Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > რაგბი > საქართველო 6 ერის ალტერნატიულ ტურნირში


Posted by: jjj 11 Nov 2018, 18:56
ჩემი აზრით რაგბის მამები ცოტა უფრო აგრესიულად უნდა შევაჯანჯღაროთ, რომ ყველაფერი სამართლიანად იყოს და სახვეწარი და საჯიჯღინო არავისთან არაფერი არ უნდა გვქონდეს.

6 ერი კომერციული ტურნირი არისო გვეუბნებიან, ვისაც გვინდა იმას მივიღებთ რა თქვენი საქმეაო, ხოდა ეხლა ჩვენც რომ ავდგეთ და რაგბი ევროპაზე თამაშზე უარი განვაცხადოთ, მაგალითისთვის რუმინეთს და ესპანეთს შევუამხანაგდეთ და TBC-ს სპონსორობით smile.gif კომერციული ტურნირი 3 ერი ჩამოვაყალიბოთ ვინმემ შეიძლება რომ ამისათვის რამე სანქცია დაგვადოს? თუ ამისი უფლება სხვებს აქვთ, ჩვენ რატომ არ შეგვიძლია? დასაწყისისთვის მხოლოდ იურიდიული მხრიდან განვიხილოთ ეს საკითხი.

Posted by: GIORGI112 11 Nov 2018, 19:17
მაგ თეორიული ფულით პრო 14 ში გავუშვათ ერთი კლუბი biggrin.gif 6 ერიც აღარაფერში დაგვჭირდება და არც წვალება

Posted by: FullbackAce 11 Nov 2018, 19:30
თეორიულადაც, პრაქტიკულადაც და მორალურადაც ერთა თასზე დარჩენა ჯობია გამოყოფას. 9-10 წლის წინ ვთქვი ჯერ კიდევ ფირას ფორუმზე რომ ჯობია ერთა თასის განვითარებას მივაწვეთ სერიოზულად 6 ერის მათხოვრობას თქო და მაშინ სულ ტროლი და ჩათლახი მეძახეს..

ეხლა შეცვლილია დამოკიდებულება მაგრამ 10 წელი კი გავიდა უაზროდ და ერთა თასი ისევ იმ ჭაობშია სადაც აქამდე იყო. user.gif

Posted by: jjj 11 Nov 2018, 19:38
ჯერ იურიდიულად განვიხილოთ, რა ფუნქცია აქვს საერთოდ ევროპის რაგბის ფედერაციას?
ისე სპორტული თვალსაზრისითაც თუ მიდგა საქმე, წელიწადში 4 თამაში ჯობს გასვლა/სახლში პრინციპით 2 რუმინეთთან და 2 ესპანეთთან, სხვა უკეთესი გუნდი რომელია ერთა ლიგაზე, ვინ გაკლდებათ? ჰა, თუ მაინცადამაინც რუსებზე გწყდებათ გული, მაგენიც ჩავსვათ და იყოს 4 ერი smile.gif

FullbackAce
მორალურ მხარეზე არგუმენტს ვერ მივხვდი?

* * *
QUOTE (FullbackAce @ 11 Nov 2018, 15:30 )
9-10 წლის წინ ვთქვი ჯერ კიდევ ფირას ფორუმზე რომ ჯობია ერთა თასის განვითარებას მივაწვეთ სერიოზულად 6 ერის მათხოვრობას თქო და მაშინ სულ ტროლი და ჩათლახი მეძახეს..

გეთანხმები 100%-ით, იმიტომაც ვიზახი ასე მათხოვრობას და თავის დამცირებას ის მოვითხოვოთ რაც შესაძლებელია. ჩვენი გავახუროთ, ასევე საუკეთესო ვარიანტია ევროპის ჩემპიონატის იდეა წამოვწიოთ და მოვითხოვოთ პასუხი რატომ არ შეიძლება მაგის გაკეთება.
ამ 3/4 ერის იდეას იმიტომ ვიძახი, რომ შევაჯანჯღაროთ და დავანახოთ რა დონის აბსურდთან გვაქვს საქმე და რა დონის აბსურდი კიდევ შეიძლება მივიღოთ თეორიულად. მგონია რომ ჩვენი ფედერაციის მენეჯმენტი ძალიან კონფორმისტულად უდგება ყველაფერს და ეხათრებათ ზედმეტად ხმის ამოღება...

Posted by: York 11 Nov 2018, 19:45
FullbackAce
QUOTE
9-10 წლის წინ ვთქვი ჯერ კიდევ ფირას ფორუმზე რომ ჯობია ერთა თასის განვითარებას მივაწვეთ სერიოზულად

ერთა თასი ირბ-ს ესაჭიროება დიდი აუდიტორიის მქონე ქვეყნებში (გერმანია, რუსეთი, ესპანეთი) რაგბის განსავითარებლად. ჩვენ რაღაც ბენეფიტი უნდა გვქონდეს იქ მონაწილეობისათვის.

QUOTE
ისე სპორტული თვალსაზრისითაც თუ მიდგა საქმე, წელიწადში 4 თამაში ჯობს გასვლა/სახლში პრინციპით 2 რუმინეთთან და 2 ესპანეთთან, სხვა უკეთესი გუნდი რომელია ერთა ლიგაზე, ვინ გაკლდებათ? ჰა, თუ მაინცადამაინც რუსებზე გწყდებათ გული, მაგენიც ჩავსვათ და იყოს 4 ერი

გეოგრაფია არ გვიწყობს ხელს, თორემ ამ ოთხეულს თუ კანადასა და აშშ-ს დავუმატებდით, საინტერესო ტურნირი გამოვიდოდა.

ისე, თუ ოცნებაა, ტოპ-ლიგის ფრანჩიზასა და საევროტურნირო ორ გუნდზე ვიოცნებოთ, რადგან, როგორც იტალიის მაგალითი გვიჩვენებს, მხოლოდ ნაკრების ტოპ-ტურნირში მონაწილეობა სარაგბო კლასს არ ზრდის.

Posted by: FullbackAce 11 Nov 2018, 19:47
QUOTE (jjj @ 11 Nov 2018, 19:38 )
ჯერ იურიდიულად განვიხილოთ, რა ფუნქცია აქვს საერთოდ ევროპის რაგბის ფედერაციას?
ისე სპორტული თვალსაზრისითაც თუ მიდგა საქმე, წელიწადში 4 თამაში ჯობს გასვლა/სახლში პრინციპით 2 რუმინეთთან და 2 ესპანეთთან, სხვა უკეთესი გუნდი რომელია ერთა ლიგაზე, ვინ გაკლდებათ? ჰა, თუ მაინცადამაინც რუსებზე გწყდებათ გული, მაგენიც ჩავსვათ და იყოს 4 ერი smile.gif

FullbackAce
მორალურ მხარეზე არგუმენტს ვერ მივხვდი?

პოტენციალის და კომერციული ზრდის მხრივ გერმანიის, ბელგიის, ჰოლანდიის და პოლონეთის გადაგდება ვერ არის კარგი იდეა, ნუ რუსეთისაც. ევროპის რაგბის ფედერაცია არაფერია, თუ გვინდა გავუტრაკებთ და ქართველებს დავსვავთ მანდ, სულ არაფერს წარმოადგენენ. ნიჟარაძეს თხოვდნენ მანდ პრეზიდენტობას და უარი უთხრა.

მორალური ყველაზე იოლია. რისთვისაც კელტებს ვაგინებთ იგივე უნდა გავუკეთოთ ჩვენ სხვებს და სანაგვეზე მოვისროლოთ. არასწორი საქციელია, რო თქვა რომ მაინცდამაინც აუცილებელი იყოს ჩვენთვის კიდე ხო მაგრამ პირიქით არც ჩვენთვის იქნება კარგი და არც სხვისთვის.

Posted by: jjj 11 Nov 2018, 19:48
QUOTE (York @ 11 Nov 2018, 15:45 )
ისე, თუ ოცნებაა, ტოპ-ლიგის ფრანჩიზასა და საევროტურნირო ორ გუნდზე ვიოცნებოთ, რადგან, როგორც იტალიის მაგალითი გვიჩვენებს, მხოლოდ ნაკრების ტოპ-ტურნირში მონაწილეობა სარაგბო კლასს არ ზრდის.

ამაზე არავინ არ დავობს, საქმე იმაშია რომ იდეაში ამაში ხელს არავინ არ გვიშლის, ფული რომ ვიშოვოთ გამოვა კიდევაც. ნაკრებს რაც შეეხება, მანდ პატარა ბავშვივით გვიყურებენ და რაღაცა გადმოგდებულებით გვაიძულებენ რომ კმაყოფილები ვიყოთ. ამხანაგურ თამაშს რომ დაგამადლებენ რაზეა ამის მერე ლაპარაკი...
* * *
QUOTE (FullbackAce @ 11 Nov 2018, 15:47 )
მორალური ყველაზე იოლია. რისთვისაც კელტებს ვაგინებთ იგივე უნდა გავუკეთოთ ჩვენ სხვებს და სანაგვეზე მოვისროლოთ. არასწორი საქციელია, რო თქვა რომ მაინცდამაინც აუცილებელი იყოს ჩვენთვის კიდე ხო მაგრამ პირიქით არც ჩვენთვის იქნება კარგი და არც სხვისთვის.

შეიძლება არასწორად გაიგეთ მე რაზე ვაკეთებ აქცენტს. 3 და 4 ეს მაგალითისთვის ვთქვი, არავის გარიყვაზე არ ვლაპარაკობ, ევროპა რაგბის ფუნქციაზე მაქვს აქცენტი. თუ გინდა 8 ერი იყოს, ბოლო ვარდება და ახალი შემოდის. თემა ის არის რომ ასეთ ტურნირს ატარებს ბანკი (TBC-იც პირობითად ვთქვი),ჩვენ ვიძახით რომ არ გვინდა ერთა ლიგაზე თამაში და ჩვენით ვითამაშებთ კომერციულ ტურნირზე, მერე რა ხდება?

Posted by: York 11 Nov 2018, 19:54
jjj
QUOTE
ამაზე არავინ არ დავობს, საქმე იმაშია რომ იდეაში ამაში ხელს არავინ არ გვიშლის, ფული რომ ვიშოვოთ გამოვა კიდევაც. ნაკრებს რაც შეეხება, მანდ პატარა ბავშვივით გვიყურებენ და რაღაცა გადმოგდებულებით გვაიძულებენ რომ კმაყოფილები ვიყოთ. ამხანაგურ თამაშს რომ დაგამადლებენ რაზეა ამის მერე ლაპარაკი...

ლაპარაკი იმაზეა, რომ ვერ ვისწავლეთ სანაკრებო თამაშების კომერციალიზაცია.
თავი რომ დავანებოთ იმ პირწმინდად მცდარ სტრატეგიას, რაც იტალიის ჩანაცვლებას (და არა ჩვენი ნაკრების დამატებას) უკავშირდება.

Posted by: RUDIARIUS 11 Nov 2018, 21:43
უტოპია, არაფრის მომცემი იქნება. თხა ვიყიდე, თხა გავყიდე სიტუაცია იქნება დაახოლებით. რა მნიშვნელობა აქვს ესპანეთ,რუმინეთთან ერთად ჩაიხარშები ერთ ქვაბში? თუ დანარჩენებთან ერთად.
თან სხვების ,,ჩატეხვა'' და ცხვირის აბზუება არ გამოვა. ველოსიპედის გამოგონებას, აქვე გვაქვს მონათესავე სპორტის მაგალითი, ევროპის ჩემპიონატის ჩატარება, ფინანსები თუ რამეში უნდა დაიხარჯოს ამაში ყველაზე გამართლებული იქნება, გრძელვადიან პერსპექტივაში. ნაკრების შემთხვევაში, გარდა უკეთესი ტესტების მიღებისა, სხვა გზა არ არის.

Posted by: York 12 Nov 2018, 17:36
ლუწ წლებში ჩატარებული ევროპის ჩემპიონატი არ იქნებოდა ცუდი. ფორმატი შეიძლება, იყოს შემდეგი:
- ორი ოთხგუნდიანი ჯგუფი, სადაც სამ-სამ ადგილს იკავებენ ექვსი ერის გუნდები, რომლებსაც გადმოყვებათ ბოლო ტურნირის ურთიერთშEხვედრების შედეგები
- ჩემპიონშიფში გამარჯვებული ორი გუნდი სათითაოდ ემატება ამ ჯგუფებს და ექვსი ერის გუნდებთან თამაშობს თითო მატჩს ივნის-ივლისში
- საბოლოო შედეგების მიხედვით ჯგუფებში გამარჯვებულები გაითამაშებენ ფინალს

ასე მივიღებთ სამ-სამ ტესტს ივნისში, თუნდაც ყოველ ორ წელიწადში, გრანდებს კი კიდევ ერთი მატჩი დიდ ტვირთად არ დააწვებათ.

თუ ამ ბენეფიტს არ მოგვცემენ, ჩემპიონშიფში ჩვენი ეროვნული გუნდით მონაწილეობა აზრს დაკარგავს, ვითამაშოთ A ნაკრებით.

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)