მაგთი გიწვევთ ირაკლი ფარჯიანის პირველი მასშტაბური კატალოგის პრეზენტაციასა და პერსონალურ გამოფენაზე
2009 წლის 22 მაისი, 16:00, გალერეა "ჰობი",
ქართული ლიტერატურის მუზეუმი, თბილისი, ჭანტურიას ქ. 8
ჩვენ ქართულ საქმეს ვაკეთებთ...
მაგთიმ კიდევ ერთი საჩუქარი გაუკეთა ქართული ხელოვნების თაყვანისმცემლებს და ამჯერად გამოსცა ირაკლი ფარჯიანის კატალოგი, რომელიც უნიკალურია თავისი მასშტბურობით და მოიცავს მხატვრის მრავალფეროვან შემოქმედებას. კატალოგის პრეზენტაცია გაიმართება 22 მაისს, მხატვრის დაბადების დღეს. კატალოგში შესულია
400-ზე მეტი ნამუშევარი, სადაც სრულად არის ასახული ფარჯიანის სტილი, ხელწერა, ინდივიდუალიზმი.
"ჩემი საქმე ჩემი ღმერთია..." - ეს ირაკლი ფარჯიანის ცხოვრებაა.
ი. ფარჯიანი დაიბადა 1950 წლის 22 მაისს, ზემო სვანეთში, დაბა მესტიაში. თბილისის სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ ეწევა თავისუფალ შემოქმედებით მოღვაწეობას, საქართველოში თუ საქართველოს საზღვრებს გარეთ.
ირაკლი ფარჯიანის საყვარელი ჟანრია მინიატურა, რელიგიური თემატიკა, ხოლო მისი ბერლინის ციკლი გამოირჩევა მასშტაბურობითა და ახალი ფერებით.
80-იან წლებში კი, ის თვითონ იწყებს მისთვის სასურველი პასტელის ფერების დამზადებას და ამით საფუძველს უყრის მხატვრობაში ფარჯიანისეულ ხელწერას.
გაუარესებული ჯანმრთელობის გამო მას არჩევანის გაკეთება მოუხდა, შემოქმედება თუ ჯანმრთელობა? ფარჯიანი ირჩევს თავის საყვარელ საქმეს. ის ამბობდა "ჩემი საქმე ჩემი ღმერთია, ვიცი, სიბერეს ვერ მოვესწრები".
მხატვარი 1991 წლის 23 დეკემბერს, 41 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ირაკლი ფარჯიანის პერსონალური გამოფენა გაგრძელდება 2009 წლის 24 მაისის ჩათვლით.
http://www.magticom.ge/index.php?section=2...geo&info_id=393ვინმემ ხომ არ იცით რა ღირს ირაკლი ფარჯიანის კატალოგი?
"It's snowing still," said Eeyore gloomily.
"So it is."
"And freezing."
"Is it?"
"Yes," said Eeyore. "However," he said, brightening up a little, "we haven't had an earthquake lately."