#56890526 · 26 Sep 2020, 16:54 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Heracles12
QUOTE | თუ გგონია რომ მხატვრული ლიტერატურა ადამიანს ანვითარებს მაგრა ცდები. |
დიახ ანვითარებს მეცნიერულ ნაშრომებთან ერთად....აი მაშინ არის ადამიანი სრულყოფილად განვითარებული, როდესაც ის ღებულობს მეცნიერულ, მხატვრულ და სოციალურ ცოდნას თუ გამოცდილებას...
QUOTE | მარა ნამდვილ მეცნიერულ ნაშრომებს როდესაც გაეცნობი დროს არ დაკარგავ მხატვრული ლიტერატურის კითხვაში და არ ჩათვლი რომ ნახევრად ვითარდები მარა ამას რომ მიხვდე მათ უნდა გაეცნო. |
მე არ მითქვია რომ მე მეცნიერულს არ ვეცნობი მეთქი, ვეცნობი და მხატვრულ ლიტერატურასაც არ ვიკლებ... აი შენ კი სთქვი რომ მხატვრულს არ ვეკარებიო, ხოდა ეს გეტყობა კიდეც... ნამეტანი ხისტი აზროვნება გაქვს ამის გამო. ადამიანს უფრო მოქნილობა სჭირდება თავის აზროვნებაში და ამას მხატვრული ლიტერატურა სძენს...
QUOTE | რას ეძახი ღმერთის არსებობის შესახებ ცოდნას? |
მე უბრალოდ ის ვიფიქრე, რომ შეიძლება შენ არ გწამდეს ღმერთის არსებობის რწმენით... არამედ იცოდე, ცოდნით... ამიტომ გკითხე ასეთი ფორმითაც, რომ დავრწმუნებულიყავი.. "აღიარებ თუ არა ღმერთის არსებობას?"... შენ კი შეკითხვა უკან დამიბრუნე... ხო ან არა საკმარსი იქნებოდა პასუხად...
This post has been edited by Artist on 26 Sep 2020, 16:59
--------------------
ლოცვა: …იესო ქრისტე ძეო ღვთისაო, მოგვიტევე ცოდვები ჩვენნი და გააბრწყინე დღეს საქართველო... იყოს ნება შენი ქვეყანასა ზედა, სიყვარული საქართველოსა ზედა იმედად მსოფლიოსა ზედა © Artist
|