არა. რატომ ვართ საკუთარი წარმომავლობისადმი ასე განწყობილები, ეს კარგად მესმის და მახსოვს როგორ მუშაობდნენ ამაზე ათწლეულების განმავლობაში. ეხლა ვიმკით ბევრ რამეს. კიდევ წინ გვაქვს მომკა, მაგრამ თემა ამაზე არაა და კითხვაც სხვა რამეზეა ხოდა დავუბრუნდები:
1997 წლიდან 2003 წლამდე ვმუშაობდი სხვადასხვა კერძო, გესტ ჰაუსის ტიპის პატარა სასტუმროებში. უცხოელები გვყავდა სულ. იმ დროს უმეტესად გერმანელები ჩამოდიოდნენ ჯერ, მერე გერმანელების მასიური გადაგდება და შევიწროვება წავიდა ბიზნეს-სექტორში და სხვების ჩამოტყუება-დაყაჩაღება დაიწყო... მოკლედ, თითქმის ყველა ეროვნების ხალხს ვიღებდით ყოველ დღე. მთელი იმ პერიოდის განმავლობაში ტურისტებიდან მხოლოდ 2 წყვილი გვყავდა. ერთი ახალგაზრდა იტალიელი წყვილი და მეორე მოხუცი გერმანელი ცოლ-ქმარი. დანარჩენები იყვნენ ამა თუ იმ ქართული ბიზნესწამოწყების პარტნიორები ან კანდიდატები მომავალ პარტნიორებად...
საქმე იმაშია, რომ ყველანი სვამდნენ. აი როგორ სვამდნენ იცით?..
... დილას შვიდის ნახევარზე დაიწყებოდა წყლის მრიცხველების და ტუმბოების ინტენსიური ბზრიალი. რვის ნახევრიდან რვამდე წვერგაპარსულები, გამოწკეპილები ჩამოდიოდნენ სასაუზმოდ. რვიდან ცხრის ნახევრამდე აკითხავდნენ ქართველი პარტნიორ-მასპინძლები და მიყავდათ საქმეებზე. ღამის თორმეტის მერე მოდიოდნენ კაი გვარიანად ნაჭამ-ნასვამები სტუმარ-მასპინძლიანად. სტუმრები ადიოდნენ ნომრებში, მასპინძლები მიბარბაცებდნენ სახლებისკენ და სადღაც დილის 4-5 საათამდე ჩვენი უცხოელები სვამდნენ ლუდს, არაყს, ჯინს ტონიკით და ასე შემდეგ... რაც მოიპოვებოდა სასტუმროში. ან ნომრებში, ან სასტუმროს სასაუზმო დარბაზში. დილის შვიდის ნახევრიდან ისევ წვერის პარსვა, შხაპი და იგივე მეორე დღესაც. თითო სულ ცოტა რამდენიმე დღეს ჩერდებოდა და ასე იყო ყოველ დღე. არანაირი პახმელია, არანაირი...
მოკლედ, სვამდნენ, არ ჩხუბობდნენ, მუშაობდნენ... დაჟე შაბათ-კვირასაც, ნომრებშიც მუშაობდნენ, რეპორტებს წერდნენ და აგზავნიდნენ თავიანთი კომპანიებში.
ერთი სასტუმრო ერთ ძველ უბანში იყო. აი კერძო სახლი სასტუმროდ რომაა გადაკეთებული და გვერდებზე იტალიური ეზოები რომაა. ერთი ლოთი ბიჭი ცხოვრობდა გვერდზე ეზოში. ნახევრად მიწურში. ხანდახან მორჩენილ სასმელს ვჩუქნიდით, ხანდახან ახალსაც... ერთადაც ვსვამდით. მოკლედ, ცუდი ბიჭი არ იყო, უბრალოდ რომ თვრებოდა, სულ შარში ეხვეოდა და დადიოდა ჩაფინგალებული და გაუბედურებული. ერთხელ სამსახურის სასტავს ფული გვქონდა და ვაპირებდით სადმე საქეიფოდ შესვლას. მოდი ესეც წავიყვანოთ, რამდენი ხანია ადამიანურად არსად არ მჯდარაო. წავიყვანეთ. კარგად მოვილხინეთ, ამას თურმე პიანინოზე დაკვრაც სცოდნია, ხოდა იმ პატარა კაფეში თუ ბარში, სადაც ვიყავით კაი დრო გვატარებინა და თითონაც ადამიანურად მოულხინა. ჩვენ ველოდებოდით რომ ვიღაცას აუშარდებოდა მთვრალი და არა. იმ საღამოს უბანსაც მშვიდად ეძინა და დილასაც არ ჰქონია ჩვეული გაუბედურებული სახე. ცუდი ის იყო რომ ყოველ დღე არ გვქონდა მაგისი მიხედვის რესურსი. რამდენიმე წლის მერე გავიგე - მოკლესო ქუჩაში...
სმა ან თრობა არაა ჩვენი მტერი.
იმპულსურობა და დაუფიქრებლად ნაბიჯების გადადგმაა ჩვენი მტერი! აი აქ (
https://youtu.be/WVX_LHUqH84 ) ერეკლე საღლიანი ძალიან ლამაზად საუბრობს ჩვენს ბუნებაზე და ხასიათზე. ძალიან სასიამოვნოა მოსასმენად, მაგრამ გლახა ამბავი მოხდა მსოფლიოში ჩვენისთანებისთვის. ადრე, სანამ ხმალი იყო საბრძოლო იარაღი, ფოლადის დნობა იყო მოწინავე ტექნოლოგია, მკლავი და კუნთი წყვეტდა ყველაფერს, ვისაც შეეძლო მაგარი ხმალის გამოჭედვა და მარჯვენაც უჭრიდა, იმ სახელმწიფოს ჰქონდა არსებობის და მოძლიერების მეტი შანსი.
აი როცა უკვე გონებით მუშაობა კუნთებით მუშაობაზე ეფექტური გახდა და ტექნოლოგიებიც შეიცვალა, მაგის მერე დაგვენძრა ჩვენც. მარტო ჩვენ არა. ყველა იმ ერს, რომელსაც არ ჰქონია რაიმეს გააზრების დრო და უნარი.
ჩემს წინაპარზე, ვისი მეტსახელიდანაც ჩემი გვარი წამოვიდა, ასეთი თქმულება მაქვს გაგონილი:
მწყემსი უნახავს საძოვარზე, მხარზე თოფით. მაშინ თოფი ახალი და უცხო ხილი ყოფილა და ნანახიც კი არ ჰქონდა ბევრს. ეს გავარდნილი იყო ბატონის მკვლელობის გამო. ხოდა მწყემსისთვის უკითხავს - რანაირი კომბალია ეგო. იმას უთქვამს, ეს ისეთი კომბალია, ეხლა აქედან იმ ცხვარს მოვკლავ ამითო და უჩვენებია მინდორში შორს ცხვარი. გადაუხდია ამ ჩემს წინაპარს იმ ცხვრის ფული და უთქვამს. მიდი აბა მოკალიო. მწყემსმაც გადმოიღო, დაუმიზნა, დააჭედა და გააგორა ცხვარი.
ამ ჩემს წინაპარს კი უთქვამს - ძალიან ცუდია თუ შორიდან ასე შეიძლება სულდგმულის მოკვლაო - წასულა ჩემი დროო და იმის მერე აღარც არავის უნახავსო. არ ვიცი ასე იყო თუ არა (ბოლობოლო მშვილდ-ისარიც არსებობდა მაგ დროს), მაგრამ სიმბოლურად ძალიან გავს ჩვენს მდგომარეობას. რაღაც მიუღებელი იყო, რაღაცას ფეხი ვერ ავუწყეთ და ნელნელა წამოვედით უკან-უკან. ძალიან ადვილია ადამიანის და ერის გაბახება. ძალიან. ერთი თუ მოდუნდი და რამე გამოტოვე, პიზდეცი გაქვს. მერე რთულია წამოდგომა და საერთო ფერხულში თანასწორად ჩაბმა.
სასმელი არაფერშუაშია.
This post has been edited by AraGviani on 19 Sep 2019, 18:40