აი, აქამდე გურიაში როგორი ზამთარი გვქონდა:
30-ში მოთოვა და, აი, ასე გადათეთრდა სოფელი:
ნაშუადღევს გამოიდარა, საღამოს კი, აი, ასეთი მეწამული და ცეცხლისფერი დაისი გვქონდა:
ეს მზის ჩასვლის სულ ბოლო წამები. მანდ კიდევ ვერ მივუსწარი კარგ სიწითლეს, ძალიან სწრაფად იცვლებოდა ფერები. სახლში შემოვდიოდი, როცა ფანჯრებზე და კედლებზე არეკლილი სიწითლე დავინახე, მივბრუნდი დასავლეთისკენ და ჰორიზონტს თითქოს ცეცხლი ეკიდა:
დღეს საშინელი ამინდია. ასეთი ცუდი ტაროსი ამ ზამტარში არ ყოფილა. მთელი დღე გადაუღებლად წვიმს. დღისით ცოტ-ცოტას სეტყვას (გურულად - ხოშკეკალი, კოხი
) ურევდა, ღამე კი სულ სეტყვაა. თანაც - კარგა მსხვილი, მიწა ისევ გადაათეთრა.
This post has been edited by tavadze on 1 Feb 2018, 02:04