Cdevაბა ამას გადახედე:
ამერიკიდან იარაღის გამოგზავნაhttps://shooterscentral.ge/?p=550ბარემ აქვე დავაკოპირებ:
იარაღის ჩამოტანა საზღვარგარეთიდან
მორიგი კითხვა მივიღე და გავცემ რაც შეიძლება სრულყოფილ პასუხს იმიტომ, რომ ამას ხშირად მეკითხებიან.
gamarjoba leva, sruliad getanxmebi yvelafershi. erti kitxva maqvs….. xom ar ici tu ra procedurebia gasavleli da ranairad unda chamovitano cecxlsasroli iaragi sazgvargaretidan, ratqmaunda legaluri. didi madloba winaswar.
ესე იგი პირველ რიგში რა არის საჭირო რომ საქართველოში შემოვიდეს იარაღი? პირველ რიგში ნებართვა იარაღის შემოტანაზე. გასცემს შსს–ს მომსახურების სააგენტო ანუ სანებართვო. ნებართვა ღირს 8 ლარი. ეს არის ყველაზე ადვილი ფაზა.
მერე უნდა მოძებნოთ ის ვიცნ იარაღს გამოგიგზავნით იურიდიული ან ფიზიკური პირი. სად ეს თქვენი საქმეა. მაგრამ ფაქტია, რომ ეს ძნელია. აქ მე ვერ დაგეხმარებით, მიმართეთ ინტერნეტს და მოებნეთ დისტრიბუტორები ან პირდაპირ მწარმოებლები. მიწერეთ წერილი უთხარით, რომ შეგიძლიათ წარმოადგინოთ ყველა აუცილებელი საბუთი და თუ მიიღებთ დასტურს დაიწყეთ მუშაობა.
როგორც წესი ნებართვას, რომელიც არის ქართულ ენაზე დაჭირდება აპოსტილი (მიმართეთ იუსტიციის სამინისტროს) და შემდეგ დამოწმებული ნოტარიუსის მიერ თარგმანი. ეს ყველაფერი საჭიროა, რომ აქ გაცემულ ნებართვას ქონდეს იურიდიული ძალა იქ.
სხვა და სხვა ქვეყნებს აქვს სხვა და სხვა კანონები, მაგალითად იტალია აწვდის იარაღს მიმღები ქვეყნის საბაჟო ტერიტორიამდე და მერე კისერიც გიტეხიათ თუ ადგილზე რამე პრობლემა გაქვთ. ეს უკვე მათი საზრუნავი არ არის.
ვიცი, რომ ადგილზე ჩასვლისას უპრობლემოდ იყიდით იარაღს სათანადოდ მომზადებული ნებართვით. ძირითადი პრობლემა არის ჩაუსვლელად იარაღის ყიდვა. იმეილებს ჯობს პირდაპირ დაურეკოთ და უშუალოდ დაელაპარაკოთ ტელეფონით.
ჩამოდის იარაღი თვითმფრინავი როგორც კომერციული ტვირთი, სავარაუდოთ ფოსტითაც შეიძლება ჩამოვიდეს. ზუსტად არ ვიცი.
მოკლედ ნაბიჯი პირველი – ნებართვა
ნაბიჯი მეორე – მიმწოდებელი მოძებნა (რთულია მარამ იარაღის შემოდის ესე იგი ასეთები არიან)
ნაწილი მესამე საბუთების მომზადება და გაგზავნა (აპოსტილი, დამოწმებული თარგმანი)
ნაწილი მესამე იარაღის აქ ჩამოსვლა განბაჟება და აღრიცხვაზე დაყენება (თუ სწორედ მახსოვს 5 სამუშაო დღის განმავლობაში რაც იარაღს ჩამოიტანთ უნდა მიბრძანდეთ იარაღით და ყველა საბუთით სანებართვოში).
გაითვალისწინეთ, რომ ნებართვის დედანი უნდა დაიტოვოთ აქ რომ განაბაჟოთ იარაღი. გაითვალისწინეთ, რომ თუ ნებართვა აიღეთ და არ გამოიყენეთ უნდა მიბრძანდეთ სანებართვოში და დაწეროთ ახსნა განმარტება, რომ ნებართვა კი აიღეთ მაგრამ არ გამოიყენეთ.
დიდი ბოდიში რომ ვერ გასწავლით კონკრეტულ მიმწოდებელს, მე რომ ვიცოდე მე თვითონ რამეს კარგს ჩამოვიტანდი.
პატივისცემით
ლევანი
This post has been edited by Mama_Basili on 29 Jun 2023, 16:52