forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (36) « პირველი ... 34 35 [36]   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ხელოვნური ინტელექტი, მიღწევები, სიახლეები.
KKK-LLL
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 257
წევრი No.: 238648
რეგისტრ.: 6-December 17

გამოგზავნილია: 29 Apr 2018, 23:07  #52620660      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (_GHOST_ @ 29 Apr 2018, 09:56 )
კაციშვილმა არ იცის ადამიანის ტვინი როგორ მუშაობს... :დ

ფორუმ.ჯის იუზერების გარდა, რა თმა უნდა. lol.gif lol.gif facepalm.gif

gigi.gif gigi.gif gigi.gif
up.gif

---------------------------------------------------------------------------
.


This post has been edited by KKK-LLL on 29 Apr 2018, 23:12
ლოგიკⒶ
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3871
წევრი No.: 185638
რეგისტრ.: 3-May 14

გამოგზავნილია: 30 Apr 2018, 00:08  #52621098      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
QUOTE
კაციშვილმა არ იცის ადამიანის ტვინი როგორ მუშაობს... :დ

ფორუმ.ჯის იუზერების გარდა, რა თმა უნდა.

ეს წინადადება კი სახალისოა მაგრამ რაციონალურად რომ განვიხილოთ საკითხი იმის მიუხედავად რომ არვიცით ტვინი როგორ მუშაობს მაინც არასწორია სულის ხსენება


დავუშვათ არვიცით ტვინი როგორ მუშაობს და ვინმე წერს რომ ფერიები გვყავს ტვინში და ისინი გვავიწყებენ იმ ყველაფერს რაც დაგვავიწყდებაო რამდენად სწორია ასეთი მოსაზრება? არააქვს მნიშვნელობა ვიცით თუ არვიცით ტვინი როგორ მუშაობს ფერიები არუნდა ვახსენოთ იქამდე სანამ ფერიის არსებობაზე რამე არ მიუთითებს (მაქსიმუმ შეიძლება ვივარაუდოთ რომ შეიძლება ფერია არსებობდეს თუმცა მტკიცებით ფორმაში ტვინის ფერიაზე საუბარი არასერიოზულია) ასევე უცნობია ტვინი როგორ მუშაობს მაგრამ სულიერი ნიუანსის ხსენება უადგილოა იმიტომ რომ სულის არსებობის მტკიცებულება არარსებობს


--------------------
People live their lives bound by what they accept as "correct" and "true". That's what they call "reality" However correct and true are nothing but vague terms. Their reality could turn out to be an illusion.

ლოგიკა ცოდნის შედეგად მოდის, შენი ლოგიკის არეალი იმდენად პატარაა, რამდენადაც შენი ცოდნა
უძინარი
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1371
წევრი No.: 228515
რეგისტრ.: 28-January 17

გამოგზავნილია: 30 Apr 2018, 01:30  #52621552      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
ეს წინადადება კი სახალისოა


სახალისო კი არა სულელურია, მეცნიერებმა ძალიან ბევრი იციან ტვინის მუშაობაზე, უფრო ზუსტად, იციან მისი კონკრეტული ნაწილები როგორ მუშაობენ, იციან მიკროსკოპულ დონეზე რა ხდება, მაგრამ იმას ვერ ხვდებიან მთლიანობაში როგორ არის ეს ყველაფერი ორგანიზებული. ცხადია, უბნების დონეზე კი იციან რა როგორ არის ორგანიზებული, მაგრამ მთლიან სურათს ვერ ხედავენ, ძალიან რთულია და მაგიტომ, არალოგიკური და ირაციონალური წყობაა.

QUOTE
მაგრამ სულიერი ნიუანსის ხსენება უადგილოა იმიტომ რომ სულის არსებობის მტკიცებულება არარსებობს


რა სულის არსებობა, შენ უსულო მცენარე ხარ? ან რაის სულები, განსულიერებულ ცნობიერებაზეა საუბარი...

თუ ფიქრობ, რომ ინტელექტი მთლიანად მოლეკულების ორგანიზებული მოძრაობაა და სულიერი გრძნობები არ მონაწილეობენ მასში? ან იქნებადა საერთოდ ეგ მოლეკულები სულაც არ არსებობენ და სამყარო მთლიანად სულიერია?

ცოტა ღრმად დაფიქრდით ხოლმე რამეს რომ ამტკიცებთ, იქნება სხვებმა ცოტა მეტი იციან თქვენზე.


--------------------
უ ძ ი ნ ა რ ი
_GHOST_
Luke, I'm your father!


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 19666
წევრი No.: 14092
რეგისტრ.: 31-October 05

გამოგზავნილია: 30 Apr 2018, 10:43  #52622241      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
უძინარი
მეგობარო, მგონი ჯობია მსგავსი სისულელის დაწერის წინ გაეცნო მაინც თანამედროვე მეცნიერების მიღწევებს მაგ სფეროში. :დ ტექნიკური მეცნიერების განყოფილება ბოლო-ბოლო. givi.gif ხოლო თუ რამე ისეთი აღმოაჩინე, რაც პლანეტის წამყვანმა ნეიროლოგმაც კი არ იცის, გაგვიმხილე, მოიყვანე წყარო საკუთარი სიტყვების დასამტკიცებლად, თორემ ენას ძვალი არ აქვს, აგერ პლანეტის სიბრტყელესაც კი ამტკიცებს ხალხი გვერდით, ზოგი ჭადრაკის "ამოხსნას" გვიწინასწარმეტყველებს და ა. შ.

მგონია, რომ უბრალოდ ჯიუტად აწვები იგივე ვერსიას, ჰოდა, არაა საჭირო. კი, ვიცით ნეირონის სტრუქტურა და ნაწილობრივ რა პროცესები მიდის მასში, მაგრამ იმის მტკიცება, რომ "ძალიან ბევრი რამე ვიცით", უბრალოდ ტყუილია და შორს ვერ წაგვიყვანს. :დ

ახლა კი, ცოტა რეალობაში რომ დავბრუნდეთ. "ნეირონული ქსელის" მოდელი მხოლოდ შთაგონებულია ნეირონების მიერ, არის სხვა AI მოდელებიც, რომლებიც მოდელირებულნი იყვნენ ადამიანის ტვინის მუშაობის შთაგონებით. რამდენიმე ათწლეულის წინ, სერიოზულად არც აღიქვამდნენ ამ მოდელს, მაგრამ ბოლო ათწლეულების კვლევის შედეგად ფენომენალური შედეგი მივიღეთ (საინტერესოა, რომ მხოლოდ მცირედი ცვლილებით, რადგან ნეირონული ქსელის კონცეპტი საკმაოდ მარტივია). საქმეში ჩაუხედავი ადამიანი იფიქრებს, რომ ტვინის მუშაობის სიმულაციას ვახდენთ, როცა წარმოდგენაც არ გვაქვს რეალურად როგორ მუშაობს ადამიანის ტვინი(კიდევ ერთხელ გავმეორდები). ზემოთ სწორად მიგითითეს, AI-ს "ნეირონულ ქსელთან" ნუ გააიგივებო. მანდედან იწყებაო, რომ ამბობ, მანდედან კი არ იწყება, AI-ს ერთ-ერთი სახეობაა, რომელსაც ყველაზე მეტი კომერციული გამოყენება აქვს და შესაბამისად ყველაზე მეტი ყურადღება ეთმობა დღესდღეობით. კონკრეტულად Supervised Machine Learning-ს.

ეს არ ნიშნავს, AI-ს სხვა სფეროში არ მოხდება გარღვევა აწყმოსა, თუ მომავალში, რამაც შეიძლება ისინი წინა პლანზე წამოწიოს.



--------------------
Lorelei,A poet of tragedies, scribe I lauds to Death,Yet who the hell was I to dare?......

If we can't drink when we are alive, then how the hell can we drink when we are dead...
უძინარი
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1371
წევრი No.: 228515
რეგისტრ.: 28-January 17

გამოგზავნილია: 30 Apr 2018, 14:44  #52623639      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
_GHOST_
QUOTE
მსგავსი სისულელის დაწერის წინ


აბა ერთი კონკრეტულად დაწერე რას თვლი სისულელედ, ოღონდ ძაანაც ნუ დააბრეხვებ, კარგად დაფიქრდი.

QUOTE
მანდედან კი არ იწყება, AI-ს ერთ-ერთი სახეობაა


მხედველობა არის ტვინის მთავარი ფუნქცია, ყველა გრძნობა, ფიქრი თუ განსჯდა მხედველობით სივრცეში ხდება, ამიტომ მხედველობა არის უმთავრესი ინტელექტისთვის, ალბათ 80% მნიშვნელობის. ამიტომ, ხელოვნური ინტელექტის შექმნა სწორედ ამ საკითხით იწყება და ამის განვითარებით შეიძლება ხელოვნური ინტელექტის შექმნაც.

QUOTE
წარმოდგენაც არ გვაქვს რეალურად როგორ მუშაობს ადამიანის ტვინი


წარმოდგენა არ გვაქვს როგორ ხდება სულიერი ცნობიერების შექმნა, თორემ ფიზიოლოგიურ პროცესებზეც და ფსიქოლოგიურზეც საკმაოდ ბევრი რამ ვიცით.
ჟან_შარდენი
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 99
წევრი No.: 242507
რეგისტრ.: 30-April 18

გამოგზავნილია: 30 Apr 2018, 14:49  #52623684      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ამ თემას მოვნიშნავ და მერე წავიკითხავ.
_GHOST_
Luke, I'm your father!


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 19666
წევრი No.: 14092
რეგისტრ.: 31-October 05

გამოგზავნილია: 30 Apr 2018, 16:09  #52624232      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
უძინარი
QUOTE
აბა ერთი კონკრეტულად დაწერე რას თვლი სისულელედ, ოღონდ ძაანაც ნუ დააბრეხვებ, კარგად დაფიქრდი.

რომელი ერთი მოვნიშნო. givi.gif წინა პოსტში, ერთი პარაგრაფი რაც წერე, იქ იგივეს ამბობ, რასაც მე, უბრალოდ განსხვავებული ტონით, რადგან ჯიუტად საპირისპირო გინდა დაამტკიცო და თან რაღაცის ალოგიკურობასა და ირაციონალობაზე საუბრობ, რაც მხოლოდ სიტყვებია, აზრს მოკლებული. :დ

QUOTE
წარმოდგენა არ გვაქვს როგორ ხდება სულიერი ცნობიერების შექმნა, თორემ ფიზიოლოგიურ პროცესებზეც და ფსიქოლოგიურზეც საკმაოდ ბევრი რამ ვიცით.

სულიერი ცნობიერი რაღა უბედურებაა... ცნობიერება ჰქვია მაგას, მხოლოდ. :დ მაგრამ მარტო ცნობიერება არ იგულისხმება - მხედველობა, სმენა, გადაწყვეტილებები, რომლესაც ერთ წამში ვიღებთ... ამას როგორ ვახერხებთ, ამის შესახებ არაფერი არ ვიცით. მაგალითად, შეგვიძლია სურათს შევხედოთ და წამში გავცეთ პასუხი რაღაც კითხვას ამ სურათთან დაკავშირებით. შეგვიძლია შევხედოთ ფუნქციის გრაფიკს და კონკრეტულ წერტილში საკმაოდ კარგი სიზუსტით გავავლოთ მხები. გეომეტრიული პრობლემა ამოვხსნათ ნახაზის დანახვის შემდეგ. როგორ ვაკეთებთ ამას, ამის შესახებ წარმოდგენა არ გვაქვს. რომ ვიცოდეთ, შეგვეძლება ანალოგიური მოდელის შექმნა, რომელსაც მანქანისთვის გამოვიყენებთ. მიუხედავად ამისა, ნეირონის მუშაობის რაღაც ნაწილი იყო შთაგონება "ნეირონული ქსელის" შექმნისთვის, რომელმაც მცირე ცვლილებების შემდეგ, კარგი შედეგი გვაჩვენა.

QUOTE
მხედველობა არის ტვინის მთავარი ფუნქცია, ყველა გრძნობა, ფიქრი თუ განსჯდა მხედველობით სივრცეში ხდება, ამიტომ მხედველობა არის უმთავრესი ინტელექტისთვის, ალბათ 80% მნიშვნელობის. ამიტომ, ხელოვნური ინტელექტის შექმნა სწორედ ამ საკითხით იწყება და ამის განვითარებით შეიძლება ხელოვნური ინტელექტის შექმნაც.

ეს სადაოა, თუმცა მე მაგას არ ვგულისხმობ. Machine Learning(supervised, unsupervised, reinforced...) არის ხელოვნური ინტელექტის ერთ-ერთი სახეობა, ერთ-ერთი ტიპი. მანქანის მხედველობაში კარგი შედეგი მიიღწევა ნეირონული ქსელით, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ იგივე შედეგი AI-ს სხვა ტიპით არ შეგვიძლია მივიღოთ. ნეირონული ქსელის AI-სთან გაიგივება შეცდომაა, მისი ერთ-ერთი ნაწილია, სხვა ტიპის AI-ც არსებობს, რომელიც ბევრად უფრო ძველია და დღესდღეობითაც გამოიყენება სხვადასხვა სფეროში.
მანქანის მხედველობაზე თუ ვისაუბრებთ, ჯერჯერობით, საუკეთესო შედეგი მივიღეთ SML-ით. აქ პრობლემა რაც გვაქვს და რაც გვაფერხებს, არის ერთი სატესტო ინფორმაციის მოცულობა და მეორე ჰარდვეარი - დიდი ნეირონული ქსელი ძვირი სიამოვნებაა.

მაგრამ, შენ მგონი ცნობიერ AI-სკენ მიგყავს საუბარი და ეგ ფანტასტიკის სფეროა, ჯერჯერობით. givi.gif
შეიძლება რამდენიმე საუკუნე გვაშორებდეს ცნობიერი AI-ს შექმნამდე, მაგის გარჩევა ჩემთვის აქტუალური არ არის. დღესდღეობით ჩვენ ვცდილობთ არა ცნობიერი აი-ს შექმნას, არამედ იმ მოქმედების ავტომატიზირებას, რასაც ადამიანი მილიწამებში აკეთებს. ნუ, მეორე მხარეა, ის სფერო, რომელსაც ადამიანი ვერ აკეთებს აბსოლუტური ეფექტიანობით(მაგალითად, საფონდო ბირჟაზე ვაჭრობა), მაგრამ AI-მ შეძლოს, მაგრამ აქ პროგრესი ბევრად მცირეა.

This post has been edited by _GHOST_ on 30 Apr 2018, 16:16
უძინარი
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1371
წევრი No.: 228515
რეგისტრ.: 28-January 17

გამოგზავნილია: 30 Apr 2018, 18:40  #52625051      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
რომელი ერთი მოვნიშნო.


გასაგებია, ტიპიური შემთხვევაა როცა არაფერი არ იციან, მაგრამ იციან რომ "იციან"(პროსტა რატომღაც ვერ აკონკრეტებენ).


QUOTE
სულიერი ცნობიერი რაღა უბედურებაა... ცნობიერება ჰქვია მაგას


ზედაპირულად რომ უყურებთ, მაგიტო ვერ ხვდებით ვერაფერს.

ცნობიერება შეიძლება დავარქვათ მთლიანად აზროვნების პროცესს, მთელ ინტელექტს, მაგრამ ამ პროცესში არის ქვეცნობიერი ფუნქციები, ნეირონული აქტივობები, ფიზიოლოგიური იმპულსები და კიდე ბევრი რაღაც, ცნობიერში ამის მხოლოდ მცირე ნაწილი შედის, რასაც ვეძახი სწორედ სულიერ ცნობიერს.

QUOTE
მხედველობა, სმენა, გადაწყვეტილებები, რომლესაც ერთ წამში ვიღებთ... ამას როგორ ვახერხებთ, ამის შესახებ არაფერი არ ვიცით.


შენ თუ არ იცი, სხვებმა იციან, ყოველშემთხვევაში საწყისი ფაზები რითიც ხდება ინფორმაციის აღქმა, ძალიანაც რომ დაწვრილებითაა გაშიფრული.

ნეირონული ქსელი სწორედ ისე იღებს გადწყვეტილებებს, როგორც ტვინი, უბრალოდ ნეირონული ქსელი ჯერ ზედმეტად მარტივია ტვინის როლის შესასრულებლად, მაგრამ ის არის ერთადერთი გზა, რომელიც ხელოვნურ ინტელექტამდე მიგვიყვანს. გამორიცხულია წრფივი პროგრამირებითა და მიმდევრობითი გამოთვლებით ხელოვნური ინტელექტის შექმნა, მხოლოდ ალბათური პროგრამირებითა და პარალელური გამოთვლებით შეიძლება ამის მიღწევა.

This post has been edited by უძინარი on 30 Apr 2018, 18:44
_GHOST_
Luke, I'm your father!


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 19666
წევრი No.: 14092
რეგისტრ.: 31-October 05

გამოგზავნილია: 30 Apr 2018, 20:01  #52625517      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
უძინარი
QUOTE
გასაგებია, ტიპიური შემთხვევაა როცა არაფერი არ იციან, მაგრამ იციან რომ "იციან"(პროსტა რატომღაც ვერ აკონკრეტებენ).

facepalm.gif
ნუ ღელავ, ეს პოსტი რაც ახლა მოხიე, ესეც სავსეა სულელური მარგალიტებით. givi.gif
QUOTE
შენ თუ არ იცი, სხვებმა იციან, ყოველშემთხვევაში საწყისი ფაზები რითიც ხდება ინფორმაციის აღქმა, ძალიანაც რომ დაწვრილებითაა გაშიფრული.

რა საწყისი ფაზები, ფუნქციონირება მეთქი :დ. ძალიან მარტივი ტექსტის აღქმა გიჭირს, როგორც ჩანს. ხელმეორედ ხომ არ დავწერ. მოიყვანე მაგალითი მაშინ, სხვისი ვინც იცის, შენივე თქმით, რომელიც ხსნის თუ როგორ ახერხებს ჩვენი ტვინი იმის გადაჭრას, რაც ზემოთ დავწერე. :დ

ის გცოდნია, რაც თანამედროვე ნეიროლოგიისთვის უცნობია და მიდი, იქნებ ნობელს გამოკრა ხელი. facepalm.gif lol.gif lol.gif

QUOTE
ნეირონული ქსელი სწორედ ისე იღებს გადწყვეტილებებს, როგორც ტვინი, უბრალოდ ნეირონული ქსელი ჯერ ზედმეტად მარტივია ტვინის როლის შესასრულებლად

სრული სისულელე, ანუ წარმოდგენაც არ გაქვს ნეირონული ქსელის მუშაობაზე. :დ
შესაბამისად, კამათიც აზრს კარგავს, რა ძალა მედგა. givi.gif

მოკლედ, ისევ შორიდან ვიხალისებ, გააგრძელე მარგალიტების ჩამოყრა.

სულიერებას მიაწექი, თუ როგორც იყო. givi.gif
Irakli
Founding Member


*******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 12011
წევრი No.: 21
რეგისტრ.: 20-February 01

გამოგზავნილია: 30 Apr 2018, 20:36  #52625703      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · icq
_GHOST_
უძინარი
ჩემი თხოვნაა რომ კორექტულად იკამათოთ. smile.gif


--------------------
________________________
___|____|_FORUM.Ge |___|___
_|____| ფორევა... |____|____|
___|____|___|____|____|__

Since 2001...

არ ვარ ექიმი!
ლოგიკⒶ
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3871
წევრი No.: 185638
რეგისტრ.: 3-May 14

გამოგზავნილია: 30 Apr 2018, 20:55  #52625806      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
უძინარი
QUOTE
ან რაის სულები, განსულიერებულ ცნობიერებაზეა საუბარი...

რაარის განსულიერებული ცნობიერება და მაგის რამე მტკიცებულება არსებობს თუ უბრალოდ გჯერა მაგ იდეის?

QUOTE
თუ ფიქრობ, რომ ინტელექტი მთლიანად მოლეკულების ორგანიზებული მოძრაობაა და სულიერი გრძნობები არ მონაწილეობენ მასში? ან იქნებადა საერთოდ ეგ მოლეკულები სულაც არ არსებობენ და სამყარო მთლიანად სულიერია?

იქნების დონეზე ბევრი რამე შეიძლება ხდებოდეს როგორც ავღნიშნე ზემოთ იქნებ მაგიური ფერიები გვიზიან ტვინში და ბევრ დეტალს გვავიწყდებენ რაც უნდა გვახსოვდეს რეალურად... მაგრამ რა შეიძლება ხდებოდეს ეგ არაა მნიშვნელოვანი no.gif მნიშვნელოვანია მხოლოდ ის რისი მტკიცებულებაც არსებობს


QUOTE
ცოტა ღრმად დაფიქრდით ხოლმე რამეს რომ ამტკიცებთ, იქნება სხვებმა ცოტა მეტი იციან თქვენზე.

ცოდნის ყველაზე კარგი თვისება ისაა რომ ამ ცოდნის გაზიარებაა შესაძლებელი ხოდა მე არვიცი ჩემზე მეტი ვინ იცის შეიძლება შენ იცოდე მეტი ამიტომ უნდა თქვა კონკრეტულად რა იცი და რაც ყველაზე მთავარია საიდან იცი ეგ ყველაფერი
_GHOST_
Luke, I'm your father!


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 19666
წევრი No.: 14092
რეგისტრ.: 31-October 05

გამოგზავნილია: 30 Apr 2018, 20:56  #52625810      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Irakli
დავამთავრე მე, იდეაში. ვაღიარებ, რომ იუზერს დავცინე, მაგრამ იუმორი რომ გაეტარებინა და სიჯიუტე არ გამოეჩინა, მორიგ ტალღას აიცილებდა. :დ
დისკუსიაც რაღაც არაჯანსაღი მიმართულებით წავიყვანე.
მოკლედ, რამე საინტერესო თუ დაიწერა, რეალობასთან ახლოს მდგომი, გავიჩითები კიდევ. givi.gif
უძინარი
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1371
წევრი No.: 228515
რეგისტრ.: 28-January 17

გამოგზავნილია: 30 Apr 2018, 22:22  #52626298      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ლოგიკⒶ
QUOTE
რა არის განსულიერებული ცნობიერება და მაგის რამე მტკიცებულება არსებობს თუ უბრალოდ გჯერა მაგ იდეის?


იდეა რა შუაშია, არის ტვინი, რომელსაც შეუძლია იმუშაოს თავისი ინტელექტით ცნობიერების გარეშეც.
მაგალითად მედუზა ახერხებს ცნობიერების გარეშე ცხოვრებას, მატლიც ახერხებს, მაგრამ ისინი ფაქტიურად მცენარეები არიან.
სრულიად შესაძლებელია, რომ ადამიანიც მედუზასავით იყოს, ანუ იცხოვროს ცნობიერების გარეშე, მაგრამ მთელი მისი ცხოვრება თვითგადარჩენა და გამრავლება იქნება, რომელსაც ევოლუცია ავტომატურად ჩადებს მასში, ის ასე ვთქვათ მოძრავი მცენარე, ანუ ორგანიზებული უსულო მატერია იქნება.

ცხოველის, ანუ სულიერი არსების ტვინი არის კომბინირებული, მასში ორგანიზებულ მატერიასთან(არაცნობიერ ინტელექტთანი) ერთად არის განსულიერებული ცნობიერებაც, ეს ცნობიერება ჩართულია ამ მატერიის ორგანიზებაში, და მისი მართვის პარამეტრებში თავისი პარამეტრები შეაქვს.

QUOTE
მნიშვნელოვანია მხოლოდ ის რისი მტკიცებულებაც არსებობს


არ ჭირდება ყველაფერს მტკიცება, ლოგიკა მტკიცების გარეშეც საკმარისად ხსნის ყველაფერს.

_GHOST_
QUOTE
ვაღიარებ, რომ იუზერს დავცინე


აქ რომ ვინმეს დასცინო შესაბამისი ცოდნა უნდა გქონდეს, ცოდნის გარეშე მაქსიმუმ თავი გაიმასხარავო.

კაია მაინც, გაგიხარდება და სტიმულს მოგცემს. facepalm.gif
execution
Kwisatz Haderach


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3636
წევრი No.: 108098
რეგისტრ.: 1-January 10

გამოგზავნილია: 30 Apr 2018, 22:31  #52626347      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (უძინარი @ 30 Apr 2018, 22:22 )
არ ჭირდება ყველაფერს მტკიცება, ლოგიკა მტკიცების გარეშეც საკმარისად ხსნის ყველაფერს.

ცალკე აღებული ლოგიკა არაფერს არ ხსნის no.gif

თვითონ ლოგიკⒶ რას ამბობს ამაზე? biggrin.gif
KKK-LLL
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 257
წევრი No.: 238648
რეგისტრ.: 6-December 17

გამოგზავნილია: 3 May 2018, 23:06  #52645624      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
უძინარი
მე შენსკენ ვარ , მაგრა დაუდექ მაგ იეზუიტებს

პს. იეზუიტები რა შუაშია ხზ, მარა მაინც gigi.gif

This post has been edited by KKK-LLL on 3 May 2018, 23:06
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (36) « პირველი ... 34 35 [36]  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0293 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]