ჩემიც
და მახსოვს კიდევ ჰიუგოს ლექსი პარიზის კომუნაზე.."ბარიკადებთან" ერქვა
ბარიკადებზე შუა ქუჩაში
სადაც სიკვდილმა უმძვინვარესმა
ცოდვილის სისხლი ხალხი სპეტაკი
და უცოდველი სისხლით წარეცხა-
კომუნარების გევრდით შეიპყრეს
პატარა ბიჭი ალბათ თორმეტის,
-შენც ამათთან ხარ?-მან უპასუხა:
-დიახ,მე ამათ ვერ მოვშორდები
-შენ ჯერს მოუცდი.ყველას დახვრეტენ.
-ასეთი იყო სიტყვა ოფიცრის.
და იდგა ბავშვი ტყვიის კაშკაშში,
რომ გაემართა მზერა თოფისთვის.
ის შეჰყურებდა თუ კომუნარებს
როგორ ხოცავდნენ სახლის კედლებთან.
იმ ოფიცერათნ მიიჭრა ბიჭი
და მის თვალებში იყო ვედრება,
უთხრა:-გამიშვით თუ შეიძლება,
მე საათს აქვე დედას მივუტან.
-გაქცევა გინდა?-მე დავბრუნდები...
-იმეორედბა ბავშვი ჯიუტად
-ხომ არ შეშინდი?სად ცხოვრობ, ლეკვო?
-აქვე,შადრევნის წინ რომ სახლია.
გთხოვთ კაპიტანო,მე დავბრუნდები...
-ჯარისკაცები სიცილს აყრიან
წადი ჯანდაბას!...-თქვა კაპიტანმა
-ჯილდო გეკუთვნის ეშმაკობისთვის!...
და მთელ მიდამოს ეფინებოდა
ხარხარი რაზმის და იმ ოფიცრის.
ის ირეოდა კაცთა ხროტინში
და იცინოდა თითქოს სიკვდილი
მაგრამ უეცრად შეწყდა ხარხარი,
ბავშვი ამაყი და ფერმიხდილი
კვლავ აღიმართა მოულოდნელად,
უკვე არავინ ელოდა რადგან,
-აი მოვედი...-უთხრა კაპიტანს
და ქედმაღალი კედელთან დადგა.
მერე აღარ მახსოვს..ისე მთავრდება, რომ ოფიცერი ინდობს ბავშვს..ვინმეს ხომ არ გაქვთ მთლიანად?
საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე აქტიურად მომუშავე ჰიდროაგრეგატი არის მტრის წისქვილი. © სლავა მესხი
"ქალი-დიდი ძალაა"- გვეუბნება პარტია (© კ/ფ "შეხვედრა წარსულთან")
Vita nostra brevis est, brevi finietur,
venit mors velociter, rapit nos atrociter,
nemini parcetur!