ჭიდილი ... მაგრამ ამდენი? "რაგბი ევროპის" მეოთხე მატჩში ბორჯღალოსნებმა ტრადიციულად დაამარცხეს რუსეთი,
მაგრამ ბონუსი ხომ ვერ აიღეს და საფიქრალიც ბლომად გაგვიჩინესOvaluri.comxa.com/2017
© 2002 წლიდან უწყვეტად მოქმედი "ოვალური ოაზისი"
მისივე ფეის’ბუქის ეტლი 2016 წლის აპრილის ბოლოდან
https://www.facebook.com/ovaluri/
მოიწონეთ ეგ გვერდი და მოგივათ სიახლეები!(( დამწყებებს! ჯერ იხილეთ ოქმები და ცხრილი = ქვემოთაა ! ))თამამად შეიძლება ითქვას: "დათვებთან" დიდუბეში ყოველი რაგბობა ისეთივე საზოგადოებრივი მოვლენაა, როგორც პაიჭაძის, მესხისა და ყიფიანის ხანაში ფეხბურთი ყოფილა. სტადიონი პირამდე ივსება და ხალხიც გემრიელ ბურთაობას ელის, მაგრამ ვაგლაჰ, რომ მარტის მეორე კვირას იხილა ოდენ ჭიდილი
შეგვედავებით: ოთხი ლელო ხომ დავდეთ და ყველა - უკანა ხაზითო; "მეკომ" ხომ დაძლია 800 ქულიანი მიჯნაო; შეჯიბრს ხომ კვლავაც ვლიდერობთო; და ჰეიგიც ხომ გეგმის მიხედვით აწრთობს ახლებსო
დიდება თრგუნავთჭეშმარიტად, ეგ ყველაფერი ეგრეა! მაგრამ რა ვუყოთ იმას, რომ შერკინების ფრიადი უპირატესობა ქულებში არ აისახება; ლაშა ხმალაძე ფორმაში ვერაა და ხაზს ვეღარ გეზავს; მამუკა გორგოძეს კი, ყოველი განშორების შემდეგ, უჭირს გუნდთან საერთო ენის უცებ გამონახვა; უფრო კი, სხვებს მისი დიდება თრგუნავთ და იჩრდილებიან
სამაგიეროდ, მდევარი რუმინეთი აღარ ხუმრობს - ბოლომდე იბრძვის და პრემიას იღებს; თუ თებერვალში 5 ქულით ჩამოგვრჩებოდა, ახლა სხვაობა სამიღაა, რის გამოც ფინიშზე, არკულ’ზე, ნუგეშიანი, შვიდის ფარგალში წაგებაც ვეღარ გვაძლევს ხელს
ერთი კია, როცა გუნდი მეათე ტიტულს უმიზნებს მე-15 გათამაშებაში, ეგეთ რამეებზე თითქოს არც უნდა ფიქრობდეს, მაგრამ დიდ სპორტს თავისი წეს-კანონი აქვს და მთავარი რკენის წინ ყველაფერს ედება ოქროს ფასი. მით უფრო, თუ გარდამავალი "ანთიმოზიც" დასაცავია
ბრეჟნევული უძრაობადავიწყეთ გამართულად: შერკინება - ჯარიმა - დერეფანი - ჯარიმა - შერკინება - მიძალება - ჩარბენები - გაშლა: ხმალაძე - კვირიკაშვილი - გიორგი კოშაძე (3’35) * 7:0 @ 5’
13’ წუთზე ჯარიმათა სათვალავი 6-0 გახდა, მაგრამ შემდეგ დაგვიდგა ბრეჟნევული უძრაობა: სრული 5 წუთი ერთ ადგილას ეწყობოდა შერკინება და მოედანი ითელებოდა
რუსეთი კიდევ ორჯერ დაჯარიმდა და ბურჯიც სინბინში გაუმწესეს, მაგრამ წესთა ვერ’ცოდნით, თავის’და უნებურადაც კი გააბრიყვა ინგლისელი მსაჯები, იტალიელი კომისარი და ამისი ქართული ამალა:
ზიკოვი პირველ ხაზში გადაძრა, შერკინების მდგრადობისთვის (და არა უსაფრთხოებისთვის!) ფრთა გაწირა, სპეციალისტი მეორე (!) ხაზელი შეიყვანა და სინბინის შემდეგ გაწირულიც დაიბრუნა - არადა, წესით, სინბინზე შეღავათი იმიტომ’ღა გეძლევა, რომ პირველ’ხაზელი შეიყვანო, ხოლო რუსეთს ეგეთი კაცი მოედანზე ისედაც ჰყავდა
კიდევ ამოიოხრებდნენ22’ წუთზე 10-მეტრა დერეფანში ავაგორეთ მოლი, მაგრამ ბურთი წითელ ზოლში დავკარგეთ, 26’ წუთზე კი მერაბ კვირიკაშვილმა ისეთი რეიდი განახორციელა, რომ რჱგბის მოშურნე ძირ’ძველი ქალაქელები კიდევ ამოიოხრებდნენ, "სხვა ხალხის ისმის აქ ჟრიამული"ო
მეკომ გაისინის მოგერიებული რუსთა ლელოდან 75 მეტრზე დაიჭირა, ბურთი გამოაქცუნა, გზად ოთხი მეტოქე მოატყუა და 25 მეტრზე დროულად გაატანა ვასო ლობჟანიძეს * 14:0
ტაიმის ბოლოს დათვები ორჯერ მოუახლოვდნენ ჩვენს ლელოს, მაგრამ ბოჭვაზე დაჯარიმდნენ, ბორჯღალოსანთა ელიტამ კი, თითქო პლაჟზე ღლაბუცობსო, 95 მეტრიდან უცებ (!) გაათამაშა ეგ ჯარიმა და ოვალი მეტოქეს გადააბარა, მაგრამ კუშნარიოვმა 30 მეტრიდან ააცილა კარს
სმართ’ფონები ააკიაფეს46’ წუთზე გუნდზე უფრო შეხმატკბილებულად იმოქმედეს ფანებმა - სმართ’ფონები ერთ’ბაშად, ციცი’ნათელებივით ააკიაფეს
მესამე ლელო 50’ წუთზე დაიდო: 10-მეტრა, კიდიდან ღრმად დანიშნული შერკინებიდან შეუტია ბექა გორგაძემ, ხმალაძისა და გორგოძის პასებით კი ლობჟანიძე მბოჭავებს გაუძვრა * 21:0
მალე "გულივერა" შეება ბუტენკოს, იმათ კი 5-მეტრა დერეფნიდან, მოლით განზე იარეს, "აიღე და მიეძალე" გააჩაღეს და კუშნარიოვი ახლოდან, გეზის ცვლით, კართან ეწია მიზანს (85 წამი) * 21:7 @ 56’
მეკომ ნაღდად იცოდა, 800-მდე რამდენი უკლდა, მაგრამ 23 მეტრიდან კარს ააცილა ჯარიმა, მაქედან 10 წუთში კი გარდასახვით მაინც დაძლია მიჯნა: მორიგი ორი ჯარიმით ბალანსი 16-6 გახდა, მოლის შემდეგ კი დავით კაჭარავამ მორკინალივით იძალა * 28:7 (ლ 4/1)
ბონუსი ვერ შევინარჩუნეთ და ვეღარც ხელახლა მოვიპოვეთ: რუსეთმა დაგდებულ ბურთზე ფეხი მიგვიკრა, წითელ ზოლთან უცებ გაითამაშა ჯარიმები და უზუნოვმა ლელოში შეგზავნა კროტოვი * 28:14 (ლ 4/2)
რაგბი ევროპა * 2017მეოთხე რაუნდი
საქართველო 28:14 რუსეთი წარსული >>
http://site.rugby.ge/ka-GE/2017-H2H/#RUS23 მოთამაშე >>
http://site.rugby.ge/ka-GE/2017-H2H/#RUSბარათი >>
http://site.rugby.ge/ka-GE/2017-CARD/#RUSსაქ: კვირიკაშვილი ი.სვანიძე კოშაძე კაჭარავა თოდუა
<10-9> ხმალაძე ლობჟანიძე (აფრასიძე 74) /
ნარიაშვილი (თეთრაშვილი 69) ბრეგვაძე (ჟვანია 69) ტაბიძე (ბეკოშვილი 45)
ნემსაძე მიქაუტაძე (ლომიძე 59) ცუცქირიძე (შუბითიძე 71) გორგოძე^კაპ გორგაძე -
4ლ: კოშაძე ლობჟანიძე (2 3) კაჭარავა; 4გ: კვირიკაშვილი
რუს: კუშნარიოვ სიმპლიკევიჩ (მიხალცოვ 71) გერასიმოვ არტემიევ^კაპ კურაშოვ
<10-9> გაისინ უზუნოვ (რიაბოვ 78) /
მოროზოვ სბ 15-27 (კროტოვ 28) ჰასანოვ (ჩერნიშოვ 71) ბითიევ (პოდრეზოვ 61)
იელგინ ზიკოვ (პრონენკო 71) გრესევ ჰაჯიევ (კროტოვ 16-27, გრიცენკო 61) ბუტენკო -
2ლ: კუშნარიოვ კროტოვ; 2გ: კუშნარიოვ
რეფ თემპესთ (ინგ) 12/03_2017 @ თბილისი, დინამო (სავსე)
7:0(5) სბ(15რ) 14:0(27) ნახ(40+1) /
21:0(51) 21:7(56) 28:7(68) 28:14(77) ბოლო(80+2)
ვიდეო >>
https://www.youtube.com/watch?v=NhIXoQGSxnkბელგია 17:33 რუმინეთი$2ლ: რეინარ დე’კლერკ; 2გ ჯ: ა.ვილიამს -
5ლ: ქობდენ (1 2) ფან’ჰირდენ [ჯგუფ] ვლაიკუ; 4გ: ვლაიკუ
რეფ ბლესანო (იტა) 11/03 @ ბრიუსელ, პტი ეიზელ
0:7 0:14(21) / 7:14 7:21 14:21 17:21 17:28(73) 17:33(76)
გერმანია 15:32 ესპანეთი2ლ: ოტო მარქს; გ ჯ: პარქინსონ / სბ: კუცია -
4ლ: ლინქ’ლეითერ კასტილიონი ხორბა გ.რუე; 3გ 2ჯ: ლინქ’ლეითერ / სბ: პინტო
რეფ ლინთონ (შტლ) 11/03 @ კელნ (4 500)
0:7(5) 3:7(10) 3:10(13) 3:17(26) 3:22(36) 3:29(40) /
8:29(54სბ-სბ) 8:32(62) 15:32(67)
რაგბი ევროპა 2017ყველაფერი საქართველოს თარიღითა და დროით
11/02 ბელგია 06:31 საქართველო $ ბრიუსელ
11/02 გერმანია 41:38 რუმინეთი $ ფრანკფურტ
11/02 ესპანეთი 16:06 რუსეთი მადრიდ
19/02 საქართველო $ 50:06 გერმანია რუსთავი
18/02 რუმინეთი 13:03 ესპანეთი ბუკურეშტ
18/02 ბელგია $ 18:25 რუსეთი ბრიუსელ
04/03 ესპანეთი 10:20 საქართველო ვაია’დოლიდ
04/03 რუსეთი 10:30 რუმინეთი $ სოჭი
04/03 გერმანია 34:29 ბელგია $ ფრანკფურტ
12/03 საქართველო 28:14 რუსეთი თბილისი
11/03 ბელგია 17:33 რუმინეთი $ ბრიუსელ
11/03 გერმანია 15:32 ესპანეთი კელნ
4 რაუნდი ქ სხვ ლ გატ:გაშ მ-წ $საქართველო 18 +93 18/03 129:036 4-0 2
რუმინეთი 15 +43 15/08 114:071 3-1 3
ესპანეთი ^ 8 +7 06/05 061:054 2-2 0
გერმანია 8 -53 11/20 096:149 2-2 0
რუსეთი 4 -37 06/11 055:092 1-3 0
ბელგია 2 -53 07/16 070:123 0-4 2
ქულა: მოგება 4, ფრე 2, წაგება 0
+1 ბონუსი ($) = პრემია (მეტოქეზე სამით მეტი ლელოს გატანა) |
ნუგეში (რვაზე ნაკლებით წაგება)
+2 ბონუსი = სლემის შესრულება (ხუთივე მატჩის მოგება)
ტოლობაზე: ჯერ პირადში ^ 0) საცხრილო ქულა, 1) გატანილ - გაშვებულის სხვაობა,
2) გატანილი ლელო, 3) გატანილი ქულა;
მერე მთელ ტურნირში 5) სხვაობა, 6) ლელო, 7) გატანილი ქულა
19/03 რუმინეთი 17.00 საქართველო @ ბუკურეშტ18/03 ესპანეთი 19.00 ბელგია @ მადრიდ
19/03 რუსეთი 15.00 გერმანია @ სოჭი
29 წლის (1989-2017) მონაგარი199 თამაში (81 შინ, 78 გარეთ, 40 ნეიტრ)
122 მოგება - 70 წაგება * 7 ფრე
ქულა 4617:3606 (+1011)
ლელო 550/367 (+183)
18 ერთა თასზე (2000-2017)
89თ (44შ 42გ 3ნ) 73-12*4
ქ 2737:1076 (+1661) ლ 359/85 (+274)
რუსეთთან (1993-2017)
21თ (11შ 7გ 3ნ) 19-1*1 ქ 528:245 ლ 59/16
250 ბორჯღალოსანი100 ბექი, 141 ფორვარდი და 9 უნივერსალი;
ბექებმა გაიტანეს 266, ხოლო ფორვარდებმა 284 ლელო
ბორჯღალი (კეპი)
102 კვირიკაშვილი; 98 კაჭარავა; 94 ჩხაიძე; 85 აბუსერიძე;
77 ზიბზიბაძე; 75 დათუნაშვილი, მალაღურაძე; 73 მაჩხანელი;
70 ურჯუკაშვილი, გორგოძე; 69 ნემსაძე; 67 ლაბაძე;
66 ზედგინიძე; 64 ა.გიორგაძე, შველიძე; 63 თოდუა;
62 სუთიაშვილი; 61 ხამაშურიძე, სამხარაძე; 57 ჯიმშელაძე;
54 ბეგაძე; 53 ზირაქაშვილი; 52 ხმალაძე; 50 შარიქაძე
ქულა (მარტო დამრტყმელები)
801 კვირიკაშვილი, 325 ურჯუკაშვილი, 320 ჯიმშელაძე,
184 მალაღურაძე, 105 ნ.ძაგნიძე, 93 წიკლაური
ლელო26 გორგოძე; 24 მაჩხანელი; 21 ზიბზიბაძე, კაჭარავა;
18 ურჯუკაშვილი; 15 ზედგინიძე, ხამაშურიძე;
14 უდესიანი, კვირიკაშვილი; 12 ლაბაძე, ნემსაძე; 11 ა.გიორგაძე;
10 ქავთარაშვილი, ცაბაძე, ჩხაიძე, თხილაიშვილი;
9 ჯიმშელაძე, დადუნაშვილი, ზირაქაშვილი, შარიქაძე
@