Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > სტომატოლოგია > სტომატოლოგიური აპარატურა სახარჯი მასალები


Posted by: kikola 14 Dec 2009, 02:36
ეს თემა გავხსენი ექიმი სტომატოლოგებისთვის. კარგი იქნება ვიმსჯელოდ და გაუზიაროთ ჩვენი მოსაზრებები ერთმანეთს ვინ რომელ სტომატოლოგიურ მაღაზიასთან თანამშრომლობს და რატომ?

Posted by: თენგო 27 Dec 2009, 11:27
მეც მაინტერესებს

Posted by: kikola 28 Dec 2009, 00:04
თენგო
კონკრეტულად რაიმეს შეძენა გაინტერესებს?

Posted by: თენგო 3 Jan 2010, 14:32
უფრო ის მაინტერესებს ბიზნესის წამოსაწყებად რა დამჭირდება თავისი ფასებით yes.gif

Posted by: tamti1 3 Jan 2010, 22:17
რაღაც კაციშვილი არ ვამხელთ სად ვყიდულობთ მასალებს biggrin.gif

მე პირადად აღმაშენებელზე და კიდევ თამარ მეფეზე რომაა მაღაზიები იქ. სხვაგან უბრალოდ არ ვიცი სადაა სტომ. მაღაზიები და არც დრო მაქვს რომ ვეძებო. თუ ვინმემ იცით კარგი მაღაზიები, დაწერეთ.

Posted by: Sigma 9 Jan 2010, 09:51
QUOTE
არ ვიცი სადაა სტომ. მაღაზიები და არც დრო მაქვს რომ ვეძებო. თუ ვინმემ იცით კარგი მაღაზიები, დაწერეთ

შენთვის ყველაზე მისაღები ვარიანტი იქნება ინტერნეტ-მაღაზია: www.interdent.ge , რაც შეეხება ჩვეულებრივ მაღაზიებს - ლეონიძის 18-ში (თავისუფლების მოედანთან) ვისაც აინტერესებს შემდეგი ფირმების მასალები: Coltene Whaledent (შვეიცარია) Zhermack (იტალია) Noritake (იაპონია) Estelite (იაპონია) და სხვა, მაგრამ აქ დიდი ასორტიმენტი არ არის..თამარ მეფეზე მაღაზიები საინტერესოა მათთვის ვისაც აინტერესებს ირანული პროდუქცია და ხარკოვის "სტომას" მასალები... აღმაშენებლის 117-ში არის დიდი ასორტიმენტი, მაგრამ პროდუქციის საერთო ხარისხი საეჭვოა, გარდა Densply-s მასალებიასა. აქვე აღმაშენებლის 111-ში ჩინური პროდუქცია გულაობს იაფია და ხელმისაწვდომი, კუტუზოვის ქუჩაზე შეგიძლია შეიძინო: Kerr, Heraeus Kulzer, 3M ESPE, GC ფირმების სომხეთიდან შემოტანილი პროდუქცია... ასე, ამომწურავ პასუხს ვერ გაგცემ, მაგრამ თუ კონკრეტულად რაიმე დაგაინტერესებს მასალებთან ან აპარატურასთან დაკავშირებით - დაპოსტე და გიპასუხებ.

Posted by: tamti1 9 Jan 2010, 14:13
QUOTE
www.interdent.ge


გმადლობთ, მაგრამ აქ მხოლოდ ორთოპედებისთვის არის მასალები, თუ მე ვერ ვნახე სხვა?

Posted by: ikebana 9 Jan 2010, 21:03
Sigma
QUOTE
კუტუზოვის ქუჩაზე

აქ სადაა მაღაზია?

Posted by: Sigma 12 Jan 2010, 00:07
QUOTE
გმადლობთ, მაგრამ აქ მხოლოდ ორთოპედებისთვის არის მასალები, თუ მე ვერ ვნახე სხვა?

მართალი ხარ... www.interdent.ge -ZHERMACK-ის ორთოპედიული მასალების კატალოგია, მაგრამ ტექსტეზე რომ დაკლიკავ შეხვალ ინტერდენტ მაღაზიაში www.doctorhaus.com (ისე ცოტა იდიოტურად კი არის გაკეთებული) და იქ არის სტომატოლოგიური მასალები, დანადგარები, აქსესუარები და ასე შემდეგ...
ikebana
QUOTE
აქ სადაა მაღაზია?

ნომერი არ მახსოვს ზუსტად, მაგრამ კუტუზოვზე ავერსის აფთიაქის გვერდით...

Posted by: Presidental 13 Jan 2010, 09:52
Sigma
111-ში ჩინურის გარდა რუსულსაც ნახავ, ამერიკულსაც, 3M-საც, ზერმაკსაც და ა.შ. ჩემო "ყოვლისმცოდნე", "გულაობს" მომეწონაააააააა wink.gif


ikebana
კუტუზოვის 17-ია თუ 18 არ მახსოვს, მხოლოდ ცნობილი ბრენდებია და მაგარი ხალხი არიან wink.gif

Posted by: Sigma 14 Jan 2010, 13:04
Presidental
მე საწყენად არაფერი მითქვამს ჩემო ძვირფასო... თბილისში დაახლოებით 10-15 სტომატოლოგიური მაღაზიაა და ყველას თავისი წამყვანი პოზიციები აქვს და ამ ნიშნით გამოვარჩიე...

Posted by: Presidental 15 Jan 2010, 01:21
Sigma
შენი ჭურუმე რა wink.gif wink.gif wink.gif ჯიგარი ხარ, რა ვთქვი საწყენად? wink.gif

Posted by: Gedsa_Neo 16 Jan 2010, 12:49
Sigma


QUOTE
ლეონიძის 18-ში (თავისუფლების მოედანთან) ვისაც აინტერესებს შემდეგი ფირმების მასალები: Coltene Whaledent (შვეიცარია) Zhermack (იტალია) Noritake (იაპონია) Estelite (იაპონია) და სხვა,



QUOTE
მაგრამ

gigi.gif
QUOTE
აქ დიდი ასორტიმენტი არ არის.

შემდეგ

QUOTE
აღმაშენებლის 117-ში არის დიდი ასორტიმენტი,

QUOTE
მაგრამ

gigi.gif

QUOTE
პროდუქციის საერთო ხარისხი საეჭვოა,


შემდეგი

QUOTE
აქვე აღმაშენებლის 111-ში

QUOTE
ჩინური პროდუქცია გულაობს იაფია და ხელმისაწვდომი,


შემდეგი

QUOTE
კუტუზოვის ქუჩაზე შეგიძლია შეიძინო: Kerr, Heraeus Kulzer, 3M ESPE, GC

QUOTE
სომხეთიდან შემოტანილი პროდუქცია...



კი მარა სად უნდა შევიძინოთ ეს მასალა თუ არსად არ ვარგა?? gigi.gif

სიტყვამ მოიტანა და ყიდვა - გაყიდვის განყოფილებაში ვიღაცა თბილისში შეკერილ ფეხსაცმელებს ყიდიდა, ხალხმა რეალში რომ ყოფილიყო ალბათ ქვებს ესროდნენ lol.gif რას გავს და შენც არ მყავდე დოლჩე გაბანა .... lol.gif

რა გვჭირს კი მარა?? ქართული ბიზნესია, 1 კაცი ხომ არის დასაქმებული არა?? აცალე განვითარება და შემოიტანს კერის ორიგინალს და არა სომხურს, თუ რაცააა...

დღეს ქართველ პაციენტთა 90% ვერ გადაუხდის სტომატოლოგს იმას რომ მან დასავლეთიდან შემოტანილი ორიგინალური პროდუქციით იმუშაოს, და არც დაზღვევა აძლევს ექიმს ამის საშუალებას...

სტომატოლოგის მხოლოდ კონსულტაცია 60-70 ევრო უნდა ღირდეს სულ მცირე, ესეც სახელმწიფო კლინიკებში თორე კერძო კლინიკებში ფანტაზია ვერ სწვდება ფასებს....

ისე როგორც ეს ხდება დასავლეთ ევროპაში smile.gif)






Posted by: tamti1 16 Jan 2010, 16:30
QUOTE
კი მარა სად უნდა შევიძინოთ ეს მასალა თუ არსად არ ვარგა??


მეც ეს კითხვა გამიჩნდა და რა ვიცი
biggrin.gif
აღმაშენებელზე 111 თუ იყო მაღაზია არ ვიცოდი, არადა ძირითადად აღმაშენებელზე ვყიდულობ მასალებს. ფასები ნორმალური აქვთ, და არა მარტო ჩინური პროდუქცია. ვნახოთ, ხარისხი მუშაობაში გამოჩნდება. biggrin.gif

117 სხვა დროს ვნახავ. კუტუზოვის ქუჩაზე გასვლა კი ძალიან მეზარება. user.gif ერთ ადგილას გახსნან ეს მაღაზიები არ შეიძლება? მთელი თბილისი უნდა მოიაროს ექიმმა? user.gif

Posted by: Sigma 17 Jan 2010, 12:19
Gedsa_Neo
QUOTE
კი მარა სად უნდა შევიძინოთ ეს მასალა თუ არსად არ ვარგა??

tamti1
QUOTE
მეც ეს კითხვა გამიჩნდა და რა ვიცი


ჩემო ძვირფასებო, როგორც სჩანს არასწორად გამიგეთ ან მე ვერ ჩამოვაყალიბე აზრი. მე არ მითქვამს, რომ მასალები არსად არ ვარგა. ყველგან მეტწილად ორიგინალი პროდუქცია, ძალაინ ცოტა გამონაკლისის გარდა. მე ზემოთ მივუთითე ის მაღაზიები, რომლებიც არიან სტომატოლოგიური მასალების და დანადგარების მსხვილი იმპორტიორები, არჩევანი არის და ეს უკვე თქვენი გასაკეთებელია. პრინციპში მასალების და ინსტრუმენტების საყიდლად სირბილი ექიმს არ უნდა სჭირდებოდეს, ეს კლინიკის მომარაგების მენეჯერის ფუნქციაა, მაგრამ ეს საქართველოა!!! თუ ჩემი ლაი-ლაით ვერ დაგეხმარეთ, პრაქტიკული რჩევის მოცემაც შემიძლია და ვისაც დააინტერესებს პრივატში დავუწერ...

Posted by: Presidental 17 Jan 2010, 22:11
ძალიან კრიტიკულები ვართ ერთმანეთის მიმართ.

ნუ გაქვთ ჩინურზე ასეთი გართულება.
დაასახელეთ ექიმი ან კლინიკა ვინც ჩინურ პროდუქციას საერთოდ არ ხმარობს. დღესდღეობით მე მგონი ჩინურმა პროდუქციამ თავისი სათქმელი თქვა არა მარტო სტომატოლოგიაში, არამედ ყველა სფეროში.

მე მაგალითად მთელ საქართველოში 2 კლინიკაზე მეტი არ ვიცი სადაც ჩინური აპარატურა არაა, მასალებზე აღარ მაქვს საუბარი.

ღმერთმა ქნას ყველას ყველას სირონას და ევროდენტის დანადგარები გეყიდოთ wink.gif

Posted by: SIO 20 Jan 2010, 04:50
Sigma
QUOTE
ჩემო ძვირფასებო, როგორც სჩანს არასწორად გამიგეთ ან მე ვერ ჩამოვაყალიბე აზრი


მე გაგიგე biggrin.gif

Gedsa_Neo
QUOTE
კერძო კლინიკებში ფანტაზია ვერ სწვდება ფასებს....


ფანტაზია კი წვდება, მაგრამ ჯიბე ვერ წვდება ჩემო კარგო sa.gif

Presidental

QUOTE
ნუ გაქვთ ჩინურზე ასეთი გართულება.


აბა რას ამბობთ ბატონო, ჩინური პროდიქცია არაფრით არ ჩამოუვარდება ევროპულს და ამერიკულს biggrin.gif (არა მართლა ვამბობ)

Posted by: tamti1 20 Jan 2010, 16:43
QUOTE
თუ კონკრეტულად რაიმე დაგაინტერესებს მასალებთან ან აპარატურასთან დაკავშირებით - დაპოსტე და გიპასუხებ.


სად შეიძლება შევიძინო ნორმალური ხარისხის მატრიცები+დამჭერი რგოლები?
ასევე მაინტერესებს კარგი ხარისხის საპრიალო დისკები.

Posted by: Sigma 20 Jan 2010, 17:36
tamti1
კარგი ხაროსხის საპრიალებელი დისკებია: SHOFUS ფირმის და ვნახე თამარ მეფის 20-ში. მატრიცები აღმაშენებელზე 117 ან 111-ში
* * *
SIO
QUOTE
ჩინური პროდიქცია არაფრით არ ჩამოუვარდება ევროპულს და ამერიკულს

.... დღეს სტომატოლოგიაში ამერიკული და ჩინური სახარჯი მასალების ხარისხი თითქმის უთანაბრდება ერთმანეთს, ევროპამდე ჯერ ბევრი უკლიათ. თუმცა დღეს ცნობილი მულტიბრენდული კომპანიების პროდუქტ-წარმოება იმდენად გაიშალა, რომ ძნელია გეოგრაფიულად დაყო, რომელი ქვეყანაა წამყვანი თერაპიაში, ესთეტიკაში, ორთოპედიაში და ასე შემდეგ. 5-10 წლის წინ სხვა მდგომარეობა იყო, თერაპიაში გერმანია ლიდერობდა, ორთოპედიაში იტალია და ლიხტენშტეინი, ენდოდონტიაში საფრანგეთი და კორეა, ლაბორატორია - იტალია და ასე შემდეგ. პრინციპში ეს ინერცია ნაწილობლივ დღესაც შენარჩუნებულია და სერიოზული დანამატია ესთეტიკაში - იაპონია... აუ რას გავუბერეეე....მაპატიეთ გავერთე. tongue.gif

Posted by: ikebana 20 Jan 2010, 19:29
tamti1
მატრიცებსაც და რგოლებსაც რუსულს ვხმაროს, 117-ში ვყიდულობ. მაგრამ აი სოლები სხვა საქმეა, მთელ ამ ამბავში ჩემი აზრით სოლის ხარისხია ყველაზე მნიშვნელოვანი. კერის სოლებს ვხმარობ ამ ეტაპზე.
პოლირებისთვის დენტსპლაის ენჰანსებს + ულტრადენტის რეზინებს ვხმარობ + პასტით ვაპრიალებ. ენჰანსებს არკაში ვყიდულობ, ულტრადენტს წარმომადგენელთან, პასტას დენტალ-ჯორჯიაში, როგორც ყველაფერს კერისას.

Posted by: xanga 30 Jan 2010, 19:03
ყველაზე მაღალი ხარისხი და მისაღები ფასებიhttp://labtech.ge/?lang=geo&go=products&action=producti_list&dziritadi_cat_id=5&producti_cat_id=61&qve_cat_id=50

Posted by: **DIMMU*** 30 Jan 2010, 19:27
იმ მასალებიდან რასაც ვყიდულობა უმრამვლებსობა ultradent-ის პრდუქციაა, ხათუნა ბაიაჯანთან ვყიდულობა და ვიცი რომ მართლა ამერიკულია და ხარისხიანი, თუ ვინმე დაინტერესდება ნომერსაც დავწერ!

Posted by: xanga 30 Jan 2010, 19:52
**DIMMU***
QUOTE
ყველაზე მაღალი ხარისხი და მისაღები ფასებიLABTECH GEORGIA

აქ რომ პროდუქციაა იმაზე ხარისხიანი მაინც ვერ იქნება wink.gif

Posted by: **DIMMU*** 31 Jan 2010, 03:31
xanga
QUOTE
აქ რომ პროდუქციაა იმაზე ხარისხიანი მაინც ვერ იქნება

აბსოლიტურად სხვადასხვა რამეზე ვლაპარაკობრ ეხლა

Posted by: Sigma 31 Jan 2010, 09:49
xanga
QUOTE
ყველაზე მაღალი ხარისხი და მისაღები ფასებიLABTECH GEORGIA


აქ რომ პროდუქციაა იმაზე ხარისხიანი მაინც ვერ იქნება 


ასეთი "ტრუხა" საიტით და არაფრის მთქმელი ინფორმაციით რატომ ანაგვიანებ ფორუმს? არ გეზარება?

Posted by: xanga 31 Jan 2010, 10:57
Sigma
შენ ვინღა შემოგაგზავნა? lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: **DIMMU*** 31 Jan 2010, 13:35
xanga
QUOTE
ასეთი "ტრუხა" საიტით და არაფრის მთქმელი ინფორმაციით რატომ ანაგვიანებ ფორუმს? არ გეზარება?

ზუსტად ამის დაწერა მინდოდა გუშინ და არ გაკადრე

Posted by: tamti1 31 Jan 2010, 20:10
QUOTE
იმ მასალებიდან რასაც ვყიდულობა უმრამვლებსობა ultradent-ის პრდუქციაა, ხათუნა ბაიაჯანთან ვყიდულობა და ვიცი რომ მართლა ამერიკულია და ხარისხიანი, თუ ვინმე დაინტერესდება ნომერსაც დავწერ!


მე მაინტერესებს. სად შეიძლება ვნახო?

Posted by: **DIMMU*** 31 Jan 2010, 22:14
tamti1
ხატუნას ნომერს მოგწერ pm -ში და ისე კი მისი კლინიკა, სულხან საბას ქუჩაზეა, ქიმიური დათეთრების სისტემას ვინც ხმარობს, ბუუსტს ან რაიმე სპეციფიურ მასალას რომელსაც ულტრადენტი აწარმოებს მასთან შეგიძლაი იყიდო,

განსაკუტრებით მინდა ავღნიშნო რომ საუკეტესო აქვს მინაბოჭკობვანი წკირები განსაკუთრებულად კარგი აქვს, კიდე ძალიან მაგარი ფაილები, არნდო შპრიცები რომლებიჩ არხში წნევას არ ქმნის , არ ვიცი რომელი ერთი ჩამოვთვალო უბრალოდ არ მინდა რომ ვინმეს ეგონოს რომ რაიმე ინტერესი მაქვს , მაგრამ ვინც ენდოს აკეთებს ყველა ალგორითმების დაცვით, ულტრადენტის პროდუქციის გარეშე ძნელია



www.ultradent.com
https://store.ultradent.com/?_a=viewCat&catId=14

Posted by: bimna 3 Feb 2010, 00:04
თუ ვინმეს აქვს ან ჩამოტანა შეუძლია მჭირდება ბორმანქანის განათება დამიზიანდა და გამოვცვალო მინდა ბორმანქანა მელორინია. მთლიანად განათების ნაწილი.შემეხმიანეთ თუ გაქვთ რამე ინფორმაცია.

Posted by: Sigma 3 Feb 2010, 13:22
bimna
QUOTE
ბორმანქანის განათება დამიზიანდა და გამოვცვალო მინდა

თუ ზუსტად იგივე განათება ვერ იშოვე, აპარატურის ხელოსნები მოგიგვარებენ მაგ საკითხს. თუ დაგჭირდება დაპოსტე და პმ-ში მოგწერ ტელ. ნომერს...

Posted by: tamti1 3 Feb 2010, 20:22
QUOTE
განსაკუტრებით მინდა ავღნიშნო რომ საუკეტესო აქვს მინაბოჭკობვანი წკირები განსაკუთრებულად კარგი აქვს, კიდე ძალიან მაგარი ფაილები, არნდო შპრიცები რომლებიჩ არხში წნევას არ ქმნის ,


გაიხარე, დიდი მადლობა.
2kiss.gif

Posted by: bimna 3 Feb 2010, 20:33
დიდი მადლობა გამოხმაურებისთვის.ალბათ ხელოსნები ვერ დამეხმარებიან გატეხილია, კი მუშაობს მაგრამ ცუდად გამოიყურება,ამიტომ გამოცვლა მირჩევნია. ისე ვინმე კარგი ხელოსნის ნომერს თუ მეტყვით დიდად დამავალებთ.სულ პრობლემაა ამ სფეროში

Posted by: ortodont six 1 Apr 2010, 16:32
მეგობრებო გასაყიდი მაქვს რენტგენის აპარატი იტალიური. 2008 წლის მოდელი იქს გენიუსი. მუშაობს ვიზიო რეჟიმზეც , თუ უყიდით ორალ კამერას. არის პორტატული , როლიკებზე. ლიცენზიის აღების მხრივ ყველაზე უპრობლემო აპარატია. მსურველი შემეხმიანიოს 897 31 97 97. მაღაზიაში ღირს 2500 დოლარი მე ვყიდი 2000-ად

Posted by: riosweetie 19 Apr 2010, 13:36
QUOTE (Sigma @ 17 Jan 2010, 12:19 )
პრაქტიკული რჩევის მოცემაც შემიძლია და ვისაც დააინტერესებს პრივატში დავუწერ...

მე ახლა ვიწყებ მუშაობას ორთოპედიაში და მაინტერესებს სად ჯობია ვიყიდო მასალები და იარაღები რაც დამჭირდება. წარმოიდგინეთ არაფერი არ მაქვს და ყველაფერი უნდა ვიყიდო, თან ბევრი დრო არ მაქვს რომ მთელი დღეები ვიბოდიალო და ვარჩიო სად რა იყიდება და რა ფასად. იქნებ მირჩიოთ ერთი-ორი მაღაზია სადაც ღირს მისვლა და ყველაზე დიდი არჩევანია ორთოპედებისთვის.

არ ვიცი აქ რამდენად მოსატანია მაგრამ ამასთან ვეძებ ტექნიკებს სხვადასხვა სამუშაოსთვის სასურველია ვაკეში (ტერიტორიულად მაწყობს).
* * *
ისე მე რომ მომწოდებლი ვიყო ერთ კარგ ონლაინ მაღაზიას გავხსნიდი smile.gif მე პირადად ხშირად ვისარგებლებდი მისით, ნუთუ ასე ძნელია?

Posted by: Sigma 24 Apr 2010, 14:41
QUOTE
ისე მე რომ მომწოდებლი ვიყო ერთ კარგ ონლაინ მაღაზიას გავხსნიდი  მე პირადად ხშირად ვისარგებლებდი მისით, ნუთუ ასე ძნელია?

ონლაინ მაღაზია უკვე არსებობს www.doctorhaus.com
* * *
QUOTE
მე ახლა ვიწყებ მუშაობას ორთოპედიაში და მაინტერესებს სად ჯობია ვიყიდო მასალები და იარაღები რაც დამჭირდება


შეგიძლია მოინახულო სტომატოლოგიური მაღაზია - ლეონიძის ქ 18. ყოფილი კიროვის ქუჩა (თავისუფლების მოდენთან)

Posted by: **DIMMU*** 1 May 2010, 14:53
Presidental
თქვენთან ვიყიდე NSK ბუნიკი და ეხლა მჭირდება გადამყვანი აი ასეთი 4 გამოსასვლელი რომ ჰქონდეს თუ როგორ უნდა ვთქვა არ ვიცი ზუსტად , ვოფშემ მიხვდები შენ

ან ინებ ვინმემ იცოდეთ სად იყიდება ძალიან მაინტერესებს და მჭირდება

Posted by: _pulpa_ 4 May 2010, 23:11
ისე დღეს დავიარე მარჯანიშვილზე და ვაგზალზე (გზად ვიყავი იქით) და რაც გმაიკვირდა ის იყო რომ მარჯანიშივლის 117 - ის გარდა ენდობუნიკი ვერსად ვნახე და აქაც მხოლოდ NSK - ს ფირმის იყო და ეს ფირმა რამდენად სანდოა თუ იცით, ვის გაქვთ ეს ბუნიკები და რამდენად კმაყოფილი ხართ?
* * *
**DIMMU***
QUOTE
თქვენთან ვიყიდე NSK ბუნიკი

რამდენად კმაყოფილი ხარ და ზოგადად ზტუ იცი ხარისხიანი პროდუქცია აქვთ მაგის მწარმოებელ ფირმას?

Posted by: Presidental 5 May 2010, 15:25
**DIMMU***
კი წესით უნდა იყოს მაღაზიაში, დაურეკე 479949 და გეტყვიან. როგორც წესი 4-იანი უფრო იშვიათია საქართველოში.

_pulpa_
NSK ერთ-ერთი ნომერ პირველია, მარა საქართველოში ნამდვილი ნახო ძაან იშვიათია. ისვიათია იმიტომ რომ მოთხოვნილება თითქმის 0-ია.
იმ NSK რასაც 117 და ჩემთან 111ნახავ განსხვავდება კლასებით: არის ორიგიანლი ნსკ, არის ა, ბ, გ კლასები. შესაბამისად იცვლება მომწოდებლის მიერ ფასები და თავისთავად აქ გასაყიდი ფასები. ჩემთან არის ა კლასი, ანუ პატენტებში ყველაზე მარალი ხარისხი და ღირს 170 ლარი. მქონდა აღარ შემომაქვს დაბალი ხარისხი, რომელის 40 ლარადაც შემიძლია გავყიდო.
ვერც ერთი ექიმი ამ ხარსიხებს ვიზუალურად ვერ გაარჩევს, შანსი არაა. აქ მხოლოდ ის მომენტია რომ არ უნდა მოგატყუო. არც ორიგინალზე და არც პატენტზე გარანტია არსად არაა, არც 40 ლარიანზე და არც 550 ლარიანზე. ერთი რცევა იქნება რომ ყოველი პაციენტის მერე ტურბინული დაზეთოთ თორე ნებისმიერს გააფუჭებთ.

თუ ამომწურავად არ გიპასუხეთ, მითხარით და კიდე გავშიფრავ. ენდობუნიკი პატენი ნსკ-ს გირჩევია კოხო, საკმაოდ კაი ხარსიხია, გაფუჩებული არ მინახია

Posted by: _pulpa_ 5 May 2010, 16:00
Presidental
მადლობა გამოხმაურებისთვის, რა არის იცი, მე რაღაც შანსი გამეჩითა რომ იაპონიიდან ჩამომითანონ, როგორც ვიცი იაპუნური ფირმაა ეს და ამ ა, ბ, გ კლასებზე არაფერი გამიგია და პირველი იყო ჩემთვის, ეს კიდევ არაფერი, იაპონური თუ იქნება პატენტი? რამდენად მოსალოდნელია? დაუშვათ 117-ში რაც აქვთ ეგ პატენტია და სადაური წარმოების იქნება ხომ არ იცი? ერთმა მითხრა შეიძლება ჩინური იყვესო და ერთმა იყიდა მასე და მალევე გაუფუჭდაო, ჩემ თანამშრომელსბ აქვთ და უკვე კაი რამდენიმე თვეა ნორმალუარად მუშაობს და რა ვიცი, რას მირჩევთ? თან აქ რომ 700 ლარი ღირს, მე შეიძლება დამიჯდეს 400 ლარი და განსხვავება ხომ არის? თუმცა ამ ენდობუნიკებში რაც გავერკვიე ტექნიკურ მახასიათებლებში ჩვენთან მარტო ერთი სახეობა ვნახე ზემოთ აღნიშნული ფირმის, არადა გასათვალისწინებელია ბუნიკი რომელ ძრავზეჩ კეთდება რამდენი აქვს ბრუნვის სიჩქარე, შესაბამისად რომელი სიჩქარის ბუნიკი უნდა გამოიყენო და ასე შემდეგ, როგორც დავაკვირდი ამას აქ არავინ აქცევს ყურადღებას.

Posted by: Presidental 5 May 2010, 20:00
_pulpa_
მოკლედ, ნსკ ორიგიანლი ქარხანაში იაპონიაში ღირს დაახლოებით 950 დოლარი, დამიჯერე იაპონიაში სტომატოლოგიურ მაღაზიაში უფრო ძვირი ეღირება ვიდრე ქართულ ნებისმიერ მაღაზიაში. 700 ლარი ესაა 100%-ში პატენტი თუ ნსკ-ს ენდობუნიკზე მეუბენბი. თან ისეთი პატენტია რომ ხო გეუბნები მიკროსკოპით რომ ეჩალიჩო მაინც ვერ მიხვდები იმდენად მაღალ დონეზეა გაყალბებული. 117-ში ჰკითხე რომელი დონისაა: ა, ბ, გ? ამათ ერთმანეთისაგნ შენ ვერ გაარჩევ მარა ზუსტად გეტყვი: გ ხარისხს გააფუჭებ მაქსიმუმ 2 კვირაში, ბ-ს დაახლოებით 1-5 თვეში, ა-ს დაახლოებით 1-3 წელი. აქაც დამოკიდებულია რამდენად კარგად მოუვლი, შეიძლება 5 წელიც გამუშაოს, არაა გამორიცხული. მარა რო იფიქრო რო ორიგინალია, გამორიცხე. რაც უფრო ცნობილი ბრენდია მით უფროა გაყალბებული, მაგალითად მე მაქვს ფრანგული ენდობიუნიკი, დაგიჯდება სადღაც 600-700 ევრო, იმაზე ზუსტად ვიცი რო მსოფლიოში არაა გაყალბებული.

ყურადღებას ბრუნვის სიჩქარეს იმიტომ არავინ არ აქცევს რომ ყველაზე დამაკმაყოფილებელია, მაგაზე არც ერთზე არ გექნება პრობლემა. მთავარია რა ფუნქციები ექნება.
თუ კიდე რამე დაგაინტერესებს ამ თემაზე არ მომბეზრდება საუბარი და მითხარი smile.gif

Posted by: _pulpa_ 5 May 2010, 22:40
QUOTE
ყურადღებას ბრუნვის სიჩქარეს იმიტომ არავინ არ აქცევს რომ ყველაზე დამაკმაყოფილებელია, მაგაზე არც ერთზე არ გექნება პრობლემა. მთავარია რა ფუნქციები ექნება.

რა არის იცი? ნსკ ბუნიკებს, ენდოზე მაქვს საუბარი, აქვს ესეთი მახასიატებელი, რუსულად ქვია "პანიჟენიე" ქართულად მგონი დაქვეითება თუ რაღაც ესეთი smile.gif მაგალითად ეს პანიჟენიე არის 10:1 ან 64:1 ან 128:1 ანუ ბრუნვის სიჩქარე უფრო და უფრო კლებულობს და ეხლა თავად იაზრე 10-ჯერ ნაკლები ბრუნვა, მერე 64-ჯერ ნაკლები და მერე 128-ჯერ, ანუ რამხელა სხვაობებია ხომ ატყობ არა? შესაბამისად ის რომ აი ყურადღება არ მივაქციოტ, რადგან მაინც ერთი პონტიაო არასწორი შეხედულებაა რა, ეს დამოკიდებულია რეალურად იმაზე, თუ რამდენი ბრუნვის სიჩქარე აქვს ძრავს, რომელზეც ბუნიკია დაბნეული, საქართველოში კი ამას არავინ უყურებს, არადა მნიშნველობა სერიოზული აქვს, რომ არ მოხდეს არხის გადახურება და შესაბამისად პერიოდონტის ქსოვილის ნეკროზი, ან პროტაიპერის ჩატეხვა, ხო ხვდები არა, რასაც ვგულისხმობ.

აბა ეხლა გისმენ, ჩამომიყალიბე შენი შეხედულება და არგუმენტები smile.gif
რაღაც საინტერესო თემა ავაგდეთ მგონი, ხალხი მგონი დაინტერესდება ამით და უფრო ჩახედულნი იქნებიან ტექნიკაშიც, თითქოს რა სჭიროა მაგრამ მაინც ჯობია ექიმებმაც ვიცოდეთ თორე საქართველოში არსებული ხელოსნების იმედად ჩემი მტერი იქნა, ერთს ვითOმ გიკეთებენ და მერე ათს გიფუჭებენ smile.gif))

Posted by: **DIMMU*** 5 May 2010, 23:18
Presidental
იცი ძალიან კმაყოფილი ვარ მაგრამ აი ეს ნაიწილი ეშვება ხოლმე და ბორის ტრიალტან ერთად ტრიალბეს, რატო?

Posted by: ikebana 5 May 2010, 23:51
**DIMMU***
უნდა დაზეთო სისტემატიურად. ჩემსასაც ემართებოდა მასე. მუშაობას რომ ვამთავრებ აუცილებლად ვზეთავ. როცა დღეში რამდენიმე კბილის პრეპარირება მიწევს შუალედშიც ვზეთავ.

Posted by: Presidental 6 May 2010, 03:19
_pulpa_
ოკ, გეთანხმები ესეც საინტერესო თემაა და სხვაც კიდე ბევრია, რაც სტომატოლოგებმა არ იციან და იციან შემომტანმა ფირმებმა. ეს მონაცემები რაც შენ თქვი დამიჯერე არაფერს ისეთს არ ნიშნავს, ეგაა რამდენად აქვეითებს ბუნიკი ბორმანქანიდან წამოსულ ძალას, შეფარდებითობაა რა. დამიჯერე მუშაობაში ისეთ დიდ სხვაობას არ მოგცემს. თავისუფლად შეგიძლია არეგულირო ბორმანქანის ჰაერით, მიხვდი? თუ მაინც და მაინც გინდა ენდობუნიკი(აპარატი, რომელსაც პლიუს აპექსლოკატორიც აქვს), იყიდე კაი ჩინური, იმას ყველანაირი ეგ ბრუნვა აქვს და სხვა ფუნქციებიც. მარტო ენდობუნიკს თუ იყიდი, იმათ მარტო ერთ-ერთი შეფარდებითობა ექნება.

**DIMMU***
ბევრნაირი პრობლემა გამიგია მარა ზუსტად მასეთი არა. უფრო ხშირად გასაღების ხმარების პრობლემაა. მიდი ჩემთან მაღაზიაში და მაია აგიხსნის. დაზეთვამ არ მგონია მაგას უშველოს

Posted by: **DIMMU*** 6 May 2010, 22:30
Presidental
QUOTE
ბევრნაირი პრობლემა გამიგია მარა ზუსტად მასეთი არა. უფრო ხშირად გასაღების ხმარების პრობლემაა. მიდი ჩემთან მაღაზიაში და მაია აგიხსნის. დაზეთვამ არ მგონია მაგას უშველოს

ხო მოვალ აუცილებლად, გასაღები არ მგონია , ნორმალურადაა ყველაფერი, აი მუშაობის დროს ,ის ზედა ჩახრახნილი ნაწილი ეშვება პრეპარირებსი დროს ყველა გაჩერების შემდეგ სჭირდება მოჭერა
ikebana
Presidental
აქამდე ზეთი კლინიკის იყო დაე ხლა მე უნდა ვიყიდო, არის მანდ ხარისხებში სხვაობა ტუ ზეთი ზეთია?

Posted by: Presidental 7 May 2010, 06:35
**DIMMU***
პრაქტიკულად ისეთი არაა როგორც ფასში. შენ წარმოიდგინე ზოგი მანქანის ზეთს ასახავს "სინთეტიკას" და ის ბუნიკები უფრო დიდ ხანს მუშაობენ როგორც თვითონ ექიმებმა მითხრეს.

ტურბინული დაზეთე ყოველი პაციენტის მერე.
მიკროსბუნიკი ყოველი დღის ბოლოს.

Posted by: **DIMMU*** 7 May 2010, 12:42
Presidental
QUOTE
პრაქტიკულად ისეთი არაა როგორც ფასში. შენ წარმოიდგინე ზოგი მანქანის ზეთს ასახავს "სინთეტიკას" და ის ბუნიკები უფრო დიდ ხანს მუშაობენ როგორც თვითონ ექიმებმა მითხრეს.

ჩემ მანქნაზე უკვე ნახევრად სინტეტიკაზე გადავედი ეგ არ გამომადგება? tongue.gif ეს ხუმრობით,
ისედავ ვაპირებ თქვენტან გამოვლას და და თვენტან ვარჩევ რამეს მაშინ, და ბუნიკსაც გაჩვენებთ

QUOTE
ტურბინული დაზეთე ყოველი პაციენტის მერე.
მიკროსბუნიკი ყოველი დღის ბოლოს.

ინფოსთვის მადლობა!

Posted by: Presidental 7 May 2010, 19:28
**DIMMU***
smile.gif აუ "ზნაჩიტ" შესაცვლელია, მარა აცადე "სტუკამდე" smile.gif smile.gif smile.gif
* * *
ეს ხუმრობით გეგონა? მართლა ასხავენ მანქანის ზეთს ბუნიკში smile.gif

Posted by: _pulpa_ 8 May 2010, 11:24
Presidental
QUOTE
ეს ხუმრობით გეგონა? მართლა ასხავენ მანქანის ზეთს ბუნიკში 

და მერე რამდენ კილომეტრზე უწევს ხოლმე გამოცვლა? smile.gif)

Posted by: Presidental 8 May 2010, 15:17
_pulpa_
ხოო, ეგ უკვე აღარ ვიცი wink.gif

Posted by: **DIMMU*** 8 May 2010, 19:21
Presidental
QUOTE
აუ "ზნაჩიტ" შესაცვლელია, მარა აცადე "სტუკამდე"

ვცვლი, უკვე სანამ ჩამომივა სხვა იმედია მანამდე არ დასტუკავს biggrin.gif

არა ხუმრობა არ მეგონა , ნახევრად სინტეტიკაზე ვიხუმრე,
კი შეგიჭამე ტვინი მაგრამ ერთიც მიპასუხე რაა!
ანუ როგორც მივხვდი სქელი კონსისტენციის, ზეთი არ შეოძლება ხო?
ან იმას აქვს მნიშვენლონა წნევით შეიყვან ზეთს თუ უბრალოდ შპრიცითაც რომ შეიყვანო ყოფნის?

Posted by: ikebana 8 May 2010, 21:27
**DIMMU***
ტურბინული ბუნიკის დასაზეთად აეროზოლი უნდა გამოიყენო, წნევით შეყავს ისედაც და ბუნიკი მოქმედებაში მოდის, როგორს დაწნეხილი ჰაერისგან. ცხვირიდან სანამ სუფთა ზეთი არ გამოვა მანამდე არ უნდა შეწყვიტო დაზეთვა.

Posted by: **DIMMU*** 8 May 2010, 23:20
ikebana
მადლობა მაკა.აქმდე ჩემი ასისტენტები ზეთავდნენ და 2 ბუნიკი მოინელეს უკვე, ეხლა ახალი მაქვს და მინდა რომ მე თვითონ მივხედო ამ საქმეს

Posted by: riosweetie 9 May 2010, 01:52
[QUOTE=Sigma,24 Apr 2010, 14:41 ] [/QUOTE]
ონლაინ მაღაზია უკვე არსებობს www.doctorhaus.com


შეგიძლია მოინახულო სტომატოლოგიური მაღაზია - ლეონიძის ქ 18. ყოფილი კიროვის ქუჩა (თავისუფლების მოდენთან) [/QUOTE]
ეს საიტი ვნახე და ერთი შეკითხვა მაქვს ფასები იგივეა რაც საიტზეა თუ რამე ემატება ადგილზე მიტანის შემთხვევაში?

Posted by: Presidental 9 May 2010, 10:21
**DIMMU***
აუ რაც არ ვიცი ვერ გიპასუხებ, არ მინდა ლოგიკურად გიპასუხო და შეცდომაში შეგიყვანო smile.gif

მარა მაინც გეტყვი: თხელი ენდომება ზეთი, იმიტომ რომ ძაან მიკრო ნაწილებს ზეთავს.
ალბათ წნევა არაა აუცილებელი, იმიტომ რომ ჰაერი რომ დაუბერავს ზეთი ისეთი კონსისტენცია მაინც ყველგან მიაღწევს. ალბააათ wink.gif

Posted by: **DIMMU*** 9 May 2010, 10:38
Presidental
მადლობა 2kiss.gif

Posted by: xuchucha1 25 May 2010, 19:20
ვინმეს შეუძლია რომ მომწეროს კლინიკის გახსნისთვის რა არის აუცილებელი და საჭირო? აპარატურას ვგულისხმობ.. ნუ ნორმალური კლინიკა რო იყოს და აპარატურაც შესაბამისი.. თუ არ დაგეზარებათ იქნებ ვინმემ მომწეროთ.. smile.gif

Posted by: DentalHouse 30 May 2010, 16:55
ორალ კამრისთვის ერთჯერად პარკებს სად ყიდულობთ?მე ვერსად ვიშოვე..

Posted by: Presidental 24 Jun 2010, 23:22
DentalHouse
შენ მართლა არ იცი თუ....? 25 ლარი გაჩითე და გაყიდინებ wink.gif

Posted by: L/F 29 Jun 2010, 23:58
ვინმეს ხომ არ გინდათ? სულ ახალია უხმარი რეგულირებადი სიჩქარით მინდოდა და შემთხვევით ეს ვიყიდე და გადაცვლით არ ქონდათ რეგულირებადი სიჩქარით სადაც ვიყიდე იქ კარგ ფასში გაგატანთ

Микромотор пневматический ММП-20-01

http://www.kmizcom.ru/node/274

http://img696.imageshack.us/i/mikromotor1.jpg/


Posted by: **DIMMU*** 30 Jun 2010, 12:05
QUOTE
ვინმეს ხომ არ გინდათ? სულ ახალია უხმარი რეგულირებადი სიჩქარით მინდოდა და შემთხვევით ეს ვიყიდე და გადაცვლით არ ქონდათ რეგულირებადი სიჩქარით სადაც ვიყიდე იქ კარგ ფასში გაგატანთ

რასაFასებ პმ-ში მაინც მომწერე

Posted by: BATONI-DAVITI 18 Aug 2010, 15:19
ვინმემ ZOOM 3 მათეთრებელი აპარატის ფასი ხომ არ იცით? და სად შეიძლება ვიყიდო?

Posted by: Sigma 7 Sep 2010, 23:11
BATONI-DAVITI
ZOOM 3 არ ვიცი, მაგრამ იქნებ ეს უფრო მოგეწონოთ? http://www.doctorhaus.com/index.php?productID=734

Posted by: mountaineer 27 Sep 2010, 16:03
გამარჯობათ მაინტერესებს რა აზრის ხართ აღმაშენებლის #126 მდებარე სტომატოლოგი მაღაზიაზე.

Posted by: tamti1 10 Nov 2010, 18:31
გამარჯობათ.
ჰელიო ნათურის ყიდვა მინდა სასწრაფოდ და მირჩიეთ, სად შეიძლება და რომელი ფირმის. ნორმალური რომ იყოს და თან მალე რომ არ გამიფუჭდეს sad.gif

Posted by: ikebana 16 Nov 2010, 04:37
tamti1
სავარაუდო ფასი?

.............................

Posted by: tamti1 16 Nov 2010, 13:16
ikebana
QUOTE
სავარაუდო ფასი?

წარმოდგენა არ მაქვს. ბოლოს ორას დოლარად ვიყიდე. რა თქმა უნდა რაც იაფი და ხარისხიანი-უკეთესი, მაგრამ ხარისხი უფრო მაინტერესებს და არ გავაკეთებ უაზრო ეკონომიას.

Posted by: ikebana 17 Nov 2010, 02:45
tamti1
თბილისში რასაც ყიდულობ და რაც გგონია, სინამდვილეში ის არაა. ამიტომ ხარისხზე გამოკიდებას მაინცდამაინც აზრი არ აქვს მემგონი. თუ ჩამოატანინებ სხვა ამბავია.
ერთგან ვიცი რომ დემეტრონი ჰქონდათ და მგონი ნამდვილი, თუმცა თავს ვერ დავდებ. 1400 ლარად. ლიტექსებსაც არაუშავს. უფრო იაფია. $1000 თუ გაიმეტებ ულტრადენტის ლამპა იყიდე. მე პირადად ძალიან პრაქტიკული მგონია.

Posted by: Karo 22 Nov 2010, 13:55

ჰეჰე ვიცი ჩვენ მაღაზიებში რა ხდება-ბოლოს და ბოლოს მიხვდი რო ის რაც მე მჩირდება აქ არ იშოვება დავთვითონ გავხდი ერთი სთომათოლოგიური აპარატურის ფირმის წარმომადგენელი.ნამდვილი მევაჭრე არა ვარ,მაგრამ თვითონ მაქვს ნორმალური ტექნიკა თან ვთავაზობ ნორმალურ ფასებში

პატივისცემით

Posted by: tamti1 23 Nov 2010, 12:48
Karo
QUOTE
მაგრამ თვითონ მაქვს ნორმალური ტექნიკა თან ვთავაზობ ნორმალურ ფასებში

ჰელიო ნათურა თუ გაქვთ ნორმალური და ნორმალურ ფასში?

Posted by: Presidental 29 Nov 2010, 21:49
ikebana
ნამდვილი დემის თვითღირებულება 1400 ლარზე ცოტა მეტია wink.gif

Posted by: mamulichaaa 7 Dec 2010, 21:50
QUOTE (kikola @ 14 Dec 2009, 02:36 )
ეს თემა გავხსენი ექიმი სტომატოლოგებისთვის. კარგი იქნება ვიმსჯელოდ და გაუზიაროთ ჩვენი მოსაზრებები ერთმანეთს ვინ რომელ სტომატოლოგიურ მაღაზიასთან თანამშრომლობს და რატომ?

მე მაგალითად ძალიან მომწონს მაღაზია უნივერს დენტალი ისე თავიდან ეგ მაღაზია სტომატოლოგ.ჯი ზე ვნახე კომფორტულია მარკეტის სისტემააა ბჯენს იღებ ეგრევე მოხერხებული თაროებია და ათვალიერებ არავის არ ედძახი რომ მოგაწოდოს მაგარია ძალიან

Posted by: kakhagiorgi2011 20 Jan 2011, 17:00
ადრე ისეთი პლომბის მასალა შემოდიოდა კომუნისტების დროს, რომ კბილი შეიჭმევოდა და ის დარჩებოდა. ეხლა ბიზნესის გამო ისეთი მასალები შემოდის ხოლმე, რომლებიც მალევე ფუჭდება, ფასები კი ძალიან დიდია. ყველაფერში ბიზნესი? ადამიანის ჯანმრთელობა არ უნდა იყოს ბიზნესის საგანი.

Posted by: Sigma 27 Jan 2011, 19:42
QUOTE
ადრე ისეთი პლომბის მასალა შემოდიოდა კომუნისტების დროს, რომ კბილი შეიჭმევოდა და ის დარჩებოდა

კარგი რააა, კომუნისტების დროს სად იყო ასეთი მასალები, ახლა რომ არის? უბრალოდ ექიმები ვცოდავთ. პაციენტს გული რომ არ გავუხეთქოთ და ცოტა ჩვენც ვიხეიროთ, იაფიან საბჟენ მასალებს ვიყენებთ... მაგრამ რა თქმა უნდა არიან ისეთი ექიმები, რომლებიც სახელს უფრთხილდებიან და "ვერი ბესტის" ბჟენს, არც საკუთარ თავს და არ პაციენტს აკადრებენ.

Posted by: tamti1 29 Jan 2011, 20:17
QUOTE
რომ კბილი შეიჭმევოდა და ის დარჩებოდა.

biggrin.gif biggrin.gif

პ.ს.: კარგად დაბჟენილი კბილი არ უნდა ,,შეიჭამოს''

Posted by: L/F 3 Feb 2011, 13:48
http://mymarket.ge/product_info.php?type_id=1&product_id=1134974

იყიდება სტომატოლოგიური დანადგარები

Posted by: **DIMMU*** 22 Feb 2011, 00:28
Presidental
ის პროგრამები ხომ არ გაქვს რომელსაც კლინიკები იყებენეს პაციენტის აღრიცხვისათვის

და კიდევ შეგიდზლია ორალ კამარების ფასები დამიწერო, რამდენი ხანია ტქვენტან სკაიპით ვცდილობ დაკავსჰირებას და არასდროს არის ჩართული

Posted by: Sigma 22 Feb 2011, 11:13
სტომატოლოგიური მასალები გაძვირდება?
... რადგან ჯანდაცვის სამინისტრომ სტომატოლოგიური მასალები ფარმაცევტულ პროდუქციის კატეგორიაში შეიყვანა, ახლა საჭირო ხდება ყველა სახის საბჟენი მასალების, დარეგისტრირება რეგულირების სამსახურში,( რაც ერთი სახეობის პროდუქტზე ჯდება 500 ლარი) ეს უზუსტობააა (მხედველობაში მაქვს ის ფაქტი, რომ სტომატოლოგიური საბჟენი მასალები, ფარმაცევტული პრეპარატი არ არის) ამის გამო, ხელოვნურად შეიქმნება პროდუქციის ნაკლებობა ბაზარზე და სტომატოლოგიური მასალები საგრძნობლად გაძვირდებაო!!! ვინმეს ხომ არ გსმენიათ ამის შესახებ რამე?

Posted by: maglaka 12 Apr 2011, 22:25
იმპლანტოლოგიისსთვის საჭირო დანადგარები საქართველოში იყიდება სადმე?

Posted by: TRAVELER777 19 Aug 2011, 13:08
ფიზიოდისპენსერებზე რას იტყვით,საქართველოში როგორებს იყენებენ(ქვეყანა,ფირმა,დასახელება) და როგორი მუშაა(გამომდგარი?)?

Posted by: Sigma 20 Aug 2011, 21:44
TRAVELER777
საქართველოში, როგორც ვიცი უფრო მეტად იყენებენ IMPLANTMED-ს (ავსტრია), ძალიან მუშაა, კარგი საირიგაციო სისტემით, მაგრამ ახალი მოდელების "პედალი" არ მომწონს. მეორე ასგილზე: NSK,- ამ შემთხვევაში გექნებათ ინსტრუმენტი ფაიბერ-ოპტიკით, მაგრამ ბევრად ძვირი. (საქართველოში NSK-ს ავტორიზებული დილერი არ ყავს, ამიტომ საფრთხილო საქმეა - რამე ჩინური არ შემოგაპარონ NSK-ს ეგიდით, როგორც ეს ბუნიკების შემთხვევაში ხდება ხოლმე)

Posted by: TRAVELER777 21 Aug 2011, 14:42
QUOTE
Sigma

QUOTE
ახალი მოდელების "პედალი" არ მომწონს

ეგ პედალი უცხოურ ფორუმებზეც არ მოწონთ და ძველი მოდელი (მოსაწონი-მოსახერხებელი პედლით)რა მოდელია?ახაპზე რომელ მოდელზეა საუბარი?
იტალიურებიც შემოიტანე როგორც ვიცი ცოტა იაფად და ეგენი როგორებია ტუ ვინმეს აქვს ინფორმაცია?
ბუნიკებზეც თუ შეიძლება ორიოდე სიტყვით რა ფირმის და რომელი მოდელებია პრაქტიკული???

Posted by: Sigma 24 Aug 2011, 00:30
TRAVELER777
IMPLANTMED-ის პედალზე პ.მ-ში უკვე მოგწერე (ისე რას ჩავაცივდი ამ პედალს?smile.gif) რაც შეეხება ბუნიკებს: ყველაზე მოხერხებული, ხარისხიანი და ასე შემდეგ... მე ვფიქრობ Bien Air ( Switzerland) NSK (Japan only) & KAVO (Germany) ... საქართველოში ყველაზე გავრცელებულია კაზანის ე.წ. რუსული ბუნიკები უბრალოდ იაფია და რომ გაფუჭდება გული არ დაგწყდება,... ამ ეტაპზე რუსულ ბუნიკებს ხარისხით და ფასითაც ბევრად ჯობია ჩინური ბუნიკებიც კი (აქაც ადვილი მისხვედრია რა როცა ბუნიკი 40$ ღირს, ხარისხს ვერ მოსთხოვ, როგორ წესი კარგი ჩინური ბუნიკბის ფასია 60-90 $, როგორც ბორმანქანების შემთხვევაში; მაგალითად - არის ჩინური ბორმანქანები 800-1100 დოლარამდე, რომლებიც ვიზუალურად ისე გამოიყურება, გალბიატი გეგონება... მაგრამ მუშაობაში იწყება ოცნება მის მოშორებაზე. შეკითხვას გადავუხვიე და ბოდიშს ვიხდი) თავში ვილაპარაკე უმაღლესი და დაბალი კლასის ბუნიკებზე, საშუალო კლასში ყველაზე მისაღები ბრენდებია: Chirana (Slovakia) & W&H (Austria) კიდევ ბევრი სხვა, მაგრამ ახლა მეზარება წერა რა.. და ბოლოს - ბუნიკის სიცოცხლის ხანგრძლივობის სამი საიდუმლო, რომელიც ყველა ჩვენთაგანმა ძალიან კარგად ვიცით, მაგრამ არ ვიცავთ:
1) ბუნი უნდა შეიძინოს თვითონ ექიმმა და არა კლინიკის ხელმძღვანელმა. (ხვდებით ხომ? ექიმი თავის შეძენილს უფრო უფრთხილდებაsmile.gif)
2) არ უგულებელყოთ ბუნიკის დაზეთვის და შენახვის მოხოვნები.
3) ბუნიკი გაშვება არ უნდა მოხდეს პირდაპირ კბილის ზედაპირზე-( ჯერ გაუშვით, აწიოს ბრუნი და შემდეგ მოახდინეთ შეხება)

Posted by: TEMIDA 4 Dec 2011, 17:18
ერთი კითხვა მაქვს...
ეხლა ვიწყებ მუშაობას და მასალები მაქვს საყიდი,მაინტერესებს ფასები, რა ფასად და სად შეიძლება ვიყიდო IVOCLAR-ის TE_ ECONOM PLUS და FILTEC...
არ ვიცი რამდენად სწორედ დავწერე დასახელებიბი, rolleyes.gif

Posted by: *m_m* 11 Jan 2012, 01:23
Bond force-ის გარდა იცით რამე fluoride-releasing? ცოტა იაფი რომ იყოს, პატარა ფლაკონი ან რამე ეგრეთი? ეგ სადღაც 185 ლარამდე ღირს, მე ნაკლენ ფასიანი მინდა, თუ იცით, დაწერეთ რა...

Posted by: Presidental 30 Mar 2012, 09:15
Sigma
რეგისტრირებული მასალა სრულად გვაქვს რეგისტრირებული TbilisiDental-ს, მაგრამ ჯერ მე მგონი არაფერი გაძვირებულა wink.gif სამაგიეროდ რეგისტრაციის შემდეგ პაციენტი დაზღვეული იქნება რომ მის პირის ღრუში არ მოხვდება ფალსიფიცირებული და გაურკვეველი წარმომავლობის სტომატოლოგიური მასალა

Posted by: ikebana 30 Mar 2012, 19:19
*m_m*
თუ არ ვცდები iBond.

Posted by: pankisa777 7 Apr 2012, 00:45
მოგესალმებით,კოლეგებო.ერთი რაღაც მაინტერესებს და ვინც ერკვევით,მიპასუხეთ:კაბინეტის გახსნა მინდა რაიონში და რენტგენის დადგმაც.რენტგენზე ვიცი რომ ლიცენზიაა საჭირო,ამ ლიცენზიაზე ვის უნდა მივმართო ან რამდენად ადვილად იძლევიან.სავარაუდოდ,ჯანდაცვის სამინისტროს?და კიდევ თვითონ კაბინეტს თუ სჭირდება რამე ნებართვა?

Posted by: Presidental 13 May 2012, 23:04
pankisa777
გარემის დაცვის სამინისტროს მიმართე და დაგაკვალიანებენ, სხვა ნებართვა ჯერ როგორც ვიცი არ გინდა, გარდა სამართლებრივი ფორმისა: ი/მ, შპს, სპს და ა.შ.

Posted by: pankisa777 28 Sep 2012, 00:21
გამარჯობათ.ალვეოგილის შეძენა მინდა,მაგრამ თბილისში ვერსად ვიშოვე.იქნებ თქვენ მიმასწავლოთ,სად შეიძლება შეძენა?

Posted by: ikebana 28 Sep 2012, 02:39
მაღაზიებში უნდა იყოს წესით. შეიძლება დროებით არაა. დენტალ-ჯორჯიაში და აღმაშენებლის 117-ში იკითხეთ?

Posted by: pankisa777 28 Sep 2012, 16:46
აღმაშენებლის 117ში არაა და არც იციან თუ ექნებათ საერთოდ.დენტალ-ჯორჯიას ნომერი არ მაქვს(მე რაიონში ვარ).თუ იცით ნომერი,იქნებ დაწეროთ.თამარ მეფის გამზირზეც არაა.არც ელკამედში აღმაშენებლის 97ში. ყაზბეგის და პეკინის კუთხეში გაიხსნა ახალი მაღაზია,საკონტაქტო ინფო თუ იცის ვინმემ,იქნებ დადოს. ალვეოგილზე ალბათ დიდი მოთხოვნა არაა და მაგიტომ არ აქვთ.არადა საჭირო რამეა.პსპ და ავერსს არ აქვთ,იქაც დავრეკე

Posted by: Geo-Guide 28 Sep 2012, 17:14
QUOTE (pankisa777 @ 28 Sep 2012, 16:46 )
აღმაშენებლის 117ში არაა და არც იციან თუ ექნებათ საერთოდ.დენტალ-ჯორჯიას ნომერი არ მაქვს(მე რაიონში ვარ).თუ იცით ნომერი,იქნებ დაწეროთ.თამარ მეფის გამზირზეც არაა.არც ელკამედში აღმაშენებლის 97ში. ყაზბეგის და პეკინის კუთხეში გაიხსნა ახალი მაღაზია,საკონტაქტო ინფო თუ იცის ვინმემ,იქნებ დადოს. ალვეოგილზე ალბათ დიდი მოთხოვნა არაა და მაგიტომ არ აქვთ.არადა საჭირო რამეა.პსპ და ავერსს არ აქვთ,იქაც დავრეკე

დენტალ-ჯორჯია 295 75 60. თუ შეხვალთ http://geo-guide.ge
მენიუ "ონლაინ პროგრამა" საძიებოში შეიყვანეთ "დენტალ-ჯორჯია" პროგრამა სხვა მონაცემებსაც ამოგიგდებთ და გიჩვენებთ ამ კომპანიის ადგილმდებარეობას თბილისის დეტალურ რუკაზე. ამ ცნობარის მიხედვით შეგიძლიათ მოძებნოთ სხვა ანალოგიური კომპანიები მათი სრული მონაცემებით.

Posted by: ikebana 28 Sep 2012, 17:37
Geo-Guide
კარგი იქნება თუ დადებთ თქვენს საიტს თემაში "მეგობარი ლინკები", აპინულია.

pankisa777
აუცილებელია ქირურგიაში მომუშავე სტომატოლოგისთვის.

Posted by: pankisa777 29 Sep 2012, 00:36
QUOTE
pankisa777
აუცილებელია ქირურგიაში მომუშავე სტომატოლოგისთვის.
user.gif yes.gif
გმადლობთ გამოხმაურებისთვის

Posted by: Geo-Guide 2 Oct 2012, 11:21
QUOTE (ikebana @ 28 Sep 2012, 17:37 )
Geo-Guide
კარგი იქნება თუ დადებთ თქვენს საიტს თემაში "მეგობარი ლინკები", აპინულია.

pankisa777
აუცილებელია ქირურგიაში მომუშავე სტომატოლოგისთვის.

იქნებ დამეხმაროთ კონკერტულად სად დავდო? დიდი მადლობა

Posted by: beqa_cincadze_90 15 Mar 2013, 17:27
ბაზარზე ახლი კომპანია შემოდის რომელიც იწყებს სტომატოლოგიური პროდუქტის რეალიზაციას.

ეს კომპანიის ფეისბუქის გვერდია

http://www.facebook.com/DDGeorgia

Posted by: new uni house 4 Apr 2013, 13:45
იყიდება გერმანული ნანო ტექნოლოგიის მაღალი ხარისხის ბჟენები მხოლოდ 150 ლარად.. სხვა პროდუქციის სანახავად ეწვიეთ გვერდს http://newunihouse.com/index.php/ka/contact-us.html ... შესაძლებელია ასევე მასალების შეკეთით ჩამოტანაც

Posted by: ერთი 24 Apr 2013, 09:45
სტომატოლოგიური ბორმანქანის ყიდვა მინდა,მითხრეს ირანში ან ჩინეთში კაი ვარიანტებიაო,ინტერნეტით რო ვიყიდო და ჩამოვატანინო რომელიმე ფირმას,ვინმე ერკვევით ?
თუ კი დამიწერეთ რა საიტები და ფირმა რომელსაც ჩამოაქვს
მადლობა

Posted by: Tamara123 26 Apr 2013, 20:36
dentstal.ge აქ რა თქმა უნდა smile.gif

Posted by: new uni house 1 May 2013, 14:06
ბორმანქანის კომპლექტაციაში შედის:
1. სტომატოლოგიური სავარძელი
-მიკრომოტორი
-ტურბინული ბუნიკი
-კუთხის ქვეშა ბუნიკი
2. ჰელიო პუშკა
3. სკალერი(ვუდბეკერის)
4. მონიტორი - ორალ კამერა

გდახდის პირობები:
1) 2750$ ------ 50% ავანსი და 50% საბჟო ტერმინალზე შემოსვლისას.
2) 3000$ ------ 500 $ ავანსი.
3) 3350$ ------ 100 $ ავანსი.

Posted by: GRESHO 27 Jul 2013, 20:04
გამარჯობათ მაინტერესებს სად შეიძლება ვიყიდო ბრეკეტის ჯაგრისი იქნებ მომწეროთ პმ-ში მადლობთ...

Posted by: Presidental 24 Sep 2013, 20:48
pankisa777
Geo-Guide
"ალვეოსტაზი" ნახე ჩემთან აღმაშენებლის 111 და კლინიკური ეფექტი შეადარე დანარჩენებს wink.gif წავიდა ვაჭრობა და ძველი ამბებიიი smile.gif))))))))))))))))

Posted by: GeoMed-Market 7 Jan 2014, 15:08
გთავაზობთ, უმაღლესი ხარისხის (თურქული BROCHE-ს ფირმის) სახარჯ მასალებს:
ხელთათმანებს(ლატექსი,ნიტრილი,ვინილი,სტერლური), პირბადეებს, ქუდებს, ბახილებს - ძალიან კარგ ფასებში!!!!



Posted by: Geooo 20 Jan 2014, 16:57
user posted image
მაქვს ესეთი სტომატოლოგიურ თავები, ბორმანქანის ბურღები, უმაღლესი გერმანული ხარისხის.. ხომ არ აინტერესებს ვინმეს?

Posted by: GeoMed-Market 16 Mar 2014, 13:59
ერთჯერადი სამედიცინო სახარჯი მასალების ფართო არჩევანი!
უმაღლესი ხარისხის ხელთათმანები(ლატექსი, ნიტრილი, ვინილი), პირბადეები, ქუდები, ბახილები, წინსაფრები, ნერწყვგამწოვები, ხალათები და სხვ...
დაბალი ფასები და მაღალი ხარისხი!!!
ადგილზე მიტანის სერვისით 24 სთ-ის განმავლობაში!!!
L.T.D "GeoMed-Market"

https://www.facebook.com/geomedmarket


Posted by: ztirkius 7 Apr 2014, 23:28
გაუმარჯოს ყველას! ერთ ადამიანს ვეძებ და იქნებ იცოდეთ...ადრე ბორები მაქვს ნაყიდი მაგასთან,წერეთელზე(გამოფენის გვერძე) ქონდა რაღაც ოფისი!
აი ამ ფირმის წარმომადგენელი იყო საქართველოში(ბორები დამჭირდა ისევ)

Posted by: Presidental 24 May 2014, 16:16
კვირა დღის ფასდაკლება TbilisiDental-ში, აღმაშენებლის 111:

- კოდაკის ფირები 28 ლარი
- Mani-ს ბორები 1 ლარი
- ლატელუქსის ბჟენი 69 ლარი
- წინსაფარი 7 ლარი (125 ცალი)
- Diadent-ის მარკირებული გუტა-პერჩა 6 ლარი
- Zeta plus 55 ლარი
- Adhesor 12 ლარი
- Point 4 85 ლარი
- Woodpecker-ის ულტრასკალერი 230 ლარი
- ფოტოპოლიმერიზატორი 130 ლარი
-Dentsply protyper 28 ლარი
-Air flow აპარატი 90 ლარი

11-დან 18 საათამდე

Posted by: tornikeike 27 Jun 2014, 02:36
ხეზე სამუშაო ბორები სად შეიძლება შევიძინო?~


Posted by: new-user 22 Aug 2014, 18:24
გამარჯობათ,
ხომ არავინ იცით ტურბინის ხელოსანი ? საწრაფოდ მჭირდება.
გმადლობთ

Posted by: dentist13 3 Nov 2014, 11:23
კომპანია, "იმპლადენტი" (Impladent) არის მსოფლიოში წამყვანი იმპლანტების მწარმოებელი ისრაელის კომპანია, "Alpha bio tec"-ის ოფიციალური და ექსკლუზიუირი წარმომადგენელი საქართველოში.
კომპანია "იმპლადენტი" ასევე გთავაზობთ კომპანია "Nouvag"-ის ფიზიო დისპენსერებს (შვეიცარია) .
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვირეკეთ: 790767770 (ოფისი), ან 577202450

Posted by: maia24 23 Aug 2015, 14:28
გამარჯობათ ,მაინტერესებს სად შევიძენ სტომატოლოგიურ სავარძელს ცოტა იაფად და ძალიან ნახმარი რომ არ იყოს ან საიდანმე გამოსაწერი ხომ არ იცით მეორადი სავარძლები?

Posted by: ikebana 30 Aug 2015, 17:19
maia24

"ikideba stomatologiuri danadgari KD828FA ekimis skamit, kompresortan ertad 1000$ tel 597 56 25 90" ---- ეს ინფორმაცია იქნებ გამოგადგეთ.

Posted by: dukeduke 2 May 2016, 00:03
გამარჯობა, დახმარება მჭირდება თუ ვინმეს გქონიათ შეხება xgenius (x-ray ) რენტგენის აპარატთან....იტალიური წარმოების არის...ხომ არ იცით ვინმე ვინც ვერ იყენებს და ყიდის ან კარგ ხელოსანს ხომ ვერ მირჩევდით რომელიც სპეციალისტი თუ არ არიის ერკვევა მაინც რენტგენებში??? ~

ესეც სურათი sad.gif sad.gif sad.gif

Posted by: idumali123 5 Sep 2016, 14:52
ალ. ყაზბეგის გამზ ¹14 ა. სტომატოლოგიური კლინიკა დენტოკლუბი რა იცით აღნიშნული კლინიკის შესახებ?

Posted by: maia24 26 Sep 2016, 12:47
ბორმანქანები სად იყიდება თბილისში ცოტა იაფად მეორადი ან ახალი და კიდევ მაინტერესებს კომპრესორებში რა განსხვავებაა,ანუ არსებობს რაიმე განსხვავებები ?მაღაზიების მისამართი ტუ ვინმემიცით ან თუნდაც ნებისმიერი ინფორმაცია.კაბინეტი მინდა გავხსნა სტომატოლოგიური და ყველენაირი ინფორმაცია გამომადგება

Posted by: desertflower 30 Oct 2016, 16:41
გამარჯობა, 1500 $ ვიყიდი ნორმალურ ახალ სტომატოლოგიურ სავარძელს? კომპრესორით. smile.gif

Posted by: _pulpa_ 7 Mar 2017, 18:08
იყიდება ტურბინის ბუნიკი, რუსული წარმოების, ახალი, ფასი 50 ლარი

Posted by: MANAXH 15 Mar 2017, 20:09
ვინც სახარჯ მასალებს ან აპარატურას ეძებს, შემიძლია რეკომენდაცია გავუწიო მაღალი ხარისხის გერმანულ კომპანიას..

მომწერეთ და დაგაკვალიანებთ..

მაღალი ხარისხის მასალებია, მე პირადად ვსარგებლობ ამ პროდუქციით და ძალიან კმაყოფილი ვარ..

Posted by: brightsmiledentallab 22 Mar 2017, 12:16
გამარჯობა ახალი ვარ აქ ხოდა იქნებ დამეხმაროთ.. ანუ მინდა მეორადი პესკასტროიკის აპარატის შეძენა ხოდა თუ ვინმე ყიდით ან ყიდის იქნებ ნომერი მომწეროთ რომ შევათანხმო მერე დანარჩენი პროცედურა და ასევე ვნახო მდგომარეობა პესკასტროიკის.. მადლობა წინასწარ

Posted by: winipux 4 May 2017, 23:45
გამარჯობათ ვყიდი ბორმანქანას ახალს 1200 $თუ დაინტერესდით 595080710 ნინო

Posted by: desertflower 10 Jul 2017, 22:49
გამარჯობა ხალხო, ღირს ამის ყიდვა? როგორია?

Posted by: marimarita 3 Nov 2017, 12:17
გამარჯობათ, ხომ არ იცით ბორმანქანების გამოწერა რომელი საიტიდან არის შესაძლებელი? ხარისხიანი რომ იყოს, მაგრამ იაფი smile.gif

Posted by: marimarita 16 Jan 2018, 12:24
კლინიკაში სამუშაოდ გვჭირდება გამოცდილი ექიმები, არა პირველადი, სასურველია ყავდეთ საკუთარი პაციენტები...
კლინიკა მდებარეობს ვარკეთილის მეტროს თავზე. მსურველებმა მომწერეთ პმ..

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)