ვერეს ხეობის გზატკეცილი, იგივე ამირეჯიბის გამზირი აშენდა 2009-2010 წლებში.
გზის პარამეტრებიგზის სიგრძე არის 3 კილომეტრი, სიგანე 16 მეტრი.
გზის დიდი ნაწილი გადის მდინარე ვერეზე აშენებულ ხელოვნურ ნაგებობებზე, აშენებულია 7 კანადური ტექნოლოგიის გოფრირებული გვირაბი,
ესტაკადებზე არის ასფალტის საფარი, ხოლო მაგისტრალზე ცემენტ-ბეტონის. გერმანული ტექნოლოგიით დაგებული.
დასაშვები სიჩქარე მსუბუქი ავტომობილებისთვის არის 80 კმ/სთ
მნიშვნელოვანი თარიღები:25 მაისი 2010 წ. - იხსნება გზის ცალი მიმართულება და გმირთა მოედანზე ესტაკადის ერთი პანდუსი.
6 სექტემბერი 2010 წ. - იხსნება გზის ორივე მიმართულება და გმირთა მოედნის ესტაკადის კიდევ 2 პანდუსი
9 სექტემბერი 2012 წ. - იხსნება მაგისტრალის და ბახტრიონის ქუჩის დამაკავშირებელი 204 მეტრიანი თაღოვანი გვირაბი, გვირაბთან მისასვლელი გზაგამტარი და თამარაშვილის და ცინცაძის დამაკავშირებელი 4 ზოლიანი გზა. ასევე კიდევ ერთი დამოუკიდებელი ესტაკადა გმირთა მოედანზე.
გახსნაში მონაწილე ოფიციალური პირებიმიხეილ სააკაშვილი - საქართველოს პრეზიდენტი.
გიორგი უგულავა - ქ. თბილისის მერი.
რამაზ ნიკოლაიშვილი - საქართველოს ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრი.
სამოყვარულო ფოტოების ამსახველი კოლაჟი
[/B]
13 ივნისის სტიქია2015 წლის 13 ივნისს მდინარე ვერეს სათევეებიდან წამოსულმა ღვარცოფმა დიდი უბედურება დაატრიალა თბილისსა და მის შემოგარენში.
თავდაპირველად დაახლოებით 22 საათზე მეწყერი ჩამოწვა თბილისი-ბეთანიის საავტომობილო გზაზე, დაიღუპა 1 ადამიანი.
ღვარცოფული მასა თბილისს მოაწყდა დახლოებით 00:30 ზე, გაივსო 1958 წელს აშენებული გვირაბი რამაც გამოიწვია 11 მეტრის ნიშნულზე სვანიძის ქუჩის ჩაძირვა. დაიღუპა 10ზე მეტი ადამიანი. განადგურდა თამაზ ელიზბარაშვილის ცხოველთა თავშესაფარი, მნიშვნელოვანი ზარალი მიადგა "ვაკის" ხორცპროდუქტების ქარხანას.
დაახლოებით 01:00ზე ღვარცოფმა მიაღწია პარკ მზიურამდე და დაატრიალა კიდევ ერთი ტრაგედია. საცობში მოყოლილი მანქანების ნაწილი გაიტაცა, ნაწილი კი იქვე ახლოს ხევებში გადაყარა.
დაუღუპა 5-7 ადამიანი.
რამდენიმე წუთში ღვარცოფმა გაივსო 2010 წელს აშენებული გოფრირებული გვირაბი ზოოპარკის მომდებარედ რამაც გამოიწვია ზოოპარკის სრული დატბორვა. დაუღუპა 3 ადამიანი და უამრავი ცხოველი. ცხოველთა ნაწილმა, მათ შორის ძირითადად მტაცებელმა ცხოველებმა გაქცევა მოახერხა.
ცხოველთა ნაწილი იქნა შეპყრონილი, ნაწილი კი სპეცდანიშნულების რაზმების მიერ ლიკვიდირებული. 17 მაისს მსხვერპლი კიდევ გაიზარდა, ერთმა გაქცემულმა თეთრმა ვეფხვმა ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორიაზე მამაკაცი დაგლიჯა.
სულ დაიღუპა 20 ადამიანი, უგზო-უკვლოდ დაკარგული კი არის 3.
სტიქიამ გაანადგურა 60ზე მეტი ავტომანქანა, მათ შორის სამაშველო სპეც მანქანა, რეანომობილი, საპატრულო პოლიციის მანქანა და ა.შ.
სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილე ორგანიზაციები:-შსს საგანგებო სიტუაციების სააგენტო
-თბილისის მერია
-შპს "თბილსერვის ჯგუფი"
-შპს "სინათლის ქალაქი"
-თავდაცვის სამინისტროს საინჟინრო ბრიგადა
-შსს კრიმინალური პოლიცია
-შსს საპატრულო პოლიცია
-შსს სასაზღვრო პოლიცია
-სოფლის მეურნეობის სამინისტრო
-ინფრასტრუქტურის სამინისტრო
-შპს "ბლექ სი გრუპი:
-შპს "კავკასუს როუდ პროჯექტი"
-შპს "ჰაიდელბერგბეტონ ჯორჯია"
-შპს "თელასი"
-შპს "ყაზტრანსგაზ თბილისი"
-შპს "ჯორჯიან ვოთერ ენდ პაუერი"
-ჩინური კომპანია "სინოჰიდრო"
-მოხალისეთა უამრავი ჯგუფი
სალიკვიდაციო სამუშაოების ხელმძღვანელი ოფიციალური პირები:ირაკლი ღარიბაშვილი - საქართველოს პრემიერ-მინისტრი
მინდია ჯანელიძე - კრიზისების მართვის სააგენტოს უფროსი
კახი კალაძე - ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი
დავით ნარმანია - თბილისის მერი
ვახტანგ გომელაური - შინაგან საქმეთა მინისტრი
ავდანდილ სუდაძე - თბილისის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსი
ზვიად ქაწაშვილი - შსს საგანგებო სიტუაციების სააგენტოს დირექტორი
გვირაბები მდინარე ვერეზეგვირაბებმა ბევრი მითქმა-მოთქმა გამოიწვია, სპეციალისტების ნაწილი სწორედ მათ არსებობას ადანაშულებს მომხდარ ტრაგედიაში.
გთავაზობთ მათ ჩამონათვალს:
1. თამარაშვილის ქუჩის ქვეშ. აშენებულია 1958 წელს. კონსტრუქცია ბეტონის. სიგრძე დაახლ. 90 მეტრი. კვეთის ფართობი 46 მ2
2. თამარაშვილის ქუჩის და წყნეთის ხევის მიმდებარედ. აშენებული 2010 წელს. კონსტრუქცია გოფრირებული ლითონის. სიგრძე მიახლ. 230 მეტრი. კვეთის ფართობი 49 მ2
3. ყიფშიძის ქუჩის მიმდებარედ. აშენებული 2010 წელს. კონსტრუქცია გოფრირებული ლითონის. სიგრძე მიახლ. 55 მეტრი. კვეთის ფართობი 49 მ2
4. ბახტრიონის გვირაბის მიმდებარედ. აშენებული 2011 წელს. კონსტრუქცია გოფრირებული ლითონის. სიგრძე მიახლ. 20 მეტრი. კვეთის ფართობი 49 მ2
5. ყიფშიძის ქუჩის და პოლიციის შენობის მიმდებარედ. აშენებული 2010 წელს. კონსტრუქცია გოფრირებული ლითონის. სიგრძე მიახლ. 400 მეტრი. კვეთის ფართობი 49 მ2
6. ჩიქოვანის ქუჩის მიმდებარედ. აშენებული 2010 წელს. კონსტრუქცია გოფრირებული ლითონის. სიგრძე მიახლ. 100 მეტრი. კვეთის ფართობი 49 მ2
7. მზიურის პარკის მიმდებარედ. აშენებული 2010 წელს. კონსტრუქცია გოფრირებული ლითონის. სიგრძე მიახლ. 75 მეტრი. კვეთის ფართობი 49 მ2. ეს გვირაბი მთლიანად განადგურებულია სტიქიის შედეგად.
8. ზოოპარკის მიმდებარედ. აშენებული 2010 წელს. კონსტრუქცია გოფრირებული ლითონის. სიგრძე მიახლ. 550 მეტრი. კვეთის ფართობი 49 მ2
9. გმირთა მოედნის და ლაგუნა ვერეს გზაგამტარის ქვეშ. აშენებული 1950 წელს. კონსტრუქცია ბეტონის. სიგრძე დაახლ. 650 მეტრი. კვეთის ფართობი 45 მ2
გზის აღდგენა2015 წლის 25 ივლისიდან დაიწყო გზის აღდგენითი სამუშაოები.
სამუშაოებს ახორციელებს ორი კომპანია. ესენია
შპს "კავკასუს როუდ პროჯექტი"
შპს "ბლექ სი გრუპი"
სამუშაოების ძირითადი მოცულობა შეადგენს მზიურის ტერიტორიაზე სახიდე გადასასვლელის მშენებლობას (ჩანგრეგული გოფრის ნაცვლად)
და გზის გამორეცხილი მონაკვეთის აღდგენას.
პროექტის ჯამური ღირებულებაა 14.7 მლნ ლარი.