Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > კულტურა და ხელოვნება > ბალეტი და ქორეოგრაფები


Posted by: marilis 26 Mar 2010, 13:25
რადგან ასცდა 100 გვერდს, მოდერმა დაგვიხურა

ეს პირველი თემის ლინკი!
http://forum.ge/?f=36&showtopic=33830747
* * *
Andy Warhol

ბარემ სტატიაც დაასკანერე რა

Posted by: Andy Warhol 26 Mar 2010, 13:44
marilis
QUOTE
ბარემ სტატიაც დაასკანერე რა


არ მაქვს არანაირი სტატია.
თორემ დიდი სიამოვნებით ! user.gif



Posted by: marshoo 26 Mar 2010, 15:00
მოგესალმებით ეს ჩვენი საყვარელი თემის გაგრძელებააა

Posted by: Andy Warhol 26 Mar 2010, 15:01
marshoo

უკვე გახსნა marilis მა smile.gif
მოყევი ახლა რა მოხდა იაპონიაში biggrin.gif

Posted by: marshoo 26 Mar 2010, 15:05
რა მოხდა და მგონი ყველამ იცით და რას მაყოლინებთ))))))

Posted by: Andy Warhol 26 Mar 2010, 15:07
marshoo

ხოო ახლა გავიგე sad.gif სირცხვილი.
გასტორლი სრულად დაასრულეთ თუ ამის გამო ნაადრევად წამოხვედით. smile.gif

Posted by: marshoo 26 Mar 2010, 15:09
რა მოხდა და ქართველებმა ივაჟკაცეს და ,,თავი გამოიჩინეს''.....რა მოხდა და სირცხვილი და თავის მოჭრა....ლაფში ამოთხვარეს დასის სახელი(((((((სამწუხაროა(((((ძააან მრცხვენია მართლა,როცა ქალბატონმა ნინო ანანიაშვილი ტრავმიანი ფეხით მაინც ბრწყინვალედ ცეკვავდა და ცდილობდა საგასტროლო ტურნე წარმატებული ყოფილიყო.ასეც იყო შემოქმედებითი კუტხით რომ არა ეს არასასიამოივნო ფაქტი

Posted by: Andy Warhol 26 Mar 2010, 15:34
marshoo

QUOTE
რა მოხდა და ქართველებმა ივაჟკაცეს და ,,თავი გამოიჩინეს''.....რა მოხდა და სირცხვილი და თავის მოჭრა....ლაფში ამოთხვარეს დასის სახელი(((((((სამწუხაროა(((((ძააან მრცხვენია მართლა,როცა ქალბატონმა ნინო ანანიაშვილი ტრავმიანი ფეხით მაინც ბრწყინვალედ ცეკვავდა და ცდილობდა საგასტროლო ტურნე წარმატებული ყოფილიყო.ასეც იყო შემოქმედებითი კუტხით რომ არა ეს არასასიამოივნო ფაქტი


სირცხვილი ! sad.gif
თან იაპონელებთან user.gif

Posted by: marilis 26 Mar 2010, 15:51
marshoo
გასტროლებზე მეგონე და დაგასწარი თემის გახსნა! 2kiss.gif

Posted by: marshoo 26 Mar 2010, 21:15
QUOTE
გასტროლებზე მეგონე და დაგასწარი თემის გახსნა!

marilis
გაიხარეეეეე))))

Posted by: sara jesika 29 Mar 2010, 20:12
რა სირცხვილია,
ასევე სირცხვილით დაამთავრა ბახტაძემ თავის კარიერა,ხვალ დონკიხოტზე მივდივარ,ჭიჭიაშვილის ბაზილი,ძაან მაინტერესებს.

Posted by: marilis 29 Mar 2010, 21:39
sara jesika
QUOTE
ასევე სირცხვილით დაამთავრა ბახტაძემ თავის კარიერა

მაგას რაღა მოუვიდა?

Posted by: tami_synergy 29 Mar 2010, 23:56
დღეს ვიკამათე იაპონიასთან დაკავშირებით, არადა არც ვიცი რა მოხდა, მე როგორც ამიღწერეს სიტუაცია, იქ ბავშვები "შიმშილით იხოცებოდნენ", რადგან ნინო კაპიკებს უხდიდაო, და მაგიტო მოიპარესო, მე რაღაც ვერ დავიჯერე ეს ამბავი, არადა ძალიან მინდა გარკვევა და კომპეტენტური აზრის მოსმენა, გთხოვთ ამიხსნათ რა მოხდა? sad.gif

Posted by: marilis 30 Mar 2010, 12:29
tami_synergy
QUOTE
იქ ბავშვები "შიმშილით იხოცებოდნენ"

ვერ გავიგე, საჭმელი მოიპარეს და ამის გამო გადეპორტდნენ?
არ არის გამორიცხული, რომ ცოტა გადაეხადათ, მაგრამ არა მგონია, აგონიურ მდგომარეობამდე ასტკიებოდა რომელიმეს ამით კუჭი. ცუდია, თუ ცოტას უხდიდნენ და უარესი, რაც ქნეს.

Posted by: sara jesika 30 Mar 2010, 14:23
QUOTE
ვერ გავიგე, საჭმელი მოიპარეს და ამის გამო გადეპორტდნენ?

ვისკი და ბანქოს კარტი მოიპარეს,

Posted by: tami_synergy 30 Mar 2010, 14:37
ხოო მეც მიუღებლად მიმაჩნია ქურდობა და მითუმეტეს მაშინ, როდესაც საკუთარი ქვეყნის წარმომადგენელი ხარ და მთელს ქვეყანას ჭრი თავს sad.gif

sara jesika
თქვენც იყავით წასული?

კიდევ გავიგე ნინო ანანიაშვილმა ისეთი ტრამვა მიიღო ვეღარ იცეკვებსო და იმედია არ არის სიმართლე sad.gif

Posted by: marilis 30 Mar 2010, 14:41
sara jesika
QUOTE
ვისკი და ბანქოს კარტი მოიპარეს,

alk.gif

ისე მოშივდათ, ბანქოს ჭამა გადაწყვიტეს! cry.gif lol.gif

* * *
tami_synergy
QUOTE
კიდევ გავიგე ნინო ანანიაშვილმა ისეთი ტრამვა მიიღო ვეღარ იცეკვებსო და იმედია არ არის სიმართლე sad.gif

ისედაც კრიზისშია დასი, გასტროლების იმედზეღა იყო და ეგღა უნდოდათ?
რა ტრავმა მიიღო ნინომ, რა მოხდა?

Posted by: tami_synergy 30 Mar 2010, 15:13
მე როგორც მითხრეს წაიქცა აეროპორტში და ფეხი იტკინა ზუსტად რა როგორ არ ვიცი, მხოლოდ ჭორების დონეზე sad.gif

Posted by: marilis 30 Mar 2010, 15:34
tami_synergy
QUOTE
მე როგორც მითხრეს წაიქცა აეროპორტში და ფეხი იტკინა ზუსტად რა როგორ არ ვიცი, მხოლოდ ჭორების დონეზე sad.gif

ძალიან საწყენი იქნება, თუ კარიერას ამ უსიამოვნო ფაქტების შედეგად დაასრულებს.
დიდი იმედი მაქვს, კიდევ ვიხილავ ნინოს სცენაზე! smile.gif

Posted by: ampuliko 1 Apr 2010, 02:34
QUOTE
კიდევ გავიგე ნინო ანანიაშვილმა ისეთი ტრამვა მიიღო ვეღარ იცეკვებსო და იმედია არ არის სიმართლე


არა მაგდაგვარო ტრავმ აარ მიუგია უბრალოდ პატარ პატარ ატრავმები აწუხებს. ასაკი თავისას შვება მაგრამ მაინც შეუდარებელია.



QUOTE
ისე მოშივდათ, ბანქოს ჭამა გადაწყვიტეს!


რამდნეიც არ უნდა გადაეხადათ მაინცმოიპარავდნენ როცა შესაძლებლობა მიეცემოდათ. ეს არის ყველაზე საწყენი. და მათ გამო მთელ დას უნდა გაუტყდეს სახელი. მაგრამ ისიც ნათელია რომ საკმაოდ ცოტას უხდიდნენ .

Posted by: marilis 1 Apr 2010, 21:48
ბალანჩინის ბალეტებს ვათვალიერებდი და ამას წავაწყდი.
ეს თათა ჯაში, თამარ ჯაშიაშვილია, ხომ? მაგისი გამოსაშვები საღამი მახსოვს
სერენადას არ უხდება და ისე არ ვიცი

http://www.youtube.com/watch?v=2-vKzl_F_Kw&feature=related
* * *
ტლანქი აპოლონი- რობერტო ბოლლე

http://www.youtube.com/watch?v=toMK9vRYzd8&feature=related

ისევ ბოლლეს აპოლონი ტაორმინას ამფითეატრში- ყველაზე ლამაზი სცენა მსოფლიოში ამ ბალეტის საყურებლად.
http://www.youtube.com/watch?v=a5Zqk7U15Wg&feature=related

Posted by: unknown lady 2 Apr 2010, 18:42
შაბათს კურიერში ირმა ნიორაძეზეა სიუჟეტი
ძალიან მიყვარს ეს ქალი
ნეტა ჩამოვიდეს love.gif

Posted by: Andy Warhol 3 Apr 2010, 19:32
user posted image



Posted by: Contralto 3 Apr 2010, 21:03
ძალიან მაგარი ვიდეო - როგორ მუშაობდა ბეჟარი:



http://www.youtube.com/watch?v=rgO8fCLyi34

Posted by: marilis 4 Apr 2010, 00:11
კარგი რეპორტაჟი იყო, იქიდან გამომდინარე, რომ ირმა ყოველთვის კარგი რესპოდენტია,
ყველაფრის ახსნა უყვარს, ხვდება, რომ ქართველ მაყურებელს ეს სჭირდება biggrin.gif
აი, ეს ჟურნალისტები არ ვიცი! მერამდენე რეპორტაჟს აკეთებენ ბალეტზე და მაინც რომ დებილებად რჩებიან, ეს მაოცებს რა!
ვგიჟდები ირმაზე შეჰერაზადაში, შეუდარებელია! მაისში როდის იცეკვებს ნეტავ, ძალიან მინდა, ნახვა sad.gif თუმცა, შეიძლება მანამდე მომიწიოს მისი ნახვა დონ კიხოტში, დიდი იმედი მაქვს.
არაჩვეულებრივი ოჯახი ჰყავს, უსაყვარლესი ადამიანები არიან მისი ქმარ-შვილი. შარშან შემთხვევით გავიცანი და დღემდე გაოგნებული ვარ, ისეთი კარგები არიან. მაგალითებს არ მოვიყვან, მაგრამ ასე კარგად აღზრდილი ბავშვი და ასეთი შეყვარებული მეუღლე ძალიან ცოტა მინახავს. მიყვარს სამივე.
ცისკარიძეზე ვეცემი, ტიპი მევასება, რომ აღარაფერი ვთქვა მოცეკვავეზე. ამდენი ქართული თუ იცოდა, არ მეგონა! biggrin.gif
ისე, პ.სის ჟურნალისტებს ვურჩევდი, რომ თბილისში მოცეკვავეებზეც გაეკეთებინათ რეპორტაჟი,
თურქეთში გვყავს კიდევ ერთი კარგი ბიჭი! biggrin.gif
* * *
ქრისტე აღსდგა!
მრავალს დაესწარით ბედნიერად!

Posted by: unknown lady 4 Apr 2010, 16:22
marilis
QUOTE
ვგიჟდები ირმაზე შეჰერაზადაში, შეუდარებელია! მაისში როდის იცეკვებს ნეტავ,



აუცილებლად წავალ რომ ჩამოვა chups.gif
მაინტერესებს შეჰერეზადას ნახვა რას შვება ასეთს biggrin.gif

QUOTE
შეიძლება მანამდე მომიწიოს მისი ნახვა დონ კიხოტში,


დამიწერე მერე ირმას ჩელიტაში რა მოგეწონება და რა არა biggrin.gif

კარგი იქნება ცისკარიძეც რომ ჩამოვიდეს
სახეზე აწერია თავის ნარცისიზმი givi.gif

გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს, დაესწარით მრავალს, ბედნიერად და ჯანმრთელად!!!

Posted by: marilis 4 Apr 2010, 18:43
unknown lady
QUOTE
კარგი იქნება ცისკარიძეც რომ ჩამოვიდეს

ცისკარიძეს ანანიაშვილთან არის მწყრალად, როგორც ვიცი და არ უნდა ველოდოთ, სამწუხაროდ!
QUOTE
დამიწერე მერე ირმას ჩელიტაში რა მოგეწონება და რა არა biggrin.gif

აუცილებლად,
ისეთი პოლემიკა მოჰყვა ირმას ჩელიტას, მეც მაინტერესებს biggrin.gif

Posted by: unknown lady 4 Apr 2010, 19:57
QUOTE
ისეთი პოლემიკა მოჰყვა ირმას ჩელიტას, მეც მაინტერესებს biggrin.gif



givi.gif


Posted by: rumpleteazer 6 Apr 2010, 22:08
ძალიან ფანტასტიკის სფეროა მგონი, მაგრამ შემთხვევით ხომ არ იცით,
თბილისის ოპერაში დადგმული რომეო და ჯულიეტას ჩანაწერი არსებობს ? user.gif
მაინტერესებს

Posted by: marilis 6 Apr 2010, 23:05
rumpleteazer
QUOTE
თბილისის ოპერაში დადგმული რომეო და ჯულიეტას ჩანაწერი არსებობს ? user.gif

ჩანაწერები არსებობს, მაგრამ შიდა ჩანაწერებია, დისკად არავინ გამოსცემს, რა თქმა უნდა.
რომელიმე ქართველი მსახიობი თუ არ გაინტერესებს, კონკრეტულ პარტიაში, ნეტში რომეო და ჯულიეტას მეტი რა არის, დაქაჩე. ჩვენს თეატრში ლავროვსკის ქორეოგრაფია დაიდგა, სხვა ვერსიებიც საინტერესოა. მაკმილანის ან ნურიევისა ნახე, უფრო ფერადი და ადვილი საყურებელია, მით უმეტეს, ჩანაწერში.

Posted by: rumpleteazer 6 Apr 2010, 23:08
marilis
ხოდა სხვები რომ დავქაჩე და ვუყურე, ამიტომ მაინტერესებდა როგორ იცეკვეს.
სულ ისეთ დროს იყო სპექტაკლები ვერცერთხელ ვერ წავედი.
თან კოსტუმები მაინტერსებს ძაან.
რამდენადაც ბალეტში ცუდად ვერკვევი, იმდენად კოსტუმი ჩემი სფეროა.

ისე მადლობ მაინც რჩევისთვის smile.gif

Posted by: marilis 6 Apr 2010, 23:17
rumpleteazer
QUOTE
თან კოსტუმები მაინტერსებს ძაან.

კოსტუმები თუ გაინტერესებს, ოპერის საიტზე შედი და ფოტოები დაათვალიერე.
როგორ იცეკვეს და ანანიაშვილი კარგად იცეკვებდა, არ მინახავს.
ისე, კანდელაკი-გოგუა-მურადელი ასრულებდნენ ჯულიეტას. ჯულიეტას მურადელი ჰგავს, მაგრამ რაც მე ვნახე, არც თუ კარგად იცეკვა. დანარჩნები ჩემი აზრით, არ უხდებიან ამ პარტიას.
ერთი მერკუციო მომწონდა- ევგენი გერასიმენკო და მალევე წავიდა ტეატრიდან. დათო ხოზაშვილი- არაჩვეულებრივი ტიბალტი, ქალბატონი კაპულეტი- თეონა ჩარკვიანი, კარგი შემცხადებელი ქალი. ორკესტრის ტრადიციულად ცუდი შესრულება და ეს იყო სულ.

Posted by: unknown lady 7 Apr 2010, 19:35
QUOTE
ჯულიეტას მურადელი ჰგავს


სცენაზე ძალიან ლამაზია ანა

QUOTE
ანანიაშვილი კარგად იცეკვებდა



ასეთი კიდევ მე საერთოდ არ მინახავს სხვა . ეს ქალი ნამდვილი ხელოვანია chups.gif

Posted by: marilis 12 Apr 2010, 18:18
http://www.radikal.ru
* * *
http://opera.ge/geo/news.php?id=954&menu=news&eventdate=2010-04-29

ვის აძლევენ ამ წელს "ვარსკვლავს" ?

Posted by: Contralto 16 Apr 2010, 02:48
აგერ , შეხედეთ, როგორ გააკეთილშობილა სტატისტმა ეს მოსაწყენი ცეკვა "მაკნატუნაში"
მარცხენა "ლომს" დააკვირდით biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif ბოლომდე უყურეთ!!!
lol.gif

http://www.youtube.com/watch?v=4Ha1XZSqsyc&feature=player_embedded

Posted by: marilis 16 Apr 2010, 02:50
Contralto
ვაიმე, ცუდად ვაარ lol.gif lol.gif lol.gif lol.gif
* * *
მაგისი მეწყვილე აშკარად შოკშია, სულ მაგისკენ იყურება lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif
გაიხარე, ამდენი კარგა ხანია, არ მიცინია

Posted by: Contralto 16 Apr 2010, 03:57
marilis
და სპილოები რა უხერხულ მდგომარეობაში არიან პაკლონზე smile.gif smile.gif აღარ იციან, რა ქნან, სად წავიდნენ smile.gif

Posted by: muko 16 Apr 2010, 15:08
Contralto
lol.gif lol.gif lol.gif ..........

Posted by: cheese1 16 Apr 2010, 17:08
ზახაროვას ერთერთი საუკეთესო ვიდეო


Posted by: marilis 16 Apr 2010, 18:23
cheese1
QUOTE
ზახაროვას ერთერთი საუკეთესო ვიდეო

წარმოუდგენლად ლამაზია სცენაზე

Posted by: muko 17 Apr 2010, 22:43
marilis
QUOTE
წარმოუდგენლად ლამაზია სცენაზე

გეთანხმები yes.gif ...........

Posted by: Rabbit 18 Apr 2010, 00:20
QUOTE (Contralto @ 16 Apr 2010, 02:48 )
აგერ , შეხედეთ, როგორ გააკეთილშობილა სტატისტმა ეს მოსაწყენი ცეკვა "მაკნატუნაში"
მარცხენა "ლომს" დააკვირდით biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif ბოლომდე უყურეთ!!!
lol.gif

http://www.youtube.com/watch?v=4Ha1XZSqsyc&feature=player_embedded

ძაან მაგარია lol.gif
მაგან ნეტა თავისით მოიფიქრა ეგ ტანციმანცი თუ ქორეოგრაფმა დაუდგა ეგრე? lol.gif

Posted by: marilis 18 Apr 2010, 00:41
Rabbit
QUOTE
მაგან ნეტა თავისით მოიფიქრა ეგ ტანციმანცი თუ ქორეოგრაფმა დაუდგა ეგრე? lol.gif

ჯერ ისეთი უჭკუო ქორეოგრაფი არ დაბადებულა, საკუთარივე სპეკტაკლი ჩაეშალოს,
რად უნდა მაგას კითხვა, რომ თავისი ოინებია
* * *

ეს ბიჭი შარშან ვნახე პირველად სცენაზე და ელდა მეცა, მეთქი ამას აქ რა უნდა, სასწაულად ჰგავს დათო ხოზაშვილს,
მაგრამ დათო უკეთესად ცეკვავს, რა თქმა უნდა, ამას მეორეხარისხოვან სოლოებს აძლევენ.

http://www.radikal.ru

Posted by: akaki 19 Apr 2010, 01:27

სი ენ ენ ზე ახალ ამბებს ვათავალიერებდი და ეს ლინკი მინდა გაგიზიაროთ, ბალეტის მოყვარულად არ ვითვლები მაგრამ მესიამოვნა ეს სიუჟეტი ნამდვილადsmile.gif

http://edition.cnn.com/video/#/video/world/2010/04/17/watson.georgia.world.stage.cnn?hpt=C2

Posted by: marilis 19 Apr 2010, 01:40
akaki
გაიხარე, დიდი დიდი და კიდევ უფრო დიდი მადლობა!
სხვათა შორის, აპინულია ბალეტის თემა და იქაც დადე ეს ლინკი, ან მე დავდებ, როგორც გინდა! 2kiss.gif

Posted by: akaki 19 Apr 2010, 01:50
marilis

დადე შენ, მე ვერ მივაგნებ სადმე სხვაგან არ დავდო smile.gif

Posted by: marilis 19 Apr 2010, 02:15
http://forum.ge/?f=36&showtopic=34095055&st=30
ეს ბალეტის თემა.
ისე, რეპორტაჟი დიდი არაფერი, მაგრამ მაინც სასიამოვნოა, გეთანხმები

Posted by: marilis 20 Apr 2010, 04:47
ამ ბალეტზე გული მტკივდება, განსაკუთრებით, ბოლო ადაჯოზე. ერთი თეატრში სიარული მიყვარდა და ეგეც დამიხურეს user.gif

http://www.youtube.com/watch?v=QVOxu1Mv_yw

Posted by: terdzi 20 Apr 2010, 12:21
QUOTE
ბალეტი და ქორეოგრაფები, ნაწილი - 2


Posted by: unknown lady 25 Apr 2010, 15:18
რუსთაველის თეატრის სცენაზე რაღაც ვერ წარმომიდგენია ბალეტი

ოპერა დამიხურეს
ნეტა მალე მორჩეს რემონტი

მეჩქარება გარემონტებული ოპერის ნახვა

Posted by: marilis 28 Apr 2010, 01:33
ნახეთ, რა ვიდეო მოგიტანეთ,
აი, ეს მესმის!

http://www.youtube.com/watch?v=EtEhfMsvuss&feature=player_embedded#!

Posted by: cheese1 28 Apr 2010, 23:03
user posted image

Posted by: marilis 29 Apr 2010, 18:24
ეს ნახეთ, რა მაგარია! biggrin.gif
http://www.youtube.com/watch?v=-BJx9b7BeBw

Posted by: marshoo 29 Apr 2010, 22:42
ვულოცავ ნინო გოგუას ნინო ანანიაშვილის მიერ დაწესებული ვარსკვლავის მიღებას და ვისურვებ წარმატებას !!!!!!!!ძააან მიყვარს ნინოოოოოო დღეს არაჩვეულებრივი იყო როგორც არასდროს....ასევევ დაჯილდოვებულ იქნა ABT-ს სოლისტი დევიდ ჰოლბერგი...

http://www.youtube.com/watch?v=1RrJDUKUsOU

Posted by: marilis 29 Apr 2010, 22:52
marshoo
მეც ვულოცავ ნინოს, კიდევ და კიდევ მეტი წარმატებები.
ატვირთონ რა დღევანდელი დღის ვიდეო,
ძალიან ძალიან მაინტერესებს

Posted by: ERM0NIA 1 May 2010, 00:28
ბალეტის, საერთოდ ცეკვისა და კულინარიის მოყვარულებს. biggrin.gif


Posted by: unknown lady 1 May 2010, 16:05
ნინოს ვარსკვლავი მიხარია , კარგი გოგოა

ვიდეო დადეთ რა თუ გაქვთ

Posted by: marshoo 2 May 2010, 13:24
http://www.youtube.com/watch?v=uQxIstHtJw0&feature=related
მიყვარს ეს პა დე დე ლუსია ლაკარას შესრულებით.დადგმა გენიალურ როლან პეტის ეკუთვნის.ეშტონის დადგმაც მინდოდა დამედო მაგრამ...)))))ამითაც ისიამოვნებთ.ესშტონისეულ ვერსიას კი საქართველოშიც იხილავთ

Posted by: marilis 3 May 2010, 01:50
marshoo
QUOTE
მიყვარს ეს პა დე დე ლუსია ლაკარას შესრულებით.დადგმა გენიალურ როლან პეტის ეკუთვნის.ეშტონის დადგმაც მინდოდა დამედო მაგრამ...)))))ამითაც ისიამოვნებთ.ესშტონისეულ ვერსიას კი საქართველოშიც იხილავთ

რატომღაც ეშტონის უფრო მიყვარს, ალბათ იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს და პირველად ლაშასა და ნინოს შესრულებით ვნახე. როგორ მიყვარდა.
ანანიაშვილს უცეკვია გალაზე, როგორი იყო? ნახავდა კაცი

QUOTE
ბალეტის, საერთოდ ცეკვისა და კულინარიის მოყვარულებს. biggrin.gif

რა მაგრობაა

დღეს ისეთი კატასტროფა ჩელიტა ვნახე რომში, პაროდიას ვუყურებდი, მეგონა.
უფრო დაგაფასეთ, ბავშვებო! ისედაც ყოველთვის გაფასებდით! :დ

Posted by: cheese1 3 May 2010, 14:10
marilis
რომშI ცხოვრობ???? აუუუ ბედნიერო........ smile.gif

ლაკარა ულამაზესიაა... არ ვიცი როგორ შეილება ადამაინს ასეთი ლამაზი მოძრაობები ქონდეს..

user posted image

Posted by: marilis 3 May 2010, 14:34
cheese1
QUOTE
ლაკარა ულამაზესიაა... არ ვიცი როგორ შეილება ადამაინს ასეთი ლამაზი მოძრაობები ქონდეს..

პირველად ამ ჩანაწერში ვნახე და იმდენად დამთრგუნა მისმა სიგამხდრემ, დღემდე ვერ გამოვდივარ შთაბეჭდილებიდან.
ისე, მაგარია, რა თქმა უნდა biggrin.gif

http://www.youtube.com/watch?v=G_1gYrXh318

Posted by: ERM0NIA 3 May 2010, 15:44

Posted by: cheese1 6 May 2010, 20:10
ნახეთ რა ვიპოვე ანანიაშვილი ტაისსში.... ვიდეო როგორ მაინტერსებს..

user posted image

user posted image

Posted by: marilis 7 May 2010, 04:05
cheese1
QUOTE
ნახეთ რა ვიპოვე ანანიაშვილი ტაისსში.... ვიდეო როგორ მაინტერსებს..

მეც ძალიან მაინტერესებს, ანანიაშვილიცა და კიდევ ერთი გოგოც smile.gif)
ეგაა, ვასიკო ვერ ჯდება ჭაბულის ობრაზში, გარეგნობით არ უხდება ამ ბალეტს

Posted by: Orlando 12 May 2010, 02:43
დღეს ვინმე იყო ალექსიძის ქორეოგრაფიის საღამოზე?

Posted by: marilis 18 May 2010, 14:37
ქალი ლეგენდა, ქალი ცეცხლი,
იტალიაში აქციები მიდის იმასთან დაკავშირებით, რომ ტეატრებს დაფინანსება შეუმცირეს,
2.00 წუთზე უყურეთ კარლა ფრაჩი რომის მერს რას წამოუხტა, ლამის თვალები დასთხარა, ნაძირალა ეძახა და დარბაზის რეაქცია!

http://www.youtube.com/watch?v=dk7N3hPm6Sg&feature=player_embedded
* * *
givi.gif givi.gif givi.gif
-------------------------------------------------

Posted by: marshoo 20 May 2010, 20:55
marilis
QUOTE
ეგაა, ვასიკო ვერ ჯდება ჭაბულის ობრაზში, გარეგნობით არ უხდება ამ ბალეტს

გეთანხმები)))))
QUOTE
კიდევ ერთი გოგოც

რომელი გოგო???

Posted by: marilis 25 May 2010, 00:23
მე მართალია, დასაწერი არაფერი მაქვს, მაგრამ აღვნიშნავ, რომ ეს თემა თავის ხალხიანად ძალიან მიყვარს! alk.gif
კიდევ, ვინმეს თუ გაქვთ მაკნატუნაში რომ სტუმრების შემოსვლის სცენაა, - იმისი ან ვიდეო, ან მუსიკა, დამიდეთ რა, საშინლად მინდა.
მთვრალი მამას რომ ორი და სახელოებზე ეჭიდება და მიაჩანჩალებს, მაგ სცენაზე ვგიჟდები! მუსიკაც საშინლად მიყვარს და ვერსად ვნახე!
გაისად რა პრემიერები იგეგმება, ხომ არ იცით?
* * *
http://www.youtube.com/watch?v=7wN6XkYF4BU

ეხლა წავაწყდი და ხვდებით, ჩემთვის რა სტრესია ამ სპექტაკლზე არყოფნა?!!!!!!!!!!!!! help.gif help.gif help.gif
ჩემი საყვარელი მოცეკვავე– რუზიმატოვია თბილისში და მე ვერ ვნახულობ!!! help.gif help.gif help.gif
ჩემს ერთ–ერთ საყვარელ ბალეტში თავის საუკეთესო პარტიას ცეკვავს ირმა ნიორაძესთან, რომელიც ჩემი აზრით, შეჰერაზადაში ასევე საუკეთესოა!
cry.gif cry.gif cry.gif
* * *

დატკბით:
http://www.youtube.com/watch?v=v1B_CKcERr8

Posted by: unknown lady 26 May 2010, 14:12
აბა იხილეთ ირმა რუსთაველის თეატრის სცენაზე?

მე სამწუხაროდ ვერ წავედი, რაზეც გული დამწყდა, მაგრამ არაუშავს
სიმართლე გითხრათ შეჰერეზადა არ მიყვარს
ირმას და მისი პარტნიორის გამო დამწყდა გული მხოლოდ

ნინო ანანიაშვილი დღეს ორდენით დააჯილდოვეს, რაც ასევე გამიხარდაsmile.gif

QUOTE
მე მართალია, დასაწერი არაფერი მაქვს, მაგრამ აღვნიშნავ, რომ ეს თემა თავის ხალხიანად ძალიან მიყვარს!


მეც marilis
2kiss.gif

Posted by: tornike75 29 May 2010, 16:32
ქართული ბალეტი ყველზე მაგარია მსოფლიოში.

Posted by: marshoo 30 May 2010, 13:14
marilis

QUOTE
ჩემი საყვარელი მოცეკვავე– რუზიმატოვია თბილისში და მე ვერ ვნახულობ

მართლა გენიალური მოცეკვავეა ემოციური და თავშეკავებული, ამჯერდ აღარაფერს ვამბობ ულამაზეს ,,შეხერეზადაზე'' მიყვარს ეს ბალეტი...მინდა ჩემი აღფრთოვანება გამოვხატო ჩემი უსაყვარლესი ქორეოგრაფის ბეჟარის ,,ადაჟიეტოსადმი''(პოეტის სიკვდილი)რომელსაც ხორხე დონი ასრულებდაააა და LIVE-ში რუზიმატოვის შესრულებით რომ ვნახე ძაან ბედნიერი ვარ,ეს იყო რაღაც.....

Posted by: marshoo 1 Jun 2010, 18:16
ხალხოოოო ვისაც ბალეტი გიყვართ მშვენიერი საიტია და პირობას იძლევაინ გაუმჯობესდებაო))))
http://classic-ballet.ucoz.net/

Posted by: tami_synergy 2 Jun 2010, 16:25
marshoo
ჯერჯერობით ძალიან მწირი ინფორმაცია დევს, იმედია შეივსება და უფრო დახვეწილიც გახდება. წარმატებას ვუსურვებ საიტს


ისე კი ჩვენს ბალეტს მაგრად აკლია პიარი, ნორმალურად ინფორმაციას ვერ მოიდზიებ. ხო შეიძლება ვიღაც ზრუნავდეს კონცერტების ფოტოების, ვიდეოების დადებაზე, უცხოეთის გასტროლებზე მეტი ამსახველი კადრების გავრცელებაზე, თუ გინდ ახალგაზრდა ბალერინებზე ინფორმაცია, ფოტოები და შესრულებები.
იმედია ვინმე დაიწყებს ამაზე ზრუნვას

Posted by: marshoo 4 Jun 2010, 21:18
tami_synergy
დიდი სიამოვნებით გავაკეთებდი.....თუმცა
რაც შეეხეა საიტს ეგეც კარგია რომ ვიგაც დებს ბალეტებს ასატვირთად,მადლობა გუგას))))))

Posted by: marilis 7 Jun 2010, 23:28
ანა გორგიაშვილის ფანი ვარ!
დანარჩენი იყო რა:
სილვია- საშინელება, გახდილი ხელაშვილი-არაესთეტიკური, ცეკვაზე აღარაფერს ვიტყვი, თავისი გაჭირვება ეყოფა. ასევე მურადელიც, რა ქნა, ვერ გავიგე.
დათო ანანელმა რა ნიშნით მიამსგავსა ასე დონ კიხოტის ესპადა და ბალანჩის ქორეოგრაფია ერთმანეთს, ვერ მივხვდი, კატასტროფა, სამაგიეროდ, ანა მომეწონა ძალიან: ლამაზია, მუსიკალური, არტისტული, მოკლედ, მაგ გოგოს იმედი მაქვს, სხვების ყურების ნერვი აღარ შემრჩა.
გვერდით და უკან ნაროდი მეჯდა, ეგ ცალკე საკითხავია, უკულტურო, უკულტურო, უკულტურო ხალხი.
ამოვიდა ყელში ეს უადგილო ტაშისკვრა და ამდენი ლაპარაკი და კომენტარები. ყველა ნომერზე მესმოდა გვარი - ხოზაშვილები და შედარებები: აბა ამ დეგენერატს უნდა ვუყურებდეთ და ისინი თურქეთში უნდა ცეკვავდნენ?
მობილურების წკრიალი. მერე ბებო მეჯდა გვერდზე და ხუთჯერ ააშრიალა პარკები, კანფეტებს ჭამდა შიგადაშიგ და როცა არ ჭამდა ბიზპრიჩინ ტაშს უკრავდა და ხალხი ყვებოდა.
ამის ღირსებიც არ ვართ, ზედმეტია ეს დასი, ტრიბუნიდან უნდა აყურებინო მაგათ მაიმუნების ცირკს და ის მაიმუნებიც შემეცოდებიან ამათ ხელში.

Posted by: marshoo 8 Jun 2010, 17:26
QUOTE
ანა გორგიაშვილის ფანი ვარ!

QUOTE
ანა მომეწონა ძალიან: ლამაზია, მუსიკალური, არტისტული, მოკლედ, მაგ გოგოს იმედი მაქვს,

მართლაც ანის ყველა ეს ღირსება გააჩნია და მინდა უფრო მეტ და მეტ პარტიაში ვიხილო,ანი კარგი მოცეკვავეა და არაჩვეულებრივი პიროვნება,ანი წარმატებაააააააააა!!!!!!!

Posted by: tami_synergy 10 Jun 2010, 12:27
ჩემი მეგობარია ბალერინა, ავსტრიაში გაიმარჯვა კონკურსზე და მიიწვიეს სასწავლებლად. აქ ჭაბუკიანში ცეკვავდა 8 წლიდან მაგრამ სიმაღლის გამო დაიწუნეს და არ მიიღეს ოპერაში...

ძალიან ლამაზი და ნიჭიერი ბალერინაა bis.gif love.gif

Posted by: marshoo 10 Jun 2010, 13:50
tami_synergy
QUOTE
ძალიან ლამაზი და ნიჭიერი ბალერინაა

ასეთი ბალერინები გვჭირდება)))))ვინ თU საიდუმლო არ არის?

Posted by: tami_synergy 10 Jun 2010, 16:08
marshoo
ნინო ხარაძე ქვია, მისგან რომ ავიღებ ნებართვას შეიძლება სურათებიც დავდო smile.gif

Posted by: marilis 12 Jun 2010, 18:39
http://www.youtube.com/watch?v=jfFMNKeL_kQ

Posted by: cheese1 12 Jun 2010, 23:05
marilis
უიი ეს ეხლანდელი გასტროლებიდანაა ხოო?? smile.gif

Posted by: marilis 13 Jun 2010, 00:07
cheese1
QUOTE
უიი ეს ეხლანდელი გასტროლებიდანაა ხოო?? smile.gif

არ ვიცი, უკვე წავიდნენ და მახათელი წაიყვანეს გასტროლებზე?

Posted by: marshoo 13 Jun 2010, 00:16
cheese1
QUOTE
უიი ეს ეხლანდელი გასტროლებიდანაა ხოო?? smile.gif

კი ახლანდელი გასტროლებიდან არის
tami_synergy
ნინო ვიცნობ))))))წარმატებას ვუსურვებ
* * *
XX საუკუნის გენიალურ ქართველ ხელოვანს, ქართული ბალეტის ფუძემდებელს ვახტანგ ჭაბუკიანს წელს 100 წელი შეუსრულდა. იუნესკომ 2010 წელი ვახტანგ ჭაბუკიანის წლად გამოაცხადა.
პარალელურად ხდება სამარცხვინო და შემაძრწუნებელი ფაქტი. ამ ინფორმაციას წავაწყდი ინტერნეტში და ჩავთვალე საჭიროდ აქაც დამეწერა ...წყარო იუწყება რომ,, ვახტანგ ჭაბუკიანის სახლ-მუზეუმის დირექტორმა, დავით ჯანგველაძემ თაღლითური გზით ჭაბუკიანის დის შვილს 82… წლის დემანციით დაავადებულ ქალბატონ თამარ გორდონს მოაწერინა ხელი ვაჟა ფშაველას გამზირზე მდებარე 3 ოთახიანი ბინის ჩუქებაზე, რომელიც ანდერძით ეკუთვნის თამარ გორდონის დის შვილს და ვახტანგ ჭაბუკიანის დის შვილიშვილს, ნიკოლოზ გვარაძეს, რომელიც ამ სახლში ცხოვრობს მის ოჯახთან და ქალბატონ თამარ გორდონთან ერთად. დავით ჯანგველაძე სასამართლოს გადაწყვეტილებამდე ითხოვს მათი ბინიდან გამოსახლებას.
მოგმართავთ თხოვნით, ქართული ხელოვნების თაყვანისმცემლებს, მედიის წარმომადგენლებს და ყველას, ვისაც სურს სამართლიანობის აღსადგენად ამოგვიდგეს გვერდში, სამშაბათს 15 ივნისს დილის 11 საათზე მობრძანდეთ ვაჟა ფშველას გამზირზე, 4 კვარტალი, 4 კორპუსი, ბინა 18, 2 სადარბაზო.''((((((((((((((9999
* * *
XX საუკუნის გენიალურ ქართველ ხელოვანს, ქართული ბალეტის ფუძემდებელს ვახტანგ ჭაბუკიანს წელს 100 წელი შეუსრულდა. იუნესკომ 2010 წელი ვახტანგ ჭაბუკიანის წლად გამოაცხადა.
პარალელურად ხდება სამარცხვინო და შემაძრწუნებელი ფაქტი. ამ ინფორმაციას წავაწყდი ინტერნეტში.წყარო იუწყება რომ,,ვახტანგ ჭაბუკიანის სახლ-მუზეუმის დირექტორმა, დავით ჯანგველაძემ თაღლითური გზით ჭაბუკიანის დის შვილს 82.... წლის დემანციით დაავადებულ ქალბატონ თამარ გორდონს მოაწერინა ხელი ვაჟა ფშაველას გამზირზე მდებარე 3 ოთახიანი ბინის ჩუქებაზე, რომელიც ანდერძით ეკუთვნის თამარ გორდონის დის შვილს და ვახტანგ ჭაბუკიანის დის შვილიშვილს, ნიკოლოზ გვარაძეს, რომელიც ამ სახლში ცხოვრობს მის ოჯახთან და ქალბატონ თამარ გორდონთან ერთად. დავით ჯანგველაძე სასამართლოს გადაწყვეტილებამდე ითხოვს მათი ბინიდან გამოსახლებას.
მოგმართავთ თხოვნით, ქართული ხელოვნების თაყვანისმცემლებს, მედიის წარმომადგენლებს და ყველას, ვისაც სურს სამართლიანობის აღსადგენად ამოგვიდგეს გვერდში, სამშაბათს 15 ივნისს დილის 11 საათზე მობრძანდეთ ვაჟა ფშველას გამზირზე, 4 კვარტალი, 4 კორპუსი, ბინა 18, 2 სადარბაზო.''რა ხდება???

Posted by: falestra 14 Jun 2010, 10:52
ხალხო ეს ვიდეო რამდენიმეგან ვნახე და ცისკარიძეაო ერთგან ეწერა და...
მართლა ცისკარიძეა?

Posted by: marilis 14 Jun 2010, 11:46
marshoo
QUOTE
პარალელურად ხდება სამარცხვინო და შემაძრწუნებელი ფაქტი. ამ ინფორმაციას წავაწყდი ინტერნეტში და ჩავთვალე საჭიროდ აქაც დამეწერა ...წყარო იუწყება რომ,, ვახტანგ ჭაბუკიანის სახლ-მუზეუმის დირექტორმა, დავით ჯანგველაძემ თაღლითური გზით ჭაბუკიანის დის შვილს 82… წლის დემანციით დაავადებულ ქალბატონ თამარ გორდონს მოაწერინა ხელი ვაჟა ფშაველას გამზირზე მდებარე 3 ოთახიანი ბინის ჩუქებაზე, რომელიც ანდერძით ეკუთვნის თამარ გორდონის დის შვილს და ვახტანგ ჭაბუკიანის დის შვილიშვილს, ნიკოლოზ გვარაძეს, რომელიც ამ სახლში ცხოვრობს მის ოჯახთან და ქალბატონ თამარ გორდონთან ერთად. დავით ჯანგველაძე სასამართლოს გადაწყვეტილებამდე ითხოვს მათი ბინიდან გამოსახლებას.

help.gif help.gif help.gif help.gif help.gif falestra
QUOTE
ხალხო ეს ვიდეო რამდენიმეგან ვნახე და ცისკარიძეაო ერთგან ეწერა და...

ცისკარიძე იმისი კაცია, დოლზე დამკვრელ ვეფხვად დააყენონ რა :დდდ
საერთოდ არ არის ეგ ბოლშოის სპექტაკლი

Posted by: falestra 14 Jun 2010, 15:05
marilis
კიდე კაი...
მეც არა ვთქვი

Posted by: tami_synergy 16 Jun 2010, 11:33
სტატია ქართველ ბალერინაზე- ნათია რთველიაშვილზეა, რომელიც ამჟამად რივერდანსში ცეკვავს. სტატიაში ნახსენები ჰყავს მისი მეგობარი, ნათია კეზევაძე, რომელიც ასევე წარმატებული ბალერინა ყოფილა ნიუ იორკში smile.gif ძალიან მესიამოვნა ეს სტატია smile.gif

http://tbiliselebi.ge/?mas_id=3441&rubr_id=4&jurn_id=14



Posted by: marshoo 16 Jun 2010, 17:19
tami_synergy
ნათია კეზევაძემ დაამთავრა ვაგანოვას აკადემია,მერე ცეკვავდა ბორის ეიფმანის დასში.ერთხელაც როცა მამა,ისთან იყო ნიუ ოირკში ჩასული დაესწრო მსოფლიოში ცნობილი დასის Complexions–ის სპეკტაკლს,მერე მასტერკლასს და მიგებულ იქნა ამ დასში. საერთოდ ამ დასში მთავარი ფიგურა არსი დევიდ რიჩარდსონი როგორც მოცეკვავე,ქორეოგრაფი და მამაკაცებიდან თვალში გეცემა სწორედ იგი.ხოლო გოგოებიდან მართლა გამოარჩევ ნათიას რომელმაც მე შემთხვევით დამაინტერესა და ძალიან გამიხარად როცა გავიგე რომ ეს გოგონა ქართველი იყო.

* * *
QUOTE
ნათია რთველიაშვილზეა,

რაც შეეხაბა ნათიაზე ბევრი რამ გამიგია))))))

Posted by: marilis 19 Jun 2010, 00:31
http://www.youtube.com/watch?v=_6Uh4ZigaK0

Posted by: marilis 21 Jun 2010, 13:05
ჩვენს მიჭებს ჰგავს, დათოს და ცოტათი ლაშასაც
http://www.youtube.com/watch?v=DUNQjjbozF8&feature=player_embedded#!

Posted by: marshoo 21 Jun 2010, 22:04
marilis
შენ გაგიხარდება და გეტყვი ლაშა ხოზაშვილს სულ მალე ბოსტონის დასის შემადგენლობაში ვიხილავთ))))))

Posted by: marilis 21 Jun 2010, 22:08
marshoo
QUOTE
შენ გაგიხარდება და გეტყვი ლაშა ხოზაშვილს სულ მალე ბოსტონის დასის შემადგენლობაში ვიხილავთ))))))

მადლობა, მარშო 2kiss.gif
თუმცა, უკვე გავიგე, ძალიან გამიხარდა კიდეც, რა თქმა უნდა და მთელი გულითა და სულით ვუსურვებ წარმატებას.
უზომოდ მიხარია მისი ყოველი წარმატება და კიდევ უკეთეს დასებში მენახოს, ნამდვილად იმსახურებს.
იმედია, გვაღირსებენ და აქაც დაპატიჟებენ ხოლმე.


Posted by: marshoo 22 Jun 2010, 15:05
marilis
,ისე კი ვიცოდი შენ უკვე გეცოდინებოდაა))))))
QUOTE
უზომოდ მიხარია მისი ყოველი წარმატება და კიდევ უკეთეს დასებში მენახოს, ნამდვილად იმსახურებს. იმედია, გვაღირსებენ და აქაც დაპატიჟებენ ხოლმე.

QUOTE
უზომოდ მიხარია მისი ყოველი წარმატება და კიდევ უკეთეს დასებში მენახოს, ნამდვილად იმსახურებს. იმედია, გვაღირსებენ და აქაც დაპატიჟებენ ხოლმე.


Posted by: marilis 22 Jun 2010, 19:23
marshoo
QUOTE
,ისე კი ვიცოდი შენ უკვე გეცოდინებოდაა))))))

კი, მითხრეს! smile.gif)

Posted by: cheese1 22 Jun 2010, 21:30
smile.gif

ცოტაოდენი სურათები... smile.gif

სილვია

http://www.radikal.ru

ესეც....

http://www.radikal.ru

ალესანდრა ფერი

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

Posted by: marshoo 23 Jun 2010, 21:48
შიშველი ალესანდრა არ მყავდა ნანახი)))))

Posted by: marilis 24 Jun 2010, 00:30
marshoo
QUOTE
შიშველი ალესანდრა არ მყავდა ნანახი)))))

სილვია ეგ,
შიშველი ფერი რა სანახავია, მოიცა, ერთი! biggrin.gif

Posted by: tami_synergy 24 Jun 2010, 10:55
http://www.youtube.com/watch?v=bCzmeNI89cE
14 წლის ბალერინაა და მე ძალიან მომეწონა smile.gif

Posted by: marilis 24 Jun 2010, 14:08
QUOTE
14 წლის ბალერინაა და მე ძალიან მომეწონა smile.gif

ბავშვი მესმის!
უფრო სწორად, ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ბავშვია, კარგი გამოცდილი გეგონება, მარტო ხელის კიდურებზე ეტყობა, რომ ცოტა აქვს კიდევ სამუშაო

Posted by: marshoo 24 Jun 2010, 15:31
http://www.youtube.com/watch?v=aOGugktm7bc მე ამბალეტზე და ქორეოგრაფზე ვგიჟდებიიიიი ...ნუ მოკლედ ქორეოგრაფია მუსიკა ემოცია არ ვიცი მაგარია და მორჩა0)))))0
* * *
ამ ლაურენციცა უყურეტ მიხაილოვსკის თეატრში სასაცილოა რა არის არ მომეწონაააა
http://www.youtube.com/watch?v=PYQQoYyrf7o

Posted by: marilis 24 Jun 2010, 16:31
marshoo
QUOTE
ამ ლაურენციცა უყურეტ მიხაილოვსკის თეატრში სასაცილოა რა არის არ მომეწონაააა

ფროდონზო ვარიაციის ბოლოებში რა ბატივით ჩერდება biggrin.gif
აშკარად ეტყობა, ახალი ნასწავლი აქვს პარტია,
არა და, ცოტა ტვინის დატანება რომ შეეძლოს, მესამე-მეოთხე სპექტაკლზე ექნებოდა შანსი, რომ ნორმალურად ეცეკვა biggrin.gif

Posted by: marshoo 24 Jun 2010, 22:37
marilis
QUOTE
არა და, ცოტა ტვინის დატანება რომ შეეძლოს, მესამე-მეოთხე სპექტაკლზე ექნებოდა შანსი, რომ ნორმალურად ეცეკვა biggrin.gif

მაგარიააააა უფროსწორად მაგარი ხარ რაააა)))))

Posted by: Parfumer 26 Jun 2010, 22:43
-------------------------------------------- smile.gif

Posted by: marilis 27 Jun 2010, 01:47
marshoo
QUOTE
მაგარიააააა უფროსწორად მაგარი ხარ რაააა)))))

მაგარი მე კი არა, ეგ ბიჭია! biggrin.gif

ისა, რაც იმ გალაზე ბრაზი დამიგროვდა, ბლოგზე ვანთხიე , რატომღაც დღეს biggrin.gif

http://lapis-mapis.blogspot.com/2010/06/blog-post_26.html

Posted by: marshoo 27 Jun 2010, 17:54
marilis
100% გეთანხმები))))))ვაი ვაი

Posted by: cheese1 8 Jul 2010, 13:12
კიდე დავდებ სურათებს smile.gif smile.gif

ალექსანდროვა
http://www.radikal.ru

ალესანდრა ფერის ფეხები...

http://www.radikal.ru

ანანიაშვილი და ფილინი

http://www.radikal.ru
ნინო
http://www.radikal.ru

ეს უბრალოდ ლამაზია.....

http://www.radikal.ru

Posted by: marilis_ 8 Jul 2010, 23:31
უყურეთ, რა სილამაზეა.
რა კაიფი იქნება ამისი ცოცხლად ნახვა, მოსმენა, დეკორაციები ხომ საერთოდ.
ლაშა ხოზაშვილი და ნინო გოგუა რა იქნებოდნენ ამ ბალეტში, დამეთანხმეთ! smile.gif

http://www.youtube.com/watch?v=CfntgLAcUIM&feature=player_embedded#!
* * *
cheese1
ეგ ბოლო ფოტო, მე მგონი, მიქელანჯელოს ძალიან მოეწონებოდა biggrin.gif

Posted by: cheese1 9 Jul 2010, 00:17
marilis_
აუ რა კარგი ნომერიაა ძალაინ მომეწონა! smile.gif

Posted by: marilis_ 9 Jul 2010, 00:26
cheese1
QUOTE
აუ რა კარგი ნომერიაა ძალაინ მომეწონა! smile.gif

გენაცვალე 2kiss.gif

Posted by: cheese1 10 Jul 2010, 12:57
გილემი და პლატელი ობერის ვარიაციით, ორივე ძაან კარგია... პლატელი როგორ მიყვარს... smile.gif


Posted by: marshoo 10 Jul 2010, 14:53
რაგაც ვერ მოვიცალე ამ თემისთვის))))))13ის მერე დავწერ რამე საინტერესოს)))))დრო მექნება)))

Posted by: tami_synergy 14 Jul 2010, 12:22
ამ ფილმის ყურებას ვაპირებ, ბალეტზეა, მგონი კარგი უნდა იყოს http://allmovies.ge/ge/#movie/GOPHK smile.gif

Posted by: S A F O 29 Jul 2010, 14:37
ხალხო - ვერა წიგნაძის ვიდეო ჩანაწერები არ გეგულებათ სადმე??

user.gif

Posted by: tami_synergy 30 Jul 2010, 16:10
S A F O
http://www.youtube.com/watch?v=DfsCfHlK4I4
http://www.youtube.com/watch?v=Ep63B5fc9NE
http://www.youtube.com/watch?v=T5lkfSK7M1k

smile.gif

Posted by: marilis_ 1 Aug 2010, 23:11
სად შემიძლია biggrin.gif

Posted by: marilis_ 8 Aug 2010, 01:08
http://www.youtube.com/watch?v=rxay5CUpMPQ





Posted by: S A F O 10 Aug 2010, 02:32
tami_synergy

გმადლობ 2kiss.gif

youtube-ის გარდა, კიდევ სად შეიძლება იყოს ხომ არ იცით?? smile.gif

Posted by: gvaska 13 Aug 2010, 18:22
წარმოგიდგენთ ჩაიკოვსკის, - ბალეტის უცნობი ქართველი ვარსკვლავების შესრულებით, განსაკუთრებით შთამბეჭდავია - ფინალი! yes.gif biggrin.gif

http://www.youtube.com/watch?v=g_UQqMlbmbQ

ვერ ვისწავლე ვიდეოს დადება help.gif

<object width="480" height="385"><param name="movie" value="http://www.youtube.com/v/g_UQqMlbmbQ?fs=1&amp;hl=en_US"></param><param name="allowFullScreen" value="true"></param><param name="allowscriptaccess" value="always"></param><embed src="http://www.youtube.com/v/g_UQqMlbmbQ?fs=1&amp;hl=en_US" type="application/x-shockwave-flash" allowscriptaccess="always" allowfullscreen="true" width="480" height="385"></embed></object>
* * *
marilis_
შენც, ბრუტუს?smile.gif

Posted by: tami_synergy 13 Aug 2010, 19:49
gvaska
ვაიმე იმ პატარას, მეოერ რო შემოდის, აშკარად აქვს მონაცამები, ძალიან არტისტულად და გრაციოზულად ცეკვავს bis.gif bis.gif bis.gif

Posted by: S A F O 13 Aug 2010, 20:18
QUOTE
ვაიმე იმ პატარას, მეოერ რო შემოდის, აშკარად აქვს მონაცამები, ძალიან არტისტულად და გრაციოზულად ცეკვავს


+ smile.gif

Posted by: gvaska 13 Aug 2010, 21:17
tami_synergy
S A F O
QUOTE
აშკარად აქვს მონაცამები

გადავცემ, გაუხარდება, ბევრსაც იცინებსsmile.gif 2kiss.gif

QUOTE
არტისტულად და გრაციოზულად ცეკვავს

კი, პეტიპას სკოლაა, მაგრამ ბოლოში აშკარა იყო მოდერნის გავლენა, ბალანჩინის ხელი ვიცანიsmile.gif love.gif

Posted by: marilis_ 14 Aug 2010, 13:17
gvaska
QUOTE
შენც, ბრუტუს?smile.gif

რა მე?

Posted by: anthropod 14 Aug 2010, 13:38
marilis_
ვიდეოს ვერც შენ დებ-მეთქი? ლინკი გქონდა დადებულიsmile.gif

Posted by: marilis_ 14 Aug 2010, 13:46
anthropod
შენც ახალი ნიკი?! biggrin.gif
ვერ ვდებ ხო, დებილი ვარ მასეთებში! biggrin.gif 2kiss.gif

Posted by: S A F O 15 Aug 2010, 02:17
QUOTE
QUOTE აშკარად აქვს მონაცამები

გადავცემ, გაუხარდება, ბევრსაც იცინებსsmile.gif


jump.gif
smile.gif მოკითხვაც გადაეცით უცნობი იუზერებისგან პატარა ბალერინას.

Posted by: marilis_ 17 Aug 2010, 14:45
http://www.youtube.com/watch?v=joCoAQ18Idc&feature=related

მიყვარს ეს ბალეტი

Posted by: laliko 18 Aug 2010, 14:17
გამარჯობათ smile.gif

ხომ ვერ მირჩევდით ბავშვი ბალეტზე სად შევიყვანოთ?

Posted by: marilis_ 18 Aug 2010, 22:26
laliko
QUOTE
ხომ ვერ მირჩევდით ბავშვი ბალეტზე სად შევიყვანოთ?

ჩუბინაშვილზეა ქორეოგრაფიული სასწავლებელი
არსებობს მაკა მახარაძისა და რომელიღაცა ნიორაძის საბალეტო სკოლები.
ოღნდ მისამართებს ვერ გეტყვი

Posted by: marilis_ 20 Aug 2010, 13:29
http://www.youtube.com/watch?v=3Vw6bbqXm2A&feature=related
* * *
ამ ქალის სილამაზე მკლავს

http://www.youtube.com/watch?v=B_MyKmVVXYE&feature=related

Posted by: marilis_ 21 Aug 2010, 19:41
მოსულელო რეკლამაა, მაგრამ მაინც
http://www.youtube.com/watch?v=JWnnUOFwXdw&feature=related

Posted by: BEKO 21 Aug 2010, 20:02
marilis_
QUOTE
ამ ქალის სილამაზე მკლავს

მართლა მომაკვდილებლად ლამაზია. თან მგონი, შენ სცენაზეც გინახავს, ჰო?

კარმენში რა მაგარია! მგონი 1983 თუ 84 წელს მაია პლიცკაიამ იცეკვა კარმენი თბილისში. არ მომეწონა, მაგრამ თავს ვერ გამოვუტყდი - 13 წლისა ვიყავი და ის კიდე მაია პლისეცკაია იყოbiggrin.gif

მე ეს კაცი მკლავსsmile.gif

http://www.youtube.com/watch?v=8pPcxmvBV0g&feature=related

კიდე ბევრი მკლავს, მაგრამ ჯერ ეს იყოს!

Posted by: marilis_ 21 Aug 2010, 20:08
BEKO
მასე არ მომწონდა მე ნურიევი და რაც ასაკში შევედი, გავჭედე
ასაკში რა, ბოლო ერთი კვირაა, ამოჩემებული მყავს biggrin.gif

ზახაროვა ერთხელ მყავს ნანახი,
თუმცა, მე რა მოსატანი ვარ, ამ თემაში ერთო გოგონა პოსტავს, ლამის ყოველ დღე ხედავს და არა მხოლოდ სცენაზე yes.gif
* * *
BEKO
QUOTE
კარმენში რა მაგარია! მგონი 1983 თუ 84 წელს მაია პლიცკაიამ იცეკვა კარმენი თბილისში. არ მომეწონა, მაგრამ თავს ვერ გამოვუტყდი - 13 წლისა ვიყავი და ის კიდე მაია პლისეცკაია იყოbiggrin.gif

მართალიც იყავი, არა აქვს მაიას ისეთი გარეგნობა, 13 წლის ბავშვს რომ მოეწონოს biggrin.gif yes.gif

Posted by: BEKO 21 Aug 2010, 20:28
marilis_

გადავხედო აბა თემას. ნეტა ვინ?



* * *
marilis_
QUOTE
მართალიც იყავი, არა აქვს მაიას ისეთი გარეგნობა, 13 წლის ბავშვს რომ მოეწონოს


იცი რა? უკვე აშკარად ვეღარ ცეკვავდა. ან არ ვიცი, იმ დღეს ვერ იცეკვა. პლისეცკაია ძალიანაც მიყვარდა, ეს ის დროა, ბეჟრის ”ბოლეროს” რომ აჩვენებდნენ საქართველოს ტელევიზიით და რუსეთზე - სულო და გულო - მთიან საბალეტო სპექტაკლებს.
თან ცოტა ხნით ადრე ეკატერინა მაქსიმოვას ჯულიეტა ვნახე და ლამის მაბოდებდა, ისე მომეწონა...

Posted by: marilis_ 21 Aug 2010, 20:40
BEKO
QUOTE
გადავხედო აბა თემას. ნეტა ვინ?

პატარაა ჯერ, მალე გავიცნობთ biggrin.gif

QUOTE
თან ცოტა ხნით ადრე ეკატერინა მაქსიმოვას ჯულიეტა ვნახე და ლამის მაბოდებდა, ისე მომეწონა...

შენ რა მაგარი ხალხი გყავს ნანახი! user.gif
მაქსიმოვა ჩემი სისუსტეა,
მის ერთ ღიმილად ღირდა მთელი ბოლშოი
* * *
თუმცა, გრიგაროვიჩის რომეო და ჯულიეტაში ნახავდი,
ეგ რედაქცია არ მევასება. რომეო არ მითხრა, რომ ვასილიევი იყო

Posted by: BEKO 21 Aug 2010, 20:53
marilis_
QUOTE
თუმცა, გრიგაროვიჩის რომეო და ჯულიეტაში ნახავდი,

არა, ლავროვსკის. როგორც მახსოვს, ნამდვილად ლავროვსკის ქორეოგრაფია იყო...
რომეო ლავროვსკი იყო....

Posted by: marilis_ 21 Aug 2010, 20:59
BEKO
QUOTE
რომეო ლავროვსკი იყო....

რაც დაბერდა, უფრო მომწონს მიშა biggrin.gif
რომეო და ჯულიეტა რომ აღადგინა, მაშინ შემხვდა ერთხელ შემთხვევით: ქუჩაში საწყლად მიდიოდა და თავისთვის ბუტბუტებდა რაღაცას, ისეთი საყვარელი იყო biggrin.gif

Posted by: Perseus12 21 Aug 2010, 21:02
საბალეტო სტუდიას ხომ არ მირჩევდით? გარდა მახარაძის და ჭაბუკიანის.

Posted by: marilis_ 23 Aug 2010, 00:35
ესეც ჩემი ყველაზე საყვარელი მოცეკვავე!
ვულოცავ გულითა და სულით! მიხარია! smile.gif

http://www.bostonballet.org/Company_Dancers/Dancers/Lasha_Khozashvili.html

Posted by: marilis_ 25 Aug 2010, 20:40
შავი გედის ადაჯო წვიმაში smile.gif
ალინა კოჟოკარუ
http://www.youtube.com/watch?v=ozJfJM2Zfek&feature=player_embedded

Posted by: marshoo 8 Sep 2010, 21:59
ვისაც ბალეტის ვიდეოები გაინტერესებთ!!!!!!უნიკალური საიტი ქარტულ ინტერნეტ სივრცეში
classic-ballet.ucoz.net

Posted by: ინდიგო 9 Sep 2010, 18:34
QUOTE (marshoo @ 8 Sep 2010, 21:59 )
ვისაც ბალეტის ვიდეოები გაინტერესებთ!!!!!!უნიკალური საიტი ქარტულ ინტერნეტ სივრცეში
classic-ballet.ucoz.net

მომეწონა ძალიან კარგია, განსაკუთრებით კურიოზებზე ვიხალისე მაგრად biggrin.gif

ისე მე ძალიან გამიხარდება, საქართველოს ახალგაზრდა ბალერინებზეც თუ დაიდება სურათები ვიდეოები ან ინტერვიუები.. წარმატებები

Posted by: marshoo 9 Sep 2010, 20:55
QUOTE
ისე მე ძალიან გამიხარდება, საქართველოს ახალგაზრდა ბალერინებზეც თუ დაიდება სურათები ვიდეოები ან ინტერვიუები.. წარმატებები

მაგას უკვე სერიოზული მოგვარება სჭირდება,სამწუხაროდ ასეთი რამე ჯერ არ არის და მგონი არ იგეგმება,ალბათ დაინტერესებაა მცირე((((

Posted by: ინდიგო 9 Sep 2010, 21:45
QUOTE
მაგას უკვე სერიოზული მოგვარება სჭირდება,სამწუხაროდ ასეთი რამე ჯერ არ არის და მგონი არ იგეგმება,ალბათ დაინტერესებაა მცირე((((


ხოო არადა არანაირი ვიდეო მასალა არ არსებობს ახლანდელ კონცერტებზე, ბალერინებზე, რატომ არავინ არ ზრუნავს ქართული კულტურის პოპულარიზაციაზე, ძალიან ცუდია sad.gif(

Posted by: marshoo 10 Sep 2010, 19:57
ინდიგო
დიდი სიამოვნებით ვიზრუნებდი და ვზრუნავ კიდევაც თუმცა ძალიან მცირე მაშტაბით))))
* * *
Perseus12
QUOTE
საბალეტო სტუდიას ხომ არ მირჩევდით? გარდა მახარაძის და ჭაბუკიანის.
მაკა მახარაძის არის საბალეტო სტუდია,ხოლო ჭაბუკიანის სახელობის საბალეტო სკოლა არის პროფესიონალური საბალეტო სასწავლებელია
* * *
Perseus12
QUOTE
საბალეტო სტუდიას ხომ არ მირჩევდით? გარდა მახარაძის და ჭაბუკიანის.
მაკა მახარაძის არის საბალეტო სტუდია,ხოლო ჭაბუკიანის სახელობის საბალეტო სკოლა არის პროფესიონალური საბალეტო სასწავლებელია

Posted by: marshoo 17 Sep 2010, 14:11
დღეს სეზონის გახსნაააააა ....art hall-ში გაიმართება სპეკტაკლი

Posted by: irmaco 17 Sep 2010, 15:27
ძალიან მიყვარს ირმა ნიორაძე smile.gif რაგაც აქვს მაგ ქალს განსაკუტრებული,marshoo
QUOTE
დიდი სიამოვნებით ვიზრუნებდი და ვზრუნავ კიდევაც თუმცა ძალიან მცირე მაშტაბით

არის ადმე საიტი სადაც სეიზლება ვიხილოტ ქარტველი ბალერინების სურათები,ბიოგრაფია?
http://www.ballerinagallery.com/
მე ამ საიტით ვსარგებლობ ხოლმე, მსოფლიო მაშტაბით, მაგრამ იქნებ საქარტველოს მაშტაბით არის რაიმე?

Posted by: mettalmag 20 Sep 2010, 13:58
იქნებ მირჩიოთ რაიმე სკოლა თბილისში
სადაც შეიძლება სწავლა ცეკვის

Posted by: marilis_ 20 Sep 2010, 14:04
როგორ ჩაიარა სეზონის გახსნამ,
რა იცეკვეს და როგორ?

Posted by: cheese1 25 Sep 2010, 20:34
marilis_
მეც მაინტერესებს ეგგ

Posted by: marshoo 25 Sep 2010, 21:28
მაშ ასეirmaco
QUOTE
რის ადმე საიტი სადაც სეიზლება ვიხილოტ ქარტველი ბალერინების სურათები,ბიოგრაფია?

განსაზღვრული რაიმე ერთი საიტი არ არის სამწუხაროდ,კარგი იქნება თუ საბალეტო დასის ადმინისტრაცია ოპერის საიტზე მაინც განათავსებს მოცეკვავეთა ფოტოებს,ვიცი ბევრს გაუხარდებაა ,არადა მართლა ბევრი საინტერესო მასალაა. რაც შეეხება ბიოგრაფიებს, opera.ge-ზე დევს მხოლოდ მოქმედი სოლისტების ბიოგრაფიები,ხოლო საერთოდ ქართული ბალეტის მოცეკვავეების შEსახებ კი ერთიანი მონაცემები არსად მეგულებაmarilis_
cheese1
QUOTE
როგორ ჩაიარა სეზონის გახსნამ, რა იცეკვეს და როგორ?

გასხნამ მშვენივრად ჩაიარა,ახლა კი დასი ემზადება ჭაბუკიანის იუბილეს აღსანიშნავად .20 ოქტომბერს გაიმართება ,,ლაურენსია'',22-დონ კიხოტი (რუსთაველის თეატრში),ხოლო 24 ში კი გრანდიოზული გალა-კონცერტი ფილარმონიაში,სადაც იკნება უამრავი სიურპრიზი და უამრავი ბალეტის ვარსკვლავი,საინეტერსო შემოდგომას გვპირდებიან ბალეტის მოყვარულებს bis.gif bis.gif bis.gif bis.gif bis.gif

Posted by: marilis_ 29 Sep 2010, 19:20
http://www.radikal.ru
გამოიცანით, ვინ არიან ფოტოზე?
* * *
მეტროში

http://www.radikal.ru

Posted by: unknown lady 1 Oct 2010, 17:39
QUOTE
საინეტერსო შემოდგომას გვპირდებიან ბალეტის მოყვარულებს



jump.gif

საუკუნეა აქ არ შემომიხედავს

Posted by: Genius_1 2 Oct 2010, 02:05
გამარჯობათ,

ხომ ვერ მიმასწავლით სად შეიძლება მივიყვანო 4 წლის გოგონა ბალეტზე, ხელმისაწვდომი გადასახადი რომ იყოს? 200 ლარს თვეში ვერ გადავუხდი sad.gif არადა ძალიან უნდა...

Posted by: ინდიგო 2 Oct 2010, 10:46
როგორც ვიცი, ბალეტი ზოგადად ძალიან ძვირ ხარჯებთანაა დაკავშირებული, გარდა გადასახადისა, ძალიან ბევრი რამ ჭირდებათ, პუანტები, აქსესუარები, ჩასაცმელები და ა.შ

Posted by: cheese1 3 Oct 2010, 13:29
marilis_
მახათელი ობრაზცოვააა smile.gif მეც ვნახე ეგ სურათEბი smile.gif

ინდიგო
ოუანტები და აქსესუარები კი მაგრამ საბალეტო სასწავლებელი სახელმწიფოა და უფასოა smile.gif

Posted by: Genius_1 6 Oct 2010, 02:59

ინდიგო
მესმის რომ იაფი არაა, მაგრამ ყოველთვიური გადასახადი მაინც ხომ უნდა იყოს საშუალო...

cheese1
და ხომ ვერ მეტყვი სად არის სახელმწიფო საბალეტო სასწავლებელი? ნეტავ 4 წლისებს თუ იღებენ...

მშობლები იმდენად შორს ვართ ხელოვნებისგან, ეს ბავშვი ვის დაემსგავსა არ ვიცი. ხატვაზე გიჟდება, მთელი დღე მღერის, ოპერას მოუსმინა ტვ-ში და მიყვარს ოპერაო გამოგვიცხადა, ბალეტის ილეთებს აკეთებს...

Posted by: ინდიგო 6 Oct 2010, 11:24
Genius_1
აუცილებლად განავითარეთ მისი ნიჭი, არ უნდა დაიკარგოს ეგეთი ბავშვი smile.gif

ეს არის მგონი სახელმწიფო http://www.stateballetschool.ge/traning_1.php მაგრამ 6 წლიდან იღებენ, თუმცა იქნება კერძო სასწავლებლებიც

Posted by: marilis_ 6 Oct 2010, 11:31
Genius_1
QUOTE
მშობლები იმდენად შორს ვართ ხელოვნებისგან, ეს ბავშვი ვის დაემსგავსა არ ვიცი. ხატვაზე გიჟდება, მთელი დღე მღერის, ოპერას მოუსმინა ტვ-ში და მიყვარს ოპერაო გამოგვიცხადა, ბალეტის ილეთებს აკეთებს...

ვაიმე, რა მაგარი ბავშვია, მათხოვეთ რა! bis.gif 2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif
ჩუბინაშვილზე იყო ქორეოგრაფიული სასწავლებელი, ოქროსუბანში და ალბათ ისევ მანდაა.
აი ლინკი http://www.stateballetschool.ge/ , საიტზე წერია, რომ 6 წლიდან იღებენ ბავშვებს. ჯერ სტუდიაში მიიყვანე, ან მახარაძესთან ან რომელიმე სხვაში.
მე მაგალითად, აუცილებლად მივიყვან ჩემს შვილს, მარტო იმიტომ, რომ სწორი დგომა ისწავლოს და კიდურები დაიმორჩილოს, ყველა ბავშვისთვის კარგია თავიდან.
მთავარია, ბავშვი წინასწარ არ განაწყო, რომ ბალერინა დადგება, ჯერ იმიტომ რომ შეიძლება ამისი მონაცემები სრულად არ ჰქონდეს და მეორეც თუ სასწაული და თავის საქმეზე გაგიჟებული არ არის, არ ღირს ბალერინობა, ზედმეტად რთულია ფსიქიკისა და ჯანმრთელობისთვის.

Posted by: BEKO 7 Oct 2010, 02:24
4 წლისას ბალეტზე მგონი არავინ მიიღებს!

პატარაა ჯერ...

Posted by: Genius_1 7 Oct 2010, 04:36
ინდიგო
marilis_
უღრმესი მადლობა ლინკისთვის.

QUOTE
ჯერ სტუდიაში მიიყვანე, ან მახარაძესთან ან რომელიმე სხვაში.


მახარაძესთან 200 ლარიაო თვეში გადასახადი და თავს ვიკავებ თითქოს... ბალერინა რომ ვერ დადგება (ჭამა-სმაზე ორიენტირებული ბავშვია biggrin.gif) ეგ ვიცით და სხვა რაღაცეებთან ერთად უკვე ძალიან ძვირი გამოდის. უბრლოდ არ მინდა მომავალში იფიქროს რომ რაღაცის გაკეთება უნდოდა და ჩვენ არ შევუწყვეთ ხელი...

კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გამოხმაურებისთვის

Posted by: marilis_ 7 Oct 2010, 11:45
Genius_1
QUOTE
ბალერინა რომ ვერ დადგება (ჭამა-სმაზე ორიენტირებული ბავშვია biggrin.gif)

აუ, რა კარგი ტიპი ჩანს! biggrin.gif 2kiss.gif
მართალი ხარ, ძალიან ძვირია 200 ლარი, უბრალოდ გასდის ამ მახარაძეს და იღებს, რა ქნას.
მოკლედ, მაშინ ან აუხსენი, რომ ჯერ ადრეა, ან ქართულ ცეკვებზე შეიყვანე. სუხიშვილების მოცეკვავე ლაპარაკობდა თეა რაღაცა გვარი, მოსწავლეები ჰყავს და 4 წლიდან მოჰყავთო, ძალიან მომეწონა, როგორც ადამიანი, კარგი პედაგოგი ჩანს და ეგ გაარკვიე, აბა რა ღირს. მე მგონი, ღირს შეყვანა
* * *
თეა დარჩია, გამახსენდა
აგერ სტუდიის მისამართი და ნომერიც და გადარეკე
თეა დარჩიას ქორეოგრაფიული სტუდია. თბილისი , ყიფშიძის ქ., კორპ. 9 , ტელ: 23 17 96 ...

Posted by: marshoo 7 Oct 2010, 21:42
Genius_1
თუ გინდა მიიყვანე საირმეზე ანასტასია ვირსალაძეს სახ.ხელოვნების სკოლაა და იკაც აქვთ ბალეტის განყოფილება,დამერწმუნე მშვენიერი ადგილია ,თან სადგაც 4ჯერ უფრო იაფია wink.gif
QUOTE
მახარაძესთან 200 ლარიაო თვეში გადასახადი და თავს ვიკავებ თითქოს.


Posted by: cheese1 8 Oct 2010, 21:27
http://baletoman.tk/ ეს საიტი მგონი უკვე დაწერეთ აქ ხო??? უკეთესდებაა smile.gif)))) კაიააა

Posted by: marilis_ 8 Oct 2010, 23:04
ხელები

http://www.radikal.ru

Posted by: marilis_ 11 Oct 2010, 00:11
http://www.youtube.com/watch?v=sHVR-ynLODw

Posted by: cheese1 11 Oct 2010, 16:09
marilis_
მაგარია... მაგ ქალს რაღაც ჰიპნოზის უნარი აქვს მგონი.... biggrin.gif

თბილისშI ლოპატინი და სტაშკევიჩი ჩამდიან დონ კიხოტს ცეკვავენ smile.gif)))

Posted by: marilis_ 11 Oct 2010, 21:35
cheese1
QUOTE
თბილისშI ლოპატინი და სტაშკევიჩი ჩამდიან დონ კიხოტს ცეკვავენ smile.gif)))

სტაშკევიჩს აშკარად გადასარევი მონაცემები აქვს. ლოპატინი არ მინახავს.
ვისი მოსწავლეები არიან?

Posted by: cheese1 12 Oct 2010, 22:16
marilis_
აუ არ მახსოვს... ლოპატინს მოსკოვშI არც დაუმთავრებია.. აკიმოვთან რეპეტიციობს., კარგი ბიჭია, სუფთად ცეკვავას და მსუბუქად, განსაკუთრებით ნეოკლასიკას. ბაზილის როლშI არ მინახავს და ვერ გეტყვით,..... სტაშკევიჩმა გალცევასთან დაამთავრა და ეხლა ადირხაევასთან რეპეტიციობს.. ნამდვილად კარგი მონაცემები აქვს

Posted by: marilis_ 12 Oct 2010, 23:55
cheese1
ადირხაევას მოსწავლეა კრისანოვაც, ხო?
არ ჩანს ცუდი პედაგოგი.

Posted by: ashley judd 13 Oct 2010, 23:34
24-ში მიდიხართ ვინმე? აუ, მინდააააააააააააააააააააააააა sad.gif რა ღირს ბილეთი ნეტავ? ან ნეტავ წეწვა-გლეჯვა იქნება ბილეთებზე?

Posted by: cheese1 13 Oct 2010, 23:35
marilis_
კი ეგეც ადირხაევასია, ერტერთი წამყვანი პედაგოგია smile.gif კრისანოვა რო სტაბილურია ეგეტი მეორე არაა მგონი....

Posted by: marilis_ 13 Oct 2010, 23:41
cheese1
სტაბილური არ ვიცი და რაც მინახავს, ყველაზე მაგარი ჩელიტაა ( თან მისი პირველი გამოსვლის ვიდეო ვნახე, ეხლა წარმომიდგენია). მართლა კარგი გოგოა.



* * *
სტაბილურობაზე გამახსენდა, იტალიაში ერთი ამბებია, ზახაროვამ ლა სკალას სეზონი ჩაშალა,
ორსულად ყოფილა, როგორც ამბობენ, ვიღაც რუსი პოლიტიკოსისგან biggrin.gif

Posted by: cheese1 15 Oct 2010, 00:15
კიი ორსულადაა smile.gif)))) დეკრეტშია smile.gif))) ხო მდოდარი ქმარი ყავს..

Posted by: ინდიგო 15 Oct 2010, 12:12
ზახაროვას ჟიზელი მომწონს


Posted by: marilis_ 16 Oct 2010, 00:44
biggrin.gif
http://www.youtube.com/watch?v=mpDlu6X9KEg&feature=related

აი, ეს კი მენატრება.
ჩემი საყვარელი ბალეტი, ყველა სპეკტაკლზე დავდიოდი, ძალიან ბევრჯერ მაქვს ნანახი. ის დროც მენატრება, თეატრიც, მსახიობებიც sad.gif

http://www.youtube.com/watch?v=dTOPtO0_dxY


Posted by: marilis_ 17 Oct 2010, 20:57

მშოკავს ამის ნახტომი

http://www.radikal.ru

Posted by: marilis_ 20 Oct 2010, 13:25
აქ არის პოზიციების სურათები ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით biggrin.gif

ჩემი, ანუ მშვილდოსნის ვნახე და ამომივიდა ალესსანდრა ფერრის გადახლართული ფეხები. პას რქმევია კუ დე პიე biggrin.gif

http://www.radikal.ru



* * *
ეს ლინკი
http://www.facebook.com/#!/album.php?aid=26021&id=130792826960964

Posted by: marilis_ 23 Oct 2010, 21:49
არავის დაგცდეთ, როგორ ჩაიარა სპექტაკლებმა! aba.gif
მე აწი აღარსად დავდივარ vis.gif

Posted by: ინდიგო 24 Oct 2010, 13:54
ჭაბუკიანის სახელობის კონცერტი როა დღეს, ვინმემ ხო არ იცის ბილეთის ფასები? ან დარჩა საერთოდ? ოპერის საკონტაქტო ტელეფონი შაბათ-კვირას არ მუშაობს sad.gif((

Posted by: marilis_ 24 Oct 2010, 23:28
კიდევ კარგი, წავედი.
კიდევ კარგი, წავედი

ცოტა აზრზე მოვალ და მოგახსენებთ აზრს

Posted by: cheese1 25 Oct 2010, 00:02
marilis_
აუ მიდი თან დაწვრილებით!!!! smile.gif))

Posted by: marilis_ 25 Oct 2010, 00:09
დღეს კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ბალეტი არის ის რაც ყველაზე მეტად მიყვარს.
დღევანდელი გალა კი იყო ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი საღამო, რაც კი მინახავს,
გავბედნიერდი
თავიდან მივყვები და ყველას შესახებ მოგახსენებთ აზრს
გოგუა-ახმეტელის დუეტი, - დიდი ვერაფერი, ახალი ნასწავლი ჰქონდათ, თუ რა იყო, არ ვიცი, მაგრამ იხლართებოდნენ ერთმანეთში. არც ქორეოგრაფიით გადავრეულვარ და შესაბამისად, დადებითი შთაბეჭდილება ვერ მოახდინა.
თუმცა ხორუმს და ახმეტელს ხორუმში არა უშავდა.
ბავშვებზე ვერაფერს ვიტყვი, ბავშვები ყოველთვის კარგები არიან,
თუმცა, ჩემი აზრით, რასაც "შეჯიბრის" ბიჭუნები აკეთებდნენ, ჯანმრთელობისთვის საზიანოა და ძალიან გავბრაზდი!!! არ შეიძლება ასეთი დატვირთვა ბავშვის ორგანიზმისთვის!!!
მერე იყო, ნეტავ არ მენახა, რაც იყო: მახათელი - როხო! vis.gif
არა, მახათელი არასდროს მევასებოდა, ვერ ვიტან მძიმე და ნელ მოცეკვავეებს, მაგრამ როხო, რომელსაც ლამის ძეგლი დაუდგეს მსოფლიოში იყო ამაზრზენი!!! მეზიზღება ეგ ქალი!!! ჯერ ისეთი როჟით გამოვიდა, გეგონება ვალი გვედო მაგისი, სამადლოდ, უემოციოდ მოგვიგდო ორიოდ პა. ბოლოსკევ ვიფიქრე, ეხლა ამას ცოტათი ფუეტე თუ უშველის მეთქი, ტექნიკურად ვიცოდი, რომ ძლიერი იყო და ისე საზიზღრად დატრიალდა, ლამის საორკესტრო ორმოს გადმოაფრინდა და პარტერში დამეცა თავზე!!!
გლურჯიძემ და მისმა პარტნიორმაც სასიამოვნოდ გამაოცეს, სიმართლე გითხრათ, არ მოველოდი, ასე თუ მომეწონებოდა. არაჩვეულბებრივად შეასრულეს მაკმილანის მანონის ულამაზესი ადაჯო და ძალიან რთული ჩაიკოვსკი პა დე დეც. ელენეს ფანი გავხდი!!!
სტანკევიჩი ძალიან ლამაზი, არაჩვეულებრივი მონაცემებით, თუმცა, ეტყობა გამოუცდელობა. ლოპატინზე ვერაფერს ვიტყვი გარდა იმისა, რომ ცუდი ტანი აქვს და არანაირი ექსპრესიულობა, არ ვიცი, დონ კიხოტში რა ქნა, მაგრამ დღეს ვერანაირი შთაბეჭდილება ვერ მოახდინა.
კარგი იყო მიხაილოვსკის წყვილი და ძალიან შთამბეჭდავი კილიანის ნომერიცა და შესრულებაც. ნატალია სომოვა გაცილებით მეტად მომეწონა, ვიდრე მაგისი სუპერსტარი და ალინა (რომელიც არ მევასება).
ზელენსკი!!!
ზელენსკი არის არტისტი, რომელიც ღიპიანიც კი მაგარი და ძალიან, ძალიან საყვარელია!!!
მიყვარს იგორი!!!
ირმა მოგეხსენებათ, როგორ მიყვარს, მაგრამ მისი ტანგოს ქორეოგრაფია იყო ჩემთვის სრულიად არაფრისმთქმელი, პარტნიორი კიდევ ზედმეტად ქალური ტანგოს მოცეკვავის კვალობაზე. საშინლად არ მომეწონა ირმას ლურჯი კოსტიუმიც. გული დამწდა, რომ რამე სხვა არ იცეკვა.
ნინო არის ნინო! როგორ შეიძლება, ადამიანი სულ გაოცებდეს,
სულ სხვა მომაკვდავი გედი ვნახე დღეს, უამრავი ახალი დეტალით და უცნაური სიკვდილით. ძალიან ლამაზი იყო, როგორც ყოველთვის.
ლეკურში კიდევ პატარა ბავშვს ჰგავდა, მიყვარს ეგ ადამიანი!
ბოლოსთვის გემრიელი ლუკმა მოვიტოვე,
ადამიანი, რომელმაც გაამბედნიერა- ანხელ კორელა (კორეია)!!! ასეთი ცოცხალი, მომხიბლავი, ნიჭიერი, ლაღი, ლამაზი ბარიშნიკოვის გარდა მართლა არავინ მინახავს სცენაზე. ულამაზესი და ჰყავს და ულამაზესია თვითონაც!!! გადამირა ორივე ნომერმა, დებილივით გაღიმებულ- გაბედნიერებულ-გაშტერებული ვუყურებდი.
ლალი ეტა კლასს!!! ვამაყობ ამ ადამიანით!!!
ბოლო პაკლონებზე მაგარი ვიკაიფე. ყველა გამოვიდა კოსტიუმით, იგორის გარდა და ამ დეგენერატმა როხომ, ვერ მოიფიქრა, რომ ხელი გაეწოდა და გამოეყვანა წინ, ამიტომ, გაიძურწა საწყლად! სამაგიეროდ, სცენაზე აიჭრა კაცი ყვავილი, კაცი ვენოკი!!! ბატონი ავთო!!!
მისი ფლორის საოცრებებიდან, ბოლო მოგონებად ლაშასთვის ნაჩუქარი ნაყოფასხმული ხილის ტოტი იყო და დღესაც არ გაგვაწბილა: სცენაზე აიტანა ორმეტრიანი მწვანე რკინის მილი, რომელსაც სკოჩით ორიოდ ხელოვნური ყვავილი ჰქონდა მიმაგრებული. მსვლელობისას ჯერ ლამის ბალერინებს დაეცა თავზე, მერე მიზანმიმართულად ანხელა მონახა, გადაჰკოცნა, მის დას ხელი ჩამოართვა და ტრუბა გადასცა.
მთელი პაკლონი გაშტერებული უყურებდა კორელა თავის ძღვენს. დანარჩენებმა თავიანთი ყვავილები ჭაბუკიანის სურათის ქვეშ დადეს და ამან ვერ იკადრა და ყოველ გამოძახებაზე, წინ და უკან დააკონწიალებდა თავის "თაიგულს"! lol.gif
* * *
cheese1
QUOTE
აუ მიდი თან დაწვრილებით!!!! smile.gif))

ამხელა პოსტი მგონი, ცხოვრებაშI არ დამიწერია biggrin.gif
მაგრამ ეხლა გადავხედე და შენთვის შეიძლება, ბერვი რამ არ იყოს გასაგები, იქიდან გამომდინარე, რომ არ მიმიწერია, ვინ რა იცეკვა.
ასე რომ, თუ რამემ დაგაინტერესა, მკითხე biggrin.gif

2kiss.gif

Posted by: BEKO 25 Oct 2010, 00:36
marilis_
2kiss.gif
QUOTE
ამხელა პოსტი მგონი, ცხოვრებაშI არ დამიწერია


დებილი ვარ, დებილი!
ვერ ავწიე ტრაკი და ვერ გამოვეტიე სახლიდან!(((

Posted by: marilis_ 25 Oct 2010, 00:57
BEKO
იმედია, კიდევ ჩამოვლენ.
კორელა მაინც
2kiss.gif

Posted by: BEKO 25 Oct 2010, 01:44
marilis_

ჰოსტორია მოგყვე:
ვდებ ფეისბუქზე ჩემს ფეივორიტ რამეებს.
სულ ოქრო -ბაჯაღლოებს და შენც არ მომიკვდე, არც მილაიქებენ, არც მიკომენტებენ.
სრული იგნორი!
baby.gif

Posted by: marshoo 25 Oct 2010, 15:07
რატო გიჯდება როხოზე მთელი მსოფლიო არ ვიცი,საერთოს ვერ გავიგე smile.gif მოკლე ხელები კარგად ჩამჯდარი ბალერინაა რომელიც საერთოდ არ არის შექმნილი ოდეტა-ოდილიასთვის.დათო მახათელი კი არის ზანტი ,მაგრამ რა ქნას შეიძლება უბრალოდ მიყვარს ეს ადამიანი(მისი და დაამშვენებდა ამ გალას მაიკო ახალგაზრდა და კარგი მოცეკვავეა),
სტანკევიჩი მინიატურული თოჯინაა ,ჯერ გამოცდილებ აკლია ისე კი მას სილფიდა და მაშა უფრო მოუხდება ვიდრე დიანას პარტია,რას შეეხება ლოპატინს უფრო მაღალი კლასის მოცეკვავეა და კარგი იყოოო.
გოგუა-ახმეტელის დუეტი ანუ ,,მთების გულის'' ადაჯიოს ბოლომდე აღქმა ვერ მოხდებოდა,რადგან არ იყო წამოდგენილი მათი ვარიაციები-ანუ სასრულებული სახე არ კონდა ტორემ ულამაზესი რამ არის,თუმცა რთული. ხორუმში ვასიკო ძალიან მომეწონა,თვითონ ხორუმის ქორეოგრაფიაც ორიგინალური იყო,მაგრამ აკლდა თავდაჯერებულობა და მუხტი რითაც ცნობილი იყო იგი.
კილიანი მიყვარს ძალიან და petit mort-თ ვისიამოვნე ძალიან,ჩამოსხმული ტანით და ულამაზესი პლასტიკით წყვილი მართლა შთამბეჭდავი იყო.
ირმა არ მომეწონა და კაბა ხომ გადამრია ,უკემოვნო კოსტუმი იყო ,არც ნომერი იყო საინტერესო.სხვა რამ უნდა შეესრულებინა.
* * *
ახლა კი ვინ მომეწონა.
ნინო ანანიაშვილზე რა უნდა დავწერო ეს ადამიანი არის ბალერინა რომელსაც ერავის შევადარებ და ვერც ერთ რანგ ვერ გავუტოლებ-ძალიან დიდი ვარსკვლავი,რომელი მუდამ მაოცებს. ჩემთვის მსოფლიოში პირველი მომაკვდავი გედია.ლეკური კი იყო სავსე ხალისით და მთელი ნომრის განმავლობაში ღიმილი არ მტოვებდა wink.gif wink.gif wink.gif
კორელა არის კორელა მისი საოცარი მიმიკებით და ჟესტებით,მართლაც დიდი არტისტია, მისი სავიზითო ღიმილი მაგნიტივითაა(როცა მის დასთან ასრულებდა ნომერს არ დამავიწყდება და-ძმის 2 ერთნაირი ღიმილი)
იგორ ზელენსკი მიყვარს მიყვარს bis.gif bis.gif bis.gif თუნდაც არაფერი ეცეკვა მაინც აღფრთოვანებული ვიკნებოდი,საოცარი მიმზიდველობა გააჩნია და არის უსაზღვროდ მამაკაცური 2kiss.gif
ლალი კანდელაკი კი მართლაც მსოფლიო დონის მოცეკვავეა,ამაყი ვიყავი რომ საქართველოში ასეთი ბალერინა გვყავს ბრავო ლალი ბრავოოოოოოოოო
და ბოლოს ელენე გლურჯიძემ მომხიბლა ,ასეთი შეყვარებული მანონი არ მინახავს.(განსაკუთრებით მომენტები როცა თვალებს მაღლა მიაბყრობდა ისეთი სუფთა ენერგია მოდიოდა) და ჩაიკოვსკის პა დე დეს რაც შეეხება.ჩემი აზრით ბალანჩინი იამაყებდა,როცა ქართველი გოგონა ასე ზუსტად,სტილში ასრულებს მისტერ ბის ქორეოგრაფიას.
* * *
გალა კონცერტი მართლაც იყო დიდი მოვლენა ქართულ საბალეტო სამყაროში,თუმცა დიდ სიხარულთან ერთად დამიტოვა სევდა....იმიტომ რომ ამ გალამ რაღაც რაღაცეები კიდევ უფრო ნათლად დამანახა.თუმცა ქართული ბალეტი განვითარების პერიოდშია და წარმატებას ვუსურვებ ამ საქმეში ყველას, ვინც ენერგიას არ იშურებს ამისთვის. smile.gif

Posted by: cheese1 25 Oct 2010, 16:43
marilis_
marshoo
აუ დიდი მადლობა თქვენი შთაბეჭდილებებიდან ფაქტიურად წარმოდგენა შევიკმენი smile.gif ერთი ვერ გავიგე ლალი რას ცეკვავდა და ზელენსკი??
კორელამ თავის დროზე მეც გადამრია და დარწმუნებული ვიყავი რო თქვენც არ დარჩებოდით გულგრილები smile.gif)))))) :*

Posted by: marilis_ 25 Oct 2010, 16:56
cheese1
ლალიმ და ზელენსკიმ ერთად იცეკვეს ბაიადერკას პა დ'აქსიონი.
ბოლოს ლალიმ და დასმა ლაურენსიას პა დ'აქსიონი
marshoo
QUOTE
რატო გიჯდება როხოზე მთელი მსოფლიო არ ვიცი,საერთოს ვერ გავიგე smile.gif მოკლე ხელები კარგად ჩამჯდარი ბალერინაა რომელიც საერთოდ არ არის შექმნილი ოდეტა-ოდილიასთვის.დათო მახათელი კი არის ზანტი ,მაგრამ რა ქნას შეიძლება უბრალოდ მიყვარს ეს ადამიანი(მისი და დაამშვენებდა ამ გალას მაიკო ახალგაზრდა და კარგი მოცეკვავეა),

როხოს ხსნებაზე გული ცუდად მიხდება. ეტყობა, რომ ცუდი ადამიანია! biggrin.gif
დათოს კიდევ მაია ნამდვილად სჯობია, გეთანხმები.
თუმცა, მახათელების ნახვას ცისკარიძე და ხოზაშვილები მენახა, მერჩია, რა თქმა უნდა. ძალიან მაკლდნენ.


* * *
BEKO
QUOTE
ვდებ ფეისბუქზე ჩემს ფეივორიტ რამეებს.

მე რა თქმა უნდა, ჩემს ფრენდებს ღორებთან ვერ გავაიგივებ,
მაგრამ მათი უმეტესობის განსხვავებული ინტერესებიდან გამომდინარე, მარგალიტების დადებას ვერიდები biggrin.gif,
ნერვი არ მაქვს,
ამიტომ, ბალეტზე მხოლოდ ამ თემაში ვმსჯელობ smile.gif

Posted by: BEKO 25 Oct 2010, 18:35
marilis_
QUOTE
ცისკარიძე და ხოზაშვილები მენახა, მერჩია

2kiss.gif

QUOTE
ამიტომ, ბალეტზე მხოლოდ ამ თემაში ვმსჯელობ

ჰო, სწორი გადაწყვეტილებააsmile.gif

Posted by: marilis_ 25 Oct 2010, 19:50
სხვათა შორის, მითხრეს, რომ ლაშა ლაურენსიაში ფროდონსოს შესასრულებლად დაუპატიჟებიათ, მაგრამ ბაიადერას პრემიერისთვის ემზადება ბოსტონში და ვერ მოახერხაო!
წარმატებები სადაც არის, იმედია ახლო მომავალში აქაც ვიხილავთ! smile.gif

Posted by: marshoo 26 Oct 2010, 00:29
ციკარიძე ნამდვილად ჩამოვიდოდა რომ არა ალბათ ,,გარკვეული მიზეზები '',რადგანაც მან დიდი სიამოვნებით მიიღო მონაწილეობა ჭაბუკიანის იუბილესადმი მიძღვნილ გალა-კონცერტში.რაც შეეხება ხოზაშვილებს ,დათო ჩამოსული იყო და რაბაზში იჯდა(არა და ყველაზე ,,მართალი''ფრონდოსო იყო ),ხოლო ლაშა 23 მონაწილეობას ღებულობდა ,,Night of Stars 2010''

Posted by: marilis_ 26 Oct 2010, 00:37
marshoo
QUOTE
,დათო ჩამოსული იყო და რაბაზში იჯდა(არა და ყველაზე ,,მართალი''ფრონდოსო იყო 

გული გამიხდა ცუდად! cry.gif
საშინლად მომენატრა,
არა მარტო ფროდონსო, ყველგან თავის სახეს ქმნიდა.
მიყვარს დათო!

Posted by: marshoo 26 Oct 2010, 00:39
Boston Ballet .ლაშა ხოზაშვილი და ლარისა პონამარენკო ,,ლეილა და მაჯნუნი''.

Posted by: marilis_ 26 Oct 2010, 00:41
marshoo
QUOTE
ციკარიძე ნამდვილად ჩამოვიდოდა რომ არა ალბათ ,,გარკვეული მიზეზები ''

მოკლედ, გადამაყოლეს ამ "გარკვეულ მიზეზებს",
საცა შესაძლებლობა ეძლევა, იქ ხან ანანიაშვილს კბენს, ხან მის ქმარს,
კარგით რა ხალხო! ლამის მე შემოვარიგო ეგ ხალხი, რა უბედურებაა givi.gif vis.gif
საერთოდაც, მგონია, რომ საცა საქმეა, იქ უნდა მოახერხო და პირადი დათმო,
მე, მაყურებელს მკიდია ვინ ვის წაეკიდა,
მოვითხოვ ამ ხალხს თბილისსში!

Posted by: marshoo 26 Oct 2010, 00:44
ეს კი ისევ ლაშა(მისი ბაზილით) და ლია სირიო ,,დონ კიხოტიდის'' პა დე დე

Posted by: marilis_ 26 Oct 2010, 00:46
marshoo
QUOTE
ეს კი ისევ ლაშა(მისი ბაზილით) და ლია სირიო ,,დონ კიხოტიდის'' პა დე დე

ამათი კოსტიუმების და ნიორაძის კოსტუმის მხატვარი ალბათ ერთია, ხომ?! biggrin.gif
ლაშა, მოითხოვე, უკეთ ჩაგაცვან!!! biggrin.gif sa.gif

Posted by: marshoo 26 Oct 2010, 15:59
QUOTE
ამათი კოსტიუმების და ნიორაძის კოსტუმის მხატვარი ალბათ ერთია, ხომ?!

marilis_ბრავოოოოოოო

Posted by: marilis_ 28 Oct 2010, 21:52
ეს მაიმუნი ბავშვი ნახეთ, რა საყვარელია! :-)))))))

http://www.youtube.com/watch?v=EUroGPRkRJY

Posted by: marshoo 29 Oct 2010, 23:41
marilis_
მადლობა ჩემსგან))))))))))დიდი დიდი

Posted by: BEKO 31 Oct 2010, 21:15
marilis_
QUOTE
ეს მაიმუნი ბავშვი ნახეთ, რა საყვარელია! :-)))))))


უსაყვარლესი!
ძააან გულისამაჩუყებელი ვიდეო იყოsmile.gif

Posted by: marilis_ 3 Nov 2010, 00:25
ეს ქორეოგრაფია მკლავს,
გალაზე რა მაგრად იცეკვეს, არა?! თან რა ლამაზები იყვნენ ორივე

http://www.youtube.com/watch?v=0bGbRV6nA20&feature=related
* * *
მოკლედ, ჩემს ცხოვრებაში ეს გალა-კონცერტი რომ არ ყოფილიყო, ნეტავ რაზე ვიქნებოდი ასე აღტკინებული?! biggrin.gif

Posted by: cheese1 3 Nov 2010, 20:16
marilis_
ჩემი საზრით საუკეთესო თანამედროვე დადგმაა..... ჩემთვის.. smile.gif

Posted by: marilis_ 4 Nov 2010, 13:57
cheese1
QUOTE
ჩემი საზრით საუკეთესო თანამედროვე დადგმაა..... ჩემთვის.. smile.gif

გრძელკიდურებიანი ბალერინებისთვისაა ზედგამოჭრილი! wink.gif

Posted by: ინდიგო 12 Nov 2010, 19:08
შემთხვევით გადავაწყდი smile.gif)) ხშირად აქებდით ამ გოგონას, და მართლაც მომეწონა

Posted by: marilis_ 13 Nov 2010, 22:21
ინდიგო
QUOTE
შემთხვევით გადავაწყდი smile.gif)) ხშირად აქებდით ამ გოგონას, და მართლაც მომეწონა

ძალიან ძალიან კარგი გოგოა,
ყველაზე მეტად მომწონს დასში smile.gif

Posted by: ინდიგო 14 Nov 2010, 11:26
კიდევ ორი ვიდეო უდევს, ცუდია, რომ არ ავრცელებს, ძალიან ცოტას აქვს ნანახი




Posted by: marilis_ 14 Nov 2010, 13:52
ბავშვებო,
შეჰერაზადას ვინ ამზადებს, ხომ ვერ მეტყვით?!





Posted by: marilis_ 20 Nov 2010, 12:58
ნახეთ,რა მაგარი ვიდეო მოგიტანეთ
http://www.youtube.com/watch?v=Uj6koYJHRhM&feature=player_embedded#!

Posted by: marilis_ 21 Nov 2010, 19:29
http://www.radikal.ru http://www.radikal.ru

Posted by: marilis_ 23 Nov 2010, 11:14
http://www.youtube.com/watch?v=bqM7o1082m8

Posted by: marshoo 23 Nov 2010, 19:17
marilis_
მე გეტყვი ვინ ამზადებს და ნინო გოგუა და ანა გორგიაშვილი....

Posted by: marilis_ 23 Nov 2010, 20:22
marshoo
QUOTE
მე გეტყვი ვინ ამზადებს და ნინო გოგუა და ანა გორგიაშვილი....

მიკვირს, რომ მურადელი არა,
გოგუაზე მეტად ეგ მოიხდენდა მაგ პარტიას, ასე მგონია.
ანი გორგიაშვილს გადაეცით, რომ მისი ფანი ვარ! smile.gif
* * *
marshoo
მადლობის თქმა დამავიწყდა 2kiss.gif
* * *
marshoo
და ბიჭებიდან?! cry.gif

Posted by: marshoo 24 Nov 2010, 23:28
QUOTE
და ბიჭებიდან?! cry.gif

ახმეტელი და დათო ანანიაშვილი.ანის გადავეცი)))))))))მეც ვგიჟდები ანიზე))))

Posted by: ინდიგო 25 Nov 2010, 10:20
http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=imedi&seekTime=24-11-2010%2020:56
ქრონიკაში იყო საუბარი შეჰერაზადაზე

Posted by: marilis_ 3 Dec 2010, 16:10
რა ქნეს, მოყევით აბა!
ანანიაშვილის გედებზე მინდოდა, მაგრამ რომ გავიგე, ფონოგრამაზე უნდა იცეკვოს, გადავიფიქრე

Posted by: marilis_ 22 Dec 2010, 12:53
ცისკარიძე არ შემიძლია :დდდ
http://www.youtube.com/watch?v=RsOVvG3IW-8&feature=player_embedded#!

Posted by: cheese1 23 Dec 2010, 00:12
ისევ და ისევ ცისკარიძე biggrin.gif biggrin.gif


Posted by: marilis_ 23 Dec 2010, 00:25
cheese1
QUOTE
ისევ და ისევ ცისკარიძე biggrin.gif biggrin.gif

ისეთი ტიპია,
სულ რომ მახათელივით ცეკვავდეს, მაინც დამევასებოდა biggrin.gif

Posted by: lala99 23 Dec 2010, 00:49
აუ ერთი ძველი ვიდეო არსებობს ბავშვობაში მინახავს ვინ ცეკვავს არვიცი მგონი პლისეცკაია? არ მახსოვს. სირინგსს ძალიან ლამაზად ასრულებს... ვერ ვპოულობ... war.gif

Posted by: cheese1 23 Dec 2010, 23:52
marilis_
biggrin.gif biggrin.gif ქარიზმააა biggrin.gif

Posted by: marilis_ 31 Dec 2010, 19:51
გრიგაროვიჩის მაკნატუნა,
წელს ეგეც არ მინახავს,
ყველზე მეტად სტუმრების მოსვლისა და წასვლის სცენა მიყვარდა, გამჭვირვალე ფარდის მიღმა, რომელსაც ათოვდა <3
იუთუბზე ვნახე, მაგრამ ისეთი ვერაა, უფარდოა sad.gif

მეოთხე წუთიდან
http://www.youtube.com/watch?v=p0wbOhkab3U

პ.ს. ეს მუსიკა ვინმეს თუ გაქვთ, ამიტვირთეთ რა
* * *
ხელები
http://www.radikal.ru

Posted by: Paul Avril 2 Jan 2011, 20:46

Posted by: cheese1 3 Jan 2011, 23:28
ეს ვიპოვე, გლურჯიძე შანელის სახლში smile.gif


Posted by: giorgi_giorgi1 7 Jan 2011, 03:23
ესეიგი მინდა ცეკვის სტუდია სადაც ასწავლიან თანამედროვე ცეკვებს,ნორმალური სიტუაციით და ფასებით,ცეკვის სწავლა მომინდა 16 წლის ასაკში და რავი user.gif

Posted by: სატირა 10 Jan 2011, 13:08
http://www.opera.ge/geo/viewevent.php?option=fullview&eventdate=2011-01-11
ბილეთები რა ეღირება ხომ არ იცით?

Posted by: marilis_ 10 Jan 2011, 22:23
სატირა
QUOTE
ბილეთები რა ეღირება ხომ არ იცით?

ინფო-თბილისის მონაცემებით:
14:00 - "მაკნატუნა" -
(ბილეთის ფასი - 10, 15, 20 ლარი)
თბილისის არტ ჰოლი
ც. დადიანის გამზ. 26, ტელ: 15-32-32, 15-55-30

http://info-tbilisi.com/ge/events/?eventdate=2011-01-16

იარეთ ხალხო, თეატრში მთავარი მაყურებლები ვართ! biggrin.gif

Posted by: სატირა 10 Jan 2011, 22:46
marilis_
მადლობთ
: )


Posted by: ashley judd 16 Jan 2011, 14:28
marilis_
QUOTE
ანანიაშვილის გედებზე მინდოდა, მაგრამ რომ გავიგე, ფონოგრამაზე უნდა იცეკვოს, გადავიფიქრე

არტ-ჰოლში ფონოგრამაზეა? თუ ეგ ფილარმონიაში იყო?

Posted by: cheese1 24 Jan 2011, 15:27
სილვიას ფეხები...............

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

Posted by: marilis_ 29 Jan 2011, 17:51
cheese1
QUOTE
სილვიას ფეხები...............

სილვიმ მანონი იცეკვა ლა სკალაში, ამ დღეებში,
ჰოდა ამონარიდი იტალიური საბალეტო ფორუმიდან:

”გუშინ თეატრში, პარტერიდან მოყოლებული ბოლო იარუსამდე ძირითადად ინგლისური და ხშირად ფრანგული ლააპრაკი ისმოდა,
მაყურებლების უმეტესობა ინგლისიდან, იაპონიიდან და ამერიკიდან იყო ჩამოსული, ბევრი ცნობილი მოცეკვავე და ყოფილი მოცეკვავე იჯდა დარბაზში /.../
მე, გილემის სამი სპექტაკლის ყურების შემდეგ, შემიძლია, მხოლოდ მწუხარება გამოვთქვა იმის თაობაზე, რომ მსგავს ამაღელვებელ წარმოდგენას ალბათ ვეღარ ვიხილავ...”
ხალხი რა დღეშია, ნახეთ რა biggrin.gif
მე კიდევ თბილისს ვერ გაცდენილს, ოპერის თეატრიც კი მიმიხურეს და ვფიქრობ: სადა ვბანაობ ეხლა მეთქი! biggrin.gif

Posted by: cheese1 30 Jan 2011, 16:38
marilis_
ხო ხოო ვიცოდი რო უნდა ეცეკვა ამ პერიოდში...... ცარმომიდგენია.. მაგარი იკნებოდა................. სადმე ვიდეოც ხო არ გეგულება?? smile.gif))))

Posted by: marilis_ 30 Jan 2011, 21:03
cheese1
QUOTE
სადმე ვიდეოც ხო არ გეგულება?? smile.gif))))

არა, ჯერ არ დაუდიათ, მაგრამ მაგრად მაინტერესებს,
სპექტაკლის ბოლოს 15 წუთის განმავლობაში უკრავდა მაყურებელი ტაშს და ბრავოს გაიძახდაო.
არა და ლა სკალას მაყურებელი მე რაც ვნახე ბრავოს კი არა, ტაშს ძალიან ძნელად იემტებს, საშინელი ხალია biggrin.gif

პ.ს. სილვიმ მგონი ზახაროვას ჩაუნამიოკა, პარტნიორს რომ ვირჩევ, თოჯინა არ მჭირდება სცენაზე, მგრძნობიარე ადამიანი მინდა, ამიტომ ცვეკვავ მურუსთანო.
ლა სკალაში ორი ეტუალი ჰყავთ მურუ და ბოლე. ზახაროვა სულ ბოლესთან ცეკვავს biggrin.gif

Posted by: cheese1 31 Jan 2011, 00:17
marilis_
ჰაა smile.gif ხო ნუ ზახაროვა თითონაც არ იკლავს თავს გამომსახველობისთვის, უბრალოდ ისე ემორჩილება სხეული რო მაინც მაგრა გამოსდის biggrin.gif

Posted by: marilis_ 31 Jan 2011, 01:05
cheese1
QUOTE
უბრალოდ ისე ემორჩილება სხეული რო მაინც მაგრა გამოსდის biggrin.gif

ხო, სასწაული მონაცემები და ულამაზესი კიდურები აქვს yes.gif
* * *
სილვის ფოტოები დადეს ფანებმა, როგორც სახეზე, ისე ტანზე საშინლად დაბერებულია.


http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

Posted by: cheese1 31 Jan 2011, 15:42
ვაიმე რა მოსვლია............ რო არ ვიცოდე რო სილვია ვერც ვიცნობდი..................

Posted by: marilis_ 31 Jan 2011, 21:52
cheese1
მეც გავოგნდი!
ეს ნანახი გაქვს, გადავირიე, ისე მომეწონა smile.gif
მგონი, ამაზე კარგი ჩაიკოვსკი პა დე დე არ მინახავს

http://www.youtube.com/watch?v=3SKfihDwzkI&feature=player_embedded#

Posted by: marilis_ 2 Feb 2011, 17:47
cheese1
დადეს ლა სკალას მანონი,
გადავირიე, სცენაზე სულ არ ეტყობა ასაკი და არც ტექნიკა აქვს მისი ასაკის დამახასიათებელი ბალერინების,
უმაგრესი ქალია!!! ყველამ უყურეთ!
http://www.youtube.com/watch?v=X2ie-u6eNdA&feature=player_embedded#

Posted by: S A F O 3 Feb 2011, 13:53
QUOTE
გადავირიე, სცენაზე სულ არ ეტყობა ასაკი და არც ტექნიკა აქვს მისი ასაკის დამახასიათებელი ბალერინების,


++


ისე როგორ დაბერებულა....

Posted by: cheese1 4 Feb 2011, 14:12
marilis_
ჩაიკოვსკის პადედე ვეღარ ვნახე.. sad.gif წაშლილია მიცერს...


სილვი მაგარია!! რა ტანი აქ...... და ეგ მანცემები მგონი 90 წლის ასაკშიც ეგეთივე ექნება biggrin.gif
იმ დღეს რაღაც სტატიას ვკითხულობდი მაგაზე და კონტრაქტში სულ თავისი ხელით ქონდა ჩამოწერილი მოთხოვნები, ეგეთი თავისუფალი ბალერინა (შემოქმედებითად) მგონი მეორე არ ყოფილა, როცა უნდოდა და რასაც უნდოდა და როგორ კოსტუმებშI, და ვისთან არტო ისე ცეკვავდა..... კაია.....

Posted by: marilis_ 4 Feb 2011, 22:35
cheese1
QUOTE
ჩაიკოვსკის პადედე ვეღარ ვნახე.. sad.gif წაშლილია მიცერს...

აუ, ეს ბალანჩინის ფონდი და მათი საავტორო უფლებები უკვე მართლა ამოვიდა ყელში, რა ყველა ვიდეოს შლიან, რა არის!!! mad.gif
მაშინ, ვიშნიოვას მანონი ნახე, მაგასაც მაგრად ცეკვავს biggrin.gif 2kiss.gif
და საერთოდ, კარგი მოცეკვავეა ეგ, ადრე ისე რა მომწონდა და თურმე, ვცდებოდი biggrin.gif

S A F O
კეთილი იყოს შენი ფეხი ამ თემაში! 2kiss.gif
თუ აქმდეც პოსტავდი, არ შეიმჩნიო, სკლეროზი მაწუხებს მე! biggrin.gif

Posted by: cheese1 4 Feb 2011, 23:23
marilis_
biggrin.gif ხო ვიშნიოვა კაი გოგოა, ტანი აქვს უხეში და ტერფებიც მარა ძალიან გამომსახველია და არტისტული

Posted by: marilis_ 4 Feb 2011, 23:35
cheese1
QUOTE
ხო ვიშნიოვა კაი გოგოა, ტანი აქვს უხეში და ტერფებიც მარა ძალიან გამომსახველია და არტისტული

ხო, უშნოდ ხმელია,
ისე თუ დაკვირვებიხარ, რამდენი უშნოტანიანი ბალერინა ჰყავთ მარინსკიში.
სომოვა მზარავს, ნიორაძეს სტრანნი ტორსი და ტანი აქვს.
ლაპატკინა კიდე, საერთოდ ვერ ვუყურებ, ისე არ მომწონს არც ტანზე და მით უმეტეს, სახეზე.

Posted by: S A F O 6 Feb 2011, 18:18
marilis_
QUOTE
S A F O კეთილი იყოს შენი ფეხი ამ თემაში! 2kiss.gif თუ აქმდეც პოსტავდი, არ შეიმჩნიო, სკლეროზი მაწუხებს მე! biggrin.gif


2kiss.gif

დრო და დრო ვპოსტავ. smile.gif

Posted by: mikheilbagrationi 7 Feb 2011, 14:43
ვინმემ თუ იცის სინამდვილეში რა მოხდა ძალიან გთხოოვთ დაწერეთ...
* * *
ნინო ანანიაშვილი საუკეთესოოაა, ირმა ნიორაძეეს შეადარებდიით???smile.gif

Posted by: marilis_ 9 Feb 2011, 15:44
mikheilbagrationi
QUOTE
ვინმემ თუ იცის სინამდვილეში რა მოხდა ძალიან გთხოოვთ დაწერეთ... * * * ნინო ანანიაშვილი საუკეთესოოაა, ირმა ნიორაძეეს შეადარებდიით???smile.gif

მოხდა რამე?


* * *
დაცემები biggrin.gif
(კეთილად მეცინება, არ გამიბრაზდეთ მოცეკვავეები )

სილვი გილემი მძინარე მზეთუნახავში
http://www.youtube.com/watch?v=luWup6OV63g&feature=player_embedded#at=27

ამაზე მართლა მეცინება: ანასტასია ვალაჩკოვა biggrin.gif
http://www.youtube.com/watch?v=0Qe4IRlAKQg&feature=player_embedded

ხულიო ბოკა biggrin.gif
http://www.youtube.com/watch?v=EA6Yv0YKTrs&feature=player_embedded

ნუ, ეს ადრეც დავდე, ძაან საცოდაობა კია, მაგრამ ჩემი ფავორიტია biggrin.gif
http://www.youtube.com/watch?v=AN_smwnaov0&feature=player_embedded

Posted by: humanoid84 12 Feb 2011, 16:56
გამარჯობათ
რასაც გადავხედე, სულ ბალეტზეა დიალოგებიsad.gif სხვა ინტერესი არავის არ აქვს? როდემდე ეს კასტრირებული მოძრაობები. თან ამხელა დაფინანსებითsad.gif

Posted by: marilis_ 12 Feb 2011, 19:07
humanoid84
QUOTE
გამარჯობათ რასაც გადავხედე, სულ ბალეტზეა დიალოგებიsad.gif სხვა ინტერესი არავის არ აქვს? როდემდე ეს კასტრირებული მოძრაობები. თან ამხელა დაფინანსებითsad.gif 

რეპერ, შენი ფეხი არ დავინახო აქ!

Posted by: cheese1 14 Feb 2011, 18:16
nicola le riche!!!!! არ შემილია რო არ ვახსენო აქ!.............. უნიჭიერესი მოცეკვავე..........


http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

მიყვარსს smile.gif)
უი ვალენტინობასაც გილოცავთ .. მაინც.. smile.gif biggrin.gif

Posted by: mikheilbagrationi 14 Feb 2011, 19:33
გილოცავთ ვალენტინობასsmile.gif*********

Posted by: humanoid84 16 Feb 2011, 15:22
რეპერ, შენი ფეხი არ დავინახო აქ! smile.gif))
რეპერ კარგი იყოsmile.gif
ცუდად გამიგე. მე არც რეპერი ვარ და არც ბალორონიsmile.gif მე უბრალოდ ვმოძრაობsmile.gif ვმოძრაობ და არ ვფიქრობ რომელიმე სტანდარტულ ილეთზე. მე მსიამოვნებს ბალეტის ნახვა. მაგრამ, ძირითადათ ინტერნეტით. რუსული ბალეტი აღარ შემიძთლიაsad.gif ნუუ, ამ სისტემებში ცუდად ვერკვევი მაგრამ მაინც...

Posted by: cheese1 21 Feb 2011, 14:48
როგორ მომწონსსს......



Posted by: marilis_ 22 Feb 2011, 23:11
ვინც ეს გვერდი არ იცით, აუცილებლად ევიეთ და მოიწონეთ! smile.gif
http://www.facebook.com/?ref=home#!/pages/State-Ballet-of-Georgia/156675617676525

Posted by: marilis_ 25 Feb 2011, 11:59

Russian beauty ვალაჩკოვა help.gif


http://www.radikal.ru

Posted by: unknown lady 25 Feb 2011, 21:53
mikheilbagrationi
QUOTE
ნინო ანანიაშვილი საუკეთესოოაა, ირმა ნიორაძეეს შეადარებდიით???smile.gif



არ მიყვარს მაგ ორის შედარება
ორივე სხვადასხვანაირად მიყვარს smile.gif

ირმას შეჰერეზადა love.gif jump.gif

Posted by: Precieux 27 Feb 2011, 13:15


http://www.youtube.com/watch?v=eIwExZ-cGgw&playnext=1&list=PL808131FC28D7307E

Posted by: turok13 6 Mar 2011, 22:19
რა მოხვა ვერ გავიგე მაინც და იქნებ მოყვეტ

Posted by: kacaveika 12 Mar 2011, 17:29
მეგობრებო, ამ კეთილშობილების სრული ვერსია ხომ არ გეგულებათ სადმე, თუნდაც შორს?
http://www.youtube.com/watch?v=16s2kMePetg&feature=related

Posted by: S A F O 19 Mar 2011, 03:43
QUOTE
ნინო ანანიაშვილი საუკეთესოოაა, ირმა ნიორაძეეს შეადარებდიით??


არ მიყვარს ეს შედარებები, მაგრამ თუ აუცილებელია ანანიაშვილი საუკეთესოა.
smile.gif

აქვე * ფეისბუქზე გახსნილია ვერა წიგნაძის გვერდი.
http://www.facebook.com/update_security_info.php?wizard=1#!/pages/Vera-Tsignadze/173779649308710

Posted by: marilis_ 23 Mar 2011, 12:33
წუხელ დამესიზმრა ლაშა ხოზაშვილის გასტროლები საქართველოში, დონ კიხოტს ცეკვავდა ბიჭი biggrin.gif love.gif

Posted by: unknown lady 29 Mar 2011, 10:45
marilis_

QUOTE
წუხელ დამესიზმრა ლაშა ხოზაშვილის გასტროლები საქართველოში, დონ კიხოტს ცეკვავდა ბიჭი



biggrin.gif

დიდი ხანია ბალეტი აღარ მინახავს
რაც ოპერა სარემონტოდ დაიკეტა ხელი ავიღე givi.gif

Posted by: humanoid84 7 Apr 2011, 22:37
თუ ,,ქორეოგრაფიაზეც" არი თემა, რატომ არავინ საუბრობს ცეკვის სხვა ფორმეზე?

Posted by: marilis_ 7 Apr 2011, 22:52
humanoid84
QUOTE
თუ ,,ქორეოგრაფიაზეც" არი თემა, რატომ არავინ საუბრობს ცეკვის სხვა ფორმეზე? 

ისაუბრე და აგყვებით.

Posted by: butch_gio 8 Apr 2011, 00:08
გამარჯობა, ხომ ვარ მეტყვით სად შეიძლება ბალეტზე სიარული (თუ შეიძლება რომ ასე ითქვას)

ჩემი მეგობარი დადიოდა ბავშვობაში და ახლა ისევ უნდა რომ იაროს (31 წლისაა) smile.gif


Posted by: Kattarina 8 Apr 2011, 11:04
butch_gio
სამოყვარულო ბალეტი? o_O ასეთი რამ არსებობს? ))

Posted by: S A F O 8 Apr 2011, 21:39
butch_gio
QUOTE
გამარჯობა, ხომ ვარ მეტყვით სად შეიძლება ბალეტზე სიარული (თუ შეიძლება რომ ასე ითქვას)

ჩემი მეგობარი დადიოდა ბავშვობაში და ახლა ისევ უნდა რომ იაროს (31 წლისაა) smile.gif


მიმართოს საბალეტო სტუდიას... მაგრამ ამდენი წელი თუ არ უცეკვია შეძლებს? თითები არ დაიმტვრიოს . ძალიან რთული იქნება.
smile.gif

Posted by: butch_gio 9 Apr 2011, 00:13
S A F O

შეძლებ თუ ვერ შეძლებ ეგ მეორე საკითხია, მე მინდა რომ გავიგო თუ არის სადმე Kattarina -მ თქვა სამოყვარულო ბალეტი.

და ეგ საბალეტო სტუდია სადაა ხომ ვერ მეტყვი??????????

Posted by: S A F O 9 Apr 2011, 01:05
სამოყვარულო ნამდვილად არ ვიცი.
user.gif ....

Posted by: butch_gio 9 Apr 2011, 02:24
S A F O
კიდევ ერთხელ დიიიიიდი მადლობა smile.gif

Posted by: S A F O 10 Apr 2011, 19:39
butch_gio
QUOTE
S A F O კიდევ ერთხელ დიიიიიდი მადლობა smile.gif


chest.gif smile.gif

Posted by: marilis_ 2 May 2011, 03:02
http://www.youtube.com/watch?v=VR82fgzy6F4&feature=player_embedded#at=42

Posted by: peacekeeper 2 May 2011, 17:54
http://www.youtube.com/watch?v=eHskw4acZXU&feature=player_embedded

Posted by: jughelka 13 May 2011, 13:57
ხომ არავინ იცის თბილისში სადაა კარგი ბალეტის სკოლები, დაახლოებით 23-25 წლის ბალერინები რო ცეკვავდნენ და ასწავლიდნენ....საერტოდ არაფერი ვიცი ბალეტის შესახებ და ტუ რამე უცნაური შეკიტხვა დავსვი სორი biggrin.gif biggrin.gif

Posted by: l0veU 1 Jun 2011, 03:05
ქართველებმა ხომ ყველგან უნდა რაგაც გავაფუჭოთ,მემგონი ხასიათში გადაგვივიდა ესmo.gif

Posted by: S A F O 1 Jun 2011, 16:13
l0veU
QUOTE
ქართველებმა ხომ ყველგან უნდა რაგაც გავაფუჭოთ,მემგონი ხასიათში გადაგვივიდა ეს


რას გულისხმობთ ?

Posted by: marilis_ 7 Jun 2011, 15:29
http://www.youtube.com/watch?v=X4760Fknfic&feature=player_embedded#at=170

ბოლოს ისეთებს აკეთებს, სუნთქვა შემეკრა ვიდეოდან!
ჩემი ფავორიტია ეს გოგო!

Posted by: cheese1 12 Jun 2011, 18:26
ლაშა ხოზაშვილის ჯიზელს უყურა ვინმემ????

Posted by: marilis_ 20 Jun 2011, 00:12
cheese1
QUOTE
ლაშა ხოზაშვილის ჯიზელს უყურა ვინმემ????

არა, სამაგიეროდ, დღეს ვუყურეთ მის აპოლონს და მართლაც განუმეორებელი იყო,
განუმეორებელი იმით, რომ ბევრი რომ ეძებო, არა მგონია სადმე მეორე ისეთ აპოლონს წააწყდე,
მკლავს რომ მასიური და გაურკვეველი ტატუ უმშვენებდეს biggrin.gif
საუცხოო სანახავი იყო!
უხდება ანტიკურობას სვირინგები, დამეთანხმებით biggrin.gif

Posted by: cheese1 20 Jun 2011, 19:41
marilis_
უი ტატუირება გაიკეთა???? smile.gif

Posted by: marilis_ 21 Jun 2011, 15:46
cheese1
QUOTE
უი ტატუირება გაიკეთა???? smile.gif

yes.gif

Posted by: ElectricRed 24 Jun 2011, 20:12
სწორ ადგილას თუ ვკითხულობ არ ვიცი, მაგრამ იქნებ დამეხმაროთ და მითხრათ რომელი ქორეოგრაფიული სასწავლებლები იცით... smile.gif

Posted by: cheese1 25 Jun 2011, 19:32
ElectricRed
თბილისში?? თბილისში ერთად ერთი სახელმწიფო ქორეოგრაფიული სასწავლებელიაა

Posted by: marilis_ 27 Jun 2011, 23:47
დავბრუნდი გალა–კონცერტიდან და პირველ რიგში მარშოს მინდა ვუთხრა, რომ ძალიან, ძალიან მომეწონა, არაჩვეულებრივად იცეკვე! 2kiss.gif

შთაბეჭდილებები მაქვს ფრიად უცნაური. დავიწყოთ თავიდან
ბუგაკუ ანანიაშვილი– ახმეტელი.
ეს იყო პირველი სპექტაკლი საქართველოში, როდესაც ანანიაშილმა იცეკვა და დარბაზმა არ იხუვლა ბრავოს ძახილით.
ისე თავშეკავებული ტაშით დასრულდა სპექტაკლი და ისე გამაკვირვა ამ ამბავმა, მილანში ვარ, თუ თბილისში მეთქი, დავიბენი.
მიზეზი ორია: პირველი– ნინო ვერ იცნეს (მიუხედავად ბუკაკუსთვის აშკარად მსუბუქი გრიმისა), ამ მოსაზრებამ თავიდანვე გამიელვა თავში, ნინოს პირველი გამოსვლისას რომ ტაში არ დაუკრავთ და მეორე– დარბაზი აღაშფოთა თახსირმა ქორეოგრაფიამ givi.gif ნუ, მესამე არ მოეწონათ, მეოთხე მუსიკამ თავები აატკიათ და ა.შ. მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება.
მერე იყო ლოპატინი-სტაშკევიჩის "პარიზის ალი". სტაშკევიჩი კიდევ რა ჩამოსაყვანი იყო, მე ვერ გავიგე, მაგრამ ამ ბალეტს ისეთი ხალხი ასრულებდა და ასრულებს, თუნდაც დღეს ბოლშოიში რომ ლოპატინი არა მგონია საუკეთესო შემსრულებლებში მოხდვეს ოდესმე. რამოდენიმე დეტალი და ტური კარგად ჰქონდა დამუშავებული და ეგაა. სტაშკევიჩი ძლივს იდგა ფეხზე, არანაირად არ შეეფერება ეგ გოგო ამ ბალეტს.
პა დე დე "ჯენცანოდან"- საღამოს გაუგებრობა. ერთი რომ ბურნონვილის ატანა არ მაქვს და მეორე, არც ერთი კრიტერიუმით არ იყო ეგ ნომერი ამ საღამოზე გამოსატანი.
გოგუა, მიუხედავად იმისა, რომ ჯულიეტად ვერ აღვიქვამ, მგონი, ყველას სჯობდა ამ საღამოზე, ძალიან სუფთად, მოზომილად და კარგად იცეკვა.
ლაშა ხოზაშვილი იმდენად იყო ნახტომებზე კონცენტრირებული, როლში შესვლა დროდადრო ავიწყდებოდა, მაგრამ ზოგადად მიყვარს ეგ ბავშვი, კრიტიკული მაინც ვერ ვიქნები biggrin.gif
ბოლოს გვაღირსეს და გვიჩვენეს საღამოს ვარსკვლავი-მაია მახათელი.
დონ კიხოტის ადაჯო ისე გაბრწყინებულმა და მომღიმარმა იცეკვა, რომ ვიფიქრე, ძლივს ვეღირსე ნორმალურ ჩელიტას მეთქი და პარალელი გავავლე ობრაზცოვას ოთხი წლის წინანდელ უღიმღამო ჩელიტასთან, მაგრამ რად გინდა, ობრაზცოვას მახათელისგან განსხვავებით, ჭკუა ეყო და თავისი შესაძლებლობები არაჩვეულებრივად მოზომა. მაიამ ჯერ ვარიაცია იცეკვა ისე-რა, და ფუეტეზე მთლად გაიჭრა, თავიდანვე მუსიკას ჩამორჩა, მერე წრეზე წასვლა მოინდომა და შედეგად მთელი სცენა გაიარა, ოღონდ, ცენტრიდან მარჯვნივ და მერე მარცხნივ. ლოპატინმაც ძლივს ჩაათავა პირუეტები, ვერ გასწორდა ნორმალურად და ფინალი იყო, სევდიანი. არავინ რომ არ იმჩნევს და მაინც რომ ძალიან სევდიანია sad.gif

პ.ს. ანა ალბუთაშვილი მომწონს სახეზე ძალიან ძალიან, რა კარგი გოგოა love.gif

Posted by: cheese1 29 Jun 2011, 11:14
marilis_
ძალიან საინტერესი რევიუ იყოო, წარმოდგენა შევიქმენი უკვე smile.gif

Posted by: marilis_ 9 Jul 2011, 20:45
რატომ ჩამოგვალაბორანტეთ, ძალიან მაინტერესებს?!

mad.gif


Posted by: minerva 9 Jul 2011, 20:53
marilis_
QUOTE
რატომ ჩამოგვალაბორანტეთ, ძალიან მაინტერესებს?!   

გეკადრებათ?! პირიქით _ ჩამოგხსენით და გულში ჩაგიხუტეთ, სხვა ჩვენს საყვარელ თემებთან ერთად user.gif


ძალიან გადატვირთული იყო აპინული თემები და საინფორმაციო თემებს ვეღარ აგნებდა ხალხი smile.gif




Posted by: marilis_ 10 Jul 2011, 00:35
minerva
კაცს ჩხუბი გინდოდეს და არ გაცლიდნენ, - აი,ეს ხარ შენ,
შენ ეს ხარ! biggrin.gif 2kiss.gif

Posted by: minerva 10 Jul 2011, 02:00
marilis_
QUOTE
კაცს ჩხუბი გინდოდეს და არ გაცლიდნენ, - აი,ეს ხარ შენ,  შენ ეს ხარ!

biggrin.gif 2kiss.gif

დროა, დავისაჯო მეც.

დროა!

biggrin.gif

Posted by: vinvin 11 Jul 2011, 22:45
გამარჯობა, ბალეტო!
გუშინწინ შემთხვევით აღმოვჩნდი ბალეტზე (სიმართლე რომ ვთქვათ არც ისე შემთხვევით) რუსთაველის თეატრის დიდ სცენაზე და ნანახმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე.
აქ კი იმიტომ შემოვიხედე, ვიფიქრე პროფესიონალების აზრს ჩემსას შევადარებდი.
მიკვირს ფორუმის ამ განყოფილებაში საერთოდ არაფერი წერია - არც ცუდი და არც კარგი.
ნუთუ არავინ ნახა?
გასაოცარია...
* * *
ყველამ თავი დაისაჯა და პასუხს ვერავინ გამცემს?...

Posted by: marilis_ 24 Jul 2011, 20:19
vinvin
QUOTE
ამარჯობა, ბალეტო! გუშინწინ შემთხვევით აღმოვჩნდი ბალეტზე (სიმართლე რომ ვთქვათ არც ისე შემთხვევით) რუსთაველის თეატრის დიდ სცენაზე და ნანახმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. აქ კი იმიტომ შემოვიხედე, ვიფიქრე პროფესიონალების აზრს ჩემსას შევადარებდი. მიკვირს ფორუმის ამ განყოფილებაში საერთოდ არაფერი წერია - არც ცუდი და არც კარგი. ნუთუ არავინ ნახა? გასაოცარია... * * * ყველამ თავი დაისაჯა და პასუხს ვერავინ გამცემს?...

რაო,
შემოგევლოს ჩემი პროფესიონალი თავი! alk.gif
კეთილი იყოს შენი ფეხი აქ
ეხლა სეზონი მკვდარია და სექტემბრიდან გავცვალოთ ხოლმე შთაბეჭდილებები 2kiss.gif

Posted by: S A F O 22 Aug 2011, 13:33
http://balletoman.com/ballet-history/

ეს საიტი იცით ? კარგი საიტია ძალიან. ბევრი ჩანაწერი დევს.
jump.gif

Posted by: Giulietta Masina 23 Aug 2011, 01:48
ბალეტზე ვიყავი რამდენიმე კვირის წინ, გერმანიის ქალაქ ესენის აალტო საბალეტო თეატრში Irish Soul -ზე და პირველად ვნახე ბალეტი წვიმის ქვეშ, ულამაზესი იყო. დასი ინტერნაციონალურია და რუსეთიდან საკმაოდ ბლომად მოცეკვავეებიც ჰყავთ (2 სომეხი ჰყავთ, ქართველი არავინ sad.gif )
კიდევ აქ ახლოს ქალაქი ვუპერტალია, რომელსაც მყოფლიოში განთქმული ქორეოგრაფიული თეტრი აქვს, პინა ბაუშის სახელობის, ეცოდინებათ აუცილებლად, ქორეოგრაფებს ამ ქალის შესახებ... მანდ ვაპირებ წასვლას და მოგიყვებით შთაბეჭდილებებს smile.gif
აი ეს, ბალეტიდან... ემოციების კორიანტელი იყო...
http://pix.ge/

Posted by: bochita 25 Aug 2011, 16:09
ბავშვი მინდა მივიყვანო ბალეტზე და ხო არ იცით თბილისშისაბალეტო სკოლების საიტები? ან ფასები როგორია?

Posted by: marshoo 25 Aug 2011, 18:38
მოგესალმებით))))))))რამდენი ხანია აქ არ შემომიჭყეტია)))))ძალიან მინდა გახურდეს ისევ თემა.
QUOTE
დავბრუნდი გალა–კონცერტიდან და პირველ რიგში მარშოს მინდა ვუთხრა, რომ ძალიან, ძალიან მომეწონა, არაჩვეულებრივად იცეკვე! 

marilis_
ძალიან ძალიან დიდი მადლობა

Posted by: marilis_ 26 Aug 2011, 22:18
Giulietta Masina
QUOTE
რომელსაც მყოფლიოში განთქმული ქორეოგრაფიული თეტრი აქვს, პინა ბაუშის სახელობის, ეცოდინებათ აუცილებლად, ქორეოგრაფებს ამ ქალის შესახებ... მანდ ვაპირებ წასვლას და მოგიყვებით შთაბეჭდილებებს smile.gif

თბილისში პინა ბაუში ყველა პეროიანმა იცის,
სულ ცოტა ხნის წინ, კინო-თეატრში გადიოდა დოკუმენტური ფილმი პინა ბაუშის შესახებ smile.gif

marshoo
QUOTE
მოგესალმებით)))))))

კარგია, რომ გამოჩნდი
2kiss.gif

Posted by: Giulietta Masina 27 Aug 2011, 11:52
marilis_
QUOTE
თბილისში პინა ბაუში ყველა პეროიანმა იცის,

"პეროიანი" ნამდვილად არა ვარ, ღმერთმა დამიფაროს და საკმაოდ დილეტანტიც ვარ საბალეტო ხელოვნების, მაგრამ თუ ცოტა ერკვევი ადამიანი კლასიკური ქორეოგრაფიის ისტორიაში, ეგ ქალი სერიოზული პიონერი იყო. და მისი დასის გასტროლები ბილეთები, ყოველთვის დიდი ხნით ადრე ბოლომდე გაყიდულია ხოლმე. უბრალოდ გამიმართლა გეოგრაფიული მდებარეობით....

Posted by: marilis_ 27 Aug 2011, 13:21
Giulietta Masina
QUOTE
პეროიანი" ნამდვილად არა ვარ, ღმერთმა დამიფაროს

რატომ იღებ მერე საკუტარ თავზე, თუ მაინცდამაინც, მეც არ მივიჩნევ თავს პეროიანად smile.gif

QUOTE
მაგრამ თუ ცოტა ერკვევი ადამიანი კლასიკური ქორეოგრაფიის ისტორიაში, ეგ ქალი სერიოზული პიონერი იყო. და მისი დასის გასტროლები ბილეთები, ყოველთვის დიდი ხნით ადრე ბოლომდე გაყიდულია ხოლმე. უბრალოდ გამიმართლა გეოგრაფიული მდებარეობით....

ცოტა ვერკვევი
და არც პინა ბაუშს ვაკნინებ,
უბრალოდ, ფაქტი გითხარი smile.gif

მოყევი შთაბეჭდილებები 2kiss.gif
* * *

QUOTE
ქალაქ ესენის

პ.ს. მეგობარი მყავს ესენიდან,
ესენ ვერდენში ერთი კვირა მაქვს გატარებული,
მიყვარს იქაურობა!

Posted by: Giulietta Masina 27 Aug 2011, 17:39
marilis_
QUOTE
ესენ ვერდენში ერთი კვირა მაქვს გატარებული,

კქეთვიგი იცი? იქ ვარ ახლა givi.gif

Posted by: marilis_ 27 Aug 2011, 21:34
Giulietta Masina
QUOTE
კქეთვიგი იცი?

არა biggrin.gif

Posted by: Giulietta Masina 27 Aug 2011, 21:58
marilis_
QUOTE
კქეთვიგი იცი?

არა biggrin.gif

ვერდენის შემდეგი გაჩერებაა მატარებლით biggrin.gif

Posted by: marilis_ 27 Aug 2011, 22:35
Giulietta Masina
ხოო?! შეიძლება, ვიცოდე კიდეც, უცნაური სახელები აქვს იქაურ ადგილებს, ვერ ვიმახსოვრებდი,
ისე, დამატარებდა ხოლმე მანქანით. მაგარი ვილები რომაა და ვერდენის შემდეგ რაღაცაა, ის მაქვს ნანახი biggrin.gif
ტბაც ნანახი მაქვს, სასრიალო ადგილები და იპოდრომი
როგორ მიყვარს იქაურობა!

Posted by: cheese1 3 Sep 2011, 18:33

marshoo ბალერინაა???? smile.gif smile.gif

Posted by: marilis_ 3 Sep 2011, 19:03
cheese1
QUOTE
marshoo ბალერინაა???? smile.gif smile.gif

უჰჰ, კაი ერთი? biggrin.gif

Posted by: marshoo 13 Sep 2011, 19:49
cheese1
QUOTE
marshoo ბალერინაა????

25 სექტემბრიდან აღარ,პროფილს ვიცვლი 360 გრადუსით

Posted by: marilis_ 13 Sep 2011, 20:32
marshoo
QUOTE
25 სექტემბრიდან აღარ,პროფილს ვიცვლი 360 გრადუსით

რატომ?
რა მოხდა?

Posted by: Solveig 14 Sep 2011, 02:11
marshoo
QUOTE
360 გრადუსით

360 გრადუსით შეცვლა იგივე ადგილზე დარჩენას ნიშნავს smile.gif)))))))))))))))

Posted by: marshoo 14 Sep 2011, 19:03
Solveig
ერთხელ სამახსოვროდ 360 გრადუსიან პირუეტს გავაკეთებ)))და მერე ვივდივარ
marilis_
არაფერი არ მოხდა უბრალოდ თეატრალური ფესტივალის მერე ჩემს მეორე პროფესიას წინა პლანზე წამოვწევ და მოვდივარ თეატრიდან. უნდა გადავეშვა ქართულ იურისპრუდენციაში))))


Posted by: marilis_ 14 Sep 2011, 23:15
marshoo
QUOTE
არაფერი არ მოხდა უბრალოდ თეატრალური ფესტივალის მერე ჩემს მეორე პროფესიას წინა პლანზე წამოვწევ და მოვდივარ თეატრიდან. უნდა გადავეშვა ქართულ იურისპრუდენციაში))))

კარგად იფიქრე?
ასე უცებ ძნელია ხოლმე ყველაფრისთვის თავის დანებება 2kiss.gif
წარმატებები ახალ საქმეში, მჯერა, კარგად გამოგივა 2kiss.gif

Posted by: S A F O 14 Sep 2011, 23:32
QUOTE
360 გრადუსით


360 გრადუსით შეცვლა იგივე ადგილზე დარჩენას ნიშნავს )))))))))))))))

biggrin.gif

QUOTE
marshoo ბალერინაა


ვა, რა მაგარია. 2kiss.gif


Posted by: noniko 10 Oct 2011, 18:56
4 წლის ბავშვი რომ შეიძლება რომ მივიყვანო ბალეტზე? ან სად მირჩევ დით მიყვანას ?

Posted by: marilis_ 19 Oct 2011, 02:08
ამისი ლაპარაკიც მიყვარს და საერთოდ რომ არაფერს აკეთებს, მაშინაც კი ყველაზე მაგარია <3
http://www.youtube.com/watch?v=Nbz4KliXEnI&feature=relmfu

http://www.youtube.com/watch?v=dvn4eGgyk7E&feature=relmfu

Posted by: cheese1 28 Oct 2011, 12:52
დღეს

http://www.youtube.com/bolshoi

Posted by: marilis_ 28 Oct 2011, 17:25
cheese1
შენ გაიხარე ამ ლინკის დადებისთვის საშვილიშვილოდ! biggrin.gif 2kiss.gif
გავერთობი დღეს ცოტას
წარმატებები,
მთელი გულით გგულშემატკივრობ, იმიტომ, რომ მართლა მაგარი გოგო ხარ 2kiss.gif

Posted by: marilis_ 29 Oct 2011, 17:51
რატომ ვუყურე, რატომ, რატომ?!
ხალხი ვერ მაოკებს, ისე დამაწყდა ნერვები,
ეს რა იყო,
საბჭოთა კავშირი კრუპნი პლანით,
ყველა დეკორაციაზე, ყველა დეტალზე, ფარდაზე ნამგალი და ურო და წარწერა სსრ.
ძალიან სამარცხვინოა, რომ ამ მასკარადში ჩართეს ნამდვილად კარგი არტისტები.
ჩემთვის ძალიან შეურაცხმყოფელი იყო ეს ყველაფერი.

პ.ს. ამ სსრკში საქართველო არ დავიწყებიათ
http://www.youtube.com/watch?v=37iO4wa2Fi4&feature=related

Posted by: unknown lady 29 Oct 2011, 19:34
ნამგალი და ურო :|//////////////

Posted by: cheese1 31 Oct 2011, 15:44
აქ თქვეს ქვეყნის ჰიმნს რო მღერი კასკას მაინც მოვიხსნიდიო smile.gif

Posted by: goga25 13 Nov 2011, 23:06
ბავშვის მიყვანა მინდა ცეკვაზე და არ იცით სადმე ნორმანული მასწავლებელი?

Posted by: katokato 20 Nov 2011, 21:43



ახლა იწყება ტრანსლაცია ,, მძინარე მზეთუნახავის ,, ბოლშოიდან.
ზახაროვა ცეკვავს.
* * *
ახლა იწყება ტრანსლაცია ,, მძინარე მზეთუნახავის ,, ბოლშოიდან.
ზახაროვა ცეკვავს.

პ.ს.
ვნახე ელენე გლურჯიძის დონ კიხოტი. ნორმალური მოცეკვავეა, მაგრამ მეორე დღეს რომ არ გეხსომება ისეთი...
ჩვენი დასი კი მშვენიერ ფორმაშია..

ერთი მაინტერესებს -
სად შოულობს ანანიაშვილი ისეთ კოშმარ მხატვრებს, როგორმაც დონ კიხოტის სცენოგრაფია გააკეთა???
ღრმა კომუნისტურ ეპოქაში ყველაზე მივარდნილი სოფლის თეატრში ვერ ნახავდი ალბათ ასეთ ნატურალისტურ დეკორაციას, და ასეთ უგემოვნოდ ჭრელ კოსტუმებს, რაც ამ დადგმაშია..
საშინელება...
საერთოდ დაგიკარგავს სურვილს სპექტაკლის ნახვის.
* * *
ახლა იწყება ტრანსლაცია ,, მძინარე მზეთუნახავის ,, ბოლშოიდან.
ზახაროვა ცეკვავს.

პ.ს.
ვნახე ელენე გლურჯიძის დონ კიხოტი. ნორმალური მოცეკვავეა, მაგრამ მეორე დღეს რომ არ გეხსომება ისეთი...
ჩვენი დასი კი მშვენიერ ფორმაშია..

ერთი მაინტერესებს -
სად შოულობს ანანიაშვილი ისეთ კოშმარ მხატვრებს, როგორმაც დონ კიხოტის სცენოგრაფია გააკეთა???
ღრმა კომუნისტურ ეპოქაში ყველაზე მივარდნილი სოფლის თეატრში ვერ ნახავდი ალბათ ასეთ ნატურალისტურ დეკორაციას, და ასეთ უგემოვნოდ ჭრელ კოსტუმებს, რაც ამ დადგმაშია..
საშინელება...
საერთოდ დაგიკარგავს სურვილს სპექტაკლის ნახვის.

Posted by: cheese1 22 Nov 2011, 21:46

Posted by: marilis_ 23 Nov 2011, 10:36
cheese1
ეგ კერვა-ჩაქუჩის რტყმისა და ლეიკოების აკრობის პროცესი დღემდე მაგიჟებს cry.gif
ისე დღემდე გრიშკოს პუანტეები ითვლება ყველაზე მაგრობად, თუ ჩამოვრჩი ცხოვრებას?! biggrin.gif

Posted by: cheese1 24 Nov 2011, 00:38
marilis_
ხოო smile.gif თუ მაინც ჩაქუჩით უნდა დაამტვრიოთ თავიდანვე რბილს რატო არ აკეთებენო smile.gif
გრიშკო ყველაზე მაგრად არასდროს არ ითვლებოდა smile.gif უბრალოდ თბილისში სხვა არაა, რუსეთშიც ძაან რეკლამირებულია და სხვა ფირმები ცდილობენ რო არ შემოუშვან მარა მაინც აGწევს.. smile.gif კარგებია ფრიდი freed და bloch ინგლისურებია, ანანიაშვილს ყოველთვის ფრიდი აქვს... capezio-ც კარგია, sansha... და ამერიკული gaynor minden ეგ სულ სხვა ტეqნოლოგიითაა გაკეთებული და სარეცხ მანqანაშიც კი ირეცხება smile.gif (ფასიც შესაბამისი აქვს 100$) მთვარია რომელს მოირგებ ფეხზე.. გრიშკოშI ზახაროვა ცეკვავდა სულ და ეგ დიდი რეკლამა ქონდათ და ეხლა ეგეც ამერიკულ გეინორ მინდენებზე გადავიდა smile.gif ნუ გრიშკოც არაა ცუდი

http://www.radikal.ru
სანშა


http://www.radikal.ru
ფრიდი (ალესანდრა ფერი)

http://www.radikal.ru
გეინორ მინდენი

http://www.radikal.ru


Posted by: marilis_ 24 Nov 2011, 14:16
cheese1
რა გემრიელობა პოსტი დაწერე ეხლა შენ არ იცი! 2kiss.gif

რა მაინტერესებს, მართლა.
ადრე რომ ლეგენდები დადიოდა, ანანიაშვილი ყოველგვარი გადახვევა-დამცავის გარეშე ატარებს პუანტეებსო, მართალია?!
გამარკვიე ერთი, რა დამცავი მექანიზმები არსებობს.
სანამ სილიკონი არ იყო, სად იდებდნენ თითებსშუა? თუ ყველა არ ხმარობს მაგას?

Posted by: cheese1 25 Nov 2011, 00:02
marilis_
smile.gif smile.gif

არა ნინო ჩასაფენებს ხმარობს, სილიკონის ოღონდ თითებსშუა მგონი არა არ მახსოვს.. თითებზე ჩასაცმელს smile.gif აი ასეთს

http://www.radikal.ru

ესენიც ძალიან ბევრნაირი არსებობს, სხვადასხვა მასალის და ზომა-ფორმის მარა ეს ყველაზე კარგებია..
ისე ბევრი ვიცი არაფერს რო არ იფენენ, მარტო ლეიკოებით იკრავენ თითებს, ეგ ფეხს როგორც მიაჩვევ პატარაობიდან მაგაზეა.. მარა არ მესმის რატო უნდა მიაჩვიო ეგრე როცა ჩასაფენებიც არსებობს.. smile.gif

Posted by: marilis_ 25 Nov 2011, 00:16
cheese1
გაზეთების ჩაფენა შენც გამოსცადე, ისე?! biggrin.gif
მომენატრა კარგი გემრიელი ბალეტი, შენ გაიხარე 2kiss.gif
გოგო, რა ყველა გაგქცევიათ ისე, რა ხდება, მეორედ მოსვლაა?! biggrin.gif

Posted by: cheese1 26 Nov 2011, 15:17
marilis_
smile.gif მე ერთჯერადი ცელოფნები გამოვცადე smile.gif მშვენიერი იყო ისეე smile.gif

ხო რავიცი... ეგენი ისედაც წელიწადში ორჯერ იყვნენ აქ... ეხლაც მოწვეულებად დარჩნენ..

katokato
რას იტყვი მძინარეზე??

Posted by: katokato 26 Nov 2011, 15:33
cheese1
QUOTE
რას იტყვი მძინარეზე??

არც ვიცი საიდან დავიწყო...
ისე ვისიამოვნე, თითქოს დარბაზში ვიჯექი და იქ ვუყურებდი.. ისეთი ზღაპრული სანახაობა აქვთ გაკეთებული, ასეთ ეფექტს ახდენს.
ნუ ზახაროვა როგორი იყო, ჩემი ქება არ სჭირდება... პრინცი იყო დევიდ ჰოლდბერგი, ამერიკელი პრემიერი , დიდად არ ავღფრთოვანდი.. რა თQმა უნდა მაღალი კლასის მოცეკვავეა, მაგრამ იმდენად რუსული ბალეტის ზეიმი იყო, რომ ამის სხვა სკოლა და სხვა რანგიც ძალიან ჩანდა.
სცენოგრაფიაა არნახული. იტალიელი მხატვარი ჰყავდათ მოწვეული, და მაგათ უყვართ პომპეზურობა smile.gif ვიღაცას შეიძლება ცოტა გადაჭარბებულად მოეჩვენოს, მით უმეტეს, იატაკის დეკორი პირველ აქტში, მაგრამ მთლიანობაში საოცრად ეფექტური, მდიდრული, ეპოქასთან მაქსიმალურად მიახლოვებული კოსტუმებიც და დეკორაციებიც. ორკესტრი ჟღერდა ფანტასტიურად. ქორეოგრაფია გრიგოროვიჩისაა, ორონდ პრაქტიკულად არაფერია შეცვლილი ძVელი რედაქციიდან ,რ აც მე მახსოვს.
კლასიკის ფასი იციან ადამიანებმა, განსხვავებით აქ რაც ანანიაშვილმა გედის ტბაზე ჩაიდინა.........
მოკლედ, ფანტასტიური რამეა... ნამდვილი ზეიმი.
თან მძინარე მზეთუნახავი ხომ ყველაზე მასშტაბური ბალეტია .. თითქმის მთელი დასი სცენაზეა smile.gif მაგიტომაც გახსნეს ბალეტის სეზონი ახალ სცენაზე ამ ბალეტით.
იქნება ალბათ ჩანაწერი გაყიდვაში მალე.
ეგებ ოდესმე აქაც ჩამოაღწიოს smile.gif ნამდვილად ღირს ნახვა. ტან ამ შემადგენლობის სწორედ, რომელიც პრემიერის დღეს იყო.

Posted by: cheese1 27 Nov 2011, 23:55
katokato
ხოო დეკორაციები და კოსტუმები ძალიან პომპეზურია მარა საბოლოოდ ლამაზია, ბალეტი მასეთი უნდა იყოს ალბათ smile.gif smile.gif

ადრე რაც გინახია ისიც გრიგოროვიჩისაა, ეხლა შეამოკლა უბრალოდ, ადრე 3 აქტი იყო.

Posted by: marilis_ 28 Nov 2011, 00:28
cheese1
QUOTE
ხოო დეკორაციები და კოსტუმები ძალიან პომპეზურია მარა საბოლოოდ ლამაზია, ბალეტი მასეთი უნდა იყოს ალბათ smile.gif smile.gif

ძალიან მომეწონა დეკორაციები რაც იუთუბზე ვნახე,
მომენატრა მსგავსი მასშტაბების ბალეტის ყურება

katokato
QUOTE
ნუ ზახაროვა როგორი იყო, ჩემი ქება არ სჭირდება... პრინცი იყო დევიდ ჰოლდბერგი, ამერიკელი პრემიერი , დიდად არ ავღფრთოვანდი.. რა თQმა უნდა მაღალი კლასის მოცეკვავეა, მაგრამ იმდენად რუსული ბალეტის ზეიმი იყო, რომ ამის სხვა სკოლა და სხვა რანგიც ძალიან ჩანდა.

სკოლა ერთია და რანგს რას უწუნებ?
და ეს რუსული სკოლაც უკვე პირობითია,
დღეს უკვე ყველგან რუსული სკოლაა, მოფენილები არიან რუსი ექს მოცეკვავეები რეპეტიტორებად მსოფლიოს

Posted by: katokato 28 Nov 2011, 02:40
cheese1
QUOTE
მარა საბოლოოდ ლამაზია, ბალეტი მასეთი უნდა იყოს ალბათ

სწორედ , ულამაზესი ბალეტია და ეს პომპეზურობაც უხდება.

QUOTE
ადრე რაც გინახია ისიც გრიგოროვიჩისაა, ეხლა შეამოკლა უბრალოდ, ადრე 3 აქტი იყო.

yes.gif მახსოვს.

marilis_
QUOTE
სკოლა ერთია და რანგს რას უწუნებ?

მაღალი კლასის მოცეკვავეა თქო დავწერე, მაგრამ
სკოლა სხვაა, რანაირადაა ერთი? ამერიკელი მოცეკვავევა , ჯაზით და ჩიჩოტკით აქვს დაწყებული განათლება, და პარიზში ცეკვავდა მანამდე.
შეხება არ ჰქონია არც რუსულ სკოლასთან, არც რუს ქორეოგრაფებთან.
QUOTE
ეს რუსული სკოლაც უკვე პირობითია,

biggrin.gif ეს ვისთვის როგორ... ზოგისთვის საუკეთესო საბალეტო სკოლა და ესთეტიკა მსოფლიოში. მიუხედავად ფრანგული, ან ინგლისური ბალეტის დიდი სიყვარულისა, ჩემთვის ყველას სჯობს ესთეტიკითაც და ტექნიკითაც.
რაც შეეხება მიწვეულ რეპეტიტორებს, სკოლა სკოლაა და ისინი მას ვერ განსაზღვრავენ.

Posted by: marilis_ 28 Nov 2011, 10:49
katokato
ჯაზსა და ჩიჩოტკას რას ერჩი, მერე
თავიდანვე ვაგანოვკაში კოჭებში თუ არ გირტყეს და არ გიწივლეს, რაა მამული? biggrin.gif



Posted by: katokato 28 Nov 2011, 20:31
marilis_
QUOTE
ჯაზსა და ჩიჩოტკას რას ერჩი, მერე
თავიდანვე ვაგანოვკაში კოჭებში თუ არ გირტყეს და არ გიწივლეს, რაა მამული?

არაფერს არ ვერჩი smile.gif ძალიან მიყვარს ორივე up.gif up.gif .
უბრალოდ, ჯაზსა და ჩიჩოტკასა და კლასიკურ ბალეტს შორის განსხვავებას ვხედავ.

Posted by: cheese1 1 Dec 2011, 20:38
რაღაც ვიდეო ვერ დავდე და ლინკი.. smile.gif


http://www.youtube.com/watch?v=5lvpTEXPFIA&feature=feedu

Posted by: cheese1 4 Dec 2011, 23:45
marilis_
შენ ნახე მძინარე??? რა აზრის ხარ??

Posted by: marilis_ 4 Dec 2011, 23:50
cheese1
QUOTE
შენ ნახე მძინარე??? რა აზრის ხარ??

იუთუბზე ვნახე, ადაჯოები და მგონი საპრემიერო სპექტაკლს ცისკარიძე–ალექსანდროვასი სჯობდა, ია ტაკ დუმაიუ!
შენ რას იტყვი?
* * *
პოსტებს რა ემართება, თქვენთანაც არ ჩანს, თუ მარტო ჩემთან?

Posted by: nastie 5 Dec 2011, 19:52
http://www.radikal.ru


გუშინ გადავაწყდი და ძალიან მომეწონა
La la la Human Steps


Posted by: cheese1 5 Dec 2011, 22:39
marilis_
ცისკარიძე კი, მარა ალექსანდროვა ძალიან არ მომწონს მაგ როლში.. მითუმეტეს პირველი გამოსვლა.. 16 წლის გოგოა ლიბრეტოთი და რო გამოვა გიგანტივითაა...
ცისკარიძერს ისე ყველაზე დიდი ოვაციები ქონდა თავის პირველ გამოსვლაზე, მთელი ვარიაციის განმავლობაში ტაშს უკრავდნენ smile.gif

nastie
კიდე ნახე la la la human steps AMELIA <-- ძალიან კაია

Posted by: marilis_ 6 Dec 2011, 00:00
cheese1
QUOTE
ცისკარიძე კი, მარა ალექსანდროვა ძალიან არ მომწონს მაგ როლში.. მითუმეტეს პირველი გამოსვლა.. 16 წლის გოგოა ლიბრეტოთი და რო გამოვა გიგანტივითაა...

ჰო, დიდია და ცოტა ტლანქი,
რაც მაგისი ძალიან მიყვარს -პირუეტები და ხელები პირუეტებისას smile.gif)
და საერთოდ, მე მგონი, ანანიაშვილისნაირი ავრორა ბოლშოის არ ჰქოლია,
ნუ, მე ყველაზე მეტად მომწონს.


QUOTE
ცისკარიძერს ისე ყველაზე დიდი ოვაციები ქონდა თავის პირველ გამოსვლაზე, მთელი ვარიაციის განმავლობაში ტაშს უკრავდნენ smile.gif

love.gif
ცოცხლად როგორ ვერ ვნახე ერთხელაც. სულ მწყდება ამაზე გული

Posted by: cheese1 6 Dec 2011, 21:06
QUOTE
, მე მგონი, ანანიაშვილისნაირი ავრორა ბოლშოის არ ჰქოლია,

და რაიმონდა....... როგორ მომწონს.....

Posted by: marilis_ 7 Dec 2011, 00:02
cheese1
QUOTE
და რაიმონდა....... როგორ მომწონს.....

რაიმონდაზე აღარაფერს ვამბობ,
ყოველ ჯერზე მეღიმება, ჩანაწერს რომ ვუყურებ.

ნოვიკოვას რაიმონდა ნახე? ლა სკალაში რომ იცეკვა?!
ანანიაშვილი არაა, მაგრამ არ იყო ცუდი,
ანანიაშვილისგან სხვანაირად ნათელი აურა მოდის, თან საოცრად მუსიკალურია.
ეს წითელი კოსტუმი მომწონს
http://www.youtube.com/watch?v=DzIbaLFUxN0

Posted by: nastie 7 Dec 2011, 01:50
QUOTE
მაგიტომაც გახსნეს ბალეტის სეზონი ახალ სცენაზე ამ ბალეტით.

გახსნილი არ იყო სეზონი ოსიპოვა ვასილევი მიხაილოვსკიში გადაბარგდნენ. ძაან გამიკვირდა ასე მოულოდნელად რო წავიდნენ. თქვენ ხომ არ იცით რამე კულუარული ინფოები (სხვა ქვეყნების საბალეტო სცენებზე ცეკვაზე შეზღუდვების დაწესები გარდა)?

ჰოლბერგის ინტერვიუ წავიკითხე, ამბობდა ბოლშოიში გადმოსვლაზე 20%-ით ოსიპოვასთან ცეკვის შანსის გამო დავთანხმდიო. ჰოდა, დარჩა ახლა პირში ჩალაგამოვლებული smile.gif


cheese1
QUOTE
კიდე ნახე la la la human steps AMELIA <-- ძალიან კაია


სენკიუ . ვნახავ მაგასაც smile.gif

Posted by: cheese1 7 Dec 2011, 23:30
marilis_
ნოვიკოვა კარგია ძალიან სუფთად ცეკვავს.. ხო მანდ ვიხარევმა დადგა რაიმონდა და მაგას უყვარს დაშვებული პაჩკები ძალიან smile.gif

nastie
ოსიპოვა დიდ თეატრში ისევ იცეკვებს ოღონდ როგორც მოწვეული, ასე რომ ჰოლბერგს შეუძლია არ ინერვიულოს smile.gif
უი ჰოლბერგ ამერიკაშია ეხლა.. ფეხი იტკინა მძინარეზე და ვერ ცეკვავს ჯერ.... მალე გამოჯანმრტელდება იმედია smile.gif

Posted by: nastie 8 Dec 2011, 00:46
cheese1
QUOTE
ოსიპოვა დიდ თეატრში ისევ იცეკვებს

თავად ოსიპოვამ დასტატუსა სოციალურ ქსელებში "ჩემი პირველი და უკანასკნელ დონკიხოტს ვცეკვავ ივანთან ერთად ბოლშოიში"-ო.
ნეუჟელი ადრამატიზირებს?

http://artsbeat.blogs.nytimes.com/2011/11/25/for-hallberg-a-month-inside-the-bolshoi-pressure-cooker/?ref=arts

Posted by: NNina 9 Dec 2011, 05:39
http://www.youtube.com/watch?v=U8xMLlWbgdE&feature=related

Posted by: cheese1 9 Dec 2011, 23:26
NNina
კაი რაღაცააა

nastie
ბოლო დონ კიხოტი იყო "დიდი თეატრის პრიმის" სტატუსით smile.gif

Posted by: marilis_ 10 Dec 2011, 00:06
cheese1
QUOTE
ბოლო დონ კიხოტი იყო "დიდი თეატრის პრიმის" სტატუსით smile.gif

წარმომიდგენია, ისე ბევრმა რა გაიხარა! biggrin.gif
კონკურენტი ჩამოშორდათ.
თუმცა სხვა ჩელიტებიც არიან ბოლშოიში, ნახვად რომ ღირს, ისეთები.

ისე, მე მაგალითად, მგონია, რომ მიქარეს, თან მაგრად

Posted by: cheese1 11 Dec 2011, 00:12
marilis_
ხო, იმიტო წავიდნენ რო თავისუფლები ყოფილიყვნენ და სადაც უნდათ იქ ეცეკვათ და მიხაილოვსკის თეატრში მაგას დაპირდნენ და როგორც გავიგე უკვე არ გაუშვეს როლემიღაც გასტროლზე......

Posted by: marilis_ 11 Dec 2011, 11:21
cheese1
QUOTE
მიხაილოვსკის თეატრში მაგას დაპირდნენ და როგორც გავიგე უკვე არ გაუშვეს როლემიღაც გასტროლზე......

lol.gif
თან სად მიხაილოვსკიდან რომ არ გაგიშვებენ და სად ბოლშოიდან.
მე მაინც მგონია, რომ საკმარიზე მეტს დადიოდნენ, რა ვიცი.

ისა, სემიონ ჩუდინი გადმოვიდა მიხაილოვსკიდან ბოლშოიში?
კარგი ბიჭია ეგ

Posted by: katokato 11 Dec 2011, 23:46
ახლა გადის მეცოზე კოვენტ გარდენის მძინარე.

Posted by: cheese1 12 Dec 2011, 00:22
marilis_
მეც ეგრე მგონია... smile.gif
ჩუდინი სტანისლავსკიდან, ფილინმა "აღმოაჩინა" ეგ ბიჭი, ჯერ სტანისლავსკიში მიიყვანა და პემიერი გახადა და ეხლა ბოლშოიში
ძაააალიან კარგი ბიჭია, ყურება რომ მოგინდება ისეთი, ნამდვილად იმსახურებს

Posted by: marilis_ 13 Dec 2011, 00:14
cheese1
QUOTE
ძაააალიან კარგი ბიჭია, ყურება რომ მოგინდება ისეთი, ნამდვილად იმსახურებს

გეთანხმები,
ჭაბუკიანის გალაზე კილიანის Petite Mort იცეკვა და ძალიან შთამბეჭდავი იყო, მომეწონა, გადავირიე biggrin.gif
თან ძალიან ლამაზია სცენაზე

Posted by: marilis_ 5 Jan 2012, 00:43
http://www.youtube.com/watch?v=3Bxu9Eq7CnI&feature=player_embedded#!

სილვი გილემის ჩელიტა მოგიყვანეთ.
როგორ ეტყობა, რომ ნურიევი მარინსკიდან იყო, პარიზშიც ისევე ცეკვავენ ჩელიტას, როგორ პეტერბურგში - მოუქნელად და დიდი ნაბიჯებით biggrin.gif
მე მოსკოველების დონ კიხოტი მიყვარს, მომკალი.

Posted by: katokato 5 Jan 2012, 15:51
გილოცავთ smile.gif

http://www.youtube.com/watch?v=Ad0Fi2_N7nA&feature=related


http://www.youtube.com/watch?v=sdCpvlASN2E&feature=related

Posted by: cheese1 10 Jan 2012, 21:00
ფეისბუქზე გადავაწყი და აქაც უნდა დავდო smile.gif


Posted by: marilis_ 11 Jan 2012, 04:46
cheese1
QUOTE
ფეისბუქზე გადავაწყი და აქაც უნდა დავდო smile.gif

ეგ რაღაც ახალია, თუ მასიურად ხმარობენ უკვე?

Posted by: cheese1 12 Jan 2012, 00:27
marilis_
არა არა ახალია... მე და ჩემებმა პირველად ვნახეთ smile.gif smile.gif

Posted by: marilis_ 12 Jan 2012, 00:54
cheese1
QUOTE
არა არა ახალია... მე და ჩემებმა პირველად ვნახეთ smile.gif smile.gif

ისე ცოტა ჟუტკად კი გამოიყურება,
დაჭიმვისას არ ვიცი, რამდენად ეფექტურია biggrin.gif

Posted by: cheese1 13 Jan 2012, 00:08
marilis_
ხო biggrin.gif smile.gif მეც მაინტერესებს.. smile.gif)) ვინმე იაპონელის გამოგონილი იქნება ალბათ..... smile.gif

Posted by: cheese1 16 Jan 2012, 22:18
http://www.kommersant.ru/doc/1851923

Posted by: marilis_ 17 Jan 2012, 13:28
cheese1
რა ხდება, სკანდალებია თქვენთან?

Posted by: cheese1 18 Jan 2012, 00:23
marilis_
მმმ.. ნუ სკანდალები ჩვენთან ყოველთვის არი smile.gif რომელიმე კონკრეტულად გაინტერესებს?? biggrin.gif

Posted by: marilis_ 18 Jan 2012, 00:34
cheese1
QUOTE
მმმ.. ნუ სკანდალები ჩვენთან ყოველთვის არი

ნუ, ეგ ხო biggrin.gif
ჩვენი ბიჭის ამბავი მაინტერესებდა, ჩაიწვა გული biggrin.gif

Posted by: cheese1 19 Jan 2012, 00:21
marilis_
აააა არა არაა აღადგინეს ისევ უკვე პედაგოგად და все нормааально smile.gif მანდ რაღაც გადამეტებულ ინფორმაციებს წერენ ალბათ როგორც ყოველთვის...

Posted by: marilis_ 19 Jan 2012, 02:31
cheese1
QUOTE
აააა არა არაა აღადგინეს ისევ უკვე პედაგოგად და все нормааально smile.gif მანდ რაღაც გადამეტებულ ინფორმაციებს წერენ ალბათ როგორც ყოველთვის...

biggrin.gif
კარგია, გამიხარდა!
მიყვარს ეგ კაცი, რა ვქნა biggrin.gif

Posted by: weisenhaus 8 Feb 2012, 14:33
ეს ნატალია ოსიპოვა, მოსკოვის დიდი თეატრის გახსნას რომ ვუყურებდი, მაშინ ვნახე პირველად. დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.

Posted by: ****SUN**** 11 Feb 2012, 14:27
რა მაინტერესებს იცით ირაკლი ბახტაძე თუ დააბრუნეს დასში??? მე ძალიან მომწონდა სცენასაც უხდებოდა თავისი აღნაგობით და ერთერთი წამყვანი მსახიობი იყო...ცუდია ასეთი რაღაც რომ დაემართა, მაგრამ არ უნდა გერიცხათ დასიდან.. ნუ ეს ჩემი აზრია.. მომწონდა ირაკლის და ლალი კანდელაკის წყვილი smile.gif)

Posted by: Macha 15 Feb 2012, 13:27
ვისკი და ბანქო უშველიდათ თუ მშივრები იყვნენ?ნინო მაგათ უსამართლოდ არ მოექცეოდათ

Posted by: malvorio 21 Feb 2012, 17:16
მიყვარს ბალეტი.ბავშვობაში ხშირად დავდიოდი,ეხლა ისე ხშირად ვეღარ ვახერხებ.როდის არის და რომელი ბალეტი?ბილეთები რა ღირს?

Posted by: marilis_ 25 Feb 2012, 00:47
http://www.youtube.com/watch?v=P2IMdELhJYI&feature=player_embedded&noredirect=1#!
ვაიმე, ხალხო, მეცხრე წუთიდან უყურეთ, სემიზოროვა რა დროულად განერთხა biggrin.gif

არა და იმ დროს ესეთი ფუეტე იშვიათობა,
კი, შეგებრალება კაცს, მაგრამ მაინც მეცინება biggrin.gif
* * *

weisenhaus
ნიკოლოზ რაჭველი როგორ გყავს?! biggrin.gif


Posted by: weisenhaus 26 Feb 2012, 18:56
marilis_
QUOTE
ნიკოლოზ რაჭველი როგორ გყავს?!

ეგ ჩემს მტერს ჰყავდეს! biggrin.gif


p.s. გლაზუნოვის "რაიმონდა" ნახეთ ვინმემ? 2011 წელს დაიდგა ლა სკალაში.
საბალეტო მუსიკაში, რომანტიზმის ეპოქიდან, მხოლოდ გლაზუნოვი თუ მივა ცოტათი ახლოს ჩაიკოვსკისთან. ქორეოგრაფი აქაც პეტიპაა.

20 წუთიდან უყურეთ. ულამაზესი მუსიკა და საცეკვაო ნომრებია. smile.gif
* * *

ამ აქტშიც არის რამდენიმე შთამბეჭდავი ნომერი. smile.gif
ერთი ბოლო აქტი არ მომწონს "რაიმონდაში" ცოტა.

Posted by: laituri85 27 Feb 2012, 18:06
QUOTE
ვისკი და ბანქოს კარტი მოიპარეს,


მშიერი კაცი ვისკის და ბანქოს ნამდვილად არ იპარავს მგონი

Posted by: cheese1 2 Mar 2012, 17:55

Posted by: tintoreto 18 Mar 2012, 00:20
ნინო ანანიაშვილის ფოტოალბომის გამოფენაზე მისი ძველი პარტნიორი ანდრის ლიეპა იყო ჩამოსული და იქ მყოფმა ნაცოვიზიებმა და ოპოვიზიებმა ვერც იცნეს ეს ცნობილი ბალეტის მოცეკვავე...არავინ არ მისულა ინტერვიუს ასაღებად..

Posted by: weisenhaus 18 Mar 2012, 02:24
http://rutracker.org/forum/viewtopic.php?t=3943586
ეს ფილმი ნანახი გაქვთ? ნორმალური კომედიაა.
ბარიშნიკოვის შვილად თვლის ერთი ბიჭი თავს. biggrin.gif


Posted by: marilis_ 20 Mar 2012, 16:11
tintoreto
QUOTE
ნინო ანანიაშვილის ფოტოალბომის გამოფენაზე მისი ძველი პარტნიორი ანდრის ლიეპა იყო ჩამოსული და იქ მყოფმა ნაცოვიზიებმა და ოპოვიზიებმა ვერც იცნეს ეს ცნობილი ბალეტის მოცეკვავე...არავინ არ მისულა ინტერვიუს ასაღებად..

ლიეპა კი არა და,
ანხელ კორელამ ისეთი მუხტი დამიტოვა მე პირადად,
მინიმუმ, ერთი წელი კარგად ვიქნები

გიჟს ვგავარ, ეგ ვინაა, საიდან, რანაირად, როგორ?!!! biggrin.gif
მიყვარს love.gif

Posted by: unknown lady 30 Mar 2012, 19:03
აბა ვინ იყავთ

QUOTE
ნინო ანანიაშვილის ფოტოალბომის გამოფენაზე


ოპერა რომ გაიხსნება, ეგრევე ბალეტზე წავალ!

Posted by: marilis_ 7 Apr 2012, 23:50
აბა, ვინ იყავით ნინოს გედზე, მოყევით! tan.gif

Posted by: tintoreto 12 Apr 2012, 01:17
marilis_
QUOTE
აბა, ვინ იყავით ნინოს გედზე, მოყევით!

გედი არ ვიცი,მაგრამ ნინოს გალა კონცერტი ფილარმონიაში მაგარი იყო!

Posted by: marilis_ 12 Apr 2012, 13:27
tintoreto
QUOTE
გედი არ ვიცი,მაგრამ ნინოს გალა კონცერტი ფილარმონიაში მაგარი იყო!

კიდევ უფრო მაგარი იქნებოდა, ეგ ფოტოები რომ არ გეჩხაკუნებინათ mad.gif

Posted by: tintoreto 17 Apr 2012, 14:05
marilis_
QUOTE
კიდევ უფრო მაგარი იქნებოდა, ეგ ფოტოები რომ არ გეჩხაკუნებინათ 

არანაირი ჩხაკუნი არ ყოფილა! ჩემი კამერა უხმოდ იღებდა მქუხარე ოვაციების ფონზე!

Posted by: marilis_ 17 Apr 2012, 15:23
tintoreto
QUOTE
არანაირი ჩხაკუნი არ ყოფილა! ჩემი კამერა უხმოდ იღებდა მქუხარე ოვაციების ფონზე!

მქუხარე ოვაცია შუა ნომრის დროს ქართველი მაყურებლის კიდევ ერთი ქაჯობაა yes.gif
სპექტაკლზე/კონცერტზე არ შეიძლება ფოტოების გადაღება, ჩხაკუნზე არ არის მარტო. უნდა უყურო სპექტაკლს და აყურებინო სხვასაც
და არ არის აუცილებელი, რომ ეს კონცერტის წინ გამოგიცხადონ, ან კაპელდინერები დაგესხნენ თავს, რომ ამას მიხვდე.
ამისთვის ფოტოგრაფები არსებობენ. სავსეა ინტერნეტი მაგ გალაკონცერტის ფოტოებით
ისე მომეშალა იმ დღეს ნერვები, ვისაც გადავწვდი, ყველას ვეჩხუბე biggrin.gif ვეღარ ვუყურებდი სპექტაკლს,
ანანიაშვილი ხომ საერთოდ დაბრმავდა, იმდენი ფლეშკა უნათებდა თვალებში

მოკლედ, აწი აღარ გადაიღო

Posted by: tintoreto 18 Apr 2012, 19:59
marilis_
QUOTE
სპექტაკლზე/კონცერტზე არ შეიძლება ფოტოების გადაღება, ჩხაკუნზე არ არის მარტო. უნდა უყურო სპექტაკლს და აყურებინო სხვასაც

მე ზუსტად მასე ვიქცევი,თან ვუყურებ და თანაც ყოველგვარი ჩხაკუნის გარეშე სურათს ვუღებ.ფლეშკა შუქს არ ვხმარობ.სხვებსაც არ ვაწუხებ!

Posted by: katokato 22 Apr 2012, 21:58
ანდრისზე ვიყავი შეყვარებული ბავშვობაში love.gif მსოფლიოში ყველაზე ლამაზ ადამიანად მიმაჩნდა ... რაც გასუქდა ბოლო წლებია მართალია პონჩიკს დაემსგავსა user.gif მაგრამ ძველი სიყვარულის ხათრით მაინც მომწონს.
ილზე კი მართლა ულამაზესია. ასაკთან ერთად კიდევ უფრო კარგი ხდება

http://pix.ge/

http://pix.ge/

მეორე კლავიხოს ფოტოა.. :

Posted by: Solveig 24 Apr 2012, 02:11
QUOTE
ანდრის ლიეპა

უი, როგორ მობერებულა,,,,

Posted by: masha 24 Apr 2012, 13:25
tintoreto
QUOTE
ყო ჩამოსული და იქ მყოფმა ნაცოვიზიებმა და ოპოვიზიებმა ვერც იცნეს ეს ცნობილი ბალეტის მოცეკვავე...არავინ არ მისულა ინტერვიუს ასაღებად..

მართლა?
ეგრე იცის მარტო ნაცარხების ყურებამ. ევროპამ და ამერიკამ.
როგორ შეიძლება ჟურნალისტმა ჟურანალი მაინც არ წაიკითხოს?

Posted by: marilis_ 25 Apr 2012, 01:20
katokato
QUOTE
ანდრისზე ვიყავი შეყვარებული ბავშვობაში love.gif მსოფლიოში ყველაზე ლამაზ ადამიანად მიმაჩნდა ... რაც გასუქდა ბოლო წლებია მართალია პონჩიკს დაემსგავსა user.gif მაგრამ ძველი სიყვარულის ხათრით მაინც მომწონს.
ილზე კი მართლა ულამაზესია. ასაკთან ერთად კიდევ უფრო კარგი ხდება

ანდრისი მართლა ულამაზესი იყო თავის დროზე, თუმცა
ყოველთვის ჰქონდა მაგას მიდრეკილება გასუქებისკენ,
მამამისს წიგნშიც კი უწერია, სასწავლებლიდან მომდიოდა, ანდრისს ზედმეტი წონა,
ილზეს კიდევ ზედმეტი სიმაღლე აქვსო.
თბილისში რომ დავინახე, გული გამისკდა, თან უკან მაგისი და ნინოს ფოტო ეკიდა, საცა აპოლონს ცეკვავენ და
ძალიან დამწყდა გული, რომ წარმოვიდგინე, თვითონ როგორ განიცდის ამას.
თუმცა ეგ ყველაფერი მეორეხარისხოვანია ეხლა. მაგარი კაცია, საინტერესო წარსულით და ისტორიებით

Posted by: tintoreto 25 Apr 2012, 15:20
QUOTE
ძალიან დამწყდა გული, რომ წარმოვიდგინე, თვითონ როგორ განიცდის ამას.
თუმცა ეგ ყველაფერი მეორეხარისხოვანია ეხლა. მაგარი კაცია, საინტერესო წარსულით და ისტორიებით

რა თქმა უნდა ძლიერ განიცდის.
პირად საუბარშიც სინანულით აღნიშნა,რომ ნინო ისევ ფორმაშია,მე კი აღარ შემიძლია სცენაზე გასვლაო.

Posted by: katokato 25 Apr 2012, 16:11
marilis_
QUOTE
მამამისს წიგნშიც კი უწერია, სასწავლებლიდან მომდიოდა, ანდრისს ზედმეტი წონა,
ილზეს კიდევ ზედმეტი სიმაღლე აქვსო.

ხოოო smile.gif

აი, რაც ამერიკაში წავიდა, მერე ჰქონდა სერიოზული ტრამვა როგორც მახსოვს და მას მერე ვეღარ ჩადგა ფორმაში.
ბოლოს , ნინოს რომ ჰქონდა ტურნე ,,ანანიაშვილი და ვარსკვლავები,, იქ ჩართო ანდრისი, იაპონიის ჩანაწერი მაქვს ნანახი და ძალიან ცუდია ..
მაგრამ რა თქმა უნდა , მაინც არაჩვეულებრივად საინტერესო და მომხიბვლელი ადამიანია. რაც თვითონ აღარ ცეკვავს ახალი დიაგილევი გახდა , თავის ანერპიზა აქვს და რუსული სეზონების მსგავსი ტრადიცია აღადგინა, ყოველ წელს აქვს პარიზი-ლონდონი გასტროლი, იმ ბალეტებს აჩვენებს, რაც დიაგილევის დასს ჰქონდა. ,,შეჰერაზადა,, ვნახე ამას წინათ და ,,იგორი,,

როგორი ლამაზი წყვილი იყვნენ ისე თავიდან , ერთი სიამოვნება იყო ამათი ყურება ამის მერე ვერ ავიტანე ფადეიჩევი smile.gif


tintoreto
QUOTE
მე კი აღარ შემიძლია სცენაზე გასვლაო.

არადა, რამდენი წელია ვეღარ ცეკვავს და კიდევ სინანული აქვს... რა საშინელებაა sad.gif

Posted by: marilis_ 26 Apr 2012, 00:48
katokato
QUOTE
ბოლოს , ნინოს რომ ჰქონდა ტურნე ,,ანანიაშვილი და ვარსკვლავები,, იქ ჩართო ანდრისი, იაპონიის ჩანაწერი მაქვს ნანახი და ძალიან ცუდია ..

ხო, ძაან მომატებულია მანდ

QUOTE
როგორი ლამაზი წყვილი იყვნენ ისე თავიდან , ერთი სიამოვნება იყო ამათი ყურება ამის მერე ვერ ავიტანე ფადეიჩევი smile.gif

ჰო, ლამაზი ანდრისის მერე ფადეეჩევი ძაან სტრანნად გამოიყურებოდა, მართალი ხარ, ძალიან არასაბალეტო კიდურები და აღნაგობა აქვს, ძველი მოცეკვავეებივით,
სუფთად ნასწავლი ტიპი იყო და მეტი არაფერი.
ანდრისი ანათებდა სცენაზე.

QUOTE
tintoreto
QUOTE
მე კი აღარ შემიძლია სცენაზე გასვლაო.

არადა, რამდენი წელია ვეღარ ცეკვავს და კიდევ სინანული აქვს... რა საშინელებაა sad.gif

აუ, ძაან მძიმეა ეგ, უმძიმესი.
მე მინახავს 77 წლის კარლა ფრაჩი სცენაზე და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ გაცილებით დიდი გამბედაობაა დროულად წასვლა, ვიდე სცენის დატოვების შიშით ცხოვრება
ანდრისს ალბათ ის აქვს ხინჯად, რომ ეგ მართლა მეტისმეტად ადრე წავიდა სცენიდან და უაზროდ განვითარდა მისი კარიერა, როცა შეეძლო, ძალიან ბევრისთვის მიეღწია

Posted by: katokato 26 Apr 2012, 01:21
marilis_
QUOTE
77 წლის კარლა ფრაჩი სცენაზე


მდა.... rolleyes.gif

მე ცოტა ნაკლების პლისეცკაია.. ლამაზად კი დადიოდა სცენაზე.. user.gif მუმიასავით შეფუთული, რომ ემანდ სხეულის რომელიმე ნაწილი არ გამოსჩენოდა... მაშინ კი ვუყურებდი განაბული , მაგრამ მერე დავეთანხმე გრიგორევიჩს, ერთ-ერთ ტვ ინტერვიუში გესლიანად რომ გადაჰკრა პლისეცკაიას: танцевать можно сколько угодно, смотреть нельзя.

Posted by: tintoreto 26 Apr 2012, 01:28
katokato
QUOTE
როგორი ლამაზი წყვილი იყვნენ ისე თავიდან , ერთი სიამოვნება იყო ამათი ყურება ამის მერე ვერ ავიტანე ფადეიჩევი

მართლაც მაგარი წყვილი იყო!
ახლა კი ნინოს კონცერტის დროს ლიეპა იჯდა დარბაზში და მონუსხული უყურებდა ნინოს გამოსვლებს..
წარმომიდგენია,როგორც მწვავედ განიცდიდა უკვე მაყურებლის როლში ყოფნას...

Posted by: katokato 26 Apr 2012, 01:36
tintoreto
წარმომიდგენია smile.gif
ერთი დოკუმენტური ფილმი მაქვს ნინოზე. იქ არის ერთი სცენა.. რეპეტიციისას.. სიტყვებით ვერ აღვწერ. მერე მოვძებნი სათაურს, ადვილი მოსაძებნი იქნება ინტერნეტში. აი, იქ ძალიან კარგად ჩანს ამ ადამიანების ურთიერთობა, სულ რამდენიმე წამიანი სცენაა. რომეო და ჯულიეტას რეპეტიციისას.

ეს ალბომი იყიდება სადმე?

Posted by: tintoreto 26 Apr 2012, 13:37
katokato
QUOTE
სიტყვებით ვერ აღვწერ. მერე მოვძებნი სათაურს, ადვილი მოსაძებნი იქნება ინტერნეტში.

თუ მომიძებნით ინტერნეტში,დიდად მადლობელი ვიქნები.
QUOTE
ეს ალბომი იყიდება სადმე?

ვერ გეტყვი,თუ სად იყიდება ეგ ალბომი...მე ვნახე მერიოტში,როცა ნინოს ალბომის პრეზენტაცია იყო.
იქ მაგიდაზე მგონი სულ 30 -მდე წიგნი იდო.ფასიც ეწერა 140 ლარი.

Posted by: katokato 26 Apr 2012, 18:57
tintoreto

ეს ფილმია.
http://rutracker.org/forum/viewtopic.php?t=1530278
ნახე 28:38, რომეო და ჯულიეტას რეპეტიცია აქვთ, მას შემდეგ, რაც ანდრისი წავიდა ამერიკაში და დიდ თეატრში კონტრაქტით იყო, ანუ, უკვე დაშლილია მათი წყვილი.
ძალიან საინტერესო მომენტია, აი, მთელი შკვალი მოდის ემოციების. მთელი ურთიერთობა გაივლის თვალწინ smile.gif

Posted by: tintoreto 27 Apr 2012, 00:32
katokato
QUOTE
ძალიან საინტერესო მომენტია, აი, მთელი შკვალი მოდის ემოციების. მთელი ურთიერთობა გაივლის თვალწინ

დიდი მადლობა! მართლაც მაგარია! არ მქონდა ნანახი.ვუყურებდი მათ რომეოს და ჯულიეტას,ასე მეგონა შექსპირს ზუსტად ეგენი ჰყავდა აღწერილი.ნუ ეს ჩემებური აღქმა იყო.
ფანტასტიურია!

Posted by: katokato 28 Apr 2012, 17:26
http://www.youtube.com/watch?v=riIe9VVhnCQ

http://www.youtube.com/watch?v=hEh-sxVZ_Lw
* * *
ახლა გადის მიშას საპატივცემულო გალა კულტურაზე.
ეს დიდი თეატრის დასი და ორკესტრი ............. საშინლად უნაკლოები არიან facepalm.gif

Posted by: katokato 21 May 2012, 03:32
7 ივნისს ფილარმონიაში იქნება ცისკარიძე და ილზე ლიეპა. წაიყვანს ანდრისი smile.gif
მანამდე, 31 მაისს მუსკომედიის ფოიეში ანდრისის ფოტოების გამოფენა იქნება smile.gif
ცისკარიძეს თუ კიდევ ვნახავდი თბილისის სცენაზე აღარ მეგონა. ბოლოს ჟიზელში ვნახე love.gif
პიკის ქალის დიდ ნაწყვეტს იცეკვებენ ილზე და ცისკარიძე bis.gif

Posted by: marilis_ 21 May 2012, 12:30
katokato
QUOTE
7 ივნისს ფილარმონიაში იქნება ცისკარიძე და ილზე ლიეპა. წაიყვანს ანდრისი smile.gif

ვცქმუტავ სამი დღეა,
ბილეთები იყიდება უკვე, თუ იცი?

Posted by: katokato 22 May 2012, 01:41
marilis_
ბილეთებზე დავრეკავ ხვალ და დავწერ მერე.
იმედია ჯერ იქნება და ასევე იმედია კატასტროფული ფასი არ ეღირება, რომ ვისაც ბალეტი აინტერესებს და პიკის ქალზე არ იტყვის ეს რა იყოო, იმ კატეგორიამ ყიდვა შესძლოს.


არც მეგონა ცისკარიძეს თბილისში კიდევ თუ ვნახავდი... დიდად ანანიაშვილი არ ეხატება გულზე და რამდენი წელია არ ჩამოსულა.
თბილისში მყავს ნანახი მაკნატუნაში და ჟიზელში. ორივე კარგი იყო, მაგრამ ალბერი ალბათ ლავროვსკის მერე ასე არავისი მომწონებია love.gif
პ.ს. თუ სწორად ვიცი, ბატალოვიც ჩამოდის და ილია კუზნეცოვიც. ბატალოვიც არის თბილისში ნამყოფი, დონ კიხოტში მყავს ნანახი. აი, ანანიაშვილთან თუ ნიორაძესთან, აღარ მახსოვს.
* * *
ბილეთები იყიდება. ფასი 30–დან 80 ლარამდე..

Posted by: marilis_ 22 May 2012, 21:37
katokato
QUOTE
ბილეთები იყიდება. ფასი 30–დან 80 ლარამდე..

უჰ, აღარ შემიძლია ეს ხარჯები biggrin.gif

Posted by: unknown lady 26 May 2012, 23:10
marilis_


ამ თემაში რა შუაშია, მაგრამ გაორკესტერებულ სუხიშვილებს ვუყურებ
ხოდა მარტო მე მეჩვენება აღმაშფოთებლად? biggrin.gif

დამეძინა, მოძრაობები ორკესტრის გამო შენელდა.

კლასიკურ ბალეტს მიემსგავსა, კლასიკურამდე კიდევ ბევრი უკლია.

Posted by: marilis_ 27 May 2012, 01:33
unknown lady
QUOTE
ამ თემაში რა შუაშია, მაგრამ გაორკესტერებულ სუხიშვილებს ვუყურებ
ხოდა მარტო მე მეჩვენება აღმაშფოთებლად? biggrin.gif

არ მინახავს,
ისე, მომწონს ხოლმე ილიკოს ექსპერიმენტები, რა ვიცი.
თუმცა, არ მომწონდა სუხიშვილების მოცეკვავეების მომზადების დონე
არ აწყენდათ მეტი მუშაობა

Posted by: unknown lady 27 May 2012, 01:37
marilis_
QUOTE
ისე, მომწონს ხოლმე ილიკოს ექსპერიმენტები, რა ვიცი.



მეც, ილიკოს ექსპერიმენტები ამართლებს

ეს მემანიშვილმა ქნა :S

მუსიკასთან მაქვს პრეტენზია.

QUOTE
არ აწყენდათ მეტი მუშაობა



+1
მადლობა პასუხისთვის
აღარ გავაოფებ

Posted by: katokato 1 Jun 2012, 01:14
დღEს გაიხსნა მუსკომედიის ფოიეში მარის ლიეპას ფოტოების გამოფენა smile.gif ანდრისიც იყო love.gif

Posted by: katokato 10 Jun 2012, 01:16
იყავით ვინმე კონცერტზე შვიდში?
მე ვერ user.gif

Posted by: marilis_ 10 Jun 2012, 01:29
katokato
QUOTE
იყავით ვინმე კონცერტზე შვიდში?
მე ვერ user.gif

ბევრი არაფერი დაგიკარგავს
ცისკარიძეს თუ არ ჩავთვლით, სრული ქაჯობა იყო yes.gif

Posted by: katokato 10 Jun 2012, 15:33
marilis_
QUOTE
ცისკარიძეს თუ არ ჩავთვლით, სრული ქაჯობა იყო 

კარგი, ცოტა დავიმშვიდებ თავს smile.gif
ნიკას ნახვა მინდოდა სწორედ. კარგ ფორმაშია დარწმუნებული ვარ და იმედია სხვა დროს ვნახავ love.gif

პ.ს. ისე,როგორ მოხერხდა ეგეთი მონაწილეებისგან ქაჯობის გაკეთება?

Posted by: marilis_ 10 Jun 2012, 20:58
katokato
QUOTE
პ.ს. ისე,როგორ მოხერხდა ეგეთი მონაწილეებისგან ქაჯობის გაკეთება?

ვინ მონაწილეებისგან?
კუზნეცოვი ჰა, ჯანდაბას, დანარჩენი ვინ? თან პროგრამა- საოცრება

Posted by: katokato 10 Jun 2012, 21:12
QUOTE
თან პროგრამა- საოცრება

ასეც ვიფიქრე, ვერ დაგეგმავდნენ კარგად...

Posted by: marilis_ 10 Jun 2012, 21:40
katokato
QUOTE
ასეც ვიფიქრე, ვერ დაგეგმავდნენ კარგად...

მოგიყვები მერე წვრილად, რაც იყო
გულდასაწყვეტი მართლა არაფერი.
მე ცისკარიძე არ მყვადა ცოცხლად ნანახი და მინდოდა ძალიან.
თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ იმ ტიპის მოცეკვავეა, რომელიც ეკრანსა და ცოცხლად ნაცეკვს შორის სხვაობას არ იძლევა,
რა ვქნა, მართლა მასეა biggrin.gif მხატვრებშიც ეგრეა: ველასკესი ხომ დიდი მხატვარია, მაგრამ გინდ რეპროდუქციაში გინახავს და გინდ ორიგინალში, სულერთია.
აი, პიკასო ორიგინალი თუ არ ნახე, არ გინახავს, სისულელეა ისე პიკასოზე ლაპარაკი

Posted by: katokato 10 Jun 2012, 22:14
კარგი, დაწერე მერე smile.gif


ნიკა მე ნანახი მყავს ორჯერ- ჟიზელი, მაკნატუნა.
და ყველაზე უკეთესია მათ შორის, ვინც სცენაზე ცოცხლად მინახავს.

Posted by: marilis_ 10 Jun 2012, 22:29
katokato
QUOTE
და ყველაზე უკეთესია მათ შორის, ვინც სცენაზე ცოცხლად მინახავს.

ძალიან მაგარია, რას ამბობ, საოცარი პლასტიკა აქვს,
თან შენ მის საუკეთესო პარტიებში გინახავს.
უბრალოდ, იგივეა, რაც ვიდეოში მეთქი, ცუდად კი არ მითქვამს, რამე სხვა, დამატებითი ემოცია არ მოუტანია, ნუ იმ საღამოს, ყოველ შემთხვევისთვის.
ნუ, საუკეთესო მე მიშა ბარიშნიკოვი მყავს სცენაზე ნანახი biggrin.gif ( რა ვქნა, არ მიტყდება, რომ სულ ვამბობ ამას biggrin.gif )

Posted by: katokato 10 Jun 2012, 23:39
marilis_
QUOTE
უბრალოდ, იგივეა, რაც ვიდეოში მეთქი, ცუდად კი არ მითქვამს, რამე სხვა, დამატებითი ემოცია არ მოუტანია, ნუ იმ საღამოს, ყოველ შემთხვევისთვის.

ვიცი, რომ ცუდად არ გითქვამს.

ბარიშნიკოვი წარმომიდგენია, სასიამოვნო სანახავი იქნებოდა smile.gif

Posted by: marilis_ 2 Jul 2012, 19:18
გადავირიე ამაზე
http://www.radikal.ru

Posted by: unknown lady 26 Jul 2012, 18:37
ნინომ ბოლოჯერ იცეკვა გედები იაპონიაში

არადა მისი ოდეტა ოდილია love.gif
აღარ განმეორდება დიდხანს

Posted by: Remember me 7 Aug 2012, 00:52
ჩემს შვილს უნდა ბალეტზე სიარული,4 წლისაა,სად და ვისთან მირჩევთ რომ მივიყვანნო?

Posted by: unknown lady 9 Aug 2012, 11:05
QUOTE
ჩემს შვილს უნდა ბალეტზე სიარული,4 წლისაა,სად და ვისთან მირჩევთ რომ მივიყვანნო?



ეხლა წარმოვიდგნინე 4 წლის ბალერინა პატარა პუანტებით

რა საყვარელი იქნება love.gif

მაკა მახარაძეს ჰქონდა სტუდია მოყვარულებისთვის, ახლა არ ვიცი
არცის ვიცი როგორ ასწავლიდა

Posted by: katokato 4 Sep 2012, 17:04
http://www.radikal.ru

Posted by: S A F O 4 Sep 2012, 18:15
unknown lady
QUOTE
მაკა მახარაძეს ჰქონდა სტუდია მოყვარულებისთვის, ახლა არ ვიცი
არცის ვიცი როგორ ასწავლიდა



კარგად ასწავლიან მე როგორც ვიცი. ჩვეულებრივი სტუდიაა, რატომ მოყვარულთათვის? 4 წლის ასაკიდან დადიან ბავშვები.



QUOTE
ბარიშნიკოვი წარმომიდგენია, სასიამოვნო სანახავი იქნებოდა


+


unknown lady

QUOTE
ნინომ ბოლოჯერ იცეკვა გედები იაპონიაში


აქ ეცეკვა უფრო სიმბოლური იქნებოდა.

QUOTE
არადა მისი ოდეტა ოდილია


+
tuk.gif

Posted by: unknown lady 8 Sep 2012, 11:18
S A F O
QUOTE
ჩვეულებრივი სტუდიაა, რატომ მოყვარულთათვის? 4 წლის ასაკიდან დადიან ბავშვები.




მოყვარულებისთვის რომ არსებობს ზუსტად ვიცი და შეიძლება პროფესიონალებსაც ამზადებს

მოყვარეულებისთვის სხვა ცეკვებიც შედის, კვირაში ოთხჯერ არის ჯამში და ამაში შედის: ქართულიც და ევროპული ცეკვებიც

ოთხი წლის ბალერინა წარმოვიდგინე jump.gif love.gif

Posted by: deichka 3 Oct 2012, 21:53
თეა დარჩიას სტუდიის შესახებ ტუ გაქვთ რაიმე ინფორმაცია? როგორც ვიცი ასწავლის როგორც ქართულ, ასევე მსოფლიო ხალხთა ცეკვებს. მის მომზადებულ ბავშვს შემდგომში თუ აქვს პერსპექტივა რომ ანსამბლში გადავიდეს? (თუნდაც სუხიშვილებში)

Posted by: marilis_ 21 Oct 2012, 20:49
გუშინ პრემიერა და ნახევარი დარბაზი ცარიელი sad.gif
არ შეიძლება ეგრე
მითუმეტეს, რომ კარგი იყო ძალიან

Posted by: kakanati 24 Oct 2012, 14:27
Remember me
QUOTE
ჩემს შვილს უნდა ბალეტზე სიარული,4 წლისაა,სად და ვისთან მირჩევთ რომ მივიყვანნო?



"პიონერთა სასახლეში" ქორეოგრაფი -ლია ომიაძე.
მაგრამ 4 წლისას თუ მიიღებენ არ ვიცი. თუ გინდა ნომერსაც მოგცემ.

Posted by: Lilian 12 Nov 2012, 22:42
ტანამედროვე ბალეტი ჩვენტან არაა????

მარტო ამ ფესტივალის ფარგლებსი იყო საშუალება ნახვიის???

Posted by: marilis_ 14 Nov 2012, 21:10
Lilian
QUOTE
ტანამედროვე ბალეტი ჩვენტან არაა????

მარტო ამ ფესტივალის ფარგლებსი იყო საშუალება ნახვიის???

ფესტივალზე რა ნახე, რო?! biggrin.gif
არის თბილისის დასის რეპერტუარში რამდენიმე თანამედროვე დადგმა

Posted by: Lilian 14 Nov 2012, 23:51
QUOTE
ფესტივალზე რა ნახე, რო?!

ტრეი მაკინტაიერი biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
ოუ ინვერთიდ ვოლდ ^_^
marilis_


Posted by: marilis_ 15 Nov 2012, 00:29
Lilian
QUOTE
ტრეი მაკინტაიერი biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
ოუ ინვერთიდ ვოლდ ^_^

ეგ არ იყო ფესტივალზე, უნდა ყოფილიყო, მერე მიტინგის ჩაიშალა და
ცალკე აჩვენეს! biggrin.gif

Posted by: Lilian 15 Nov 2012, 15:08
QUOTE
ეგ არ იყო ფესტივალზე, უნდა ყოფილიყო, მერე მიტინგის ჩაიშალა და
ცალკე აჩვენეს! 

კიიიიი....
და ცემ კიტხვაზე ტუ გაქვს პასუხიიი???? smile.gif smile.gif smile.gif marilis_

ააა გიპასუხიაა უკვეე biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: marilis_ 9 Dec 2012, 00:36
როგორ ჩაკვდა თემა და რა მაგარი პრემიერა იყო დღეს!

Posted by: unknown lady 17 Dec 2012, 02:33
marilis_


როგორ ხარ ? 2kiss.gif jump.gif
გავაღვიძოთ აქაურობა?

Posted by: marilis_ 18 Dec 2012, 17:09
unknown lady
შენ როგორ ხარ 2kiss.gif
ახალი გატაცება მყავს. ამ კაცის თმა მკლავს, რომეოსი biggrin.gif

http://www.youtube.com/watch?v=mvlshwPhUwE

Posted by: unknown lady 18 Dec 2012, 23:50
marilis_


კარგად , არა მიშვას 2kiss.gif jump.gif

QUOTE
ახალი გატაცება მყავს. ამ კაცის თმა მკლავს, რომეოსი biggrin.gif

ეს რა გამახსენე, ბოლოს ანანიაშვილის ჯულიეტა ვნახე, აქედან ცხადია, რამდენი ხანია არ მინახავს ბალეტი :|

კარგი რომეოა smile.gif

Posted by: marilis_ 6 Jan 2013, 17:21
ძალიან მაგარი ბიჭი, ანანიაშვილის იუბილეზე იცეკვა ელენე გლურჯიძეთან ერთად, ულამაზესი

http://www.youtube.com/watch?v=s0ydPNxuvMs
* * *
http://www.radikal.ru

Posted by: katokato 19 Jan 2013, 14:03
http://newsru.com/crime/18jan2013/sfilin.html
გავოგნდი sad.gif

Posted by: marilis_ 19 Jan 2013, 23:39
katokato
ორი დღეა, გუგლიდან ვერ გამოვდივარ sad.gif
იმედია, ის არ აღმოჩნდება ამის ჩამდენი, ვისკენაც ყველა ხელს იშვერს sad.gif

Posted by: katokato 20 Jan 2013, 00:34
marilis_
QUOTE
იმედია, ის არ აღმოჩნდება ამის ჩამდენი, ვისკენაც ყველა ხელს იშვერს

???


Posted by: marilis_ 20 Jan 2013, 01:36
katokato
ყველა მეორე სტატიაში ცისკარიძეა ნახსენები და ცოლმაც ინტერვიუში იგულისხმა

Posted by: katokato 20 Jan 2013, 01:52
marilis_
QUOTE
ყველა მეორე სტატიაში ცისკარიძეა ნახსენები და ცოლმაც ინტერვიუში იგულისხმა

ხო... მეთქი კიდევ ვინმე სხვა.
უკმეხი კომენტარი გააკეთა თვითონაც, საკმაოდ. არასასიამოვნო ამბავია..
იმედია იპოვნიან იმ ფსიხს.
და რაც მთავარია, ეს გამოჯანმრთელდეს sad.gif ბელგიაში გადაუყვანიათ.

Posted by: marilis_ 20 Jan 2013, 02:23
katokato
QUOTE
უკმეხი კომენტარი გააკეთა თვითონაც

ხო, გამოვშტერდი კომენტარზე. ცისკარიძე თავის სტიქიაშია, მოკლედ biggrin.gif
და ფილინიც ამათ ჯინაზე ავრცელებს ხმებს, რომ კარგადაა, მაგრადაა და ა.შ.
საშინელება რომ არ იყოს, გაერთობოდა კაცი

QUOTE
და რაც მთავარია, ეს გამოჯანმრთელდეს sad.gif ბელგიაში გადაუყვანიათ.

აკი გადადესო? მგონი, აპირებენ, მაგრამ ჯერ თვალებია სასწრაფოდ მისახედიო და

Posted by: weisenhaus 20 Jan 2013, 02:45
მე ამაზე მაქვს ეჭვი, ორი კურდღელი მოკლა ერთი გასროლით! biggrin.gif
http://www.radikal.ru
ნეტავ დაიჭირონ რა, ბავშვობიდან მძულს ეს "კაცი". მზად ვარ კისლატის შესხმა ჩემ თავზე ავიღო, თუ დამკვეთად ამას დასჯიან. mad.gif

Posted by: marilis_ 20 Jan 2013, 12:58
weisenhaus
QUOTE
ნეტავ დაიჭირონ რა, ბავშვობიდან მძულს ეს "კაცი". მზად ვარ კისლატის შესხმა ჩემ თავზე ავიღო, თუ დამკვეთად ამას დასჯიან. mad.gif

ამას და ნიკა მემანიშვილს biggrin.gif

Posted by: weisenhaus 20 Jan 2013, 14:28
marilis_
QUOTE
ამას და ნიკა მემანიშვილს

მემანიშვილს აღარაფერს ვერჩი, გაიზარდა მასშტაბები! ახლა მოისეევს ვლანძღავ რუსულ ფორუმებზე. biggrin.gif
ისე, მემანიშვილის ცუდიც გამიხარდება, რა თქმა უნდა. yes.gif




ამ ფრაგმენტს ვუყურებ უკვე რამდენიმე დღეა, ძალიან მომწონს:

Posted by: marilis_ 20 Jan 2013, 15:49
weisenhaus
QUOTE
მემანიშვილს აღარაფერს ვერჩი, გაიზარდა მასშტაბები! ახლა მოისეევს ვლანძღავ რუსულ ფორუმებზე. biggrin.gif
ისე, მემანიშვილის ცუდიც გამიხარდება, რა თქმა უნდა. yes.gif

lol.gif lol.gif lol.gif [quote]

ამასახ უყურე, თუ არ გინახავს

http://myhit.ge/index.php?FID=7&q=%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A9%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%98-%20%E1%83%91%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A8%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%98

Posted by: weisenhaus 20 Jan 2013, 16:40
marilis_
QUOTE
ამასახ უყურე, თუ არ გინახავსhttp://myhit.ge/index.php?FID=7&q=%E1%83%9...%83%95%E1%83%98

ნანახი მაქვს, მაგარი ფილმია! ნაციხარი მამა როგორ არ დაევასება თავიდან, არადა ბარიშნიკოვს ელოდებოდა biggrin.gif


p.s. ჯანდაბას იყოს ცისკარიძე, ეგეც მაგარი ამაზრზენი ტიპია, მოისეევი უფრო მძიმე ბრალდებით უნდა გასამართლდეს! yes.gif


აქ პეტროსიანის ცოლთან ერთად აჯაზებს:



ისე, ანანიაშვილი რომ აღმოჩნდეს ბოლოს, ეგეც მაგარი დაბოღმილია, რაც რუსეთიდან გააგდეს. biggrin.gif

Posted by: marilis_ 20 Jan 2013, 18:24
weisenhaus
QUOTE
ისე, ანანიაშვილი რომ აღმოჩნდეს ბოლოს, ეგეც მაგარი დაბოღმილია, რაც რუსეთიდან გააგდეს. biggrin.gif

ანანიაშვილის ახლო მეგობარია, დაივიწყე biggrin.gif

Posted by: katokato 20 Jan 2013, 18:27
http://ria.ru/culture/20130120/918906697.html
ამ კომენტარში გამოასწორა ცოტა პოზიცია..



რუსეთში მიღებული ფორმა ყოფილა მჟავით გამასპინძლება... user.gif
ИЗ ДОСЬЕ "МК"

ПОКУШЕНИЯ С ИСПОЛЬЗОВАНИЕМ КИСЛОТ

14 сентября 1998 г. — во Владивостоке совершено покушение на председателя комитета по архитектуре Приморья Михаила Ничипорчука. Неизвестный плеснул ему в лицо серной кислотой.

29 октября 1998 г. — нападение на полузащитника волгоградского «Ротора» Олега Веретенникова и его дочь в городском парке Волгограда — неизвестный плеснул в сторону футболиста серную кислоту, но попал на ребенка — ей обожгло лицо.

3 сентября 1999 г. — в Дагомысе двое преступников плеснули в лицо ученицы 11-го класса сочинской городской школы №76, победительницы конкурса «Мисс Сочи-98» Элеоноры Кондратюк концентрированную серную кислоту. Девушка перенесла более 200 операций. Позднее был задержан организатор покушения — 35-летний лидер адлерской группировки рэкетиров Рубен Григорян, заплативший за него $3 тыс.

18 мая 2000 г. — в Москве совершено нападение на руководителя территориальной единицы особого статуса «Шереметьевский» Наталью Руденко — ей плеснули в лицо серной кислотой.

28 мая 2000 г. — в Москве при входе в подъезд на двоих врачей «скорой помощи» вылилась емкость с серной кислотой.

14 июня 2000 г. — плеснули серной кислотой в лицо заместителю префекта Восточного округа Москвы по вопросам строительства Виктору Зиновьеву.

20 июня 2000 г. — во время прогулки с собакой пострадал механик Мосэнерго — ему плеснул в лицо кислотой неизвестный.

8 декабря 2001 г. — во Владивостоке совершено покушение на судью Арбитражного суда Приморского края Анжелику Бухбиндер — неизвестный плеснул ей в лицо уксусной кислотой, когда она вышла из театра после спектакля.

27 декабря 2011 г. — в Москве плеснули уксусной кислотой в лицо гражданину Ирана, бомжу, проживавшему в коробке у магазина.

Posted by: weisenhaus 20 Jan 2013, 18:32
marilis_
QUOTE
ანანიაშვილის ახლო მეგობარია, დაივიწყე

ზნაჩიტ, გრიგოლ ვაშაძეა, ეჭვიანობის ნიადაგზე შეასხა. biggrin.gif

katokato
QUOTE
რუსეთში მიღებული ფორმა ყოფილა მჟავით გამასპინძლება...

კი, ძირითადად კრიმინალური ავტორიტეტები იყენებენ ამ ხერხებს. თუმცა, დაუმსახურებლად იშვიათად. ისევ ნაძირლებს თუ გაუკეთებენ მსგავს რამეს.

Posted by: marilis_ 20 Jan 2013, 19:19
weisenhaus
QUOTE
ზნაჩიტ, გრიგოლ ვაშაძეა, ეჭვიანობის ნიადაგზე შეასხა. biggrin.gif

ხო, ეგ არაა გამორიცხული biggrin.gif

katokato
QUOTE
ამ კომენტარში გამოასწორა ცოტა პოზიცია..

ეგ მანამდე თქვა, მგონი! biggrin.gif
ევროპელებს ვაოკებ ეხლა, ყველა მაგას ლანძღავს biggrin.gif

Posted by: katokato 20 Jan 2013, 19:59
weisenhaus
QUOTE
კი, ძირითადად კრიმინალური ავტორიტეტები იყენებენ ამ ხერხებს. თუმცა, დაუმსახურებლად იშვიათად. ისევ ნაძირლებს თუ გაუკეთებენ მსგავს რამეს.

ხო, თეატრში კი აქამდე დამსხვრეულ მინას იყენებდნენ ძირითადად.. რამ გააცოფათ? sad.gif

marilis_
QUOTE
ევროპელებს ვაოკებ ეხლა, ყველა მაგას ლანძღავს

აბა , შენ იცი biggrin.gif

Posted by: weisenhaus 21 Jan 2013, 02:15
Сергей Филин начал работать в больнице
http://izvestia.ru/news/543316
საშიში არაფერია, გამოჯანმრთელდება!

გლაზუნოვის "წელიწადის დრო" დადგან ნეტავ დიდ თეატრში. ვინ არჩევს რეპერტუარს? არ მობეზრდათ სულ ერთიდაიმავე? ასეთი შესანიშნავი მუსიკა ბალეტისთვის ჩაიკოვსკისაც არ დაუწერია.

Posted by: marilis_ 21 Jan 2013, 17:47
weisenhaus
QUOTE
ვინ არჩევს რეპერტუარს?

ფილინი biggrin.gif

QUOTE
არ მობეზრდათ სულ ერთიდაიმავე?

ძალიან მრავალფეროვანი რეპერტუარი აქვთ, სხვათა შორის )))

Posted by: weisenhaus 21 Jan 2013, 19:00
marilis_
QUOTE
ძალიან მრავალფეროვანი რეპერტუარი აქვთ, სხვათა შორის )))

ტვინი აქვთ წაღებული ამ მინკუსით, ადანით, ჩაიკოვსკით, პროკოფიევითა და სტრავინსკით. biggrin.gif
საბჭოთა დროის ბალეტი ააღორძინონ, ამაზე კარგს ვერაფერს იზამენ.
გლიერის "წითელი ყაყაჩო" დადგან მაგალითად, შესანიშნავი მუსიკა და ცეკვებია.

Posted by: marilis_ 22 Jan 2013, 00:57
weisenhaus
QUOTE
ტვინი აქვთ წაღებული ამ მინკუსით, ადანით, ჩაიკოვსკით, პროკოფიევითა და სტრავინსკით. biggrin.gif
საბჭოთა დროის ბალეტი ააღორძინონ, ამაზე კარგს ვერაფერს იზამენ.
გლიერის "წითელი ყაყაჩო" დადგან მაგალითად, შესანიშნავი მუსიკა და ცეკვებია.

წითელი ყაყაჩო რომის ოპერის რეპერტუარში აქვთ biggrin.gif
მოსკოვშიც ააღორძინებენ, ნუ გეშინია biggrin.gif

Posted by: weisenhaus 22 Jan 2013, 02:01
marilis_
QUOTE
წითელი ყაყაჩო რომის ოპერის რეპერტუარში აქვთ

ძალიან კარგი! DVD-საც გამოუშვებენ, იმედია. smile.gif

"ანიუტა" ნანახი გაქვს? საბჭოთა დროის სატელევიზიო დადგმაა. ყოველთვის სიამოვნებით ვუყურებ.

ცნობილი ტარანტელა. მაქსიმოვა ცეკვავს:


ეს კი - მთლიანად: http://www.youtube.com/watch?v=onKL5NvOcxU


გავრილინისა და მაქსიმოვასნაირი გენიალური ხალხი მიდიან. გვრჩება ის რაჭველად წოდებული მსუქანი მელოტი, მარინა ბერიძის ფისო - მემანა და მიშას საყვარელი. რუსეთიდან სამარცხვინოდ გამოგდებული, შემდეგ კი ამ ყველაფერზე დაბოღმილი - ვაშაძის ტურფა.
საწყენია ეს ყველაფერი!

Posted by: marilis_ 22 Jan 2013, 16:18
weisenhaus
QUOTE
"ანიუტა" ნანახი გაქვს? საბჭოთა დროის სატელევიზიო დადგმაა. ყოველთვის სიამოვნებით ვუყურებ.

კი, ვგიჟდები მაქსიმოვაზე მანდ, სასწაულია. როგორი ღიმილი აქვს!
ის ჩანაწერი ნახე ეგ და ვასილიევი რომ უკვე ასაკში ცეკვავენ მაგას წითელ მოედანზე- ძალიან შთამბეჭდავია


QUOTE
რუსეთიდან სამარცხვინოდ გამოგდებული, შემდეგ კი ამ ყველაფერზე დაბოღმილი - ვაშაძის ტურფა.

კერქი ეხლა, სულ ნუ გაუტიე biggrin.gif

Posted by: weisenhaus 22 Jan 2013, 17:27
marilis_
QUOTE
ის ჩანაწერი ნახე ეგ და ვასილიევი რომ უკვე ასაკში ცეკვავენ მაგას წითელ მოედანზე- ძალიან შთამბეჭდავია

სად ვნახო?
QUOTE
კერქი ეხლა, სულ ნუ გაუტიე

ხო, ცოტა გადავაჭარბე. ბოღმა შემომაწვება ხოლმე საღამოს ხანდახან. biggrin.gif

იფ იფ, რა ოსტატურად მილანძღა! დღეს მთელი დღეს კარგ ხასიათზე ვიქნები - http://www.for.ge/view.php?for_id=20604&f_cat=3&a_title=++qarTvel+salieris+gavleniani+megobrebis+imedi+aqvs!++
კომენტარები love.gif

Posted by: katokato 26 Jan 2013, 17:47
http://newsru.com/russia/26jan2013/filin.html
პლასტიკური აღარ დაჭირდებაო.. რამდენიმე ოპერაცია დასჭირდება კიდევ თვალზე.


http://www.youtube.com/watch?v=hkc8omsxJI0
აქ თვითონ ყვება.

Posted by: revaza28 6 Feb 2013, 19:10
მეგობნერბო იქნებ დამეხმაროთ, ხო არ იცით საქართველოში სად შემიძლია პუანტეების შოვნაა???

Posted by: marilis_ 6 Feb 2013, 19:14
revaza28
აქ არ ვიცი, ადრე გრიშკო იყიდებოდა, თუმცა გრიშკო რაღად გინდა,
ამაზონიდან გამოიწერე, ნაირნაირებია

Posted by: revaza28 7 Feb 2013, 12:15
წინ ხე რომ აქ ისეთი მინდა, pointe shoes ასე ქვია, გრიშკო რა არი???

Posted by: marilis_ 7 Feb 2013, 22:46
revaza28
რად გინდა, ისე? biggrin.gif
http://www.amazon.com/s/ref=sr_tc_fw_brand_l_2_1?rh=i%3Ashoes%2Ck%3Apointe+shoes%2Cp_4%3ABLOCH&keywords=pointe+shoes&ie=UTF8&qid=1360262688

QUOTE
წინ ხე რომ აქ ისეთი მინდა, pointe shoes ასე ქვია, გრიშკო რა არი???


ხე არაა ოღონდ, თაბაშირია biggrin.gif
ეხლა უკვე სხვა მასალებსაც ხმარობენ

გრიშკო მარკაა- რუსული პუანტეების.

Posted by: agnusweisen 5 Mar 2013, 12:24
გაბიჩვაძის "მედეა" ნახეთ ვინმემ?
საღოლ ჩვენ (გრუზინებს)! biggrin.gif შეგვძლებია ბალეტის დადგმა კარგი ქორეოგრაფიითა და მუსიკით.

http://hd-vipserver.com/online/164395181-7133799-%D0%A0.%D0%93%D0%B0%D0%B1%D0%B8%D1%87%D0%B2%D0%B0%D0%B4%D0%B7%D0%B5+%22%D0%9C%D0%B5%D0%B4%D0%B5%D1%8F%22/

Posted by: katokato 5 Mar 2013, 20:10
http://newsru.com/russia/05mar2013/filin2.html
ირკვევა , მგონი...

Posted by: luka123 5 Mar 2013, 20:24
agnusweisen
QUOTE
საღოლ ჩვენ (გრუზინებს)!  შეგვძლებია ბალეტის დადგმა კარგი ქორეოგრაფიითა და მუსიკით.

იშშ aba.gif

Posted by: agnusweisen 5 Mar 2013, 21:12
katokato
ის წითელ კურტკიანი ვინაა? შემეშინდა. biggrin.gif

luka123
ხუმრობით იყო დაწერილი, თორემ ჭაბუკიანი და მაჭავარიანი როგორ არ ვიცი. biggrin.gif

არტურ ონეგერმა რუსთაველზე რაღაც საბალეტო მუსიკა რომ დაწერა, მაგის აუდიო ან ვიდეო ჩანაწერი არსებობს? rolleyes.gif
რა უნდა იყოს ნეტავ, ძალიან მაინტერესებს.

Posted by: katokato 5 Mar 2013, 21:28
agnusweisen
QUOTE
ის წითელ კურტკიანი ვინაა? შემეშინდა.

biggrin.gif
ალმოდოვარის პერსონაჟს ჰგავს ..
http://www.youtube.com/watch?v=NIDbMBif7pg ეს არის.

Posted by: agnusweisen 5 Mar 2013, 22:02
katokato
მაგასაც მჟავა შეასხეს სახეზე თუ რა ჭირს? biggrin.gif

Posted by: katokato 7 Mar 2013, 11:49
http://newsru.com/russia/06mar2013/filin2.html
დააკავეს უკვე.

Posted by: katokato 14 Apr 2013, 18:52
ნახეთ ვინმემ გუშინ ანანიაშვილი?

Posted by: marilis_ 22 Apr 2013, 00:54
katokato
QUOTE
ნახეთ ვინმემ გუშინ ანანიაშვილი?

ვნახეთ, ვერ ვუყურეთ, ოპერატორების დარბაზში თარეშის, უზნეო პუბლიკისა და ფილარმონიაში გამართული ბალაგანის გამო biggrin.gif

Posted by: marimari11 20 May 2013, 22:40
აუ როდის გახსნიან ოპერას არ იცით?

როგორ მომენატრა ბალეტიი love.gif love.gif sad.gif გედების ტბა ყელში რომ მქონდა ამოსული ეხლა მაგრა მინდა ვნახო კიდევ!

Posted by: weisenhaus 17 Oct 2013, 17:48
აუ, რა მაგარი მომენტია! smile.gif
http://www.youtube.com/watch?v=tmBaoU01y70#t=114m57s

Posted by: katokato 29 Dec 2013, 22:06
დღეს დიდი ხნის პაუზის შემდეგ ვნახე ჩვენი დასი. თავის ხელმძღვანელიანად.
ნეტა არ მენახა sad.gif
ტოტალურად უგემოვნო ყველაფერი, კოსტუმით დაწყებული, სამეჯლისო ცეკვების მანერებით დამთავრებული; მაშას და პრინცის დუეტში სპორტული ჩანართებით და შეკუნტრუშებებით, დარბაზში კიდევ ქორეოგრაფიულის ბავშვების ისტერიული კივილით და განუწყვეტელი ტაშით ......
ერთ დიდ სოფლის კლუბად აქცია ქართული ბალეტი მსოფლიო დონის ვარსკვლავმა.
თვითონ კი ...
გრიგაროვიჩმა თქვა ერთხელ პლისეცკაიაზე - 60 წლის ასაკში ცეკვა კი შეიძლება, ყურება აღარ შეიძლებაო..
კარგი რა!

Posted by: S A F O 31 Dec 2013, 10:24
katokato

+

აუ , ამის დასაწერად შემოვედი ,

ნუ რა არის მართლ და მართლა.

sad.gif

ძალიან სამწუხაროა .
უზომოდ!

Posted by: nikita123 7 Jul 2014, 17:32
მოგესალმებით ყველას smile.gif ცუდია, რომ წელს აქ არაფერი დაწერილა :/ ყოველთვის სიამოვნებით ვკითხულობდი ხოლმე, ადრე სხვა ნიკით ვიყავი ის ვეღარ გავხსენი)
თათა ჯაში ბალერინა გაგიგიათ? იგივე თამარ ჯაშიაშვილი. მის ვიდეოებს წავაწყდი, დამაინტერესა და შევეცადე მეტი ინფორმაცია მომეძიებინა. მისი კორსარის პა დე დე გახსოვთ ალბათ ხო? 14 წლისამ რომ იცეკვა გამოსაშვებზე. მას მერე მისი შესრულება აღარ მინახავს და ახლა ვიპოვე მისი ვარიაცია შტაცოპერა ბერლინში ასრულებდა როგორც წერია, აბა ნახეთ

14 წლის ასაკისთვის მგონი კარგია მე ძალიან მომწონს, პოტენციალი ჩანს
https://www.youtube.com/watch?v=E1G5BWKiDUM

ესეც მისი მომაკვდავი გედი ბერლინში: მგონი აქაც სადღაც 17-18 წლამდეა მაქსიმუმ
https://www.youtube.com/watch?v=b3koEmRD_fw

ერთ სტატიაში წავიკითხე ზურგის ტრავმის გამო დიდი ხანი აღარ ვცეკვავდიო და ახლა გააგრძელა თუ იცით?

მადლობა smile.gif

Posted by: naa 29 Jul 2014, 11:09
21 წლის ბალერინა,
საბალეტო დასის ახალი სოლისტი ნინი სამადაშვილი

http://kvira.ge/?p=71046

Posted by: Meguna 17 Nov 2014, 18:49

ბალეტის მოყვარულებს გიწვევთ ბალანჩინის შესახებ გამოცემული წიგნის "ბალანჩინი და მისი დაკარგული მუზა" პრეზენტაციაზე.
პრეზენტაცია გაიმართება ხუთშაბათს, 19 საათზე, საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის მუზეუმში, ბალანჩინის სახელობის დარბაზში. მის.: კარგარეთელის 6.

წიგნის ავტორია ცნობილი ამერიკელი ჟურნალისტი, ბალეტის კრიტიკოსი ელიზაბეტ კენდელი.
წიგნი ჯორჯ ბალანჩინის დაბადებიდან 110 წლის აღსანიშნავად ითარგმნა. ეს არის პირველი ქართული გამოცემა ბალანჩინის ცხოვრებისა და შემოქმედებითი გზის შესახებ.
წიგნი ქართველი მკითხველისთვის განსაკუთრებით საინტერესო იქნება, რადგან მასში ვრცლადაა მოთხრობილი ჯორჯ ბალანჩინის ოჯახის ისტორია.

https://www.facebook.com/events/1532156813719580/?ref=22

Posted by: sashikio198 25 Nov 2014, 13:56
.............................................................

Posted by: Andy Warhol 2 Feb 2016, 00:38
25 ლარიდან 150 ლარამდე ბილეთები rolleyes.gif
* * *


ესეც ვიდეო. კაი იქნება ამის ნახვა ისე მარა რაამბავია ბილეთის ფასი rolleyes.gif

Posted by: Kattarina 2 Feb 2016, 15:22
www.biletebi.ge-ს თუ დავუჯერებთ ყველა ბილეთი გაყიდულია ამ მომენტისთვის (
დარჩენილია რამოდენიმე 150 ლარიანი "აბესალომ და ეთერი"-ზე 21 თებერვალს

6 წელი იმისთვის ველოდე ოპერის გახსნას რომ მერე 150-200 ლარი ვიხადო ქართული დასის წარმოდგენებში drug.gif

Posted by: manvela 14 Mar 2016, 15:19
გამარჯობა თბილისში არის რამე ბალეტის სკოლა ან სტუდია სადაც 20 წლის გოგო შეიძლება მივიდეს ?

Posted by: Kattarina 14 Mar 2016, 18:26
manvela
QUOTE
გამარჯობა თბილისში არის რამე ბალეტის სკოლა ან სტუდია სადაც 20 წლის გოგო შეიძლება მივიდეს ?

ანუ სამოყვარულო ჰო?
თუ სამოყვარულოზე ლაპარაკობ კი, არის
https://www.facebook.com/ballet.fouette?fref=ts
ტერიტორიულად თუმანიშვილის თეატრთანაა (ძველი კინოსტუდია)

Posted by: manvela 14 Mar 2016, 22:39
Kattarina
ვნახე ეგ smile.gif

მადლობა
სხვაც ხომ არ არის?

Posted by: Kattarina 14 Mar 2016, 23:43
manvela
QUOTE
სხვაც ხომ არ არის?

მეც ვეძებდი ტავის დროზე და სხვა არ შემხვედრია (((
ადრე ლიკა ლაბაძეს ჰქონდა ბალეტი+ფიტნესის მსგავსი რაღაც, მაგრამ ის მაინც უფრო ფიტნესი იყო გაწელვებით. ეხლა აღარ არის ეგ უკვე.

სხვასაც თუ იპოვი, დაპოსტე რა smile.gif

Posted by: manvela 15 Mar 2016, 02:07
Kattarina
კარგი მადლობა დავპოსტავ თU რამე ვნახე

ისე დამწყებისთვისაც საკმაოდ კარგ ფორმაში ყოფნაა საჭირო ხომ

Posted by: Kattarina 15 Mar 2016, 17:52
manvela
QUOTE
ისე დამწყებისთვისაც საკმაოდ კარგ ფორმაში ყოფნაა საჭირო ხომ

სამოყვარულოსთვის აუცილებელი არაა...
თუ იქნება კარგ ფორმაში - გადასარევია, თუ არა - ჩადგება ნელ-ნელა

Posted by: chinchara 15 Sep 2016, 15:07
სალამი მეგობრებო
თბილისში ყველაზე კარგი საბალეტო სკოლა რომელია? საიტი თუ აქვთ?

Posted by: dsquared 21 Sep 2016, 18:47
...................................................................
* * *
.....................................................................................

Posted by: DJK 22 Sep 2016, 22:48
ZgzhzjkzzhzvzjzkzjVVJkksvsvskalzczgGKK

Posted by: DJK 25 Sep 2016, 19:24
Cfgghhhggddsddfhuiijgggssvghhhgfddsfhhjj

Posted by: Solveig 26 Sep 2016, 18:22
QUOTE
თათა ჯაში ბალერინა გაგიგიათ?

თათა ჯაშიაშვილი კორდებალეტში ცეკვავს, თბილისის ოპერაში... ოღონდ "კორიფეებშია".

http://www.opera.ge/Ballet/Troupe/Corps_de_ballet.aspx

Posted by: Solveig 1 Oct 2016, 22:11
რატომ დაეძინა ამ თემას'? აღარავინ დადიხართ საბალეტო წარმოდგენებზე?

Posted by: Krusty_the_Clown 2 Oct 2016, 13:33
Solveig
მანდ ხომ ყველას არ უშვებენ facepalm.gif

Posted by: Solveig 2 Oct 2016, 15:10
QUOTE (Krusty_the_Clown @ 2 Oct 2016, 12:33 )
Solveig
მანდ ხომ ყველას არ უშვებენ facepalm.gif

ეს როგორ გავიგოთ?

....................................

Posted by: Krusty_the_Clown 2 Oct 2016, 17:26
QUOTE
Solveig
მანდ ხომ ყველას არ უშვებენ

ეს როგორ გავიგოთ?

რჩეული კასტის წარმომადგენელი უნდა იყო, თუ ხარ, გაგიმართლა, მოსაწვევები რომ იქნება, შენც გამოგიგზავნიან...
აი, ასე შეარჩიეს გახსნაზე ოპერისა და ბალეტის თეატრის ხელმძღვანელობამ "ნაღები ხალხი", თუ ვის ქონდა უფლება იქ მისვლის...

მე კი ახლა თავისუფალ თეატრში მივდივარ და დარწმუნებული ვარ, რომ ვისიამოვნებ smile.gif
ვარსიმაშვილს უყვარს ემოციებზე თამაში :|

Posted by: Solveig 2 Oct 2016, 17:33
Krusty_the_Clown

ბილეთები იყიდება და თუ გინდა, იყიდი და შეხვალ. გახსნა წლის დასაწყისში იყო და დამთავრდა, მაგრამ, წარმოდგენები გრძელდება.

თავისუფალ თეატრს რაც შეეხება, ვარსიმაშვილის რეჟისორობა არ გაშვას smile.gif

Posted by: Krusty_the_Clown 2 Oct 2016, 23:33
Solveig
მადლობ, რომ ჩამაყენე საქმის კურსში, ანუ ტრაკში პერო გაყრილების აღლუმი დამთავრდა? smile.gif)
ვარსიმაშვილი კორიფე და ბუმბერაზი რომ არ არის, ეგ ცნობილია და მაგიტომაც დავწერე ემოციებზე თამაშობს თქო და კარგადაც გამოსდის. შეგიძლია კონკრეტულად დაწერო, რომელი მისი სპექტაკლია "არგასაშვები"? smile.gif
ისე, თავისუფალში კარგი დასია, ვარსიმაშვილის გარდა...

Posted by: marimari11 2 Oct 2016, 23:37
ისევ ისეთი საოცარი ფასებია?............

Posted by: Krusty_the_Clown 2 Oct 2016, 23:48
marimari11
QUOTE
ისევ ისეთი საოცარი ფასებია?

ხო, მადა აქვთ, იცოცხლე...

Posted by: fermina 6 Jan 2018, 09:51
"მაკნატუნაზე"მაქვს 2 ბილეთი დღევანდელ 2-საათიან სპექტაკლზე.ვერ ვახერხებ წასვლას.
თავის ფასში ვყიდი, რა თქმა უნდა. 45 ლარი ერთი ცალი.

Posted by: temart 6 Nov 2018, 17:28
ქართული ქორეოგრაფია უმჯობესდება

Posted by: anni_dembo 10 Jan 2019, 13:41
ყველაზე მაგარი და ძლიერი დამდგმელი ქორეოგრაფები რომლებია დღესდღეობით საქართველოში ტქვენი აზრით ??

Posted by: ამინ 20 Jan 2019, 07:41
პუშკინი <3


-------------------------

Posted by: mindo90 27 Jan 2019, 18:34
არცერთი არააა....ვინციყო ის უკვე აგარ არის ამ ქვეყნად

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)