Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > პინგვინები და ეშმაკუნები > პორტის გახსნა მაგთის ინტერნეტი

Posted by: commando1985 21 Apr 2021, 09:26
პორტის გახნსა როგორ ხდება პროვაიდერთან უნდა დაირეკოს? 192.168.0.1 აქედან ხდება?
192.168.0.1 აქ რო შევდივარ

BitTorrent (TCP) 182.161.0.500 46566 46566 TCP
BitTorrent (UDP) 182.161.0.500 46566 46566 UDP
ესე წერია. 46566 რო ვამოწმებ პორტს მიწერს რო დაკეტილია.
https://www.yougetsignal.com/tools/open-ports/

tp-link archer c80 როუტერი

Posted by: pymaster01 21 Apr 2021, 18:56
UPnP გაქ ჩართული როგორც ჩანს, ანუ შენს ქსელში რომელიმე კომპიუტერზე აპლიკაციას თუ დაჭირდა პორტის გახსნა, როუტერი ავტომატურად ამისამართებს მაგ პორტს. მაგიტომაც ჩანს ეგ ორი ხაზი როუტერის კონფიგში, თუმცა მიუხედავად იმისა რომ ეგ პორტი გადამისამართებულია რაიმე აპლიკაცია თუ აქტიურად არ "უსმენს" მაგ პორტს შენს კომპიუტერზე მაშინ გარედან(ინტერნეტიდან) ეგ პორტი როგორც დაკეტილი ისე გამოჩნდება.

შენ რაც გინდა არის პორტების გადამისამართება(Port Forwarding). https://portforward.com/tp-link/archer-c8/ ამ ლინკზე არის შენი როუტერის მოდელისათვის დაწერილი ინსტრუქცია, შენი შიდა კომპიუტერის IP დაგჭირდება და ის პორტი რისი გახსნაც გინდა.

ისე ცნობისთვის გარკვეული პორტების გახსნას(გადამისამართებას) პროვაიდერები კრძალავენ "უსაფრთხოების" გამო. სილქნეტი მაგალითად რამდენადაც ვიცი 80, 443 პორტებს და კიდე ალბათ სხვებს არ გაგახსნევინებს თუ არ დაურეკე.

Posted by: commando1985 22 Apr 2021, 09:01
QUOTE (pymaster01 @ 21 Apr 2021, 18:56 )

დაურეკე და შენთითონ უნდა გახსნაო.

Conflicting with existing port: 49999. To avoid conflict, please enter another value. ესე დაწერა.. რომელი პორტი უნდა შევიყვანო ვერ გავიგე მეთითონ უნდა მოვიგონო?
შიდა იპი აქ იწერება

Posted by: pymaster01 25 Apr 2021, 15:56
რომელი პორტიც შენ გჭირდება ის უნდა შეიყვანო, External Port - ში გარე ინტერნეტის მხრიდან რა პორტზე მოდიხარ ეგაა, Internal Port -ში შენ შიდა კომპიუტერზე რა პორტზე გინდა მიაკითხოს ეგ უნდა ჩაწერო.
კონფლიქტი ალბათ იმიტო მოხდა რო უკვე წერია რაიმე წესი 49999 პორტზე ან UPnP იყენებს შეიძლება მაგ პორტს მაგ მომენტში.

Posted by: commando1985 17 May 2021, 11:55
QUOTE (pymaster01 @ 25 Apr 2021, 15:56 )
რომელი პორტიც შენ გჭირდება ის უნდა შეიყვანო, External Port - ში გარე ინტერნეტის მხრიდან რა პორტზე მოდიხარ ეგაა, Internal Port -ში შენ შიდა კომპიუტერზე რა პორტზე გინდა მიაკითხოს ეგ უნდა ჩაწერო.
კონფლიქტი ალბათ იმიტო მოხდა რო უკვე წერია რაიმე წესი 49999 პორტზე ან UPnP იყენებს შეიძლება მაგ პორტს მაგ მომენტში.

არ გამოვიდა არ იხსნება .!!!!!!!1

Posted by: matemana 17 May 2021, 16:32
pymaster01
commando1985

მქონია Tp link-ზე შემთხვევა ერთიდაიგივე პორტს რომ წერდი არ ამისამართებდა და მასე წერდა შეცდომას იგივე პორტიაო biggrin.gif

სხვადასხვა ცადე აბა.

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)