ვერ გავუძელი ცნობისმოყვარეობას ვკითხულობ, და ერთ რამეს ვფიქრობ მარტო, რატოა ეს წიგნი ბესთსელერი?
ძაან უსამართლოა ეს ცხოვრება. ისეთი დაბალი დონის ნაწარმოებია რომ მეტი არ შეიძლება.
სექსს რაც ეხება ყველაფერი რატომღაც აგიჟებს ადამიანებს, ზოგი აღმერთებს ამ წიგნს იმიტომ რომ სექსზეა,
ზოგი პირიქით ლანძღავს იმიტომ რომ სექსზეა.
სინამდვილეში სექსზე და ეროტიკაზე ძალიან მაგარი და მაღალი დონის ნაწარმოების დაწერა შეიძლება.
ეს წიგნი იმიტომ არ არის ცუდი რომ სექსზეა, უბრალოდ ძალიან დაბალი დონის ენით არის დაწერილი, პირდაპირ სულს გტკენს მისი კითხვა, იმდენად "მარტივია".
არანაირი ლიტერატურული ღირებულება არ ააქვს, გეგონება მეზობელი მაყვალა გეჭორავება.
თვით ბინდიც კი ამასთან შედარებით მაღალ დონეზე დაწერილ ნაწარმოებად მეჩვენება.
ძალიან ძალიან უნიჭოდ არის გაკეთებული, იდეას არაუშავს ნორმალურად რომ შეეფუთა ვინმე ნიჭიერს,
მაგრამ ეს ქალი აშკარად ძალიან უნიჭოა.
გრეის პერსნაჟი თავიდან გხიბლავს იდუმალებით, მაგრამ უნიჭო მწერლის ხელში ბოლომდე ვერ ინარჩუნებს თავის "სიდიადეს".
You are all Stardust...
Stars died so that you could Live...