1500 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო მიწა წილკანში, რომელიც მიტროპოლიტს მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდენტის ბრძანებულებით გადასცა 2007 წლის 15 სექტემბერს.
1811 კვ.მ. მიწა, ორი შენობა-ნაგებობით ყაზბეგის რაიონში, სოფელ აჩხოტში. საჯარო რეესტრმა არ გამოგვიგზავნა ის დოკუმენტი, რომელიც ქონებაზე უფლების წარმომავლობას ადასტურებს. სახლის ფოტოებს კომენტარებში იხილავთ ვრცლად.
2011 წლის 11 აპრილს მიტროპოლიტმა 266,862 ლარად იყიდა ბინა ვაკეში, ყიფშიძის ქუჩაზე (157.5 კვ.მ.) და ერთ კვირაში ეკატერინე შიოლაშვილს აჩუქა.
უძრავი ქონების ამსახველი დოკუმენტები იხილეთ ბმულზე:
https://rb.gy/olpae1 მიტროპოლიტი დიმიტრი ხელმძღვანელობს კერძო პირებისა და საპატრიარქოს მიერ დაფუძნებულ შემდეგ არაკომერციულ ორგანიზაციებს:
• ფონდი „ბავშვები ჩვენი მომავალია“
• „ფერიის მთაზე მშენებარე სამონასტრო კომპლექსისა და სხვა ეკლესია-მონასტრების რესტავრაცია-მშენებლობის ფონდი“
• „ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის საგანმანათლებლო ცენტრი“
• ალექსანდრე და ნატალია ჩხიკვაძეების სახელობის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი ,,ბერიკა“
• ბათუმის წმინდა მატათა მოციქულის სახელობის ფონდი“ - წერს „აი ფაქტი“.
facebook Google Plus Twitter Linkedin Pinterest
ავტორი
თათია გოჩაძე