Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ფორუმის შესახებ > ფორუმის აპლიკაცია (ბეტა ტესტირება)


Posted by: web_nts 2 Aug 2017, 04:23
----------------------------------------------------
ეს არის დაუსრულებელი სატესტო აპლიკაცია, რომელიც გამოიყენება ტესტირებისთვის, არ მუშაობს ბევრი ფუნქცია და ტაგები.

გადმოწერეთ აპლიკაცია თუ გსურთ მიიღოთ ტესტირებაში მონაწილეობა, ხოლო თუ სრულფასოვანი აპლიკაციის დაყენება გსურთ, დაელოდეთ ოფიციალურ დასრულებულ ვერსიას!

ამჟამად მხოლოდ Android აპლიკაციის ტესტირებაა შესაძლებელი, iOS ვერსია დაემატება მოგვიანებით.
----------------------------------------------------


აპლიკაციის დასაყენებლად Play Store-ის საძებნ ფორმაში ჩაწერთ "Forum.ge" ან პირდაპირ გახსნით ინსტალაციის გვერდს ამ ლინკზე დაჭერით https://play.google.com/store/apps/details?id=com.forumge


თუ ზემოთ მოცემული მეთოდით ვერ მოიძებნა აპლიკაცია, მიყევით ქვემოთ მოცემულ ტესტირებაში ჩართვის ინსტრუქციას.

ტესტირებაში ჩართვის ინსტრუქცია:
შედიხართ ამ ლინკზე https://play.google.com/apps/testing/com.forumge ;
თუ უკვე არ ხართ შესული გუგლის ექაუნთით, გაიარეთ ავტორიზაცია ექაუნთით რომელიც მიბმულია თქვენს ანდროიდ მოწყობილობაზე;
დაეთანხმებით ტესტირებაში მონაწილეობის მიღებას;
დაელოდებით 10-15 წუთი;
Play Store-ის საძებნ ფორმაში ჩაწერთ "Forum.ge" ან პირდაპირ გახსნით ინსტალაციის გვერდს ამ ლინკზე დაჭერით https://play.google.com/store/apps/details?id=com.forumge

user posted image



ამჟამად აქტიური ფუნქციების და ტაგების ჩამონათვალი:
პირველი გვერდი განყოფილებების ჩამონათვალით;
თემების ჩამონათვალი განყოფილებებში;
პოსტების წაკითხვა უმეტესობა პოპულარული ტაგების მხარდაჭერით;
YouTube ვიდეობის აპლიკაციაშივე გახსნა მთელ ეკრანზე;
YouTube ვიდეობის დაპატარავება და ვიდეოს ყურების/მოსმენის პარალელურად თემაში ნავიგაცია;
ფორუმის ყველა სმაილი სრულყოფილად მუშაობს;
[img] ტაგი მუშაობს გამართულად https://forum.ge/?f=33&showtopic=34965341 ატვირთულ ფოტოებზე და ანიმაციებზე;
[img] ტაგი ასევე მუშაობს ძველი მეთოდით ატვირთულ ფოტოებზე, მაგრამ ყველა სურათი მოთავსებულია ერთი ზომის ჩარჩოში რაც იწვევს ფოტოს ნაწილის ჩამოჭრას (crop);
ყველა ტექსტზე სტილის მისანიჭებელი ტაგები ([ B][ I][ U][ SIZE][ COLOR]) მუშაობს გამართულად ფონტის ტაგის გარდა;
[quote] ტაგი დამატებულია და მუშაობს გამართულად;
[spoiler] ტაგი დამატებულია, მაგრამ სპოილერი დაკეტილი არ არის, ყოველთვის ღიაა;
ლინკები ანუ [url] მუშაობს გამართულად, ასევე თუ ლინკი გადადის ფორუმზე არსებულ სხვა თემაზე, ეს ლინკი იხსნება აპლიკაციაშივე;

მნიშვნელოვანი ფუნქციების და ტაგების ჩამონათვალი რაც არ მუშაობს, მაგრამ დაემატება უახლოეს მომავალში:
ავტორიზაცია დროებით გამორთულია და აპლიკაცია დროებით მუშაობს მხოლოდ "წაკითხვის" რეჟიმში;
ყველა ავტორიზირებული იუზერის პრივილეგია შესაბამისად არ მუშაობს ზედა პუნქტიდან გამომდინარე (დაპოსტვა, თემის გახსნა, პმ და ა.შ.);
არ მუშაობს YouTube-ს გარდა სხვა ვიდეო და აუდიო ტაგები;
[spoiler] ტაგი არ არის დასრულებული და დასამატებელია დახურვა/გახსნის ფუნქცია;
არ შეგიძლიათ ნახოთ გამოკითხვის კითხვები და პასუხები (გამოკითხვაში არსებული პოსტების წაკითხვა თავისუფლად შეგიძლიათ);
არ მუშაობს პირველ გვერდზე ფავორიტებში დამატების ფუნქცია;

* ზემოთ მოცემული აქტიური/არააქტიური ფუნქციების ჩამონათვალი სრულყოფილი არ არის.

** ფავორიტების ფუნქციის მსგავსად, ბევრი ფუნქცია იქნება დამატებული ექსკლუზიურად მხოლოდ აპლიკაციისთვის, საბოლოო მიზანია რომ ფორუმის მოძველებულ ძრავს ქონდეს თანამედროვე, სრულფასოვანი და მოსახერხებელი ალტერნატივა მობილური მოწყობილობებისთვის.


ტესტირების და შეცდომის დარეპორტების პირობები:
გთხოვთ სრულად დაწეროთ თქვენი ტელეფონის ბრენდი და მოდელი (მაგალთად არ დაწეროთ "ს6" თუ გულისხმობთ "Samsung Galaxy S6"-ს);
დაწერეთ თქვენი ანდროიდის სრული ვერსია (მაგალითად არ დაწეროთ 4 ან 6, დაწერეთ სრული ვერსია 4.4.4 ან 6.0.1);
აღწერეთ პრობლემა რაც შეიძლება მოკლედ მაგრამ გასაგებად;
თუ შესაძლებელია დაურთეთ სქრინშოტი;
თვალყური ადევნეთ ამ თემას და ჩაურთეთ ავტომატური განახლება ამ აპლიკაციას ახალი ვერსიების დროულად მისაღებად;


შეცდომების გარდა, თუ გსურთ რჩევების და რეკომენდაციების დაწერა, გთხოვთ ორიენტაცია გააკეთოთ ისეთ ფუნქციონალობაზე რაც გამოყენებადი იქნება ყველა იუზერის მიერ და არა პერსონალურად თქვენზე მორგებული.

ნუ მოითხოვთ ისეთი ფუნქციების დამატებას რაც ისედაც მნიშვნელოვანია და ჩვენც ვიცით რომ უნდა დავამატოთ smile.gif ავტორიზაცია, გამოხმაურება, პმ და ასე შემდეგ.

Posted by: Roofus 2 Aug 2017, 04:44
up.gif



Posted by: პითონი 2 Aug 2017, 08:14
მარცხნივ არ ჩანს კარგად მოცისფერო რაღაცეები
რეზოლუციის ბრალია?
Galaxy a3 2016
7.0

ასევე ზემოთ რო აქვა გვერდების გადამრთველი რაღაში უნდა? ანუ ჩამოსქროლვისას ავტომატურად ხო იწევა ქვევიდანაც

Posted by: პითონი 2 Aug 2017, 08:19
სიგნაჩა უფრო კარგ ფერშია მგონი ვიდრე პოსტი
კარგი იქნებქ თუ სიგნაჩის ფრას იქნება პოსტი და სიგნაჩა უფრო ღიად
წხლა სიგნაჩა უფრო გამოკვეთილ ფერებში ჩანს...
ასევე იუზერის გასწვრივ სამი წერტილო უფუნქციოა
ნუ ეგ ქლბათ ავტორიზაციის მერე მოქმედებს

Posted by: პითონი 2 Aug 2017, 08:24
გადმოტრიალებურ ეკრქნზე იკარგება თითქოს ფორუმი
ზევიტ სახელწოდება და ქვევით გვერდებია ხოდა ძალიან დიდას ჩანს...
წაკითხვისთვის.ცოტა.ცუდია

დანარჩენი თუ რამე ვნახეთ დავწერ

ისე კარგად მუსაობს
მსუბუქი ჩანს და მალე იტვირთება საკმაოდ გვერსები

Posted by: erfiro 2 Aug 2017, 09:50
ფერები დასვით იგივე, რაც ვებინტერფეისს აქვს.

პოსტები ოფტოპიკის შეგრძნებას ტოვებენ biggrin.gif
* * *
თემის ავტორი არ ჩანს ჩემთან.
ბოლო პოსტის ავტორი კი.


Posted by: პითონი 2 Aug 2017, 23:42
დრო არეულია მგონი 4 საათით
ქვედა განყები ცუდად ჩანს

ჯობია მთავარ განყში შესვლის მერე გამოჩნდეს ეგენი

Posted by: erfiro 3 Aug 2017, 17:02
თემიდან ფორუმის მთავარ გვერდზე დაბრუნება რომ შეიძლებოდეს.
ან სულ უკეთესი იქნება, თუ პირდაპირ სასურველ განყში გადასვლა რომ შეიძლებოდეს.

როგორც აქაა...

user posted image

Posted by: Andy Warhol 3 Aug 2017, 22:34
პირველ რიგში მადლობა აპლიკაციისთვის up.gif
რომ დაემატოს: სწრაფად ჩამოსვლის ისარი. ზემოთ ასვლის არის უკვე smile.gif

Posted by: web_nts 3 Aug 2017, 22:52
Andy Warhol
QUOTE
რომ დაემატოს: სწრაფად ჩამოსვლის ისარი. ზემოთ ასვლის არის უკვე

სამწუხაროდ ჯერ ვერ დაემატება ეს ფუნქცია ვინაიდან თემის გვერდის ერთდროულად გენერაცია არ ხდება. ანუ როდესაც თემას ხსნი, იტვირთება მხოლოდ რამოდენიმე პოსტი რომელიც ეკრანს შეავსებს + პირველ დასქროლვაზე ეყოფა, ხოლო დასქროლვის შემდეგ იწყება რენდერი ნაწილ-ნაწილ სხვა ქვედა პოსტების.

ეს მეთოდი უზრუნველყოფს გვერდების სწრაფ ჩატვირთვას, ელემენტის დაზოგვას და ზოგ შემთხვევაში ინტერნეტ ტრეფიკის დაზოგვასაც. ბოლოში დასქროლვის დამატება ტექნიკურად მარტივი დეტალია, მაგრამ ამისათვის საჭიროა მთლიანი თემის რენდერი გვერდის ჩატვირთვისას რაც ოპტიმიზაციისთვის არ არის კარგი (თანამედროვე ძვირიან ტელეფონებს არ ექნებათ პრობლემა მაგრამ ფორუმელების უმეტესობას მოძველებული ან დაბალ ბიუჯეტიანი ტელეფონი აქვს).

erfiro
QUOTE
ფერები დასვით იგივე, რაც ვებინტერფეისს აქვს.

პოსტები ოფტოპიკის შეგრძნებას ტოვებენ

გასწორებულია ფერები, ცოტა ხანში განახლება დაიდება და მუქი ტექსტი იქნება.
QUOTE
თემიდან ფორუმის მთავარ გვერდზე დაბრუნება რომ შეიძლებოდეს.
ან სულ უკეთესი იქნება, თუ პირდაპირ სასურველ განყში გადასვლა რომ შეიძლებოდეს.

იდეაში <- back ღილაკზე დაჭერით თემის განყოფილებაში გადადიხარ და მეორედ დაჭერით მთავარ გვერდზე, მაგრამ სათაურის ზემოთ დაემატება მთავარ გვერდზე და თემის განყოფილებაში გადასვლის შესაძლებლობაც. სასურველ კატეგორიაში გადასვლის დამატება არ მოხდება, უნდა გაითვალისწინოთ რომ ვებ ინტერფეისისგან განსხვავებით ტელეფონის ეკრანის სივრცე შეზღუდულია და მაქსიმალურად უნდა მოხდეს მისის გამოყენება და რაც შეიძლება ნაკლები დამატებები ქონდეს.

თემის ავტორის სახელსა და ბოლო პოსტის ავოტრს შორის არჩევანი მომიწია და ბოლო პოსტის ავტორი ვარჩიეთ ზემოთ ხსენებული შეზღუდული სივრცის გამო. თემის ავტორის დამატება გამოიწვევს ერთი ხაზის დამატებას რაც ძალიან აგრძელებს თემის სახელისთვის გამოყოფილ სივრცეს პატარა ეკრანიან ტელეფონებზე.

პითონი
QUOTE
დრო არეულია მგონი 4 საათით

დრო არ არის არეული, დრო აპლიკაციას მიეწოდება UNIX TIMESTAMP ფორმატში (რაც ყველასთვის საერთოა) და ტელეფონის TIME ZONE-ის მიხედვით წერს დროს. თუ დროს არასწორად აჩვენებს ეს ნიშნავს არასწორი დროის სარტყელი გაქვს ტელეფონზე არჩეული. ავტომატური საათის გასწორება ჩართე ან +4 დააყენე დროის სარტყელში.

QUOTE
ქვედა განყები ცუდად ჩანს

ბევრი იუზერი მარტო ქვედა განყოფილებებს იყენებს და მოუხერხებელია და მეტი ინტერნეტ ტრეფიკი მიაქვს ჯერ მთავარ განყოფილებაში შესვლას და მერე ქვე განყოფილებაში. მაგალითად ბევრი ვინც შედის სერიალებში, საერთოდ არ შედის მთავარ მასმედიის განყოფილებაში.

ამ პრობლემას მოაგვარებს ფავორიტების დამატება (მთავარ გვერდზე განყოფილებების მარჯვენა მხარეს ვარსკვლავის ღილაკი). ვარსკვლავზე დაჭერის შემდეგ ვარსკვლავის ფერი ხდება ყვითელი და ყველა სასურველი კატეგორია ემატება სიის დასაწყისში, ანუ ყოველ შესვლაზე ჯერ იუზერის სასურველი განყოფილებები იქნება რასაც ხშირად სტუმრობს და ქვემოთ სხვა დანარჩენი.

QUOTE
მარცხნივ არ ჩანს კარგად მოცისფერო რაღაცეები
რეზოლუციის ბრალია?

არა, ეგ მოცისფრო რაღაცეები თემის აქტიურობის მაჩვენებელია, ანუ ვებ ვერსიაზე თემის სახელის მარცხენა კუთხეში არსებული კონვერტების შემცვლელი.

user posted image

ღია ცისფერი ნიშნავს არა აქტიურ თემას და ყველა თემას ეს ფერი აქვს იმიტომ რომ ავტორიზაცია ჩართული არ არის. ვებ ვერსიაზეც ღია ცისფერი კონვერტები ჩანს თუ არ ხარ ავტორიზირებული.

ავტოირიზირებულ იუზერებზე გამოჩნდება აქტიურობის მაჩვენებელი სხვა ფერებიც, გამოკითხვები ეხლაც განსხვავებული (მწვანე) ფერია.

user posted image

(აჰა, iOS სკრინიც დაიდო დაინტერესებულთათვის smile.gif )

Posted by: web_nts 3 Aug 2017, 23:10
იუზერის გასწვრივ სამი წერტილი დროებით უფუნქციოა, მაგრამ დაჭერისას დაემატება ჩამონათვალი საიდანაც შეგეძლებლათ პოსტის პირდაპირი ლინკის გაზიარება (share), იუზერის პროფილის ნახვა და რამოდენიმე სხვა ფუნქციაც.

ცოტას დაგასპოილერებთ და მაგ სამი წერტილიდან დაემატება არასასურველი იუზერების დაბლოკვაც bis.gif ანუ ყველა დაბლოკილი იუზერის პოსტი იქნება დამალული, ფიზიკურად გამოჩნდება რომ პოსტი დაწერილია, მაგრამ ტექსტი და იუზერის სახელი არ გამოჩნდება თუ სპეციალურ ღილაკს არ დააჭერთ.

ანუ ამ თემაში რასაც ითხოვენ https://forum.ge/?f=33&showtopic=34883166

ასევე დაემატება ტაიმერი სადაც შეძლებთ დროის ნახვას თუ რამდენი წამი/წუთის შემდეგ შეგიძლიათ დაპოსტოთ შემდეგი პოსტი და ბევრი სხვა ისეთი გამოსადეგი ფუნქცია რაც ფორუმის ძრავს არ გააჩნია.

Posted by: erfiro 3 Aug 2017, 23:17
QUOTE
თემის ავტორის სახელსა და ბოლო პოსტის ავოტრს შორის არჩევანი მომიწია და ბოლო პოსტის ავტორი ვარჩიეთ

თემის ავტორი დაამატეთ.
ბოლო პოსტის ავტორი ვის რაში სჭირდება user.gif

ახრევას და კოდექსას თემებში რა მინდა?! gigi.gif

Posted by: web_nts 3 Aug 2017, 23:24
erfiro
ამდენი წელია აქ ხარ და მაგათ თემებს სათაურით თუ ვერ ცნობ, არ ყოფილხარ გამოცდილი იუზერი biggrin.gif

თემის ავტორზე მოსაფიქრებელია რამე, ჯერ არ გამოდის დამატება, იმდენი დეტალია თითო თემაზე საჭირო რომ მორბენალ სტრიქონს ხო არ გავაკეთებ კაცო biggrin.gif

Posted by: david999 3 Aug 2017, 23:31
web_nts
იოსზე მალე ველოდოთ?

Posted by: web_nts 3 Aug 2017, 23:40
david999
არ არის ეფლის ტვინის ღუნვა ვერიფიკიაციისთვის მზად ჯერ. მთლიანი აპლიკაცია გადაწყობილია react-native-ზე რაც ნიშნავს რომ iOS-ზეც იგივე პროგრესია რაც ანდროიდ ვერსიაზე. ნებისმიერი ფუნქცია რაც ანდროიდზე იქნება, ხელმისაწვდომი იქნება iOS ვერსიაზეც როდესაც გაეშვება.

ამის გარდა საერთოდ ხვალ რომ ვუშვებდე, არანაირ თარიღს აღარ ვასახელებ აპლიკაციაზე biggrin.gif გამოჩნდება რამე ტექნიკური პრობლემა, გადაიწევს დრო და დამდევთ მერე მთელი ფორუმი ხმალ ამოღებული sa.gif

Posted by: erfiro 3 Aug 2017, 23:43
ამ აპლიკაციას გადახედეთ
https://play.google.com/store/apps/details?id=ru.fourpda.client

სუპერ ფორუმია yes.gif


QUOTE
ამდენი წელია აქ ხარ და მაგათ თემებს სათაურით თუ ვერ ცნობ, არ ყოფილხარ გამოცდილი იუზერი

lol.gif lol.gif lol.gif

up.gif up.gif up.gif

Posted by: პითონი 3 Aug 2017, 23:43
web_nts
ცისფერ სიდიდე3ბზე რას იტყვი
იკარგება ფორუმი თქო რო ვთქვი

Posted by: web_nts 3 Aug 2017, 23:53
პითონი
QUOTE
ცისფერ სიდიდე3ბზე რას იტყვი

არაფერს, არც ანდროიდი და არც iOS არ არის ოპტიმიზირებული ჰორიზონტარული პოზიციისთვის ტელეფონებზე. ეს არის ფუნქცია შექმნილი ტაბლეტებისთვის რომელიც ტელეფონებში სრულყოფილად გამოიყენება მხოლოდ თამაშებში და ვიდეო ფლეირებში. ფორუმის აპლიკაცია სრულიად ოპტიმიზირებულია ვერტიკალური მოხმარებისთვის და არანაირ საჭიროებას არ წარმოადგენს სპეცილური ოპტიმიზაცია ჰორიზონტალური პოზიციისთვის. თუ არ გყოფნის ჰორიზონტალური ეკრანი, ამოატრიალე და წაიკითხე ვერტიკალურად up.gif

ერთადერთი რეალური საჭიეროება არის YouTube ვიდეობის ყურებისას, რაც სრულიად უზრუნველყოფილია ვინაიდან ვიდეო იხსნება მთელ ეკრანზე ყოველგვარი ცისფერი სიდიდეების გარეშე.

Posted by: _kutaiseli_ 3 Aug 2017, 23:55
web_nts
წარმატებები... ველით განახლებებს

Posted by: ბენი 4 Aug 2017, 01:37
IOs-ზე როდისთვის იქნება ?
--------------------

Posted by: HiStorian 4 Aug 2017, 02:31
კარგია

.............
.............
.............

Posted by: isa_da 4 Aug 2017, 15:06
პოსტები ერთმანეთისგან რომ იყოს გამოყოფილი როგორც ვებზეა კარგი იქნება.
user posted image

ეხლა რომ ვუყუებ წესივრად ვერ გაიგებს ადამინი რომელი ახალი პოსტია და რომელი დაქუოტებული, ერთი ხელმოწერას თუ დააკვირდები და მაგით მიხვდები, მარა ვისაც ეგეც არ აქვს ის საერთოდ საშინელებაა

Posted by: Irakli2013 4 Aug 2017, 21:59
Lenovo Vibe K5-ზე მშვენივრად მუშაობს ყველაფერი.
ავტორიზაციას თუ მალე დაამატებთ კარგი იქნება

Posted by: RedBulla 5 Aug 2017, 00:28
დაველოდები IOს ვერსიას
up.gif

Posted by: tifoza 5 Aug 2017, 13:32
web_nts
QUOTE
ამის გარდა საერთოდ ხვალ რომ ვუშვებდე, არანაირ თარიღს აღარ ვასახელებ აპლიკაციაზე  გამოჩნდება რამე ტექნიკური პრობლემა, გადაიწევს დრო და დამდევთ მერე მთელი ფორუმი ხმალ ამოღებული

მთავარია კაი გამოვიდეს და იუზერები მოვითმენთ


პ.ს რომი 1 დღეში არ აშენებულა, მაგრამ 1 დღეში დაეცა

Posted by: Roofus 5 Aug 2017, 23:19
refresh-ის თემა არაა? იქვე რო განაახლო გვერდი?
ან საერთოდ ავტომატურად რო განახლდეს?

Posted by: gvirjo 8 Aug 2017, 15:42
გაუმარჯოს, როცა თემა რამდენიმე გვერდიანია არ შეგიძ₾ია პირდაპირ ბოლო გვერდზე შეხვიდე? ჯერ თემაში უნდა შეხვიდე და მერე გადახვიდე ბოლო გვერდზე?

Posted by: DBerra 13 Aug 2017, 10:04
ყველაფერი კარგია react native ს გარდა

Posted by: web_nts 13 Aug 2017, 17:51
DBerra
კონკრეტულად? boli.gif თავიდან ნატივ იყო ყველაფერი ორივე პლატფორმაზე, მაგრამ iOS დეველოპერი საერთოდ სხვა ქვეყანაში გადავიდა საცხოვრებლად და აღარ გამოდიოდა ასე მუშაობა. ამ მიზეზის გამო ბოლო 2 თვის მანძილზე მოხდა რეაქტზე გადაწყობა აპლიკაციის.

თუ კონკრეტული პრობლემა გაქვს ამ აპლიკაციის პერფორმანსთან რეაქტ ნატივის გამოყენების გამო, დაწერე, მაგრამ თუ უბრალოდ არ "გევასება" მაშინ სხვა საქმეა smile.gif

P.S. https://facebook.github.io/react-native/showcase.html facepalm.gif biggrin.gif
* * *
Roofus
Pull to refresh დაემატება ყველა გვერდზე.

gvirjo
ხანგრძლივ დაჭერაზე ამოაგდებს გვერდების ასარჩევ ფანჯარას მოგვიანებით, ასევე პირველი გვერდის გახსნის ნაცვლად შემდეგ ვერსიაში გაიხსნება გვერდი რომელზეც ბოლო წაუკითხავი პოსტია განთავსებული.

Posted by: sopo_sopooo 13 Aug 2017, 21:53
მარტო ანდროიდისთვისაა აპლიკაცია?

Posted by: vikingi 14 Aug 2017, 11:22
QUOTE
ყველაფერი კარგია react native ს გარდა

არა ერთი და იგივე ლოგიკის ორჯერ წერაა უკეთესი სხვადასხვა ენაზე

Posted by: AUTOCRAT 19 Aug 2017, 21:24
call information რათ უნდა? drug.gif

Posted by: DBerra 22 Aug 2017, 23:20
web_nts
შენი აზრით მაგ სიაში რო აპლიკაციებია ეგენი rn ზეა დაწერილი?

Posted by: -ქართველი- 23 Aug 2017, 18:22
user posted image
* * *
Chrome-ში მუშაობს. Mozilla და Opera-ში არა.
+ Chrome-ში დაპაუზების შემთხვევაში გაგრძელების ღილაკი არ ჩნდება.
* * *
ბმულს https://img.forum.ge/VJi3UiMCiJxk.mp4 თუ ახალ ფანჯარაში გავხსნი მაშინ ყველგან მუშაობს.

Posted by: administratorr 23 Aug 2017, 19:04
როდის გამოვა განახლებული აპლიკაცია?

Posted by: Garsevanishvili 23 Aug 2017, 19:55
იოსზეც იმუშავებს ხო იმედია უპრობლემოდ თორე ამოვწყდი საფარიში

Posted by: sopo_sopooo 30 Aug 2017, 20:02
იოსმა რა დააშავა )

Posted by: პითონი 30 Aug 2017, 21:04
QUOTE (sopo_sopooo @ 30 Aug 2017, 20:02 )
იოსმა რა დააშავა )

ანდროიდზეც არ განახლებულა ჯერ

Posted by: რომი 30 Aug 2017, 21:41
ეს იმით არის შექმნილი ოლაინ საიტზე რო იწყობა აპლიკაცია. პროსტა ლინკს რო ჩაწერ და მერე 10 დოლარს რო მოგთხოვს ფინიშზე.

Posted by: david999 3 Sep 2017, 16:34
ios აპლიკაცია ჩაიძირა?
..........

Posted by: Dinamo_Fan 3 Sep 2017, 23:56
აფლისთვის აღარ გამოვა? არადა კაი იქნებოდა

Posted by: web_nts 4 Sep 2017, 06:06
მცირე განახლება ანდროიდზე, პოსტების სრულყოფილად რენდერი თითქმის დასრულებულია.

შესაძლებელია მიმაგრებული სურათების ნახვა რაც ძველ ვერსიაში არ მუშაობდა;

დაემატა [w][code][offtopic] წაკითხვის საშუალება;

დაემატა [fbv][coub][vimeo][soundcloud][myvideo] ტაგების ლინკებად გადაყვანის ფუნქცია, აპლიკაციაში ინტეგრირებული მხოლოდ YouTube არის ამ დროისთვის, სხვა დანარჩენები ლინკის სახით გამოჩნდება და გაიხსნება ბრაუზერში;

პოსტის ბოლოში დაემატა რედაქტირებული პოსტის აღნიშვნა იუზერით და დროით როგორც ფორუმის ძრავზეა;

დაემატა თემაში ონლაინ იუზერების სტატისტიკა;

***

iOS-ს რაც შეეხება მზადდება დასადებად, იუზერების ავტორიზაციის დამატება ანდროიდზე და iOS ვერსიის გაშვება მოხდება პარალელურად, მანამდე ვისაც არ გეზარებათ დატესტეთ ანდროიდის ბეტა smile.gif

Posted by: Roofus 7 Sep 2017, 09:09
რო არ გეზარებათ რა თან... boli.gif

Posted by: david999 1 Oct 2017, 23:20
web_nts
რამე სიახლე ხომ არაა იოსზე?

Posted by: პითონი 2 Oct 2017, 01:19
სხვას დაავალე რა
Tim

ვერ აკეთებს ეს კაცი მალე


რა გახდა ეს უბრალო აპლიკაცია...

Posted by: david999 6 Oct 2017, 18:30
ჩაიშალა იოსზე?რამე მაინც დაწერეთ.
web_nts

Posted by: imxotep_ 10 Oct 2017, 01:38
მარტო ანდროიდის აპლიკაციაა?
30303030

Posted by: RedBulla 19 Oct 2017, 19:52
არის რამე სიახლე?

Posted by: Katutu 19 Oct 2017, 23:03
წამდენი წელი იქნება კიდევ ტესტირების რეჟიმში?

Posted by: პითონი 20 Oct 2017, 01:40
QUOTE (Katutu @ 19 Oct 2017, 23:03 )
წამდენი წელი იქნება კიდევ ტესტირების რეჟიმში?

ვერ მოესწრება ჩვენი თაობა lol.gif

Posted by: nick_el_son 20 Oct 2017, 20:02
QUOTE (პითონი @ 20 Oct 2017, 01:40 )
QUOTE (Katutu @ 19 Oct 2017, 23:03 )
წამდენი წელი იქნება კიდევ ტესტირების რეჟიმში?

ვერ მოესწრება ჩვენი თაობა lol.gif

gigi.gif


ისე, აპს რა პონტში იყენებთ?

ბრაუზერში გახსნა უფრო მოსახერხებელია ყველა ვარიანტში. იქ ლინკებზე გადასვლა, გვერდზე რაღაცის დასერჩვა და ა.შ. ამ ყველაფრის გაკეთება ერთ აპში (ანუ ბრაუზერში) უფრო მარტივია, ვიდრე სხვადასხვა აპებს შორის მუდმივად გადასვლა/გადმოსვლა..

მე ბრაუზერის გარდა სულ რამდენიმე აპს ვიყენებ (მესენჯერი, ჯიმეილი, ინსტაგრამი..)

იუთუბის ვიდეობსაც კი ქრომით ვხსნი :დ

Posted by: Mopirmkrtalo 20 Oct 2017, 20:42
QUOTE
წამდენი წელი იქნება კიდევ ტესტირების რეჟიმში?

QUOTE
ვერ მოესწრება ჩვენი თაობა                        sad.gif                   
       
       
     
   
   
     

Posted by: MrPhoenix 21 Oct 2017, 01:55
nick_el_son
QUOTE
ბრაუზერში გახსნა უფრო მოსახერხებელია ყველა ვარიანტში. იქ ლინკებზე გადასვლა, გვერდზე რაღაცის დასერჩვა და ა.შ. ამ ყველაფრის გაკეთება ერთ აპში (ანუ ბრაუზერში) უფრო მარტივია, ვიდრე სხვადასხვა აპებს შორის მუდმივად გადასვლა/გადმოსვლა..

ერთ მაგალითს გეტყვი სხვა ფორუმის აპლიკაციიდან (ამაზე ჯერ არაა), ბრაუზერში გვერდის გადიდება რო გვერდის ციფრს დააჭირო არაა საჭირო ჟესტებით გადადიხარ გადმოდიხარ გვერდებზე. ყოველ გადასვლაზე რო გიწევს გვერდის გადიდება მოუხერხებელია...

და ზოგადად აპლიკაციაში დიზაინი/თემა უფრო დახვეწილია ვიდრე ბრაუზერში.

Posted by: _DoMM_ 2 Nov 2017, 12:55
დაიძინა აპლიკაციის განვითარებამ?

Posted by: night-blue 2 Nov 2017, 19:31
ios ზე მუშაობს??? მეზარება 4 გვერდის წაკითხვა)

Posted by: amgigauri 7 Nov 2017, 16:36
QUOTE (night-blue @ 2 Nov 2017, 19:31 )
ios ზე მუშაობს??? მეზარება 4 გვერდის წაკითხვა)

არა



.

Posted by: Almighty 10 Nov 2017, 11:51
ბევრი შეცდომაა და ძალიან დასახვეწია, რა გახდა ერთი კარგი აპლიკაციის დაწერა...
...
...

Posted by: Tim 11 Nov 2017, 11:43
Almighty
QUOTE
ბევრი შეცდომაა და ძალიან დასახვეწია

თუ შეგიძლიათ დაგვეხმარეთ ამ საკითში. რა შეცდომები აღმოაჩინეთ აპლიკაციაში და რისი დახვეწას ისურვებდით?

Posted by: sevastopol 11 Nov 2017, 20:18
IPB 4-ზე გადასვლის შემთხვევაში არანაირი აპლიკაციის ჩამოტვირთვა აღარ იქნება საჭირო. იმედია გვეღირსება ოდესმე.

დაიხუროს ეს ფორუმი, გაკეთდეს არქივი და დაერქვას old.forum.ge და ახალი ფორუმი შეიქმნას განახლებულ ძრავაზე.

აპლიკაციაც აღარ იქნება საჭირო და გვეშველება. smile.gif

Posted by: Roofus 11 Nov 2017, 21:40
Tim
QUOTE
თუ შეგიძლიათ დაგვეხმარეთ ამ საკითში. რა შეცდომები აღმოაჩინეთ აპლიკაციაში და რისი დახვეწას ისურვებდით?

საერთოდ scratch-იდან უნდა დაიწყო მაგ აპლიკაცია...
და საერთოდ MySQL უნდა მოიცილო როგორმე თავიდან.

გადადი ReactNative-ზე. (აპლიკაცია გადაიყვანე)
უბრალოდ სკალირება რომ დაგჭირდეს მომავალში ამ აპლიკაციის... რაც ეხლაა დაწერილი - ვერაფერს იზავ.

ან 2 ვარიანტი - გააკეთე IPB 4 ვერსია რომელიც mobile friendly-ა და ფორუმის ჩატვირთვის დროს დევაისი გამოიცნოს და ჩაუტვირთოს მობაილს ეგ ვერსია და დესკტოპს - დესკტოპის ვერსია.

როგორც ფეისბუქი აკეთებს mobile და web ვერსიებით.
mobile ვერსიაზე ცალკე თიმი გყავდეს, რომელსაც ჩააბარებ მის დახვეწას და ბაგების გამოსწორებას. ანუ ისენი იმენა მობაილ ფორუმზე იმუშავებენ... popcorn.gif

მე ეგრე ვიზავდი შენ ადგილას 2 ვებ ვერსიას გავაკეთებდი. და მარკეტინგულად თუ გაამართლებდა და + მომხმარებლებს მომცემდა მერე დავფიქრდებოდი უკვე აპლიკაციასე, NoSQL-ზე და ძრავის შეცვლაზე და ცუკერბერგობაზე... biggrin.gif user.gif

sevastopol
QUOTE
დაიხუროს ეს ფორუმი, გაკეთდეს არქივი და დაერქვას old.forum.ge და ახალი ფორუმი შეიქმნას განახლებულ ძრავაზე.

აპლიკაციაც აღარ იქნება საჭირო და გვეშველება.

ეგ არ გამოვა...
1. ბაგები იქნება ბევრი.
2. შეიძლება server load-ს ვერ გაუძლოს, იმიტომ რომ ახალი ვერსია უფრო მეტად დატვირთავს სერვერს.


პრობლემა აპლიკაციაში არაა, პრობლემა PHP-ში და MySQL-შია. facepalm.gif

Tim
დამიწერე რა შენი აზრი თუ წაიკითხავ პოსტს user.gif

Posted by: david999 11 Nov 2017, 22:07
QUOTE (Tim @ 11 Nov 2017, 11:43 )
Almighty
QUOTE
ბევრი შეცდომაა და ძალიან დასახვეწია

თუ შეგიძლიათ დაგვეხმარეთ ამ საკითში. რა შეცდომები აღმოაჩინეთ აპლიკაციაში და რისი დახვეწას ისურვებდით?

იოსზეც გვიშველეთ რამე biggrin.gif
...................................

Posted by: პითონი 11 Nov 2017, 22:41
Tim
რა შეცდომა უნდა აღმოაჩინოს კაცმა როცა მარტო წაკითხვა შეიძლება?

არაფერი დამატებია მის მერე

როდის იქნება მზად ხომ არ იცი?

Posted by: sevastopol 12 Nov 2017, 03:06
Roofus
IPB 4-ისედაც mobile friendly არის. არაფერი ზედმეტი არ უნდა.

ეს ფორუმი მთლიანად უნდა დაიხუროს და გადამისამართება მოხდეს old.forum.ge-ზე, სადაც მომხმარებლები პოსტს ვეღარ გააკეთებენ და read only იქნება.

შედი esportsforum.adjara.com-ზე. IPB 4 აყენია და mobile friendly არის.

წლებია IPB-ზე ვმუშაობ და IPB 4 უბრალოდ გენიალურია. ქართული კლავიატურაც დავამატეთ IPB 4-ზე რასაც პრობლემა არ ჰქონია. smile.gif

Posted by: Roofus 12 Nov 2017, 04:37
sevastopol
QUOTE
წლებია IPB-ზე ვმუშაობ

წლებია პროგრამირებით ვარ დაკავებული. boli.gif

Posted by: sevastopol 13 Nov 2017, 01:23
Roofus
მშვენიერია.

მაშინ უფრო მარტივი იქნება ამ ყველაფრის გაკეთება და IPB 4-ზე გადასვლა. smile.gif

Posted by: Roofus 13 Nov 2017, 03:22
sevastopol
უკვე დავწერე როგორ უნდა გაკეთდეს...
მთლიანად გადაყვანა IPB 4-ზე ფორუმის არასწორი იქნება.
უნდა გაკეთდეს 2 ვერსია. ვების ვერსია უნდა დარჩეს რაც არის ეხლა ის და ანდროიდ/იოს -ისთვის უნდა გაკეთდეს მეორე ვერსია...

მიზეზებიც დავწერე rolleyes.gif
esports ფორუმს ისეთი დატვირთვა არ აქვს რაც ამ ფორუმს აქვს. esports ფორუმის აუდიტორია განსხვავებული ასაკისაა.

ამიტომ PLZ მარტო ადეკვატური არგუმენტები მოიყვანე რატომ უნდა გადავიდეს IPB 4-ზე ეს ფორუმი.


ხო მაგრამ პრობლემა ისაა რომ 4 ვერსია არ იმუშავებს ამ ვერსიის ბაზასთან mo.gif

ხოდა... ამის სოლუშენია მოსაძებნი ალბათ ჯერ mo.gif

2 ბაზის პარალელში ქონაა შესაძლებელი... დაუშვათ აქ რომ დაპოსტავ IPB 4-შიც დაიპოსტოს user.gif და პირიქით.
პრაქტიკულად 2 სხვადასხვა საიტი უნდა გქონდეს სინქრონულად user.gif

Posted by: rachveli1 21 Nov 2017, 15:53
Roofus

იმითომ უნდა გადავიდეს რო ახლანდელი ზრავა ანუ IPB 1.3 ძალიან ძველია, არანაირი მხარდაჭერა არ აქვს მწარმოებლისაგან, და უსაფრთხოც არ არის ამის გამო.

Posted by: Roofus 22 Nov 2017, 00:21
rachveli1
QUOTE
იმითომ უნდა გადავიდეს რო ახლანდელი ზრავა ანუ IPB 1.3 ძალიან ძველია, არანაირი მხარდაჭერა არ აქვს მწარმოებლისაგან, და უსაფრთხოც არ არის ამის გამო.

ლოლ

Posted by: maxoooooo 24 Nov 2017, 00:38
2 წუთია რაც დავაყენე აპლიკაცია და პირადად ჩემს დიდ დისკომფორტს იწვევს როცა ანდროიდზე ათვალიერებ რამე თემას, შემდეგ გვერდზე გადახვალ მერებ BACK -ს დააჭერ და განყოფილებაში ბრუნდება და არა წინა გვერდზე

იგივე ვიდეოზე, იუთუბის ვიდეო როცამ არის გახსნილი და ბექს დააჭერ განყოფილებაში ბრუნდება და არა თემაში

Posted by: X2D3T9 30 Nov 2017, 17:42
ეს თუ ჩავწერო მობილში მე ვიყო ბინლადენი lol.gif
ჯერ ხომ ძაღლსა და ღორს აქვს გაგდბული ეს ფორუმი ეხლა სმარტებზე მიეცით წვდომა lol.gif

Posted by: chicharito12 30 Nov 2017, 18:13
ახალი ვერსია არ გამოსულა _ ?? ? ? ? ______________

Posted by: Tio 1 Dec 2017, 01:29
გადმოვწერე და ელემენტარულად ვერ გავდივარ ავტორიზაციას :/
საიდან?

Posted by: Dixtosa 1 Dec 2017, 22:04
Roofus
QUOTE
1. ბაგები იქნება ბევრი.

ეს კარგი მიზეზი არაა. ესეიგი გადაყვანა არ მომხდარა ხარისხიანად.

QUOTE
2. შეიძლება server load-ს ვერ გაუძლოს, იმიტომ რომ ახალი ვერსია უფრო მეტად დატვირთავს სერვერს.

შეიძლებას გამო არ უნდა გადავიდეს?

Posted by: Almighty 2 Dec 2017, 01:32
ჩემს ექაუნთში საერთოდ ვერ შევდივარ, ვერც ვერაფერს ვძებნი და რატო ???

Posted by: sevastopol 2 Dec 2017, 04:40
QUOTE (Roofus @ 12 Nov 2017, 19:22 )
sevastopol
უკვე დავწერე როგორ უნდა გაკეთდეს...
მთლიანად გადაყვანა IPB 4-ზე ფორუმის არასწორი იქნება.
უნდა გაკეთდეს 2 ვერსია. ვების ვერსია უნდა დარჩეს რაც არის ეხლა ის და ანდროიდ/იოს -ისთვის უნდა გაკეთდეს მეორე ვერსია...

მიზეზებიც დავწერე rolleyes.gif
esports ფორუმს ისეთი დატვირთვა არ აქვს რაც ამ ფორუმს აქვს. esports ფორუმის აუდიტორია განსხვავებული ასაკისაა.

ამიტომ PLZ მარტო ადეკვატური არგუმენტები მოიყვანე რატომ უნდა გადავიდეს IPB 4-ზე ეს ფორუმი.


ხო მაგრამ პრობლემა ისაა რომ 4 ვერსია არ იმუშავებს ამ ვერსიის ბაზასთან mo.gif

ხოდა... ამის სოლუშენია მოსაძებნი ალბათ ჯერ mo.gif

2 ბაზის პარალელში ქონაა შესაძლებელი... დაუშვათ აქ რომ დაპოსტავ IPB 4-შიც დაიპოსტოს user.gif და პირიქით.
პრაქტიკულად 2 სხვადასხვა საიტი უნდა გქონდეს სინქრონულად user.gif

არ მესმის რა არ მოგწონს.

ვამბობ რომ ეს ფორუმი რაც არის უნდა მოხდეს მაგის არქივის გაკეთება, სადაც პოსტების გაკეთების უფლება არავის არ ექნება და მხოლოდ წაკითხვას შეძლებს.

ძველი ფორუმი უნდა ჩანაცვლდეს ახალი IPB 4 ფორუმით, რომელიც ბოლო ვერსიაა და ანდროიდზე/iOS-ზე ჩვეულებრივად მუშაობს.

ასევე, IPB 4 ვერსიის ამ ბაზასთან მუშაობა არაფერ კავშირში არ არის, თუ ბაზა მთლიანად მაინც უნდა წაიშალოს და ყველაფერი ახლიდან დაიწყოს.

Tim, ველოდები შენგან პასუხს. მგონი სჯობს დავიწყოთ IPB 4-ზე გადასვლა. <3

Posted by: RedBulla 3 Dec 2017, 06:40
ჰა ახალი წლისთVის გაგვიკეთEთ საჩUქარი smile.gif))

Posted by: inteZ 3 Dec 2017, 14:26
Tim
არ იგეგმება აპლიკაციის განახლება?

Posted by: Tim 5 Dec 2017, 00:43
მეგობრებო, მე ვწუხვარ რომ ასე აგვიანებს ჩვენი აპლიკაციის ახალი ვერსიის გამოშვება, როგორც ცნობილია აპლიკაციის გამოშვებით უშუალოდ მე არ ვარ დაკავებული მაგრამ ჩემს კომპეტენციაში რაც არის ყველაფერს ვაკეთებ ამისთვის.

Posted by: sevastopol 5 Dec 2017, 02:57
Tim
და პირდაპირ IPB 4-ზე გადასვლა და იმ გზით რაც დავპოსტე? მგონი დროა აპლიკაციების დავიწყების და პირდაპირ კომფორტულად IPB 4-ზე გადასვლა? ახალი წლიდან...?

Posted by: Tim 5 Dec 2017, 09:09
sevastopol
დიახ, ესეთი ვარაინტიც განიხილებოდა, მერე ჩვენი ფორუმის V4 -ზე პირდაპირ არ გადადის საჭიროა ბაზის კონვერტაცია ეს კონვერტაცია გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული ასევე ფორუმის არსებობის პერიოდში უამრავი მოდიფიკაცია იყო დამატებული რომელიც ახალ ვერსიაში არ არის, ასევე გამოითქვა აზრი რომ V4 -ს რაც აქვს მობილური ვერსია იმაზე უკეთესი იქნება ე.წ. "native" ადნდროიდის და iOS -ის აპლიკაცია.
ხოდა ვართ ესე...

Posted by: sevastopol 8 Dec 2017, 03:10
Tim
ხოდა რომ დავტოვოთ ეს ფორუმი ცალკე როგორც old.forum.ge სადაც პოსტს ვერავინ გააკეთებს და გავაკეთოთ ახალი forum.ge სადაც ყველაფერი 0-დან დაიწყება, მაშინ რა პრობლემა უნდა იყოს?

ბაზა რაღა საჭირო იქნება თუ ისედაც ყველაფრის 0-დან დაწყება მოგვიწევს. old.forum.ge კი ცალკე იქნება სადაც უკვე არსებულ მომხმარებელს შესვლა შეეძლება, უბრალოდ პოსტის გაკეთების უფლება არ ექნება და სხვა აქტივობის. smile.gif

Posted by: Roofus 8 Dec 2017, 21:17
QUOTE (Dixtosa @ 1 Dec 2017, 22:04 )
Roofus
QUOTE
1. ბაგები იქნება ბევრი.

ეს კარგი მიზეზი არაა. ესეიგი გადაყვანა არ მომხდარა ხარისხიანად.

QUOTE
2. შეიძლება server load-ს ვერ გაუძლოს, იმიტომ რომ ახალი ვერსია უფრო მეტად დატვირთავს სერვერს.

შეიძლებას გამო არ უნდა გადავიდეს?

1. ძალიან კარგი მიზეზია საერთოდ რომ გავითვალისწინოთ PHP და განსაკუთრებით mySQL სისუსტეები. აგერ ხარისხიანად აპლიკაციის გაკეთებაში თუ გავითვალისწინებთ რამდენი დრო წავიდა... არაფერში.
2. შეიძლება რადგან არ ვიცი როგორ და სად არის ფორუმი ფიზიკურად. აშკარად ქართულ ჰოსტზეა და მაგეების პროფესიონალიზმი არ გაიშვას.
++ ყველაფერს უნდა მატერიალური ანაზღაურება. არცერთი პროგრამისტი "პროსტა ტაკ" თავის დროს არ დახარჯავს დამეთანხმები. მისი დრო ფულის პროპორციულია. შესაბამისად დროის ხარჯვა უფასოდ პროგრამისტისთვის ფულის ხარჯვის ტოლფასია. ხოდა იესო ქრისტე ან ბუდდა თუ გამოჩნდება და დაწერს კოდს არ ვიცი boli.gif

მარტო IPB 4 ძახილით შორს ვერ წავალთ... კი მესმის ყველას უკეთესი გინდათ, მაგრამ უნდა შეეგუოთ ჩვენ მდგომარეობას... არ ვართ სამხრეთ კორეა და არც ტაივანი ან ამერიკა smile.gif 4 მილიონი ვართ მაქსიმუმ smile.gif

ნებისმიერ IPB - ს გახვრიტავენ 2 წამში... და ყოველ გახვრეტვაზე პაჩები უნდა უკეთო... პაჩები = დრო, დრო = ფული. მაგას ჯობია ეგრევე IPB-ზე იმუშაო.

Posted by: Dixtosa 10 Dec 2017, 16:27
Roofus
კაი მოდი პროექტების მენეჯერულ კითხვას დაგისვამ.

შენი აზრით რამდენი კაცი იქნება საჭირო და რა პროფესიების და რამდენი ხნით რო გადაყვანა მოხდეს და თან კარგად გატესტილი (სერვერის დატვირთვიან + ფუნქციონალიან + სექიურითის ჩათვით)

Posted by: _Pablo_ 10 Dec 2017, 17:37
ნორმალურად მუშაობს,ღირს დაყენება?

Posted by: Roofus 10 Dec 2017, 23:06
Dixtosa
მთავარი არაა რამდენი, მთავარია როგორი.
ანუ როგორი კოდერი... ან როგორი სხვა პროფესიის ადამიანი.

1 ნორმალური კოდერი საკმარისია. smile.gif მე მაგალითად შემიძლია ნორმალურად გადავიყვანო რამე პლატფორმაზე. ან საერთოდ რედიტის მსგავსი ამ 4 ჩანის მსგავსი პლატფორმა გავაკეთო.
მაგრამ ამის ინტერესი მაქვს 0. რატომ? იმიტომ რომ დამკვეთს ისევ მოუნდება აპლიკაციები, ინტეგრაციები... მწვადები და ნაშები... და რატომ? იმიტომ რომ დამკვეთი თვითონ არ წერს კოდს... და შესაბამისად არ აინტერესებს შენი დრო smile.gif არავის საწყენად არ ვამბობ.

მეორე მომენტია რომ დამკვეთი ისევ დაიქირავებს "ცუდ" კოდერს... და ასე გაგრძელდება დაუსრულებლად smile.gif

1 ნორმალური კოდერი საკმარისია და 1 ნორმალური გადაწყვეტილება. რაც მთავარია მოდერნიზაცია. mySQL/PHP-ზე უარის თქმა და დროსთან ფეხის აწყობა.


იმჰო user.gif


და ისე ძალიან მომწონს მე ეს ფორუმი. არაფრის შეცლა არაა საჭირო მე თუ მკითხავ. smile.gif

Posted by: assassin23 17 Dec 2017, 10:02
რაც წავიკითხე მსგავსზე არ ყოფილა მსჯელობა...
> საკმაოდ აქტიურად ვიყენებ app და ღირს დაფიქრება სურათის გადიდებაზე ვიზრუნოთ ან დაჭერისას სურათi ამოვიდეს მატო სურათი და მისი გადიდება შეგვეძლოს ....
>> ალაბათ არ იქნებოდა ურიგო როგორც google allo აქვს youtube გახსნის ფუნქცია ეგეთი რო ქონდეს ...

Posted by: RedBulla 23 Dec 2017, 01:34
ეჰ არადა მეგონა საახალწლოდ მოესწრებოდა

Posted by: Irakli2013 23 Dec 2017, 11:07
QUOTE
და ისე ძალიან მომწონს მე ეს ფორუმი. არაფრის შეცლა არაა საჭირო მე თუ მკითხავ. 


+1

Posted by: Stirling 15 Jan 2018, 12:32
iOS-ზე აპლიკაცია არ არსებობს?
თემურ დაქოქე რა დავიტანჯეთ lol.gif

Posted by: პითონი 15 Jan 2018, 13:11
QUOTE (Stirling @ 15 Jan 2018, 12:32 )
iOS-ზე აპლიკაცია არ არსებობს?
თემურ დაქოქე რა დავიტანჯეთ lol.gif

დაიც
ჯერ ანდროიდი მორჩეს lol.gif


Posted by: Pistons04 15 Jan 2018, 19:52
როდისთვის იქნება?
------------------------

Posted by: Freestyle 7 Feb 2018, 00:09
იოსზე არ იგეგმება საერთოდ?

Posted by: Lasha244 7 Feb 2018, 01:19
QUOTE
iOS-ზე აპლიკაცია არ არსებობს?
თემურ დაქოქე რა დავიტანჯეთ

lol.giflol.gif

გვაღირსეთ რა მართლა აიოსზე facepalm.gif

Posted by: SPIRIT CRUSHER 7 Feb 2018, 11:05
ios-ზეც იქნებ გამოუშვათ
არ იქნება ცუდი :მაშ:

Posted by: აბიტურიენტი 7 Feb 2018, 20:15
სავარაუდოდ არ იქნება არც iOS-ზე და არც სხვა პლატროფმებზე

Posted by: _kutaiseli_ 17 Feb 2018, 22:42
მოკვდა ეს აპლიკაცია საბოლოოდ?......................................................

Posted by: _kutaiseli_ 15 Mar 2018, 09:46
sad.gif mad.gif sad.gif mad.gif sad.gif cry.gif cry.gif cry.gif

Posted by: Price 15 Mar 2018, 11:54
ახალ ვერსიაზე რო დააფდეითონ ფორუმი აღარ დაჭირდება აპლიკაცია yes.gif

რაღა დროს 2003 წლის ენჯინია, ქვა აღარ დაგორავს მაგ ასაკის drug.gif

Posted by: Irakli2013 16 Mar 2018, 23:13
მე მივეჩვიე ძალიან ამ დიზაინს და მირჩევნია ეს დატოვონ biggrin.gif

Posted by: geomeloman 21 Mar 2018, 04:52
უნდა დატოვონ, ძალიან შევეჩვიე და სხვანაირი ფორუმ.ჯი ვერც წამორმომიდგენია facepalm.gif

Posted by: PILOTI 22 Mar 2018, 22:16
აპლიკაცია ვერა მაგრამ მობილური ვერსია კი დაუმატებიათ

Posted by: პითონი 22 Mar 2018, 22:46
PILOTI
ანუ?

ჩვეულებრივ ხსნის ტელეფონით

Posted by: PILOTI 22 Mar 2018, 23:10
პითონი
https://forum.ge/mob

Posted by: პითონი 22 Mar 2018, 23:49
PILOTI
რა საშინელებაა :დ


..................

Posted by: Andy_Kaufman 23 Mar 2018, 10:05
არადა რო დახვეწონ ცუდი არიქნება

Posted by: marimari11 27 Mar 2018, 01:37
QUOTE
იოსზე არ იგეგმება საერთოდ?

>?????

Posted by: David-22 31 Mar 2018, 17:27
ფინალური ვერსია როდის იქნება? ან იქნება საერთოდ?

Posted by: G1oba1 1 Apr 2018, 00:36
თუ source-ს ატვირთავთ github-ზე კარგი იქნება შეგვეძლება გავარჩიოთ კოდი და რამე კარგი თვისებები შევმატოთ
ნუ ყოველთვის არ მცალია მაგრამ ჩაუჯდები ხოლმე

Posted by: RedBulla 7 Apr 2018, 02:33
QUOTE
ფინალური ვერსია როდის იქნება? ან იქნება საერთოდ?

Posted by: Mama_Basili 9 Apr 2018, 23:21
ლამის 20 წელია ეს ფორუმი არსებობს და დაარსებიდან აქამდე მიზერულადაა შეცვლილი დიზაინიც და ტექნიკური მხარეც. მიკვირს რატომ ჰკიდია ტიმს ფორუმის განვითარება. დაახლოებით 4- წლის წინ აპირებდა მობილურ ვერსიას და დღესაც არ დაძრულა ეს თემა, სტიდნო ტავარიში

Posted by: _მანის_ქაშიო? 16 Apr 2018, 14:48
ტიპებმა ამდენი წელია მობილური ვერსია ვერ გაქაჩეს...
მე გაგიკეთებდი ტიმ,მაგრამ რაღც უფლებები უნდა მოგეცა ფორუმზე...თორემ გავაკეთებიდ lol.gif

Posted by: iBoss 16 Apr 2018, 15:02
ფბ ვიდეოს ჩასასმელი თეგი მაინც დაამატეთ biggrin.gif

Posted by: inteZ 27 Apr 2018, 14:09
Tim
გამარჯობა.
აპლიკაციის განახლება აღარ იგეგმება?

Posted by: Tim 27 Apr 2018, 17:02
მეგობრებო როგორც ადრე მოგწერეთ აპლიკაციის დეველოპერი საქართველოში არ იმყოფება ამიტომ ამ ეტაპზე და ბოლო ხანები გარკვეული პრობლემები შეიქმნა განახლებებთან დაკავშირებით. სამწუხაროდ მეტს ვერაფერს დავამატებ.

Posted by: tozi777 2 May 2018, 12:11
Tim

ტეხავს ამდენი ხანი მობილური აპლიკააცის გარეშე ყოფნა.

მითუმეტეს ეს ისევ თქვენს ბიზნესს წაადგება, მაშინ როცა ყველას ჯიბეში ექნება უკვე "ფორუმი", გაგაზრდებათ იუზერების რიცხვი და მათი აქტივობა.

ასე რომ, დახარჯეთ ფული დღეს, რომ მეტი მიიღოთ ხვალ!!!

და ნუ ჟოშკავთ smile.gif

Posted by: GoldenSky 2 May 2018, 13:04
tozi777

აი იმენა სალობიეებს აქვს აპლიკაცია და მართლა ტეხავს რომ ამხელა ფორუმს არ აქვს

Posted by: პითონი 2 May 2018, 13:43
QUOTE (Tim @ 27 Apr 2018, 17:02 )
მეგობრებო როგორც ადრე მოგწერეთ აპლიკაციის დეველოპერი საქართველოში არ იმყოფება ამიტომ ამ ეტაპზე და ბოლო ხანები გარკვეული პრობლემები შეიქმნა განახლებებთან დაკავშირებით. სამწუხაროდ მეტს ვერაფერს დავამატებ.

სხვამ რო გააკეთოს არა?

თითქმის 1 წელია კეთდება და ვეღარ დაადგა საშველი



Posted by: _მანის_ქაშიო? 5 May 2018, 13:48
Tim
ტიმუშკა,აპლიკაცია რომ გავაკეთო (დრო დამჭრდება ,ოღონდ ცოტახანი) მომეცმ მოდერნობას და ჩემს ძველ ნიკს აღმიდგენ ? smile.gif


Posted by: _kutaiseli_ 11 May 2018, 01:02
ტეხავს, მაგრად ტეხავს....

facepalm.gif facepalm.gif facepalm.gif facepalm.gif

Posted by: znevca 23 May 2018, 04:32
იმედია შვილიშვილები მიესწრებიან...

Posted by: _kutaiseli_ 28 May 2018, 11:03
QUOTE (znevca)
იმედია შვილიშვილები მიესწრებიან...

ტყუილად გაქვს იმედი biggrin.gif

Posted by: Grlfona 5 Jun 2018, 18:23
გამიხარდა 2017 შია თემა გახსნილი ეხლა უკვე IOს ზეც იქნება გამოსული თQო პირველი პოსტის წაკითხვის მერე მარა რათ გინდა
ტეხავს
მაგრად ტეხავს
დაჟე სირცხვილია
ღალატობთ იუზერებს

Posted by: პითონი 17 Jul 2018, 16:39
Tim

სირცხვილია თემურ

ვინმე სხვას დაავალე,გაიღე ცოტა მეტი ჯიბიდან...


Posted by: Бездомный.бог 17 Jul 2018, 20:51
პითონი
მე ვუთხარი გაგიკეთებ და მოდერნობა მომეცი- თქო და ფულს მოგცემო და მოდერნობას ვერაო....


sad.gif

რა კაცია გეგონება ჩემზე უკეთესი მოდერნები ყავდეს


პ.ს ფორუმის ხათრით გავაკეთებ სექტემბერში თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა


Posted by: sTrSandro 17 Jul 2018, 21:41
აპლიკაცია გააკეთეთ ტო გადავსებულია რეკლამებით 1 გვერდი ფულის მეტი რა შესდის ამ საიტს

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)