Miss_Marpleპატარები ჰო და დიდებიც რომ მირბოდნენ ეგ საერთოდ
GoGoNNaკაი ჰა დავწერ ბარემ:
შევისეირნეთ პარასკევს. მივედი სალაროსთან, პირსინგებით და დრედებით ზის ახალგაზრდა ბიჭი(მუნდირი არც მე მაცვია). ხმამაღლა მითხრა ბილეთი უნდა შეიძინოთო. ტონი მეუცნაურა, მაგრამ არ შევიმჩნიე და საკმაოდ მკაფიოდ მოვითხოვე ორი ბილეთი. ტიპი მოეშვა, გამიღიმა და როგორც მერე მოყვა: მოდიან და მეუბნებიან : "გამაძობააააა". მოდიო , დაახეთქე მაგიდაზე სალამი და შედიო. ანუ ვითომ პირსინგი, ტატუ, დრედები და რამდენად ჯანსაღი შეხედულება ქონდა ადამიანს კომუნიკაციაზე.
შევედით შიგნით: დარბიან ეს ბავშვები, დადიან ეს მასწავლებლები, სრული ქაოსი, ხმაური, დაარახუნებენ ამ სელფი სტიკებს, 10-12 წლის გოგონები იქცევიან როგორც დიდები და მიდის ერთი ტუჩების ბრუცვა. სადაც რამე შიშველი ნახეს ფოტო გადაიღეს. რა თაღლითები, რა დავითი და გოლიათი, რა ნიკოლაძის სკულპტურები, რა გუდიაშვილის სამი მოქალაქე.
ვინმემ წაუკითხა ნახატის ისტორია? ვინმემ აუხსნა რამე? იშვიათად ვინმე მიდიოდა წაიკითხავდა ან დაჯდებოდა და უყურებდა ნახატებს. მოზრდილების უმრავლეობაც იმასვე აკეთებდა.
არაფერი ადამიანური ჩემთვის უცხო არ არის, მაგრამ ნამეტანი იყო რა
პირიქით მომხრე ვარ ღია და მრავალფეროვანი საზოგადოების, მაგრამ კარავაჯოს დახატულ გენიტალიებთან 30 სელფი რომ არ გადაიღო ?
ფსიქოლოგიური წიკი ქონდათ ბავშვებს, რომელსაც ვერ აურევ ვერც თავისუფლების გამოხატულებაში და ვერც რაღაცგინდა თავისუფლებაში. Sorry, ბათ ზის იზ თრუ )))))
თორემ ჩვენ კი დავიცადეთ ის 30-40 წუთი და მერე დავათვალიერეთ ნახატები
Smile man . . . God loves you . . . .
Don't want to die? Don't be born . . .
If u are walkin' through hell . . . Keep walkin' . . .
"De Woch fangt scho guat o "