"ოცნება" ურჩი დეპუტატების დასჯას იწყებს - ივანიშვილის შურისძიება კაკულიასა და მარიამ ჯაშზე, რომლებმაც მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის შეჩერებას მხარი არ დაუჭირეს
2019-06-26 21:40:00
"ქართული ოცნებამ" ურჩი დეპუტატები დასჯა გადაწყვიტა. "ნიუპოსტის" ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილის უშუალო დავალებით, უმრავლესობას იმ დეპუტატებს დაატივებინებენ, რომლებმაც ოპოზიციის ლიდერის, ნიკა მელიასთვის დეპუტატობის შეჩერებას მხარი არ დაუჭირეს.
დადასჯელთა სიაში სავარაუდოდ მოხვდება არლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია. ივანიშვილის რისხვა სავარაუდოდ არ ასცდება არც მარიამ ჯაშს, რომელიც ივანიშვილის ბრძანების წინააღმდეგ წავიდა.
რომან კაკულიას საკითხზე რომ "ოცნებაში" საუბარს აპირებენ, დაუმალავს პარლამენტის ვიცე-პიკრს გია ვოლსკის.
არსებული ინფორმაციით, მმართველ პარტიაში დარჩენას თავად კაკულიაც არ აპირებს.
თავად კაკულია ღიად ამბობს, რომ ნიკა მელიას წინააღმდეგ მტკიცებულებები უფრო მაღალი სტანდარტით უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი.
„ვერ შევძელი ამ გადაწყვეტილების მიღება, იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ უფრო მაღალი სტანდარტი უნდა არსებობდეს მტკიცებულებათა წარმოდგენის. მიუხედავად იმისა, რომ ერთია რაც არის სუბიექტური განწყობა მოცემული ფაქტის მიმართ და შეიძლება საზოგადოების დიდ ნაწილს, არც კი ჰქონდეს ეჭვი, რომ ასეთი ტიპის ქმედება აუცილებლად უნდა დასჯადი. მაგრამ, მეორეა სტანდარტი პარლამენტის, იმუნიტეტთან დაკავშირებით, საპარლამენტო რესპუბლიკაში და მგონია, რომ უფრო მაღალი სტანდარტით უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი. თუმცა ამის გამოცდილება ჩვენ არ გვაქვს“ - განაცხადა რომან კაკულიამ.
მისი თქმით, როდესაც დეპუტატი გუნდის წინააღმდეგ მიდის, ის ყველაფრისთვის მზად უნდა იყოს.
„როდესაც შენ გუნდის წინააღმდეგ მიდიხარ, ყველაფერზე მზად უნდა იყო და რაღაც განსაკუთრებულ რევერანსებს არ უნდა ელოდე, მე მგონი და ამაში არც გასაკვირია რამე, არც არავის ვაკრიტიკებ ამის გამო და არც არავითარი პრეტენზია არ მექნება... მე ყოველთვის მზად ვიყავი ისეთი რამისთვის, როდესაც ასეთ რამეს აკეთებ..“ -განაცხადა რომან კაკულიამ.
http://www.newposts.ge/wap.php?l=G&ID=208552