მის საქართველო 2014 ჩატარდება ძალიან მალე, თარიღს ჯერჯერობით არ ამხელენ, მაგრამ როგორც მოვკარი ყური 18-19 იანვარს...ალბათ შედეგებს არ გაახმაურებენ მანამ, სანამ იმედის ეთერში არ გავა მთლიანი სიუჟეტი (როგორც შარშან). 2013 წელს კონკურსი არ ჩატარებულა და წელს ჩატარდება, ზოგან მოიხსენებენ როგორც მის 2013, ზოგან 2014. მე 2014-ს დავწერ აქ.
მთავარი პრიზი წელსაც ტოიოტა რავ 4
ოფიციალური საიტი :
missgeorgia.ge - უკვე შეგიძლიათ ხმის მიცემა (გამოვლინდება "მის ინტერნეტი')
წლევანდელი ნომინაციები იქნება:
1. მის საქართველო
2. I-ვიცე მის საქართველო
3. II-ვიცე მის საქართველო
4. III-ვიცე მის საქართველო
5. ვიცე მის საქართველო
6. მის მეგობრობა
7. მის ფოტოგენურობა
8. მის ტელეგენურობა
9. მის ექსტრავაგანტულობა
10. მის მომხიბვლელობა
11. მის ელეგანტურობა
12. მის გრაცია
13. მის ინტერნეტი
14. მის ტალანტი
15. მის ინტელექტი
16. ტოპ-მოდელი
რაც შეეხება მონაწილეებს, 28 მონაწილეა შერჩეული, როგორც ყოველთვის არიან მოსაწონებიც და დასაწუნებიც. ასევე უნდა აღინიშნოს რომ ბევრი გოგოს სურათი ოფიციალურ საიტზე "ცოტა მატყუარაა", გირჩევთ ფეისბუქის გვერდებზეც გადახედოთ იგივე მონაწილეებს, ტყუილად რომ არ ლანძოთ
მე დავდებ ჩემი რამდენიმე ფავორიტი გოგოს სურათებს (ყველას დადება მეზარება) თქვენც გადახედეთ და თქვენი ფავორიტები დაასახელეთ
ანი ლეთოდიანი
ელენე გამყრელიძე (იცანით ალბათ იღბლიანი ბორბლიდან)
ეს 2 ყველაზე მეტად მომწონს ჯერჯერობით
ანი გაროზაშვილი
სხვა გოგოების ფოტოები საიტზე არ მომეწონა, მაგრამ ფეისბუქზე ვნახე და ზალიან მომეწონა თაკო ნასყიდაშვილი
მაღლა მარცხენა გოგო- თაკო ნასყიდაშვილი
ასევე სულ სხვანაირი დამხვდა ელენე წიკლაური