2016 წლის 16 ნოემბერს, Firefox 51 Beta-ში დაემატა ქართული ენა
https://www.mozilla.org/en-US/firefox/51.0beta/releasenotes/2017 წლის 24 იანვარს კი, Firefox 51-ის საბოლოო ვერსიაშიც გამოჩნდა
https://www.mozilla.org/en-US/firefox/51.0/releasenotes/ქართული Firefox-ის გადმოწერა შეიძლება ოფიციალური საიტის გაქართულებული გვერდიდან
https://www.mozilla.org/ka/firefox/new/ გამშვები ფაილი 200 კილობაიტია და ინტერნეტის საშუალებით ავტომატურად ჩამოტვირთავს საინსტალაციოს.
ხოლო სრული (offline) საინსტალაციოს გადმოწერა შეიძლება ენების გვერდიდან.
https://www.mozilla.org/en-US/firefox/all/42+ მეგაბაიტია და ინტერნეტის გარეშეც დაყენდება
ასევე შეიძლება ცალკე Language Pack-ის დაყენება Addon-ის სახით
https://addons.mozilla.org/ka/firefox/language-tools/ენების გადართვა ხდება about:config-იდან.
intl.locale.matchOS უნდა იყოს False
general.useragent.locale კი უნდა მიეთითოს ka - ქართულის შემთხვევაში, ხოლო en-US - ინგლისურის შემთხვევაში.
გადატვირთვის შემდეგ, ენა შეიცვლება.
https://support.mozilla.org/en-US/kb/use-fi...s-language-packასევე, შესაძლებელია მართლწერის შესამოწმებელი ლექსიკონის დამატებაც, ოღონდ ჯერჯერობით არაოფიციალურია
ლექსიკონიც და დაყენების ინსტრუქციაც, ამ ბმულზეა მოცემული
https://github.com/gamag/ka_GE.spellშეცდომები ბევრია, როგორც გრამატიკული, ასევე არასწორად აკრეფის და არამართებული კონტექსტის გამო.
ვისაც ეხალისება, შეუძლია გაქართულების თემაში დაწეროს, რა ხარვეზსაც გადააწყდება.
Mozilla-ს პროდიქტები