გადავავლე ეხლა თვალი პოსტებს
დავწერ ჩემს გამოცდილებასაც
10 თვეა მენისკის ოპერაცია გავიკეთე, ორივე დაზიანებული იყო და გაკერეს
ოპერაცია დიდი არაფერია, მთავარი არის რეაბილიტაცია და სწორი ვარჯიშები
ჩემს შემთხვევაში დაზიანებიდან 3 თვის მერე გავიკეთე ოპერაცია (ამასაც მნიშვნელობა აქვს)
რეაბილიტაციის კურსი გავიარე რაც მითხრეს
უბრალოდ სულ უნდა ივარჯიშო რომ კუნთი დაეწიოს მეორე ფეხს და მოხრა გაშლაც მიჭირდა გვიან რადგან გავიკეთე ოპერაცია (ჩემი აზრით) და სულ ყვირილით მომახრევინეს ფეხი
მთავარი მტერი ჩემი იყო დრო რომელიც თითქმის არ მქონდა, ბავშვი ახალი შეძენილი გვყავდა ოპერაციის დროს + სამსახური + მეუღლეს ორსულობის მერე პრობლემები ჯანმრთელობის
მოკლედ წესიერად რო მევარჯიშა ბევრად მალე დავდგებოდი ფეხზე
10 თვეა გასული ოპერაციიდან, კუნთები ნაოპერაციებ ფეხზე ნორმალურად არის განვითარებული, სახლსიც ვვარჯისობდი ჩემით, დარბაზები დაკეტილი კორონას გამო და მაგან დამხია კიდე უკან
მარა ნუ ნორმალურად მაქვს მუხლი, ტკივილები არ მაქვს სიარულის დროს
ცოტა გაშლა მაკლია და მოხრა არ არის დასტაბილურებული, გაჭირვებით ვხრი კარგად გახურებულზე, დრო სჭირდება ამასაც
რჩევაა რო რეაბილიტაცია გაიარეთ აუცილებლად იმიტომ რომ ბევრი ნიუანსია რასაც ცოდნა ჭირდება და მეთოდისტი
ოპერაციიდან 6 თვის მერე ვიძუნძულე რამდენჯერმე (ტკივილი არ მქონია) მაგრამ მერე ისევ დროის და კორონას გამო ვეღარ გავაგრძელე
რამდენიმე დღის წინ ვცადე ხელოვნურ საფარიანზე 5 წუთით და დისკომფორტი მქონდა მუხლზე
მეთოდისტმა არაა კაი აზრი მანდ სირბილიო, ნუ ბეტონი არის საფარის ქვემოთ და მაგიტომ
მიწაზე ჯობიაო, და იპოდრომზე ვაპირებ დაწყებას რამდენიმე დღეში სირბილის
ფეხის გასაშლელად სიმძიმეებს ვიდებ და მეთოდისტთანაც შევივლი ხოლმე კვირაში 1-2 დღე, მაწვება ისიც
მოკლედ საკმაოდ რთული 10 თვე იყო
და ისევ დროის უქონლობის გამო თორემ ბევრად მალე დავდგებოდი ფეხზე
მთავარი ვარჯიშია და დრო რომ ნაოპერაციები ფეხი დაუბრუნდეს ნორმალურ მდგომარეობას
ზოგჯერ ძალიან გვიან ვიძინებ, რადგან ”ბარსელონას” თამაში არ გამომრჩეს” - დაასრულა კეიტამ <3
რონალდინიო ზარმაცი ღმერთია
მაგიტომაც გადმოაგდეს ნაადრევად ოლიმპოდან (C) lasha123456
მოტაცებული ბავშვის მაგივრად დატოვებული მახინჯი ელფი (C)