მასტერი არ ვარ,
ინფორმაციას გაცნობებთ:
(მასტერი) "მაესტრო"-ს მათ ეძახიან ვინც 6-ვე კონტინენტისთვის შექმნა ორიგამის ახალი ტექნიკა ან მიმდინარეობა და ბუნებრივია მსოფლიოში აღიარებულნი არიან.
ასეთი ადამიანები=გენიები- დაბადებიდან უკვე ორიგამისტები არიან.
მე არ ვარ ასეთი.
რომც ვფლობდე ძირფესვიანად ორიგამი ყველა ტექნიკას მაღალ დონეზე "ორიგამისტი" არ ვიქნებოდი, იმიტომ რომ არფერი შემიქმნია, უბრალოდ ქსეროქსივით კოპირებას ვაკეთებ.
ხოლო -საქართველოში -თუ ვინმე იფიქრებს რომ მაგალითისთვის წეროს ან გედს ფრთის ან ფეხის მიმართულებას შეუცვლის და ეგრედწოდებულ "ახალ მოდელს" მიიღებს ეს არ ნიშნავს გამოგონებას!
ამიტომ დავარქვი ამ გამოფენას ტერმინოლოგიაში "მოყვარულ ორიგამისტთა" და არა "ქართველ ორიგამისტთა" გამოფენა.
ალბათ ოდესღაც დაიბადება ჩვენთანაც ორიგამისთვის- ქართვლი გენია.