Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ლიტერატურა > ოვერრეითდ წიგნების


Posted by: Magicman 2 Jul 2020, 20:00
user posted image


მოდი მე დავიწყებ wink.gif

1) ოსტატი და მარგარიტა
ჩემი აზრით, ამ სიაში ღირსეულ ადგილს იკავებს
ლიდერის მანტია მოვარგოთ დიდი ''პატივისცემით''
ალბათ ყველგან შეგხვედრიათ კომენტარები და შეფასებები, თუ რაოდენ დიადი წიგნია და რა გენიოსია ბატონი ბულგაკოვი....
ამას არ ნებდებიან და ბონუსად must read კატეგორიაში გაჰყავთ ხოლმე
ძალიან კრიტიკულად არ ვარ განწყობილი ამ ნაწარმოების მიმართ, უბრალოდ ზედმეტია მსგავსი შეფასებები და გენიალურობის მანტიის მორგება yes.gif გავიგეთ, რო ვოლანდი მაგარი ტიპია up.gif

გააგრძელეთ და ამასობაში მეც გამახსენდება შემდეგი პრედენტენდი

Posted by: Leverkühn 2 Jul 2020, 20:24
Magicman
ძალიან მაგარი წიგნია..ერთ-ერთი საუკეთესოა ნაწარმოებია რაც წამიკითხავს. ჯერ პერსონაჟებზე რომ იმსჯელო მაგალითად: ბერლიოზი, წიგნში არის ძალლიან ცუდი პერსონაჟი, ათეისტი და მასოლიტის ხელმძღვანელი. რეალობაში ბულგაკოვს არ უყვარდა ცნობილი კომპოზიტორი ჰექტორ ბერლიოზი და ძალიან კრიტიკულად იყო განწყობილი მასოლიტის მიმართ. ბევრი რამის დაწერა შეიძლება მარა მეზარება smile.gif)
მოკლედ ყველა პერსონაჟს თავის ისტორია აქვს და ამით არის ჯერ მარტო უძლიერესი ნაწარმოები

Posted by: Heart_of_Darkness 4 Jul 2020, 01:11
ყველაფერი რის წაკითხვასაც მაძალებდნენ.

ნელ-ნელა გამახსენდება და ჩამოვწერ.

Posted by: vaho 4 Jul 2020, 14:22
თავიდანვე მცდარ კვალზე გვაყენებს ეს თემა.

ოსტატი და მარგარიტა თუ ოვერრეითედია, მაშინ რაღა ვთქვა.

თუმცა იმ ბალის (თუ მეჯლისის) მონაკვეთი მართლა მოსაწყენია...

Posted by: B l a c k J a c k 4 Jul 2020, 16:13
ფამუქი და ჰარრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრუკი მურრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრაკამი და ის კიდევ კოელიო.

ოსტატი და მარგარიტა ერთ-ერთი საუკეთესოა რაც წამიკითხავს.

Posted by: mepar 4 Jul 2020, 17:20
Magicman
ოსტატი და მარგარიტა არის მოდერნის ეპოქის თვაილაითი, ხოლო ეს უკანასკნელი კი პოსტმოდერნის

ანუ ოსტატი და მარგარიტა არის ორიგინალი თვაილაითი კი მისი ბანძი კოპიო

თუმცა ორიგინალიც დიდ ვერაფერი ბედენაა, იმიტომ რომ ძალიან ინფანტიური რეზოლუციებია პრობლემების, მასში საინტერესეო მარტო ქრისტეს ხაზია, დანარჩენი კიდე თუ ჩემსავით მეოცნებე ბავშვი იყავი ასეთი ვოლანდები 1000 ჯერ ყოფილხართ, როცა თქვენს შეყვრეულ გოგოს სასწაულებით ხიბლავთ და იმიტომაც მოგვწონს რომ ჩვენი სულელური ოცნებების ლიტერატურულ რეალიზაციას ვკითხულობთ

ოსტატი და მარგარიტა მართლაც ოვერიტედ არის, მეტიც ბანძია

Posted by: George_Best 4 Jul 2020, 17:54
დიდი სიამოვნებით მოვისმენდი სერიოზულ არგუმენტს რატო არის ოსტატი და მარგარიტა ცუდი,საშუალო ან თუნდაც კარგი წიგნი და რატო არაა შედევრი
პირველ პოსტში არგუმენტი რა თქმა უნდა არ წერია,ძაან კი გამიკვირდებოდა სერიოზულ დაესაბუთებინა,აი პოლიტგანყელი პრეფასეროის პონტში არგუმენტის მცდელობა არის,თვაილაითის და ოსტატის შედარება რაოდენ სიბრიყვეა მაგაზე ხმას არ ამოვიღებ,თუმცა კი იქნებ მივცეთ პრაფესორს შანსი და დაგვისაბუთოს,თუნდაც ოსტატის თავები რატომ არის მოსაწყენი და ბანძი,ეჭვი კი მეპარება მაგის დასაბუთება შეძლოს

Posted by: გინეკოლოგი 4 Jul 2020, 18:08
ფორსაიტების საგაა ჩემი ანტიპათია
ვგულისხმობ ნორმალურ ლიტერატურასთან მიჯნაზე მყოფებს
თორემ ფსკერი 90–იანების გაუგებარი ფენტეზი ბესტსელერი ბულვარულები ბინდის მსგავსი და ძველი ჯაშუშურების უმეტესობაა
ამათ კოელიუც აღემატება
ყველაზე უარესი წიგნიც ჯობიაო სერიალს ერთმა მწერალმა და ვეთანხმები
ანუ ყველას თავისი...მთავარია სერიალებმა არ ჩაგითრიონ gigi.gif
* * *
https://www.facebook.com/Palitra.L.Publishing/posts/118291885006312/
ყველა ხუთიოდეს გარდა გადაფასებულია
ხუთიოდეს საიდანაც არ უნდა შევხედო...დონ კიხოტი ან ტომ სოიერი მართლა ''ყველამ უნდა წაიკითხოს''

არ ვამბობ ცუდია, მაგრამ დორიან გრეი და ჯეინ ეარი არის სუპერ–გაპიარებულები
თუმცა ნამდვილად კარგებია...და ამათ ნამდვილად ჯობია ოსტატრიტა

ზოგადად გადაფასებული ავტორის სიმბოლოდ ჰემინგუეი რომ მიაჩნიათ
ვეთანხმებისავით
მაგრამ კარგი თუ არა ნორმალური ბელეტრისტიკაა

ანა კა ან ძმები კარები ;დ დიდი ლიტერატურაა
მაგრამ ამავე ავტორებზე გადაფასებულები ანუ ეგენი რომ არც იცოდე და სხვა ყველა ამათი ნაწარმოები
ზემოხსენებულების არ–წაკითხვით არაფერი დაგაკლდება
იგივეს ვიტყოდი ბუდენებზე ან მოცინარ კაცზე
სტეინბეკზე ან ლონდონზე რითაც მანდ არიან წარმოდგენილი და ა.შ.

დიდოს მარჯვე ქართულებში არის გადაფასებულები
იგივე მაგ ავტორში...ყველაზე ბოლოს უნდა ნახო ეგ

პიუზო და ბეგბედერს ამოვაგდებდი ამ სიიდან დაბალი რანგის
თუმცა მირჩევნია კოელიუებს

და უფარჩაკესი არის გუდრიდს–ზე რომ უწერია მაღალი შეფასებები
მაგათი 99%
აი ეგენია საკრიტიკო
კოელიუზე უკეთესი ან ღირებული არაა მაგათ შორის საუკეთესო...

იმჰოა ეს ყველაფერი თავისთავად ;დ

Posted by: mepar 4 Jul 2020, 18:49
George_Best

QUOTE
დაგვისაბუთოს,თუნდაც ოსტატის თავები რატომ არის მოსაწყენი და ბანძი,ეჭვი კი მეპარება მაგის დასაბუთება შეძლოს

მოსაწყენი, ოო მონდიე, მოსაწყენი როგორ არის, კარგია, ნამდვილი თერნ-პეიჯერია, მაგრამ სულელური, აი ეგაა მხოლოდ ჩემი პრეტენზია. იმიტომ რომ ეს არის იმ ეპოქისთვის დამახასიათებელი სერიალი "ლუციფერი". ქრისტეს ხაზი მომწონს იმიტომ რომ მარტო მანდაა დასაფიქრებელი გზავნილები როგორიცაა ქრისტეს დანახვა ადამიანის პერპექტივიდან. ბულგაკოვი ერნესტ რენანისეულ ქრისტეს ხატავს, მაგრამ მაინც მიგანიშნებს რომ ქრისტე ადამიანი არაა ის ძე კაცისაა იმიტომ რომ მისი სუპერნატურალ პერსონა ტოვებს ზებუნებრივის შანს ჩვენს 2000 წლის წინანდელ ქრისტეშიც.


ჩანაფირი მომწონს რომ ეპოქა როცა სუპერნატურალი ვითომ კაცობრიობის ცხოვრების ნაწილია, ღმერთი გვესაუბრება, სასწაულები ხდება, სწორედ იმ ეპოქაში ყველაფერი პროზაული "სიმართლითაა" აღწერილი, ხოლო თანამედროვე მოდერნის რუსეთში, როცა საბჭოურმა მარქსიზმმა რელიგია უარყო და ათეიზმი გონების მოწყობის პარადიგმად მოგვაწოდა, აქ ხდება ზებუნებრივი მოვლენები, მაგრამ როგორი მოვლენები facepalm.gif თეატრალური წარმოდგენა რას გავს? მორალი ან ჩანაფიქრი?__ სისულელე მეტი არაფერი. სამყაროს წერიგის მეორე ნახევარი მოდის მოდერნულ რუსეთში და თეატრალურ წარმოდგენას დგამს სადაც სკეპტიკოს თავს მოაძრობს და მერე მიაბამს lol.gif რას მიაღწია ამ წარმოდგენით თუ არა თვითგანდიდება, რომ თესლი და გნიდა მიაჩუხანა. ესეც ბავშვური ოცნებაა, მატრიცას ნეოს რომ ნახავ და შენც გინდა რომ ეგეთი იყო და ზუსტად ეგეთ ნეოს ნეტა ვინმემ არასწორად გაგიტრაკოს givi.gif

რაც შეეხება მარგარიტას, ეს არის ზუსტად ქალის გაოცება რომ გვინდა, პაემანი სატურნის თანამგზავრ ევროპაზე არ გიოცნებია? შენ თუ არა მე კი, არ გინდა ნახო ქალის გაოცებული თვალები? მკითხველი ზუსტად ინფანტიურ ომნიპოტენსის ექსტაზშია, რომელსაც ნამდვილი სამყაროს წესრიგის შემოქმედი ღვთიური არსება ქალს არასდროს მოუწყობდა, მეტისმეტად პატარა სტავკებია, ეს მხოლოდ გაადამიანურებულ, დაპატარავებულ ღმერთუკას უნდა, იმიტომ რომ ღმერთუკასთვისაა მნიშვნელოვანი ადამიანის აზრი, აღტაცება, თხოვნა, სიყვარული. მთელი ეს მეჯლისის სცენა არის იგივე ჟანრის, როგორიც თვაილაითის ვამპირი რომელიც ვამპირთა სამყაროში ამოგზაურებს და ვამპირუკებს მზეზე კანი უბრწყინავთ.

ყველაზე დიდი სირობა არის ფინალი, რომელიც რაღაც ცაში მოფრიალე ცხენებით და პაპსადონური, პათეტიკური დიალოგებითაა სავსე, კატა ვიღაც უფლისწულია თუ რაღაც ეგეთი მახსოვს... მოკლედ ყ..ლეობა, დისნეის მულტფილმის ენდინგი და როცა დაასრულებ თუ ადამიანი იმ ეიფორიისგან არ ხარ აღტაცებული რომ ქალი ომნიპოტენსით გადარიე, რა მორალი გრჩება?___არაფერი!

Posted by: kompasa mio 4 Jul 2020, 19:16
ჯეინ ეარი
:დრვგ:


::-? :-? :-?

Posted by: seeman 4 Jul 2020, 22:08
mepar

შენ თუ დასაწყისში (პირველივე სიტყვიდან ) მთლიან სცენაზე ვერ იკაიფე ბერლიოზ ბეზდომნი ვოლანდს შორის დიალოგი რო მიდის . მერე პილატე არ დაგამახსოვრდა თავისი მეწამული მოსასხამით დილით რო თავის ტკივილით იტანჯება და ესეთი ეპიზოდები ისე წაიკითხე რო მუღამი ვერ გაუგე მაშინ არაა გასაკვირი რომ მთლიანად წიგნი ვერ გაიგე

რა ვოლანდის თეატრალური წარმოდგენები და მარგარიტას ინფანტიურ ომნიპოტენსური ექსტაზი lol.gif lol.gif არაა ეგ წიგნი (ღრმად) ფილოსოფიურ თეოლოგიური კუტუს საწელავი მასალა. ნუ ვამპირების აკადემიას თუ რაცაა მაგას რო ადარებ ხო საერთოდ biggrin.gif ერთი უკიდურესობიდან მეორეში იმხელა ნახტომს აკეთებ გასაგებია ყველაფერი

Posted by: MAKIAVELI_ 4 Jul 2020, 22:13
მადამ ბოვარი. yes.gif ნუ ულისესზე გული მერევა.

ტოლსტოი კიდევ ყველაზე გაპიარებული მწერალი მგონია. შეიძლება ჩამქოლონ აქ,მაგრამ-ეგ კაცი ნ1 მწერალი ნამდვილად არ იყო. ტოპ 5 არ არის შესაყვანი.

Posted by: kranci 4 Jul 2020, 22:52
https://forum.ge/?f=18&showtopic=33820315&st=0
იყო ასეთი თემა ფორუმის ადრეულ ეპოქაში biggrin.gif
მიწასთან გაასწორეს ბარე ორი.
ბულგაკოვსაც გაჰკრეს კბილი როგორც მახსოვს.

Posted by: mepar 5 Jul 2020, 00:55
seeman
ძაან ზედაპრულად გადაკრიჭე ჩემი კომენტარი, ჯერ ერთი ავღნიშნე რომ ქრისტეს ხაზი არის ერთადერთი რაც მაგ წიგნში პაპსა არაა და საინტერესოა, ხოლო დანარჩენი კი რაც არის ზემოთ უკვე წარმოგიდგინე ჩემი აზრი

QUOTE
მთლიან სცენაზე ვერ იკაიფე ბერლიოზ ბეზდომნი ვოლანდს შორის დიალოგი რო მიდის

საქმეც ეგაა რომ ეგ დიალოგი ანკედოტურია, ძალიან გავს ვოლანდი გარი ოლდმანის შესრულებით "ავტობანი 60" O.W. Grant-ს ანუ ამერიკელი ჯინი რომელიც შავი იუმორით გისრულებს სურვილებს, ამიტომაც ვოლანდიც და გრანტიც მაგარი ტიპები არიან, ხოდა სულ ეს არის ვოლანდის სიღრმე ანუ მაგარი ტიპშა შავი იუმორით, რომელიც იგივე ლუციფერია პაპსა სერიალიდან. ეშმაკი "კაე ტიპი" არის ბულვარნი რომანის ინტერპრეტაცია, იმიტომ რომ კაე ტიპშა ეშმაკი უბრალოდ ეშმაკად ვერ შედგებოდა, ვოლანდის ყველაფერს დაიჯერებ გარდა ავსულ შურის ბალღამს, რომელმაც ღმერღთან გატოლება გადაწყვიტა და მას დაუპირისპირდა.

ეშმაკი როგორც მინიმუმ ნიცშესეული ზეკაცი უნდა იყოს, ვოლანდი კი სუსტებსაც ინდობს, ეხმარება, მოკლედ ეშმაკი არაა.



* * *
kranci
გადავიკითხე ეგ თემა სამწუხარო საინტერესო ვერაფერი ვნახე, მთელი თემა არის "გადაფასებული" კონსტანტინეს შემოქმედების გარჩევა რომ დიდოსტატის მარჯვენა არის სლეობა. რასაც არ ვეთანხმები.

ჩემთვის ლიტერატურა არის სოციალური კომენტარი. თუ ლიტერატურულ ნაწარმოებს არ აქვს სოციალური კომენტარი ის ნაგავია. სოციოლოგია სპეციალური სამეცნიერო დისციპლინაა რომელიც სოციალურ კომენტარს გვთავაზობს, ლიტერატურა კი იგივე სოციოლოგიაა, ლექსი, ვერიბლი, პოემა, მოთხრობა თუ რომანი მხოლოდ მაშინაა საინტერესო როცა ადამიანის ფსიქო-სოციალურ სამყაროზე კომენტარს გთავაზობს.

ზუსტად ამიტომ პატრიოტული პოეზია არის ყ..ლეობა იმიტომ რომ კომენტარი არ გახლავთ ეს არის პროპაგანდა. მეცხრამეტე საუკუნის პატრიოტული ლექსები საჭიროა ბავშვისთვის იმიტომ რომ ღირებულებები გააგებინო, მაგრამ რაც შეეხება მის ინტელექტუალურ მხარეს ბავშვი ამით უფრო ერიდურებული, განათლებული, ლოგიკურად მოაზროვნე ვერ ხდება.

დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა კარგი პროზაა და ჩემს მოთხოვნას აკმაყოფილებს. ნაწარმოები მეტარეალისტურია ანუ არ გვთაზობს სულ-აღტკინებულ წინაპართა ქების აპოლოგიას, არამედ მეფე გიორგი უკიდურესად რთული და საინტერესო პერსონაჟია. ყველა გმირის მოტივი გასაგებია და მშვენივრად დაკრაფტულია. პრეტენზია შეიძლება გქონდეს კონსტანტინეს ენასთან რომელიც დღეს უკვე პათეტიკურია, მოძველდა და გაბანძდა იმიტომ რომ ეს აღტკინეული ტექსტები, კლდე კბოდეების ხატოვანი აღწერა, სულიერი განცდების ბუნებრივ მოვლენებთან და კატაკლიზმებთან მეტაფორული დაკავშირება ტეხავს, მაგრად ტეხავს მაგრამ ეს ეპოქის მოდა გახლდათ. სწორედ ეს იყო მკითხველის მოლოდინი რომ სიტყვაკაზმული ტექსტი წაეკითხა, ასე რომ ნიჭიერ მწერალს ტყუილად ლანძღავთ.

ვინც არის ამოსაღები ხმარებიდან ეს გახლვთ პოეტები ალექსანდრე ჭავჭავაძე და გრიგოლ ორბელიანი facepalm.gif სიბანძე, სწორედ ეს უნდა იყოს მაგათი შემოქმედების პროლოგი, ორბელიანის "სადღეგრძელო" არის პოეზიის ლანძღვა გინება, ჯერ რა სტრუქტურაა, რას გავს?! მასში არავითარი სოციალური კომენტარი არ არის, წარსულის განდიდება და ოცნება თამარის ოქროს საუკუნეზე, უაზრო უტვინო ბოდიალი თან იმ ფონზე რომ ერთიც და მეორეც ღრუსეთის ღენერლები იყვნენ.

აკაკი წერეთელი უდაოდ უნიჭიერესი კალამი, თუ პატრიოტულ პოეზიას მაინც ჩავთლით დიდ ლიტერატურად აკაკიზე მაგრად არავის დაუწერია. ჩემს მოთხოვნებს აკმაყოფილებს "გამზრდელი" ნამდვილი შედევრი, არ ვაჭარბებთ ეს პოემა უნდა ისწავლებოდეს, ბრწინვალე კომენტარია ადამიანის სულიერ სამყაროზე, საზოგადოებაზე, აღზრდაზე, შემწყნარებლობაზე, ქრისტიანულ მორალზე, მოკლედ გამზდელი რულზ! აი ბაში აჩუკი კი ბანძობაა. იმ ეპოქაში კონრეტული გზავნილი ქონდა, რუსეთთან წინააღმდეგ ბრძოლა, ბახტრიონი ცარიზმშიც უნდა გადაგვეწყიტა, ეს გზავნილი გასაგებია, მაგრამ ნაწარმოები დროს ვერ უძლებს, დღეს ბაში-აჩუკი ბანძია, არადა რა დახვეწილი ენა აქვს აკაკის, ილიას, ჯავახიშვილს, რობაქიძეს(ნუ ეს ხომ საერთოდ საშინელება), კონსტანტინეს შორის, აკაკის ტექსტი ყველაზე დახვეწილია. მასში არ არის ბანძური პათეთიკა რაც მძულს, მაგრამ მასში მეტა-რეალიზმიც არ არის. ბახტრიონის ეპოპეა ხომ სინამდვილეში ბერების შარაგზაზე გაუპატიურებას მოყვა biggrin.gif (ცოცხები ფორევა!), აკაკის ქონდა შანსი (ნიჭში ეჭვი არ შემაქვს!) რომ ეპოქა რეალისტური კომენტარით აღეწერა, მაგრამ მარტივ სქემას გვთავზობს, ყიზილბაშები ცუდები და ქართველები კარგები, არადა ქართველთა მცონარება შეეძლო აღეწერა, კოლაბორაციონისტები, ღორები, მთხლეები, ბანძი ბაგრატიონები... მაგრამ არა ბაში აჩუკი ეპოქის საბავშვო კომენტარია.

ილიას პოეზიით როგორ შეიძლება აღფთოვანდე არ მესმის, ნუ დემეტრე კარგია, ეს გამონაკლისი გამოვყოთ, მაგრამ განდეგილი ბანძობა, დანარჩენი პატრიოტული ლექსები საშინელება, მაგრამ პროზა?__ ხო, აი აქ დიდი საგანძური გვაქვს. გლახის ნაამბობი, ოთარაანთ ქვრივი, სოციალურ სტრატიფიკაციის თემაზე დაცული სოციოლოგიის სადოქტოროებია, კაცია ადამიანი კი საუკეთესო პასქვილი ქართულ მცონარებას. მე დარწმუნებული ვარ ილია რომ თანამედროვე იყოს, მმკ-ები, ბრეგაძეები, კორკოტები და მისთანები ინფაქტს დამართებდნენ, დაგვშორდა ილია და უსაფთხოა შორიდან, არადა დღეს ყველაზე დიდი ლიბერალი იქნებოდა.

საშინელებაა ვასილ ბარნოვი, ტრფობა წამებული არ წაიკითხოთ! ტექსტი საშინელება, პათეთიკა ოვერჰანდრედ! სოციალური კომენტარი 0, მეტაფიზკური ფილოსოფია რაღაც ბოდიალიდან, ღმერთის განგებებიდან... შეეშვით!

კიდევ რასაც ოვერეიტედ და მავნებლური ნაწარმოები მგონია დათა თუთაშხია, პერსონაჟის ნონკონფორმიზია მარგინალური, არსენას დაუმორჩილებლობა მოქმედებაა, მისი ბრძოლის მოტივებაი სოციალური უთანასწორობა რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიაა, მისი ბრძოლა მეთოდურია, გმირული და საქმიანი. არსენა პრაქტიკულად პოლიტიკური ლიდერია რომელსაც ქართველთა მცონარებამ ათქმევინა "„მე ან ნაადრევად დავბადებულვარ, ან ძალიან დამიგვიანია“. მაგრამ თუთაშხიას მოტივები რა არის გაუგებარია, მეთოდები კი უფრო ბუნდოვანი. იმიტომ რომ, დათა თუთაშხიას მეთოდი გახლავთ თვითგვემა, რომელიც რომანტიზებულია დაუმორჩილებლობით, არადა არც ხალხს გამოადგა, არც რევოლუციას არც გლეხს, არც თავადს, არც შვილს არც კიკუს! უცნაურია რომ ნიჭიერად დაკრაფტული პერსონაჟი არსენა მარაბდელი არ იქცა ქართველთა მისაბაძ მაგალითად და ეს ტყის გლახა კაცური კაცობის ეტალონად ვაქციეთ. არადა რა არის მისი გზავნილი?__ არა სახელმწიფოს, არა მუშნი ზარანდიას, არა რევოლუციას, არა ინტელიგენციას... ხოდა შემთხვევით თუთაშხიას კრედო ნაცნობ ზაკონნი ვორებს ხომ არ გახსენებთ? თუთაშხიას მეტა ტექსტმა ყველაზე ცუდი გავლნა მოახდინა ქართულ მცონარებაზე, რადგან მცონარება გაამართლა, თურმე მცონარება ამბოხი ყოფილა, ტყეში გავარდნა კი სიმართლისთვის მარტვილობა, ქურდული რომანტიკაც ხომ ასეთი სიბრიყვის წვნიანია. ქართველებს რომ არსენა გაგვეხადა მეტა-პერსონაჟად ქურდული რომანწიკა ჩვენთან ფეხს ვერ მოიკიდებდა, 505 კანონიერი ქურდია ქართველი, 505!!! პირდაპირ თუ ირიბად მისი სულიერი ბალანსი დათა თუთაშხიას მეტა ტექსტია! ცხადია ამ კიბოს აკიდებას ლიტერატურულ ნაწარმოებს არ ვაბრალებ, მე მხოლოდ მივანიშნებ ქურდული კიბოს ჯასტიფიკაციას, რომელიც სამწუხაროდ ნაწარმოებში დეტალურად გვაქვს გაშლილი.

Posted by: marinasilver 23 Jul 2020, 12:09
mepar
გეთახნმები ბოლმდე განსაკუთრებით თუთაშხიას ნაწილში

Posted by: GMNSH 13 Aug 2020, 01:46
George_Best
ერთხელ ნასვამზე მიწერ-მოწერა გვქონდა მე და შენ
და - კამათი ატყდა ჩვენ შორის -
ტექსტით ღლეიდ არ გამოისახება ადამიანიო.

ახლა მაინც ხო მეთანხმები ?

Posted by: ASIMO 15 Aug 2020, 19:05
QUOTE
 ოვერრეითდ წიგნების, სია

ექიმი ჟივაგო

თან ძალიან.

Posted by: გიორგი XII 15 Aug 2020, 19:12
ნებისმიერი ბრიტანელი მწერალი ოვერრეითედ არის
განსაკუთრებით ქალები



Posted by: Riverside 15 Aug 2020, 20:41
სოლჟენიცინზე ოვერრეითედი რა შეიძლება საერთოდ რომ იყოს?
ნობელის პრემია მისცეს ტიპს რაღაც სიქიმობაში facepalm.gif

Posted by: Seek_er 15 Aug 2020, 20:48
მურაკამი-ვერასდროს ვუთანაგრძნობ მაგის გმირებს. რაც წამიკითხავს სულ ცხოვრების სიცარიელე აწუხებთ. დალოცვილო, თუ ეგეთი დალხინებული ხარ რომ მოწყენილობისგან თავს იკლავ, ცოტა გაიხედ-გამოიხედე, რამდენი გაჭირვებულია, პატარა ხელი წაახმარე ვინმეს და ცხოვრებაც შეივსება user.gif

პრევოს მანონ ლესკო-ტიპი რო საკუთარი შეყვარებულის სუტენიორია და თან თავს გაცოდებენ თავისი ტანჯული სიყვარულით, ეგაა მარაზმი. ამეშალა ნერვები და მალევე მოვისროლე biggrin.gif

ნუ, კოელიო და ბარნოვი წერია უკვე ზემოთ. ერთი თითქოს რაღაცის გამხელას აპირებს და მაგ იმედით გადიხარ ბოლომდე, რომ ბოლოს და ბოლოს გაიგებ რაშია საქმე, მაგრამ ბოლოს გატუტუცებული რჩები. მეორე კი ძაან არქაული და გადაჩუქურთმებულია.

და შარლ დე კოსტერი რატომ უნდა შედიოდეს საბავშვო ბიბლიოთეკაში, ან საერთოდ ბიბლიოთეკაში rolleyes.gif



Posted by: ASIMO 15 Aug 2020, 21:04
Seek_er
QUOTE
შარლ დე კოსტერი რატომ უნდა შედიოდეს საბავშვო ბიბლიოთეკაში, ან საერთოდ ბიბლიოთეკაში

ულენშპიგელი?! უმაგრესი რამეა!

გიორგი XII
QUOTE
ნებისმიერი ბრიტანელი მწერალი ოვერრეითედ არის


ნებისმიერი ??????? smile.gif


Posted by: Seek_er 16 Aug 2020, 14:18
ASIMO
კი, ულენშპიგელი. ბავშვობაში მიკითხავდნენ და ვერ დამაინტერესა. მერე დიდობაში რომ გადავიკითხე საერთოდ არ მომეწონა, არც თხრობის მანერა, არც იუმორი. ნუ, თემის აქტუალობა გასაგებია, მაგრამ მიმზიდველად ვერ მოიტანა ჩემამდე მწერალმა. მარტო ინკვიზიციის ამაზრზენი ამბებით დამამახსოვრდა.

აი საბავშვო ბიბლიოთეკაში მაგის შეტანა კი საერთოდ გაუმართლებელი მგონია. ბავშვობაში წამების აღწერები საერთოდ ვერ აღვიქვი და საერთოდ, ბავშვის ხალისიან, ჰარმონიულ სამყაროში ეგეთი თემის შეტანა რა საჭიროა.

Posted by: ASIMO 16 Aug 2020, 15:01
Seek_er
QUOTE
საბავშვო ბიბლიოთეკაში მაგის შეტანა კი

ამაში გეთანხმები

Posted by: ghost19 21 Aug 2020, 17:43
მადამ ბოვარი, კარენინა, ბუზთა ბატონი, დორიან გრეის პორტრეტი, ქარიშხლიანი უღელტეხილი.


და თანამედროვე ქართული ბესტსელერები facepalm.gif

Posted by: ალექსანდრა91 21 Aug 2020, 18:11
ჯერ რა უაზრო თემაა lol.gif

მერე ეს წიგნის სათაურების სულელური რახა-რუხი.



Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)