ორი წელია ვიცნობთ ერთმანეთს, თავიდანვე გაჩნდა სიმპატიები მაგრამ არც ერთი ვიჩენდით ინიციატივას და ვიყავით უბრალოდ ნაცნობები.
მერე ნელ ნელა უფრო დაიწყო ყურადღების გამოჩენა.
ერთ დღესაც მომწერა მომწონხარო და ვერ გეუბნებოდი რადგან უარის მეშინოდაო. მაგრამ ახლა თუ არ გეტყვი და სხვა რომ იპოვო თავს ვერ ვაპატიებო.
მეც ვუთხარი რომ მომწონს და მინდა მასთან ურთიერთობა.
სერიოზული არაფერი რამდენჯერმე კინოში ვიყავით, რამდენჯერმე კაფეში, ბარში.
ტიპს ხელიც კი არ გადაუხვევია, მე კიდე იქით ხომ არ მივახტები ბიჭს? არ შემიძლია .
ვიყავით ასე ცოტა ხანი, მერე მე მომიწია წასვლა რამდენიმე თვით უცხოეთში.
თავიდან მე მივწერე რამდენჯერმე მოვიკითხე, თვითონ საერთოდ არაფერი, გავბრაზდი და საერთოდ დავიკიდე.
მეთქი ამასთან ურთიერთობა არ გამოვა.
რომ ჩამოვედი ისევ დაიწყო ფლირტი ჩემთან, ისე ევრ ჩავუვლი რამე არ მითხრას, თან პირადაპირ ისეთი რაღაცეები რომ გაგრძნობინოს რომ მოსწონხარ.
ბოლოს ისევ მე მივწერე მეთქი თქვი ბოლოს და ბოლოს რა გინდა მეთქი?
ვერ გეტყვიო.
რატომ მეთქი?
იმიტომ რომ უარს მეტყვიო.
წინასწარ არ უნდა გადაწყვიტო რა და როგორ იქნება იმაზე რაზეც არ იცი მეთქი.
კაიო მომწერა ღიმილი და ვსიო.
ამის მერე ჩემი სურათების მოწონება , კომენტარების დაწერა დაიწყო.
ერთ დღესაც დადო სიმღერა სიყვარულზე. მოვიწონე. და მომწერა ეგერევე "მოგეწონაო?"
მეთქი გამომიზგავნე კარგი სიმღერები მეთქი, გამომიგზავნა. მერე მეც გავუგზავნე ერთი სიმღერა ისიც სიყვარულზე და კოცნა გამომიგზავნა.
დილით სამსახურში ისევ მხოლოდ ფლირტი, არანაირი წინსვლა, ან სადმე დაპატიჟება, ან რაიმეს მცდელობა.
მოკელდ დავიტანჯე რა.
თუ იცით ვინმე ბიჭმა რა ხდება ამ დროს ბიჭის ტვინში, რას ფიქრობს? რა უნდა? ეშინია? არ იცის როგორ მოიქცეს თუ რა ჭირს?
თუ არ უნდა ურთიერთობა საერთოდ შემეშავს და თუ უნდა იაქტიუროს რა ცოტა.
მე იქით უკვე ათასჯერ გამოვიჩინე ინიციატივა და ვანიშნე რომ მომწონს და არ ვეტყვი უარს ურთიერთობაზე და ახლა პირდაპირ ვერ მივწერ სახლში ამოდი მეთქი.