მოგესალმებით მეგობრებო!
ყველა დანაშაული ერთხელ მოსინჯვით იწყება.
ყველა სოციალური პრობლემა ერთი ცდუნებითა და არასწორი სვლით იქმნება.
რა ხდებოდა 10-15 წლის წინ?
მე მახსოვს, საზოგადოება აქტიურად მონაწილეობდა ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლაში, ხოლო ტოლერანტობა თვით ნარკოტიკების მოხმარების ფაქტების მიმართ პრაქტიკულად არ არსებობდა - განსაკუთრებით საშუალო ასაკის ქალთა სქესში.
გადავხედოთ დღევანდელ რეალობას.
იუსტიციის სამინისტროში ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საბჭოს სხდომა გაიმართა
http://www.ipress.ge/new/98427-iusticiis-s...khdoma-gaimartaგიორგი მარგველაშვილი ნარკოპოლიტიკაზე: იქნებ, სჯობს, სხვანაირად მოვუაროთ ამ პრობლემას
http://primetime.ge/news/1515315004-გი...ლემას***
მომხმარებელთა რიცხვი ყოველდღიურად მატულობს, ასაკი წარმოუდგენლად გაახალგაზრდავდა, მათ შორის ჩაერთო ქალთა სქესიც.
უკანონო ბრუნვა კვლავ წარმოებს სახელმწიფოში არსებული არაეფექტური მართვის მექანიზმების გამო. კანონმდებლობა უზარმაზარ შავ ხვრელებს მოიცავს და თითოეულს დეტალური, სირღმისეული ანალიზი ესაჭიროება. საამისოდ რეალურად არავინ იტკიებს თავს.
სახელმწიფოს კვლავ არ შესწევს უნარი ბიუჯეტიდან გამოყოს თანხები პრევენციული საქმიანობის ხელშეწყობისთვის.
მინდა ამ თემაში პრობლემის უხილავ აქტუალურ მხარეებს შევეხოთ.
გავეცნოთ ნარკოტიკული დანაშაულის ასპექტებსა თუ ხელშემწყობ ფაქტორებს.
განვიხილოთ როგორც კერძო შემთხვევები საკუთარი პრაქტიკიდან, ასე ყველა კანონპროექტი, რომელიც მოიცავს ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას.
რამდენად მაღალია სახელმწიფო პოლიტიკის მზაობა ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლაში?
ჩართულია მასობრივი საინფორმაციო საშუალებები?
რას ფიქრობენ იურისტები, ფსიქოლოგები, მედიკები?
როგორ მოიაზრებს ამ პრობლემის გადაჭრის გზებს დღეს ჩემი საზოგადოება?
This post has been edited by Катеньки on 9 May 2018, 14:41
უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი შენი მხევალი ეკატერინე.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
წმიდა ხარ, წმიდა ხარ, წმიდა ხარ შენ, ღმერთო, ღვთისმშობელისა მიერ შეგვიწყალენ ჩვენ.