- კაის და ზღაპრის რა გითხრა, მაგრამ რაც არის - ეს არის...
მონაყოლი მაინც გამოვა...
თუ არ მოგეწონება, შეგიძლია კარები ჩუმად გაიხურო და გახვიდე
ჰო, ახლა მთავარი...რიწისფერთვალება ანუკა, მოი აქ...გუშინ ძალიან შემეშინდა... მართლა ოღონდ...
თან კორონას ფორუმგანსაცდელისტებმა ხომ საერთოდ...
მეთქი, "ვდრუგ" და შემთხვევით რამე მოუვიდეს...
ცოტა დამაკლდა, არ გავრეკე
13 იყო და შენ არ მოგწერე, აღარ მქონდა ომების ნერვები...
ძველ ჩანაწერებს მივუბრუნდი და აღმოჩნდა, რომ ყველაფერი მიხდება ზუსტად ისე, როგორც ვწერ...
ანუ, ჩემი ნაწერი მატერიალიზდება, რაც არ უნდა საკვირველი იყოს
რა იდიოტი ვყოფილვარ... მეწერა საჩემოდ...
ამიტომ ხვალ ყველა ჩემ ძველ ნაწერს დავწვავ და
X-Ray-საც თან გავიყოლებ
აქედან დასკვნა... შენს გამო მაინც აღარ მინდა მეშინოდეს...
ალალად მინდა, ჯანმრთელი და ბედნიერი იყო...
ბედნიერი იმასთან, ვისთანაც შენ გაგეხარდება...
ჰო, შეგიძლია მითხრა, რომ აქაც საკუთარ თავს ვუფრთხილდები, როგორც ყოველთვის და მართალიც იყო, მაგრამ...
არის მაგრამ...
არ მინდა ვიყო ცუდად შენს გამო და ამისთვის მინდა შენ იყო ყოველთვის ყველაზე კარგად...
ბედნიერებას გისურვებ
ანუკა პ.ს. ამის წინაც გითხარი, უშენოდ ცხოვრება ვისწავლე უკვე და ახლა შენთან ერთად ცხოვრება მინდა ვისწავლო-თქო...
ნათქვამი ძალაშია ისევ
აჰა, ესეც
erfiro-ს - ფორუმის და სიყვარულის სევდიანი დასასრული...
13 000