forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (10) 1 [2] 3 4 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> წვერის მოვლა, საჭირო რჩევები
CoderiotGe
PUT IN HIGH LOW


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3507
წევრი No.: 156018
რეგისტრ.: 12-November 12

გამოგზავნილია: 10 Mar 2015, 15:49  #43994548      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
jelaa
QUOTE
აქა მშვიდობა 2.

დიდი ხანია წვერის ზეთს ვეძებ ჩვეთან და ამ ძებნაში წავაწყდი ამ თემას.

მოკლედ ბევრი ვიკითხე ამ წვერთან დაკავშირებით და მოკლედ ჩამოვყრი იმას რაც მე შევისწავლე., იქიდან გამომდინარე, რა თეორიული ცოდნაც დავაგროვე ბოლო თვეების განმავლობაში.

წვერის ზეთი: მოკლედ წვერის ზეთი სხვადასხვა მცენარეული ზეთების შერევით მიიღება, ზოგს აქვს მკვებავის ფუნქცია და ზოგს არომატიზატორის. წვერის ზეთი აუცილებელი პირობაა, იმისთვის, რომ წვერი გამოიყურებოდეს ესთეტურად, ჰქონდეს სასიამოვნო არომატი, ასევე წვერის ქვეშ კანს ეხმარება მიიღოს ვიტამინები და არ გამოშრეს, ასევე არბილებს, და მორჩილს ხდის წვერს.

წვერის ბალზამი: წვერის ბალზამსაც პრინციპში იგივე დანიშნულება აქვს უბრალოდ უბრალოდ მყარია და ძირითადად იმ ზეთებისგან მზადდება, რომელიც ხელს უწყობს წვერის კონდიცირებას და დარბილებას, ზეთის და ბალზამის ერთად გამოყენება "მოსულა" ანუ ჯერ ვისვამთ ზეთს, შემდეგ ბალზამს.

და წვერის ვაქსი: წვერის ვაქსი და ულვაშის ვაქსი გამოიყენება იმ "იმ გაპუწული" წვერის დასამორჩილებლად, რომლებიც არ ჯდებიან წვერის ზოგად "ფორმატში"

წვერის მოშვება:

ეს ყველაზე რთული პროცესია პირველ რიგში დაახლოებით პირველი რამოდენიმე თვე და უკეთესია წელი, საერთოდ არ შეეხოთ წვერს მაკრატელით ან საჭრელით, რადგან კანზე ზოგი თმა ნელა იზრდება და ზოგი სწრაფად. აუცილებლად დადგება ის დრო, როდესაც წვერი განსაკუთრებით "დაგამახინჯებთ" ისევე, როგორც თმის მოშვებისას დგება ის დღე როდესაც აღმოაჩენთ, რომ კრიმინალს ჰგავხართ მთავარია ეს გადააგოროთ და არ მიაქციოთ ყურადღება, უბრალოდ ისევ ზეთით ვარბილებთ და ვუვლით. მე მქონდა ამის ცუდი გამოცდილება სულ ვიკრეჭდი და ვცილობდი ფორმა მიმეცა, მაგრამ ეს აშკარად ნაადრევი იყო ხო და როცა გადაწყვეტთ წვერის შეჭრას ან ფორმის მიცემას არავითარ შემთხვევაში არ მოიჭრათ სველი წვერი გაიშრეთ, მიეცით ფორმა და შემდეგ ზედმეტი მოაცილეთ მაკრატლით.

ჩვენს პირობებში საერთოდ არ იშოვება წვერის მოვლის საშუალებები და მოგიწევთ გამოწერა ან კიდევ შეგიძLიათ აქ ნახოთ ქოქოსის ზეთი, ზეითუნის ზეთი, აგარას ზეთი, ჟოჟობას ზეთი (ეს ყველაზე უნივერსალურია) და ის იხმაროთ არ არის ცუდი.

ხო კიდევ შეიძLება იფიქროთ, რომ თმის მოვლის საშუალებებით შეიძლება იოლას გასვლა, მაგრამ მე არ გირჩევთ, რადგან წვერის სტრუქტურა აბსოლიტურად განსხვავდება თმისგან და ასევე სახის კანიც განსხვავდება თავის კანისგან ასე, რომ ის რაც შეიძLება კარგი იყოს თმისთვის ყოველთვის არ რგებს წვერს.


კარგი პოსტია up.gif

მეც ჟოჟობას ზეთს ვხმარობ თუმცა მაგ ჩამონათვალს ნუშის ზეთსაც მივამატებდი, ეგეც კარგიაო პარიკმახერმა მირჩია


--------------------
секс без девчины - признак дурачины.
- подумал джонни синс и резко поменял профессию

$> git commit
$> git push
$> git the fuck outta here
jelaa
კოპირაითედ ბლიად!


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 574
წევრი No.: 19851
რეგისტრ.: 22-May 06

გამოგზავნილია: 10 Mar 2015, 21:38  #43997602      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · aim · yim · msn
მადლობა, შედარებით დეტალურად მოგვიანებით დავწერ

This post has been edited by jelaa on 10 Mar 2015, 22:54


--------------------
aide Doamne, ce-ai cu Firea
Nu-ti gasesc ce e cu mine
Hai ioi
Doamne, ce-ai cu Firea
jelaa
კოპირაითედ ბლიად!


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 574
წევრი No.: 19851
რეგისტრ.: 22-May 06

გამოგზავნილია: 8 Apr 2015, 10:48  #44260480      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · aim · yim · msn
ერთმა წევრმა მკითხა და ვუპასუხე ხოდა პოსტისთვის დარედაქტირებას ვერ ვასწრებ და ასევე ჩაგიგდებთ რა. კითხვები ველქომ

ნორმალური ბრენდია ქეივმენი https://www.etsy.com/listing/171353950/1oz-...ew_type=gallery თან არც ძალიან ძვირი არაა ასევე არის http://www.beardbrand.com/ http://thebeardbaron.com/ ბოლო ორი ცოტა მეძვირეები არიან, თუმცა არც პირველი არ არის ნახოდკა smile.gif თუმცა სამივე ნატურალურ ინგრედიენტებზე მუშაობს.

მე პირადად რამოდენიმე გამოვიწერე, და ერთადერთი პრობლემა მაქვს ეს არის არომატი

ნუ ჯერ დამოკიდებულია იმაზე, როგორი სუნი მოგწონს, მაგრამ როგორც მე მივხვდი განსხვავებული კლიმატის გამო ამერიკაში ან თუნდაც დანიაში რომ არომატი მოგეწონება, აქ ის სულ სხვანაირად "მუშაობს" ანუ არომატი ცოტა არ მესიამოვნა smile.gif მე პირადად გირჩევდი, რომ თუ გაქვს ნახევარი საათი შენით გააკეთო წვერის ზეთი smile.gif აფთიაქში (მე ვნახე 36.6 აფთიაქი კოლმეურნეობაზე და ასევე შეგიძლია გამოიწერო ონლაინ http://www.in-je.ge/ შეუკვეთ და მოგიტანს პატიოსნად სახლში გადაუხდი და იალლაჰ smile.gif დიდი სერვისით ვერ გამოირჩევიან სამწუხაროდ) იყიდება ზეთები, რომლებიც შეგიძლია შეურიო და შეიძლება უკეთესი შედეგიც მიიღო არომატის მხრივ smile.gif

პატარა რეცეპტი:საბაზისო ზეთები 25 მილიგრამი ჟოჟობას ზეთი+25 მილიგრამი ნუშის ზეთი+25 მილიგრამი ყურძნის წიპწის ზეთი,ამას დაუმატე ეთერზეთები, რომელიც იქვე იყიდება smile.gif ამ რაოდენობაზე 10-12 წვეთი კედარის ეთერზეთი, და 6-7 წვეთი ჩაის ხის ეთერზეთი, შეგიძლია არომატი შეამსუბუქო ლავანდის 4 წვეთის დამატებით მარა მე არ წიწვოვანის არომატი მომწონს

ახლა ფასის კალკულაცია მინიმუმ 15 დოლარი უნდა გადაიხადო 30 მილიგრამიან წვერის ზეთში. შენით გაკეთების შემთხვევაში 25-30 ლარში ეტევი თან ეთერზეთი არის 10 მილიგრამიან ბოთლებში, რაც დიდი ხნით გეყოფა და იგივე 30 ლარად 30 მილიგრამის მაგივრად 75 მილიგრამი მოგივა smile.gif

ბარემ ბალზამის რეცეპტიც და ეგაა: თაფლის სანთელი ერთი სუფრის კოვზი, შიის ცხიმი ერთი სუფრის კოვზი, ქოქოსის ცხიმი ერთი სუფრის კოვზი და ყურძნის წიპწის ზეთი ერთი ჩაის კოვზი, დაუმატებ ეთერზეთებს 7 წვეთი კედარის ეთერზეთი და 3 წვეთი ჩაის ეთერზეთი.
jelaa
კოპირაითედ ბლიად!


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 574
წევრი No.: 19851
რეგისტრ.: 22-May 06

გამოგზავნილია: 29 May 2015, 19:04  #44737567      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · aim · yim · msn
გადავწყვიტე მეტი სერიოზულობით მივუდგე საკითხს www.beardedgeorgia.wordpress.com

This post has been edited by jelaa on 29 May 2015, 19:05
WUDU
cogito, ergo sum


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6297
წევრი No.: 19294
რეგისტრ.: 14-April 06

გამოგზავნილია: 1 Jun 2015, 16:25  #44761480      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
წვერი მეწეწება ცოტა და როგორ დავალაგო? smile.gif დავარცხნა არ შველის.


--------------------
"When the power of love overcomes the love of power, the world will know peace" - Jimi Hendrix
jelaa
კოპირაითედ ბლიად!


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 574
წევრი No.: 19851
რეგისტრ.: 22-May 06

გამოგზავნილია: 4 Jun 2015, 11:53  #44786977      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · aim · yim · msn
მადლობა კითხვისთვისsmile.gif მოკლედ წვერი თმისგან განსხვავებით, როგორც წესი ხვეულია, და ზრდის დასაწყისში ხშირად”გადის განზე” smile.gif დაბალი წვერის შედარებით მარტივად დამორჩილება უფრო წვერის ზეთის გამოყენებით შეიძლება, რომ ერთიანი დალაგებული ფორმა მისცე წვერს, ასევე სპეციალური წვერის ჯაგრისით უნდა ჩამოივარცხნო ყოველ დილით წვერის ზეთის წასმის შემდეგ smile.gif და წვერს გაზრდის მიამრთულებას მისცემ ასევეფენით შეგიძლია გაისწორო smile.gif
WUDU
cogito, ergo sum


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6297
წევრი No.: 19294
რეგისტრ.: 14-April 06

გამოგზავნილია: 4 Jun 2015, 13:40  #44787982      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
jelaa
QUOTE
მადლობა კითხვისთვის მოკლედ წვერი თმისგან განსხვავებით, როგორც წესი ხვეულია, და ზრდის დასაწყისში ხშირად”გადის განზე”  დაბალი წვერის შედარებით მარტივად დამორჩილება უფრო წვერის ზეთის გამოყენებით შეიძლება, რომ ერთიანი დალაგებული ფორმა მისცე წვერს, ასევე სპეციალური წვერის ჯაგრისით უნდა ჩამოივარცხნო ყოველ დილით წვერის ზეთის წასმის შემდეგ  და წვერს გაზრდის მიამრთულებას მისცემ ასევეფენით შეგიძლია გაისწორო

აქ არ იყიდება ზეთი და ადგილობრივ ბაზარზე არაფერი, რომ გამოვიყენო? მადლობა.
jelaa
კოპირაითედ ბლიად!


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 574
წევრი No.: 19851
რეგისტრ.: 22-May 06

გამოგზავნილია: 4 Jun 2015, 15:29  #44789020      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · aim · yim · msn
სამმწუხაროდ აქ წვერის ზეთი არ იყიდება, ახლა ამ დღეებში ახალ პოსტს ვაკეთებ, რომელიც მაგ თემას ეხება, რეცეპტსაც ვამუშავებ და მოგაწვდი smile.gif შესაძლებელია, ჟოჟობას ზეთი იხმარო, 36.6 ქსელის აფთიაქში ვნახე ეგ smile.gif 3-4 წვეთი უნდა გეყოს დილა საღამოს smile.gif
jelaa
კოპირაითედ ბლიად!


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 574
წევრი No.: 19851
რეგისტრ.: 22-May 06

გამოგზავნილია: 5 Jun 2015, 18:27  #44799946      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · aim · yim · msn

მაკიაველი-E500
hurts
WUDU
CoderiotGe
ბატონებო მორიგი პოსტი წვერის ზეთის შესახებ

პრაშუ ლუბიწ ი ჟალავაწ biggrin.gif

https://beardedgeorgia.wordpress.com/2015/0...3%98-%E1%83%A3/
CoderiotGe
PUT IN HIGH LOW


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3507
წევრი No.: 156018
რეგისტრ.: 12-November 12

გამოგზავნილია: 6 Jun 2015, 15:13  #44806689      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
jelaa
მომწონს შენი სტატიები yes.gif

დავარცხნაზეც დაწერე მერე აბა, რატომღაც წვერის დასავარცხნი სავარცხლები ხისებია, მე პლასტმასის მაქვს და სტილისტმა ხის მირჩია, მოძიება დამეზარა რატო მაინც და მაინც ხის, ქართულად თუ დაწერ კარგ სტატიას კარგი იქნება up.gif

This post has been edited by CoderiotGe on 6 Jun 2015, 15:14
jelaa
კოპირაითედ ბლიად!


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 574
წევრი No.: 19851
რეგისტრ.: 22-May 06

გამოგზავნილია: 6 Jun 2015, 16:58  #44807574      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · aim · yim · msn
CoderiotGe

მადლობა კომპლიმენტიზა :-)
მგონი ქართულად ვწერ ბლოგს :-D დავარცხნაზე აუცილებლად მექნება პოსტი.

მანამდე, გეტყვი, რომ მეც პლასტმასის ოღონდ Kentის ფირმის სავარცხელს ვხმარობ წვერისთვის ცალკე.სერია აქვთ და კარგია ძალიან, ხისას აქამდე ხმარობდნენ იმიტომ, რომ განიერი კბილები აქვს და კარგად არის პოლირებული, რაც აუცილებელია წვერის ჯანსაღად შესანარჩუნებლად :-)
WUDU
cogito, ergo sum


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6297
წევრი No.: 19294
რეგისტრ.: 14-April 06

გამოგზავნილია: 16 Jun 2015, 16:20  #44898040      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
jelaa
მეწეწება ულვაშები და ყელის მიდამოებზე და რითი "დავაოკო"?
CoderiotGe
PUT IN HIGH LOW


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3507
წევრი No.: 156018
რეგისტრ.: 12-November 12

გამოგზავნილია: 16 Jun 2015, 17:33  #44898778      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
WUDU
ულვაშებზე wax-ს ვიყენებ
ამას
user posted image

This post has been edited by CoderiotGe on 16 Jun 2015, 17:34
WUDU
cogito, ergo sum


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6297
წევრი No.: 19294
რეგისტრ.: 14-April 06

გამოგზავნილია: 16 Jun 2015, 17:58  #44899033      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
CoderiotGe
QUOTE
WUDU
ულვაშებზე wax-ს ვიყენებ
ამას

სად შეიძინე?
CoderiotGe
PUT IN HIGH LOW


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3507
წევრი No.: 156018
რეგისტრ.: 12-November 12

გამოგზავნილია: 16 Jun 2015, 18:01  #44899067      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
WUDU
QUOTE
სად შეიძინე?


ქალთა ბედნიერებაში, 5 ლარი ღირს
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (10) 1 [2] 3 4 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0268 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]