#56914264 · 30 Sep 2020, 22:18 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
mepar
QUOTE | ქართველი ფსიქოტიპის მამაკაცი V სუკუნეში ეს არის კაცი რომელიც ცოლს არაფერს ეკითხება განა იმიტომ რომ ცუდია უბრალოდ ყველა ასე აკეთებს და უცებ რა ხდება მისი ცოლი მას უმხედრედება და გარბის ეკლესიაში შვილებს იკიდებს ფეხებზე და იწყებს მარტვილეობას ცხადია ეს ყველა ნორმალურ მამაკაცს შეშლის |
და ვითარცა მოიწია და შევიდა წინაშე შუშანიკისა დედოფლისა ჩუენისა, კითხვაჲ ჰრქუა. ხოლო სანატრელმან შუშანიკ ვითარცა წინ[აჲსწ]არმეტყველმან ჰრქუა: „უკუეთუ სულითა ცხოველ არს იგი, ცოცხალმცა ხართ იგიცა და შენცა. უკუეთუ სულითა მომკუდარ ხართ, მოკითხვაჲ ეგე შენი შენდავე მოიქეცინ“. ხოლო კაცმან მან ვერ იკადრა სიტყუად მისა. ხოლო წმიდაჲ შუშანიკ აფუცებდა და ჰკითხვიდა დამტკიცებულად. ხოლოკაცმან უთხრა მართალი და ჰრქუა, ვითარმედ: „ვარსქენ უვარ-ყო ჭეშმარიტი ღმერთი“. ვითარცა ესმა ნეტარსა შუშანიკს, დავარდა იგი ქუეყანასა ზედა და თავსა დამართ სცემდა და ცრემლითა მწარითა იტყოდა: „საწყალობელ იქმნა უბადრუკი ვარსქენ, რამეთუ უვარ-ყო ჭეშმარიტი ღმერთი და აღიარა ატროშანი და შეერთო იგი უღმრთოთა“. და აღდგა და დაუტევა ტაძარი თჳსი და ღმრთის მოშიშებით ეკლესიად შევიდა და თანამიიყვანნა სამნი იგი ძენი მისნი და ერთი ასული და წარადგინნა იგინი წინაშე საკურთხეველსა და ესრეთ ილოცვიდა დაიტყოდა: „უფალო ღმერთო, შენნი მოცემულნი არიან და შენ დაიცვენ ესენი, განათლებულნი წმიდისაგან ემბაზისა მადლითა სულისა წმიდისაჲთა, ყოფად ერთ სამწყსო ერთისა მწყემსისა უფლისა ჩუენისა იესუქრისტჱსა“. /იაკობ ხუცესი, შუშანიკის წამება, თავი II/
შვილები ტაძრად წაიყვანა, არ დაუტოვებია. ***
QUOTE | ჩვენ არ ვითვალისწინებთ ისტორიულ კონტექსტს და ქალის უუფლებობას და კულტურას რაც არსეობობდა საქართველოსა და კავკასიაში... |
შეფასება: "საქართველოში ქალის უუფლებობა" რამდენადმე გადაჭარბებულად მიმაჩნია. "და შემდგომად ორისა დღისა მოვიდა მგელი იგი ტაძრად და ჰრქუა მსახურთა თჳსთა: „დღეს მე და ჯოჯიკ და ცოლმან მისმან ერთად პური ვჭამოთ, ხოლო სხუასა ნუ ვის უფლიედ ჩუენ თანა შემოსლვად“. და რაჟამს შემწუხრდა, მოუწოდეს ცოლსა ჯოჯიკისასა და ინებეს ერთად პურისა ჭამაჲ, რაჲთამცა მოიყვანეს წმიდაჲ შუშანიკცა. და ვითარცა მოიწია ჟამი პურისაჲ, შევიდეს ჯოჯიკ და ცოლი მისი წინაშე წმიდისა შუშანიკისა, რაჲთამცა მასცა აჭამეს პური, რამეთუ ყოველნი იგი დღენი უზმასა გარდაევლნეს. და ვითარცა მეტად აიძულეს და ძლით წარიყვანეს ტაძრად, ხოლო გემოჲ არა რაჲსაჲ იხილა. ხოლო ცოლმან ჯოჯიკისმან მიართუა ღჳნოჲ ჭიქითა და აიძულებდა მას, რაჲთამცა იგი ხოლო შესუა. ჰრქუა მას წმიდამან შუშანიკ რისხვით: „ოდეს ყოფილ არს აქამომდე, თუმცა მამათა და დედათა ერთად ეჭამა პური?!“. და განყარა ჴელი და ჭიქაჲ იგი პირსა შეალეწა და ღჳნოჲ იგი დაითხია." /იაკობ ხუცესი, შუშანიკის წამება, თავი VI/ QUOTE | სხვათაშორის ვარსქენის მამაც სწორედ რომ ასე პოლიტკური მოსაზრებით გამაზდეანებული პირი იყო და მეტადრე გასაკვირია შუშანიკისგან ასეთი არა ადექვატურობა... |
„არა თუ მე აღმემართა ხატი იგი? და მემცა დავამჴუ! ხოლო მამამან შენმან აღჰმართნა სამარტჳლენი და ეკლესიანი აღაშჱნნა, და შენ მამისა შენისა საქმენი განჰრყუნენ და სხუად გარდააქციენ კეთილნი მისნი; მამამან შენმან წმიდანი შემოიხუნა სახიდ თჳსა, ხოლო შენ დევნი შემოიხუენ; მან ღმერთი ცათაჲ და ქუეყანისაჲ აღიარა და ჰრწმენა, ხოლო შენ ღმერთი ჭეშმარიტი უარ-ჰყავ და ცეცხლსა თაყუანის ეც. და ვითარცა შენ შემოქმედი შენი უვარჰყავ, ეგრეცა მე შენ შეურაცხგყავ. და თუ მრავალი ტანჯვაჲ მოაწიო ჩემ ზედა, მე არა ვეზიარო საქმეთა შენთა“. /იაკობ ხუცესი, შუშანიკის წამება, თავი IV/
როგორ ფიქრობთ, თვითგადარჩენის მიზნით ეროვნული თვითმყოფადობის ძირითადი ფუნდამენტის - სარწმუნოების ღალატი ნუთუ შეიძლება გახდეს გადარჩენის მიზეზი, შედეგი, ან ალიბი? როგორ გესახებათ უფლის რწმენის უარყოფის პირობებში გადარჩენის შესაძლებლობა, თუკი გადარჩენის შესაძლებლობა თვით უზენაესის რწმენაში, ღმრთისმსახურებაშია? ვარსქენის არჩევანი სულგაყიდულთა, მოღალატეთა გზაა. და არანაირი ფანატიზმი! ჩაიგდო ხელში და დაუნდობლად დაანგრიო ის, რაც შენ არ შეგიქმნია, ის რაც შენმა წინაპრებმა სისხლითა და მახვილით შენამდე მოიტანეს - უზარმაზარი დანაშაულია უფლის, შთამომავლობის წინაშე. ამ ღალატს უზენაესი არავის აპატიებს, მითუმეტეს საქართველოში.
This post has been edited by Катеньки on 30 Sep 2020, 22:38
--------------------
უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი შენი მხევალი ეკატერინე.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
წმიდა ხარ, წმიდა ხარ, წმიდა ხარ შენ, ღმერთო, ღვთისმშობელისა მიერ შეგვიწყალენ ჩვენ.
|