება არის შენთვის ყველაზე კარგი ვარიანტი. ლეგალურად მუშაობის უფლებსაც მიიღებ და არც პროფესიული კოლეჯის ადგილის პოვნა გაგიჭირდება რადგან შენს სფეროში ხალხს სულ ეძებენ
მინიმუმ ა2ზე ისწავლე გერმანული, მერე სოციალური წელი გააკეთე, მაგ პერიოდში ენასაც გააუმჯობესებ და აუსბილდუნგის ადგილსაც იპოვი. აუსბილდუნგი სამი წელი გაგრძელდება, თან იმუშავებ, ისწავლი, გადაგიხდიან კიდეც.როგორმე თავს გაიტან. აუსბილდუნგს რომ დაამთავრებ მუშაობის უფლება გექნება
ოპერობას ვეღარ მოასწრებ ალბათ 26 თუ 27 წლამდეა. თან მაინც სოციალურ წელს გირჩევდი
QUOTE (lashashaverda)
ისეა აქ მოწყიბილი ტრანსპორტი და ყველაფერი რომ კლიმატი მეათე ხარისხოვანია დამიჯერე

გამართული ტრანსპორტი ყველაზე უმნიშვნელოა ამ შემთხვევაში. მზეს რომ ვერ ხედავ, სულ ნაცრისფერი და ცივი დღეებია,წვიმს, თითქოს არც თენდება, ეგ მოქმედებს გუნება-განწყობაზე. მე დე ვიტამინიც დამივარდა მანდ ყოფნისას და ეხლა ვსვამ რომ იქნებ როგორმე ამიწიოს

Posted by: lashashaverda 28 Apr 2020, 21:17
marimari11
რავი მეორე ზაფხული ხდება აქ ვარ და ძაან კაი ამინდებია.. ზამთარი კი ბატონო იშვიათია მზე ნახო, ზაფხულს არაფერს ვუწუნებ

Posted by: bigmaster 28 Apr 2020, 21:19
marimari11
QUOTE
გერმანიაში აუსბილდუნგის გაკეთება არის შენთვის ყველაზე კარგი ვარიანტი. ლეგალურად მუშაობის უფლებსაც მიიღებ და არც პროფესიული კოლეჯის ადგილის პოვნა გაგიჭირდება რადგან შენს სფეროში ხალხს სულ ეძებენ

აი რატო ეუბნები ეგეთ რჩევას ამხელა მოდერატორი ქალი? ეგეთი კარგი თუ იყო შენ რატოღა წამოხვედი დასტრესილი? ადამიანს უნდა უთხრა რეალობა და არა სხვა რამ

Posted by: Elisabeddd 28 Apr 2020, 21:28
QUOTE
გამართული ტრანსპორტი ყველაზე უმნიშვნელოა ამ შემთხვევაში. მზეს რომ ვერ ხედავ, სულ ნაცრისფერი და ცივი დღეებია,წვიმს, თითქოს არც თენდება, ეგ მოქმედებს გუნება-განწყობაზე. მე დე ვიტამინიც დამივარდა მანდ ყოფნისას და ეხლა ვსვამ რომ იქნებ როგორმე ამიწიოს

+ თბილისშიც ძაან შევეჩვიე გაღვიძებისას როგორი ამინდიცაა ზუსტად ისეთ ხასიათზე ვდგები sad.gif
QUOTE
გერმანიაში აუსბილდუნგის გაკეთება არის შენთვის ყველაზე კარგი ვარიანტი. ლეგალურად მუშაობის უფლებსაც მიიღებ და არც პროფესიული კოლეჯის ადგილის პოვნა გაგიჭირდება რადგან შენს სფეროში ხალხს სულ ეძებენ

ანუ რა გამოდის ამ საქმეს მას შემდეგ შევუდგები რაც ენას ვისწავლი ?

Posted by: marimari11 28 Apr 2020, 21:30
lashashaverda
სამი ზაფხული ვიყავი მანდ. ივლისში 17 გრადუსები იყო. ერთი წინა ზაფხული იყო ცოტა ცხელი. მაგრამ წინა ზაფხულს მთელ ევროპაში საშინელბები ხდებოდა
QUOTE (bigmaster)
ეგეთი კარგი თუ იყო შენ რატოღა წამოხვედი დასტრესილი?

ჩემთვის არ იყო კარგი. მე საქართველოში დავტოვე კარგი ცხოვრება და იქ ჩავეფლე პრობლემებში. მე სახლიც მქონდა თბილისში, კარიც, ოჯახისგან მხარდაჭერაც და ყველაფერი საერთოდ. სამეგობრო წრეზე და სოციალურ ურთიერთობებზე კიდე აღარ მაქვს ვაბშე საუბარი
პლიუს ვერ შევეგუე უცხო ქვეყანას.მითუმეტეს გერმანიას. არ იყო უბრალოდ ჩემი ხასიათის შესაფერისი ქვეყანა

ეს ადამიანი იქ როგორ აეწყობა შენ არ იცი. ყველა, ვისაც წასვლა უნდა უნდა წავიდეს და თავად ნახოს. უკან ჩამოსვლას ყოველთვის მოასწრებს. როგორც თვითონ დაწერა ფინანსური პრობლემები აქვს და საქართველოშო გასტრონომიაში მუშაობით მაგ პრობლემების მოგვარება მართლა შეუძლებელია.
QUOTE (bigmaster)
ადამიანს უნდა უთხრა რეალობა და არა სხვა რამ

ხო უთხარი მერე შენ?
რაც აინტერესებდა იმაზე გავეცი პასუხი. არასოდეს მითქვამს არავისთვის არ წახვიდე მეთქი. ყველამ თვითონ უნდა გაიაროს ეგ გზა და გადაწყვიტოს სად უნდა ყოფნა.

მთავარი პრობლემა აქ მისი თამაშზე დამოკიდებულებაა. ამას თუ ვერ მოაგვარებას, აქვე(ანუ სანამ გერმანიაში წავა) იქ არამგონია მერე ეგ შეძლოს. იქ რომ იმხელა სტრესში ჩავარდება ნებისყოფა უფრო აღარ ექნება
* * *
QUOTE (Elisabeddd)
ანუ რა გამოდის ამ საქმეს მას შემდეგ შევუდგები რაც ენას ვისწავლი ?

გერმანიაში გერმანულის გარეშე ვერაფერს იზამ. მაგრამ შენ რაც გინდა იმას არ უნდა მაღალ დონეზე ენის ცოდნა. 6-7 თვე რომ ჩაუჯდე და არ იზარმაცო იმდენ გერმანულს ისწავლი რომ სოციალით წახვიდე. პროსტა ამ კორონას გამო რა როგორ იქნება ღმერთმა იცის.

Posted by: kalisto 28 Apr 2020, 22:04
მარტო იმიტომ უნდა წახვიდე რომ ამ დედა#####ულ აზარტულ თააშებს ყველგან არეკლამებენ. ხალხის საყვარელი ცნობილი სახეებიც ონლაინ კაზინოებს არეკლამებენ. თავიანთი შვილები ათამაშონ, ჩაურიცხონ ყოველდღე ფული რომ ატრიალონ.

Posted by: Elisabeddd 28 Apr 2020, 22:09
QUOTE
მარტო იმიტომ უნდა წახვიდე რომ ამ დედა#####ულ აზარტულ თააშებს ყველგან არეკლამებენ. ხალხის საყვარელი ცნობილი სახეებიც ონლაინ კაზინოებს არეკლამებენ. თავიანთი შვილები ათამაშონ, ჩაურიცხონ ყოველდღე ფული რომ ატრიალონ.

მართლა არ ვიმართლებ იმის გამო თავს რომ მე ვთამაშობ და (ააახალგაზრდობის ძალიან დიდი პროცენტი) უბრალოდ ასეთი მაშტაბური ''მოდი მოდი ითამაშე'' მგონი ლასვეგასშიც არააა

ავტობუსის გაჩერებები , ესემესები , ფილმს რო უყურებ წყდება და აჭარაბეთის რეკლამა ირთვება, ქალაქის ცენტრებში რამელა აბრებიაქვთ გაკეთებული , თავს გვახვევენ თორე ონლაინში ასე გავრცელებული როარ იყოს ლაივში იმ გულისამრევ ბოლში და მაძანგალა სასტავში ნაღდად არ ვივლიდი ენივეი კატასტროფაა რაა

-------------

თემას რაც შეეხება ზეგიდან გამოიცდება ჩემი მიზნისკენ სწრაფვა 1 წლიანი ჩელენჯი უნდა დავიწყო სადაც ინგლისურს კიდევ უფრო უკეთ გავიღრმავებ და ესპანური ენის სწავლას დავიწყებ ,(მგონია რომ ამერიკის შემდეგ ყველაზე ბედნიერი ესპანეთში ვიქნები , სითბო პოზიტიური ხალხი და აშ ) ივნისიდან სამსახურშიც ვბრუნდები და ფულის მოგროვებას დავიწყებ ყველანაირი თამაშის გარეშე , ამ პერიოდში ერთხელ ჩემი ხოდით ვცდი ამერიკის საელჩოში შესვლას და + გრინ ქარდსაც შევავსებ თუარადა საფუძვლიანად გავარკვევ ესპანეთზე ყველაფერს და 1 წლის ბოლოს როარ ვიზარმაცო 2021 წლის აპრილის ბოლოს დანაზოგიც მექნება და ესპანურიც მეცოდინება საშუალო დონეზე .

მართლა ძალიან დავიღალე , დეპრესიისგან ვკვდები , საკუთარი თავის რეალიზებას რომ ვერ ვახდენ მხოლოდ და მხოლოდ მატერიალურის გამო და ერთადერთი რაც მიდის უკვალოდ არის წლები , აქამდე რომ დამეწყო ჯობდა თუმცა რას ვიზავ არცეხლააა გვიან

Posted by: kalisto 28 Apr 2020, 22:25
QUOTE (Elisabeddd @ 28 Apr 2020, 22:09 )
QUOTE
მარტო იმიტომ უნდა წახვიდე რომ ამ დედა#####ულ აზარტულ თააშებს ყველგან არეკლამებენ. ხალხის საყვარელი ცნობილი სახეებიც ონლაინ კაზინოებს არეკლამებენ. თავიანთი შვილები ათამაშონ, ჩაურიცხონ ყოველდღე ფული რომ ატრიალონ.

მართლა არ ვიმართლებ იმის გამო თავს რომ მე ვთამაშობ და (ააახალგაზრდობის ძალიან დიდი პროცენტი) უბრალოდ ასეთი მაშტაბური ''მოდი მოდი ითამაშე'' მგონი ლასვეგასშიც არააა

ავტობუსის გაჩერებები , ესემესები , ფილმს რო უყურებ წყდება და აჭარაბეთის რეკლამა ირთვება, ქალაქის ცენტრებში რამელა აბრებიაქვთ გაკეთებული , თავს გვახვევენ თორე ონლაინში ასე გავრცელებული როარ იყოს ლაივში იმ გულისამრევ ბოლში და მაძანგალა სასტავში ნაღდად არ ვივლიდი ენივეი კატასტროფაა რაა

აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება ალკოჰოლიზმზე და ნარკომანიაზე ძნელად იკურნება.
მანდ მოგებისთვის აღარ თამაშობენ უკვე, თამაშისთვის თამაშობენ. ფულის ყადრი აღარ იცი, რადგან მომენტში 5 ლარით 500 ლარს იგებ, მერე ისევ უკან შეაბრუნებ ამ ფულს და იმაზე ისტრესები თუ რატომ წააგე. აღარც მუშაობა გინდა გულით, რადგან ტვინში გიზის რომ 5 ლარით 500 მოიგე.
ეს ქვეყანა არაა ქვეყანა, რატომ არავინ იღებს ამ რეკლამებზე ხმას!

Posted by: wrangler7 29 Apr 2020, 02:29
marimari11
როგორ მიხვდი D ვიტამინი რო დაგივარდა? spy.gif

თემას რაც შეეხება, ისეთი ქვეყანა ნახე, სადაც ნაცნობი გეგულება და პირველ ეტაპზე დაგაკვალიანებს, მასე ჰარი ჰარალოზე წასვლა გაუმართლებელი მეჩვენება

Posted by: Ersoy 29 Apr 2020, 04:19
....................................

Posted by: marimari11 29 Apr 2020, 13:43
wrangler7
უენერგიო გავხდი და დეპრესიული. თან გერმანიაში რომ ჩავედი მაშინ მითხრეს დე ვიტამინი იკონტროლეო. მივედი მერე და ანალიზი გავიკეთე

Posted by: Benito_Mussolini 29 Apr 2020, 13:54
საქართველოში მაინც ჯობია, მიუხედავად უამრავი მინუსების....

1-2 წელი იცხოვრეთ დამოუკიდებლად სადმე ეუში, და მერე გაიგებთ რას ვწერwink.gif

Posted by: c.h.I.g.u.r.h. 29 Apr 2020, 14:09
იმჰო ძირითადად სოციალური ურთიერთობების პრობლემაა ევროპაში.
თუ მეგობრები გყავს აქ, ისეთი ხალხი ვისთან ყოფნაც გისწორდება იქ გაგიჭირდება მაგ მხრივ, დალშე 800 ლარზე (300 დოლარიც არაა) მუშაობა მართლა სერიოზული სტუმულია, რომ დატოვო აქაურობა.

მოკლედ რასაც ვუყურებ ყველაზე ჯიგრულად მოხოდილი ფრილანსერები არიანsmile.gif)
ნებისმიერი წერტილიდან შეუძლიათ მუშაობა და შესაბამისად ცხოვრებაც))

Posted by: Elisabeddd 29 Apr 2020, 15:15
QUOTE
თემას რაც შეეხება, ისეთი ქვეყანა ნახე, სადაც ნაცნობი გეგულება და პირველ ეტაპზე დაგაკვალიანებს, მასე ჰარი ჰარალოზე წასვლა გაუმართლებელი მეჩვენება

ეგეთი ქვეყანა პოლონეთია სადაც წასვლას საქართველოშიი დარჩენა მირჩევნია და მეორე ამერიკა ასე რომ down1.gif

Posted by: casunique 29 Apr 2020, 16:17
QUOTE (kalisto @ 28 Apr 2020, 22:04 )
მარტო იმიტომ უნდა წახვიდე რომ ამ დედა#####ულ  აზარტულ  თააშებს  ყველგან  არეკლამებენ.  ხალხის  საყვარელი ცნობილი  სახეებიც  ონლაინ  კაზინოებს  არეკლამებენ.  თავიანთი  შვილები  ათამაშონ,  ჩაურიცხონ ყოველდღე  ფული  რომ ატრიალონ.

ატრიალონ და იყვნენ თუ არ გინდა თამაში არც ითამაშებ

რაც შეეხება თემას ცხოვრების ახლიდან დაწყებისთვის არასდროს არაა გვიან მითუმეტეს 25 წლის ასაკში, მაგრამ რა თქმა უნდა უფრო გართულდა ამ კორონას გამო, მაგრამ

Posted by: sanfol 29 Apr 2020, 18:02
marimari11
ძიძად როგორ უნდა წახვიდე?
რამე პირობა აქვთ განსაკუთრებული? 25 წლამდე მგონი უნი დამთავრებული ა2 გერმანული?

ვის უხდი ფულს რო გაგიშვან

და მერე იქ როგორ გექცევიან გასმევენ გაჭმევენ და პახოდუ ფულსაც გაძლევენ?

Posted by: marimari11 29 Apr 2020, 18:17
sanfol
ოპერად წასვლას არ გჭირდება უნივერსიტეტის დამთავრება
შენთვითონ უნდა იპოვო ოჯახი. არავის არაფერი არ უნდა გადაუხადო
ა1 დონეზე უნდა იცოდე ენა მინიმუმ.

260ევროს გაზლევენ ჯიბის ფულს. დანარჩენს გინზღაურებენ, გერმანული ენის კურსსაც, მგზავრობას და საჭმელს.
27 წლამდეა მგონი

Posted by: sanfol 29 Apr 2020, 18:43
QUOTE (marimari11 @ 29 Apr 2020, 18:17 )
sanfol
ოპერად წასვლას არ გჭირდება უნივერსიტეტის დამთავრება
შენთვითონ უნდა იპოვო ოჯახი. არავის არაფერი არ უნდა გადაუხადო
ა1 დონეზე უნდა იცოდე ენა მინიმუმ.

260ევროს გაზლევენ ჯიბის ფულს. დანარჩენს გინზღაურებენ, გერმანული ენის კურსსაც, მგზავრობას და საჭმელს.
27 წლამდეა მგონი

სად უნდა ვიპოვო?

ჯობსჯისავით არის რამე ვებგვერდი?

Posted by: tozi777 1 May 2020, 20:45
უმაღლესი განათლება არაა საჭირო რომ მიხვდე, შენი პრობლემები მშობლებთან ცხოვრება და დაბალი ხელფასი კი არა

თამაშია

თამაშია ის , რაც უ ელაფრის ხალისს გიკლავს და ახლა გგონია საზღვარგარეთ გაქცევით მაგ მავნე ჩვევას გაექცევი.

ვერა, სამწუხაროდ. yes.gif

Posted by: Crema 2 May 2020, 23:01
QUOTE (marimari11 @ 28 Apr 2020, 21:07 )
Elisabeddd
გერმანიაში აუსბილდუნგის გაკეთება არის შენთვის ყველაზე კარგი ვარიანტი. ლეგალურად მუშაობის უფლებსაც მიიღებ და არც პროფესიული კოლეჯის ადგილის პოვნა გაგიჭირდება რადგან შენს სფეროში ხალხს სულ ეძებენ
მინიმუმ ა2ზე ისწავლე გერმანული, მერე სოციალური წელი გააკეთე, მაგ პერიოდში ენასაც გააუმჯობესებ და აუსბილდუნგის ადგილსაც იპოვი. აუსბილდუნგი სამი წელი გაგრძელდება, თან იმუშავებ, ისწავლი, გადაგიხდიან კიდეც.როგორმე თავს გაიტან. აუსბილდუნგს რომ დაამთავრებ მუშაობის უფლება გექნება
ოპერობას ვეღარ მოასწრებ ალბათ 26 თუ 27 წლამდეა. თან მაინც სოციალურ წელს გირჩევდი

რას გულისხმობს ეს სოციალური წელი და როგორ შეიძლება რომ გაკეთდეს. შეგიძლიათ დეტალურად რომ აგვიხსნათ? დავინტერესდი მაგ პროგრამით
* * *
ან სანდო შუამავლის საკონტაქტო თუ გაქვთ რომელიც დაგვეხმარება დასაქმებაში რომ დაწეროთ ბევრს დაეხმარებით

Posted by: Saturnus 3 May 2020, 08:24
QUOTE (tozi777 @ 1 May 2020, 20:45 )
უმაღლესი განათლება არაა საჭირო რომ მიხვდე, შენი პრობლემები მშობლებთან ცხოვრება და დაბალი ხელფასი კი არა

თამაშია

თამაშია ის , რაც უ ელაფრის ხალისს გიკლავს და ახლა გგონია საზღვარგარეთ გაქცევით მაგ მავნე ჩვევას გაექცევი.

ვერა, სამწუხაროდ. yes.gif

user posted image
.........................

Posted by: <casablanca> 3 May 2020, 10:26
sanfol
პირველ რიგში ენის სწავლის დაწყებაა საჭირო. ენის კარგად ცოდნა ყველაფერში ხელს გიწყობს , ნებისბიერ ქვეყანაში.

თავადაც შეგიძლია სააგენტოები მონახო და გაუგზავნო მონაცემები .
აგერაა ჩამონათვალი

https://www.au-pair-agenturen.de/agenturen-suche.html

შეგიძლიან ქართული სააგენტოები დაიხმარო. ამათ უწერიათ 100 ევრო მომსახურების საფასური .
https://agentur-geo-aupairs.hpage.com/au-pair.html

Posted by: AnEeEeE=]] 3 May 2020, 11:22
მე ერთი რჩევა მაქვს, დროზე უნდა წახვიდე, დიდ ასაკში ძნელია ახალ გარემოსთან შეგუება, 25 წელიც საკმაოდ დიდი ასაკია უკვე და იცოდე რო წახვალ ძაან გაგიჭირდება შეგუება იმ ფონზე რო არ გაქვს გამოცდილება საზღვარგარეთ ცხოვრების, ენის პრობლემა თუ გაქვს კიდე მით უმეტეს.

Posted by: Elisabeddd 3 May 2020, 13:32
AnEeEeE=]]
ინგლისურის პრობლემა არ მაქვა , არცის ტიპი ვარ რომ ახალ გარემოსთან შეგუება გამიჭირდეს და საერთოდ არც საქართველო მოყვარს დიდად სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ

Posted by: marimari11 3 May 2020, 13:36
QUOTE (Elisabeddd @ 3 May 2020, 10:32 )
AnEeEeE=]]
ინგლისურის პრობლემა არ მაქვა , არცის ტიპი ვარ რომ ახალ გარემოსთან შეგუება გამიჭირდეს და საერთოდ არც საქართველო მოყვარს დიდად სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ

მეც ეგრე ვიყავი :დ მთელი ცხოვრება საქართველოდან წასვლისთვის ვემზადებოდი

Posted by: Katana_ 3 May 2020, 14:08
თავიდან ეგრე ფიქრობ ადამიანი,მაგრამ რელობა სულ სხვაა
განსაკუთრებით გერმანიაში. mo.gif თუ აქ მიჩვეული ხარ მეგობრებთნ ერთად გართობას და არ ხარ ძალიან პუნქტუალური ადამიანი ძალინ გაგიჭირდება გერმანიაში.

მე 3 თვე ვცხოვრობდი მარტო და კინაღამ გავაფრინე. მარტო ღამე ყველფერი ადრე რომ იკეტება ეგ მიშლიდა ნერვებს mo.gif

ამერიკას უფრო მარტივად შეეგუება ქართველი კაცი,ვიდრე გერმანიას
up.gif

საკვები ცალკე თემა
ჭადი და ტყემალი რატომ ენატრება ხალხს ეგ მივხვდი lol.gif biggrin.gif

Posted by: Selah 3 May 2020, 19:15
გერმანიაში ვარ 6 წელია, შანსი რო მქონდეს სხვაგან ცხოვრების დაუფიქრებლად წავიდოდი yes.gif

Posted by: Elisabeddd 3 May 2020, 19:38
გერმანიაზე არ ვფიქრობ ალბათ უფრო ესპანეთი ამერიკის შემდეგ

სკანდინავიის ქვეყნებშიც არ მიმიწევს გული არცერთში

მესამე დღეა ჩემი ჩელენჯის და არაფერს არ ვეკარებჯ არ ვთამაშობ არც ვფიქრობ მაგაზე სხვა აქტივობებით დავკავდი უკეთესად ვარ

Posted by: tozi777 4 May 2020, 22:06
QUOTE (Elisabeddd @ 3 May 2020, 19:38 )

მესამე დღეა ჩემი ჩელენჯის და არაფერს არ ვეკარებჯ არ ვთამაშობ არც ვფიქრობ მაგაზე სხვა აქტივობებით დავკავდი უკეთესად ვარ

up.gif

შენ უნდა ნახო 1 წლის მერე. სულ სხვა ადამიანი იქნები. yes.gif

პ.ს. ძალიან მძიმედ ყოფილხარ . 3 დღე უთამაშებლობა თუ შენთვის მოვლენაა. sad.gif

პ.პ.ს. არ გეგონოს დიდი ყომარბაზი ვიყო, ორი შენი ხნის ვარ და სადღაც სტუდენტობისას პლეხანოვზე პადვლის ტოტალიზატორში შემივსია 1-2 ჯერ 1 ლარიანი ბილეთი და იმ დაკარგულ 2 ლარზე ახლაც გული მწყდება. lol.gif facepalm.gif

Posted by: lashashaverda 4 May 2020, 22:33
QUOTE (Elisabeddd @ 3 May 2020, 19:38 )

სკანდინავიის ქვეყნებშიც არ მიმიწევს გული არცერთში

მზე და სითბო მიყვარსო დ გამორიცხე სკანდინავია yes.gif

Posted by: √‼‼VσÜ¥ 5 May 2020, 05:44
QUOTE (marimari11 @ 3 May 2020, 13:36 )
QUOTE (Elisabeddd @ 3 May 2020, 10:32 )
AnEeEeE=]]
ინგლისურის პრობლემა არ მაქვა , არცის ტიპი ვარ რომ ახალ გარემოსთან შეგუება გამიჭირდეს და საერთოდ არც საქართველო მოყვარს დიდად სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ

მეც ეგრე ვიყავი :დ მთელი ცხოვრება საქართველოდან წასვლისთვის ვემზადებოდი

მერე რა ქენი წახვედი?

ევროპას შეეშვი მეგობარო ამერიკაზე იჩალიჩე ჯობია

Posted by: marimari11 5 May 2020, 13:53
√‼‼VσÜ¥
კი წავედი და სამ წელში ჩამოვედი უკან

Posted by: √‼‼VσÜ¥ 5 May 2020, 15:52
marimari11
ვერ გაძელი თუ რატო, 3 წელი არც ისე ცოტაა ..წესით მაგ დროში შეგუებულიც იქნებოდი უცხო გარემოს

Posted by: marimari11 5 May 2020, 16:29
√‼‼VσÜ¥
შეგუებული კი არა რაც დრო გადიოდა უფრო მიჭირდა biggrin.gif ბოლოს ანტიდეპრესანტებს ვსვამდი და ყოველ დილა საღამოს ვტიროდი biggrin.gif რაც დავბრუნდი დავისვენე

Posted by: √‼‼VσÜ¥ 5 May 2020, 16:54
marimari11
ვაა ეგეთი ძნელია ემიგრანტობა? ეს ამდენი ხალხი როგორ ძლებს

QUOTE
შეგუებული კი არა რაც დრო გადიოდა უფრო მიჭირდა

ქართული მიწა გეძახდა ალბათ biggrin.gif

Posted by: marimari11 5 May 2020, 17:06
√‼‼VσÜ¥
ზოგს უბრალოდ დაბრუნება არ შეუზლია და უწევთ

Posted by: √‼‼VσÜ¥ 5 May 2020, 17:21
marimari11
ადამიანზეც არის ზოგს ახალ გარემოსთან ძაან უჭირს შეგუება.ბევრი ვიცი აქ საშუალო კლასის მაცხოვრებლები იყვნენ მარა მაინც წავიდნენ აი მაგ სასტავს ვერ ვუგებ

Posted by: MySweetAudrina 5 May 2020, 19:14
QUOTE
ჭადი და ტყემალი რატომ ენატრება ხალხს ეგ მივხვდი

ჭადი ან ტყემალი როგორ უნდა მოგენატროს, ერთიც და მეორეც უადვილესი გასაკეთებელია biggrin.gif

პ.ს

ახლა ევროპაში ცხოვრებას მოგზაურობა უფრო მირჩევნია, მაგრამ სიბერეში აუცილებლად პორტუგალიაში ვიცხოვრებ.

Posted by: bubu 15 May 2020, 13:02
QUOTE (Selah @ 3 May 2020, 19:15 )
გერმანიაში ვარ 6 წელია, შანსი რო მქონდეს სხვაგან ცხოვრების დაუფიქრებლად წავიდოდი yes.gif

და რა პრობლემაა გერმანული გამოცდილებით სხვაგან წასვლა?
თუ პრობლემა ისაა, რო გერმანული შემოსავლის პოვნა სხვაგან პრობლემატურია?

Posted by: ViPeR 15 May 2020, 13:55
QUOTE
ჭადი ან ტყემალი როგორ უნდა მოგენატროს, ერთიც და მეორეც უადვილესი გასაკეთებელია

++++++
50 კილო ტყემალი გავაკეთე.მჭადიც ადვილად გასაკეთებელია.დაჟე მექსიკურ თუ ლათინურ რესტორნებში აკეთებენ მჭადს.

ესპანეთში ადვილია შეგუება.ხალხი უბრალოა,ქართველებიც ბევრნი არიან.

სხვა ევროპის ქვეყნებში არვიცი

Posted by: გიორგი XII 15 May 2020, 17:42
lol.gif lol.gif lol.gif

ეგეთი ემიგრანტობა თუ გინდა რო იქაც ქართველებთან იტრიალო და ხინკლებს ახვევდე ნანა დეიდებთან
ისევ აქ იყავი და ითამაშე დამიჯერე lol.gif

აქ ბევრს არ დაუჯერო ადექი და წადი
თუ ვერ აეწყდე და ვერაფერი ქენი 50ევრო ღირს უკან დასაბრუნებელი ბილეთი
დაჯდები და ჩამოხვალ და ეგ მაინც გეცოდინება რო ვერაფერი ქენი.

მარა ამ საუკუნეში და გლობალიზაციის ხანაში გამორიცხულია რო ვერაფერი ქნა თუ გინდა

Posted by: დოჩანა 15 May 2020, 17:52
დღეს ვიფიქრე, რომ მაქსიმუმ 2-3 წელში დავტოვებ საქართველოს. და დავტოვებ შეიძლება სამუდამოდაც. სად წავალ ჯერ არ ვიცი, მაგრამ აქ რომ ვცხოვრობ იმაზე ბევრად კარგად ყველგან რომ ვიცხოვრებ, სადაც არ უნდა წავიდე, დარწმუნებული ვარ.

Posted by: marimari11 15 May 2020, 18:00
QUOTE (bubu)
თუ პრობლემა ისაა, რო გერმანული შემოსავლის პოვნა სხვაგან პრობლემატურია?

მთავარი პრობლემა იქნება ენა

Posted by: bigmaster 15 May 2020, 18:28
QUOTE
მე ერთი რჩევა მაქვს, დროზე უნდა წახვიდე, დიდ ასაკში ძნელია ახალ გარემოსთან შეგუება, 25 წელიც საკმაოდ დიდი ასაკია უკვე და იცოდე რო წახვალ ძაან გაგიჭირდება

ეგრეა

ოპერად წასვლას არავის ვურჩევს განსაკუთრებით ბიჭს, დაივიწყეთ
მონა იქნებით და თავმოყვარეობა შეგელახებათ... პატარა თუ ხარ 18-20 წლის კიდე შეიძლება

Posted by: river-song 15 May 2020, 21:21
QUOTE
აქ ბევრს არ დაუჯერო ადექი და წადი
თუ ვერ აეწყდე და ვერაფერი ქენი 50ევრო ღირს უკან დასაბრუნებელი ბილეთი
დაჯდები და ჩამოხვალ და ეგ მაინც გეცოდინება რო ვერაფერი ქენი.

კაი რჩევაა, ისე უნდა გააკეთო რო სანანებელი არ გქონდეს საბოლოოდ , ყველაფერი უნდა სცადო სანამ ახალგაზრდა ხარ.

Posted by: Sucess 17 May 2020, 11:35
800 ლარი კიარა 3000 რო გქონდეს მაგ სამსაც წააგებდი.

მშობლებმა უნდა გაგაგდონ სახლიდან შენ
შენთვის თუ კარგი უნდათ.

300 ლარად იქირავებ რაღაცას და 400 ად იცხოვრებ. იმედია რესტორანში ორ ლუკმას გაჭმევენ.

Posted by: gobisha 3 Oct 2020, 12:28
ლეგალურად რა ეტაპებია გასავლელი რომ ე.კ.ს მუდმივი მაცხოვრებლის ვიზა ან მოქალაქობა აიღო

Posted by: Bettoro 6 Oct 2020, 12:01
QUOTE (guroguroguroguro @ 28 Apr 2020, 02:32 )
ესპანეთს გირჩევ,ოღონდ ჯერ არა,ჩაიაროს ამ კორონჩიკამ.პს ესპანეთში ვარ

სად ეპატიჟები, დღითიდღე დედა ეხვნება ესპანეთს ამ კორონობის გამო.

თან ჩემი ხელფასით მინდა ბინა ვიხადო და ვიცხოვროო. სარესტორნო საქმესი დასაქმებული (ალბათ დასაწყისისთვის ან ოფიციანტი ან მზარეულის თანაშემწე), როგორ იცხოვრებს ესპანეთში კარგად და მარტო ბინაში? 1000 ევროიან შემოსავლით გადაიხდის 700 ევროიან ბინას?

Posted by: გიორგი XII 6 Oct 2020, 17:00
ფანდური და ხინკალია გრუზინის ცხოვრება ევროპაში

Posted by: Desmond Miles 7 Oct 2020, 02:30
QUOTE (Desmond Miles @ 7 Oct 2020, 02:30 )
ჩასწორდა..
მერე დავწერ სრულად..

Posted by: Mateo Falcone 7 Oct 2020, 17:21
QUOTE
ესპანეთს გირჩევ,ოღონდ ჯერ არა,ჩაიაროს ამ კორონჩიკამ.პს ესპანეთში ვარ

help.gif help.gif help.gif

ყველაზე ### ქვეყანა განვითარებულ მსოფლიოში

შიმშილით არ მოკვდები... იბუქსავებ მთელი ცხოვრება ერთ დონეზე სიბერემდე.
* * *
Bettoro
QUOTE
თან ჩემი ხელფასით მინდა ბინა ვიხადო და ვიცხოვროო. სარესტორნო საქმესი დასაქმებული (ალბათ დასაწყისისთვის ან ოფიციანტი ან მზარეულის თანაშემწე), როგორ იცხოვრებს ესპანეთში კარგად და მარტო ბინაში? 1000 ევროიან შემოსავლით გადაიხდის 700 ევროიან ბინას?

ვინ მისცემს სრულ განაკვეთს დღეს ბარში ან რესტორანში ... მაქსიმუმ 700 ევრო ჰქონდეს, ისსიც ენას რომ ისწავლის კარგად მერე...

Posted by: DORO 7 Oct 2020, 20:16
QUOTE
ყველაზე ### ქვეყანა განვითარებულ მსოფლიოში

lol.gif lol.gif givi.gif

Posted by: Bettoro 8 Oct 2020, 13:22
Mateo Falcone
QUOTE
ყველაზე ### ქვეყანა განვითარებულ მსოფლიოში

შიმშილით არ მოკვდები... იბუქსავებ მთელი ცხოვრება ერთ დონეზე სიბერემდე.

100%.

დაჟე ბიზნესის კეთებასაც რომ აზრი არ აქვს smile.gif)))

QUOTE
ვინ მისცემს სრულ განაკვეთს დღეს ბარში ან რესტორანში ... მაქსიმუმ 700 ევრო ჰქონდეს, ისსიც ენას რომ ისწავლის კარგად მერე...

და კიდევ NIE რომ ექნება მერე smile.gif

Posted by: bigmaster 8 Oct 2020, 14:29
სამაგიეროდ ბუნება და კლიმატია მაგარი ესპანეთში და ყველა ქვეყანას მირჩევნია ევროპის განვითარებულებს.

Bettoro
QUOTE
დაჟე ბიზნესის კეთებასაც რომ აზრი არ აქვს )))

რა პონტში? აკრძალულია ბიზნესი მანდ? :დ

Posted by: Bettoro 8 Oct 2020, 14:54
bigmaster
QUOTE
სამაგიეროდ ბუნება და კლიმატია მაგარი ესპანეთში და ყველა ქვეყანას მირჩევნია ევროპის განვითარებულებს.

ხრიოკი ანდალუსია და კასტია-ლამანჩა როგორ გირჩევნია ეხლა ნორვეგიის ბუნებას smile.gif) აგვისტოში კიდე 45 გრადუსი რომაა , 1'-2 დღე კი არა, აი გადაბმულად 2-3 კვირა რომ შეიძლება იყოს.

QUOTE
რა პონტში? აკრძალულია ბიზნესი მანდ? :დ

მცირე ბიზნესს ვგულისხმობ. იმდენი რეგულაცია და გადასახადია თუნდაც საწყის ეტაპზე და თუნდაც შემოსავლის არქონის შემთხვევაში(!) , რომ წელში წყდება მცირე ბიზნესი. ინდმეწარმედ რომ დარეგისტრირდე, 0 რომც გქონდეს შემოსავალი (რამე განსაკუთრებული შეღავათი თუ არ დაგიწესეს), მაშინ თვეში მინიმუმ 260 ევროს იხდი უბრალოდ იმიტომ, რომ ინდმეწარმე ხარ(სოციალური დაზღვევის ფონდში), მიუხედავარ იმისა, რომ საერთოდ ვერ ალეთებ კაპიკს. აი კაპიკს რომ გააკეთებ, მერე იქიდან დამატებით საშემოსავლო უნდა იხადო (შემოსავლების სამსახურში) კიდევ .

ნუ მაგარი ინვესტორი თუ გყავს და კარგად დამუშავებული გეგმა, რა თქმა უნდა კარგია, ბევრი პროფესიონალით და 7,6 მილიონის ინვესტიციით smile.gif)

Posted by: bigmaster 8 Oct 2020, 15:14
Bettoro
QUOTE
ი), მიუხედავარ იმისა, რომ საერთოდ ვერ ალეთებ კაპიკს. აი კაპიკს რომ გააკეთებ, მერე იქიდან დამატებით საშემოსავლო უნდა იხადო (შემოსავლების სამსახურში) კიდევ .

რაღაც მინიმალური ზღვარი არ აქვთ დაწესებული რომლის ქვემოთ თU შOულობ აღარ იხდი გადასახადებს? გერმანიაშI და ავსტრიაში ეგრეა, სადღაც ათ თუ ხუთმეტ ათასს თუ შოულობ წელიწადში მცირე ბიზნესში გადის და ვაფშე არაფერს არ იხდი

QUOTE
ხრიოკი ანდალუსია და კასტია-ლამანჩა როგორ გირჩევნია ეხლა ნორვეგიის ბუნებას ) აგვისტოში კიდე 45 გრადუსი რომაა , 1'-2 დღე კი არა, აი გადაბმულად 2-3 კვირა რომ შეიძლება იყოს.

რავი მე მიყვარს მზე და სიცხე, ნორვეგიაშI მზეს წელიწადში რამდენჯერმე დაინახავ და 4 საათზე ღამდება მგონი :დ
* * *
ზღაპარში ცხოვრობ ფაქტიურად არ გავარტყი ნორვეგიის ნისლიან და მოღრუბლულ ამინდს biggrin.gif მარტო მაგიტო დაგემართება დეპრესია აქ კიდე იცხოვრე და იყავი ხან ზღვაში ითევზავებ რაღაცას იჩალიჩებ რო გეყოს, მთავარია ცხოვრების ნებართვა გქონდეს და სახლიც თუ გექნება აწყობილი გაქვს ცხოვრება
user posted image
user posted image

Posted by: Mateo Falcone 8 Oct 2020, 16:01
bigmaster
QUOTE
რაღაც მინიმალური ზღვარი არ აქვთ დაწესებული რომლის ქვემოთ თU შOულობ აღარ იხდი გადასახადებს? გერმანიაშI და ავსტრიაში ეგრეა, სადღაც ათ თუ ხუთმეტ ათასს თუ შოულობ წელიწადში მცირე ბიზნესში გადის და ვაფშე არაფერს არ იხდი

აი მაგიტომაა ყველაზე ### ქვეყანა ესპანეთი განვითარებულ ქვეყნებს შორის..

ინდმეწარმის სავადებულო სოც დაზღვევა/გადასახადი 260 კი არა 285 ევროა... ეს მინიმალური განაკვეთია, უფრო სწორად ყველაზე ეკონომიური პაკეტი.

ნუ პირველი წელი თუ ცხოვრებაში არ ყოფილხარ ინდმეწარმე 60 ევროს იხდი თვეში .

პლუს საშემოსავლო, დღგ...

ლიცენზია, სხვადასხვა ნებართვები...

სრული პიზდეცია მოკლედ.

კაი ვიდეოა ერთი ინდმეწარმეზე.. ესპანურად ოღონდ.

გლოვოში რომ იმუშაო, მაგაზეც ინდმეწარმედ უნდა დარეგისტრირდე givi.gif

Posted by: Bettoro 9 Oct 2020, 10:43
bigmaster
QUOTE
რაღაც მინიმალური ზღვარი არ აქვთ დაწესებული რომლის ქვემოთ თU შOულობ აღარ იხდი გადასახადებს? გერმანიაშI და ავსტრიაში ეგრეა, სადღაც ათ თუ ხუთმეტ ათასს თუ შოულობ წელიწადში მცირე ბიზნესში გადის და ვაფშე არაფერს არ იხდი

არაა ეგეთი ზღვარი.
ლეგალურად მცირე ბიზნესის კეთება თუ გინდა ევროკავშირში, ყველაზე ცუდი ვარიანტია ესპანეთი biggrin.gif

Mateo Falcone
სასაცილო არაა, სატირალია ეგ ვიდეო biggrin.gif autónomos anónimos lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: GeoWarr1or 10 Oct 2020, 16:26
სტუდენტი გახდი, აიღე დიპლომი და ბაზარზე თავისუფალი წვდომა გექნება, 3 წლიანი ბაკალავრი ქენი. მე სახლში ვბრუნდები, ყელშია :

მაგრამ საბაზისო განათლების დროს როგორ ხდება არ ვიცი.

კოლეჯი თუ ნახე ვიზას თუ მოგცემს...

Posted by: Dru 10 Oct 2020, 16:37
QUOTE
ევროპაში ცხოვრება

არ მომეწონა.

Posted by: sanfol 10 Oct 2020, 19:05
QUOTE (GeoWarr1or @ 10 Oct 2020, 16:26 )
სტუდენტი გახდი, აიღე დიპლომი და ბაზარზე თავისუფალი წვდომა გექნება, 3 წლიანი ბაკალავრი ქენი. მე სახლში ვბრუნდები, ყელშია :

მაგრამ საბაზისო განათლების დროს როგორ ხდება არ ვიცი.

კოლეჯი თუ ნახე ვიზას თუ მოგცემს...

იქაური? თუ აქაური სტუდენტი

/......................

Posted by: GeoWarr1or 11 Oct 2020, 12:36
sanfol
იქაური, მონახე საშუალო დონის ქვეყანა და მერე გაარკვიე თუ შეგიძლია

Posted by: Bettoro 18 Oct 2020, 22:44
QUOTE (Mateo Falcone @ 8 Oct 2020, 16:01 )
bigmaster
QUOTE
რაღაც მინიმალური ზღვარი არ აქვთ დაწესებული რომლის ქვემოთ თU შOულობ აღარ იხდი გადასახადებს? გერმანიაშI და ავსტრიაში ეგრეა, სადღაც ათ თუ ხუთმეტ ათასს თუ შოულობ წელიწადში მცირე ბიზნესში გადის და ვაფშე არაფერს არ იხდი

აი მაგიტომაა ყველაზე ### ქვეყანა ესპანეთი განვითარებულ ქვეყნებს შორის..

ინდმეწარმის სავადებულო სოც დაზღვევა/გადასახადი 260 კი არა 285 ევროა... ეს მინიმალური განაკვეთია, უფრო სწორად ყველაზე ეკონომიური პაკეტი.

ნუ პირველი წელი თუ ცხოვრებაში არ ყოფილხარ ინდმეწარმე 60 ევროს იხდი თვეში .

პლუს საშემოსავლო, დღგ...

ლიცენზია, სხვადასხვა ნებართვები...

სრული პიზდეცია მოკლედ.

კაი ვიდეოა ერთი ინდმეწარმეზე.. ესპანურად ოღონდ.

გლოვოში რომ იმუშაო, მაგაზეც ინდმეწარმედ უნდა დარეგისტრირდე givi.gif

ბარემ ესეც ეგდოს

givi.gif

user posted image

Posted by: Mateo Falcone 19 Oct 2020, 00:42
QUOTE (Bettoro @ 18 Oct 2020, 20:44 )

კრისტიან ბეილზეც იქნება რამე givi.gif

Posted by: levaa 19 Oct 2020, 08:22
წადი ძმაო წადი, აქაურობის დედა #####ან, შვილი რომ აქ გაზარდო , ამ ხალხში და სოციუმში , თვალებში როგორ უნდა ჩახედო?

ქვეყანა კიარა ჩვეულებრივი ჯუნგლია

Posted by: Lekso-Dav 8 Mar 2021, 03:57
საინტერესოა რა ქნა თემის ავტორმა წავიდა სადმე თუ ისევ თამაშობს sleep.gif

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)