რამდენიმე წლის წინ ინტერნეტში შემთხვევით აღმოჩენილი და მოწონებული პოეზია, დღეს საღამოს რაღაცნაირად ამეკვიატა
ფრიად საინტერესო და საკმაოდ სპეციფიკური ლექსებია...
განახლებაჰერბარიუმში გავაცოცხლე ყველა მცენარე
და ეს სიცოცხლე, ვაჭარ მიწას,
მკვდარ მამაში გადავუცვალე.
ყველა პეპელა ჩამოვხსენი კედლებიდან,
ერთი დღის საგზლად ჩავუბერე თხელი სული
და ბუნებას გადავუფერთხე.
პეპლისსაჭერიც, ჩემი ცივი აირაღი -
ცარიელია.
ისევე, როგორც - ეს ხელები; -
თუ არ მიჭირავს შენი ოთხი კილოგრამი
რძიანი სუნი.
თუ არ მათბობს ორი ლიტრი ჩემი სისხლი
მტირალა კოლბით, -
ცარიელი ვარ,
არც ვივსები,
თუ ამ კადრებს არ ვაქცევ ფილმად
და არ ვიტყვი,
რომ რაც იყო - აღარ იქნება
და რაც მაქვს ეხლა, ავსებს ყველა სიცარიელეს,
მაგდებს ყველა სამალავიდან და
მისაკუთრებს.
ისაკუთრებს ჩემს ყველა გეგმას და მანდომებს, -
ჯაგრისის ნაცვლად, დღე დავიწყო
დაფნის აღუ-თი
და არ ვჭამო არაფერი
ღამის აღუ-მდე.
მერე ავუხსნი, რომ
მისი სახით - დავიხსენი მიწიდან მამა.
შენიდან შენამდეშენამდე ჩემს ლექსებში საგნები ტყდება
გაბრაზებამდე,
გაფიქრებამდე,
მოქნევამდე,
გაფრენამდე,
მიმსხვრევამდე!
რატომ გიყვები ამ ყველაფერს?
რატომ გაშინებ?
ყველა ლექსში რატომ დაგდევ?
მე ხომ ვერ შევცვლი ვეღარაფერს?
მე პოეტი ვარ და არა ღმერთი.
ის ბევრია, მე კი – ერთი,
მას ანგელოზები აძინებენ, მე კი - ელფები.
ნუ გეშინია ჩემს ლექსებში ყველა საგანი მყიფეა,
შენ რომ არ გაიჭრა ტერფები
შენთან ჟანგბადის ბალონებით შემოდი,
ჩემს ლექსებში ყოველთვის ცოტა ჰაერი
და ბევრი ნამსხვრევია,
მთავარი სუნია და არა ფერი,
ფიქრები კი სინდისის ხვრელებია,
რომლებშიც ვძვრები და
გიჭვრიტინებ,
თვალებს გიპაჭუნებ, ენას გიყოფ,
ჩემი ლექსები ჩემი ხელებია,
რომელსაც მკითხველზე ვითბობ.
მიენდე სხეულს,
ნუ დაუჯერებ ყურებს.
მკითხულობ?
მაშინ თვალებიდან “ჯერ არ გიცნობ” გადააყუდე
შენს შემდეგ რომ დავიძინო
უნდა ვიცოდე,
რომ გამიძელი,
მაპატიე -
ყველა ის სიღრმე, სადაც ძალით შემოვიჭერი.
რომ დავიძინო -
უნდა ვხედავდე ყველა ჩემს ლექსს
შენი გულის ატრაქციონზე.
რომ დავიძინო - გაღვიძება უნდა მასწავლო,
იმიტომ რომ მე პოეტი ვარ, შენ კი - მკითხველი (ჩემი ღმერთი)
This post has been edited by minerva on 24 Jun 2009, 04:05
- შეგიძლია წყალნარევი ღვინო გამიკეთო, ბერძნულად? ოღონდ იცოდე, ვიდრე ასხამ, ჭიქაში ჰაერი არ ჩაგეპაროს..