* * *
ვიღაც ზაზა წურწუმიას ნაჯღაპნი წავიკითხე ისტორიკოსობას იბრალებს
მესხებს რა უნდოდათ აფხაზეთში და მერე სად გაქრენ ?
რატომ ცდილობენ ეგრედწოდებული ეროვნული მოძრაობის ისტორიკოსები მესხების დაკავშირებას აფხაზეთთან ?
ანუ გამოდის რომ მესხები ჯერ აფხაზეთში ცხოვრობდნენ და მერე გადმოსახლდნენ დღევანდელ სამცხე კავახეთის ტერიტორიაზე ?
ან პირიქით თუ მესხები დღევანდელ მესხეთში ცხოვრობდნენ აფხაზეთში რა ჯანდაბა მიარბენინებდათ ?
მესხების ნაწილი რომ წასულიყვნენ აფხაზეთში მინიმუმ დღევანდელი საქართველოს 2 რეგიონი უნდა გაევლოთ იმერეთი და სამეგრელო
ქართველი ისტორიკოსები მაგრად ჭედავენ
* * *
.............აფშილ//აფსილები და აფხაზ//აბაზგები -
(აფხაზეთის სანაპირო და მთის მეგრული მოსახლეობა) !
სამწუხაროდ, ქართველ მეცნიერთა დიდი ნაწილი აფსილ-აბაზგებს აფსუების წინაპრად აცხადებს. ეს გამოწვეულია უფრო მაამებლობით, ვიდრე უმეცრებით. არადა, კარგად იცის თითოეულმა მათგანმა, რომ ტყუილს ამბობს, მაგრამ ცარისტულ-საბჭოური ისტორიოგრაფიის დირექტივების მარწუხებიდან დღემდე ვერ გამოსულან. ისიც კარგად იციან, რომ ამ დირექტივებს შეეწირა ყველა ურჩი ქართველი მეცნიერი, ხოლო ყველა მომხრე კი აღზევებულ და დაწინაურებულ იქნა. დღესაც იგივე გრძელდება. ტერიტორიებს სტალინ-ორჯონიკიძეები და შევარდნაძე-სააკაშვილები ყიდნენ, ქართველი მოსყიდული ისტორიკოსები კი გაყიდვის თუ ჩუქების ამ აქტებს ამართლებდნენ თავიანთი ნაწერებით...
ანტიკური აფშილ-აფსილები ცხოვრობდნენ კოლხების მიერ აშენებულ ცხუმში (სოხუმში), მის ირგვლივ, ალბათ, დღევანდელი გალის რაიონშიც და, თქვენ წარმოიდგინეთ, იქნებ ოდნავ ენგურის გამოღმაც.
ნიკიფორე გრეგორასმა მე-14 ს-ში შენიშნა, რომ სკვითების ერთმა ნაკადმა მიიტაცა და მიითვისა ძველი აბაზგ-აფხაზების მიწა, ეთნონიმი და კულტურა. ასე დაიწყო ჩრდილოკავკასიური სკვითური აბზოების აფხაზებად ჩაწერა.
აფშილ-აფსილები ამ დროს აფხაზებში (აბაზგებში) იყვნენ ათქვეფილი.
ტუაფსელი ლაზებიც (პალაე ლაზიკა - "ძველი ლაზიკა") საძებად გადაიქცნენ ამჯერად ძველი ბერძენი გადამწერების მიერ დაშვებული შეცდომის გამო : ლაძი > საძი. სტეფანე ბიზანტიელის კომენტატორის ცნობით, ბერძნული ლამბდა შეცდომით ჩაწერეს სიგმად. ასე გაჩნდნენ არარსებული საძები (იგივე ლაზ-ლაძები) და შემდეგ კი მას კონკრეტული დამპყრობელი მოსახლეობაც გამოუნახეს და შეუსაბამეს.
ასევე ჩვენს ძველ, გადაჯიშებულ აფსილ-აფხაზებს გამოუნახეს ახალი ტომი და ამ ტომმაც დაიმშვენა აფშილ-აფსილთა სახელწოდება აფსუას სახით. გვიანსაუკუნეებში მეგრულენოვანი ფსუანი ტომის არსებობაზე მიგვითითებს სვანთა ქართული სახელწოდება სვანი, რომლის არქაული ფორმა შეიძლება ფსუანი // ფსვანი ყოფილიყო. ამავე მეგრული ძირისაა აფსუაც.
რასაკვირველია, ტერმინი აფსუაც მეგრულია (ფსუა : "ფრთა"), ისევე, როგორც - აფხაზი (აფხა - "ბეჭი", "მთა").
მტერთაგან შეუვალი აფხაზეთის მოსახლეობის მეტაფორული ენით, ფსუა (ფრთა) იყო აფხაზეთის სანაპირო, აფხა (ბეჭი) კი - მთის ზოლი. შესაბამისად, აფსუა-აფსილები ცხოვრობდნენ სანაპიროზე, აფხაზები კი - მთის ზოლში.
აფსილი-აფშილი ბერძნულ-ზანური ფორმებია და ერქვა აფხაზეთის სანაპირო (ზანურ) მოსახლეობას. აფხაზი კი აფხაზეთის მთის ზანურ მოსახლეობას ეწოდებოდა.
აფხაზეთის მაგალითის წყალობით ჩვენ დავადგინეთ, რომ გრელსანაპიროიანი ესპანეთის და ფინეთის სახელწოდებებიც ზურგსა და ეკალს (სპინა) და ბუმბულს (პინუს) უკავშირდებაიან. კიდევ მეტი, თავად ფინელების ავტონიმიც კი აღნიშნავს ტალახს, ხოლო ტალახის ზანური სახელწოდება ლეტა შემორჩა ბალტიის (ზანური ლეტა > რუს. ბოლოტო) ორ ქვეყანას ქორონიმებად : ლატვია და ლიტვა. იტალიის ლაციუმიც ამავე კონტექსტში უნდა განვიხილოთ. ასე რომ, ლაზს გამოუჩნდა არაერთი სეხნია ქვეყანა გეოგრაფიული სიმეტრიის თვალსაზრისით.
რადგან ზანური ფსუა ("ბუმბულიანი ბეჭი ანუ ფრთა") თმას აღნიშნავდა, ის დაუკავშირდა ბერძნულ ფორმას ა-ფსილი ("არა-უთმოს" ანუ "თმიანს, ბანჯგვლიანს") ! ეს გახლავთ იგივე მეგრული ბოჯგორი (ბანჯგვლი), რაც ძველად მხარის შეუვალობის მეტაფორა იყო : წვრილი თმა ძნელად წყდება და ძალის და ხელისუფლების სინონიმად იქცა (შდრ.: ლათ. ვალენს "მამაცი". ასევე რუს. ვოლოს > ვლასწ). სწორედ მეგრული თომა-დანაა ("თმა") მეგრული თამამი (ანუ გაბედული), რაც ზოგიერთს არაბული ნასესხობა (თომამ "დასტური") ჰგონია შეცდომით. ბიბლიითაც თმა გულადობის მეტაფორაა (დალილას და სამსონის ისტორია). ულვაშის ფენომენიც საქართველოშია შემორჩენილი.
ბოჯგ და ბიჯგ ზანურმა ძირებმა ბერნულში ჰომონიმიით და პირდაპირი თარგმნით მოგვცეს ძველბერძნული ბასკ ("სვლა") ძირი. ეს ბასკ-ი მორფოლოგიურად დაუკავშირდა ზანურ ბიჯგ-ს (ნაბიჯი, ბიჯი). ამდენად, მეგრული მხარე ვაბიჯგუა ("არშესაბიჯებელი") იქცა ბერნულ აბასკია-დ ("შეუბიჯებელი"). ესაა კიდეც აბაზგ-აბასკია, აფხაზეთი !
პლინიუს უფროსმა აბასკების ნაცვლად მოიხსენია ტომი ვალი, რასაც აქვს ორი მნიშვნელობა : 1. "თმა" (ბერძნულად და ლათინურად, რუსულშიც კი შევიდა) და 2. ვალი ("არწასასვლელი, შეუვალი" მეგრულად) მხარე. სხვათაშორის, ლაზი ლათინურად ბაწარს (ლასიუს) აღნიშნავს. ლაზიკაც შეუვალი იყო (ჭაობები).
ლაზი და იტალიის ლატიუმი ჭაობიანი სანაპირო მხარეები იყვნენ და მეგრულში ლეტა აღნიშნავს კიდეც ტალახს. ლაზეთის შეუვალობა ჭაობიანობამ განაპირობა, ისევე, როგორც აფშილეთისა, სადაცაა ლაზურ-მეგრული ფშოლ ("დასველებული") გააზრება. აქედანაა ფსილა // სილა და ასევე მცირეაზიური ტომი ფსილიც, რომელიც მშრალ ქარიშხალს სილის გროვებით ჩაუმარხია მიწაში და ასე ამოუწყვეტია ეს ტომი (ჰეროდოტე).
მეგრული ბიჯგი და ბერნული ბასკ-ი სინონიმები არიან და "სიარულს, სვლას" აღნიშნავენ, ასევე ფეხს, ბიჯგს.
ანტიკური ავტორები აბაზგ-აფხაზეთს "შეუვალ, აუღებელ" მხარედ ასახელებენ და აქ გვეხმარებიან ბერძნული ა-ბასკოს-ი (შეუვალი) და მეგრული უაბიჯგუა ("შეუვალი, შეუბიჯებელი") გააზრებები ! ასევე იმავე მნიშვნელობის მეგრული ვალუაც !
სწორედ მეგრულმა ფორმამ მოგვცა ბერძნული აბაზგია : უაბიჯგუა > აბასკია. ბჯგ > ბსკ.
ორივე ფორმა აღნიშნავს შეუვალ მხარეს, პირველი მეგრულად, მეორე კი - ბერძნულად. ბიჯგ > ბასკ, რადგან ბერძნულში ჯგ დიფთონგი არ არსებობს და მას შეესაბამება სკ.
აბასია სამედიცინო ენაზე უძრაობას, პარალიჩს აღნიშნავს.
ლაზში ასევე გვაქვს სიარულის, ლასლასის, ძვრომის მნიშვნელობა და ის დასტურდება ლათინურსა და რუსულშიც კი. ეს მნიშვნელობა გვაქვს მესხშიც, რასაც ზოგი ანტიკური ავტორი არა მარტო დღევ. თურქეთის, არამედ აფხაზეთის ტერიტორიაზეც ასახელებს. აქაა მეგრული სიტყვა მასხაპა ("მხტომელი"), რაც დადასტურდა აფსილის ლათინურ ფორმაში Absilae ("განხტომა, ხტომა"), სადაც ab არის ზმნისწინი. ძველაფხაზურ ფორმა მაფხსხაპა-ში გვაქვს აფხაზიც და მესხიც. ლაზიკა-ს არქეტიპად ჩანს ლაჯიხა, საიდანაცაა მიღებული ჯიქი, ტომი, რომელიც მე-5 საუკუნიდან განქართულდა და გასკვითდა. ჯიქებმა პირველი სკვითური დარტყმა მიიღეს. შემდეგი დარტყმები კი - აფხაზ-აფშილებმა, ნაწილობრივ სვანებმაც.
ცხუმის სახელწოდებაც მეგრულია : რწყუმი (შერწყმული) ანუ ტყუპი (შერწყმული) ძმების ქალაქი ! ამიტომ გაჩნდა ანტიკური ტრადიცია,რ აც ბერძნებმა, როგორც ჩანს, გააბერძნულეს : რწყუმი > რცხუმი (სოხუმი) > დიოს კური ანუ "ზევსის (ტყუპი) ბიჭები". დიოს არის ზევსი მიცემით ბრუნვაში, კური კი - ვაჟები.
ზემოაღნიშნული ბერძნულ-ლათინურ-მეგრული ურთიერთნათარგმნი გააზრებებისგან იზოლირებულია აფსუური ვარიანტები (აფსნი, აყვა...). ეს კი იმას ნიშნავს, რომ ეს მრავალმხრივი და სულ მცირე, ორათასწლოვანი ტრადიციები აფსუებმა არ იცოდნენ (რადგან ანტიკურ პერიოდში აფხაზეთში არ ცხოვრობდნენ). ბერძნებთან ურთიერთობა რომ ჰქონოდათ ძველ აფსუებს, აფსუურში ბერძენი ქართული ფორმით არ იქნებოდა შესული (აბერზენ).
სკვითურ-აბაზური კოლონები მე-15 საუკუნიდან აფხაზეთში ჩამოდიან და ეთნოწმენდისა და ასიმილაციის წყალობით ისაკუთრებენ ადგილობრივ მეგრელთა აფშილ და აფხაზ ტერმინებს. მეგრელთა ასიმილაცია დღესაც მიმდინარეობს, ამჯერად გალის რაიონში. აფხაზეთის ძველი მოსახლეობის ანთროპონიმიკაც სუფთა მეგრულია (თოლიოქრო, ვაგიორდი, მჭიშია...)...
აფსილიას სამეგრელოსთან აიგივებენ მე-18 და მე-19 სს. ავტორები : მამა არდუენი, გრაფი პოტოცკი, კლაპროტი, დიუბუა, ისამბერი, ასევე ანტიქართველი კ. მაჭავარიანი.
რუსეთის მიერ საქართველოს შეერთების დროიდან, ცარისტული ისტორიოგრაფია ცდილობდა აფსუების ქართველებთან დაპირისპირებით აფხაზეთის მხარის რუს-კაზაკებით ჩასახლებას და ამიტომ აფსილებს აფსუებად აცხადებდა, მით უფრო, რომ ამის საფუძველს იძლეოდა ამ ტერმინთა ჰომონიმია. ეს თანაჟღერადობა გამოწვეულია იმით, რომ სკვითურ-აბაზურმა მოსულმა ტომებმა ადგილობრივი მხარის და ტომის სახელები მიითვისეს !
ამიტომ არასწორია ზოგიერთი ქართველი ფალსიფიკატორი ისტორიკოსის მოღალატური გაელვება აფსუური ისტორიოგრაფიის საამებლად, როცა ამტკიცებს : აფსილები აფსუასგან პირველად ფალსიფიკატორმა პავლე ინგოროყვამ გამიჯნაო.
ასევე არ ასვენებენ ივანე ჯავახიშვილს, რომელსაც უწუნებენ 1913 წელს გამოთქმულ თეზისს აფშილ-აფხაზების ქართველურ ტომთან მიკუთვნებაზე. ეს გაბედული აზრი ივანემ ცარისტულ პერიოდში შეაპარა თავის წიგნს, მაგრამ საქართველოს ოკუპაციის (1921 წ.) შემდეგ, როცა ბოლშევიკებმა დროებით შექმნეს აფხაზეთის სსრ (დასავლეთში არსებული ქართული საკითხის და წინააღმდეგობის მოსათოკად), ივანემ ეს თეზისი იძულებით ამოიღო, მით უფრო, რომ ბოლშევიკური ისტორიოგრაფიის ქართველმა კონტროლიორმა ნიკო მარრმა აფშილ-აფხაზთა ქართველურ შტოდ გამოცხადება პარტიულად დააყვედრა და დაასმინა ! ეს ის ნიკო მარრია, რომელსაც აკადემიურმა სუკმა დაავალა ჩასულიყო აფხაზეთში და მანდ (სოფ. ჯგერდა) აფსუა გლეხებისათვის წაეკითხა მოხსენება იმაზე, რომ აფხაზთა ისტორია ქართველთაზე უფრო ძველი იყო. ეს ლექცია შედგა 1925 წელს, როცა საქართველოში ქართველ პატრიოტთა ანტიბოლშევიკური გამოსვლები და მათი სასამართლო პროცესები მძვინვარებდა !
მოვუწოდებ ზოგიერთ ქართველ ისტორიკოსს, მიატოვოს მოღალატური მოღვაწეობა და მიიღოს გმირი პავლე ინგოროყვას გენიალური თეზისი ! აფსუა სეპარატისტების ამნაირი მოთაფვლით ნუ ჰგონიათ, რომ შეძლებენ აფხაზეთში დაბრუნებას. პირიქით, აფსუები მერე ამათ ნაჯღაბნებს ცხვირწინ გვიდებენ და გვეუბნებიან : თავად ქართველები ამტკიცებენ, რომ აფსილები ჩვენი, აფსუების წინაპრები არიან და ახლა კი გაეთრიეთ აფხაზეთიდანო !
კიდევ ერთი ნაბოდვარი ფეისბუქსზე ვინმე ბადრი გოგიას დაწერილი
ამ სტატუს 99 % მეგრელებს აქვთ დალაიქებული
თავისი სექტა ყავს ამ ბადრი გოგიას ფეისბუქსზე