Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > WWW > როგორ გავხსნათ ონლაინ მაღაზია ინტერნეტში?


Posted by: Internet_Contraband 6 Jun 2008, 03:08
ხაი!

საქართველოში, რომ ინტერნეტი ყოველწლიურად სულ უფრო მეტ მომხმარებელს იზიდივას, ეს საიდუმლო არავისთვის არ არის.

თუკი Top.ge-ს მონაცემებს დავუჯერებთ ყოველ მომდევნო წელს, მომხმარებელთა რაოდენობა თითქმის ორმაგდებოდა, რაც საკმარისი სიგნალი უნდა იყოს მეწარმეებისთვის, პირველ რიგში კი ვებდეველოპერებისთვის, ბოლოსდაბოლოს დაიწყონ შემოსავლის მიღება ელექტრონული კომერციით.

ელექტრონული კომერციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგი კი რათქმაუნდა ელექტრონული, ონლაინ მაღაზიებია. smile.gif

რად მინდა რო?

საინტერესოა ის ფაქტი რომ ელ.მაღაზიებს ჩვეულებრივ მაღაზიასთან შედარებით რამოდენიმე უპირატესობა გააჩნია,

პირველივე რაც თვალში მოგხვდებათ ის არის რომ არ გჭირდებათ საკმაოდ ძვირად ღირებული ფართი, კომუნალური მომსახურების გადასახადის გადახდა და დიდი პერსონალის დაქირავება.

მეორე უპირატესობა კი დამთვალიერებელთა უზარმაზარი რაოდენობაა, დღეში წარმატებულ ონლაინ საიტებზე 5 000 - 10 000 მომხმარებელი შედის, ბევრ მაღაზიას დაასახელებთ რომელიც ამდენივე სტუმარს იღებს? აი ონლაინ მაღაზიით ეს მიღწევადია.

კარგი, მაშინ რა მჭირდება?
დასაწყისისთვის, ონლაინ მაღაზიის გახსნა და მომსახურება მარტოსაც შეგიძლიათ - პირდაპირ სახლიდან, უბრალოდ აირჩიეთ სასურველი ნიშა, შეიძინეთ პროდუქცია, მიუწერეთ აღწერა და დანარჩენი უკვე თქვენზეა დამოკიდებული.

მმმ... პროგრამული უზრუნველყოფა?
ინტერნეტში უამრავ ფასიან თუ უფასო მაღაზიის პროგრამას (სკრიპტს) წააწყდებით, ისინი ერთმანეთისგან ძირითადად ფუნქციებით განსხვავდებიან, ქვემოთ ჩამოვთლით ყველაზე გავრცელებულ მათგანს:

უფასო:

http://www.oscommerce.com - ყველაზე ძველი და უფასო ონლაინ მაღაზიის სკრიპტი (პროგრამა) რომელიც შესრულებულია PHP პროგრამულ ენაზე, MySQL ბაზების მხარდაჭერით.

პლიუსები:
უამრავი პლაგინი (დამატება), რომელიც იძლევა ფუნქციონალის გაზრდის საშუალებას
მეტ-ნაკლებად სტაბილური პროგრამული კოდი
უზარმაზარი მომხმარებელთა ფორუმი

მინუსები:
საკმაოდ ჩახლართული ადმინისტრირება და მართვა
საკმაოდ მახინჯი დიზაინი (თუმცა არსებობს TemplateMonster ის ფასიანი დიზაინები)
ვითარდება და ახალი ვერსიები გამოდის საკმაოდ ნელა და გვიან

http://www.zencart.com - ასევე უფასო და ოსკომერსზე უფრო სტაბილური კოდი, თუმცა ამდენივე არც გაფართოებები აქვს და არც მხარდაჭერა.

პლიუსები:
საკმაო რაოდენობის პლაგინები (დამატებები) იძლევა ფუნქციონალის გაზრდის საკმაოდ დიდ საშუალებას
ზოგიერთი ძირითადი ფუნქცია უკვე ჩაშენებულია, განსხვავებით ოსკომერსისგან
საკმაოდ სტაბილური კოდი
ახლდება მეტ-ნაკლებად ხშირად და გამოდის ახალი ვერსიები

მინუსები:
ოსკომერსთან შედარებით არც ისე ბევრი პლაგინი
ლამაზი დიზაინების უქონლობა

ცხადია კიდევ არის უამრავი უფასო მაღაზია, რომელსაც ნელ-ნელა მივამატებთ

ფასიანი

http://www.interspire.com/shoppingcart/ - გამოირჩევა ლამაზი დიზაინებით, მარტივი და იოლი ადმინ პანელით, საკმარისი რაოდენობა გაფართოებებით, სამწუხაროდ საკმაოდ ძვირი ღირს.

http://www.viart.com/ - ნორმალური დიზაინი და ნორმალური ადმინ პანელით, გამოირჩევა იმით რომ შესაძლოა აეწყოს მაღაზიისა და CMS ის ჰიბრიდი. ლიცენზიას ნორმალური ფასი აქვს.

http://www.x-cart.com/ - გამოირჩევა კომერციული ანუ ფასიანი პლაგინებით, რომელიც საკმარის სიძლიერეს ავლენენ მუშაობისას, ადვილი ადმინ პანელი და კარგი მხარდაჭერა, სამწუხაროდ დიზაინი არ უვარგა და ლიცენზიას ნორმალური ფასი ადევს.

http://www.cs-cart.com/ - კიდევ ერთი მოხდენილი დიზაინის მქონე მაღაზია, ასევე ადვილად სამართავი ადმინ პანელით და გაფართოებებით, ლიცენზიის ფასიც მისაღებია

http://www.pinnaclecart.com/ - მაინცდამაინც არაფრით გამორჩეული მაღაზია, გარდა იმისა რომ ააწყვეს გამოცდილმა პროგრამისტებმა. ახლდება ხშირ-ხშირად და აქვს ყველაფერი ისეთი მოწყობილობის მხარდაჭერა რაც თანამედროვე მაღაზიას სჭირდება, ნორმალური დიზაინი და ნორმალური ფასი

http://www.turnkeywebtools.com/sunshop/ - კიდევ ერთი მძლავრი მაღაზია, საკმარისი რაოდენობა ფუნქციებითა და მოწყობილობებით, მძლავრი ადმინ პანელი, საკმაოდ ლამაზი დიზაინებით, შეუძლია QuickBooks (საბუღალტრო პროგრამა) ში ექსპორტის გაკეთება და ა.შ.

http://www.cubecart.com/ - კიდევ ერთი პოპულარული პლატფორმა, გამოირჩევა მოხმარების სიადვილით, დატენილია ფუნქციებით, მაგრამ დიზაინებში უჭირს. მესამე ვერსია უფასოა ხოლო მეოთხე ფასიანი და საკმაოდ იაფი ღირს.

http://www.shop-script.ru/ - რუსი დეველოპერების მიერ შემუშავებული პროდუქტი, გამოირჩევა ყველა სხვა კონკურენტზე უფრო ადვილად მოსახმარი და ინტუიტიურად გასაგები ადმინ პანელით, უამრავი ფუნქცია უკვე ჩაშენებული აქვს და მათი გააქტიურება ადვილად შეიძლება, სამწუხაროდ დიზაინების ნაკლებობას განიცდის და ლიცენზიაც არ არის იაფი. თუმცა მოსინჯვა უფასოდ შეგიძლიათ (შეზღუდული უფლებებით)

http://www.creloaded.com/ - გახლავთ ზემოთ ნახსენები ოსკომერსის გადამუშავებული და გაუმჯობესებული ვერსია, შესაბამისად - ფასიანია.

გარდა ფასიანი და უფასო - ცალკე მდგომი მაღაზიის პროგრამებისა (სკრიპტებისა) არსებობს ალტერნატიული ვარიანტი - შეგიძლიათ უკვე არსებულ ცნობილ სისტემებზე მორგება, ასე მაგალითად:

http://www.joomla.org/ + http://virtuemart.net/ = გამოვა შესანიშნავი მაღაზია, რომელიც მოერგება ჯუმლას დიზაინს.

http://wordpress.org/ + http://www.instinct.co.nz/ = ვორდპრესის ცნობილ ბაზაზე, შეგიძლიათ შესანიშნავი მაღაზია ააწყოთ

http://drupal.org/ + http://drupal.org/project/ecommerce = დრუპალის პოპულარულ ბაზაზე, შეგიძლიათ საკმაოდ ფუნქციონალური მაღაზიის აწყობა.

როგორც უკვე მიხვდით, ყველა ცნობილ პლატფორმას გააჩნია კომერციის მოდულები.

ხალხი ფულს როგორ გადაიხდის?

ასე მივადექით ქართული კომერციის ყველაზე მტკივნეულ ნაწილს, თუმცა არსებობს მაინც გზები:

1. ინვოისი პროდუქტის ყიდვისას - გამოუწერთ ინვოისს მომხმარებელს, ის მიდის ბანკში და გირიცხავთ ფულს ანგარიშზე, რის შემდეგაც მიიღებს პროდუქტს (ამ ფუნქციის მხარდაჭერა წინასწარ უნდა გაითვალისწინოთ როცა მაღაზიისთვის პროგრამას ირჩევთ)

2. გადახდა პროდუქტის მიტანისას - ამ შემთხვევაში მომხმარებელი უბრალოდ გიკვეთავთ და მას მერე რაც მიიღებს პროდუქტს, ადგილზე მოგცემთ ფულს.

3. ონლაინ გადახდა ბართის მეშვეობით - არის ორი ვარიანტი, გამოიყენოთ შუამავალი

http://www.2checkout.com/community/fees/ - უცხოური კომპანია, დარეგისტრირებას სჭირდება $50 და ყოველი ტრანზაქციისას ითხოვს პროცენტს, დაწვრილებით აქ: http://www.2checkout.com/community/fees/

ამ გადახდის საშუალების მხარდაჭერა თითქმის ყველა ონლაინ მაღაზიის სკრიპტს აქვს, მაგრამ მისი ინტერფეისი ინგლისურ ენაზეა.

http://cartubank.ge/ecom/ - ქართული ბანკ CARTU (ქართუ) ს ონლაინ მომსახურება, სამწუხაროდ ჯერ კიდევ ნედლია და დაგჭირდებათ პროგრამისტი მაღაზიაში მის ჩასართველად, გარდა ამისა:

უნდა იყოთ იურიდიული პირი
უნდა გახსნათ ქართუში ანგარიში
უნდა გაუფორმოთ ხელშეკრულება ქართუს

ამის გარდა ქართუ იტოვებს ყველა ტრანზაქციის 4% ს

გადახდის საშუალებები კიდევ ბევრია, ნელ-ნელა დავამატებთ smile.gif

კიდევ რა დამჭირდება?

ცხადია ადგილი (ჰოსტინგი) საიტისთვის (ონლაინ მაღაზიისთვის) და სახელი (დომენი) რაღაცა.ჯი

ამ ორთან დაკავშირებით შეგიძლიათ იკითხოთ აქ: http://forum.ge/?f=27&showtopic=33849602

გადასახადები და იურიდიული მხარე

ამ დღეებში მოვუბრუნდები ამ თემას და დავასრულებ.

Posted by: Dr-Rock 6 Jun 2008, 04:29
Internet_Contraband
მოკლედ ჯიგარი ხარ რა კონტრაბანდ
შენ არ დაგივიწყებს გენეტი, შენს გარეშე რა იქნებოა www და საერთოდ სპასიბა wink.gif

Posted by: Roy! 6 Jun 2008, 09:57
Internet_Contraband

ისე საინტერესო ადგილას გაწყვიტე თემა

Posted by: zur4ik 6 Jun 2008, 20:39
Internet_Contraband

მმაგარია!

Posted by: AnimeR 6 Jun 2008, 20:59
Internet_Contraband
გაიხარე... დიდი ხანია ვფიქრობ ამაზე wink.gif


QUOTE
http://wordpress.org/ + http://www.instinct.co.nz/ = ვორდპრესის ცნობილ ბაზაზე, შეგიძლიათ შესანიშნავი მაღაზია ააწყოთ

მართლაც რომ ძალიან კარგია wink.gif


QUOTE
2. გადახდა პროდუქტის მიტანისას - ამ შემთხვევაში მომხმარებელი უბრალოდ გიკვეთავთ და მას მერე რაც მიიღებს პროდუქტს, ადგილზე მოგცემთ ფულს.

ეს დღევანდელ ცხოვრებაში ყველაზე კარგი საშუალებაა... თან ცოტ ცოტა გადასახადებსაც ადვილად აარიდებ თავს....


მარა რა გავყიდო არ ვიცი sad.gif

Posted by: ptgtate 6 Jun 2008, 21:27
Internet_Contraband
გაიხარე.დიდი მადლობა.აესეთი ინფორმაცია ძალიან გამომადგება smile.gif

Posted by: Landish 6 Jun 2008, 21:34
Internet_Contraband
QUOTE
გადასახადები და იურიდიული მხარე

ყველაზე საინტერესოზე შეწყვიტა... user posted image

Posted by: kazaka 6 Jun 2008, 22:38
აუ მართლა საინტერესო სტატიაა smile.gif იმედია გააგრძელებ smile.gif




Posted by: Cotnech 6 Jun 2008, 22:58
QUOTE
გადასახადები და იურიდიული მხარე


აი ეს ყველაზე მაგრად მაინტერესებს და ქართუ ბანკის გადახდის სიტემის შესახებ მაინტერესებს კიდე დაწვრილებითი ინფო smile.gif

P.S. მადლობა საინტერესო სტატიისთვის smile.gif

Posted by: Internet_Contraband 6 Jun 2008, 23:02
AnimeR
QUOTE
ეს დღევანდელ ცხოვრებაში ყველაზე კარგი საშუალებაა... თან ცოტ ცოტა გადასახადებსაც ადვილად აარიდებ თავს....

არ არის, მაგ მეთოდს აქვს თავისი მინუსი - ვიღაცამ შეიძლება გაიკაიფოს და პროსტა შეგიკვეთოს რაღაცა - ვინმე სხვის მისამართზე, ან პატარა ბავშვმა ქნას და ა.შ.

გადასახადებს თავს ვერ აარიდებ, იმიტომ რომ საგადასახადომ შეიძლება გაგიჩალიჩოს, შეგიკვეთოს რაღაცა და შენ არ მიუტანო ქვითარი, ჰოდა მანდ ჯარიმას აგკიდებენ,

მოვიცლი მალე და გადავალ იურიდულ მხარეზეც smile.gif

Posted by: GIO_I 6 Jun 2008, 23:10
Internet_Contraband
მადლობა ინფოსთვის smile.gif

Posted by: georgiazerocool 6 Jun 2008, 23:39
QUOTE
ეს დღევანდელ ცხოვრებაში ყველაზე კარგი საშუალებაა... თან ცოტ ცოტა გადასახადებსაც ადვილად აარიდებ თავს....


მარა რა გავყიდო არ ვიცი 

ეს იქნებოდა ინტ მაღაზიაშI უკან გადადგმული ნაბიჯი მაშინ როცა არის ონლაინ გადახდის რეჟიმი რაც ჩემი აზრით ონლაინ მაღაზიის ერთ ერთი პლიუსია wink.gif



ხოდა სტატიაზე ვიტყოდი რომ ძალიან კარგია ასევე სულ მალე public გახდება OScommerce-ს module რომლითაც შესაძლებელი იქნება Emoney-it ყიდვა

Posted by: AnimeR 6 Jun 2008, 23:47
Internet_Contraband
QUOTE
არ არის, მაგ მეთოდს აქვს თავისი მინუსი - ვიღაცამ შეიძლება გაიკაიფოს და პროსტა შეგიკვეთოს რაღაცა - ვინმე სხვის მისამართზე, ან პატარა ბავშვმა ქნას და ა.შ.

შემკვეთს მოვთხოვ საკონტაქტო ინფორმაციას. დავუკავშირდები და თუ მეტყვის რომ ნამდვილად სურს, მაშინ მივუტან პროდუქტს wink.gif

Posted by: trancoid 7 Jun 2008, 00:13
ხოომ კარგი დიდი და ინფორმაციული პოსტია
მაგრამ ძნელია იპოვო ის ნიშა და გააკეთო საქართველოში ამითი ფული დიდი რეკლამის გარეშე რაც ასევე დიდი ფული ღირს ..
და გინდათ რომ ვარეზნიკები ონლაინ მაგაზიის მფლობელები გახდნენ და პორნოების დვდ ებზე გაყიდვა დაიწყონ? sad.gif
pop.gif

Posted by: Internet_Contraband 7 Jun 2008, 00:55
AnimeR
QUOTE
შემკვეთს მოვთხოვ საკონტაქტო ინფორმაციას. დავუკავშირდები და თუ მეტყვის რომ ნამდვილად სურს, მაშინ მივუტან პროდუქტს

ეგ დამატებითი თავისტკივილია smile.gif


Posted by: georgiazerocool 7 Jun 2008, 01:20
QUOTE
ეგ დამატებითი თავისტკივილია

მაგარი დებილობააა ეგ biggrin.gif ამას წინათ მობიში დავრეგისტრირდი და მეცნენ ეგრევე დამირეკეს biggrin.gif კაროჩე რაღაცა არ მესიამოვნა რა biggrin.gif არაა კაი რამე ჯობია ონლაინ გადახდა რადგან ეს უმთავრესი პრინციპია ონლაინ მაღაზიის

Posted by: Mesaplave 7 Jun 2008, 01:28
Internet_Contraband
განაგრდძე განაგრძე. ისე ერთს ჭირდება ამის გაკეთება და კარგი იქნება ადამიანი თU მოიძებნება ვინც ამას მთლიანად მოაბამს თავს და მზად მოიტანს, ანაზღაურება იქნება რა თქმა უნდა

Posted by: Landish 7 Jun 2008, 01:32
QUOTE
შემკვეთს მოვთხოვ საკონტაქტო ინფორმაციას. დავუკავშირდები და თუ მეტყვის რომ ნამდვილად სურს, მაშინ მივუტან პროდუქტს

საერთოდ მომხამრებელი რეგისტრაციას.. რომ გაივლის.. იქვე უნდა მიუთითოს.. ინფორმაცია... მისამართი.. ტელ.ნომერი და.. etc.
ისევე როგორც ეს.. http://sonyericsson.com.ge/ -ზეა გაკეთებული

Posted by: Internet_Contraband 7 Jun 2008, 01:51
Landish
QUOTE
საერთოდ მომხამრებელი რეგისტრაციას.. რომ გაივლის.. იქვე უნდა მიუთითოს.. ინფორმაცია... მისამართი.. ტელ.ნომერი და.. etc.
ისევე როგორც ეს.. http://sonyericsson.com.ge/ -ზეა გაკეთებული

მომხმარებლის რეგისტრაციის პრაქტიკა გადადის მოდიდან, ახლა აქტუალურია ე.წ. one page checkout ტიპის გადახდა, ანუ ექაუნთი არ გჭირდება ეგრევე მონაცემები შეგყავს და სრაზუ ყიდულობ.

უნდა ყოველთვის გავითვალისწინოთ რომ მომხმარებელი არ ფლობს ისეთივე ცოდნას კომპიუტერში, როგორც მაგალითად ჩვენ (რამოდენიმე წამში გავდივარ ყველაზე რთულ რეგისტრაციასაც) ჩვენ დაჩვეულები ვართ და ძნელია არა კომპიუტერ-განათლება მიღებულ ადამიანს მოთხოვო რეგისტრაცია და ჩექაუთი.

Mesaplave
QUOTE
განაგრდძე განაგრძე. ისე ერთს ჭირდება ამის გაკეთება და კარგი იქნება ადამიანი თU მოიძებნება ვინც ამას მთლიანად მოაბამს თავს და მზად მოიტანს, ანაზღაურება იქნება რა თქმა უნდა

მაგის მთლიანად თავის მობმა ნიშნავს თავი მოაბა მზა ბიზნესს... და მერე სხვას ჩააბარო? თუ რას ამბობ ვერ მივხვდი?

Posted by: Mesaplave 7 Jun 2008, 02:10
Internet_Contraband
QUOTE
მაგის მთლიანად თავის მობმა ნიშნავს თავი მოაბა მზა ბიზნესს... და მერე სხვას ჩააბარო? თუ რას ამბობ ვერ მივხვდი?

მაგას არ ვგულისხმობ, ყველაფერი მაქ, მაგრამ ტექნიკური მხარისთვის ბიზნესში სიტყვაზე არ მყავს ეს კომპიუტერის მცოდნე, რომელიც საიტზე დამიმონტაჟებს მაგ პროგრამებს შენ რაც დაყარე , ისე რომ უფრო დეტალურად ამიხსნას მასწავლოს და დამამუღამებინოს, იურიდიულ კუთხეს და ბანკში ანგარიშის გახსნა და ეგეთები არაა პრობლემა, აი მანამდე რაც თქვი ეგ რომ გამიკეთოს ვინმემ ანუ , ანუ ვინც დაინტერესებულია დომეინი აქვს უკვე, უბრალოდ იქ რომ ვინმემ ჩუატვირთოს ეგ სკრიპტი, ნუ გადაქართUლება თუ ეგრეა, მერე ადმინ პანელი შეასწავლოს მათ ვინც ამაზე იმუშავებს და ასე შენდეგ smile.gif

Posted by: buxxx 7 Jun 2008, 02:53
Internet_Contraband
ხო მარა ბანკიდან გადახდა არაა მაინც მგონი კომფორტული
უნდა ირბინო გადარიცხვებზე და რამე
აი eMoney ს ჭირდება მასეთი მაღაზია
და ასევე ხალხსაც ჭირდება
ყველა ქვეყანას აქვს ასეთი საიტები და ჩვენ რატომ არ უნდა გვქონდეს
თუნდაც ინტერნეტ ტავარის
მაგალითად როგორიც არის http://plati.ru/ სახლში მიტანაზე რომ არაფერი ვთქვათ smile.gif

Posted by: webman 7 Jun 2008, 10:15
QUOTE
http://cartubank.ge/ecom/ - ქართული ბანკ CARTU (ქართუ) ს ონლაინ მომსახურება, სამწუხაროდ ჯერ კიდევ ნედლია და დაგჭირდებათ პროგრამისტი მაღაზიაში მის ჩასართველად, გარდა ამისა:

ესეც ქართულია https://payment.gc.com.ge/ess-web/

Posted by: abazi 7 Jun 2008, 20:56
ხო რაც შეეხება ონლაინ გადახდას ფინანსებია საჭირო თავიდან. ასევე მაღაზიებთან კავშირი რომლებიც სადილერო ფასებში მოგცემენ თავიანთ პროდუქციას. და უნდა გქონდეს მრავალმხრივი არჩევანი. ფასები თითქმის იგივე რაც მაღაზიებშია. მომსახურება ბინაზე მიტანით რაც შედარებით დაბალი ფასის უნდა იყოს. ასევე შეიძლება რამოდენიმე სერვისის გაკეთება სიტყვაზე თუ იყიდის რაღაც განსაზღვრული რაოდენობის პროდუქციას მასინ მიტანა უფასო იქნება.
ბანკით გადარიცხვა აუცილებელია პირველ რიგში. ასევე ოსმპ ყველაზე მოხერხებული, ასევე ემონეიც.
ეს ყველაზე კარგი იქნება რადგანაც დაზღვეული იქნები იმისგან რომ არ დაგჭირდება პროდუქციის მიტანისას ქვითარი და სალარაო აპარატი საერთოდ არ გახდება საჭირო.
აწ უკვე დამზადებული სკრიპტი არ გამოგადგება შეიძლება იმ სკრიპტიდან აიღო რაღაც მონაცემები მაგრამ აქ ონლაინ სისტემის გაკეთება ხელით იქნება საჭირო ბანკიდან გადმორიცხავს ტუ ოსმპ დან შემოიტანს ანგარიშზე ეგრევე უჯდებოდეს და უკვე პროდუქციის ყიდვა შეეძლოს.
ჯობია ეს ყველაფერი ორაკლის ბაზაზე იყოს და ასპ ში დამზადდეს უფრო დაცული იქნება ზედმეტი პრობლემებისააგან. ასევე შეიძლება პჰპ შიც გაკეთება მაგრამ აქ მაშინ უფრო ბევრი რამისაგან თავის დაცვა იქნება საჭირო.

იურიდიული პირი უდნა იყო აუცილებლად ინდმეწარმეზეც ჩვეულებრივად აკეთებ ყველაფერს. მაგრამ დიდ ქსელს თუ გააკეთებ ჯობია შპს იყოს.
ასევე პირველ რიგში ჯობია ყველანაირი მომსახურება უნდაღდო ანგარიშწორებით იყოს
მინუსი ისაა რომ ვერაფერს ვეღარ გააშავებ biggrin.gif

Posted by: nika1992 2 Oct 2008, 23:34
ჯუმლაზე ვაყენებ virtuemart-ს და ამას მიწერს: "Failed to move uploaded file to /media directory." და რატომ ხომ არ იცით?

Posted by: giorgi911 3 Oct 2008, 10:18
biggrin.gif მაგარია რაა აბა თუ მაღაზია არ გაქ და ისე აკეთებ რა უნდა ქნა უნდა კიტხო რისტვის გჭირდებაოო biggrin.gif

Posted by: Internet_Contraband 3 Oct 2008, 10:39
nika1992
QUOTE
ჯუმლაზე ვაყენებ virtuemart-ს და ამას მიწერს: "Failed to move uploaded file to /media directory." და რატომ ხომ არ იცით?

chMOD ები სწორად გაქვს დაყენებული? აბა ნახე media ფოლდერზე რა აყენია?

Posted by: nika1992 3 Oct 2008, 12:55
Internet_Contraband

რაგაც ვერ მივხვდი რა უნდა ვნახო და ცოტა დეტალურად დამიწერე რა.

Posted by: Internet_Contraband 3 Oct 2008, 13:02
nika1992
http://www.google.com/search?hl=ru&q=how+to+change+chmod&lr=

Posted by: nika1992 3 Oct 2008, 13:23
750 აყენია და 777ზე არ გადაყავს cute FTP მაქვს და ამას მიგდებს:The command's arguments or parameters were incorrect or missing. Please consult your documentation or the appropriate RFCs for help. Click Details>> to see the exact server response.

Posted by: vinsanity 7 Oct 2009, 23:50
QUOTE
გადასახადები და იურიდიული მხარე

ყველაზე საინტერესო smile.gif

Posted by: მერკუციო 8 Oct 2009, 09:15
ემანი დებილობაა, 7%-ს ითხოვს ინტერნეტ-მაღაზიისგან.

Posted by: soad777 8 Oct 2009, 12:29
მაგარია, მაგრამ გააგრძელე რა smile.gif მადლობა!

Posted by: allready 8 Oct 2009, 15:00
Internet_Contraband
რაც საინტერესოა ის არ დაწერე თორე ეგ ყველამ ვიცით

არის თუ არა საჭირო საგადასახადო ინსპექციები, საკასო აპარატები და ასე შემდეგ?

იტვლება თუ არა ონლაინ ვაჭრობა ყოველგვარი საბუთის გარეშე უკანონოდ?

Posted by: pawo_pawo 9 Oct 2009, 16:11
წინმეს შუძლია ონლაინ მაგაზიაზე სიახლის დამატება დააყენოს რომელიც ყველასთვის იქნება ხელმისაწვდომი
* * *
http://demo.cs-cart.com/ http://demos.turnkeywebtools.com/ss4/ მე ეს ორი დიზაინი მომეწონა ცუდი არ არის და სჰეგიდზლიატ ვინმეს გააკეტოთ?

Posted by: Liver 7 Oct 2010, 17:16
QUOTE
გადასახადები და იურიდიული მხარე

შეუძლია ვინმეს ამის დაწერა? რამდენად სარისკოა გადასახადებისთვის თავის არიდება, რამდენია ჯარიმა და ა.შ

Posted by: abazi 7 Oct 2010, 18:05
Liver
მაგის გაფიქრებაც არ შეიძლება რამეთუ ხმამარლა თქმა tongue.gif
ზუსტად არ მახსოვს სხვადასხვა გადასახადზე სხვადასხვა % ის ოდენიბით ჯარიმდები რასაც ზიანს მიაყენებ და როცა ზიანს მიაყენებ მაშინ გერიცხება დავალიანებათ და თუ 1-2 წლის წინ იყო ეგ მომხდარი 100 ლარი 1000 ლარადაც კი გადაიქცევა თავისუფლად და ა.შ.

Posted by: justgame 7 Oct 2010, 22:02
ვისაც გინდათ ნებისმიერი სახის მაღაზიას გაგიკეთებთ ნებისმიერი ტრანფერის საშვალებით paypal, emoney, webmoney, tbc, ტელეფონის sms ით და კიდევ რაც გნებავთ

Posted by: munich 26 Jun 2012, 13:41
მე კი ძალიან კარგ რეკომენდაციას გაუწევდი GEOPAY-ის, მართლაც რომ ხარისხიანი მომსახურეობა აქვთ. აქვთ ასევე ჰოსტინგ სერვისი მხოლოდ იურიდიული პირებისთვის და მაღაზიიდან დაწყებული, ბანკების გადახდის სისტემაში ინტეგრაციით დასრულებული ყველაფერს სწრაფად აკეთებენ. აი გვერდის მისამართი: www.geopay.ge და http://www.facebook.com/geopay.ge.

Posted by: karencho777 6 Mar 2020, 13:29
გამარჯობა და თვითონ კომპანიის შექმნა არის საჭირო ანუ შპს ან ინდ მეწარმე?

Posted by: starwalker 26 Mar 2020, 13:46
საიტის და ე-კომერციის აწყობების და მრავალი სხვა სირთულეების გარეშე შეიძლება ონლაინ-მაღაზიის გახსნა ძალიან მარტივად და სწრაფად, ამისთვის არსებობს უკვე აწყობილი პორტალები - მაგ. Shopify , და კიდევ უფრო იაფი და მარტივი - https://open.ecwid.com/euro-space - სადაც შესაძლებელია გახსნა საკუთარი სრულყოფილი ინტერნეტ-მაღაზია თავისი ონლაინ გადახდებით და ბევრი პროგრამირების გარეშე wink.gif

Posted by: Bettoro 11 Apr 2020, 12:19
QUOTE (starwalker @ 26 Mar 2020, 13:46 )
საიტის და ე-კომერციის აწყობების და მრავალი სხვა სირთულეების გარეშე შეიძლება ონლაინ-მაღაზიის გახსნა ძალიან მარტივად და სწრაფად, ამისთვის არსებობს უკვე აწყობილი პორტალები - მაგ. Shopify , და კიდევ უფრო იაფი და მარტივი - https://open.ecwid.com/euro-space - სადაც შესაძლებელია გახსნა საკუთარი სრულყოფილი ინტერნეტ-მაღაზია თავისი ონლაინ გადახდებით და ბევრი პროგრამირების გარეშე wink.gif

Shopify ქართული საბანკო ანაგარიში როგორ უნდა მიაბა, ეგეც თქვი ბარემ, ანუ პლასტიკურით რომ გადაიხადონ მფოსლიოს ნებისმიერი წერტილიდან, მარა ქართულ ბანში დაგერიცხოს smile.gif


Posted by: Lloyd_George 11 Apr 2020, 12:47
იურიდიული ამბავი როგორ არი თუ იცით? ოხრად რომ არ დაგარჩინონ რასაც იშოვი sleep.gif

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)