GHOST91მადლობა გამოხმაურებისთვის,
როგორც ერთმა მეგობარმა მითხრა ადრე არეგისტრირებდა საჯარო რეესტრი უპრობლემოდ. ბოლო წლებში მერიის გარეშე აღარ აკეთებენო.
ეს აშენდა 2016 წელს და იქიდან მოყოლებული უწერია კვადრატულობა.
ანუ როგორც ვხვდები რახან რეესტრში გატარებული იყო უკვე ყიდვის მომენტში, აღარავინ შემოგვედავება ხომ? მე თუ რეესტრი მეუბნება ბინა არის 50 კვადრატული ვალდებული ვარ მოვიძიო რამდენად კანონიერად არის ეს 50 კვადრატული აშენებული?
კიდე ერთი შეკითხვა მაქვს, აქვე არის მითითებული ნ2 შენბა, რომელიც იდეაში არასდროს ყოფილა. უბრალოდ ამ ყოფილ მეპატრონეს უნდოდა აეშენრბინა და თავისი ჭკუით რეესტრში მეორე შენობაც დაარეგისტრირა მაშინ. ეხლქ ამ ადგილას ოთახის ან ავტოსადგომის აშენება თუ არის შესაძლებელი?
კიდე ერთიც და მორჩა
ბინის სახურავის ბრტყელი/ოდნავ დახრილი გადახურვიდან სამკუთხედად გადახურვა შეიძლება თუ ეგეც მშენებლობაში ითვლება? თუ ეგ არ შეიძლება 1 მეტრით რომ ავამაღლო ერთი მხარე რომ მეტი დახრა ჰქონდეს, ეგ მაინც შეიძლება?
მადლობა კიდევ ერთხელ