forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (2) [1] 2   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> სოციოლოგიის განყი, მიკვირს რომ არ არის
Damnoc
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 654
წევრი No.: 72381
რეგისტრ.: 27-October 08

გამოგზავნილია: 5 May 2019, 09:30  #54608963      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ამ ბოლო დროს 10 კითხვიდან რაც აზრად მომდის 7 სოციალურ საკითხებზეა მაგრამ პოლიტგანყში აზრი არ აქვს რამეზე ლაპარაკს, დაახლოებით იგივე სიტუაციაა რაც სადღაც რო წავიკითხე, ემოციებისგან დასაცლელად ხალხი ფულს იხდის ძველი მანქანების უროებით დამტვრევაშიო . . . აქ უფასოდ ამტვრევენ კლავიატურებს ოღონდ.

ხოდა მგონი საჭიროა რა.

პოლიტიკური საკითხები იქნება პრინციპში უმეტესწილად ალბათ მაგრამ ზოგადი თვალსაზრისით და არა ის სიტუაცია როცა მთავარი ის არის ნაცების შეტანილი კანონპროექტია თუ ქოცების.

თემები როგორიცაა:

"თეორიულად რისი მაქსიმიზაცია არის/უნდა იყოს მთავრობის მოვალეობა? ბედნიერების? ეკონომიკური მაჩვენებლების? . . ."

ან

"რეალურად აქვს თუ არა განათლებაზე დახარჯულ X ლარს შესაბამისი შედეგი და თუ არა, მაშინ რამდენი ხანი უნდა გავიდეს სანამ მისაღები იქნება "სახსრები არ გვყოფნის" ატმაზკის არ-ჭამა?"

ან

"პრაქტიკული საკითხები რო დავიკიდოთ დროებით, სუფთა დემოკრატია უფრო მორალურია თუ მერიტოკრატია?"

დ.ა.შ.
Redemption*
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 552
წევრი No.: 247571
რეგისტრ.: 30-December 18

გამოგზავნილია: 5 May 2019, 12:38  #54609540      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ფილოსოფიას ფართო გაგებით თავისუფლად შეუძლია სოციოლოგიის შეთავსება.
რად გვინდა ისეთი განყი, სადაც კლასიკური მუსიკის განყზე ნაკლები პოსტი დაიდება?
xmale
Junior Member


**
ჯგუფი: Registered
წერილები: 25
წევრი No.: 250384
რეგისტრ.: 5-May 19

გამოგზავნილია: 5 May 2019, 13:50  #54609816      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
გვინდააააა
ტიმ სად ხაააააარ


................................................................................
Heart_of_Darkness
ツンデレ


*****
ჯგუფი: co-Moderators
წერილები: 3051
წევრი No.: 224038
რეგისტრ.: 16-September 16

გამოგზავნილია: 5 May 2019, 14:36  #54609971      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE (Redemption* @ 5 May 2019, 12:38 )
ფილოსოფიას ფართო გაგებით თავისუფლად შეუძლია სოციოლოგიის შეთავსება.

yes.gif
სოციალური ფილოსოფია თითქმის იგივეა, რაც სოციოლოგია.
NinjaRacer
falsy


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1610
წევრი No.: 241880
რეგისტრ.: 2-April 18

გამოგზავნილია: 6 May 2019, 01:40  #54613074      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
ყველაზე ფართოდ შესწავლილი და მონაცეემებით და ფაქტებით მდიდარი განხრაა სოციოლოგია.
სალობიე რომ არ იყოს ფსიქ განყოფილება წესით მანდ უნდა ყოფილიყო.

სადაც პინგვინებს აქვს ქსელები შეთვისებული იქაც.
ფსიქოლოგიამაც უნდა დაიტიოს როგორმე სოციოლოგია.

This post has been edited by NinjaRacer on 6 May 2019, 01:41


--------------------
__signature__

ერთმანეთი გავაოცოთ დემოკრატიით.
Damnoc
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 654
წევრი No.: 72381
რეგისტრ.: 27-October 08

გამოგზავნილია: 6 May 2019, 08:59  #54613565      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
user posted image
30 სიმბოლოიანი პოსტი.
Heart_of_Darkness
ツンデレ


*****
ჯგუფი: co-Moderators
წერილები: 3051
წევრი No.: 224038
რეგისტრ.: 16-September 16

გამოგზავნილია: 6 May 2019, 11:29  #54614017      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE (Damnoc @ 6 May 2019, 08:59 )
user posted image

lol.gif

უფრო შორსაც შეიძლება წასვლა და თქმა, რომ ზოგადად მთელი ფორუმი სოციოლოგიის ველია: პოლიტგანყიდან მელომანიამდე - ჩანს რა თემები ადარდებს ხალხს.

სოციოლოგიია ისეთი დისციპლინაა, რომელიც ადამიანთა ურთიერთქმედების თითქმის ყველა სფეროს მოიცავს: პოლიტიკის სოციოლოგია იქნება, ეკონომიკის, შრომის, განათლების, კულტურის, მუსიკის თუ სხვა. ინტერდისციპლინურ საგნებზე აღარაფერს ვამბობ.
user posted image
ამიტომ ფორუმი ისედაც არის საინტერესო სოციოლოგიური მოვლენა, ცალკე განყოფილების გატანა და დარქმევა - სოციოლოგია, არ მგონია რამეს ცვლიდეს. user.gif
NinjaRacer
falsy


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1610
წევრი No.: 241880
რეგისტრ.: 2-April 18

გამოგზავნილია: 7 May 2019, 00:12  #54617998      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
Damnoc
lol.giflol.giflol.giflol.gif

up.gif


ვებერი.

იმედია სწორად დავწერე მისი გვარი.

This post has been edited by NinjaRacer on 7 May 2019, 00:13
Damnoc
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 654
წევრი No.: 72381
რეგისტრ.: 27-October 08

გამოგზავნილია: 7 May 2019, 14:00  #54620077      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Heart_of_Darkness
QUOTE
უფრო შორსაც შეიძლება წასვლა

ფორუმი თვით სოც. განყია
ქვე-განყები ჩვენ ყველაო? biggrin.gif

NinjaRacer

QUOTE
ვებერი.

იმედია სწორად დავწერე მისი გვარი.

არ ვიცი ვის გვარზეა საუბარი biggrin.gif



მოკლედ სხვა გზა რომ არ არის გადავწყვიტე რაც სოც-განყის თემები მომივა აზრად აქ დავწერო სანამ დამავიწყდება. იქნებ მერე ოდესმე ეღირსოთ გათემება.

დღეს გზატკეცილზე მომივიდა აზრად მაგალითად:

დოკუმენტური ფილმი იყო იაპონიაში შობადობის ვარდნასთან დაკავშირებით და ერთი სცენა გამახსენდა სადაც მაღაზიაში "გამოჭერილი" ანიმეს ფანი ამბობდა "ნამდვილ ქალს ანიმეს პერსონაჟი ბევრად მირჩევნია, ქალი მაინც ცოცხალი ჭუჭყიანი არსებაა და ეს პერსონაჟები სუფთები არიანო".

ერთერთი ისეთი სიტუაცია იყო მგონი როცა ძალიან სუფთა ფორმით წამოცდა ადამიანს ღრმა, ქვეცნობიერი აზრი. დიდი ალბათობით რაც ვერ გადმოსცა ის იყო რომ ადამიანი ცოცხალი არსებაა და მასთან კონტაქტი დისკომფორტით და კომპრომისებით არის სავსე. რეალურ ადამიანს შანსი არ აქვს კონკურენცია გაუწიოს იმას რისი/ვისი წარმოდგენაც მდიდარი წარმოსახვის უნარის მქონე ადამიანს შეუძლია, მითუმეტეს თუ მას ამაში მთელი მულტიმილიარდიანი მედია სფერო ეხმარება. ზოგისთვის იდეალური პერსონაჟი ანიმედან იქნება, ზოგისთვის რომანტიკული კომედიიდან და ზოგისთვის პორნოგრაფიიდან.

ქვეცნობიერს მგონი არ აქვს იმის უნარი რომ სხვადასხვა კლასიფიკაციის "კონტეინერში" მოათავსოს ფილმის გმირი და მეზობელი ზაურა, ხოდა საით მივდივართ ჩვენ, საზოგადოება ამ გრძნობების მასტურბაციით და იდეალების ნორმად გასაღებით მედიაში?


--------------------
https://www.imovies.cc/movies/450313531/Revolting-Rhymes-Part-One/S01/E01/ENG/HIGH
Heart_of_Darkness
ツンデレ


*****
ჯგუფი: co-Moderators
წერილები: 3051
წევრი No.: 224038
რეგისტრ.: 16-September 16

გამოგზავნილია: 7 May 2019, 14:14  #54620137      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Damnoc
QUOTE (Damnoc @ 7 May 2019, 14:00 )
არ ვიცი ვის გვარზეა საუბარი biggrin.gif

user posted image

QUOTE
ერთერთი ისეთი სიტუაცია იყო მგონი როცა ძალიან სუფთა ფორმით წამოცდა ადამიანს ღრმა, ქვეცნობიერი აზრი. დიდი ალბათობით რაც ვერ გადმოსცა ის იყო რომ ადამიანი ცოცხალი არსებაა და მასთან კონტაქტი დისკომფორტით და კომპრომისებით არის სავსე. რეალურ ადამიანს შანსი არ აქვს კონკურენცია გაუწიოს იმას რისი/ვისი წარმოდგენაც მდიდარი წარმოსახვის უნარის მქონე ადამიანს შეუძლია, მითუმეტეს თუ მას ამაში მთელი მულტიმილიარდიანი მედია სფერო ეხმარება. ზოგისთვის იდეალური პერსონაჟი ანიმედან იქნება, ზოგისთვის რომანტიკული კომედიიდან და ზოგისთვის პორნოგრაფიიდან.

ქვეცნობიერს მგონი არ აქვს იმის უნარი რომ სხვადასხვა კლასიფიკაციის "კონტეინერში" მოათავსოს ფილმის გმირი და მეზობელი ზაურა, ხოდა საით მივდივართ ჩვენ, საზოგადოება ამ გრძნობების მასტურბაციით და იდეალების ნორმად გასაღებით მედიაში?

საინტერესო თემაა, ჩვენთან გახსენი, ვიმსჯელოთ.chups.gif
ქმ-შიც შეიძლება (წერის სტილს ცოტა თუ გაამარტივებ), ან ფსიქოლოგიაში.
თან ეგ მარტო სოციოლოგიის თემა არ არის, ინტერდისციპლინურია. კულტურის კვლევები და ფსიქოლოგია ერთვება: როგორ ახდენს მასმედია ისეთი პერსონაჟების შექმნას, რომელიც რეალურ ადამიანებს აღემატება.
Damnoc
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 654
წევრი No.: 72381
რეგისტრ.: 27-October 08

გამოგზავნილია: 8 May 2019, 08:44  #54625029      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Heart_of_Darkness

თემატური ვებერი ვინ არის კი ვიცი მაგრამ ის არ ვიცი reference რასთან იყო, ანუ რასთან მიმართებაში შეიძლება ვებერ იყოს სწორი ან არასწორი ტიპი biggrin.gif
QUOTE
საინტერესო თემაა, ჩვენთან გახსენი, ვიმსჯელოთ.
ქმ-შიც შეიძლება (წერის სტილს ცოტა თუ გაამარტივებ), ან ფსიქოლოგიაში.
თან ეგ მარტო სოციოლოგიის თემა არ არის, ინტერდისციპლინურია.

იმაში არ არის პრობლემა სადმე მოხერხდება დაპოსტვა თუ არა.

განყის მთავარი თვისება სახელი ხომ არ არის? მთავარია ვინ შედის, რაზე საუბრობენ, როგორ საუბრობენ და როგორი მიკროკულტურაა გაბატონებული.

ამ ეტაპზე მაგ განყებიდან ყველას ასეთუისე ვიცნობ და ჩემის მოკრძალებული აზრით ეგ თემა მანდედან ნებისმიერში ისევე გაიხარებს როგორც ჰოლანდიური ტიტა ასფალტის ბზარში ტრასაზე.

განყის სახელი არის დროშა უბრალოდ რომელიც "ამიწებს" მილიონ ფაქტორს და განაპირობებს ვის მოიზიდავს, რაც თავის მხრივ განაპირობებს რა სიტუაცია ჩამოყალიბდება.

გამოცდილებიდან ვიცით რომ:

ფსიქოლოგია მაგალითად, აკადემიური იქნება, პროფესიული თუ განყ-ობრივი, ძირითადად იზიდავს მდედრებს რომლებმაც ჩათვალეს რომ თურმე კარგია როცა გრძნობებზე ლაპარაკი (რაც დღის წესრიგში ასეც ეწერებოდა და ისეც) პროფესიაში გეთვლება. ამ კონტიგენტმა თავისთავად გამოიწვია ის რომ განყის დიდი ნაწილი არის საჯარო დღიურები, ჭორაობა და გრძნობების დონეზე ერთმანეთის proverbial ორმხრივი (mutual) მასტურბაცია.

ქმ იზიდავს 1) ტიპებს რომლებიც თვლიან რომ ერკვევიან ქმ დინამიკაში (ისევე როგორც მძღოლების 75% თვლის რომ საშუალოზე უკეთესი მძღოლია) და წინააღმდეგები არ არიან ვინმეს თუ გულუხვად უწილადებან ამ მადლს 2) ტიპებს რომელბსაც დროის გაყვანა უნდათ პასიურ ჭორაობაში (ჭორაობის მოსმენა/წაკითხვაში), რომელსაც სექსის undertone-ები აქვს რაც უფრო exciting-ს ხდის ქვეცნობიერ დონეზე.

პოსტ-გაყოფა ფილოსოფიამ როგორც ჩანს მოიზიდა ოცდა ცოტა წლის, IQ-ს 75-ე percentile-ს edgy ტიპები რომლებიც დანნინგ-კრუგერის მენტალურ კაიფში არიან რაც პრინციპში მოსალოდნელი და ბუნებრივია მაგრამ დისკუსიას თითქმის შეუძლებელს ხდის.

შეიძლება გამვლელს მოეჩვენოს რომ ამ განყების დაკნინებას ვცდილობ და როგორმე რომელიმეს რეალობის წინააღმდეგი ვარ, არადა არ არის ეგრე.

შეერგოს ყველას ის განყი სადაც თავს კომფორტულად გრძნობს და იღებს იმას რაც უნდა, უბრალოდ მე ვერ ვიღებ რაც მინდა და ეჭვი მაქვს რომ არის კიდევ 2-3 ტიპი ვინც სხვაგან აბირჟავებს იმის გამო რომ უკეთესი არჩევანი არ არის, ხოდა უბრალოდ იმას ვამბობ რომ შანსი არის სოციოლოგიის განყი გახდეს ამ ყარიბი (თეორიული) ხალხისთვის შედარებით უფრო კომფორტული თავშესაფარითქო, სადაც ის თემები ამოიქოქება რომლებიც დღევანდელ რეალობაში შესაბამის ნიადაგს ვერ პოულობს.

This post has been edited by Damnoc on 8 May 2019, 08:51
Heart_of_Darkness
ツンデレ


*****
ჯგუფი: co-Moderators
წერილები: 3051
წევრი No.: 224038
რეგისტრ.: 16-September 16

გამოგზავნილია: 8 May 2019, 11:35  #54625694      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE (Damnoc @ 8 May 2019, 08:44 )
ამ ეტაპზე მაგ განყებიდან ყველას ასეთუისე ვიცნობ და ჩემის მოკრძალებული აზრით ეგ თემა მანდედან ნებისმიერში ისევე გაიხარებს როგორც ჰოლანდიური ტიტა ასფალტის ბზარში ტრასაზე.
lol.gif
QUOTE
თემატური ვებერი ვინ არის კი ვიცი მაგრამ ის არ ვიცი reference რასთან იყო, ანუ რასთან მიმართებაში შეიძლება ვებერ იყოს სწორი ან არასწორი ტიპი biggrin.gif

reference-ების და ,,სწორი და არასწორი ტიპების" გარეშე, ლაკონურად, შეიძლება იმის თქმა, რომ სოციოლოგიის განყოფილებას ითხოვ, სოციოლოგიის კლასიკოსის გარეშე, რაც ცოტა მეუცნაურა.
Well, შეიძლება. თეორიის გარეშე გაარჩიო სოციოლოგიური საკითხები, მაგრამ ისევდაისევ შენი პოზიციიდან გამომდინარე, ვიცი, რომ საკითხის სიღრმისეულ გარჩევას მოელი, ამ სიღრმეებს კი კლასიკური, თანამედროვე თუ პოსტმოდერნული ავტორების ნაშრომებისადმი აპელირების გარეშე არ ვიცი როგორ მოახერხებ.
სოციოლოგიის ხიბლი იმაშია, რომ რომელიმე თეორიის მიხედვით ცდილობ საკითხის/პრობლემის ახსნას.

შენი თემების სპეციფიკას გადავხედე და მესმის რასაც ითხოვ, მაგრამ ძალიან დიდი ეჭვი მაქვს, რომ ამას სოციოლოგიის განყოფილების გახსნა ვერ გადაჭრის. შენ გინდა ზუსტად იგივე რაც მე მინდოდა: არგუმენტირებული, აკადემიურ ჩარჩოსთან მიახლოებული, ინტელექტუალური დისკურსის წარმოება იმ საკითხებზე, რომელიც გადარდებს. მაგრამ ამისათვის გჭირდება შესაბამისი სივრცე, უფრო სამეცნიერო ფორუმი.
QUOTE
მთავარია ვინ შედის, რაზე საუბრობენ, როგორ საუბრობენ და როგორი მიკროკულტურაა გაბატონებული.

ასეთი რამდენი ადამიანის მოლოდინი გაქვს?
ამ ფორუმის სპეციფიკიდან გამომდინარე, ადამიანთა ძალიან მცირე ნაწილი შეძლებს შენი თემების იმ ჩარჩოთი განხილვას, როგორც შენ მოელი. ვინაიდან იუზერთა საკმაო ნაწილი აქ გასართობად და არა აკადემიურთან დაახლოებული ინტელექტულური დისკურსის საწარმოებლად შემოდის.
Vanilla იუზერები სხვა სივრცეში გადავედით user.gif
QUOTE
პოსტ-გაყოფა ფილოსოფიამ როგორც ჩანს მოიზიდა ოცდა ცოტა წლის, IQ-ს 75-ე percentile-ს edgy ტიპები რომლებიც დანნინგ-კრუგერის მენტალურ კაიფში არიან რაც პრინციპში მოსალოდნელი და ბუნებრივია მაგრამ დისკუსიას თითქმის შეუძლებელს ხდის.
lol.gif ეს დამოკიდებულება იცის რას ჰგავს? ქვეყანაში რომ ცხოვრობ, წუწუნებ რომ არაფრად ვარგა, მაგრამ არც არაფერს აკეთებ მისი რეალობის გასაუმჯობესებლად 2kiss.gif
ფილოსოფიის განყი ყველაზე თავისუფალია, შეგიძლია რაზეც გაგიხარდება იმაზე გახსნა თემა, მაგრამ შენ, აპრიორი, იქ მყოფ იუზერების ინტელექტუალურ შესაძლებლობებს ,,აკნინებ" და ამის ნაცვლად, ახალ განყოფილებას ითხოვ. საიდან გაქვს იმის გარანტია რომ იქ უფრო მაღალ ,,IQ-ან იუზერებს" მიიზიდავ?
QUOTE
შეერგოს ყველას ის განყი სადაც თავს კომფორტულად გრძნობს და იღებს იმას რაც უნდა, უბრალოდ მე ვერ ვიღებ რაც მინდა და ეჭვი მაქვს რომ არის კიდევ 2-3 ტიპი ვინც სხვაგან აბირჟავებს იმის გამო რომ უკეთესი არჩევანი არ არის, ხოდა უბრალოდ იმას ვამბობ რომ შანსი არის სოციოლოგიის განყი გახდეს ამ ყარიბი (თეორიული) ხალხისთვის შედარებით უფრო კომფორტული თავშესაფარითქო, სადაც ის თემები ამოიქოქება რომლებიც დღევანდელ რეალობაში შესაბამის ნიადაგს ვერ პოულობს.
არ გეწყინოს, მაგრამ ამ ფრაზის შემდეგ ეჭვი მაქვს, რომ ვერც ვერასდროს მიიღებ ამ ფორუმზე იმას, რასაც ეძებ, რადგან ადამიანებს კონკრეტული განყოფილებების პრიზმით და მათი პოსტინგის მიხედვით აფასებ. ადამიანი მის მიერ დაწერილ ტექსტზე უფრო მეტია. როცა მოლოდინი გაქვს, რომ შენზე ნაკლებად ინტელექტუალურ იუზერეს ესაუბრები, დიდი ალბათობით, შენს ახალ განყოფილებაშიც ძალიან ცოტა ადამიანი დაპოსტავს, რადგან ასეთი დამოკიდებულება ცოტას თუ მიიზიდავს user.gif

სოციოლოგიური საკითხების ფილოსოფიის განყში განხილვას რაც შეეხება, თითქმის ყველა წონადი სოციოლოგი ფილოსოფიიდან მოდის, ძალიან მცირე ზღვარია სოციოლოგიასა და ფილოსოფიას შორის, თეორიებში ეს განსაკუთრებით იგრძნობა. კი, განვითარებასთან ერთად ეს დისციპლინები შორდება ერთმანეთს, მაგრამ ფორუმზე, აქ და ახლა, შექმნილი რეალობიდან გამომდინარე, ვერ ვხედავ ცალკე სოციოლოგიის განყოფილების არსებობის საჭიროებას. უფრო მეტიც, ხშირად სოციოლოგიის თემები შეთავსებული აქვს პოლიტგანყს.
Damnoc
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 654
წევრი No.: 72381
რეგისტრ.: 27-October 08

გამოგზავნილია: 8 May 2019, 16:02  #54627190      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Heart_of_Darkness

უსერმა თქვა "არ ვიცი "ვებერი" X-ის გვარის სწორი spelling-არის თუ არაო". ორი "ვინ" იყო მაგ ფრაზაში, ვებერი და X. მე ვთქვი რომ ვერ გავიგე ვინ X-ზე იყო საუბარი, სად იყო რეფერენსი.
QUOTE
სოციოლოგიის ხიბლი იმაშია, რომ რომელიმე თეორიის მიხედვით ცდილობ საკითხის/პრობლემის ახსნას.

"ყველამ თავის ბოზ მამიდას მიხედოს" მანტრის თავდადებული მიმდევარი ვარ და შესაბამისად ვთვლი რომ ინდივიდს უნდა მივცეთ საშუალება იმით მოიხიბლოს რაც უნდა biggrin.gif
QUOTE
შენი თემების სპეციფიკას გადავხედე და მესმის რასაც ითხოვ, მაგრამ ძალიან დიდი ეჭვი მაქვს, რომ ამას სოციოლოგიის განყოფილების გახსნა ვერ გადაჭრის.

შესაძლებელია ვერ გადაჭრას, მაგრამ თუ ვცადე ესეიგი ჩავთვალე რომ იმდენი შანსი იყო პოზიტიური შედეგის რომ ცდად ღირდა.
QUOTE
ასეთი რამდენი ადამიანის მოლოდინი გაქვს?

საქმე ხომ შედარებით და არა აბსოლუტურ წარმადობაშია? ჩემი აზრით ყველაზე მკვდარი განყი არ იქნებოდა ფორუმზე.

აქ იმას აქვს არსებითი მნიშვნელობა ვისაც მოიზიდავს სხვა განყების უსერების კანიბალიზაცია იქნება თუ ახალ ხალხს შემოიტყუებს ფორუმზე. ჩემი აზრით თუ იმის მსგავსმა კულტურამ მოიკიდა ფეხი რისი იმედიც მაქვს, დროთა განმავლობაში მოიკრიბავს იმ ხალხს ვინც აქამდე ერთხელ შემოიხედა, ვერ მოიხიბლა სიტუაციით და მეორედ აღარ შემობრუნებულა.
QUOTE
ამისათვის გჭირდება შესაბამისი სივრცე, უფრო სამეცნიერო ფორუმი.

მე სადაური მეცნიერი ვარ? თითქმის გამვლელი მურთაზა ვარ რომელსაც ორი სტატია აქვს წაკითხული. თემები ტექნიკურისკენ კი გარბის ხოლმე კვლევების ხარჯზე მაგრამ არამგონია სამეცნიერო სივრცის შესაფერისი იყოს.
QUOTE
ეს დამოკიდებულება იცის რას ჰგავს? ქვეყანაში რომ ცხოვრობ, წუწუნებ რომ არაფრად ვარგა, მაგრამ არც არაფერს აკეთებ მისი რეალობის გასაუმჯობესებლად

ეს დამოკიდებულება იცი რას ჰგავს? უცებ გადაკითხულით ჩამოყალიბებული აზრზე დაყრდნობით რომ semi-witty კომენტარს დაწერს ადამიანი და ნიუანსებს ან კონტექსტს არ გაითვალისწინებს biggrin.gif

კლუბში თუ 9 ადამიანი ბედნიერად მოღვაწეობს და მეათე ახალმოსულს სიტუაცია არ მოეწონა კამპანია უნდა წამოიწყოს სიტუაციის შესაცვლელად? ეს ამორალურია ჩემი აზრით. წევრობა ნებაყოფლობითია და თუ არ მოგწონს სიტუაცია ნუ იქნები წევრი.

ქვეყნის მოქალაქეობა ცოტა სხვა სიტუაციაა ამ მხრივ ჩემი აზრით. ვჭიდაობთ იმიტომ რომ ერთ გემზე ვართ გაჭედილები და სხვისი შეცდომა ჩვენზე აისახება.
QUOTE
ფილოსოფიის განყი ყველაზე თავისუფალია, შეგიძლია რაზეც გაგიხარდება იმაზე გახსნა თემა, მაგრამ შენ, აპრიორი, იქ მყოფ იუზერების ინტელექტუალურ შესაძლებლობებს ,,აკნინებ" და ამის ნაცვლად, ახალ განყოფილებას ითხოვ. საიდან გაქვს იმის გარანტია რომ იქ უფრო მაღალ ,,IQ-ან იუზერებს" მიიზიდავ?

გავხსენი და შედეგებით ვერ მოვიხიბლე, ავხსენი ჩემი შეხედულება განყების მოკროკოსმზე და მანდედან გამომდინარე ჩავთვალე რომ ფილოსოფიის განყის ბედნიერ ხალხს უნდა მივცე საშუალება იფორუმონ როგორც უნდათ, მაგრამ ჩემი კომფორტის ზონა იქ არ არის.

ვერ ვხვდები სად დავაკნინე ვინმე. ვთქვი ბუნებრივია მათი დამოკიდებულებათქო, ინტელექტს რაც შეეხება "IQ-ს 75-ე percentile" პოპულაციის ზედა მეოთხედს ნიშნავს.
QUOTE
არ გეწყინოს, მაგრამ ამ ფრაზის შემდეგ ეჭვი მაქვს, რომ ვერც ვერასდროს მიიღებ ამ ფორუმზე იმას, რასაც ეძებ, რადგან ადამიანებს კონკრეტული განყოფილებების პრიზმით და მათი პოსტინგის მიხედვით აფასებ.

ჩემი აზრით აქ ჩამოთვალე იმის 100% რითაც ვინმეს შეუძლია ვინმე შეაფასოს ფორუმზე. იმას არ ვამბობ მეტი განზომილება არ აქვს ადმიანსთქო მაგრამ მე ფორუმზე სხვა რა შეიძლება მაინტერესებდეს გარდა იმისა თუ რას ან როგორ წერენ?
QUOTE
ადამიანი მის მიერ დაწერილ ტექსტზე უფრო მეტია. როცა მოლოდინი გაქვს, რომ შენზე ნაკლებად ინტელექტუალურ იუზერეს ესაუბრები, დიდი ალბათობით, შენს ახალ განყოფილებაშიც ძალიან ცოტა ადამიანი დაპოსტავს, რადგან ასეთი დამოკიდებულება ცოტას თუ მიიზიდავს

ორგანულად არ მომწონს ეს ტიპიურად ქალური დამოკიდებულება ზრდასრული ადამიანების მიმართ თითქოს ბავშვები იყონ.

არ მაინტერესებს გულის ან ტვინის სიღრმეში ვის რა უდევს. მე კოსმოსიდან ვერ გამოვიხმობ მაგ ინფორმაციას და ყველას ვერ მოვეფერები და შევაფასებ როგორი მიდგომით მიეცემათ მათ შინაგან სამყაროს "გადაფურჩქვნის" საშუალება.

მოცლილი ადამიანის გასართობია ჩემი გაუფილტრავი აზრით. პლაჟზე რომ მეტალის დეტექტორებით მოძრაობენ დაახლოებით იმას ჰგავს. რათქმაუნდა სადღაც კენჭებში გდია ოქროში ჩასმული ცისფერი ბრილიანტი მაგრამ პლაჟის 99.999999% ის არის რაც ზემოდან ჩანს. კენჭები, ქვიშა, ხის ნაფოტები, კოკა-კოლას ბოთლები, მეორადი შპრიცები, . . .
QUOTE
შექმნილი რეალობიდან გამომდინარე, ვერ ვხედავ ცალკე სოციოლოგიის განყოფილების არსებობის საჭიროებას.

ვაფასებ რომ აზრი დააფიქსირე. თვითონ აზრს დიდად არა, მაგრამ იმ ფაქტს რომ დააფიქსირე ვაფასებ biggrin.gif
Redemption*
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 552
წევრი No.: 247571
რეგისტრ.: 30-December 18

გამოგზავნილია: 8 May 2019, 19:00  #54628155      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Damnoc
რავი ბრად, სოციოლოგია და რაიმე ფილოსოფიურთან დაახლოებული რა გაყნიც გაიხსნება, ყველგან იგივე 75 percentile IQ ხალხი დაპოსტავს. რატომ ელი რომ სხვა კონტინგენტი შემოვა? იქაც შემოვა ხატიAaAaaaAaa შენ რომ გაგდება ცადე და მე რომ დავიტოვე. biggrin.gif იქაც შემოვალ მე, შემოვა "ვეგa" თუ ვინც არიან იუზერები, პოკერიზბლეფი რომელიც მხოლოდ "იმ განყოფილების მპოსტავთა მუსიკალურ გემოვნებაში" დაპოსტავს. biggrin.gif რითი გახდი უფრო საინტერესოს? შენ რაც გინდა რომ 75-ის მაგივრად 98 percentile-ები შემოვიდნენ, ეგეთი რამე ღია ფორუმზე არსად მომხდარა და ვერ მოხდება. მაშინ სერიოზული კლუბი უნდა შექმნა, მხოლოდ მოწვევით უნდა მიიღო ხალხი, სივის გადახედო და მხოლოდ მეცნიერები აარჩიო. ან მასონური ლოჟის ვარიანტი უნდა შექმნა. biggrin.gif რისი იმედი გაქვს "სოციოლოგიის ახალ განყში", არ მესმის. ეს თემა უფრო ფილოსოფიის კონტინგენტის გაკრიტიკებას გავს, ვიდრე ახალი განყის შექმნის მცდელობას, იმიტომ, რომ წესით შენც კარგად უნდა ხვდებოდე რომ არც იმ ახალ განყში მოხდება რაიმე რადიკალურად უკეთესად.

კიდევ 10-იოდე სოციოლოგიური თემის გახსნას ვაპირებ და ვიცი რომ არავის დააინტერესებს, მაგრამ 1 წელიწადში (ცოცხალი თუ ვიყავი) ამოვწევ და ვნახოთ რა იქნება. biggrin.gif პოზიტიურად შეხედე და შენი წვლილი შეიტანე. დაპოსტე როცა თითები ან გონება გექავება.

This post has been edited by Redemption* on 8 May 2019, 19:11
Damnoc
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 654
წევრი No.: 72381
რეგისტრ.: 27-October 08

გამოგზავნილია: 8 May 2019, 20:26  #54628535      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Redemption*
QUOTE
75 percentile IQ ხალხი

იმაზე მეცინება რომ ეგ "სტატისტიკა" იდეაში კომპლიმენტად ვიხმარე და შეურაცხყოფად დარეგისტრირდა biggrin.gif ვიგულისხმე "საშუალოზე აშკარად უფრო "პრადვინუტი" ხალხითქო".

ფილოსოფ-განყის საშუალო მომხმარებლის აღწერაში "თავმდაბალი" მაქვს ჩასამატებელი biggrin.gif
QUOTE
იქაც შემოვა ხატიAaAaaaAaa შენ რომ გაგდება ცადე და მე რომ დავიტოვე.

არაფერს არ ვერჩოდი მაგ ბოვშს დედამიწის ზურგზე და ვთქვი კიდეც. უბრალოდ მეტა თამაშის წესების სწავლა დაუგვიანდა ჩემი აზრით და ჩემი შეთავაზებული დაჩქარებული კურსი ეინტენსიურა biggrin.gif
QUOTE
შენ რაც გინდა რომ 75-ის მაგივრად 98 percentile-ები შემოვიდნენ, ეგეთი რამე ღია ფორუმზე არსად მომხდარა და ვერ მოხდება. მაშინ სერიოზული კლუბი უნდა შექმნა, მხოლოდ მოწვევით უნდა მიიღო ხალხი, სივის გადახედო და მხოლოდ მეცნიერები აარჩიო. ან მასონური ლოჟის ვარიანტი უნდა შექმნა.

თავს ვერ დავდებ ამაზე, შეიძლება შენ ხარ მართალი, მაგრამ ჩემი აზრით ბუნებრივ მონაცემებს ოპტიმალურზე მეტს და კულტურის დინამიკას ოპტიმალურზე ნაკლებ მნიშვნელობას ანიჭებ.

ა ლა "Any community that gets its laughs by pretending to be idiots will eventually be flooded by actual idiots who mistakenly believe that they're in good company." ეს დრამატიზაციაა რათქმაუნდა.

ჩემი ოცნების განყი იქნებოდა ისეთი რომელსაც საკმაოდ მკვრივი კულტურა აქვს, რაც იმას გამოიწვევს რომ პოტენციურ უსერებს ორ ნაწილად გაყოფს 1) რომლებიც იტყვიან "ამ ტრაკში პერო განყის დედაც ვატირე წავედი მე ქმ-შიო" 2) რომლებიც ჩათვლიან რომ აქ არის რაღაც რასაც ისინი აფასებენ და რაში მონაწილობისთვისაც მზად არიან ნელ-ნელა კულტურა მიიღონ/აითვისონ

ისე ამ პასუხის წერის დროს დავფიქრდი იმაზე რომ ალბათ ეგეთი რამე ვერ გამოვა თუ უსერების პატარა ბირთვში უკვე არ გაქვს გაჩაღებული ეგ კულტურა და ახლადშექმნილი ტერიტორიის/განყის ოკუპაციისთვის მზად არ არიან biggrin.gif ა, ამიტო არის საჭირო დისკუსიები biggrin.gif
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (2) [1] 2  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0333 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]