ვისაც სურს თვითონ გააკეთოს მაგიდა, აი ზომებიც:
* * *
რაც შეეხება თამაშის წესებს:
თამაში შედგება მინიმუმ 4 და მაქსიმუმ 7 პარტიისაგან. ანუ ვინაიდან 7-დან უნდა მოიგო 4. შეიძლება დასრულდეს როგორც 4-0, ისე 4-3.
პირველი მომწოდებელი შეირჩევა მონეტის აგდებით.
თითოეული პარტია გრძელდება 11მდე და თითო მოთამაშე აწვდის 2 მოწოდებას მონაცვლეობით.
თითო პარტიის დასრულებისას მოწინააღმდეგეები ცვლიან მხარეებს და მოწოდებას აწვდის ის მოთამაშე, რომელიც წინა პარტიის დასაწყისში მიმღები იყო.
10:10 შემთხვევაში მოთამაშეები აწვდიან თითო მოწოდებას იქამდე, სანამ ანგარიში არ დასრულდება ორი ბურთის სხვაობით, ანუ მაგალითად 14:12 ან 17:15 და ა.შ.