#53169841 · 28 Jul 2018, 04:35 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ჩვეულებრივი, სრულფასოვანი ინტერნეტ მაღაზია მჭირდება გადახდის ფუნქიით. თემაში არ ვარ ჩახედული, მხოლოდ ეს რამდენიმე დღეა რაღაცეები წავიკითხე და მგონია რომ უნიკალური დიზაინი/ძრავი არ მჭირდება. (თუ ვცდები, საწინააღმდეგო აზრი ნუბისთვის მეტნაკლებად გასაგებად დამიწერეთ) ვორდფრესი იქნება თუ ოპენქართი მაქვს რამდენიმე კითხვა, რომლებზე პასუხებიც აუცილებლად მინდა გამცეთ თემაში, რომ საწინააღმდეგო აზრის პატრონებს დისკუსიის საშუალება ქონდეთ, რაც სიმართლეს უფრო გამოჩნდეს... 1.რამდენად დაცულია ვორდფრესი ან ოპენკარტი უსაფრთხოების მხრივ? და რამდენად შესაძლოა სამუშაოს შემსრულებელმა ჩემს ჰოსტზე საიტის ფაილებში, დამიტოვოს რამე ვისური, რომლითაც რაღაც ინფორმაციას მომპარავს ან შეძლებს საიტის გატეხვას? 2.თუ რაღაც დროის შემდეგ მექნა უნიკალური დიზაინის ან დიზაინის და ძრავის საჭიროება, რამდენად შესაძლო და რთული იქნება შეცვლა მონაცემების დაკარგვის გარეშე? 3. თუ დავუკვეთე პროექტი ვებ სტუდიას და საიტის მენეჯმენტიც მათ მივანდე, ანუ ექნათ სრული წვდომა... მაინც საქართველოა და თუ იკადრეს, მაქსიმუმ რა ზიანის მოყენება შეუძლიათ ჩემთვის?
|