Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > მეცნიერება და განათლება > რთული სასწავლო პროფესია


Posted by: chicharito12 20 Oct 2016, 23:55
დრასტი გაუმარჯოს.

ვინ რას ფიქრობთ ყველაზე რთულად სასწავლი პროფესია რომელიაა ?

მე ვფიქრობ პროგრამირება , ეს როგორც პროფ დონეზე..

Posted by: simebi 21 Oct 2016, 00:09
რთულია თქვა რომლის სწავლაა უფრო რთული პროფის დონეზე. თან ინდივიდუალურია, შეიძლება პროფი რომ გახდე ფიზიკა უფრო გაგიჭირდეს ვიდრე პროგრამირება გააჩნია ადამიანს და მონაცემებს. სხვა საკითხია რაიმე საზომით რომელი უფრო რთულია შესათვისებლად, დროის თვალსაზრისით მაგალითად. ნუ ისე ჩემი ხმა ზოგადად ფიზიკას.. ამიტომ უფრო სწორი იქნება მაგ კითხვაზე პასუხის გასაგებად ვიცოდეთ საშუალოდ ადამიანებს რა დრო დასჭირდებათ პროფის დონეზე ასასვლელად სხვადასხვა პროფესიაში, ხოლო შემდგომ საშუალო გამოვიყვანოთ და რომელსაც მეტი ექნება ის პროფესია იქნება ყველაზე რთული.

პ.ს. რა ბეზდელნიკი ვარ vis.gif

Posted by: snapdragon 26 Oct 2016, 20:58
chicharito12
კომპ მეცნიერებები +1 biggrin.gif მაგრამ მარტივი არაფერია...

Posted by: procesora 6 Dec 2016, 01:24
QUOTE
ვინ რას ფიქრობთ ყველაზე რთულად სასწავლი პროფესია რომელიაა ?

ის რომელიც არ გაინტერესებს მაგრამ ვიღაცის ან რაღაცის გამო ძალით სწავლობ და თავს იჭეჭყავ ტყვილა.... biggrin.gif
QUOTE
მე ვფიქრობ პროგრამირება , ეს როგორც პროფ დონეზე

რატომ ფიქრობ მასე?..... გააჩნია ადამიანს რის მხრივ აქვს დაინტერესება, მასე ყველა ვერ გახდება კომპოზიტორი თუ მუსიკის და საკრავის შესაბამისი სმენა არ გაგაჩნია. ვერც მათემატიკოსი ვერ გახდები თუ ლიტელატურა გიზიდავს.
ვერც დახატავ რამეს თუ შესაბამისი ნიჭი და წარმოსახვის უნარი არ გაგაჩნია...


QUOTE
კომპ მეცნიერებები +1  მაგრამ მარტივი არაფერია... 



დავწერე უკვე ზევით...... მაინდამაინც რას გადაეკიდეთ ამ კომპიუტერებს და პროგრამებს... lol.gif

ზოგი მაგარი მძღოლია მაგრამ პაკრიშკის შეცვლაც არ შეუძლია...

რამდენიც გინდა იმდენი მაგალითის მოყვანა შეიზლება

უბრალოდ დაწერილ ნაწარმოებსაც ვერ წაიკითხავ ნორმალურად და გამართულად თუ ლიტერატურა არ გიყვარს და არ კითხულობ ხშირად ხმამაღლა... სხვა რთულ პროფესიებს თავი რომ დავანებოთ wink.gif

Posted by: ალექსანდრე-დიღმელოვი 13 Jan 2017, 01:33
ორგანული ქიმია,შეიძლება ისწავლო 30 წელი(ურთულესი ასპექტები) და ბრახ რაღაც ახალი გამოირკვეს და თურმე არაფერიც არ გცოდნია smile.gif

Posted by: CHARLI3 17 Jan 2017, 15:56
chicharito12

გააჩნია სკოლაში რა საგანს ვერ იტანდი და რა გიყვარდა

Posted by: ალექსანდრე-დიღმელოვი 17 Jan 2017, 15:59
ქუჩის აკადემიაც რთულია ძმაუ,ეგრე არ ხდება სიმონ აქ
დამიხურე ეს ნომერი
ვიპი ვარ

Posted by: takotatuli1989 20 Jan 2017, 12:06
vis.gif vis.gif vis.gif ყველა რთულია თუ პროფი გინდა რო იყო

Posted by: elodin 24 Jan 2017, 20:22
რაღაც დონეზე ყველა რთულია და რაღაც დონეზე ყველა ადვილი.

Posted by: EuRoPean 27 Jan 2017, 02:15
ხალხო გთხოვთ უბრალოდ რომ დარეგისტრირდეთ აკ http://bitcofarm.com/home?r=goga

კონკურსია ვინ დააგროვებს ყველაზე მეტ რეფერალს. ძალლიან მჩირდება.

Posted by: aca baca banci bunca 27 Jan 2017, 02:40
აეროდინამიკა, ბიოლოგია, მედიცინა.
---------------------------------------------------

Posted by: ალექსანდრე-დიღმელოვი 15 May 2017, 02:26
ფორუმზე მოდერატორად მუშაობა, ჯერ ხო ანაზღაურებაც არ გაქვს და მერე ათას რჯულის ხალხს უნდა უყურო (ყ)

Posted by: giat 24 Jun 2017, 19:59
სკოლა რომ დავამთავრე მინდოდა მესწავლა გეოდეზიისა და კარტოგრაფისს სასწავლებელში
მაგრამ
სამსახური -სულ საველე სამუშაოები
გეოლოგია -
არის კარგი პროფესიები
არის საშუალო და საშუალო მძიმე პროფესიები
და ასე შემდეგ
ვის რისი და როგორი პროფესიებისადმი აქვს მიმართული გონება და
არის საბუნებისმეტყველო
ჰუმანიტარული

Posted by: impossiblegirl 18 Aug 2017, 10:42
QUOTE
, შეიძლება პროფი რომ გახდე ფიზიკა უფრო გაგიჭირდეს ვიდრე პროგრამირება


ისე რაღაცნაირად მიღებულია, რომ ტექნიკური პროფესიები უფრო რთულია ვიდრე ჰუმანიტარული , მაგრამ მე არ ვფიქრობ ,ტექნიკური პროფესიების ერთადერთი სირთულე არის ის , რომ ტექნიკური ენის სწავლა გჭირდება როგორც ვთქვათ ინგლისურს სწავლობ ეგრე გჭირდება დაპროგრამებაში ენების სწავლა , შემდეგი ეტაპია ამ ენებზე რამდენად კარგად აზროვნებ, ეს აზროვნება უნდა დაიხვეწოს ამოცანების,პრობლემების გადაჭრის მეშვეობით და ამის შემდეგ სირთულე ყველა ერთნაირია რა უბრალოდ ადამიანს გააჩნია ზოგს ფიზიკა უფრო ეადვილება ვიდრე ფილოსოფია, ზოგს პირიქით.

Posted by: maxo127 20 Aug 2017, 17:05
სასწავლად არ ვიცი და ისე ყველაზე რთული პროფესია ყანის თოხნაა. ასე, რომ რამე ისწავლეთ!

Posted by: Leuk 23 Aug 2017, 10:35
ნიჭს გააჩნია, რისი ნიჭი გაქვს. მე რომ მომკლა ქიმიკოსი ვერ გავხდები, მაგრამ ზოგს მაგის ნიჭი აქვს და ადვილად ისწავლის. პროგრამირების სწავლა უფრო გამიადვილდება, ვიდრე სხვა რამე, თუ ამის მონაცემი მაქვს smile.gif

მოკლედ ინდივიდუალურია ეგ ამბავი

Posted by: whiteman7 25 Nov 2019, 19:15
QUOTE
სასწავლად არ ვიცი და ისე ყველაზე რთული პროფესია ყანის თოხნაა. ასე, რომ რამე ისწავლეთ!

უნდა მოიფიქრო, დათესო ისეთი რამ რომ არ თოხნო

Posted by: kriketi-1985 1 Dec 2019, 01:49
მათხოვრობა
---------/////----------

Posted by: თორნიკე- 2 Dec 2019, 19:12
ბოზობა......ვერაფრით. დავამუღამე. biggrin.gif biggrin.gif

Posted by: Arqimedi 3 Dec 2019, 00:46
QUOTE
 რთული სასწავლო პროფესია, რომელიაა?


ჩემთვის ისტორია biggrin.gif

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)