Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > დასაქმება საქართველოში > როგორ შევავსო CV ?


Posted by: ინკუბუსა 17 Jul 2012, 04:03
user posted image


დღესდღეობით იმისათვის, რომ დავსაქმდეთ აუცილებელია გვქონდეს CV. კარგი და საინტერესო CV-ის შესადგენად უნდა ვიცოდეთ რას ნიშნავს იგი და რა საჭიროა მისი დაწერა.

Curriculum Vitae ლათინური სიტყვაა და ნიშნავს “ცხოვრების გზას”. CV არის თქვენი ავტობიოგრაფია, თუმცა იგი იწერება არა სტატიის სახით არამედ მოკლე და ლაკონური სტილით და შეიცავს მხოლოდ თარიღებსა და ფაქტებს.

CV-ს პირველი ნაწილი უნდა მოიცავდეს თქვენს პირად მონაცემებს, მისამართს, საკონტაქტო ინფორმაციას დ.ა.შ. არ არის საჭირო CV-ში მიუთითოთ ისეთი დეტალები როგორიცაა სქესი და ოჯახური მდგომარეობა. საჭირო არაა დაურთოთ სურათი, თუ ამას დამქირავებელი არ ითხოვს.

CV-ს მეორე ნაწილი მოიცავს თქვენს სამუშაო გამოცდილებას დროის მონაკვეთების მიხედვით. შეგიძლიათ აღწეროთ ის მოვალეობები რომლებსაც ასრულებდით კონკრეტულ პოზიციაზე მუშაობის დროს.

შემდეგ იწერება განათლება და კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები, ნაშრომები, სტატიები, პუბლიკაციები, უცხო ენების და კომპიუტერული პროგრამების ცოდნა, დ.ა.შ.

CV-ს ბოლოში ერთვის რეკომენდატორთა მონაცემები. სასურველია დაურთოთ 2-3 რეკომენდატორი, მათი პოზიცია და საკონტაქტო ინფორმაცია.

ან ისარგებლოთ კვალიფიციური უფასო კონსულტაციით მხოლოდ ფორუმელებისთვის https://forum.ge/?f=34&showtopic=34841072

Posted by: iza 22 Jul 2012, 21:06
ინკუბუსა
ამ ფორმაში http://movies.ucoz.hu/1CV.doc პირიქითაა ეს ყველაფერი:

QUOTE

CV-ს პირველი ნაწილი უნდა მოიცავდეს თქვენს პირად მონაცემებს, მისამართს, საკონტაქტო ინფორმაციას დ.ა.შ. არ არის საჭირო CV-ში მიუთითოთ ისეთი დეტალები როგორიცაა სქესი და ოჯახური მდგომარეობა. საჭირო არაა დაურთოთ სურათი, თუ ამას დამქირავებელი არ ითხოვს.

CV-ს მეორე ნაწილი მოიცავს თქვენს სამუშაო გამოცდილებას დროის მონაკვეთების მიხედვით. შეგიძლიათ აღწეროთ ის მოვალეობები რომლებსაც ასრულებდით კონკრეტულ პოზიციაზე მუშაობის დროს.



შემდეგ იწერება განათლება და კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები, ნაშრომები, სტატიები, პუბლიკაციები, უცხო ენების და კომპიუტერული პროგრამების ცოდნა, დ.ა.შ.


Posted by: KOMBAT 25 Jul 2012, 16:33
ცვ და რეზიუმე ერთი და იგივე არაა და ლინკში რეზიუმეს ფორმაა მოცემული spy.gif

Posted by: iza 26 Jul 2012, 00:45
KOMBAT
QUOTE
ცვ და რეზიუმე ერთი და იგივე არაა და ლინკში რეზიუმეს ფორმაა მოცემული

ეგ განსხვავება კარგად ვიცი.
თუმცა:
QUOTE
CV ფორმა შეგიძლიათ გადაწეროთ

smile.gif

Posted by: LORD VOLDEMOR 30 Aug 2012, 22:34
ცოტა უკეთესი მაგალითი ვერ დაიდება?

აი მაგალითად, თუ სტუდენტი ვარ და დასაქმებული არ ვყოფილვარ, მაგ მაგალითში მარტო სახელი, გვარი და უცხო ენების ცოდნა რჩება.

Posted by: mari125 1 Sep 2012, 13:53
QUOTE (LORD VOLDEMOR @ 30 Aug 2012, 22:34 )
ცოტა უკეთესი მაგალითი ვერ დაიდება?

აი მაგალითად, თუ სტუდენტი ვარ და დასაქმებული არ ვყოფილვარ, მაგ მაგალითში მარტო სახელი, გვარი და უცხო ენების ცოდნა რჩება.

ეგ მეც მაინტერესებს
..........................................................

Posted by: GogonaParalelepipedidan 1 Sep 2012, 14:14
მოკლედ, მე ყოველთვის ასე ვწერ CV-ს:

სახელი გვარი
მისამართი
ტელეფონი
ელ-ფოსტა



განათლება:

სკოლა
უნი
და ა.შ.

სამუშაო გამოცდილება:

აქტივობა:

აქ ვწერ იმას, თუ რა კონკურსში გამიმარჯვია, რაიმე ღონისძიების ორგანიზება თუ მომიწყვია და ა.შ.

კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები:

(აქ ვწერ ნებისმიერ კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსს, რომელიც გამივლია, იქნება ეს უცხო ენაში თუ რაიმე პროფესიული)

უცხო ენები:

კომპიუტერული უნარ-ჩვევები:

ძლიერი მხარეები/პიროვნული მახასიათებლები:

(აქ ძირითადად ვწერ ისეთ რამეს, რაც ჩემს პროფესიასთან არ არის კავშირში, თუმცა კარგად გამომდის და ნუ პიროვნულ მახასიათებლებს მერე)




საერთო ჯამში კარგი გამოდის და მირეკავენ ხშირად : )




Posted by: gabo_ge 1 Sep 2012, 15:05
რამდენიმე დღის წინ დავწერე ბლოგზე დაახლოებით ამ თემაზე. "როგორ დავსაქმდეთ საჯარო სამსახურში " http://gabo.ge/?p=2669

Posted by: mirandula 3 Oct 2012, 14:24
რომ შევავსებ სად გავაგზავნო? მეშველება რამე?

Posted by: Gisele 23 Oct 2012, 20:26
Interested candidates should send their CV (in EU format) - რა ფორმატს გულისხმობს? ვინმემ ხომ არ იცით?

Posted by: tete- 2 Nov 2012, 15:05
რა სათაურით შეიძება სივში მივუთითო რამოდენიმეწლიანი გამოცდილება ცეკვაში? სამოშაო გამოცდილებაში არამგონია საჭირო იყოს ალბათ აქტივობაში?? aba.gif

Posted by: nadusa 8 Nov 2012, 20:16
იცით რა მაინტერესებს CV ინგლისურად უნდა გადავაგზავნო თუ ქართულად ვაკანსიებზე


?


Posted by: FRee_MaN 8 Nov 2012, 22:24
nadusa
ზოგგან სპეციალურად ითხოვენ ინგლისურენოვანს.
მე ყოველი შემთხვევისთვის 2 ივე მაქვს და ხანდახან ორივეს ვაგზავნი ხოლმე...

Posted by: nadusa 8 Nov 2012, 22:34
FRee_MaN
ეგ გასაგებია სადაც ითხოვენ მაგრამ აი ჩცვეულებრივ ვაკანსიაზე ბანკის ვთქვათ ქართული ბანკის ..

ქართულად გადავაგზავნო ?

Posted by: cin_namon 11 Nov 2012, 14:03
მოკლე და კონკრეტულად
რათ უნდა მაგას ფილოსოფია.

Posted by: ErykaBadu 15 Nov 2012, 00:58
როგორ ფიქრობთ მოკლე სემინარი, ტრენინგი, საინფორმაციო შეხვედრა (რაც გინდათ დაარქვით) მოთხოვნადი იქნება? მართლა მაინტერესებს, ვაპირებ ორგანიზებას... მე მგონი დამწყები სამსახურის მაძიებლებისთვის სასარგებლო იქნება.

Posted by: Mighty 17 Nov 2012, 18:40
რო ვაგზავნი მაილზე, ლათინური ასოებით ჩანს იქვე რო ვაჩვენებ და რატო?

Posted by: _DelgadA_ 19 Nov 2012, 20:30
ევროპული სტანდარეტების შესაბამისი ცვ თუ ვინმეს გაქვთ ატვირთეთ რა სადმე ძალიან გთხოვთ

Posted by: lancijka 23 Nov 2012, 15:59
ჭრელად სივის შევსებას რაღა უნდატო არ გამაგიჟოთ რა თემებია

Posted by: ``knight`` 28 Nov 2012, 16:19
ძალიან კარგი საიტი აღმოვაჩინე CV-ის შესაქმნელად: http://workin.ge/


ლამაზ, და გამართულ CV-ის აწყობ მარტივად wink.gif

Posted by: soso2483 4 Dec 2012, 22:38
ხალხნო იქნმებ დამეხმაროთ ვინმემ sad.gif აი ჯობს.გე ზე რომ არის გამოაგზავნე CV ელექტრონულ მისამართზეო ეგ როგორ უნდა გამარკვიეთ

აი ვთქვათ ელექტრონული მისამართი Vacancy@diplomat.ge და მანდ როგორ გავაგზავნო CV ???

Posted by: lolita88 5 Dec 2012, 19:36
soso2483
შენი ფოსტა უნდა შექმნა www.gmail.com ზე, და მერე მიხვდები რა როგორ უნდა ქნა.

Posted by: soso2483 7 Dec 2012, 14:31
QUOTE (lolita88 @ 5 Dec 2012, 19:36 )
soso2483
შენი ფოსტა უნდა შექმნა www.gmail.com ზე, და მერე მიხვდები რა როგორ უნდა ქნა.

ხო გასაგებია, მაგრამ ეგ CV რამე დოკუმენტში უნდა შევქმნა მაგალითად ვორდში თუ ჩვეულებრივ როგორც წერილი ისე გადაგზავნო?

Posted by: lolita88 7 Dec 2012, 15:13
soso2483
კი დოკუმენტი უნდა შექმნა ვორდში. შენს შესახებ პირადი ინფრომაცია, ასევე სწავლის და მუშაობის შესახებ.

Posted by: sakheli 10 Dec 2012, 22:07
QUOTE (LORD VOLDEMOR @ 30 Aug 2012, 22:34 )
ცოტა უკეთესი მაგალითი ვერ დაიდება?

აი მაგალითად, თუ სტუდენტი ვარ და დასაქმებული არ ვყოფილვარ, მაგ მაგალითში მარტო სახელი, გვარი და უცხო ენების ცოდნა რჩება.

ესეც გამოგადგებათ, რავიცი ნახეთ. USAD დასაქმებიც ცენტრის ცვ-ფორმაა.

Posted by: Fallen From The Mars 23 Dec 2012, 00:19
Mighty
აკად ნუსხურით გაქვს აკრეფილი ალბათ, სასურველია თუ sylfaen-ში აკრეფ

Posted by: irakli9912 24 Dec 2012, 11:51
http://www.rogor.ge/article_318_rogor-davwerot-cv-i.html


http://www.rogor.ge/article_495_rogor-davwerot-cv-ii.html

კარგი რჩევებია შეიძლება გამოგადგეთ )

Posted by: დაღლილი 11 Jan 2013, 01:31
http://ihow.ge/%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%9D%E1%83%A0-%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%95%E1%83%90%E1%83%93%E1%83%92%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%97-%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%98%E1%83%A3%E1%83%9B%E1%83%94/ Europass-ის გაიდლაინების მიხედვით......

Posted by: iase 12 Feb 2013, 13:26
http://www.radikal.ru

რას იტყვით კარგი სივი მაქვს?

სამუშაო გამოცდილებაც შემიფასეთ რა smile.gif

Posted by: katleta 13 Feb 2013, 03:04
მე თუ მკითხავთ CV ძალიან ინდივიდუალურია თუ სამსახურის მოთხოვნა არაა რამე ფორმატში და 100% გამოხატავს ადამიანის უნარებს და ა.შ.
მე ასეთ კრეატიულ CV ს ვამჯობინებ:

http://allshares.ge/download.php?id=5F94E6BC85

Posted by: 1987 18 Feb 2013, 10:41
ხალხო ცვ შემიფასეთ რა

http://bin.ge/dl/75199/David-Anastasiadis-CV.doc.html


Posted by: Fallen From The Mars 18 Feb 2013, 20:02
iase
თუ გულწეფელი ვიქნები და შენც გენდომებოდა ეს კორექტირებას შევიტანდი და დაგიწერ თანხმობის შემთხვევაში რას

1987
გადახედე ნაბეჭდს ძალიან ბევრი გრამატიკული შეცდომაა და გაასწორე..
და კიდევ ..
შენი სახელის და გვარის ზევით ადგილი რომ გაქვს გამოტოვებული უზარმაზარი ეგ მოაშორე, CV რომ აწერია ეგეც მიაყოლე smile.gif

Posted by: 1987 18 Feb 2013, 21:49
Fallen From The Mars
გაიხარე smile.gif

Posted by: iase 19 Feb 2013, 00:27
Fallen From The Mars
Fallen From The Mars
QUOTE
თუ გულწეფელი ვიქნები და შენც გენდომებოდა ეს კორექტირებას შევიტანდი და დაგიწერ თანხმობის შემთხვევაში რას

სკაიპის მისამართს მომცემ? smile.gif

Posted by: Fallen From The Mars 19 Feb 2013, 12:27
iase
აქ დაგიწერ ))
განათლების ზევით იმედია პერსონალური მონაცემები გიწერია..
კიდევ ჯერ წლები იწერება, მაგ. ასე:
2004-2008
იაკობ გოგებაშვილის სახელობის .... უნივერსიტეტი, ... ფაკულტეტი, სპეციალობა:

სამუშაო გამოცდილებაზეც ასე:
წლები მაგ: 2012 - დღემდე
ორგანიზაცია
პოზიცია: მაგ: ტრენერი

და იმედია არ მიწყენ მაგრამ სერთიფიკატებიდან ამოვიღებდი ჩემპიონატში გამარჯვებას, რა სად როდისსსაც.. მეც გამიმარჯვია 100% გრანტიც მომიპოვია მაგრამ ეს შეგიძლია გასაუბრებაზე გაუზიარო და არა ასე smile.gif
სერთიფიკატის მითითებისას მიაწერე პერიოდი
მაგ: 04.2012 - 05.2012 წწ.
და მერე რისი სერთიფიკატია
ქვევით გამცემი ორგანიზაცია მაგ: საქართველოს განათლების სამინისტრო

წარმატებებს გისურვებ!

Posted by: iase 19 Feb 2013, 12:41
Fallen From The Mars
მადლობა მარა დავიბენი ცოტა smile.gif)
გადმოგიგზავნი სივს თუ არ შეწუხდები შეასწორე რა smile.gif


Posted by: Fallen From The Mars 19 Feb 2013, 12:51
iase
კარგი, არ შევწუხდები ))

Posted by: iase 19 Feb 2013, 13:14
Fallen From The Mars
სახლიდან გადმოგიგზავნი smile.gif ოღონდ სად გადმოვგზავნო მითხარი smile.gif

Posted by: whateverr 19 Feb 2013, 13:16
QUOTE
როგორ შევავსო CV ?



ჩემი რჩევა იქნება რაც შეიძლება მარტივად იყოს თქვენი რეზიუმე აგებული და შედგენილი, პირადი გამოცდილებიდან ვიცი რო ეგრე ჯობია და უთქვამთ ასევე ძალიან ხშირად გასაუბრებაზე რომ მარტივი CV-ის ანიჭებენ ხოლმე ყოველთვის უპირატესობას.



წარმატებები wink.gif

Posted by: 1987 19 Feb 2013, 14:20
ხალხო ჩემ ცვ ზეც წერეთ რა არ მოგწონთ ვინც ახლა ნახა

Posted by: super fast jellyfish 24 Feb 2013, 00:51
მალე სამსახურის ძებნას ჩემს ჰობიში ჩავწერ mad.gif

Posted by: lado9 24 Feb 2013, 23:47

QUOTE
მალე სამსახურის ძებნას ჩემს ჰობიში ჩავწერ


ეგრე ცუდად არის საქმე? )))

Posted by: super fast jellyfish 26 Feb 2013, 11:55
QUOTE
ეგრე ცუდად არის საქმე? )))


ცუდად არა, რთულად :დ

Posted by: lado9 26 Feb 2013, 16:42

QUOTE
რთულად :დ


რატომ?

Posted by: super fast jellyfish 26 Feb 2013, 18:18
QUOTE
რატომ?


რატომ და
ან
ვაკანსია რომელიც მომწონს მოითხოვს გამოცდილებას და ცოდნას, რომელებიც მე, 21 წლისას, ჯერ არ გამაჩნია smile.gif

ან
1 ქულა მკლდება ხოლმე ტესტირებებზე ;დდდ

Posted by: lado9 26 Feb 2013, 21:24

QUOTE
1 ქულა  მკლდება ხოლმე ტესტირებებზე ;დდდ


ეგ ვერ გავიგე ))))) biggrin.gif

Posted by: super fast jellyfish 26 Feb 2013, 21:32
QUOTE
ეგ ვერ გავიგე )))))


ღმერთმა არც გაგაგებინოს biggrin.gif biggrin.gif

ტესტირება გავიარე ერთ კარგ ადგილას და 1 ქულა დამაკლდა რომ გადავსულიყავი შემდეგ ეტაპზე smile.gif
ჩათვალე რომძალიან სეტიმენტალური ხმით გითხარი და ნუღა გამაგრძელებინებ :დდდ
weep.gif weep.gif weep.gif

Posted by: lado9 26 Feb 2013, 21:37

QUOTE
ღმერთმა არც გაგაგებინოს


biggrin.gif

QUOTE
ტესტირება გავიარე ერთ კარგ ადგილას და 1 ქულა დამაკლდა რომ გადავსულიყავი  შემდეგ ეტაპზე ჩათვალე რომძალიან სეტიმენტალური ხმით გითხარი და ნუღა გამაგრძელებინებ :დდდ


ძალიან ვწუხვარ.
მაგრამ ვაკანსიების მეტი რა არის, ))))

Posted by: super fast jellyfish 26 Feb 2013, 22:16
QUOTE
ძალიან ვწუხვარ.
მაგრამ ვაკანსიების მეტი რა არის, ))))



biggrin.gif ვიცი, ვიცი, უბრალოდ პერიოდულად სასოწარკვეთილება მიპყრობს ხოლმე smile.gif

Posted by: Gam3Master 5 Mar 2013, 12:39
როდესაც სამუშაო გამოცდილების ველს ვავსებ, თუ იმ სფეროში რომელსაც ვაკანსია მოითხოვს სამუშაო გამოცდილება არ მაქვს არაფერი არ უნდა ჩავწერო? იქნებ სხვა ადგილებში მაქვს ნამუშევარი

Posted by: Fallen From The Mars 5 Mar 2013, 22:05
Gam3Master
QUOTE
როდესაც სამუშაო გამოცდილების ველს ვავსებ, თუ იმ სფეროში რომელსაც ვაკანსია მოითხოვს სამუშაო გამოცდილება არ მაქვს არაფერი არ უნდა ჩავწერო? იქნებ სხვა ადგილებში მაქვს ნამუშევარი

კი უნდა ჩაწერო სამუშაო გამოცდილება აუცილებლად...
ზოგჯერ თუ არცისე სახარბიელო პოზიციაა ხოლმე თვითონ იკავებს ზოგიერთი განმცხადებელი თავს ჩაწერისგან, წესით უნდა ჩაიწეროს yes.gif

Posted by: davidgeorgia777 6 Mar 2013, 16:52
ძალიან რთულადაა საქმე. მეც დავიტანჯე ვაგზავნი ამ სვ-ებს და არაფერი არ ჩანს. ადრე მაინც რეკავდნენ და გიბარებდნენ გასაუბრებაზე, ეხლა კი არც რეკავენ. მერე ერთმა ახლობელმა მითხრა - ეგ ვაკანსიები რომ დევს ტყუილიაო და იმიტომ არ ურეკავენ ხალხსო. უბრალოდ პიარისთვის დებენო ფირმებიო. --- რაც შეეხება სვ-ის შევსებას, მე მაგალითად 6 წლიანი გამოცდილება მაქვს მომსახურების ბიუროში და 6 წელი ვუვსებდი ხალხს სვ-ებს. ერთი კარგად გაკეთებული სტანდარტული სვ-ი შეიძლება გქონდეს და აგზავნო ყველგან, მაგრამ ზოგჯერ საჭიროება ხდება რომ ვაკანსიას უნდა მოარგო შენი სვ-ი. ესეც გაითვალისწინეთ მეგობრებო. და კიდევ - 100%-დან 90% ამართლებს როცა სვ-ს რეკომენდაციებს მიაყოლებთ თან. ,,,,,, ყველას წარმატებები.

Posted by: Fallen From The Mars 6 Mar 2013, 18:21
davidgeorgia777
მადლობ რჩევებისთვის smile.gif

Posted by: iusqeti 6 Mar 2013, 18:27
cv კი არადა სამოტივაციო წერილის დაახლოებითი ფორმა მითხარით რა გთხოვთ, ან ნიმუში. ძალიან გთხოოოოოვთ

Posted by: crazy iko 6 Mar 2013, 19:22
სამოტივაციო წერილი რა არის და როგორ იწერება, შეგიძლიათ განმიმარტოთ?
* * *
რა განსხვავებაა CV და რეზიუმეს შორის?

Posted by: Fallen From The Mars 7 Mar 2013, 15:15
iusqeti
crazy iko

http://www.jcp.ge/index.php?a=main&mid=14&sid=32&lang=ge

http://www.idpclub.ge/index.php?Lang=GEO&secID=16

Posted by: Autogidge 16 Mar 2013, 13:13
AutoGid - ავტონაწილების და მანქანის აქსესუარების მოძიებისა და შეკვეთის ყველაზე მარტივი საშულაება! დაზოგე ავტობაზრობებზე სირბილის დრო!http://www. autogid.ge

Posted by: zuraxucooo 20 Mar 2013, 15:54
http://visitors2cash.com/ref.php?refId=92571

Posted by: wrupa 24 Mar 2013, 16:42
დამეხმარეთ რა,, sad.gif((((
სვ არასდროს არ დამჭირვებია....
ახლა საჭიროება მოითხოვს... ვერ გავიგე როგორ გავაკეთოოო...შეგიძლიათ ვინმემ თქვენი სვს ნიმუში მომცეთ.. smile.gif))
დიდი მადლობა.. smile.gif)))

Posted by: სან 26 Mar 2013, 11:45
რეკომენდაციებს ვადა აქვს?
ანუ მაგალითად ახლა, რომ მომცეს ადამიანმა რეკომენდაცია, 2-3 წლის შემდეგ გამომადგება თუ არა?
თარიღი იწერება რეკომენდაციაში?

Posted by: Fallen From The Mars 1 Apr 2013, 18:22
სან
QUOTE
რეკომენდაციებს ვადა აქვს?
ანუ მაგალითად ახლა, რომ მომცეს ადამიანმა რეკომენდაცია, 2-3 წლის შემდეგ გამომადგება თუ არა?
თარიღი იწერება რეკომენდაციაში?


არ აქვს ალბათ ვადა, რა მნიშნელობა აქვს როდის მუშაობდი, მთავარია ის ადამიანი რეკომენდაციას გიწევს..

ისე რეკომენდატორების მითითება სიმბოლური ხასიათისაა, ძალიან იშვიათად ეკონტაქტებიან ხოლმე

Posted by: კოქსი 1 Apr 2013, 18:24
.................................................................................................................................................................

Posted by: mariamdevi 5 Apr 2013, 12:34
QUOTE (სან @ 26 Mar 2013, 11:45 )
რეკომენდაციებს ვადა აქვს?
ანუ მაგალითად ახლა, რომ მომცეს ადამიანმა რეკომენდაცია, 2-3 წლის შემდეგ გამომადგება თუ არა?
თარიღი იწერება რეკომენდაციაში?


რეკომენდაციის დანიშნულებაა, პოტენციურ დამქირავებელს (პირობითად) დაუდასტუროს, რომ თქვენი კანდიდატურა, რეკომენდატორთან ურთიერთობის გამოცდილებაზე დაყრდნობით, აკმაყოფილებს მის (დამქირავებლის) მიერ პოზიციისთვის დადგენილ სპეციფიურ მოთხოვნებს. რამდენადაც დამქირავებლის მოთხოვნები მეტწილად ვარირებს, 2-3 წლის წინანდელი რეკომენდაცია კი, დიდი შანსია, რომ იქნება ძალიან ზოგადი და დამქირავებლისთვის მხოლოდ იმის დამადასტურებელი, რომ თქვენ კონკრეტულ დაწესებულებაში/პროექტში ნამდვილად მუშაობდით.

თუმცა, ჩემი აზრით, ყოველთვის ჯობია, სპეციფიური, კონკრეტული ორგანიზაციისთვის, კონკრეტული პოზიციისთვის შესაბამისი რეკომენდაცია წარადგინოთ. ეს ყოველთვის დადებითად დაგახასიათებთ პოტენციურ დამქირავებელთან wink.gif

რაც შეეხება თარიღს, აუცილებლად იწერება რეკომენდაციის გაცემის თარიღი და კონკრეტული პერიოდი, რომლის განმავლობაში ურთიერთობის საფუძველზეც გაიცა ეს რეკომენდაცია.

წარმატებებს გისურვებთ! smile.gif

Posted by: sunny night 11 Apr 2013, 00:13
ვინმე HR თუ არის აქ, გამომეხმაურეთ გთხოვთ, მცირე კონსულტაცია მჭირდება smile.gif
წინასწარ მადლობა! smile.gif

Posted by: Sex Pistols 11 Apr 2013, 18:07
ნორმალური ნიმუში მომეცით რა ................................

Posted by: მ.მარიამო 14 Apr 2013, 16:51
ორი წელია სვ-ებს ვგზავნი მაგრამ არაფერი შედეგი ჯერ არ გამოუღია ჩემ აქტიურობას, არც რეკომენდატორების ჩაწერასsad.gif(

Posted by: LUNATIKI 15 Apr 2013, 21:05
QUOTE
http://movies.ucoz.hu/1CV.doc

ეს სივის ფორმა ყველაზე მისაღები სივის ფორმაა დღეეს?

ამ ფორმაზე ერთ ერთმა დამსაქმებელმა მითხრა. ასეთ სივს რომ დავინახავ არც განვიხილავ ხოლმეო და .... biggrin.gif

ამიტომ თუ არის რაიმე განსხვავებული და გავრცელებული სივის ფორმა დღესდღეობით ჩვენს ბედკრულ ქვეყანაში , დალინკეთ რა

Posted by: Fallen From The Mars 21 Apr 2013, 23:35
LUNATIKI
http://www.jcp.ge/index.php?a=main&mid=14&sid=34&lang=ge

გადახედე

ისე ზოგადად ჯობს რომ ცხრილები და ა.შ. არ იყოს რეზიუმეში, გირჩევთ აიღოთ მარტივი ფორმა

Posted by: მ.მარიამო 6 May 2013, 14:23
QUOTE
ეგ გასაგებია სადაც ითხოვენ მაგრამ აი ჩცვეულებრივ ვაკანსიაზე ბანკის ვთქვათ ქართული ბანკის ..

ქართულად გადავაგზავნო ?





ქართულად, რა თქმა უნდა smile.gif

Posted by: N1kusha 8 May 2013, 20:01
სალამი კაი ხალხს.
მოკლედ, ერთი რამ მაინტერესებს - დავუშვათ, ვმუშაობდი ისეთ სამსახურში, სადაც ვასრულებდი სამუშაოს, რომლის გასაჯაროებაც არ არის მიზანშეწონილი და CV-ს შევსების დროს, რა სახით უნდა აღინიშნოს თანამდებობა?

Posted by: Fallen From The Mars 6 Jun 2013, 00:51
N1kusha
შეგიძლია სულ არ მიუთითო სამუშაო გამოცდილებაში

Posted by: maxo012 21 Jun 2013, 01:49
კარგი CV-ის მაგალითი სად ვნახო?

Posted by: ako0708 27 Jun 2013, 21:13
თუ გაქვთ ვინმეს СV შაბლონები ქართულად, გთხოვთ პმ მომწერეთ

Posted by: Ambitious_Person 30 Jun 2013, 15:48
თუ ამჟამად მუშაობ და ე.ი სივში გიწერია დღემდეო ეს ახდენს გავლენას?
ანუ უფრო მეტი შანსი უმუშევრებს აქვს

Posted by: Fallen From The Mars 9 Jul 2013, 16:20
Ambitious_Person

იმედია ძალიან გვიან არ გპასუხობ.

არანაირ გავლენას არ ახდენს, უბრალოდ გასაუბრებაზე გკითხავენ რატომ გინდა სამსახურის დატოვება

Posted by: syF 29 Jul 2013, 15:57
ამხელა ფორუმზე სვ ფორმა არ დევს წესიერი ბლინ სასაცილოა ლოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოლ არ შემეძლო არ გამეცინა
ბუჰეჰე lol.gif lol.gif lol.gif


მე მოვძებნი სადმე თვითონ

Posted by: კოქსი 29 Jul 2013, 16:14
syF
დამიდე მეც მაინტერსებს ნორმალური ფორმა

Posted by: TheWho 29 Jul 2013, 18:07
სივის პდფში აგზავნით თუ წორდში?

Posted by: syF 29 Jul 2013, 21:19
koxi
QUOTE
დამიდე მეც მაინტერსებს ნორმალური ფორმა

იზვინი იმიტო არ მიძებნია რო აქ დავდო თავად მოძებნე wink.gif

TheWho
QUOTE
პდფში

yes.gif

Posted by: GHR official 30 Jul 2013, 16:02
მოგესალმებით http://ghr.ge -ს ადმინისტრაციული განყოფილების სახელით! თქვენ უკვე იხილეთ დასაქმების ახალი ვებ-გვერდი? სცადეთ ჩვენს საიტზე დარეგისტრირება და ერთი კვირის მანძილზე დაიწყეთ მუშაობა... ეს რეალურია და თქვენ დარწმუნდებით ამაში!!!

Posted by: კოქსი 30 Jul 2013, 21:32
........................................................................

GHR official
იმეილზე აქტივაციის კოდი მომცა, გადადით ბმულზეო და არ ხსნის არაფერს, ნოტ ფოუნდ ეწერება, როგორ მოვიქცე?
* * *
GHR official
ვერ დავრეგისტრირდი

და დამეხმარე

მიყევით ბმულსო და ნოთ ფაუნდს მიწერს

რიცხვებზე რომ ვაკლიკებ

user posted image

Posted by: Utopian 18 Aug 2013, 12:26
QUOTE
სივის პდფში აგზავნით თუ წორდში?


Posted by: Fallen From The Mars 18 Aug 2013, 13:58
Utopian
პდფ ჯობს გაგზავნა, ჩემი აზრით, მაგრამ ვორდში გაგზავნილიც მისაღებია.
გემოვნების საკითხია.

სივის ნიმუში


Posted by: კოქსი 18 Aug 2013, 15:53
უამრავი ნიმუში მაქვს და კარგი რომელია ეგ არის საკითხავი biggrin.gif


Posted by: sti228 18 Aug 2013, 16:15
ვისაც არსად არ უმუშავია და სტუდენტია, როგორ ხდება მაგ დროს სივის შევსება ? იქნებ დაწეროთ ვისაც გაგიკეთებიათ ეგეთი სივი.

Posted by: კოქსი 18 Aug 2013, 17:23
sti228 არ მაქვს სამუშოა გამოცდილება, აღნიშნულ სფეროშიbiggrin.gif და ეგაა

Posted by: sti228 18 Aug 2013, 18:38
koxi

მაგდენს მეც ვხვდები, მაგრამ ეგრე მოისვრიან სივს გვერდზე. სულ რამოდენიმე ველია შესავსები და ესეც ტელეფონის ნომრები და მისამართებია.

Posted by: კოქსი 19 Aug 2013, 09:55
sti228
პმ ში მომწერე და ჩემ სივს მოგცემ

და სხვა ნიმუშებსაც გადმოგიგზავნი

მაგრამ კარგი რომელია ნამდვილად არ ვიცი

და ისე სივი რისთვის გინდა? როგორ ვაკანსიაზე გინდა გააგზავნო?

Posted by: mettalmag 19 Aug 2013, 11:39
მეგობრებო მაქვს ასეთი შეკითხვა, არსებობს თუ არა თემფლეითები კონკრეტულად იმ სამუშაოსათვის რაზეც ივსება cv (რათქმაუნდა არიგულისხმება თვითონ დამქირავებლის მიერ მოწოდებული ფორმები)?
ბუღალტერს თავისი
ტექნიკოსს თავისი და ასე შემდეგ

არ მახსოვს ან გუგლ დოკუმენტებში იყო ან ვორდის თემფლეითებში მსგავსი რაღაც მაგრამ საკმაოდ მარტივად აი დაახლოებით ასეთი რაღაც თუ არის

Posted by: GROMMN 19 Aug 2013, 18:26
თუ შეგიძლიათ რო დამეხმაროთ, მჭირდება რამე ფორმა სადაც იქნება დისტრიბუტორების გამოკითხვის ფორმები. ფორმა, ტესტირება რომ ჩაუტარდეს დისტრიბუტორებს smile.gif

Posted by: sti228 20 Aug 2013, 18:12
koxi

QUOTE
პმ ში მომწერე და ჩემ სივს მოგცემ

და სხვა ნიმუშებსაც გადმოგიგზავნი

მაგრამ კარგი რომელია ნამდვილად არ ვიცი

და ისე სივი რისთვის გინდა? როგორ ვაკანსიაზე გინდა გააგზავნო?

სივი კი გავაკეთე, მაგრამ იმას ვამბობ რომ ვისაც არსად არ უმუშავია, ჩასაწერი თითქმის არაფერია მანდ. hr.ge-ზე ვეძებ რამე სამუშაოს სტუდენტისთვის, მაგრამ რეალური არაფერია. უმეტესობა 1 წლიან სამუშაო სტაჟს ითხოვს.

Posted by: კოქსი 20 Aug 2013, 19:42
sti228
QUOTE
სივი კი გავაკეთე, მაგრამ იმას ვამბობ რომ ვისაც არსად არ უმუშავია, ჩასაწერი თითქმის არაფერია მანდ. hr.ge-ზე ვეძებ რამე სამუშაოს სტუდენტისთვის, მაგრამ რეალური არაფერია. უმეტესობა 1 წლიან სამუშაო სტაჟს ითხოვს.

მეც ეგეთ პონტში ვარ

უმრავლესობის პრობლემა ეგ არის

სამუშაო გამოცდილება როცა არ გიწერია სივში ის სუსტი სივია

და კიდევ ყველა ვაკანსია სამუშაო გამოცდილებას არ ითხოვს

სტაჟირებით უნდა დავიწყოთ ალბათ ჯერ!!!

Posted by: sti228 20 Aug 2013, 22:11
koxi

QUOTE
და კიდევ ყველა ვაკანსია სამუშაო გამოცდილებას არ ითხოვს

სტაჟირებით უნდა დავიწყოთ ალბათ ჯერ!!!

10-დან 9 ითხოვს. ესეც მინიმუმია. ზოგი მინიმუმ 2-3 წელსაც ითხოვს. სტაჟირება კიდევ დაკარგული დროა. ნუ თუ დასაქმების პერსპექტივით იქნება ეგ სხვა ამბავია. ტყულად სტაჟირებებზე სიარუსლს ისევ სახლში ჯობია რემის სწავლა.

Posted by: კოქსი 20 Aug 2013, 22:32
sti228
სტაჟირება რა არის სამუშაო გამოცდილება?

Posted by: მარიამი რ. 20 Aug 2013, 22:36
ტყუილად თავს ნურავის გამოაყენებინებ (ხშირ შემთხვევაში ასეა wink.gif. "ისინი" უბრალოდ სარგებლობე თავიანთი კომპანიების პრესტიჟით.
თუ შენი საქმე გეცოდინება სტაჟირების და გამოცდილების გარეშეც იშოვი კარგ სამსახურს.

Posted by: კოქსი 20 Aug 2013, 22:49
მარიამი რ.
QUOTE
ტყუილად თავს ნურავის გამოაყენებინებ (ხშირ შემთხვევაში ასეა . "ისინი" უბრალოდ სარგებლობე თავიანთი კომპანიების პრესტიჟით.
თუ შენი საქმე გეცოდინება სტაჟირების და გამოცდილების გარეშეც იშოვი კარგ სამსახურს.

სტრესულ სიტუაციაში თავის გართმევას აინც ვისწავლი :X

Posted by: მარიამი რ. 20 Aug 2013, 23:07
QUOTE (koxi @ 20 Aug 2013, 22:49 )
მარიამი რ.
QUOTE
ტყუილად თავს ნურავის გამოაყენებინებ (ხშირ შემთხვევაში ასეა . "ისინი" უბრალოდ სარგებლობე თავიანთი კომპანიების პრესტიჟით.
თუ შენი საქმე გეცოდინება სტაჟირების და გამოცდილების გარეშეც იშოვი კარგ სამსახურს.

სტრესულ სიტუაციაში თავის გართმევას აინც ვისწავლი :X

ნუ, ეგრე შეიძლება დეტალებზე ორიენტირებაც დაამუღამო.

Posted by: sti228 20 Aug 2013, 23:22
koxi

სტაჟირების დროს ხელფასს იხდიან ? მუშაობის ერთადერთი მიზანი ანაზღაურებაა ჩემთვის და სხვისთვის არ ვიცი. მაგიტომ ვეძებ სამუშაოს რომ სტუდენტი ვარ და ჩემი ფული მჭირდება. არც ისეთი სამუშაო არ მინდა სადაც მიმიღებენ და დავალებულ საქმეს თავს ვერ გავართმევ. ხოდა ველოდები, ვაკვირდები და თუ რამე გამოჩნდება (ჩემთვის შესაფერისი) გავაგზავნი სივს. დამირეკავენ ხო კარგი, არ დამირეკავენ და რამეს მოვიფიქრებ.

Posted by: კოქსი 20 Aug 2013, 23:33
მარიამი რ.
QUOTE
ნუ, ეგრე შეიძლება დეტალებზე ორიენტირებაც დაამუღამო.

ცინიზმით ამბობ?
sti228
სტაჟირებას თუ გაივლი მგონი სივში შეძლებ სამუშაო გამოცდილების ჩაწერას!!!

Posted by: მარიამი რ. 20 Aug 2013, 23:39
ვიფიქრე შენც ცინიზმით თქვი rolleyes.gif
მე უბრალოდ იმას ვამბობ, რომ არ ვარ სტაჟირების მომხრე, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში კომპანიები იყენებენ ახალგაზრდებს თავიანთი პრესტიჟის ხარჯზე.
რა უშლის ხელს იმას, რომ შენი უნარების და კვალიფიკაციის შესაბამისი სამუშაო იშოვო, თუნდაც დაბალანაზღაურებადი.
რა უბედურებაა - მუშაობ და არ გიხდიან! დამამცირებელია! მინიმალური ხელფასი მაინც უნდა იყოს.

Posted by: კოქსი 20 Aug 2013, 23:48
მარიამი რ.
QUOTE
რა უშლის ხელს იმას, რომ შენი უნარების და კვალიფიკაციის შესაბამისი სამუშაო იშოვო

ქალაქი
განათლება
და უპატრონობა
smile.gif

Posted by: მარიამი რ. 20 Aug 2013, 23:59
ეგ მეც მომაფიქრდა მაგას რომ ვწერდი user.gif მარა რავი, ეგრე პესიმისტურადაც ნუ შეხედავ no.gif
ბევრი ჩემი მეგობრის გამოცდილებიდან გეტყვი, რომ ყველას არ ჭირდება პატრონი.
და განათლებას რაც შეეხება, მე მგონია რომ ჩვენს განათლებას ჩვენ ვმართავთ და ეგ არც ქალაქის ბრალია და არც მთავრობის. მეტნაკლებად.

Posted by: კოქსი 21 Aug 2013, 00:01
მარიამი რ.
QUOTE
ეგ მეც მომაფიქრდა მაგას რომ ვწერდიმარა რავი, ეგრე პესიმისტურადაც ნუ შეხედავ

ვვაჰ არ ხედავ პესიმისტურად, ამიტომაც ვაგზავნი სივებს წარა მარაsmile.gif)


Posted by: მარიამი რ. 21 Aug 2013, 00:14
კაია. წარმატებები.
მე ხვალ გასაუბრების მეორე ეტაპზე მივდივარ.
შედეგებს შეგატყობინებთ : )))

Posted by: კოქსი 21 Aug 2013, 00:25
მარიამი რ.
QUOTE
კაია. წარმატებები.
მე ხვალ გასაუბრების მეორე ეტაპზე მივდივარ.
შედეგებს შეგატყობინებთ : )))

წარმატებები აბა სჰენ იციwink.gif

Posted by: Fallen From The Mars 21 Aug 2013, 21:17
sti228
QUOTE
ვისაც არსად არ უმუშავია და სტუდენტია, როგორ ხდება მაგ დროს სივის შევსება ? იქნებ დაწეროთ ვისაც გაგიკეთებიათ ეგეთი სივი.

1. აუცილებლად აირჩიე ნიმუში, რომელშიც იქნება სურათი
2. შეავსე შენი პირადი მონაცემების გრაფა
3. სამუშაო გამოცდილების გრაფა ამოიღე საერთოდ
4. განათლების გრაფაში ჩაწერე უნივერსიტეტი და ფაკულტეტი, მაგ:
2012- დღემდე
ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
იურიდიული ფაკულტეტი, მე-3 სემესტრი
5. დაამატე მიღწეული წარმატებების გრაფა და მასში ჩაწერე თუ გაქვს სკოლის ეტაპზე რამე პროექტში მიღებული მონაწილეობა, ბევრი პროექტი იმართება სხვადასხვა არასამთავროების ორგანიზებით, იქნებ გქონდეს. თუ არადა უნივერსიტეტში სწავლის ეტაპზე მუდამ ეძიე სხვადასხვა სასერთიფიკატო კურსები შენი პროფილით და აუცილებლად გაიარე, ამით გაამდიდრებ შენს რეზიუმეს.
6. დაამატე ენების გრაფა
7. კომპიუტერული უნარ-ჩვევების გრაფა
8. შეგიძლია დაურთო რეკომენდატორები
9. ასევე პიროვნული თვისებები
1 გვერდიანი რეზიუმე უნდა გამოგივიდეს წესით, წარმატებები smile.gif))

mettalmag
QUOTE
მეგობრებო მაქვს ასეთი შეკითხვა, არსებობს თუ არა თემფლეითები კონკრეტულად იმ სამუშაოსათვის რაზეც ივსება cv (რათქმაუნდა არიგულისხმება თვითონ დამქირავებლის მიერ მოწოდებული ფორმები)?
ბუღალტერს თავისი
ტექნიკოსს თავისი და ასე შემდეგ

არ მახსოვს ან გუგლ დოკუმენტებში იყო ან ვორდის თემფლეითებში მსგავსი რაღაც მაგრამ საკმაოდ მარტივად აი დაახლოებით ასეთი რაღაც თუ არის

კი არის, ოღონდ ქართულ ენაზე არ არის ხელმისაწვდომი. ინგლისურად თუ დაგუგლავ ბევრ ნიმუშს იპოვი

Posted by: sti228 21 Aug 2013, 22:57
Fallen From The Mars

დიდი მადლობა ესეთი ვრცელი ინფორმაციისთვის.

Posted by: Fallen From The Mars 23 Aug 2013, 21:50
sti228
არაფერს

: ))

Posted by: კოქსი 23 Aug 2013, 21:55
Fallen From The Mars
მეილი შეამოწმე

Posted by: Fallen From The Mars 25 Aug 2013, 20:27
koxi
მოგწერე.


ეს ფორმაც ნახეთ, მეგობრებო, იქნებ გამოგადგეთ


Posted by: tamotamo677 2 Sep 2013, 19:40
QUOTE (Fallen From The Mars @ 25 Aug 2013, 20:27 )
koxi
მოგწერე.


ეს ფორმაც ნახეთ, მეგობრებო, იქნებ გამოგადგეთ

აი ეს ძალიან მომწონს, ზოგან exell-ში ძალიან ცუდად არის და ჩემი აზრით ეს უკეთესი ვარიანტია . უფრო ჩამოყალიბებულია და სასიამოვნო წასაკითხი.

გმადლობ. გადამარჩინე წვალებას. მე თვითონ მინდოდა ესეთის გაკეთება

Posted by: Fallen From The Mars 2 Sep 2013, 22:59
tamotamo677
QUOTE
გმადლობ. გადამარჩინე წვალებას. მე თვითონ მინდოდა ესეთის გაკეთება


არაფერს, მიხარია, თუ დაგეხმარა
smile.gif

Posted by: nickson 18 Sep 2013, 00:24
QUOTE
სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინაამღდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება


სად სათაურში იგულისხმება ვინმემ ხოარ იცით ? მაგალითად, ვაკანსია - ექთანი, სივის სატაურად მთხოვენ თუ შიგ სივიში უნდა ეწეროს spy.gif spy.gif

Posted by: Fallen From The Mars 18 Sep 2013, 22:28
nickson
QUOTE
სად სათაურში იგულისხმება ვინმემ ხოარ იცით ? მაგალითად, ვაკანსია - ექთანი, სივის სატაურად მთხოვენ თუ შიგ სივიში უნდა ეწეროს spy.gif spy.gif

მეილს რომ აგზავნი და მიაბავ სივს დოკუმენტად, სადაც მისამართს წერ იმის ქვევით უნდა იყოს subject - ეს იგულისხმება სათაურში.
საბჯექთში უნდა ჩაწერო პოზიცია

Posted by: chuvak_lexo 23 Sep 2013, 00:59
აუ რა ვეღარ გავიგე ვის როგორი სვ მოწონს :/



ჩემა დამ ცხრილების სახით არ უნდა იყოსო, და რაც ასეთ CV - ვაგზავნი არსაიდან არ მეკონტაქტებიან, არადა ყველა მოთხოვნილებას ვაკმაყოფილებდი, აუ 2 პოზიციაზე დღემდე მწყდება გული sad.gif


ორივეს ჯიგრულად ვერგებოდი :/


დიპლომატ - ჯორჯიაში და ევროპის განვითარების ბანკში sad.gif

Posted by: Vancho 23 Sep 2013, 01:07
chuvak_lexo
„ევროპის განვითარების ბანკი“ თუ http://europass.cedefop.europa.eu-ს არ მიიღებს, უთხარი წადი შენიო და წამოდი.

Posted by: chuvak_lexo 23 Sep 2013, 10:28
Vancho
QUOTE
„ევროპის განვითარების ბანკი“ თუ Europass-ს არ მიიღებს, უთხარი წადი შენიო და წამოდი.

ზაფხულში ქონდათ ინტერნებზე მიღება sad.gif

Posted by: paradoxxx 24 Sep 2013, 23:39
რაც შეიძლება ამომწურავი ინფორმაცია და რაც შეიძლება ლაკონურად.
ხელით შევსებული CV არსად არ გამოაჩინოთ, ესევე ნაგვის ურნაში მოხვდება .

Posted by: kotelnikovi 24 Sep 2013, 23:45
სადაც მიმუშავია, დამკვირვებლად, სოციოლოგიურ გამოკითხვებზე და ა.შ ყველა დავწერო ? და თუ რამე სერიოზული ვაკანსია გაიჩითა იქ ამოვშალო მსგავსი სამუშაო გამოცდილება?

Posted by: paradoxxx 25 Sep 2013, 16:35
kotelnikovi

აჯობებს ვაკანსიის მოთხოვნის შესაბამისად დაწეროთ თქვენი გამოცდილებების შესახებ.

Posted by: Starblind 6 Nov 2013, 20:25
ჩიტიშვილი გიორგი

დაბადების თარიღი: 11/04/1994
მისამართი: თბილისი,
ტელეფონი: 2691178. (მობილური არ მაქვს)
ელფოსტა: buchci@mail.ru
ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი
IQ :97 (http://www.ats.ge)
EQ : 82 (http://www.ats.ge)



სამუშაო გამოცდილება

არ გამაჩნია

განათლება

მიმდინარე : 2012-13 საქართველოს უნივერსიტეტი ეკონომიკისა და ბოზნესის სკოლა (ეკონომიკის საბაკალავრო კურსი II )


კომპიუტერული უნარჩვევები

პროგრამები : Windows XP/ 7 , MS Office
ასევე ინტერნეტში მუშაობა და „ზოგადად“ კომპიუტერის ფლობა(სისწრაფე)

ძლიერი მხარეები/პიროვნული მახასიათებლები

სტრესულ პირობებში: მუშაობა, ნაკლებად აღგრძნებადობა, სტაბილურობა, გაწონასწორებულობა;
ასევე ვარ : ემოციური, ხალისიანი, კომუნიკაბელური, სამართლიანი, ხელოვნების მოყვარული, მუსიკალური,სიახლეს ვითვისებ ადვილად, კარგი მსმენელი და კარგი გამგონე.


ჰობი

თავისუფალ დროს მიყვარს მუსიკის მოსმენა კომპიუტერული თამაშებით გართობა, ლაშქრობა,ფანტასტიკური და დრამატული ფილმებით გატაცება, ექსტრემალური გართობა, ვუკრავ ჰევი მეტალს ინდივიდუალურად (Iron maiden,Judas Priest.Motorhead.Led zeppelin.Deep Purple) Iron Maiden_ის ფანატი ვარ, ასევე საფეხბურთო კლუბის Manchester United_ის...ასევე ფილოსოფიური თუ ფსიქოლოგიური დოკუმენტური მასალის გაცნობა... ეგვიპტური კულტურა.მაიას ტომის კულტურა.ხატვა.კითხვა.

ენები

 ქართული (მშობლიური)
 ინგლისური (კარგი)
 რუსული(საშუალო)
 გერმანული(სამომავლოდ)



შემიფასეთ რა : )

Posted by: ErykaBadu 15 Nov 2013, 20:38
tarblind
QUOTE
IQ :97 (http://www.ats.ge)
EQ : 82 (http://www.ats.ge)


ესენი რად გინდა cvში?

QUOTE
ასევე ინტერნეტში მუშაობა და „ზოგადად“

Internet, ზოგადად და არაზოგადად მოაშორე, ზედმეტია .

QUOTE
სტრესულ პირობებში: მუშაობა, ნაკლებად აღგრძნებადობა, სტაბილურობა, გაწონასწორებულობა;

თუ არ გაქვს გამოცდილება რა იცი რომ შეგიLია სტრესულ პირობებში მუშაობა,მეორე საერთოდ ვერ გავიგე რას გულისხმობ, ჯობია ამოიღო...

ზოგადად მონაცემებში ძლიერი და სუსტი მხარეებიის ჩაერა არ არის რეკომენდირებული. არ მოითხოვს cv ამ პუნქთს smile.gif

და ჰობი ზედმეტად ვრცლად გიერია, მესმის რომ გამოცდილება არ გაქვს და ცარიელი ფურცლის გაგზავნას ეს ჯობია თითქოს, მაგრამ, თავისუფალ დროს მიყვარს... ეს მაინც მოაშორე, ჰობი და ვევით, მუსიკის მოსმენა და ა.შ. ჩამონათვალის სახით გააკეთე.

QUOTE
(Iron maiden,Judas Priest.Motorhead.Led zeppelin.Deep Purple) Iron Maiden_ის ფანატი ვარ, ასევე საფეხბურთო კლუბის Manchester United_ის...


ეს ზედმეტია, არასეროოზულია, თუმცა გააჩნია რა ვაკანსიაზე აზგავნი smile.gif


გერმანული სამომავლოდ გაუგებარია smile.gif

Posted by: herooftheday 16 Nov 2013, 11:30
Starblind
პირველ რიგში ეს ჩაასწორე biggrin.gif

QUOTE
ბოზნესის სკოლა


ეცადე ასეთი ზოგადი სახის სივი არ გაგზავნო არსად... როცა სადმე აგზავნი სივის, იმ სამსახურის შესაფერისი სივი უნდა გაუშვა. არავის აინტერესებს რომელი ჯგუფის ფანი ხარ, ან ეგვიპტური კულტურა რამდენად გაინტერესებს. მაქსიმალურად პრაქტიკულად მიუდექი საქმეს. დამსაქმებლის ადგილას წარმოიდგინე თავი და დაფიქრდი, როგორი სივის წაკითხვისას დაინტერესდებოდი ადამიანით და მოგინდებოდა მისი დაქირავება.

Posted by: Ambitious_Person 19 Nov 2013, 16:30
Starblind
რამე სერთიფიკატი მაინც აიღე, შენი მონაცემებით ისედაც მცირე შანსია რამე სერიოზული იშოვო (თუნდაც 500 ლარიანი) ამიტომ ეცადე გულახდილი მაინც იყო,
ამასთან ნუ დაწერ იმას რაც არ გაქვს,

პირველი იწყებ სამუშაო გამოცდილების გრაფით და ამასტან -არ გამაჩნიაო. საერთო ამოაგდე ეს გრაფა . პირდაპირ განათლებით დაიწყე. პერიოდით დაწყებიდან დღემდე,
აუცილებლად უნდა გქონდეს მინიმუმ ორი სერთიფიკატი,

ჰობი ძალიან ვრცელია, ბარემ მიგეწერა საჭმელებიდან რა გიყვარს biggrin.gif


herooftheday
+1
ErykaBadu
+1

Posted by: glamour13 23 Nov 2013, 00:09


QUOTE
აი მაგალითად, თუ სტუდენტი ვარ და დასაქმებული არ ვყოფილვარ, მაგ მაგალითში მარტო სახელი, გვარი და უცხო ენების ცოდნა რჩება.

LORD VOLDEMOR
შენი შესაძლებლობის რეზიუმე შენთვითონვე უნდა შეადგინო.მაშინ რა გამოდის რომ სხვა უნარ ჩვევები არ გაგაჩნია biggrin.gif

Posted by: დიაბლო 2 Dec 2013, 20:26
Starblind
მართლა მაგარია. დაიწყე უკვე მუშაობა?

Posted by: Bestpc 21 Jan 2014, 02:12
სამუშაო გამოცდილება არ მაქვს და CV-ში საერთOდ წავშალო ხო ეგ გრაფა ?
ასევე მისამართზე მაინტერესებს დავწერე გლდანი 2კვ, 6კორ ხო საკმარისია ? თუ სართული და ბინაც საჭიროა რო დავწერო ? :/


განათლების გრაფაში სად ჩავაკვეხო ბაკალავრის ხარისხი ?

QUOTE

განათლება: 

2005-2009  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
                                ბაკალავრის ხარისხი, ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტი
                                სპეციალობა - ბიზნესის ადმინისტრირება

Posted by: დიაბლო 21 Jan 2014, 09:31
QUOTE
თუ სართული და ბინაც საჭიროა რო დავწერო ? :/

არა

Posted by: Ambitious_Person 22 Jan 2014, 13:47
როცა ვაკანსიაზე აგზავნი cv ს აუცილებელია კომენტარიც მიუწერო მაილში?smile.gif)
ანუ
გამარჯობა , ვემხაურები თქვენს ვაკანსიას...

Posted by: frajock 22 Jan 2014, 21:26
CV ნიმუშები დადეთ რა , რამე წესიერი

Posted by: teo-teokuna 22 Jan 2014, 22:00
Ambitious_Person


"საბჯექთში" ჩაწერ რა პოზიციაზე გზავნი "სივს"...

Posted by: frajock 22 Jan 2014, 23:08
მოკლედ ჯობს.ჯიზე ვაკანსიაა ერთი რომელიც ინგლისურ ენაზეა და მითითებული არ აქ CV რა ენაზე უნდა გადავუგზავნო , ხოდა რა ხდება ამ დროს ხომ ვერ მეტყვით ?

Posted by: afcika 7 Feb 2014, 19:49
http://en.wikipedia.org/wiki/Curriculum_vitae

Posted by: ikedan 8 Feb 2014, 01:21
დასაქმება საქართველოში მეჭვება

Posted by: BlueMashroom 25 Feb 2014, 12:03
სამუშაოს მძებნელებს გთავაზობთ მომსახურებას. დაგეხმარებით რეზიუმეს, CV-ის შედგენაში, მის ფორმატირებაში. ასევე სამსახურის მოძებნაში. ჩვენ განვათავსებთ თქვენს მონაცემებს ინტერნეტში საძიებო პორტალებზე. ჩვენ მუდმივად ვაწარმოებთ გამოცხადებული ვაკანსიების მონიტორინგს და შესაბამის ვაკანსიებზე გავგზავნით თქვენს მონაცემებს.

Posted by: აბულაბას 25 Feb 2014, 14:07
QUOTE
ვუკრავ ჰევი მეტალს ინდივიდუალურად (Iron maiden,Judas Priest.Motorhead.Led zeppelin.Deep Purple) Iron Maiden_ის ფანატი ვარ, ასევე საფეხბურთო კლუბის Manchester United_ის.

ცვს ადგენს თუ myspace-ის პროფილს ადგენ biggrin.gif
lol.gif

Posted by: frajock 27 Feb 2014, 20:53
QUOTE (ikedan @ 8 Feb 2014, 01:21 )
დასაქმება საქართველოში მეჭვება

მართალი ხარ , ძაან საეჭვოა .



















30 დასაქმება

Posted by: akola 1 Mar 2014, 12:52
ყველგან რეკომენდაციებს ითხოვენ და ვის უნდა ვთხოვო რო ჩემი რეკომენდატორი იყოს? :დ

Posted by: mocekvave 7 Mar 2014, 14:39
ვიცი, ძალიან ჩაინიკურ კითხვას ვსვამ, მაგრამ სივიზე ფოტო როგორ უნდა მივაკრა? და სად?

Posted by: ხათუნა 14 Mar 2014, 12:03
ძალიან კარგია გვერდია, მომწონს!

Posted by: Lex 17 Mar 2014, 20:51
mocekvave

ელექტრონულ ვერსიას თუ გულისხმობ ვორდ ფაილში პირდაპირ ჩააგდე ფოტო და მოათავსე ზემო მარცხენა კუთხეში.

სანამ ფოტოს ჩააგდებ მანამდე დააპატარავე რომ სივის ზომა (mb) არ გაზარდოს.


Ambitious_Person
QUOTE
როცა ვაკანსიაზე აგზავნი cv ს აუცილებელია კომენტარიც მიუწერო მაილში?)


არ არის კომენტარი აუცილებელი მაგრამ საბჯექთი აუცილებელია თუ რა პოზიციაზე აგზავნი სივის.


frajock
თუ მხოლოდ ინგლისურ ენაზეა გააგზავნე ინგლისურ ენაზე სივი

Posted by: როლანდ 4 Apr 2014, 08:42
გამარჯობა.ინგლისურად შევსებას ვაპირებ ძალიან გთხოვთ იქნებ ლინკი მომცეთ გადმოსაწერი ნიმუშის.ეს ძალიან დამეხმარება.

Posted by: mariamdevi 26 Apr 2014, 00:12
როლანდ

ამ ლინკზე ნახავთ ყველაზე გავრცელებულ CV-ს ფორმატს, შევსების ინსტრუქციას და შევსებულ ნიმუშს, გადახედეთ:
http://europass.cedefop.europa.eu/en/documents/curriculum-vitae/templates-instructions

პირადად ჩემთვის CV-ის ეს ფორმატი უფრო მისაღებია, ესეც ევროკავშირის ფორმატია, ამასაც შეხედეთ:
http://humandynamics.org/download-eu-cv-template

წარმატებებს გისურვებთ!

პ.ს როგორც წესი, ინგლისურენოვანი CV-ის მოთხოვნის შემთხვევაში მითითებულია წარსადგენი ფორმატი, ამიტომ არ გამოგეპაროთ, რა ფორმატში გთხოვენ... ამას გარდა, გაითვალისწინეთ, რომ პოტენციურ დამსაქმებელთან სხვა ფორმატის CV იგზავნება, საგანმანათლებლო დაწესებულებებში სხვა...

Posted by: GeoDevil 3 Jun 2014, 23:38
როგორ უნდა დაიწეროს სარეკომენდაციო წერილი?

როგორი უნდა იყოს შრომითი ურთიერთობის დამადასტურებელი დოკუმენტი?

Posted by: Lex 3 Jun 2014, 23:42
როლანდ

ჩვეულებრივ ჩამოწერე როგორც ქართულად გაქვს ასევე ინგლისურად. - რაც უფრო ადვილი წასაკითხი იქნება მით უკეთესი.


mariamdevi

მე პირადად ეგ ეუროპას სივი ფორმატი არ მომწონს და მირჩევნია მარტივად დაწერილი - განათლება, სამუშაო გამოცდილება და ა.შ.

GeoDevil

http://www.rogor.ge/article_428_rogor-davwerot-samotivacio-werili.html

საკმაოდ დაწვრილებითაა აღწერილი როგორ უნდა დაწერო სამოტივაციო წერილი.

Posted by: Pakusa1 9 Jun 2014, 12:09
სამსახურში მომთხოვეს CV-ს ინგლისური ვერსია გამოგვიგზავნეო... როგორ დავწერო?

Posted by: nikala_papa 9 Jun 2014, 19:13
ინკუბუსა
QUOTE
დღესდღეობით იმისათვის, რომ დავსაქმდეთ აუცილებელია გვქონდეს CV. კარგი და საინტერესო CV-ის შესადგენად უნდა ვიცოდეთ რას ნიშნავს იგი და რა საჭიროა მისი დაწერა. Curriculum Vitae ლათინური სიტყვაა და ნიშნავს “ცხოვრების გზას”. CV არის თქვენი ავტობიოგრაფია, თუმცა იგი იწერება არა სტატიის სახით არამედ მოკლე და ლაკონური სტილით და შეიცავს მხოლოდ თარიღებსა და ფაქტებს. CV-ს პირველი ნაწილი უნდა მოიცავდეს თქვენს პირად მონაცემებს, მისამართს, საკონტაქტო ინფორმაციას დ.ა.შ. არ არის საჭირო CV-ში მიუთითოთ ისეთი დეტალები როგორიცაა სქესი და ოჯახური მდგომარეობა. საჭირო არაა დაურთოთ სურათი, თუ ამას დამქირავებელი არ ითხოვს. CV-ს მეორე ნაწილი მოიცავს თქვენს სამუშაო გამოცდილებას დროის მონაკვეთების მიხედვით. შეგიძლიათ აღწეროთ ის მოვალეობები რომლებსაც ასრულებდით კონკრეტულ პოზიციაზე მუშაობის დროს. შემდეგ იწერება განათლება და კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები, ნაშრომები, სტატიები, პუბლიკაციები, უცხო ენების და კომპიუტერული პროგრამების ცოდნა, დ.ა.შ. CV-ს ბოლოში ერთვის რეკომენდატორთა მონაცემები. სასურველია დაურთოთ 2-3 რეკომენდატორი, მათი პოზიცია და საკონტაქტო ინფორმაცია. CV ფორმა შეგიძლიათ გადაწეროთ გადასაწერი ბმული : http://movies.ucoz.hu/1CV.doc This post has been edited by ინკუბუსა on 17 Jul 2012, 03:12

* * *
nikala_papa
QUOTE
ინკუბუსა

Posted by: davidgeorgia777 10 Jun 2014, 22:57
ბევრი საინტერესო ითქვა აქ,,, მეც ერთს დავამატებ რომ საერთოდ როცა ვაკანსიაზე აგზავნით სვ-ს, ჯობია სამოტივაციო წერილიც გააგზავნო. სადაც აღწერ კარგად შენს გამოცდილებას და იმას თუ რატომ ფიქრობ რომ მაგ სამუშაოს კარგად შეასრულებ,,, სვ-ში წერ თუ ვინ ხარ და რა სამუშაო გამოცდილება გაქვს და ენები და ა.შ. მაგრამ სამოტივაციოში კარგა ასაბუთებ იმას თუ რატომ გააკეთებ ამა თუ იმ საქმეს, რა მიზნები გაქვს და ა.შ> მერწმუნეთ სამოტივაციო წერილი აუცილებელია,,, smile.gif

Posted by: AAA1AAA 19 Jun 2014, 00:15
----------------------------------------------------

Posted by: DexmaN 8 Jul 2014, 16:12
დადეთ სივის ფორმები რააააააააააააააააააააა

Posted by: mariamdevi 11 Jul 2014, 23:50
Lex

მეც არ ვარ აღფრთოვანებული ამ ფორმატით, თუმცა ბევრგან ამ ფორმატში მოითხოვება CV და ამიტომ დავდე ლინკი smile.gif

DexmaN

დევს ზემოთ ლინკები - სტრუქტურა ქართულშიც იგივე არის, როგორც ინგლისურში... წარმატებები! wink.gif

davidgeorgia777

თუკი მხოლოდ CV მოითხოვება, სამოტივაციო წერილის გაგზავნა არათუ აუცილებელი არ არის, ზედმეტიც კია smile.gif

Posted by: GoldSeeker 15 Jul 2014, 11:10
მათთვის ვისაც ფინანსური დამოუკიდებლობა წყურია:

შპს "STOX" არის საქართველოში ერთადერთი კომპანია, რომელსაც აქვს "White Label"-ის ხელშეკრულება ECN სისტემაზე მომუშავე შვეიცარიის კერძო ბანკ Dukascopy-სთან, რომლის საშუალებით გთავაზობთ მომხმარებელზე მაქსიმალურად მორგებულ ონლაინ სავაჭრო პლატფორმას (JForex) უცხოური ვალუტის კომფორტული ვაჭრობისთვის, სახლიდან და ოფისიდან გაუსვლელად.
მიეცით თქვენს ფულს საშუალება გემსახუროთ! რადგან სწორედ სავალუტო და საფონდო ბირჟა აქცევს მილიონერებს მილიარდერებად. შპს "STOX"-ს გააჩნია შესაბამისი ტექნოლოგია და ელექტრონული პლატფორმები, რომელიც კომფორტული ვაჭრობის საშუალებას მოგცემთ. ვაჭრობა ღიაა თქვენთვის სასურველ ნებისმიერ დროსა და ადგილას.

LLC "STOX"
3 Eristavi str. Tbilisi 0179, Georgia
Tel: 2 23 47 57
Fax: 2 23 47 57
Mail: info@stoxco.ge
Web: www.stoxco.ge

Posted by: sin165 4 Aug 2014, 23:47
გამარჯობა. ავტობიოგრაფია რა პონტია, ვერ მეტყვით? რაც CV-ში იწერება, ის უნდა ჩავწერო, ოღონდ თხრობითი ფორმით? თუ კიდევ რამე? დეტალურ ავტობიოგრაფიას ითხოვენ თან.

Posted by: Z A Z A 5 Aug 2014, 00:56
sin165
QUOTE
ავტობიოგრაფია რა პონტია, ვერ მეტყვით? რაც CV-ში იწერება, ის უნდა ჩავწერო, ოღონდ თხრობითი ფორმით? თუ კიდევ რამე?

http://www.mary.ge/5696-bbbbb-bbbbbbbb-bbbbbbbbbbbbb.html

Posted by: Niko_Bandito 5 Aug 2014, 20:43
http://fanebi.net/ ეს სტატია აუცილებელია მისთვის ვისაც უნდა რომ ჰქონდეს საიტი, რომელიც იქნება პროფესიონალურ დონეზე დამზადებული გამართულად მომუშავე და მოწყობილი . . . (გაადაავლეთ თვალი და მიიღეთ გონივრული გადაწყვეტილება) ჩვენ ვქმნით პროდუქციას რომელიც ეხმარება მომხმარებელს და ხელს უწყობს მაქიმალურ მოგებაში . . .

თქვენ გჭირდებათ საიტის შექმნა, მისი განვითარება და მხარდაჭერა? - დიზაინ სტუდია "KA Grup Design Studio" საუკეთესოდ მოგეხმარებათ, ამ საკითხის მოგვარებაში!
კომპანიის ძიების დროს, რომელსაც თქვენ ანდობთ საიტთან დაკავშირებულ სამუშაოს, ანუ მის შექმნასა და შემდგომ მხარდაჭერას, თქვენთვის მთავარია მომსახურების ხარისხი თუ კომპანიის სიდიდე? იქნებ თვენ უკვე შეხვდით დიდ კომპანიას, რომელიც აღმოჩნდა კარგად გამართული ფულის საჭრელი მანქანა? თუ თქვენთვის მთავარია პრფესიონალებთან მუშაობა, რომლებიც სრულად მოახდენენ თქვენს მხარდაჭერას გლობალური ქსელის უკიდეგანო სივრცეში? კეთილი იყოს თქვენი მობრძანება "KA Grup-Design"სტუდიაში, თქვენ კმაყოფილი დარჩებით თქვენს მიერ გაკეთებული არჩევანით!

ჩვენ ვართ აქტიურ თანამოაზრეთა მცირე ჯგუფი, რომელთა მთავარი მიზანი არაა შეკვეთების რაოდენობებზე გამოდევნება. ჩვენ ვცდილობთ ჩვენი და ჩვენი მაღალკვალიფიცირებული კადრების მეშვეობით ხარისხიანი მომსახურება გავუწიოთ ჩვენს კლიენტებს.

ჩვენ არ ვყოფთ საიტებს ნორმალურ და "ისე რა" საიტებად. დიზაინ სტუდია "KA grup-Design" ქმნის მხოლოდ ხარისხიან, კარგ, მომუშავე და ლამაზ საიტებს. ჩვენ ასევე ვთავაზობთ ჩვენს კლიენტებს სრულ მომსახურებას საიტების შექმნა, განვითარება, მხარდაჭერასა და ინტერნეტ-მარკეტინგში.

ჩვენი კლიენტები არიან ადამიანები, რომლებიც აფასებენ თავის ბიზნესს და რათქმაუნდა თავის დროს. ჩვენი კლიენტებისთვის მათი საიტები, ეს არის ბიზნეს-ინსტრუმენტი, რომელშიც ისინი გონიერების ფარგლებში აბანდებენ თავის ძალისხმევასა და ფინანსურ რესურსებს. ჩვენ კი ჩვენისმხრივ ყველანაირად ვცდილობთ გავამართლოთ ჩვენი კლიენტების ნდობა და ვთავაზობთ მათ კომპლექსურ მომსახურებას, რაც ყოველთვის ეხმარება ჩვენი კლიენტების ბიზნესის განვითარებასა და სასურველი მოგების მიღებას.

Posted by: lashashaverda 18 Aug 2014, 22:40
გაუმარჯოს.. ერთ ვაკანსიას ჭირდება მოკლე ავტობიოგრაფია და ვინც იცის იქნება რაიმე ნიმუში დადოს რო წარმოდგენა მქონდეს რას ითხოვეს კონკრეტულად

Posted by: Takomakharadze 28 Sep 2014, 17:02
"Source-Code“ კომპანია აცხადებს ვაკანსიას ტოპ მთავარ ტექნიკურ კომპანიებში ბრიტანეთსა და ირლანდიაში, რომელსაც აქვს ფართო მაშტაბიანი ბაზა IT სპეციალისტებისა მთელს ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში. კომპანია ეძებს IT პროგრამისტებს, და სპეციალისტებს. ინფორმაციისთვის იხილეთ PDF ფაილი, რათა მოკლედ გაეცნოთ კომპანიის შინაარს. თქვენ უნდა შეავსოთ ყველა მონაცემები რათა თქვენი პროფილი დანახული იქნეს დამსაქმებლის მიერ. ასევე აირჩიოთ ის ვაკანსია რაზეც თქვენ შემოგაქვთ განცხადება. ჩვენი კომპანია თანამშრომლობს საერთაშორისო კომპანიებთან და შესაძლებელი იქნება თბილისშიც დასაქმება. იმისათვის, რომ მოხდეთ Source-Code კომპანიის ბაზაში თქვენ უნდა შეხვიდეთ მოცემულ ბმულზე და დარეგისტრირდეთ, შექმნათ თქვენი CV. სხვა დამატებითი ინფორმაციისთვის თუ რას მოიცავს ეს კომპანია და როგორ უნდა დარეგისტრირდეთ რომ თქვენი CV მოხვდეს ბაზაში და იქნეს განხილული დამიკავშირდით ქვემოთ მოცემულ ემაილზე რათა გავცე თქვენს ყველა კითხვას პასუხი.
თამარ მახარაძე
E-mail: Tamar.Makharadze@source-code.com
www.source-code.com
FB: https://www.facebook.com/sourcecodeireland
Source-Code Company announcing vacancy on position of IT programmers and specialist. Company has an extensive database of IT professionals across Central & Eastern Europe. there is more chance you will find opportunities with ‘international companies based in Tbilisi, there will also be opportunities arising in Dublin and London'.For more details about this company, you can see the attachment below.
You have to complete your profile as you are not visible by employers if all information isn’t complete.

For more details contact me by E-mail and I will discuss with you all information you need to know. To get in Source-Code Company database you need to apply for job fill all blank to make your own CV, after it our team will look up for you and in case of interest will contact you.
Tamar Makharadze
Recruitment Director
Email: Tamar.Makharadze@source-code.com
www.source-code.com
FB: https://www.facebook.com/sourcecodeireland


Posted by: Hennessey0 6 Oct 2014, 20:50
СV _ის ერთ-ერთი პუნქტია ინტერნეტის ცოდნა და რა შედის ინტერნეტის ცოდნაში ხომ ვერ მეტყოდით ? :/

Posted by: Arabuli90 8 Oct 2014, 22:11
СV და სამოტივაციო წერილი ცალცალკე უნდა გავგვზავნო თუ ერთ დოკუმენთში უნდა იყო? СV pdf მაქ და სამოტივაციო კიდე წორდ-ში დავწერე რამე უჭირს? rolleyes.gif

Hennessey0
QUOTE
СV _ის ერთ-ერთი პუნქტია ინტერნეტის ცოდნა და რა შედის ინტერნეტის ცოდნაში ხომ ვერ მეტყოდით ? :/

პირდაპირი გაგებით ინტერნეტის ცოდნა

Posted by: secretcircle 10 Oct 2014, 20:11
ჩემს სივიში მაქვს ეგრეთ წოდებული პროფესიული ხარვეზი და როგორ ფიქრობთ როგორ ჩავწერო< თუ მოვიტყუო ან რამე უაზრობა ჩავწერო :-). ამოწმებს ამას ვინმე?

Posted by: Revenant 11 Oct 2014, 13:45
CV კაი ფორმა ამიტვირთეთ chups.gif

Posted by: ninc_lfc 11 Oct 2014, 14:47
secretcircle
QUOTE
ჩემს სივიში მაქვს ეგრეთ წოდებული პროფესიული ხარვეზი

რას ნიშნავს?

Posted by: sergo777 15 Oct 2014, 23:52
cv ფორმა საიდან გადავწერო არ იცის არავინ წინასწარ დიდი მადლობა

Posted by: თბილისი070 20 Oct 2014, 13:13
დაგიმზადებთ სივებს.
1 გვერდი 3 ლარი, 2 გვერდი 5 ლარი.
tongue.gif

ფორმატი .PDF
დაახლოებით ამ ფორმის.
user posted image

Posted by: Dacier 20 Oct 2014, 13:35
თბილისი070
ცუდი ფორმაა თუ ესეთი მიმდევრობაა..
სამუშაო გამოცდილება ბოლოს..

Posted by: თბილისი070 21 Oct 2014, 10:24
Dacier
კი, მართალია. სამუშაო გამოცდილება განათLების მერე...
ჩასწორდება არაა ეგ პრობლემა. შეივსება და გალამაზდება smile.gif

Posted by: Dacier 22 Oct 2014, 17:14
თბილისი070
ჯერ სამუშაო გამოცდილება , მერე განათლება wink.gif

Posted by: თბილისი070 22 Oct 2014, 21:29
Dacier
ნწუ...
პირადი ინფოს მერე მოდის განათლება და მერე სამუშაო გამოცდილება.

Posted by: Dacier 22 Oct 2014, 22:08
თბილისი070
უმჯობესია გამოცდილება დაიწეროს ჯერ wink.gif
თრასთ მე wink.gif

Posted by: AAA1AAA 26 Oct 2014, 15:14
ხალხო დამეხმარეთ

CVს მივაბა სამოტივაციო წერილი და ისე გავგზავნო? თუ წერილი მეილში ჩავაკოპირო და CV ცალკე მივაბა?
ორივე ერთდროულად რომ გავაკეთო დაშავდება რამე?

Posted by: ibo 31 Oct 2014, 20:58
თბილისი070
QUOTE
Dacier
ნწუ...
პირადი ინფოს მერე მოდის განათლება და მერე სამუშაო გამოცდილება.

ისე დარწმუნებით წერ რომ დავინტერესდი ვინ შეადგინა ეგ წესები რა რის მერე იწერება?

მე მიწერია ჯერ სამუშაო გამოცდილება და მერე განათლება და სადაც გავგზავნე ყველგან დამპატიჟეს გასაუბრებაზე...
ზოგადად ეგ წესები არის ზღაპარი... მთავარია CV იყოს ადვილად წასაკითხი და გასაგები ასევე მოტივაციის წერილი...

Posted by: Dacier 31 Oct 2014, 21:52
ibo
წესები ცოტა ხმამაღალი ნათქვამია..
იმ მარტივი მიზეზის გამო , რომ დამსაქმებელს აინტერესებს ბოლო ორი წელი რას /სად ვმოღვაწეობდით ჯობია პირველი სამუშაო გამოცდილება დავწეროთ..

ადვილად გასაგები და მარტივი =) ზედმეტი გაფორმებების გარეშე.. და არ იყოს დიდი.. სასურველია 2 გვერდი მაქსიმუმ..

Posted by: ibo 1 Nov 2014, 00:35
Dacier
ბოლო ორი რატომ? მანამდე რა გამოცდილებაც აქვს ის ნაკლებად მნიშვნელოვანია?

წესები ზღაპარია მეთქი იმიტომ ვწერ რომ არის სამსახურები სადაც პრაქტიკაზე მეტად თეორია აინტერესებთ... გარდა მაგისა თუ ქრონოლოგიურად დაალაგებ და ჯერ სწავლით დაიწყებ არც მაგითი შავდება რამე... ზოგადად ეს ჰრ სფერო არის ძალიან უაზრო, რეალურად სარგებელი რომ არ არის და ხელოვნურად რომ უზრდიან მნიშვნელობას უაზრო წესებით

Posted by: Dacier 3 Nov 2014, 10:26
ibo
QUOTE
მანამდე რა გამოცდილებაც აქვს ის ნაკლებად მნიშვნელოვანია?

მნიშვნელოვანია ,რა თქმა უნდა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც რამოდენიმე წლიან გამოცდილებას ითხოვენ ამა თუ იმ ვაკანსიაზე.
უბრალოდ, როცა დიდი ხანია ბოლო სამუშაო ადგილიდან წყვეტა, არ მოსწონთ ხოლმე დამსაქმებლებს, ამიტომ სასურველია, თუ ქრონოლოგიურად ისე დავწერთ როგორც აღვნიშნე.
ნუ , სრულიად გასაგებია , რომ ხშირად ალოგიკურია ეს მოთხოვნები.. თუმცა დღეს რა სიტუაციაცაა ამ ბაზარზე იმას მოგახსენებთ.
QUOTE
გარდა მაგისა თუ ქრონოლოგიურად დაალაგებ და ჯერ სწავლით დაიწყებ არც მაგითი შავდება რამე...

როგორც გნებავთ ისე დაალაგებთ რა თქმა უნდა =) თქვენი გადასაწყვეტია.. თუმცა, შანსები უფრო მეტია ხოლმე როგორც წესი და ე.წ HR - ს უფრო მოსწონთ ესეთი რეზიუმეები.


QUOTE
ხელოვნურად რომ უზრდიან მნიშვნელობას უაზრო წესებით

ეს გასაგებია, ამასთან დაკავშირებით მეც ჩემი ზრი მაქვს , რომლის დაფიქსირებასაც მგონი არანაირი აზრი არ აქვს, ესეთია დღეს საქართველოს შრომის ბაზარი და მოთხოვნები..
სამწუხაროდ...

Posted by: axavild 12 Nov 2014, 16:47
"სარეკომენდაციო წერილი, რომელშიც რეკომენდატორი მიმართავს საკონკურსო-საატესტაციო კომისიას და ნათლად აღწერს კონკურსანტის შეფასებას და მის შესაბამისობას კონკრეტული (აღნიშნული) ვაკანსიის მიმართ;"

ხალხ, ცოტა გავიჭედე და ეს ვინ უნდა დაწეროს?
მე თუ ჩემმა ლექტორმა და დამსაქმებელმა?

Posted by: Dacier 12 Nov 2014, 16:50
axavild
ლექტორმაც შეიძლება დაწეროს, ნუ თუ სტუდენტი ხარ.
ან , თუ სამუშაო გამოცდილება გაქვს იმ დამსაქმებელმა ვისთანაც მუშაობდი

Posted by: axavild 12 Nov 2014, 16:51
Dacier დიდი მადლობა და თუ სამსახურის თაობაზე ვაგზავნი, ლექტორს არ შემიძლია დავაწერინო?

Posted by: თბილისი070 12 Nov 2014, 16:52
ibo
წესები ზღაპარია თუმცა აბდაუბდად ა რ უნდა იყოს შედგენილი. smile.gif

Posted by: Dacier 12 Nov 2014, 16:53
axavild
ნუ, შეიძლება . მაგრამ , მეორე ვარიანტი უკეთესია , თუ შესაძლებლობა გაქვს , რა თქმა უნდა : )

--------------

QUOTE
ზღაპარია

: ))

Posted by: axavild 12 Nov 2014, 16:55
Dacier მადლობა პასუხისთვის

_____________________________________

Posted by: Emma* 17 Nov 2014, 12:46
ქართულად დაწერილი წესიერი რომ გამოსულიყო, ეგეთი cv გინახავთ? მე არა biggrin.gif

Posted by: cuore 29 Nov 2014, 15:27
გამარჯობათ იცით რა მინდა გკითხოთ cv ში სასურველი ხელფასის მითითება შეიძლება???
რატო ვსვავ ამ კითხავას იცით უმრავლესობა ვაკანსიებზე არაა ხელფასის ოდენობა მითითებული


Posted by: keandra 6 Dec 2014, 23:02
hr.gov.ge-ზე ფაილი არ იტვირთება სკანირებული დიპლომი და სერთიფიკატი და ხომ ვერ დამეხმარებით? ამ თემასთან ახლოს არის და იმიტომ ვკითხულობ აქ.

Posted by: n97 6 Dec 2014, 23:55
cuore
არა


ხალხნო ვორდის ფორმატი რო გადავიყვანე pdf ში ასოები დაეწერა ე ს ე ანუ გ ა მ ო ტ ო ვ ე ბე ბით და რა ვქნა?ვერ ვასწორებს ამ ჯანდაბა pdf ს არადა მჭირდება ეგ ფორმატი სივი

Posted by: teooosh 10 Dec 2014, 17:54
keandra

რომ ატვირთავ დამატებას დააჭირე მანამდე არ გამოჩნდება smile.gif

Posted by: Replica 24 Dec 2014, 17:07
სასწრაფოდ მჭირდება CV ფორმა რამე ძალიან გთხოვთ დამეხმარეთ პირველ გვერძე რომ ლინკია იქ არ შედის sad.gif

Posted by: Chelioos 6 Jan 2015, 00:03
ლინკი გაანახლეთ აღარ მუშაობს :3

Posted by: theodous 6 Feb 2015, 20:37
ჯამაატო კარგი სივი ტემპლეიტი დამიდეტ რა ვერ ვახნე sad.gif((((((((((

Posted by: delpiero 7 Feb 2015, 13:13
აქ მარტო დახმარების მთხოვნელები არიან და დამხმარეები არა? biggrin.gif

Posted by: BUFFALOBILL 13 Feb 2015, 19:11
ძალიან მარტივია

delpiero
theodous
Chelioos
Replica


გუგლე დაიმხარეთ

სივის ფორმა ჩაწერეთ და მერე პირველივედან გადმოწერეთ

ინახავს ფაილად და ეგააა შეავსე როგორც გინდა

Posted by: marishka27 9 Mar 2015, 16:45
გამარჯობათ
ინგლისურენოვანი cv -ს ფორმა ხომ არ იცით სად შეიძლება ვნახო?

Posted by: simato 11 Mar 2015, 16:52
გამარჯობა! სამუშაოს დაწყება მინდა და რა მაინტერესებს, სივების დაგზავნას ზოგიერთ შემთხვევაში ადგილზე მისვლა ხომ არ ჯობია და იქ მენეჯერთან გასაუბრება , ან ვინმე სხვასთან ვისაც დასაქმების საკითხი ეხება ?

Posted by: spichuka 13 Mar 2015, 00:22
cv-ის ნორმალური ვარიანტები დამილინკეთ რა(ქართული), რაც აქ წერია რამდენიმე ვნახე, მაგრამ ინგლისური შრიფტებია და ძააან უშნო.. რამე ერთი სადა და დალაგებული გამიჩითეთ :*

Posted by: totti27 14 Mar 2015, 02:21
spichuka

მეც გამომადგება ... თუ ვინმეს გაქვთ დალინკეთ.

Posted by: DDgroup 25 Mar 2015, 00:12
GeFilmi.Com -- ონლაინ ფილმები
GeFilmi.Com -- ონლაინ ფილმები
GeFilmi.Com -- ონლაინ ფილმები
GeFilmi.Com -- ონლაინ ფილმები
GeFilmi.Com -- ონლაინ ფილმები
GeFilmi.Com -- ონლაინ ფილმები

Posted by: praista11 4 Apr 2015, 23:33
spichuka
დავფიქსირდები და თურამე კაი ვარიანტი იქნება ვნახავ მეც ის საიტი აღარმუშაობს სხვა არის კიდე რამე ?

Posted by: RexxaR 5 Apr 2015, 01:46
QUOTE (praista11 @ 4 Apr 2015, 23:33 )


spichuka

სადა და მარტივი

გამოყენებული ფონტი არის http://sourceforge.net/projects/dejavu/files/dejavu/2.34/dejavu-fonts-ttf-2.34.zip/download

რო გადმოწერთ ttf ფოლდერში არის ფონტები და ის დააყენეთ

sylfaen არ გამოიყენოთ biggrin.gif

Posted by: probe_bet 19 May 2015, 00:46
/

Posted by: nutsiko 30 May 2015, 23:55
დაგეხმარებით დასაქმებასთან დაკავშირებულ საკითხებში კონსულტაციით (სხვადასხვა თემაზე: დასაქმება, გასაუბრება, რეზიუმესა და სამოტივაციო წერილის შედგენა, სხვ.).

მომწერეთ PM

Posted by: Qutaiso 31 May 2015, 01:02
nutsiko
QUOTE
დაგეხმარებით დასაქმებასთან დაკავშირებულ საკითხებში კონსულტაციით (სხვადასხვა თემაზე: დასაქმება, გასაუბრება, რეზიუმესა და სამოტივაციო წერილის შედგენა, სხვ.).

მომწერეთ PM

ფასი?

Posted by: nutsiko 1 Jun 2015, 12:43
Qutaiso
პირადად მომწერეთ, ვის რა დახმარება გჭირდებათ დასაქმების საკითხებზე და ფასზე შევთანხმდებით.

Posted by: Leo woman 5 Jun 2015, 00:26
ფოტოს ფორმატის შეცვლა მინდა რეზიუმედი ჩასაკრავად დეხმარეთ გთხოვთ ,ტელეფონით ვარ და ვერ ვაკეთებsad.gif

Posted by: MirrorMagnet 5 Jun 2015, 17:02
მე ყველგან ვგზავნი ინგლისურ ენაზე შევსებულ CV - ს და ხომ არ ტეხავს?

Posted by: M_Ballack 5 Jun 2015, 21:16
.......................................................

Posted by: როლანდ 12 Jun 2015, 12:02
სივის გაკეთება მინდა იქნებ ვინმემ დამეხმაროთ მონაცემებს გეტყვით გამიკეთოთ თუ გცალიათ ვინმეს, კარგი საქმე იქნებ გაკეთოდ მეც რამეში გამოვადგე ვინმეს...

Posted by: account66 12 Jun 2015, 13:33
QUOTE
მე ყველგან ვგზავნი ინგლისურ ენაზე შევსებულ CV - ს და ხომ არ ტეხავს?

კი

Posted by: Lazva 12 Jun 2015, 13:51
RexxaR
QUOTE
sylfaen არ გამოიყენოთ

მე ვფიქრობ სილფაინი ჯობია, ონლაინშიც ქართულად ხსნის და იმიტომ
ეგ ფონტიც ეგრეა თუ აუცილებელია გადმოწერა

--
ჰრ-სთან შეხება არ მაქ მაგრამ ცუდ ცვ რომ ვხედავ წნევა მიწევს წარმომიდგენია ჰრ-ს რა მოსდის (( დაბადების დღეზე გადაღებული სურათები, დაფოტოშოფებული ხედი, გაურკვეველი ფორნტი. ზედმეტი ინფორმაცია :X

Posted by: Dacier 19 Jun 2015, 09:54
როლანდ
გვცალია, თუ სურვილი კიდევ გაქვს გამოუშვი მონაცემები

Posted by: ქართლოსი 25 Jun 2015, 14:14
სივის ფორმები სად დევს?
=========================
=========================

Posted by: justhappy 28 Jun 2015, 04:09
აბა თუ ვინმემ იციტ იქნებ დამეხმაროთ როგორ შევავსო სვ იქნებ ამიხსნად

Posted by: ქართლოსი 29 Jun 2015, 09:04
nutsiko
QUOTE
დაგეხმარებით დასაქმებასთან დაკავშირებულ საკითხებში კონსულტაციით



მსოფლიოს მართველი მინდა გავვხდე და როგორ მოვახერხო?

Posted by: ThelicH 10 Jul 2015, 14:04
მაინტერესებს იქნებ დამეხმაროთ, ვეძებ სამსახურს მარკეტინგის სფეროში ნუ ალბათ კერძო დაწესებულებაში.. ხოდა წვერი მაქ მოშვებული და ხელებზეც ტატუები მაჯიდან დაწყებული smile.gif) ხოდა ეს საქართველოში მისაღებია ? თუ გაპარსულ გამოლოკილი ნანეტიანი ტიპი უნდა იყო ?

Posted by: n-e-r-v-o-z-a 17 Jul 2015, 15:15
როგორც წესი დამსაქმებლისთვის პირველი ეფექტი ვიზუალია და შეიძლება უარყოფითად განეწყოს, თუმცა საუბარში თუ დაარწმუნებ რომ ეგ საქმე კარგად იცი და გაუძღვები თავისუფლად, მაშინ დიდი შანსია შენი სტილი მისაღები იყოს მათთვის

Posted by: LOLZ 29 Jul 2015, 08:49
ThelicH
CV-ში ფოტო არ დაურთო. ნორმალური ორგანიზაციები არ ითხოვენ ხოლმე. ვინც ითხოვს ჯერ შეხედე რამდენად სანდო/ნორმალური დამსაქმებელია.
სამწუხაროდ ბევრი დამსაქმებელი ჯერ სტერეოტიპულად მოაზროვნე ტიპია, შემდეგ პროფესიონალი თორემ ტატუ/წვერის ამბავი მეორეხარისხოვანი უნდა იყოს. მთავარია კანდიდატი იყოს მოწესრიგებული და თავისი საქმის პროფესიონალი. ჰოდა ეგ ისეთი კითხვაა რაზეც კონკრეტულმა დამსაქმებელმა უნდა გიპასუხოს smile.gif) შეიძლება არც იმოქმედოს.

Posted by: ბაიკო 30 Jul 2015, 06:34
ThelicH
ფოტო სივში კოსწუმი ..
მარკეტინგში მნიშვნელოვანია გარეგნობაც

Posted by: gabinio 1 Aug 2015, 23:10
.....................................

Posted by: justhappy 22 Aug 2015, 02:13
ეჰ მარტო ცვ რო შველოდეს საქმეს და სამსახურის დაწყებას კაი იქნებოდა

Posted by: akkai 22 Aug 2015, 02:30
ისე cv-ს მეილით აგზავნით როგორც წესი და ჯერ მეილის მისამართს მიხედეთ;
სერიოზული ორგანიზაციეი არც განიხილავენ ისეთ რეზიუმეებს ( არც ხსნიან) რომელიც არასერიოზული მეილებიდანაა მიღებული:

ტატუშკები@რამბლერ.რუ
გოჩიტო@ყაჰოო.ცომ
ტიკო05ტაკო @გამბლერ.რყ და ასე შემდეგ:
მაქსიმალურად ეცადეთ სახელი და გვარი მთლიანად თუ არა ნაწილობრივ იყოს დაფიქსირებული

Posted by: nutsiko 24 Aug 2015, 00:07
akkai
კარგი შენიშვნაა.

ასეთ რეზიუმეებს როცა ვიღებ, სადაც ელფოსტა არის დაახლოებით ასეთი: ლამაზუკა ძაღლუკა მაილ.რუ, ავტომატურად გადადის ნაგვის ყუთში. არც განვიხილავ ისეთ კანდიდატურას, რომელიც საკუთარ თავს მეტი სერიოზულობით არ ეკიდება და კნინობით-ალერსობითი ფორმით ცდილობს ჩემს ორგანიზაციაში მუშაობის დაწყებას.

ზოგადად, სავალალო მდგომარეობაა კანდიდატების შერჩევის სფეროში და ამიტომ არ ვიშურებ ძალ-ღონეს და ენერგიას, რომ სხვასაც გავუზიარო, როგორ მიაღწიონ წარმატებას, რომ სულ მცირე გასაუბრებაზე დაიბარონ.


Posted by: ssoppoo 24 Aug 2015, 22:24
გამარჯობათ,მაინტერესებს CVთან ერთად იწერება სამოტივაციო წერილი თუ ცალკე ფაილში?

Posted by: nutsiko 24 Aug 2015, 23:55
ssoppoo
რა თქმა უნდა, ცალკე smile.gif ცალკეა რეზიუმე, ცალკე - სამოტივაციო წერილი, რომელიც ასახავს შენს დასაბუთებას, რატომ ხარ შესაფერისი კანდიდატი ამა თუ იმ ვაკანსიისთვის, გამომდინარე შენი კვალიფიკაციიდან.

Posted by: popusha 31 Aug 2015, 22:17
nutsiko
QUOTE
დაგეხმარებით დასაქმებასთან დაკავშირებულ საკითხებში კონსულტაციით (სხვადასხვა თემაზე: დასაქმება, გასაუბრება, რეზიუმესა და სამოტივაციო წერილის შედგენა, სხვ.).

მომწერეთ PM

კიდევ თუ მოძველებული ინფოა?

Posted by: nutsiko 1 Sep 2015, 14:08
popusha
Still active.

Gisment pm-shi

Posted by: ვივიანა 4 Sep 2015, 20:28
GIPA-ში ვაპირებ ჩაბარებას 3 თვიან კურსზე და ცვ უნდა გავაგზავნო, იქნებ ნორმალური ცვ-ს ფორმა გქონდეთ.
და კითხვა მაქვს ასეთი , ვაბარებ "ჯანდაცვის პოლიტიკა და ადმინისტრირება" , სტომატოლოგიური მაქვს დამთავრებული და მივუთითო ტრენინგები, სტაჟირებები, კონფერენციები?
იქნებ ვინმემ იცოდეს.
დიდი მადლობა.

Posted by: zabzu 7 Sep 2015, 11:42
ხალხო თუ შეგიძლიათ დამეხმარეთ
ერთმა კომპანიამ ტესტირებაზე დამიბარა
რაღაც უნარები იქნებაო,
თუ ვინმეს დაგიწერიათ, როგორი ტესტები იქნება ხომ ვერ მეტყვით

Posted by: ARMINDA 17 Sep 2015, 22:14
აუ კარგი cv მომეცით რა
.............

Posted by: Don2 24 Sep 2015, 14:37
გამარჯობა , წესიერი სივის ნიმუში რომ მომცეთ შეგიძლიათ?
რაც მაქვს საშინლად არ მომწონსyes.gif

Posted by: unusual 25 Sep 2015, 10:41
akkai
nutsiko
ანუ ვთქვათ ასეთ მეილს დააიგნორებდით? Tina_08@mail.ru

და ერთი რამ მაინტერესებს კიდევ
Work experience:
Position: Office manager
Work duties: Responsible for all the activities, that requires this position.
სამუშაო ვალდებულებებში რომ აღარ ჩავწერო დეტალურად რას ვსაქმიანობ ოფისის მენეჯერის პოზიციაზე და პირდაპირ ეს დავწეროკონკრეტულად Responsible for all the activities, that requires this position. როგორ ფიქრობთ არასერიოზულად ხომ არ ჩამითვლიან?

Posted by: რეფორმატორი_ფენიქსი 25 Sep 2015, 11:48
აუ.. საკაიფო cv დამიწერეთ არ გინდათ, იყოს თუნდაც 'ყურანის' ნაირი, არა პრობლემა..
* * *
ანუ როგორ მიდნა ხომ ხვდებით. ჩემი cv-სხვას მაგალითებს რომ აძლევდეს და კარნახობდეს რა და როგორ, კიდე ჩემი რამოდენიმე მიმდევარი ჩაწერეთ, მოიგონეთ, პრობლემა არ მაქ, მიეცით ფანტაზიას გზა ფართო, აბა თქვენ იცით <3

Posted by: nutsiko 25 Sep 2015, 21:27
unusual
ზოგადად, რუსული ელფოსტა რომ აქვთ, მე არ განვიხილავ მაინც და მაინც სერიოზულად (ეს ჩემი მოსაზრებაა და არ მინდა ბევრი კამათი და რუტრუტი ამაზე).

თინა_08 და რაღაც მსგავსი ჭრელო-პეპელა კიდევ არა უშავს, მთავარია, კიდევ უარესი ელფოსტიდან არ იგზავნებოდეს (ასე მაგ: ლამაზუკა ძაღლუკა მაილ რუ და მისთანანი).

არასერიოზულად არ ჩათვლიან ზოგად აღწერს, თუმცა მეტი კონკრეტულობა უმჯობესია.

ზოგადი რეკომენდაციაა, რომ ყოველ ჯერზე ახალი რეზიუმე უნდა შედგეს მოთხოვნებიდან გამომდინარე და პოზიციისთვის შეუფერებელი წინა სამსახურები საერთოდ უნდა ამოიღო რეზიუმედან (ზედმეტი ინფორმაცია არაა საჭირო, დამღლელია და არარელევანტური და მიუთითებს იმაზე, რომ ერთი სტანდარტული რეზიუმე გაქვს ყველა ვაკანსიისთვის).

ყველა ვაკანსიისთვის ცალკე ემზადები, დაწყებული რეზიუმეს გაგზავნიდან და მოტივაციიდან, ასევე გასაუბრების ბოლომდე.

Posted by: unusual 28 Sep 2015, 13:58
nutsiko
მადლობა სასარგებლო ინფორმაციისთვის.
QUOTE
ზოგადად, რუსული ელფოსტა რომ აქვთ, მე არ განვიხილავ მაინც და მაინც სერიოზულად (ეს ჩემი მოსაზრებაა და არ მინდა ბევრი კამათი და რუტრუტი ამაზე).

გასაგებია, მხოლოდ ვიკითხე. (არც გეკამათები.)

Posted by: nutsiko 28 Sep 2015, 15:24
unusual
არაფრის.
როცა დაგჭირდეს, იკითხე და აქ ვართ.

Posted by: baxabaxa 29 Sep 2015, 12:30
10 წლის განმავლობაში ერთიდაიგივე კომპანიასი ვმუშაობდი 7 სხვადასხვა თანამდებობაზე და სატითაოდ უნდა გავშიფრო, რომელზე რა მევალებოდა?
უაზროდ გაწელილი არ გამოვა?
თუ ჯობია უბრალოდ ჩამოვთვალო თანამდებობები.

Posted by: nutsiko 1 Oct 2015, 20:28
baxabaxa
თუ სხვადასხვა თანამდებობაა და მოვალეობაც, ლოგიკურად, სხვა იყო, უნდა დაწერო ყველაფერი და ჩამოთვალო.

მხოლოდ თანამდებობების დასახელება არასაკმარისია.

თუ დამსაქმებელი გთხოვს რამდენიმე გვერდში ინფორმაციის ჩატევას, ესეც გაითვალისწინე და იმის მიხედვით იმოქმედე.

წარმატებები შენ!

Posted by: Gadareulli_uzomod 2 Oct 2015, 16:02
11111111111111111111111111111111111111111111111111111111111111111111111111111111111111111111111111111111

Posted by: frajock 13 Oct 2015, 22:16
რაიმე ნორმალური საიტი არ არსებობს , სადაც CV-ის ნიმუშები/შაბლონები იქნება განთავსებული ?





Posted by: Montana7 17 Oct 2015, 00:04
გამარჯობათ,ვინმემ დამეხმარეთ ნორმალური სივის გასაკეთებლად ან მომეცით თუ გაქვთ შაბლონი.ენიკეიშიკად მინდა სამსახურის დაწყება.დავიტანჯე ამ სამსახურის ძებნით.მადლობა წინასწარ

Posted by: ThelicH 31 Oct 2015, 20:05
მეც მინდა სივის გაკეთება და ვხედავ თემაში მხოლოდ კითხვებია დასმული და პასუხები ნაკლებად.. მერამდენე ადამიანი ვარ ვინც ითხოვს კარგი სივის ნიმუშს.. იქნებ გააძროთ

Posted by: SoNiK 18 Nov 2015, 00:49
სურათს როდესაც ვურთავ ხომ არაა აუცილებელი მაინცდამაინც 3/4 ზე სურათი დავურთო? ჩვეულებრივი მარტივი სურათიც ხომ წავა?

Posted by: Zura_SX 21 Nov 2015, 12:40
სვ ივსება მოკლედ და კონკრეტულად... გაწელილ სივს არც კი კითხულობენ... შეეცადეთ 1 ან მაქსიმუმ ორ ფურცელზე დატიოთ.
* * *
პირადი ნომერი და მსგავსი წვრილმანები არაა საჭირო. ან ის რატო წამოხვედი ან რამენი გქონდა ხელფასი. მამა სად მუშაობდა და ბებიას შრომის წიგნაკიდან მონაცემები..
კიდე ნუ ჩადებთ სელფებს ზღვის ხედზე ფოტოებს და ბარონივით ტყავის სავარძელში უნ იქნება ფოტოები... ( ბევრი მაქ მსგავსი ფოტო სივში ნანახი)

Posted by: იახსარი 25 Nov 2015, 17:34
Montana7
ThelicH

hr.gov.ge ზე ვასებ რეზიუმეს და პედეეფ ვარიანტს ვიწერ, იქიდან ვაკონვერტირებ ვორდში და ვარედაქტირებ, შემდეგ ისევ პედეეფში გადმომყავს.
http://smallpdf.com/ ამ საიტით კიდე ადვილად დააკონვერტირებთ პედეეფს თითქმის ყველა ფორმატში, გამოგადგებათ wink.gif

SoNiK

მე ჩვეულებრივ სურათს ვდებ, არაა აუცილებელი 3 4ზე სურათი

Posted by: nutsiko 25 Nov 2015, 17:49
ვისაც გსურთ რეზიუმეს შედგენა (როგორც თქვენ ეძახით კარგ სივის), მომწერეთ, დაგეხმარებით.

ასევე, დასაქმებასა და გასაუბრებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, თუ რამით შემიძლია, მოგეხმარებით.

მომწერეთ PM.


Posted by: gocv.ge 3 Dec 2015, 00:13
გამარჯობა.

www.gocv.ge აქ კეთდება კარგი სივი. 10–15 წუთში
შეგიძლიათ მოიწონოთ გვერდი ფეისბუქზე: gocv.ge

https://drive.google.com/file/d/0B6LUZyCZSCL5ckNUUTlEYXNwdkU/view

ასეთი სივი კეთდება

Posted by: gocv.ge 3 Dec 2015, 11:04
შესავსებია მხოლოდ ველები, მნიშვნელოვანი ნაწილი (ქვეყნები, ქალაქები (საქართველო), ქუჩები (თბილისი) უმაღლესი სასწავლებლები (საქართველოს ფარგლებში) შეყვანილია. ჩაწერისას სავარაუდო ვარიანტები გამოგიჩნდებათ.

Posted by: Paranormal 3 Dec 2015, 15:12
QUOTE
http://workin.ge/

რამდენი ხანი ვეძებდი

Posted by: Lord_Crusader 16 Dec 2015, 16:46
QUOTE (Paranormal @ 3 Dec 2015, 15:12 )
QUOTE
http://workin.ge/

რამდენი ხანი ვეძებდი

სურათს რატო ვერ ვამატებ? help.gif

Posted by: gocv.ge 17 Dec 2015, 17:46
დარეგისტრირდით, შეავსეთ ბლოკები და ჩამოტვირთეთ თქვენი სივი .pdf ფორმატში.
10–15 წუთში გექნებათ მაღალი ხარისხის სივი.

ნიმუში იხილეთ აქ:
https://drive.google.com/file/d/0B6LUZyCZSCL5ckNUUTlEYXNwdkU/view?pref=2&pli=1
* * *
CV ფორმა მოსახერხებელია და დალაგებული ზომებში.
მალე იქნება სხვა ფორმები.
ისარგებლეთ, გისურვებთ წარმატებებს.
* * *
ვებ გვერდი სახელი არის http://gocv.ge
მოგვიწონეთ პროექტი ასევე Facebook ზე.
თუ ისარგებლებთ დაგვიტოვეთ თქვენი კომენტარები.

Posted by: atila92 21 Dec 2015, 16:08
როცა მეილზე აგზავნით პდფ გაფართოება ჯობია თუ დოკ? ზოგი ამბობბს ვორდის ფაილს ვაგზავნიო და პდფ არ ჯობია?

Posted by: acad 21 Dec 2015, 16:33
atila92
QUOTE
როცა მეილზე აგზავნით პდფ გაფართოება ჯობია თუ დოკ? ზოგი ამბობბს ვორდის ფაილს ვაგზავნიო და პდფ არ ჯობია?

კი, pdf ფორმატი უკეთესია, თუმცა ორივე ერთად შეგიძლია გააგზავნო.

odt გაფართოების რეზიუმეც შეიძლება გააგზავნო, მოიკიდა ფეხი ღია დოკუმენტის სტანდარტის გამო.

Posted by: atila92 21 Dec 2015, 16:43
მადლობა
და კიდევ ერთი რაღაც მაინტერესებს, მეილს მიაქციეთ ყურადღებაო და ასეთი მეილი მაგალითად ცუდია? batumeli@gmail.com

Posted by: gorgosha 21 Dec 2015, 17:14
atila92

მთავარია შიგნით რა გეწერება იმას მიაქციონ ყურადღება მაგას გადაიტანენ რამენაირად :-))))

Posted by: acad 21 Dec 2015, 17:33
atila92
QUOTE
მადლობა
და კიდევ ერთი რაღაც მაინტერესებს, მეილს მიაქციეთ ყურადღებაო და ასეთი მეილი მაგალითად ცუდია? batumeli@gmail.com

ბევრად უკეთესი იქნება სახელსა და გვარს თუ გამოიყენებ.
მაგ: john.smith@hostname
john_smith@hostname
jsmith@hostname
johns@hostname
johnraysmith@hostname
john.ray.smith@hostname
john.r.smith@hostname
j.r.smith@hostname
smith.john@hostname
smith.j@hostname
smith.j.r@hostname

Posted by: tornike4004 26 Dec 2015, 01:18
C ლიცენზიის მისაღებად სასწავლო კურსები 2016 ის იანვარში დაიწყება



მწვრთნელთა განათლების განყოფილების ორგანიზებით C ლიცენზიის მიღების მსურველთათვის სასწავლო კურსები იანვარში დაიწყება. კურსები ორ ჯგუფად დაიწყება და სტარტს 19 და 28 იანვარს აიღებს.

მწვრთნელთა სალიცენზიო კურსებზე სწავლის მსურველებმა სფფ–ს მწვრთნელთა განათლების განყოფილებაში შემდეგი დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინონ:
პირადი განცხადება
ცნობა ჯანმრთელობის შესახებ
ცნობა პოლიციიდან ნასამართლეობის შესახებ
ცნობა ნარკოლოგიურიდან
პირადობის მოწმობის ქსერო ასლი
400 ლარი
საკონტაქტო ინფორმაცია

დამატებით ინფორმაციისათვის დაუკავშირდით სფფ–ს პრეზიდენტის აპარატის მენეჯერს – ეკა ნადირაშვილს (8 77 99 09 19 )

სფფ–ს პრესსამსახური
მეც მინდა c კატეგორიის აღება და შეიძლება???????????????????????????? ნებისმიერ მსურველს შეუძლია გაიაროს კურსები და აიღოს უეფას ც ლიცენზია

Posted by: Qutaiso 29 Dec 2015, 05:42
gocv.ge
სამუშაო გამოვცდილების თანმიმდევრობა უკუპროპორციულად უნდა იყოს მგონი განლაგებული, ფორმა მმეწონა ისე მარა ტრეინინგი ან რამე მსგავსი სად უნდა მიუთიო? წარმატებები

Posted by: gocv.ge 29 Dec 2015, 22:15
Qutaiso

ტრენინგი და სხვა აკადემიური აქტივობა "განათლების" ბლოკში არის.

პირველი სასწავლებლის შესავსები ველების დაბლა საშუალება არის დაამატოთ ახალი საასწავლებელი, ტრენინგი და ა.შ.
ზოგადად ინსტრუქციები იმის შესახებ თუ როგორ შეავსოთ უკეთესად CV შეგიძლიათ იხილოთ აქ: http://gocv.ge/index/howto

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ საიტი ჯერ კიდევ განვითარების საწყის ეტაპზეა. კეთდება ყველაფერი სრულფასოვნად, მაგრამ იანვარში იქნება უკეთესი, იქნება სხვა ფორმები სივისთვის და კიდევ ბევრი სასარგებლო რამ.

Posted by: Qutaiso 30 Dec 2015, 10:41
gocv.ge
ბოლოს სად მუშაობდი, ბოლოს სად სწავლობდი და ასი 2015 დან ქვემოთ ასე უნდა ეწეროს!!! და არა პირიქით!!! სერიოზული ხარვეზია ეგ და გაითვალისწინე

Posted by: gocv.ge 30 Dec 2015, 11:28
Qutaiso

არა, არ არის არანაირი ხარვეზი.

ის ლინკი მხოლოდ საჩვენებელი ვარიანტია წმინდა ვიზუალური მხარე, რომ იყოს გასაგები.
თანმიმდევრობა ისეთი იქნება, როგორსაც არიჩევთ, ამაში საიტი არ ზღუდავს არავის.
* * *
საჭიროა მხოლოდ, რომ მომხმარებელმა თვითონ აირჩიოს თანმიმდევრობა, საიტი ამ ვერსიაში ქრონოლოგიას თვითონ ვერ ალაგებს. სხვა დანარჩენს აკეთებს ძალიან კარგად. უბრალოდ არიჩიეთ სამუშაო ადგილი და განათლება ქრონოლოგიით 2015 დან ქვემოთ და შესაბამისად შეიყვანეთ, შესაბამისადაც გამოჩნდება.

მე იმ საჩვენებელ ლინკს შევცვლი, რომ ქრონოლოგიის ნაწილში გაუგებრობა აღარ გვქონდეს.

Posted by: goglikaaa 5 Jan 2016, 19:45
gocv.ge
დაბადების თარიღს არ აჩვენებს და ეგ გაასწორეთ

Posted by: gocv.ge 8 Jan 2016, 17:20
http://gocv.ge გთავაზობთ ორ სხვადასხვა შაბლონს (მიმდინარე ეტაპზე)

ვიზუალურ ნაწილში განსხვავება არ არის, თანმიმდევრობა აქვს სხვადასხვა.
* * *
შაბლონების ნახვა შესაძლებელია http://gocv.ge –ს პირველ (რეგისტრაციის გვერდზე

* * *
შაბლონების ნახვა შესაძლებელია http://gocv.ge –ის პირველ გვერდზე
აქვე გთავაზობთ დაგენერირებული CV -ის .pdf საჩვენებელ ვარიანტებს.

CV ფორმა A http://gocv.ge/files/CV%20%E1%83%A4%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%9B%E1%83%90%20A.pdf
CV ფორმა B http://gocv.ge/files/CV%20%E1%83%A4%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%9B%E1%83%90%20B.pdf


* * *
მოიწონეთ ჩვენი გვერდი ასევე ფეისბუქზე:

https://www.facebook.com/gocvge/

Posted by: gocv.ge 20 Jan 2016, 00:32
ჩვენთან სიახლეებია:

https://www.facebook.com/gocvge/photos/a.89...?type=3&theater

https://www.facebook.com/gocvge/photos/a.89...?type=3&theater

CV-ის გენერირება უკვე ხელმისაწვდომია ინგლისურ და რუსულ ენებზე

Posted by: Giorgijee 25 Jan 2016, 11:06
Magalitad saxeli gvari : Ganatleba : Ase dawera unda tu pirdapir saxels da gvars davweer mere universitetis saxels da ase shemdeg Tu her win agnishvna unda saxeli gvari : Ase?

Posted by: Jean 25 Jan 2016, 15:03
Giorgijee

სხვადასხვა ტიპის შაბლონები არსებობს და დიზაინები შეგიძლია მონახო ინტერნეტში, ზოგან აქვს, ზოგან არა.

მე მქონდა სხვადასხვა ფორმები CV, იტოგში ფონტების შერჩევა და ზომებში სწორება ტვინის ბურღვაა.
აქ, რომ წერია http://gocv.ge იქ შეავსე. საკაიფოა.
თუ ინსტრუქციას მიყვები ძალიან კარგი გამოდის.

Posted by: Giorgijee 25 Jan 2016, 23:10
Power pointshi da eqselshi ketdeba eg

Posted by: Ambitious_Person 26 Jan 2016, 21:14
მართვის მოწმობა რომელ გრაფაში ჩავწერო?

Posted by: gocv.ge 26 Jan 2016, 21:32
ბლოკი - უნარები და კომპეტენციები
კომპეტენციები-ს ველში
"მართვის მოწმიბა B კატეგორია

მერე ჩავამატებთ, რომ პროგრამულად არჩევა შეიძლებოდეს

Posted by: CloUd_NiNe 2 Feb 2016, 02:45
სხვა უნივერსიტეტში თუ გადავედი მობილობით და უნივერსიტეტიც იქ დავამთავრე სივში წლებს როგორ ვუთითებ? აი მაგალითად ორი კურსი სხვაგან ვისწავლე და დანარჩენი ორი სხვაგან ან ერთი კურსი სხვაგან და დანარჩენი სამი სხვაგან. სადაც დიპლომი ავიღე იმ უნივერსიტეტში სწავლის პერიოდი უნდა მივუთითო? თუ უბრალოდ ვწერ რომელი უნივერსიტეტი დავამთავრე რომელ წელს და ვუთითებ ოთხ წელიწადს? აბა სიტყვაზე ბოლო წელს თუ გადახვედი სხვაგან და ბაკალავრზე სწავლების პერიოდი ერთი წელი მიუთითე რაღაც უცნაურად გამოდის მგონი.

Posted by: gocv.ge 2 Feb 2016, 15:17
CloUd_NiNe

ჩვენთან შეგიძლიათ ჩაწეროთ ორივე.
იმ უნივერსიტეტზე საიდანაც საბუთები გადაიტანეთ ხარისხს არ მიუთებთ, მაგრამ დამატებით ინფორმაციაში ჩაწერთ, რომ გადაიტანეთ საბუთები.
ვიზუალურად http://gocv.ge ზე დაგენერირებულ pdf ში გამოჩნდება ასე:

Posted by: CloUd_NiNe 2 Feb 2016, 19:13
gocv.ge
მე ის მაინტერესებს თუ ძველ უნივერსიტეტს არ ვუთითებ იმ შემთხვევაში როგორ უნდა დავწერო წლები

Posted by: Nick-Nick:)) 3 Feb 2016, 01:09
gocv.ge

ვისარგებლე და მომეწონა , კარგია up.gif up.gif

უბრალოდ სამოტივაციო წერილი სად დავწერო ?

Posted by: gocv.ge 3 Feb 2016, 14:54
CloUd_NiNe

ვფიქრობ რეალური წლები უნდა იყოს მითითებული.
პერიოდი როდესაც სწავლობდით და ხარისხი რაც მიიღეთ დამთავრებისას.
გირჩევთ ისეთ ვარიანტს რაც წინა პოსტში ვიზუალის სახით შემოგთავაზეთ.

სხვა შემთხვევაში შეგიძლიათ გაწეროთ სასწავლებელი, პერიოდი, ხარისხი. აუცილებლობის შემთხვევაში "დამატებით ინფორმაციიის" ველში შეგიძლიათ მიუთითოთ კომენტარი.
* * *
Nick-Nick:))

თქვენ გსურთ, რომ სამოტივაციო წერილი CV ერთად დაგენერირდეს pdf ფაილში?

Posted by: Nick-Nick:)) 3 Feb 2016, 19:20
gocv.ge

QUOTE
თქვენ გსურთ, რომ სამოტივაციო წერილი CV ერთად დაგენერირდეს pdf ფაილში?


დიახ

Posted by: gocv.ge 3 Feb 2016, 21:18
Nick-Nick:))

ახლა არ გვაქვს ეს ფუნქცია, მაგრამ ჩავამატებთ.
გვადევნეთ თვალყური ფეისბუქზე, რომ სიახლეების საქმის კურსში იყოთ.
ამის დამატრბას ცოტა დრო დასჭირდება, რომ ვიზუალური და ტექნიკური მხარე დავალაგოთ.

მოკლედ აუცილებლად გავითვალისწინებთ, მადლობა შენიშვნისთვის.

Posted by: Nick-Nick:)) 3 Feb 2016, 22:10
gocv.ge


QUOTE
გვადევნეთ თვალყური ფეისბუქზე, რომ სიახლეების საქმის კურსში იყოთ


კი ბატონო smile.gif

QUOTE
მოკლედ აუცილებლად გავითვალისწინებთ, მადლობა შენიშვნისთვის.


up.gif up.gif up.gif

Posted by: chiefangel 5 Feb 2016, 14:28
გამარჯობა,

ვისაც სურვილი გაქვთ, რომ თქვენი რეზიუმე ინდივიდუალური იყოს და თან კონტენტის დამუშავებაში და სწორ ფორმულირებაში დაგეხმარონ, მიმართეთ: http://stepup.ge/?q=GE/node/98

სერვისი ფასიანია, მაგრამ რეზიუმე გექნებათ ისეთი, დამსაქმებელი აუცილებლად "შეამჩნევს", დასავლეთში დამკვიდრებული სტანდარტებით კეთდება, ბოლო ტრენდების გათვალისწინებით smile.gif


Posted by: ТЕА 9 Feb 2016, 23:04
ანდა, აღარ მინდა, ვნახე უკვე....

Posted by: hainrix 10 Feb 2016, 14:24
ზოგიერთს რო კითხო საქართველოში სივის ნორმალურად შეუვსებლობის ბრალია უმუშევრობა lol.gif lol.gif lol.gif
* * *
დაგღალათ უმუშევრობამ? მოგბეზრდათ სივის შევსება? ამოგივიდა ყელში აუტანელი უფროსის საყვედურები? მაშინ შემოიხედე ამ თემაში და 2-3 წელიწადში ბილ გეითსს შეჩემობით დაელაპარაკები.....

https://forum.ge/?f=34&showtopic=34832773

Posted by: Unknown232324 17 Feb 2016, 11:14
გამარჯობა! ხომ ვერ მეტყვით რა უნდა მოიმოქმედოს ადამიანმა იმ შემთხვევაში, თუ დახასიათებას ითხოვს და არ აძლევენ, უფრო სწორად აჭიანურებენ მის მოცემას?

ჩემი ახლობელი მუშაობდა 1 წელი მოლარე ოპერატორად საქართველოს ბანკში, მერე საკუთარი ნებით წამოვიდა. წამოსვლისას არანაირი პრობლემა არ ჰქონია, უბრალოდ წამოვიდა იმიტომ, რომ შედარებით უკეთესი სამუშაო იპოვა. ეხლა ამ სამუშაოზე დახასიათება მოთხოვეს, საქ. ბანკში მივიდა სამჯერ, 2 თვეა გასული და დახასიათება არ მისცეს, დღეს ხვალ, დღეს ხვალ მოგცემთო. რას გვირჩევთ? როგორ მოვიქცეთ? ნუთუ დახასიათებას ამდენი დრო სჭირდება?

ერთმა ნაცნობმა ისიც მითხრა, რომ დამსაქმებელს არ გააჩნიაო იმის ვალდებულება, რომ დახასიათება მოგცესო, რაც ძალიან საეჭვოდ მეჩვენება, რომ ეგრე იყოს.

Posted by: gocv.ge 17 Feb 2016, 14:20
Unknown232324

გამარჯობა.

ასეთი ცალსახად შეგვიძლია გითხრათ, რომ ასეთი ვალდებულება კანონმდებლობით გამაგრებული არ არის, თუმცა დახასიათების არგაცემის მიზეზიც გაუგებარია (15 წუთის საქმეა ბოლოსდაბოლოს)

ვფიქრობთ, რომ თუ დასაბუთებული მიზეზი არ არის რის გამოც დამსაქმებელი უარს ამბობს დახასიათების გაცემაზე, მაშინ ბოლომდე უნხა მიყვეთ და მოითხოვოთ.
ვინაიდან ეს საკითხი არარეგულირებადია, დამსაქმებლის ადამიანობაზე არის დამოკიდებული დახასიატების გაცემა/არგაცემის საკითხი.
თუ საბოლოო ჯამში უარია ესეც უნდა დასაბუთდეს რატომ...

ჩვენ გირჩევთ, რომ წერილობით მიმართოთ კანცელარიის გზით.
დარწმუნდით, რომ ჩაიბარეს, ასლზე მიმრებს ხელი მოაწერინეთ და მიჰყევით ბოლომდე.
არ აქვთ უფლება უპასუხოდ დაგტოვონ.

იმედია ჩვენი რჩევა დაგეხმარებათ...

https://www.facebook.com/gocvge/

Posted by: Unknown232324 18 Feb 2016, 18:40
gocv.ge

დიდი მადლობა!

Posted by: simato 18 Feb 2016, 18:51
გამარჯობა! შემდეგი კვირის ბოლოს გასაუბრება მაქვს სამსახურში, სადაც დიდი ალბათობით ამიყვანენ და მაინტერსებს, მე ეხლა რომ გავაკეთო ყველა საბუთი(დახასიათება, ნასამართლეობის ცნობა, ნარკოლოგიურის, ჯანმრთელობის) რასაც აყვანის შემთხვევაში მომთხოვენ, მიიღებენ თუ შეიძლება თავიდან მომთხოვონ გაკეთება?
შემდეგი კვირა დატვირთული მაქვს და თუ წინასწარ შეიძლება გაკეთება მირჩევნია მოვიცილო.

Posted by: gocv.ge 19 Feb 2016, 11:11
simato

გამარჯობა

დახასიათება, ცალკე თემაა და მას უფრო დიდ ხნიანი ვალიდურობა გააჩნია, მაქს. 1 თვე. სასურველია იყოს უკანასკნელი დამსაქმებლის მიერ გაცემული, მაგრამ ვფიქრობ სასურველია არა უმეტეს 2 კვირით ადრე მომდევნო დასაქმებამდე. რაც ნაკლები იქ ები შუალედი მით უკეთესი!

რაც შეეხება ცნობებს: 1. ნარკოლოგიურიდან ცნობის შემთხვევაში მსუბუქი ნარკოტიკი ანაშა 4 თვემდე რჩება მისი კვალი ორგანიზმში, ჰეროინი დაახლეიბით 1 კვირა დ ა. შ. ანუ ამ ლოგიკიდან გამომდინარე სასურველია, რომ მაქს. ერთი კვირით ადრე გაკეთდეს ცნობა.
2. ნასამართლეობის შესახებ ცნობის ერთი კვირით ადრე გაკეთებაც არ უნდა იყოს პრობლემა.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, ყოველივე ზემოთ აღნიშნული, დიდ წილად დამოკიდებულია ინდივიდუალურ დამსაქმებელზე, მის HR და უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლების მიდგომაზე და ხედვაზე


* * *
ჩვენს მომხმარებლებს შეუძლიათ "სამუშაო გამოციდელბის" და "განათლების" ბლოკებში ინფორმაცია შეიყვანონ ნებისმიერი თანმიმდევრობით.
გენერირებულ CV-ში გამოჩნდება ინფორმაცია ქრონოლოგიურად უახლესიდან ძველისკენ.

https://www.facebook.com/gocvge

Posted by: simato 22 Feb 2016, 22:11
gocv.ge

მადლობა smile.gif up.gif

Posted by: gocv.ge 25 Feb 2016, 11:36
http://gocv.ge/geo/index/viewcvpdf/736

კალათბურთში ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ილიას ზუროსის CV smile.gif

Posted by: KD  9 Mar 2016, 00:35
up.gif up.gif

Posted by: gocv.ge 11 Mar 2016, 11:55
არ აქვს მნიშვნელობა ინფორმაციის თანმიმდევრობას ბლოკებში "განათლება" და "სამუშაო გამოცდილება"... smile.gif დაგენერირებულ ვერსიაში და PDF ფორმატში ავტომატურად დალაგდება უახლესიდან ძველისკენ!

Posted by: gocv.ge 15 Mar 2016, 12:14
ფეხბურთში საქართველოს ეროვნული ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელის ვლადიმერ ვაისის CV
www.gocv.ge წარმატებას უსურვებს ეროვნულ ნაკრებს და სლოვაკ სპეციალისტს!

http://gocv.ge/geo/index/viewcvpdf/1306

Posted by: meu 2 Apr 2016, 20:54
gocv.ge

დაბადების თარიღი რატომ არ ჩანს?

Posted by: gocv.ge 8 Apr 2016, 11:47
meu

ამ ვარიანტში არ ჩანს.
ახალი სივები იქნება ერთ თვეში დაახლოებით, ახალი დიზაინები.
ზოგიერთში გამოჩნდება ასაკიც.

Posted by: timshemexe 18 Jun 2016, 16:57
ძმატცი ახლა ვავსებ პირველ სივს, იქნებ მოხდეს რამე კარგი biggrin.gif

Posted by: atila92 19 Jun 2016, 20:10
cv მაქვს ამოსაბეჭდი და დასატოვებელი და როგორ ჯობია ფოტო დავურთო?

Posted by: TRAVKA 1 Jul 2016, 10:54
atila92
QUOTE
cv მაქვს ამოსაბეჭდი და დასატოვებელი და როგორ ჯობია ფოტო დავურთო?

უკეთესია დაურთო
* * *
user posted image
იქნებ მითხრათ ამ ველში რა დამატებითი დოკუმენტაციაა საჭირო ჩასაწერი ან ასატვირთი?

რაც შეიძლება მალე რომ მითხრათ,გმადლობთ წინასწარ...

Posted by: სერაფიტი 1 Jul 2016, 16:58
Europass-ის ქართული ვერსია მოგვეპოვება?
ვერ ვნახე და თარგმნა მეზარება. ვინმეს თუ გაქვთ, გამომიგზავნოთ იქნებ პირადად ან აქ ატვირთოთ.

Posted by: urekhi 13 Jul 2016, 17:28
პრისეილერის ვაკანსიაზე დამიბარეს გასაუბრებაზე
რჩევები მომეცით პირველად მივდივარ გასაუბრებაზე

Posted by: GeoDevil 14 Jul 2016, 13:14
urekhi
ნახე თუ გამოგადგება: https://www.youtube.com/watch?v=lvptQPcNKQU

Posted by: urekhi 14 Jul 2016, 17:29
GeoDevil
მადლობა გადავხედე
///////////////////////////
საკუთარი მანქანით ფუდპანდას კურიერად მუშაობა რამდენ ლარად ღირს?
მათ რამდენს იხდიან ხო არ იცით?

Posted by: M3BB0 17 Jul 2016, 00:36
დახმარება მჭIრდება ინგლისურად მინდა სივი სამუშაო სივი და გამიჩითეთ რა <3

Posted by: anuuuki 18 Jul 2016, 10:13
CV-ში ფოტო აუცილებელია პირადობის ფოტოს მსგავსი იყოს?? თუ უბრალოდ ნორმალური დალაგებული ფოტოც შეიძლება სადაც სახე ჩანს მარტო და არა ზღვაზე კუპალნიკებში გადაგებული ფოტო

Posted by: theodous 18 Jul 2016, 10:51
http://www.megafileupload.com/s9uY/David_anastasiadi_cv.docx

ჩემი სივი


..................................................................................................................................

Posted by: odiwbam 18 Jul 2016, 10:59
ინგლისურად მჭირდება სივის შევსება ინფორმაციას მე გიკარნახებთ 20 ლარს გადავუხდი მსურველს ...

Posted by: GeoDevil 18 Jul 2016, 13:52
anuuuki
შეიძლება რათქმაუნდა. მთავარია რესტორანში არ იყოს გადაღებული და გადახვეული ხელი არ იყოს ჩამოჭრილი biggrin.gif

Posted by: anuuuki 18 Jul 2016, 13:55
QUOTE (GeoDevil @ 18 Jul 2016, 13:52 )
anuuuki
შეიძლება რათქმაუნდა. მთავარია რესტორანში არ იყოს გადაღებული და გადახვეული ხელი არ იყოს ჩამოჭრილი biggrin.gif

ხო რა ეგეთი არა რა თქმა უნდა მარა აუცილებელი არაა ხო ანუ კედელთან გაჯგიმული გაგიღემული სახით ვიდგე?? smile.gif))))

Posted by: Turf 18 Jul 2016, 14:23
anuuuki
არააა
ჩვეულებრივი სურათიც საკმარისია

დაჟე უკეთესია
უფრო წარმოგაჩენზ ვიდრე აიდის ფოტო

Posted by: anuuuki 18 Jul 2016, 15:35
QUOTE (Turf @ 18 Jul 2016, 14:23 )
anuuuki
არააა
ჩვეულებრივი სურათიც საკმარისია

დაჟე უკეთესია
უფრო წარმოგაჩენზ ვიდრე აიდის ფოტო

უუუფ რა კაიაა, თორე ამ გაშეშებულ ფოტოებში საშინლად ვაარ სადმე ვნახავ ნორმალურად სადაც ვარ და ამოვჭრიი : )))) თორე ვგზავნი გიჟივით ამ სივებს ფოტოს გარეშე და კაციშვილი არ მირეკავს

Posted by: Turf 18 Jul 2016, 16:07
anuuuki
კომპიუტერულ კომპანიაში თუ იმუშავებ მოლარე/კონსულტანტი ის პოზიციაზე გამომიგზავნე მეც და გადავცემ უფროსობას შერჩევისას

Posted by: anuuuki 18 Jul 2016, 16:13
QUOTE (Turf @ 18 Jul 2016, 16:07 )
anuuuki
კომპიუტერულ კომპანიაში თუ იმუშავებ მოლარე/კონსულტანტი ის პოზიციაზე გამომიგზავნე მეც და გადავცემ უფროსობას შერჩევისას

არაა, მადლობაა სხვა სფეროში ვარ და მოლარე/კონსულტანტამდე ვერ ჩამოვალ : ) მაქვს უკვე სამსახური მაგრამ უკეთესს ვეძებ

Posted by: ADEADE 18 Jul 2016, 22:50
1. არავი არ კითხულობს სივის მეორე გვერდს (იშვიათად) ამიტომ მნიშვნელოვანი ინფორმაცია უნდა იყოს პირველივე გვერდზე.
2. სურათი უნდა იყოს როგორც საპასპორტე, ოღონდ მთლად ეგეთი პატარაც ნუ იქნება. ფონის, მყვირალა მაკიაჟის და გაფორმებების გარეშე.
3. სახელი გვარის წინ შეიძლება დაიწეროს საგანმ. დონე მაგ: MA ანა დიდავა.
4. ევროპაში განათლება იწერება სამუშაო გამოცდილების მერე. ანუ ჯერ ჩამოწერენ სად რა უშავიათ, მერე განათლებას. ჩვენთან განათლება თავში სჯობს. მაგ: საქ. ჰუმანიტარული ინსტიტუტი 2001-2005 და წერთ ზუსტად იმას, რაც დიპლომში გუწერიათ.
5. სამუშაო გამიცდილებას ვიწყებთ ბოლო სამსახურიდან. მაგ: 2007-2009 შპს " ლიახვი" ადმინისტრაციული თანაშემწე. ( სასურველია ძალიან მოკლედ მოვალეობები)
6. დამატებითი უნარები, ჰობი და ა.შ თუ არავინ ითხოვს არც აინტერესებთ.
7. სივი უნდა იყოს სადა, მარტივი.
8. მართვის მოწმობა სასურველია სულ ბოლოს ეწეროს, ასევე შევსების თარიღი.
ეს ძირითადია, ზოგი ერთ გცერდსაც ვერ ავსებს და ბევრი უნდა ჩაწეროს რომ რაღაც გამოჩდეს, ზოგიც პირიქით. იგივე მაგალუთად, ევროპაში საკონტაქტო ინფორმაციად ( ელ-ფოსტას, საკ. ნომერს და ა.შ) წერენ ფურცლის თავში სულ კიდეში, (როგორც ჰედლაინს) რომ ადგილი არ დაიკავოს.
მე რაც ვიცოდი დავწერე. წარმატებები ყველას

Posted by: kolopolo 20 Jul 2016, 14:47
ვაკანსიაზე ხელფასი არაა მითითებული:
რო დავრეკო და ხელფასი ვიკიტხო,მიღებული პრაქტიკაა?

უბრალოდ ვმუშაობ და ტყუილად არ მინდა ნაკლებად ანაზღაურებად სამსახურზე ვიფიქრო:

cv-ის კი გავაგზავნიდი, უბრალოდ არის შანსი რომ პოტენციური დამსაქმებელი ეხლანდელ დამსაქმებელს დაუკავშირდეს, ჩემი პიროვნების გადამოწმების მიზნით და ეს არ მინდა.



როგორაა მიღებული ამ დროს?

Posted by: GeoDevil 20 Jul 2016, 16:24
kolopolo
CV-ში მიაწერე სასურველი ხელფასი. თუ დაგირეკეს ეგ არის smile.gif
სავარაუდოდ დარეკვით ვერ გაიგებ. მაგრამ ცდა ბედის მონახევრეა smile.gif

Posted by: kolopolo 20 Jul 2016, 16:27
QUOTE
CV-ში მიაწერე სასურველი ხელფასი.

GeoDevil
ეს ამას
QUOTE
cv-ის კი გავაგზავნიდი, უბრალოდ არის შანსი რომ პოტენციური დამსაქმებელი ეხლანდელ დამსაქმებელს დაუკავშირდეს

არ გამორიცხავს და ამიტო ტავს შევიკავებ ალბათ

Posted by: Essiittaaa 2 Aug 2016, 19:40
უბრალო ვორდში ჩაწერილ სივს წერთ ? თუ რამე უკეთესს ?

Posted by: GeoDevil 2 Aug 2016, 22:20
Essiittaaa
QUOTE
უბრალო ვორდში ჩაწერილ სივს წერთ ? თუ რამე უკეთესს ?

ვორდში ვწერთ, მაგრამ უკეთესს smile.gif

ვორდში დაწერე და გადაიყვანე PDF ფორმატში.

Posted by: Essiittaaa 3 Aug 2016, 00:25
GeoDevil

უკეთესს როგორ ? პირველად ვაკეთებ და ნიმუშს ვერ დამიგდებ ?



word-სთვის მინდა ისეთი ქართული ფონტი ერთ სიმაღლეზე რომ წერია ასოები და იქნებ ვინმემ დამილინკოთ ვერ ვნახე
უშნოდ ჩანს მის გარეშე

Posted by: GeoDevil 3 Aug 2016, 09:38
Essiittaaa
https://www.youtube.com/watch?v=yd8GJb8hhKI
ეს გამოგადგება ნახე.

ფორმა ბევრია ინტერნეტში და შეგიძლია აარჩიო, მაგრამ მე გირჩევ რომ შენ გააკეთო ყოველგვარი ფორმის გარეშე. თანმიმდევრობას და პრინციპს ვიდეოში ამბობს შეროზია.

http://fonts.ge/ აქ შეგიძლია ნახო ფონტები. თუ CV-სთვის გინდა არ გამოიყენო. სილფაინი ჯობია.

ეს გასაუბრებაზე რომ დაგიძახებენ მერე გამოგადგება smile.gif
https://www.youtube.com/watch?v=lvptQPcNKQU
https://www.youtube.com/watch?v=eZg7hgS6zTk

Posted by: Essiittaaa 3 Aug 2016, 15:02
GeoDevil

ყველაფერი გავითვალისწინე და მგონი არც უშნო გამოვიდა და არც ძალიან დიდი.

სურათი რამხელა უნდა იყოს დაახლოებით ? პასპორტში რამხელაც მაქვს ჩაკრული დაახლოებით იმხელა ჩავსვი რეზიუმეშიც

და კიდევ რა მაინტერესებს. აქამდე არ მქონია მუშაობის გამოცდილება და არაფერი ჩავწერო მაგასთან დაკავშირებით ?

უნარ-ჩვევებს რომ აწერენ ხოლმე პასუხისმგებლობის გრძნობა და ასე შემდეგ უნდა ეგ ? biggrin.gif

ძაან ბევრი კითხვა კია მაგრამ იქნებ მიპასუხო მადლობა წინასწარ

* * *
Turf
QUOTE
კომპიუტერულ კომპანიაში თუ იმუშავებ მოლარე/კონსულტანტი ის პოზიციაზე გამომიგზავნე მეც და გადავცემ უფროსობას შერჩევისას



ბიჭებს არ იღებთ ? biggrin.gif თუ იღებთ რა ასაკიდან biggrin.gif

Posted by: evgena 3 Aug 2016, 16:21
QUOTE
 როგორ შევავსო CV ?

რუდუნებით .

Posted by: Turf 3 Aug 2016, 16:39
Essiittaaa
QUOTE
ბიჭებს არ იღებთ ?

biggrin.gif
მოვდივარ 15 -ში მაქედან ;დ

Posted by: gordas 6 Aug 2016, 18:18
CV შაბლონს ვერ მომცემთ ?

Posted by: GeoDevil 7 Aug 2016, 19:36
Essiittaaa
ბოდოში დავაგვიანე პასუხი smile.gif

QUOTE
სურათი რამხელა უნდა იყოს დაახლოებით ? პასპორტში რამხელაც მაქვს ჩაკრული დაახლოებით იმხელა ჩავსვი რეზიუმეშიც

კარგია
QUOTE
და კიდევ რა მაინტერესებს. აქამდე არ მქონია მუშაობის გამოცდილება და არაფერი ჩავწერო მაგასთან დაკავშირებით ?

თუ არ მუშაობდი ესეიგი ჩასაწერიც არაფერია smile.gif
QUOTE
უნარ-ჩვევებს რომ აწერენ ხოლმე პასუხისმგებლობის გრძნობა და ასე შემდეგ უნდა ეგ ?

შეგიძლია დაწერო შეგიძლია არა. მე გირჩევ რომ დაწერო სამოტივაციო წერილი.
* * *
gordas

აქ ნახე https://forum.ge/?showtopic=34414800&view=findpost&p=48495030

Posted by: InsuranceAgent 11 Aug 2016, 13:57
CV შევსების ლინკი თუ გაქვთ ვინმეს შეგიძლიათ გამომიგზავნოთ?

Posted by: GeoDevil 11 Aug 2016, 15:13
QUOTE
CV შევსების ლინკი

ეგ რა არის? biggrin.gif

QUOTE
აქ ნახე როგორ შევავსო CV ? (post #48495030)


Posted by: SuccessLab 13 Aug 2016, 11:40
კარგი ნიმუში არ გაქვთ არავის სივის?? ძალიან მეჩქარება

Posted by: GeoDevil 13 Aug 2016, 14:05
SuccessLab
linkedin.com-ზე დარეგისტრირდი შეავსე და გადმოტვირთე.
ან ნახე წინა პოსტები ვიდეოები დავდე როგორ შეავსო CV.

წარმატებები.

Posted by: ablabuda87 17 Aug 2016, 15:59
სივს სად ამზადებენ არ მაქვს პრინტერი
* * *
ვერაფერში გამოგიყენებთ კაცი რა მარტო კეობებს ბაზრობთ

Posted by: GeoDevil 27 Aug 2016, 02:01
ablabuda87
ზემოთ პოსტებში წერია როგორ უნდა ,,დაამზადო'' CV.

Posted by: gogela777 29 Aug 2016, 11:58
ამ თემასთან არაფერ შუაშია მაგრამ იქნებ ვინმემ იცით ძაღლების თავშესაფრისთვის სპონსორები სად შეიძლებო რო მოვიძიო )

Posted by: Geowalkerstours 31 Aug 2016, 21:40
20 ადამიანის მოგროვების შემთხვევაში სამცხე ჯავახეთის 2 დღიანი ტური 80 ლარის ნაცვლად იქნება 17 ლარად <3 დაუჯერებელია? მარა ასეა , დეტალებისთვის გაეცანით ივენთში მოცემულ ინფოს, მოგვწერეთ პირად შეტყობინებებში ან დაგვირეკეთ 591 01 33 77
ტური ორ დღიანია და მივდივართ კარვებით (ნათხოვარი, ნაჩუქარი,ნაყიდი,ნაქირავები ,კარვებსაც ვიშვით smile.gif )
ეხლა დაფიქრდით რა გაქვთ გეგმაში მომავალ შაბათ კვირას ?!
მოკლედ გელოდებით , უჟმური , წუწუნა, კრუტუნა ხალხი ნუ წამოხვალთ , ვერთობით ყველა ჯიგრულად <3
Geo walkers tours
ყველაზე ჯიგრული ტური Geo walkers tours-ისგან ,თუ რატომ არის ჯიგრული ,წაიკითხეთ ივენთის ინფო და შემოგვიერთდით <3
გაზვლები რუსთავიდან და თბილისიდან , ასევე გზიდანაც შეგვიძლია აყვანა
https://www.facebook.com/events/601615186707926/

Posted by: toyota555 12 Oct 2016, 21:24
მოგელმებით ფორუმელებო. რუსულ ენაზე ითხოვენ რეზიუმეს და როგორ გავგზავნო ხომ ვერ დამეხმარებით?

Posted by: GeoDevil 18 Oct 2016, 09:39
როგორ დავაინტერესოთ დამსაქმებელი: http://www.davidkenchadze.ge/ka/motivation/321

Posted by: ცანადო 22 Oct 2016, 21:04
PLS

მეგობრებო, რეზიუმეს შედგენის აკადემიური გზები მინდა, თუ იცით ლინკები?

Posted by: Cosmonomad 26 Oct 2016, 17:57
მეგობრებო, workin.ge-ზე რომაა cv-ის შედგენა, რამდენად მისაღებია ეგ, თუ იცით ვინმემ? და კიდევ არის თუ არა საჭირო პიროვნული ღირსებების, ინტერესებისა და ეგეთების დაწერა აუცილებელი?

Posted by: GeoDevil 4 Nov 2016, 10:53
სამსახური ვისაც უნდოდა: http://www.onjob.ge/
არ დაგჭირდება არც გასაუბრება არც დილით ადრე მისვლა და ა.შ. წარმატებები.

Posted by: GeoDevil 7 Nov 2016, 10:22
9 უნარი, რომელიც შენს რეზიუმეს სხვებისგან გამოარჩევს: http://www.davidkenchadze.ge/ka/motivation/348

Posted by: BabeRock 9 Nov 2016, 21:00
21 საუკუნეში აუცილებელია სივში რომ ჩავწერო რომ ვიცი ოფისის პროგრამები?

Posted by: GeoDevil 12 Nov 2016, 18:19
სიტუაცია გასაუბრებაზე:
– დაივიწყეთ ყველაფერი, რაც ინსტიტუტში გასწავლეს! აქ ეს არ დაგჭირდებათ!

– მე არ მისწავლია ინსტიტუტში.

– მაშინ თქვენ არ ხართ შესაბამისი კანდიდატურა! ჩვენ მხოლოდ უმაღლესდამთავრებულები გვაინტერესებს!

biggrin.gif

Posted by: GeoDevil 17 Nov 2016, 10:07
როგორ შევავსო CV: http://icv.ge/
http://workin.ge/

Posted by: SHUMI 22 Nov 2016, 08:39
მეგობრებო ინგლისური CV ვის დავაწერინო სად აკეთებენ ნორმალურად და მისაღებ ფასში მომწერეთ რა ძმურად (ძირითადად მინდა რომ ქართულიდან ინგლისურად მითარგმნოს CV)

Posted by: gio3211 21 Dec 2016, 01:44
სვ:დ.....................................................................

Posted by: malishi2007 10 Jan 2017, 21:48
ერთი ნორმალური ინგლისური სივის ფორმა არ უნდა იძებნებოდეს? facepalm.gif

ან ლინკედზე , სტუ რატო არის ქართული სახელწოდებით ლათინური ანბანით ?facepalm.gif

არავის გაქვთ ?

Posted by: LOLZ 10 Jan 2017, 23:08
malishi2007
word templates ნახე. რამდენიმე ვარიანტი იქნება.

Posted by: lavigre 11 Jan 2017, 20:01
ესეიგი თუ ვარ 24 წლის და აქამდე არ ვყოფილვარ დასაქმებული,ჩემი თეატრალური განათლებაც არაფერში მადგება,მთხოვენ გამოცდილებას,რომელიც არ მექნება თუ პირველად არ დამასაქმა ვინმემ. გამოდის რონ ჩამოსაწერი ვარ?

Posted by: mapshnik 14 Jan 2017, 14:08
ხალხნო სივს ვავსებ, არ ვიცი ეს რუსული კარგად დაა ძალიან ბევრ ადამიანს ვიცნობ ვინც არ იცის და სივში მაინც უთითებს რომ კარგად იცის, მე კი მინდა გულწრფელი ვიყო და მივუთითო რომ ცუდად ვიცი, გულწრფელი მაინც ვიქნები რას ფიქრობთ კარგი აზრია? HR რას იფიქრებს თქვენი აზრით?

Posted by: GeoDevil 14 Jan 2017, 14:35
mapshnik
ჯობია საერთოდ არ მიუთითო. შენ კარგად რა არ იცი არ აინტერესებს ჰრ-ს. დაწერე ის რაც იცი და ფიქრობ რო საინტერესო იქნება ჰრ-სთვის პოზიციიდან გამომდინარე.
* * *
lavigre
QUOTE
ესეიგი თუ ვარ 24 წლის და აქამდე არ ვყოფილვარ დასაქმებული,

ეგ ცუდია. ჩემი აზრით 24 წლის ადამიანს რაიმე სამუშაო გამოცდილება აუცილებლად უნდა ქონდეს.
QUOTE
ჩემი თეატრალური განათლებაც არაფერში მადგება,

სხვა პროფესიის განათლებაც არც არავის ადგება biggrin.gif
QUOTE
მთხოვენ გამოცდილებას,

ხო, თუ გთხოვენ გამოცდილებას იქ ვერ დასაქმდები.
QUOTE
გამოდის რონ ჩამოსაწერი ვარ?

რა თქმა უნდა არ ხარ ჩამოსაწერი. მიიღე გამოცდილება. აუცილებელი ხო არ არის იქ დასაქმდე სადაც გამოცდილებას გთხოვენ. გაიარე სტაჟირება, ტრეინინგი და ა.შ. დაწერე კარგი სამოტივაციო წერილი და გააგზავნე ორგანიზაციებში სადაც გინდა დასაქმება. სტერეოტიპია ის რომ ყველა ითხოვს სამუშაო გამოცდილებას. მაგრამ თუ გინდა რომ პირველივე სამსახურში 1000 ლარზე მეტი გქონდეს ხელფასი, მაშინ არ გამოგივა.
საერთოდ მგონია, რომ მთავარია იცოდე რომელ სფეროში გინდა იმუშაო და დაისახო კონკრეტული მიზანი. მერე უსვამ საკუთარ თავს, როგორ მიაღწიო მიზანს და მიყვები პასუხს. smile.gif

Posted by: kaxa1988 8 Feb 2017, 12:54
გამარჯობათ, ერთ სამსახურში მიწევენ რეკომენდაციას და ჩემი CV რომ გადაუგზავნე რეკომენდატორს და იმანაც გაგზავნა პოტენციურ დამსაქმებელთან, უთხრეს რომ CV არ მოეწონათ, არა პროფესიონალურად იყო შევსებულიო, არა და გაკეთებული მქონდა ნიმუშის მიხედვით, ვინმე ხომ ვერ მომეხმარებით რომ გავაკეთო ცოტა ნორმალური CV უკვე არსებულიდან? ან იქნებ მითხრათ ვის მივმართო დასახმარებლად რომ მომეხმაროს და რა არის ზედმეტი ან რა აკლია რომ მირჩიოს?

Posted by: GeoDevil 8 Feb 2017, 13:01
kaxa1988
guramtavkhelidze@gmail.com
ამ მეილზე გამომიგზავნე შენი CV და მეილშივე მოგწერ რჩევებს.

Posted by: ragavaketo 19 Feb 2017, 20:27
ჯკლ;ჰჯკლ;';ლკჯბნმ,.,მნბნმ,.;ლკჯჰგჰჯკლ;ლკჯჰგგჰჯკლ fig.gif help.gif

Posted by: toyota555 19 Feb 2017, 22:13
ამათი ძალით დამსაქმებელ ცოლ შვილს ###### მე, სად არ გავაგზავნე სივი არავინ არ შემეხმიანა. ვინც ჩემი სივი ნახეთ ელ ფოსტაზე და არ შემეხმიანეთ იმის გამო მაინც რომ უარი გეთქვათ ########თ ცოლის ახალი გამობანილი ფუჩური!!!!!!!!!!!!!

Posted by: Cosmonomad 27 Feb 2017, 14:37
აი, სივებს რომ ითხოვენ ფოტოსურათით, მანდ 3x4-ზე ფოტო უნდათ, თუ ცალკე ფოტოს ატვირთვაც მოსულა, ფბ პროფაილის თუნდაც, სელფს არ ვგულისხმობ biggrin.gif

Posted by: LOLZ 27 Feb 2017, 15:27
Cosmonomad
QUOTE
3x4-ზე ფოტო

ფორმალური.
რა ფბ პროფილი და ოდნოები lol.gif

Posted by: Cosmonomad 27 Feb 2017, 20:29
LOLZ
ჩვეულებრივი ფოტო ვიგულისხმე, რად დამცინი? weep.gif

Posted by: LOLZ 27 Feb 2017, 21:27
Cosmonomad
"ჩვეულებრივი" ძალიან ზოგადი სიტყვაა, ვიღაცისთვის შეიძლება მეოგობრებთან ერთად სუფრაზე გადაღებული იყოს, ან ზღვის ფოტოები ან რავი biggrin.gif ფბ-ზე ათას რამეს დებენ... smile.gif)
ფორმალური ფოტო გჭირდება. სადაც იქნები მოწესრიგებული. პირდაპირ იყურები და ა.შ.

Posted by: Nodo_K 27 Feb 2017, 21:40
Cosmonomad
ჩვეულებრივი ფოტო აიღე და კოსტუმი ჩააცვი "ფოტოშოპით"

Posted by: mobilturist 27 Feb 2017, 21:50
მე მჩირდება ავტო დილერი,რომელიც ავტო ბაზრობაზე გაყიდის ჩემს მიერ ჩამოყვანილ ავტომობილს, ყველანაერი პირობებს შეუქმნი რო ჩემი ერთგული პარტნიორი გახდეს,ყველა ნაერად ხელს შეუწყობ რო ჩემი ბიზნე პარტნიორი გახდეს, ხშირად დავდივარ ევროპაში ავტომობილების,ჩამოსაყვანად და მათი რეალიზაციის მიზნით მჩირდება გაყიდვების რეალური პარტნიორი და ჩემი ბიზნესის ხელ შემწყობი პარტნიორი !!!!
* * *
აევე მინდა ღამის საათებში ჩემივე ავტო სამრეცხაოში ,გასაყიდი ავტომობილი გარეცხო და მოამზადო ავტო საბაზროთ,რომელიც გაყიდის და გაუკეთებს რეალიზაცია ჩემს ავტომობილს,რეალურად მოგცემთ ხელფასს,ფა აგინაზღაურებთ რეალურ, თქვენს გამომუშავებულ საათებს !!!!
* * *
არანაერ უმაღლესი განათლება, მე არა გთხოვთ, და დიპლომს !!!!! მე მინდა პარტნიოი, რომნელიც გვერდში დამიდგება, და ჩემს ყველა მოთხოვნა დამიკმაყოფილებს,ღამის საათებში გამირეცხავ ძვირათ ღირებულ ავტომობილებს,და საბაზროთ მომიმზადებ,და გაუკეთებ აევე მის რეალიზაცია !!!!
* * *
QUOTE
ცოლის ახალი გამობანილი ფუჩური!!!!!!!!!!!!!

lol.gif lol.gif
* * *
QUOTE
ამათი ძალით დამსაქმებელ ცოლ შვილს ###### მე, სად არ გავაგზავნე სივი არავინ არ შემეხმიანა. ვინც ჩემი სივი ნახეთ ელ ფოსტაზე და არ შემეხმიანეთ იმის გამო მაინც რომ უარი გეთქვათ ########თ ცოლის ახალი გამობანილი ფუჩური!!!!!!!!!!!!!

lol.gif lol.gif

Posted by: რეამინაცია 27 Feb 2017, 23:22
Nodo.K
QUOTE
ჩვეულებრივი ფოტო აიღე და კოსტუმი ჩააცვი "ფოტოშოპით"


მაგას ისევ ქობულეთში გადაღებული სელფი ჯობია.

გადაიღეთ ერთი ნორმალური სურათი რა პრობლემაა, ან მეგობარი გეყოლებათ დამწყები ფოტოგრაფი ან სტუდიაში მიდით. თუ მაინცდამაინც, მარჯვე ხელები, ბუნებრივი განათებით (მზე), და საშუალო დონის კამერი ან კარგი ტელეფონის კამერითაც კი შეიძლება კარგი სურათის გადაღება.

Posted by: Lev! 9 Mar 2017, 20:57
ვისაც პირველად უნდა სამსახურის დაწყება, (სტუდენტი)
აი რა ჩავწერო სივიში, არაფერი რომ არ მიკეთებია sad.gif

ერთი ჯარში კი ვიყავი biggrin.gif

იდეები მითხარით sad.gif

Posted by: Garsevanishvili 18 Mar 2017, 21:59
.................................................................

Posted by: sanfol 18 Mar 2017, 22:08
Lev!
მემგონი სულ რო არაფერი ჩაწერო უკეთესი იქნება, მე შეუსაბამო სამსახურები მიწერია და იქ სადაც ახლა მინდა დაწყება არ მიყვანენ drug.gif

Posted by: Rayleigh 30 Mar 2017, 20:44
Lev!
QUOTE
სტუდენტი

სტუდენტობის პერიოდში არაფერი არ გიკეთებია კაცო?
ათასი აქტივობები, ოლიმპიადები, შეჯიბრებები და ა.შ არის
biggrin.gif

Posted by: Nodo_K 2 Apr 2017, 19:47
რეამინაცია
QUOTE

გადაიღეთ ერთი ნორმალური სურათი რა პრობლემაა, ან მეგობარი გეყოლებათ დამწყები ფოტოგრაფი ან სტუდიაში მიდით. თუ მაინცდამაინც, მარჯვე ხელები, ბუნებრივი განათებით (მზე), და საშუალო დონის კამერი ან კარგი ტელეფონის კამერითაც კი შეიძლება კარგი სურათის გადაღება.

კაიფობ? biggrin.gif
3-4 ზე სურათი და კოსწიუმი ფოტოშოპით
რა სტუდიის ფოტო ??
ღადაობს აქ ხალხი

ფინანსისტისთვის და ბუღალტერისთვის მინდა რამე კარგი სივის ფორმა არ გააქვთ?

Posted by: რეამინაცია 2 Apr 2017, 22:14
Nodo_K
QUOTE
კაიფობ?


არანაირად no.gif

CVში სურათს ზოგადად არ მივესალმები, მაგრამ თუ საჭიროა ჯობია კარგი სურათი გააკეთო. მთავარი მიზანია ადამიანზე რომელიც ამ სურათს შეხედავს, პოზიტიური შთაბეჭდილება მოახდინო. ფოტოშოპიანი 3x4ზე სურათით ეგ გაგიჭირდება.

ჯერ იქედან დავიწყოთ რომ 3x4 სურათები (aka პასპორტის სურათები) არის ალბათ ყველაზე საშინელი სურათები რაც ადამიანებს გააჩნიათ. 1) უემოციო სახე, 2) სახე პირდაპირ არის კამერისკენ მიმართული რაც ქმნის "დაძაბულ" იერს, 3) განათება, რომელიც როგორც წესი შედგება ერთი ნათურისგან რომელიც პირდაპირ შენი სახისკენ არის მიმართული. შედეგად ადამიანების უმეტესობა 3x4 სურათში გავს კაცის მკვლელს.

მერე მეორე ფოტოშოპი. მე ჯერ "კოსტუმ-დაფოტოშოპებული" სურათი არ მინახავს რომელსაც ეგრევე არ ეტყობა რომ ფოტოშოპია. როგორც წესი დარღვეულია მხრების და თავის პროპორციები, განათება (სახეზე სხვა, და პიჯაკზე სხვა), ფოტოშოპ სურათებში ადამიანებს არ აქვს კისრები (რადგან რთულია კარგად კისერი/საყელოს დაჯენა). თუ არა და დამიდე ისეთი სურათი რომ არ ეტყობოდეს.

სტუდიის ფოტოს არაფერი ფული არ უნდა. არაა საჭირო რაღაც სუპერ-პუპერ ხელვან ფოტოგრაფთან მისვლა. სრულიად საკმარისია ფოტოგრაფი რომელმაც უბრალოდ სურათის გადაღება იცის და მარშრუტკის მძღოლზე კარგი გემოვნება აქვს. და როგორც ვთქვი არც ეგაა პრობლემა თუ ფული არაა, ერთი უბრალო კამერა, მეგობარი და მზიანი ამინდი გინდა. Linkedin პროფილის სურათი მქონდა ადრე, საძინებელში გადავიღე ფანჯრის წინ, ზემოთ პერანგი მეცვა და ქვემოთ შორტები და ფლოსტები, გამოვიდა კანფეტი. რაც ყველაზე მთავარია ეგ ორი მეთოდი ბევრად უფრო ნაკლები საჩალიჩოა ვიდრე ჯერ 3x4 სურათის გადაღება და მერე ფოტოშოპით კოსტუმების მორგება.


Posted by: Nodo_K 2 Apr 2017, 22:27

რეამინაცია
hr ხარ?

რა მიზანი ააქს ფოტოს დადებას ვერ ვხვდები?

Posted by: რეამინაცია 2 Apr 2017, 22:51
Nodo_K
QUOTE
hr ხარ?

რა მიზანი ააქს ფოტოს დადებას ვერ ვხვდები?


HR არ ვარ მაგრამ სტაჟიანი სამსახურის მაძიებელი ვარ და გამივლია ეგ ეტაპები არაერთხელ, პლიუს ამას HRებთან შეხება მქონია და ბევრი ლიტერატურა მაქვს მაგ თემაზე წაკითხული.

დასავლეთში დღესდღეობით CVში სურათს არ აყოლებენ, პირიქით გეუბნებიან რომ არ უნდაო. გადავიდა სურათებზე მოდა. ჩვენთან ჯერ კიდევ შემორჩა. წესით და რიგით სურათი HR-ს პირველი კონტაქტისას არაფერში არ ჭირდება (მოდელებს თუ არ ეძებს კომპანია). თუმცა ჩვენთანაც და სხვაგანაც ხშირად HR-ს აინტერესებს როგორი პიროვნება ხარ. სურათი მაგაში ეხმარება (რამდენად ობიექტურია მასეთი შეფასება ეგ სულ სხვა საკითხია). ამიტომ კარგი სურათი Linkedinში, პერსონალურ გვერდზე თუ CVში მაგ პონტშია მნიშვნელოვანი. შესაბამისად სურათი უნდა იყოს სასიამოვნო და პროფესიონალურად გამოიყურებოდეს (თუმცა არაა საჭირო მაინცდამაინც პროფესიონალის გადაღებული იყოს wink.gif ).

დამეთანხმები ალბათ რომ ასეთი სურათი:
https://s-media-cache-ak0.pinimg.com/564x/de/46/e6/de46e6c7acb8b2182558ba3e8a0dc6d6.jpg

უფრო სასიამოვნო სანახავია, ვიდრე ეს (თვითონ სურათზე აღბეჭდილი ადამიანების სილამაზეზე არ მაქვს აქ ლაპარაკი):
http://i.imgur.com/gO37f.jpg

სურათი არის 100% მარკეტინგი, საკუთარი თავის შეფუთვა. თუ არა ანკეტისთვის სურათი იუსტიციის სახლს და პროკურატურას ჭირდება ხოლმე, კომპანიებს არა smile.gif

Posted by: turist777 18 Apr 2017, 20:59
workin.ge

მოკტა ეს უბედური?

არა და კარგი ცვ მინდაააააააა

Posted by: x360Soulja 20 Apr 2017, 22:16
ამერიკის საელჩოში მაქვს ონლაინ ლექციების კურსები გავლილი სადაც თვითონ საელჩოს თანამშრომლები გვიკითხავდნენ ლექციებს და ეს იდეაში უნდა მეწეროს ხო CV-ში? user.gif



Posted by: LOLZ 20 Apr 2017, 22:42
x360Soulja
კი, ჩაწერე კურსების სახელებიც, თარიღებიც და ორგანიზატორიც.

Posted by: inteZ 21 Apr 2017, 13:13
...............................................................

Posted by: x360Soulja 21 Apr 2017, 14:44
LOLZ
ეგ სად იწერება? Education -ში ვფიქრობდი ჩამეწერა, მაგრამ მანდ რაღაც ნიტოა user.gif

Posted by: LOLZ 21 Apr 2017, 15:35
x360Soulja
ტრენინგები და პროფესიული განვითარება გააკეთე ცალკე

Posted by: DEATHNESS 1 May 2017, 15:53
ეს შიდა კორპორატიული ან უბრალოდ შიდა კონკურსი რა პონტია არავინ იცით?

Posted by: dark.male 11 May 2017, 17:11
რამზე მზა უფასო საიტი არ იცით?

რეზუმეს რომ ამიწყობს,ქართულად

Posted by: GoGoNNa 9 Jun 2017, 09:04
დამეხმარეთ ორიგინალური ავტოიოგრაფიის შედგენაში რა (( პრეზენტავია უნდა გავაკეთო

Posted by: SokSareth 5 Jul 2017, 09:59
როგორ დავწეროთ CV. მასალა მოამზადა სოფიკო ლობჟანიძემ. პორტფოლიოს შეფასებისას ყურადღება ექცევა როგორც მის გარეგნულ ფორმას, ასევე.

https://www.gclub-casino.com/baccarat/[COLOR=red]

Posted by: Divergent 5 Jul 2017, 22:08
სივის რომ აგზავნით თქვენი პორტფოლიოთი, პედეეფში ან ვორდშI დებთ პორტფოლიოს , თუ საიტის მითითებაც შეიძლება სადაც პორტფოლიოს რაღაცეები იდება?

Posted by: Somebody_me 12 Jul 2017, 21:03
მეგობრებო სად შეიძლება ნორმალური ფოტოს გადაღება საბუთებისთვის (არა 3X4)? user.gif რამდენიმე ხნის წინ ფბ-ზე ვნახე გვერდი და ვერაფრით ვპოულობ ახლა

Posted by: ხორხე 13 Jul 2017, 10:39
SokSareth
რეკლამირებას დაანებეთ თავი, წინააღმდეგ შემთხვევაში მიიღებთ სამუდამო ბანს

Posted by: gocv.ge 31 Jul 2017, 16:59
user posted imageuser posted imageuser posted image
* * *
ასეთი cv კეთდება www.gocv.ge ზე.

დარეგისტრირდები (მათ შორის ფეისბუქით) უცებ მარტივად.
შეავსებ პროფილის ველებს, აირჩებს შაბლონს (ახლა ოთხი ცალია) და მორჩა CV პრობლემა.
ჩამოტვირთავ pdf ფორმატში (სერვისი უფასოა ახლა)

შეგიძლია ნებისმიერი ზომის ეკრანით გააკეთო ეს, ტელეფონით წამოწოლილმა ან ტუალეტში ტყუილად ჯდომის დროს smile.gif)
მთავარია იცნობდე საკუთარ თავს, რომ შეიყვანო მონაცემები.

წარმატებებს გისურვებთ!

Posted by: Mr_Zum 19 Aug 2017, 11:37
gocv.ge
სასარგებლო სერვისია, მაგრამ ასევე საინტერესოა, რამდენად დაცულია მომხმარებლის მიერ მოწოდებული პირადი მონაცემები?

Posted by: LOLZ 19 Aug 2017, 12:32
Mr_Zum
ეგ ადრე მეც ვკითხე, მაგრამ დამაჯერებელი პასუხი ვერ გამცა.

Posted by: gocv.ge 19 Aug 2017, 16:32
მოგესალმებით მეგობრებო.
ჩემი თხოვნა იქნება, რომ დავკონკრეტდეთ რა სახის რისკებზე არის საუბარი.
სერვერები რომლებზეც არის მომხმარებლების ინფორმაცია განთავსებული ცხადია დაცულია, აქ ჩვეულებრივი სტანდარტებია ისევე, როგორც სხვა რესურსებისთვის.

საიტზე რა ინფრომაციასაც წერს მომხმარებელი ეს ეხება განათლებას, სამუშაო გამოცდილებას და უნერ ჩვევებს + საკონტაქტო ინფორმაცია (ელ ფოსტა, მისამართი ტელ. ნომერი)
პირადი ნომერი ცხადია არ ივსება ჩვენთან.


Mr_Zum
კონკრეტულად რა სახის დაცულობაზეა საუბარი თუ შეიძლება, რომ დაგვიკონკრეტო, ეს თემა საინტერესოა ჩვენთვისაც.

LOLZ
მე ვფიქრობ, რომ საკმაოდ დამაჯერებელი ვიყავი მაშინ პასუხის დროსაც და შემდეგ საქმის მხრივაც, ვინაიდან ბოლოს, როცა ამ თემზე ვისაუბრეთ ჩვენ საქმით დავამტკიცეთ, რომ არაფერს არ ვმაიმუნობთ და მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით განვითარების კუთხით. კიდევ უფრო საინტერესო გეგმები გვაქვს უახლოეს მომავალშიც.

როგორც ზემოთ აღინიშნა ტექნიკური კუთხით სტანდარტების შესაბამისად არიც დაცული სერვერი სადაც მომხმარებლების ინფორმაცია არის დაცული.
რაც შეეხება დანარჩენს, როგორც ადრე ვთქვი კანონმდებლობა არის პირველი გარანტი დაცულობის და არანაირი სურვილი არ მაქვს, რომ პრობლემები შევიქმნა.

თუ კონკრეტული კითხვები იქნება ამ მხრივ სიამოვნებით ვუპასუხებ.
თუ შესაცვლელი მექნება რამე ამასაც გავაკეთებ ვინაიდან ნდობის ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანია.
სხვა მხრივ საქმე და განხორციელებული იდეები ილაპარაკებენ ამ პროქტის შესახებ.

პ.ს. სექტემბრის პირველ რიცხვებში 5 ცალი ახალი შაბლონი დაემატება არსებულ 4-ს.

Posted by: klubnika 19 Aug 2017, 16:45
Lev!
QUOTE
ვისაც პირველად უნდა სამსახურის დაწყება, (სტუდენტი)
აი რა ჩავწერო სივიში, არაფერი რომ არ მიკეთებია 

ერთი ჯარში კი ვიყავი 

იდეები მითხარით

ზოგადად მაინც არ ამოწმებენ სად გიმუშავია
მაგრამ შეიძლება არ გაგიმართლოს და დაიწვა რამე ტყუილა რომ ჩაწერო
ასე რომ ჯობია არ მოიტყუო

Posted by: Mr_Zum 19 Aug 2017, 23:11
gocv.ge
QUOTE
კონკრეტულად რა სახის დაცულობაზეა საუბარი თუ შეიძლება, რომ დაგვიკონკრეტო, ეს თემა საინტერესოა ჩვენთვისაც.

როგორც მინიმუმ, არავინ იცის ეს ინფორმაცია ვისთან მოხვდება და რა მიზნით იქნება გამოყენებული

მაგალითად, პირადი ნომრით და დაბადების თარიღით TBC Pay-ში შეიძლება შესვლა და პიროვნებას თუ აქვს ანგარიში, შესაძლებელია ტრანზაქციების წარმოება მისი სახელით.

Posted by: gocv.ge 20 Aug 2017, 17:20
Mr_Zum

გულახდილად, რომ ვთქვა არ ვიცი. ანგარიშებში შესვლა და ფულის შეტანა, რომ შეიძლება ვიცი. თუ აპარატიდანვე გადარიცხვების კეთება შეიძლებოდა არ ვიცოდი. რახან ვერ ვუარყოფ იყოს ასე.

ჩვენთან პირადი ნომერი არ იწერება, ეს ხაზგასმით აღვნიშნე, ამაზე უარი ვთქვით თავიდანვე. ასე, რომ თუ რამე მსგავსი მოხდა ეს ინფორმაცია ჩვენგან გასული ვერ იქნება. smile.gif

Posted by: LOLZ 25 Aug 2017, 13:15
gocv.ge
რაღაც ცვლილებები შევამჩნიე ......
მაგრამ დიზაინები ისევ კიდევ არ მომწონს და ჯერ კიდევ ბევრი მნიშვნელოვანი ინფორმაციის გამოტოვების "შანსს" იძლევა სისტემა.
და ჯერ კიდევ არაა დამაჯერებელი პირადი მონაცემების დაცულობა. კანონი არაა დაცვის გარანტი, ანუ კანონი ვერ უზრუნველყოფს იმას, რომ ჩემი მონაცემები არსად არ გავა. კანონი იმას უზრუნველყოფს, რომ ჩემი მონაცემი თუ ჩემი ნებართვის გარეშე გაიცა ნებისმიერი ფორმით (გაიყიდა, გაჩუქდა, მოიპარეს და ა.შ.), და ეს დაუმტკიცდათ, შესაბამისი პირი დაისჯება. ეს არის პირველი შემთხვევისთვის 500-ლარიანი ჯარიმა და განმეორებაზე არ მახსოვს რამდენია. მაგრამ მონაცემის ბევრ ქურდს ან გამყიდველს ურჩევია წავდეს ამ რისკზე ბევრი მიზეზის გამო....

Posted by: gocv.ge 25 Aug 2017, 16:20
LOLZ
დიზაინები არის წმინდა გემოვნების ამბავი, ახლა კიდევ 5 ცალი გვაქვს მზადების პროცესში, მართალია არცერთი მათგანი ვორდის შაბლონს არ გავს, მაგრამ ვიმდოვნებ, რომ დროთა განმავლობაში შენს დამოკიდებულებას მოვალბობთ ამ მხრივ smile.gif
ინფორმაცია შევსების მხრივ ვფიქრობ საკმარისია, ზოგი რამ ზედმეტიცაა, მაგრამ არსებული მრავალფეროვანი სტანდარტებიდან გამომდინარე ჩავთვალეთ, რომ ჯობია იყოს არჩევანის საშუალება.
ამას სექტემბერში დაემატება პორტფოლიო და სამოტივაციო წერილის შევსების ბლოკები, რომლებიც კონკრეტული CV დიზაინის არჩევის შემდეგ გამოჩნდება ამ დიზაიშივე.
ერთი რაღაც ვერ გავიგე უბრალოდ, შეიძლება ვცდები, ამიტომ მირჩევნია, რომ თუ მსჯელობა არის ამ საკითხზე იყოს კონკრეტული მაგალითები მოყვანილი.
რატომ უნდა მომინდეს მომხმარებლის პირადი ინფრომაციის გაყიდვა ან გავრცელება, რას მომცემს ეს? გარდა კანონთან პრობლემებისა?!
მითუმეტეს ვამბობ, რომ საქმეზე ორიენტირებული გუნდი ვართ ცალსახად. პროდუქტი რაც შევქმენით ამის დადასტურება არის ვინაიდან ნეტში არსებულ უცხოურ რესურსებს – მათ უმრავლესობას არ ჩამოუვარდება არაფრით.
ხოდა რა ღირებულება აქვს მომხმარებლის პირად მონაცემებს (განათლება, სამუშაო გამოცდილება, საკონტაქტო ინფრომაცია, ენების ცოდნის დონე) რომ 500 ლარზე მეტი მაინც ღიდეს smile.gif)
იგივე სეიძლება ითქვას ზოგადად გამოცხადებულ ვაკანსიებზე... გარანტია აქვს სამსახურის მაძიებელს, რომ ვაკანსიაზე გაგზავნის დროს მისი მონაცემები იგივენაირად არ შეიძლება გავრცელდეს უკანონოდ?

Posted by: maqsime12345 27 Aug 2017, 11:21
Evropashi dasaqmebis msurvelebs davexmarebi.aseve binadrobis migebashi.daxmarebashi fuls ar vigef.minda dasaqmebashi davexmaro qartvelebs 551666612

Posted by: hellboy13 12 Sep 2017, 12:05
QUOTE (gocv.ge @ 31 Jul 2017, 16:59 )
user posted imageuser posted imageuser posted image
* * *
ასეთი cv კეთდება www.gocv.ge ზე.


არ მუშაობს თქვენი ვებ გვერდი

Posted by: gocv.ge 13 Sep 2017, 17:52
hellboy13

შეუძლებელია, ყოველ დღე ვამოწმებთ, სიახლეებზე ვმუშაობთ და ხალხი რეგისტრირდება.
კონკრეტულად რა პრობლემა გაქვთ?

Posted by: hellboy13 15 Sep 2017, 10:16
gocv.ge
არცერთ შაბლონს არ ხსნის არც ფროფილს მანახებს მოკლედ, გადახედეთ ...

Posted by: gocv.ge 15 Sep 2017, 12:04
hellboy13

საიტს არ აქვს პრობლემა.
6800 დარეგისტრირებული მომხმარებელი გვყავს და თვეში 120-150 მდე იმატებს

გეშლება რაღაც, პროფილი უნდა შეავსო და მერე დააგენერირო შაბლინი.


Posted by: selina 15 Sep 2017, 17:28
QUOTE (gocv.ge @ 15 Sep 2017, 12:04 )
hellboy13

საიტს არ აქვს პრობლემა.
6800 დარეგისტრირებული მომხმარებელი გვყავს და თვეში 120-150 მდე იმატებს

გეშლება რაღაც, პროფილი უნდა შეავსო და მერე დააგენერირო შაბლინი.

რომ გეუბნებიან არ მუშაობს ნახე მაინც და ისე ამტკიცე

user posted image

Posted by: gocv.ge 15 Sep 2017, 22:14
selina

არ მუშაობსა და კონკრეტულ შეცდომას შორის დიდი სხვაობაა.
თუ კრიტიკა არის თვითმიზანი მაშინ სხვა საქმეა.
თუ კეთილგანწობა არის მაშინ კონკრეტიკა ხელის შემწყობი იქნება ჩვენთვის შეცდომები გასწორდეს!

ამას გავასწორებთ, პრობლემა არ არის, მადლობა იმისთვის, რომ კონკრეტული შეცდომა გვანახე.
ეს არის ველები, რომლებიც შევსებული არ არის და შესაბამისად ამოდის შეცდომები.


* * *
გასწორებულია შეცდომა, გადაამოწმეთ თუ შეგიძლიათ.

Posted by: hellboy13 16 Sep 2017, 12:34
gocv.ge
თქვენ საიტს ტესტერი არ უნდა ?


» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

მეოთხე ფოტოზე
პროფილის ველებს ან cv ფორმას რომ აწვები რეაქცია არ აქვს

Posted by: gocv.ge 17 Sep 2017, 09:49
hellboy13

მადლობა მოწოდებული ინფრომაციისთვის.
საიტი ისედაც ტესტირების და განახლებების რეჟიმშია.

მივაგენით შეცდომას, ეორორებს აგდებს, როცა საერთოდ არაფერი არ არის შევსებული.
სახელი მაინც, რომ ჩაწეროს მომხმარბელმა უკვე სწორდება ყეელაფერი.
მერე, რომც წაშალოს ყველაფერი სწორად რჩება.

ნებისმიერ შემთხვევაში ესეც გასასწორებელია და დიდი მადლობა ამ ინფორმაციის მოწოდებისთვის.

Posted by: IONx64 25 Sep 2017, 12:54
მოგესალმებით, რომელ პროგრამას ან საიტს მირჩევთ სივის ასაწყობად?

Posted by: GeoDevil 27 Sep 2017, 22:30
IONx64
ვორდს smile.gif

Posted by: severuss 29 Sep 2017, 18:48
სალამი


მზა სივი საიდან გადმოვწერო?

Posted by: fenrirhowls 29 Sep 2017, 19:08
QUOTE (severuss @ 29 Sep 2017, 18:48 )
სალამი


მზა სივი საიდან გადმოვწერო?

https://cvmkr.com/ge/CV/

ამ საიტზე შედი

Posted by: severuss 29 Sep 2017, 19:30
fenrirhowls
მადლობ .

Posted by: Cosmonomad 14 Oct 2017, 13:49
ვაკანსიებში რომ აქვთ მოთხოვნები, სიახლესთან კარგი ადაპტაციის უნარი, კომუნიკაბელური, მიზანდასახული და რაღაცები, ეგენი სივში უნდა მიუთითო?
სისულელე თუ ვიკითხე, არ დამცინოთ facepalm.gif

Posted by: theodous 19 Oct 2017, 12:21
ვინმემ სივის შაბლონი(ქართული) დამიდეტ რა ძაან გთხოვთ

Posted by: nino_nini 10 Jan 2018, 23:22
user posted image
თუ ჯერ არ გაქვს დამთავრებული ხარისხში სტუდენტი უნდა ჩაიწეროს თუ ბაკალავრი?
დასრულების თარიღში როცა უწევს დასრულება?

Posted by: LOLZ 11 Jan 2018, 01:27
nino_nini
ბაკალავრი. და თარიღებში დაუწერ - ჩაბარების თვე, წელი - დღემდე. მანდ უკვე ჩანს რომ ჯერ კიდევ სტუდენტი ხარ.

Posted by: nino_nini 11 Jan 2018, 17:32
QUOTE (LOLZ @ 11 Jan 2018, 01:27 )
nino_nini
ბაკალავრი. და თარიღებში დაუწერ - ჩაბარების თვე, წელი - დღემდე. მანდ უკვე ჩანს რომ ჯერ კიდევ სტუდენტი ხარ.

მადლობა

თუ სადმე ნამუშევარი არ გაქვს რეკომენდატორების მითითება უნივერსიტეტიდან მაინც რატომ უნდა იყოს სავალდებულო biggrin.gif

Posted by: zviiigo 5 Feb 2018, 12:11
გასაუბრებაზე სტანდარტულ კითხვაზე "რატომ უნდა აგიყვანოთ თქვენ და არა სხვა" რამე პიზდეც ინტელექტუალური პასუხი უნდა გავცე თუ რა? drug.gif

Posted by: theodous 18 Feb 2018, 22:34
გამაკეთებინეტ რა ცვ

sad.gif(((((((((((((((((((((((((

Posted by: Nodo_K 26 Feb 2018, 21:53
user posted image
რა შინაარსს ატარებს?

Posted by: tothetop 28 Feb 2018, 18:31
მეგობრებო დახმარება მჭირდება
საიტზე hr.gov.ge წერია,რომ უნდა ავტვირთო სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი,ანუ ატესტატი,მაგრამ რა ფორმატში უნდა ავტვირთო?უბრალოდ სურათი უნდა გადავუღო თუ სხვა ფორმით?

Posted by: Nodo_K 28 Feb 2018, 19:19
tothetop
სკანერი

Posted by: Instructor 2 Mar 2018, 01:00
შეიძლება გამოგადგეთ ეს სტატიები:
CV-ის შევსების 10 ოქროს წესი​: https://work.ge/blog/cv-shevsebis-10-oqros-tsesi/
საქართველოში გავრცელებული 19 შეცდომა CV-ის შედგენისას: https://work.ge/blog/saqarthveloshi-gavrtselebuli-19-shetsdoma-cv-shedgenisas/


by
https://work.ge

Posted by: ვასო_ნადირაძე 21 Mar 2018, 14:15
_______________________________________________________________________________ (y)

Posted by: magic100 22 Mar 2018, 15:53
გამარჯობათ. CV-თან დაკავშირებით მჭირდება დახმარება. ამ საიტზე www.hr.gov.ge მინდა გავაგზავნო განაცხადი ვაკანსიაზე და მთხოვს შევავსო რეკომენდატორები.. მაინტერესებს ვინ არიან რეკომენდატორები და ვისი ინფორმაციები უნდა ჩავწერო? გამარკვიეთ თუ შეგიძლიათ?

Posted by: Instructor 22 Mar 2018, 16:18
magic100
რეკომენდატორი ადმიანები - ძველი/მიმდინარე სამსახურიდან, უნივერსიტეტში ლექტორები და ა.შ

https://work.ge/blog/rogor-movkhvde-sajaro-samsakhurshi/ ეს პოსტი შეიძლება გამოგადგეთ საჯარო სამსახურის ვაკანსიებთან დაკავშირებით

Posted by: dendo 25 Mar 2018, 11:06
cv s shevsebas ragac mnishvneloba aqvs magram nacnoboba bevrad "uketesia"

Posted by: maestroraro 25 Mar 2018, 15:17
გამარჯობა ხალხნო,თუ ვინმე ხართ ისეთი,ვისაც სამოხალისეო პროგრამებში მიგიღიათ მონაწილეობა (Erasmus+ European Voluntary Service (EVS)),გამომეხმაურეთ,რჩევები მჭირდება სივი მაქვს შესადგენი და პლუს სამოტივაციო წერილი დასაწერი.თქვენი გამოცდილებები გამიზიარეთ,მაინტერესებს რამდენად მაქვს შანსები რომ მოვხვდე რომელიმე სამოხალისეო პროექტში.

Posted by: Bakers_Field 2 Apr 2018, 22:15
maestroraro

გაგიმარჯოს, ადამიანო.

კონკრეტულად რა გაინტერესებს?

ადრე მქონდა შეხება და რაც დამამახსოვრდა, ისაა, რომ EVS პროგრამაში მთავარია რეკომენდატორი ორგანიზაციის წონა მიმღები ორგანიზაციის თვალში. როგორც მახსოვს ივიეს პროგრამები საქართველოდან ენჯეოებს აქვთ ათვისებული და აქტიურად უშვებენ ახალგაზრდებს, თანაც, როგორც წესი, თავიანთი ორგანიზაციის ბენეფიციარებს სწყალობენ და მათ უწევენ ხოლმე რეკომენდაციას. ამიტომ, კარგი იქნება, თუ რაიმე ენჯეო გაგიწევს რეკომენდაციას.

სივის და სამოტივაციო წერილს რაც ეხება, მანდ სპეციფიკა ზოგადია, კარგად და ნათლად უნდა წარმოაჩინო შენი თავი და შენი სურვილი - თუ რატომ გინდა მაგ პროგრამაში მონაწილეობის მიღება.


Posted by: maestroraro 3 Apr 2018, 00:01
QUOTE (Bakers_Field @ 2 Apr 2018, 22:15 )
maestroraro

გაგიმარჯოს, ადამიანო.

კონკრეტულად რა გაინტერესებს?

ადრე მქონდა შეხება და რაც დამამახსოვრდა, ისაა, რომ EVS პროგრამაში მთავარია რეკომენდატორი ორგანიზაციის წონა მიმღები ორგანიზაციის თვალში. როგორც მახსოვს ივიეს პროგრამები საქართველოდან ენჯეოებს აქვთ ათვისებული და აქტიურად უშვებენ ახალგაზრდებს, თანაც, როგორც წესი, თავიანთი ორგანიზაციის ბენეფიციარებს სწყალობენ და მათ უწევენ ხოლმე რეკომენდაციას. ამიტომ, კარგი იქნება, თუ რაიმე ენჯეო გაგიწევს რეკომენდაციას.

სივის და სამოტივაციო წერილს რაც ეხება, მანდ სპეციფიკა ზოგადია, კარგად და ნათლად უნდა წარმოაჩინო შენი თავი და შენი სურვილი - თუ რატომ გინდა მაგ პროგრამაში მონაწილეობის მიღება.

მადლობა გამოხმაურებისთვის მეგობარო,ენჯეოში როგორ ხდება გაწვრიანება...
დაა რეკომენდატორი სხვა ვინმე ვერ იქნება ანდაც რეკომენდატორი უეჭველად გჭირდება??

Posted by: Bakers_Field 3 Apr 2018, 11:27
maestroraro

კი ენჯეო აუცილებელია.

აქ არის ჩამოთვლილი რა უნდა გააკეთო, თუ გესმის ინგლისური

http://europa.eu/youth/node/26260_en

Posted by: Rcs 26 Apr 2018, 13:44
რეზიუმეს, CV-ს და კარიერული დოკუმენტების შედგენა ან კორექტირება ვისაც გსურთ, შეგიძლიათ მომმართოთ. მოკლე დროში გაგიმზადებთ შინაარსის და დიზაინის მხრივ კარგად გამართულ დოკუმენტს.

https://www.facebook.com/resumecs

Posted by: zaralo461 2 May 2018, 15:31
ერთი ნორმალულრი ფორმა თუ ვინმეს გაქვთ პირადში ჩამიგდეთ რა იქნება.

Posted by: ZEPTER 3 May 2018, 18:11
ვორდის ფაილში თავისუფალი გვერდის წაშლა არ იცით მარტივად? იუთუბიზე ვნახე და მთელი რიტუალები არის საჭირო

Posted by: Rcs 4 May 2018, 10:54
ZEPTER

ბექსფეისს ვაჭერ ხოლმე და იშლება თავისით, თუ წინა გვერდზე ისეთი ცხრილი არ მიდევს, რომელიც გვერდის ბოლომდე ჩამოდის.


Posted by: borbolia777 6 May 2018, 16:13
ვორდის ფაილში თავისუფალი გვერდის წაშლა არ იცით მარტივად?

Posted by: Rcs 6 May 2018, 23:04
borbolia777

რა მაფიაა? biggrin.gif
წინა გვერდზე ბოლო პოსტი ზუსტად მაგას ეხებოდა

Posted by: youngstar 11 May 2018, 18:01
აქ არ უნდა ვწერდე მარა რა მაინტერესებს სანტეში ღირს რო მივიდე და სივი დავტოვო? ძან არაადამიანური დატვირთვა და გრაფიკი ხო არ აქვთ??

Posted by: pamplona 20 May 2018, 22:30
ინგლისური ფორმა მინდა სივის თუ არის სადმე შაბლონი

Posted by: gobisha 16 Jun 2018, 21:10
ცვს ვორდში ასე წერთ ?

განათლება :__________________

სამუშაო გამოცდილრბა___________________

სახელი: ___________

გვარი:___________

Posted by: urekhi 27 Jun 2018, 17:18
Cv მჭირდება სასტუმროსთვის ადმინისტრატორის პოზიციაზე და რა ფორმით შევავსო დამეხმარეთ

Posted by: LOLZ 27 Jun 2018, 18:34
urekhi
https://gijmaj.wordpress.com/2016/04/20/cv/ და კონკრეტული ფორმატი თუ გინდა, შეგიძლია ვორდშიც ნახო, ან დაგუგლო და რომელიც მოგეწონება ის გამოიყენო.

Posted by: urekhi 27 Jun 2018, 18:44
LOLZ
გამოუცდელი ვარ სივის ფორმებში და შეგიძლია მომაწოდო რაიმე ფორმა რაცვსტუდენტისთვის იყოს მორგებული და ასევე სამუშაო გამოცდილებაც რომ ვაჩვენო ?

Posted by: LOLZ 27 Jun 2018, 22:09
urekhi
ვორდი ხომ გაქვს დაინსტალირებული კოპიუტერზე. შეხვალ და file --> new from template --> resume/cv იქნება იქ და რომელიმეს აარჩევ.

Posted by: PANTALONE 14 Jul 2018, 17:32
რაღა დროს სივია ამ 2018, გადახედე მის ფეისბუქს და მიხვდები საით გაუშვა

Posted by: prokur2i 21 Jul 2018, 18:21
QUOTE
რაღა დროს სივია ამ 2018, გადახედე მის ფეისბუქს და მიხვდები საით გაუშვა



up.gif lol.gif

Posted by: Parabola 13 Sep 2018, 14:54
Rcs
ლიკდინის პრემიუმ ექაუნთის აწყობაში დახმარება შეიძლია?

Posted by: ZSU-23-4 14 Sep 2018, 09:35
სალამი მეგობრებო, მგონი ცოტა უადგილო კითხვაა, მაგრამ იქნებ დამეხმაროთ?

სამსახურში მისატანი საბუთების ნუსხაში მომთხოვეს

2 ფოტოსურათი 3/4-ზე СD დისკით (ბიომეტრიული). და აი ეს ბიომეტრიული რას ნიშნავს იქნებ მითხრათ?

Posted by: giorgi_psp3000 18 Dec 2018, 00:24
CV-ში ჩასამატებელი სურათი აუცილებელია სადმე შესაბამის დაწესებულებაში გადავიღო ? biggrin.gif
თუ სახლში გადაღებული ნორმალური სურათი ნორმალური ფონით არაა პრობლემა?

და კიდევ ერთი კითხვა მაქვს სამოტივაციო წერილი სად იწერება უცხოურ სივებს რომ ვათვალიერებ შიგნით აქვთ ჩაწერილი და ვინმეს შეუძლია მითხრას ჩვენს შემთხვევაში როგორ არის?

Posted by: LOLZ 18 Dec 2018, 03:02
giorgi_psp3000
სადაც გინდა იქ გადაიღე, ფონი უნდა იყოს სადა, ნათელი, პირდაპირ იყურებოდე და კიდევ რაღა დეტალები biggrin.gif დაგუგლე, იპოვი როგორი უნდა იყოს CV-ის ფოტო. ელემენტარული ფოტოშოფი თუ იცი, ფონსაც იოლად შეუცვლი.
მაგრამ ახლა უკვე აღარავინ დებს ფოტოს, თუ რამე განსაკუთრებული მოთხოვნა არაა და რად გინდა?


QUOTE
უცხოურ სივებს რომ ვათვალიერებ შიგნით აქვთ ჩაწერილი

სამოტივაციო იწერება ცალკე. ის, რაც უცხოურ CV-ებში წერია, არის მიზნების ახსნა ძალიან მოკლედ და კონკრეტულად (რა პოზიციაზე სურთ დასაქმება და რატომ). ზოგი უცხოური ორგანიზაცია ითხოვს ამ ფორმით და იმიტომ წერენ ხოლმე. შენ არ გჭირდება.

Posted by: Lapustak 18 Dec 2018, 12:17
LOLZ

მე ვიტყოდი, ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო ფორუმელი ხარ ისტორიაში.

წერტილი, period

Posted by: giorgi_psp3000 19 Dec 2018, 02:22
LOLZ
ანუ სამოტივაციო საჭირო არაა თუ არ ითხოვენ? თუ უკეთესი იქნება თუ დავწერ ?

ისე ძალიან ცარიელია არანაირი სამუშაო გამოცდილება ან აქტივობები მხოლოდ უნი მაქვს დამთავრებული რითი გავავსო ვერ ვხვდები sad.gif

Posted by: LOLZ 19 Dec 2018, 02:41
giorgi_psp3000
ვაკანსიების უმეტესობას აქვს სამოტივაციოს მოთხოვნა - დაწერ და გაგზავნი იმ მოცულობით/ფორმატით, რასაც ითხოვენ.
ვისაც არ აქვს, შეგიძლია რამდენიმე წინადადება მიწერო (ცარიელი წერილი რომ არ გაუშვა, მხოლოდ ათაჩმენთით). მაგრამ არა "ვეფხისტყაოსანი" biggrin.gif
CV-ის "შევსებას" რაც შეეხება... შეგიძლია გზავნის პარალელურად აკეთო რაღაცეები და გაამრავალფეროვნო.
ხშირად მარტო რაოდენობა არაა, არამედ რამდენად ხარისხიანად გაქვს ინფორმაცია გადმოცემული.
რა გიშლიდა ხელს, რომ უნივერსიტეტის გარდა არაფერში იყავი ჩართული?
ელემენტარული დასუფთავების აქციები ტარდება ყოველ წელს, ყველა ფაკულტეტზეა დებატების კლუბები და ათასი რაღაც...

Posted by: giorgi_psp3000 19 Dec 2018, 02:52
LOLZ
საკუთარი პროფესიის ზიზღი მიშლიდა ხელს, შეიძლება სიზარმაცეც, თუმცა ეხლა არც იმის დრო მაქვს ახალი პროფესია ავითვისო, ჯარმა ერთი წელი ისედაც წამართვა

ინგლისურად ითხოვენ სივს და შესაბამისად ინგლისურად გავაგზავნო ტექსტი ემაილზე თუ როგორ მირჩევ?
თითონ განცხადება ქართულადაა biggrin.gif

Posted by: LOLZ 19 Dec 2018, 03:18
giorgi_psp3000
პროფესია თუ გძულს, ისეთი ისწავლე რისი კეთებაც გსიამოვნებს. აუცილებელი არაა უნივერსიტეტი დაამთავრო. ათასნაირი სასერთიფიკატო და პროფესიული კურსებია, მაქსიმუმ 1 წელში ისწავლი აუცილებელს და მერე შენზე იქნება დამოკიდებული როგორ განავითარებ. თუ საქმე არ გიყვარს, ბევრს ვერ მიაღწევ იმ მიმართულებით.
რა ენაზეც ითოვენ, იმ ენაზე გაგზავნე

Posted by: giorgi_psp3000 19 Dec 2018, 13:51
LOLZ
ამ ეტაპზე რამე სამსახური მჭირდება მცირე ხელფასით და ეს განცხადება ბევრს არაფერს ითხოვს მაგიტომ მგონია იდეალური იქნება ჩემთვის

სივზე არა სამოტივაციო წერილზე გკითხე ეგეც ინგლისურად დავწერო?

Posted by: LOLZ 19 Dec 2018, 14:42
giorgi_psp3000
რა ენაზეც ითხოვენ, ყველა დოკუმენტი იმ ენაზე გაგზავნე. ისე არ ქნა რომ CV ქართულად იყოს და სამოტივაციო ინგლისურად givi.gif

Posted by: akkai 19 Dec 2018, 15:42
QUOTE
2 ფოტოსურათი 3/4-ზე СD დისკით (ბიომეტრიული). და აი ეს ბიომეტრიული რას ნიშნავს იქნებ მითხრათ?

ZSU-23-4

smile.gif

ფოტოს გადაღების დროს ფოტოგრაფს სტუდიაში უთხარი რომ ბიომეტრიული ფოტო გინდა და მოგვარდება პრობლემა

Posted by: IONx64 20 Dec 2018, 11:53
CV-ის შევსების დროს მისამართის ჩაწერა აუცილებელია? ზოგან წერია რომ არაა საჭიროო.

Posted by: ZSU-23-4 20 Dec 2018, 17:29
akkai

მადლობა, კაი ხნის წინ მოგვარდა ეგ biggrin.gif

Posted by: LOLZ 20 Dec 2018, 19:37
IONx64
არაა აუცილებელი. ელფოსტა და ტელეფნის ნომერი კი აუცილებლად უნდა ჩაწერო.

Posted by: IONx64 21 Dec 2018, 10:57
QUOTE (LOLZ @ 20 Dec 2018, 19:37 )
IONx64
არაა აუცილებელი. ელფოსტა და ტელეფნის ნომერი კი აუცილებლად უნდა ჩაწერო.

მადლობა ინფორმაციისთვის. შენი ლინკი რომელიც ზემოთ დაპოსტე ძალიან მეხმარება.
PDF ფორმატში შენახვა აუცილებელია ხომ?

რაც შეეხება სერთიფიკატებს როგორ არის რეკომენდებული, ეგენი დავასქანერო მერე ავტვირთო სადმე მაგალითად გუგლი დრაივზე და მერე ლინკი ჩავსვა სივიში თუ?

Posted by: decembre 21 Dec 2018, 14:32
IONx64
წერილებს სახლში არავინ გზავნის ახლა. არ დაგჭირდება.
თუ ლოკაციას არ გთხოვენ მაინც და მაინც

Posted by: LOLZ 21 Dec 2018, 14:59
IONx64
გქონდეს დასკანერებული და მოთხოვნის შემთხვევაში გაუგზავნი. ზოგადად, თუ ძალიან მნიშვნელოვანი სერთიფიკატი არ არის, არავინ აგზავნის.
უნდა გაგზავნო მხოლოდ მოთხოვნილი საბუთების ჩამონათვალი.

Posted by: IONx64 21 Dec 2018, 16:24
ოკ მადლობა დახმარებისათვის. გაიხარეთ.

Posted by: JSB14BSJ 21 Dec 2018, 21:32
QUOTE
შევავსო

ანკეტაა თუ კითხვარი?

სათაური გადაუკეთეთ თემას, ტეხავს...

"შევსება" იგივე პონტია, მრავლობითში "სივებს" რო ამბობენ-ხოლმე.

სირცხვილია, სხვა თუ არაფერი

Posted by: theodous 18 Jan 2019, 21:42
რესუმეს რამდენ ფასში გამიკითებთ???

Posted by: LOLZ 19 Jan 2019, 00:30
theodous
CV-ზე თავის დროზე იმდენი რჩევა მოგცეს, აქეთ უნდა უკეთებდე სხვებს.

Posted by: ქართლოსი 24 Jan 2019, 14:22
სივის ფორმები სად შეილება ნახო?

=================================================================

Posted by: decembre 24 Jan 2019, 14:28
ქართული არ ვიცი და ინგლისურად ბევრი. CV template_ს თუ მოძებნი.

Posted by: mindo90 28 Jan 2019, 12:50
ყველაზე მარტივია გადმოწერეთ გუგლიდან სივის ფორმატი და შეავსებთ....................

Posted by: theodous 28 Jan 2019, 18:28
ახალი და აკრგი ცვ მააააააქვს

..............................................................................................


Posted by: perchatki 29 Mar 2019, 14:28
მეგობრებო ვინმემ კარგი CV ფორმა მომეცით რა თუ გაქვთ

Posted by: ronaldo99 29 Mar 2019, 14:46
QUOTE (perchatki)
მეგობრებო ვინმემ კარგი CV ფორმა მომეცით რა თუ გაქვთ


gocv.ge ამათ აქვთ კარგი ფორმები რამდენიმე

Posted by: frajock 6 May 2019, 16:28
ინგლისურენოვანი CV შაბლონები დევს სადმე ქართულ საიტზე

Posted by: kshaneli 6 May 2019, 16:32
Cv daweras ra unda samotivacio werili tqvi shen torem....

Posted by: mishk@@@@ 17 May 2019, 23:31
გამარჯობა... დასაქმებული ვარ ვმუშაობ მაგრამ მჭირდება მივლინების ცნობა და ჩემი სამსახურიდან ვერ ვაკეთებ რადგან რეალურად არ მაქ მივლინებები და სამ დღიანი მივლინებას ვერავინ დამიწერს?
ან ვინმე ხომ არიცით რომ დამეხმაროს გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ?

Posted by: bizonikluchi 9 Aug 2019, 16:53
არავინ ხართ კეთილი ფორუმელი, cv-ს შევსებაში რომ დამეხმაროთ? rolleyes.gif

Posted by: შაკო12 13 Aug 2019, 17:04
QUOTE (bizonikluchi @ 9 Aug 2019, 16:53 )
არავინ ხართ კეთილი ფორუმელი, cv-ს შევსებაში რომ დამეხმაროთ?  rolleyes.gif

[URL=https://jobs-ge.ge/ rel="follow"]jobs ge [/URL] ახალი საიტია , დარეგისტრირდები მაძიებლად ადამიანურად შეავსებ , რეზიუმეს ფორმას და რო დაამატებ შეგიძლია გადმოწერო პდფ ფორმატში 2kiss.gif 2kiss.gif
* * *
QUOTE (შაკო12 @ 13 Aug 2019, 17:04 )
QUOTE (bizonikluchi @ 9 Aug 2019, 16:53 )
არავინ ხართ კეთილი ფორუმელი, cv-ს შევსებაში რომ დამეხმაროთ?  rolleyes.gif

https://jobs-ge.ge/ ახალი საიტია , დარეგისტრირდები მაძიებლად ადამიანურად შეავსებ , რეზიუმეს ფორმას და რო დაამატებ შეგიძლია გადმოწერო პდფ ფორმატში 2kiss.gif 2kiss.gif

* * *

Posted by: bizonikluchi 22 Aug 2019, 17:18
შაკო12


ლინკია ალბათ არასწორი,ვერ შევდივარ

Posted by: შაკო12 22 Aug 2019, 19:37
QUOTE (bizonikluchi @ 22 Aug 2019, 17:18 )
შაკო12


ლინკია ალბათ არასწორი,ვერ შევდივარ

https://jobs-ge.ge/ka ეხლა სცადე აბა...

Posted by: Grows 22 Aug 2019, 19:53
შაკო12
bizonikluchi

თქვენ ერთმანეთს ტროლავთ თუ ფორუმელებს?

ჯერ ერთი ჯობს.გე დღეს ვინმეს თუ კიდევ არ გაუგია, ალბათ გამოქვაბულში ცხოვრობს.
მეორე - ჯობს.გე არ არის ახალი საიტი და ვერც რეზიუმეს ატვირთავ ამ საიტზე. აქ მარტო განცხადებები დევს ვაკანსიების.

www.jobs.ge

ez

Posted by: შაკო12 22 Aug 2019, 21:07
QUOTE (Grows @ 22 Aug 2019, 19:53 )
შაკო12
bizonikluchi

თქვენ ერთმანეთს ტროლავთ თუ ფორუმელებს?

ჯერ ერთი ჯობს.გე დღეს ვინმეს თუ კიდევ არ გაუგია, ალბათ გამოქვაბულში ცხოვრობს.
მეორე - ჯობს.გე არ არის ახალი საიტი და ვერც რეზიუმეს ატვირთავ ამ საიტზე. აქ მარტო განცხადებები დევს ვაკანსიების.

www.jobs.ge

ez

სხვა საიტია, იქნებ გადახვიდე ჯერ და მერე გაარკვიო ვინ ვის ტროლავს sleep.gif vik.gif vik.gif vik.gif vik.gif

Posted by: Grows 22 Aug 2019, 21:57
შაკო12

შენ ლინკის დადება ისწავლე ჯერ biggrin.gif როცა მე ეგ დაგიწერე პოსტში ლინკის მაგივრად გაურკვეველი რაღაცები ეწერა. პოსტ ფაქტუმ ჩაგისწორებია და მე როგორ ვნახავდი tongue.gif

პ.ს. საიტი მომეწონა მაგრამ 2გე რა სჭიროა ვერ მივხვდი biggrin.gif

Posted by: შაკო12 22 Aug 2019, 23:30
QUOTE (Grows @ 22 Aug 2019, 21:57 )
შაკო12

შენ ლინკის დადება ისწავლე ჯერ biggrin.gif როცა მე ეგ დაგიწერე პოსტში ლინკის მაგივრად გაურკვეველი რაღაცები ეწერა. პოსტ ფაქტუმ ჩაგისწორებია და მე როგორ ვნახავდი tongue.gif

პ.ს. საიტი მომეწონა მაგრამ 2გე რა სჭიროა ვერ მივხვდი biggrin.gif

გაგიკვირდება და არცაა საჭირო იცოდე gigi.gif user.gif facepalm.gif

Posted by: lasha-17 30 Jan 2020, 16:26
გამარჯობა, უნივერსიტეტში 2 წელი სხვა ფაკულტეტზე ვსწავლობდი და შემდეგ მობილობით სხვაგან გადავედი და CV-ში საჭიროა ამის ჩაწერა?

*****
ასევე 70% -ანი გრანტი მოვიპოვე ეროვნულ გამოცდებზე და ეგეც მივუთითო?

Posted by: tozi777 2 Feb 2020, 11:08











ხალხო,

თქვენ კი იცით ღორი და პროჭი დამსაქმებლებისადმი ჩემი დამოკიდებულება, აგერ ჩემი თემა აპინულია კიდეც.

ხოდა, ბოლო 2 სამსახურში ისე მოხდა რომ კადრის აყვანაში გადამწყვეტი სიტყვა მე უნდა მეთქვა და შემოსული რეზიუმეებიც ჯერ ჩემს მეილზე შემოდიოდა (ეიჩარი არ ვარ, ეკონომისტ-იურისტი ვარ biggrin.gif ). ახლა, ბოლოს, 1 თვის წინ ვაკანსია გვქონდა მთავარი ბუღალტრის, ხელფასი 2300-2700 ლ ხელზე. ხოდა ნუ რ ავთქვა რაა, ასეთ მაღალ პოზიციაზე ვაკანსიები შემოდიოდა სურათებით სადაც კანდიდატი: იჯდა სამUსაო მაგიდასთან ყავის ჭიქით ხელშ, გოგო ზის მანქანის უკანა სავარძელზე და მუხლისთავები ლამის ნიკაპთან აქვს მიბჯენილი, ბიჭს სურათი აქვს გადაღებული თავზე სათვალით, ბიჭს სურათი აქვს სადღაც ლეღვთახევში კედელზე მიყრდნობილს გადაღებული და მსგავსი სადღაც 10-15 რეზიუმე.

ახლა მაგ კანდიდატებს რომ ჰკითხო, შეიძლება არც მიაჩნიათ არანორმალურად დამსაქმებელთან ამ ფორმით თავისი პირველი შეხვედრა, მაგრამ დამერწმუნეთ, მსგავსი უხეში შეცდომების გამო შეიძLება ძალიან კარგმა კადრმა (თუმცა დამერწმუნეთ, "კადრის სიკარგე" მხოლოდ მისი პროფესიონალობით არ შემოიფარგლება) ვერ მოძებნოს სასურველი სამსახური.

პ.ს. ასევე, რეზიუმეს რომ გაგზავნით, ფაილს დააწერეთ თქვენი სახელი და გვარი და არა სტანდარტულად CV ან ჩემი სივი და ა.შ. , ასევე სივის გაგზავნისას მეილში მიესალმეთ დამსაქმებელს. ვაღიარებს ამ ბოლო 2 შეცდომას მეც ვუშვებდი ხოლმე როცა ვაკანსიაზე მონაცემებს ვგზავნიდი.

პ.პ.ს. ვიცი რომ საღორე სიტუაციაა ქართულ შრომის ბაზარზე და თუ ახალგაზარდები ხართ, გირჩევთ: ან რამე ხელობა ისწავლოთ საფუძვლიანად და საკმაოდ კარგად იქნებით, ან ეგერევე წახვიდეთ აქედან. ნებისმიერი კონსულტანტის, ქოლ ცენტრის , გლოვოს და ა.შ. სამსახურები მხოლოდ დაგაკარგინებთ ძვირფას დროს და მერე აუცილებლად ინანებთ ამას. smile.gif

Posted by: worn 2 Feb 2020, 11:34
tozi777
QUOTE
მეილში მიესალმეთ დამსაქმებელს

პრივეტ ცუნცულ! დავუწერო? biggrin.gif

არა მართლა მაინტერესებს, როგორ სტილში sleep.gif

Posted by: tozi777 2 Feb 2020, 12:02
worn

აი ვთქვათ ას):

მოგესალმებით , დავინტერესდი თქვენი გამოცხადებული ვაკანსიით ვინაიდან ის საშუალებას მომცემს სრულად წარმოვაჩინო ჩემი უნდარები.
გთხოვთ განმიხილოთ აღნიშნულ ვაკანსიაზე.


ყოველგვარი ტექსტის გარეშე მშრალად მიბმული რეზიუმეს გაშვება არ ჩანს ლამაზად. მე რაც ვღებულობ სივებს მას მერე დავაკვირდი, ადრე მეც ცარიელს ვგზავნიდი. smile.gif

Posted by: worn 2 Feb 2020, 12:31
tozi777
ჰო. არ იქნებოდა ურიგო .

Posted by: ნაკო 2 Feb 2020, 12:59
QUOTE
ნუ რ ავთქვა რაა, ასეთ მაღალ პოზიციაზე ვაკანსიები შემოდიოდა სურათებით სადაც კანდიდატი: იჯდა სამUსაო მაგიდასთან ყავის ჭიქით ხელშ, გოგო ზის მანქანის უკანა სავარძელზე და მუხლისთავები ლამის ნიკაპთან აქვს მიბჯენილი, ბიჭს სურათი აქვს გადაღებული თავზე სათვალით, ბიჭს სურათი აქვს სადღაც ლეღვთახევში კედელზე მიყრდნობილს გადაღებული და მსგავსი სადღაც 10-15 რეზიუმ


ჩავკვდი :დდ


Posted by: bususxuna 2 Feb 2020, 14:15
tozi777
QUOTE
ოდა, ბოლო 2 სამსახურში ისე მოხდა რომ კადრის აყვანაში გადამწყვეტი სიტყვა მე უნდა მეთქვა და შემოსული რეზიუმეებიც ჯერ ჩემს მეილზე შემოდიოდა (ეიჩარი არ ვარ, ეკონომისტ-იურისტი ვარ  ). ახლა, ბოლოს, 1 თვის წინ ვაკანსია გვქონდა მთავარი ბუღალტრის, ხელფასი 2300-2700 ლ ხელზე. ხოდა ნუ რ ავთქვა რაა, ასეთ მაღალ პოზიციაზე ვაკანსიები შემოდიოდა სურათებით სადაც კანდიდატი: იჯდა სამUსაო მაგიდასთან ყავის ჭიქით ხელშ, გოგო ზის მანქანის უკანა სავარძელზე და მუხლისთავები ლამის ნიკაპთან აქვს მიბჯენილი, ბიჭს სურათი აქვს გადაღებული თავზე სათვალით, ბიჭს სურათი აქვს სადღაც ლეღვთახევში კედელზე მიყრდნობილს გადაღებული და მსგავსი სადღაც 10-15 რეზიუმე.

საერთოდ დისკრიმინაციულია ფოტოს მოთხოვნა რეზიუმეში, არც ზემოთ აღწერილი ფოტოა ნორმალური,თუმცა მთლად პასპორტის ფოტოს ანალოგებიც არაა სტანდარტი no.gif

Posted by: tozi777 2 Feb 2020, 14:38
bususuxuna


ვუიმე ლა ვუკო ლაა.

რატომაა დისკრიმინაციული?

იქნებ კანდიდატი ცალთვალაა და მე სეილში მჭირდება, ან იქნებ ისეთი შტერი და უტაქტოა, რომ მაგიდაზე ფეხებშემოწყობილ სურათებს მიგზავნის. რატომ დავხარჯო დრო და ენერგია მასეთ კანდიდატებთან გასაუბრებისთვის?

კი ბატონო, პტოგრამისტი თუ ამყავს რიმოუთად, რომელიც სახლიდან იმუშავებს თუ უნდა ლოგინიდან წეროს კოდები, მაგრამ როცა ოფისში უნდ აიმუშაოს გუნდში, სწორედაც რომ მაინტერესებს როგორ ყურადღებას აქცევს დეტალებს.

პ.ს. პასპორტის ფოტოზე არაა საუბარი, რას ინტერპრეტირებ. vis.gif

პ.პ.ს. ზოგიერთის მესმის, იმდენად მახინჯია , რომ ურჩევნია უსურათო რეზიუმეები აგზავნოს. უსურათო რეზიუმეებიც მივიღეთ და განგაში არ ამიტეხავს. facepalm.gif

Posted by: bususxuna 2 Feb 2020, 15:21
tozi777
ძაან არაადეკვატური პასუხი იყო ,არ ვაპირებ მაგაზე გამოკიდებას. მაგრამ ფაქტია რომ ადამიანური რესურსების მენეჯმენტს კიდევ 100 წელი არ ეშველება საქართველოში .არაპროფესიონალებს კიარადა ვითომ ეიჩარებს არაფერი ესმით ! აი დამსაქმებელს აღმატებულ მდგობარეობაში რატო გონიათ თავი ვერ ვიგებ, როცა ნორმალური კანდიდატი ჩვეულებრივად იქეთ იწუნებს სამსახურს და პირობებს rolleyes.gif
პ.ს ლაც გინდა ის უკავი pop.gif

Posted by: Katana_ 2 Feb 2020, 16:16
tozi777
გარკვეულწილად სწორს გეუბნება
biggrin.gif

არ არის აუცილებელი ფოტოსურათი და შეიძლება გაგიკვირდეს და რამოდენიმე ქვეყანაში უკვე კანონით არის აკრძალული ფოტოს მოთხოვნა.
ნორმალურ ქვეყნებში, ადამიანის სურვილზეა დამოკიდებული გამოგიგზავნის, თუ არა ფოტოს yes.gif

სამწუხაროდ საქართველოს ნორმალურ ქვეყნამდე ბევრი უკლია. ნუ ფოტოს გამოგზავნას ვინ ჩივის,რა მაქვს დასამალი,მითუმეტეს ისეთ სმპათიურ ბიჭს,როგორიც მე ვარ, boli.gif მაგრამ 3 კაცის საქმის გაკეთებას რომ მთხოვენ 1500 გელად და კიდე დამატებით 3 პროფესიის ცოდნას-აი ეგეთი ხალხი,როგორ არ უნდა შეამკო თბილი სიტყვებით mad.gif

Posted by: Outdoor 2 Feb 2020, 17:16
ვაიმე რა უცხოა და რაღაცნაირი ცხოველური ეს სურათის დაკვრა რეზუმეზე
შტატებშჯ და კანადაში და როგორც ვიცი დასავლეთ ევეოპაში აკრძალულია სურათი სივიზე
რაში უნდა გაინტერესებდეს როგორ გამოიყურბს ადამიანი როცა შენ მისი სქილები გინდა და გამოცდილება?
მთვარია საქმე იცოდეს
რეებს ბოდავთ მასინჯი თუა სეილებში ვერ იმუშავებს? სეილშჯ მთავარი კარგი მოლპარაკე იყო და ქომუნიქეშნ სქილს გქონდეს
აუ ეს ქვეყანა ხომ ტრაკზე ფსკერია

Posted by: Katana_ 2 Feb 2020, 17:27
Outdoor
ეგრეა

მაგის ახსნა ვცადე წინა გვერდზე

popcorn.gif

Posted by: tozi777 2 Feb 2020, 17:50
Katana_

მაიცა . რა სმეუბნება სწორს?

მე სამდე ვთქვი სავალდებულოა სურათის გამოგზავნა ყველა ვაკანსიაზე თქვა?

ზოგზე დიახაც არის სავალდებულო. ფრონტში ვინც მუშაობს , ძირითადად პრეზენტაბელური უნდა იყოს და ახლა სურათს თუ არ გამოაგზავნის, გასუაბრებაზე რომ მოვა იქიდან დავაპაშოლებ და მაგისთვის უარესი არაა , ტყუილად უნდა ხარჯოს დრო და ნერვები.

მეორეც, სხვა ქვეყნება რომ აკრძალეს ჩვენ რა? აქ არავის აუკრძალავას და რომ აკრძალავენ, შედეგიც ადეკვატური იქნება.

პ.ს. ბიჯო რას შემომესიეთ, დაბალ ხელფასებზე და მონურ შრომაზე მე მაქვს თემა გამოჭიმული და მე რას მიკიჟნებთ.

ამავე განყში ვირაცას ვაკანისა ჰქონდა მტავარი ბუღალტრის 800 ლ საწყისი ხელფასიო და ჩვენ ავიყვანეთ უკვე 2500 ლარად ხელზე საწყის ხელფასად და 6 თვეშ 3000 მივცემთ. სამუშაო გარემოა კიდევ ისეთი, ერთი 1000 ლარი ეგ ღირს იმდენი საბანძეთი მაქვს გამოვლილი. drug.gif

Posted by: worn 2 Feb 2020, 17:53
QUOTE (Outdoor @ 2 Feb 2020, 17:16 )
აუ ეს ქვეყანა ხომ ტრაკზე ფსკერია

ამან ტრაკი თუ არ ახსენა არ შეუძლია facepalm.gif lol.gif

Posted by: tozi777 2 Feb 2020, 17:58
Outdoor


მანდ ებლატავე მომსახურების ფირმებს სადაც ხარ და ურჩიე ასეთების მაგივრად:

user posted image


ასეთები აიყვანოს ფრონტზე სამუშაოდ:

user posted image

ან შენი ფირმა რომ გექნება, იქ გააკეთე მასე.

სხის ომში ბრძენები .
vis.gif gigi.gif

Posted by: bususxuna 2 Feb 2020, 19:14
tozi777
ზოგადად ამოშინაარსების პრობლემა გაქვს როგორც ვხედავ თორე უფრო მეტი აზრის გამოტანა შეიძლებოდა ჩემი პოსტიდან, და თან კაიფობთ ბუღალტრის ვაკანსიის ფოტოებზე,და თან იძახი რომ მხოლოდ ფრონტზეა ფოტო სავალდებულო .
QUOTE
მავე განყში ვირაცას ვაკანისა ჰქონდა მტავარი ბუღალტრის 800 ლ საწყისი ხელფასიო და ჩვენ ავიყვანეთ უკვე 2500 ლარად ხელზე საწყის ხელფასად და 6 თვეშ 3000 მივცემთ. სამუშაო გარემოა კიდევ ისეთი, ერთი 1000 ლარი ეგ ღირს იმდენი საბანძეთი მაქვს გამოვლილი. 
აი ესეც სასაცილოა რომ მთავარი ბუღალტრის ეგ ხელფასი მიღწევა და კაი გგონია givi.gif

Katana_
ტომ შენი დაცვა არ მჭირდება,საკმარისი რესურსი მაქვს ყველა ასპექტში პასუხის გასაცემად, თუ რათქმაუნდა საჭიროდ ჩავთვლი smile.gif

Posted by: Katana_ 2 Feb 2020, 19:41
bususuxuna
სადან მოიტანე რომ შენ გიცავ
?
biggrin.gif

ცოტა ზედმეტები ხომ არ მოგდის ბუსა?
biggrin.gif

ბევრჯერ მაქვს დაწერილი რომ
მე ამყავს ხალხი სამსახურში
და პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე დავწერე

და შენ ვერ შეგითანხმებ ახლა პოსტებს

მეტი ეგეთი სულელური ბრალდება აღარ წამიყენო

smile.gif


Posted by: tozi777 2 Feb 2020, 21:30
bususuxuna

მიდი რა, გაიარე.

ახლა ვნახე შენი მოსთ აქთივი. კარგი იყო ცოტა ადრე მენახა. lol.gif vis.gif

Posted by: Kambucha78 12 Feb 2020, 19:49
tozi777
QUOTE
bususuxuna


ვუიმე ლა ვუკო ლაა.

რატომაა დისკრიმინაციული?

იქნებ კანდიდატი ცალთვალაა და მე სეილში მჭირდება, ან იქნებ ისეთი შტერი და უტაქტოა, რომ მაგიდაზე ფეხებშემოწყობილ სურათებს მიგზავნის. რატომ დავხარჯო დრო და ენერგია მასეთ კანდიდატებთან გასაუბრებისთვის?

კი ბატონო, პტოგრამისტი თუ ამყავს რიმოუთად, რომელიც სახლიდან იმუშავებს თუ უნდა ლოგინიდან წეროს კოდები, მაგრამ როცა ოფისში უნდ აიმუშაოს გუნდში, სწორედაც რომ მაინტერესებს როგორ ყურადღებას აქცევს დეტალებს.

პ.ს. პასპორტის ფოტოზე არაა საუბარი, რას ინტერპრეტირებ.

პ.პ.ს. ზოგიერთის მესმის, იმდენად მახინჯია , რომ ურჩევნია უსურათო რეზიუმეები აგზავნოს. უსურათო რეზიუმეებიც მივიღეთ და განგაში არ ამიტეხავს.

ძალიან უცნაური დამოკიდებულება გაქვთ. მახინჯი და ლამაზი ძალიან ინდივიდუალურია და დღეს მხოლოდ ფულთან არის დაკავშირებული. იგივე ფოტოს გადაღება CV-თვის ფული ღირს თუ სელფი არ გინდა გქონდეს ჩასმული. მერე კიდევ, გასაუბრების მიზანი რა გაქვთ? როგორი მაგარი ფოტოც არ უნდა ქონდეს კანდიდატს, ხომ უნდა გაესაუბროთ არა? რომელი გირჩევნიათ, ძალიან ვიდზე ბიჭუნა ორ სიტყვას რომ ვერ აბავს ერთმანეთს თუ ჩვეულებრივი ტიპი რომელიც ვიღაცას შეიძლება ემახინჯებოდეს?

ძალიან დიდი ხანია პირადად მე შემოსული CV-ების გადარჩევა არ გამიკეთებია, მაგრამ HR-ს ყოველთვის ვთხოვ დაშორთლისთებული კანდიდატების ბრიფებს, სადაც მიწერს იმ ინფორმაციას რაც მე ვთხოვე რომ გამოცხადებულ ვაკანსიაში მოთხოვნილი ყოფილიყო. შორთლისთში სულ რომ 20 კანდიდატი იყოს, არასდროს ფოტო არ მითხოვია. გინდა რომ კარგად გამოიყურებოდეს? გააკეთე ელემენტალური დრეს კოდი, დაწერე რა არის დასაშვები და რა არ შეიძლება ეცვას ვინმეს, გასაუბრების წინ კადრს უთხარი რომ დრეს კოდი გაქვს და თუ მისთვის შესაძლებელია ამ დრე კოდის შესაბამისი ჩაცმული მოვიდეს და უცებ "მახინჯი" ხალხის რაოდენობა იმდენად შეგიმცირდება, რომ შეიძლება გაოცდე smile.gif

Posted by: tozi777 12 Feb 2020, 20:44
QUOTE (Kambucha78 @ 12 Feb 2020, 19:49 )
tozi777
QUOTE
bususuxuna


ვუიმე ლა ვუკო ლაა.

რატომაა დისკრიმინაციული?

იქნებ კანდიდატი ცალთვალაა და მე სეილში მჭირდება, ან იქნებ ისეთი შტერი და უტაქტოა, რომ მაგიდაზე ფეხებშემოწყობილ სურათებს მიგზავნის. რატომ დავხარჯო დრო და ენერგია მასეთ კანდიდატებთან გასაუბრებისთვის?

კი ბატონო, პტოგრამისტი თუ ამყავს რიმოუთად, რომელიც სახლიდან იმუშავებს თუ უნდა ლოგინიდან წეროს კოდები, მაგრამ როცა ოფისში უნდ აიმუშაოს გუნდში, სწორედაც რომ მაინტერესებს როგორ ყურადღებას აქცევს დეტალებს.

პ.ს. პასპორტის ფოტოზე არაა საუბარი, რას ინტერპრეტირებ.

პ.პ.ს. ზოგიერთის მესმის, იმდენად მახინჯია , რომ ურჩევნია უსურათო რეზიუმეები აგზავნოს. უსურათო რეზიუმეებიც მივიღეთ და განგაში არ ამიტეხავს.

ძალიან უცნაური დამოკიდებულება გაქვთ. მახინჯი და ლამაზი ძალიან ინდივიდუალურია და დღეს მხოლოდ ფულთან არის დაკავშირებული. იგივე ფოტოს გადაღება CV-თვის ფული ღირს თუ სელფი არ გინდა გქონდეს ჩასმული. მერე კიდევ, გასაუბრების მიზანი რა გაქვთ? როგორი მაგარი ფოტოც არ უნდა ქონდეს კანდიდატს, ხომ უნდა გაესაუბროთ არა? რომელი გირჩევნიათ, ძალიან ვიდზე ბიჭუნა ორ სიტყვას რომ ვერ აბავს ერთმანეთს თუ ჩვეულებრივი ტიპი რომელიც ვიღაცას შეიძლება ემახინჯებოდეს?

ძალიან დიდი ხანია პირადად მე შემოსული CV-ების გადარჩევა არ გამიკეთებია, მაგრამ HR-ს ყოველთვის ვთხოვ დაშორთლისთებული კანდიდატების ბრიფებს, სადაც მიწერს იმ ინფორმაციას რაც მე ვთხოვე რომ გამოცხადებულ ვაკანსიაში მოთხოვნილი ყოფილიყო. შორთლისთში სულ რომ 20 კანდიდატი იყოს, არასდროს ფოტო არ მითხოვია. გინდა რომ კარგად გამოიყურებოდეს? გააკეთე ელემენტალური დრეს კოდი, დაწერე რა არის დასაშვები და რა არ შეიძლება ეცვას ვინმეს, გასაუბრების წინ კადრს უთხარი რომ დრეს კოდი გაქვს და თუ მისთვის შესაძლებელია ამ დრე კოდის შესაბამისი ჩაცმული მოვიდეს და უცებ "მახინჯი" ხალხის რაოდენობა იმდენად შეგიმცირდება, რომ შეიძლება გაოცდე smile.gif

ისეთი აბსურდები გიწერიათ, პასუხსაც არ გაგცემთ. love.gif

Posted by: Мiami 13 Feb 2020, 08:04
რამე თესლი საკონსულტაციო არ იცით სივი რო გამიკეთოს ინგლისურაD?

Posted by: Kambucha78 13 Feb 2020, 08:53
tozi777
აბსურდი რა არის? 10 წელია ასე ვმუშაობთ და პრობლემა არ გვქონია და ძალიან საინტერესოა რა არის ამაში წარმოუდგენელი smile.gif

Posted by: NGelashvili 24 Mar 2020, 15:48
კარგი რეზიუმეს ფორმატი ხომ არ გაქვთ ვინმეს??

Posted by: Grows 19 Apr 2020, 10:44
კარგი რეზიუმე ვისაც გინდათ, შემიძლია გაგიკეთოთ. ანაზღაურების სანაცვლოდ - ქართულად ან ინგლისურად ან ორივე ენაზე.

Posted by: ნაკო 19 Apr 2020, 13:02
Grows
QUOTE
ანაზღაურების სანაცვლოდ


როგორი კეთილშობილებაა))

Posted by: NGelashvili 4 May 2020, 23:01
კარგი cv ის ფორმატი ინგლისურ ენოვანიი სად ვნახო ვერ მირჩევთ???

Posted by: gobisha 24 Sep 2020, 20:17
ონლაინ რომელი საიტით გავსკეთებ თან მობით

Posted by: Milyyy 28 Oct 2020, 15:15
ადრე იდო აქ სივის ნიმუშები და სად ვნახო ახლა ?

Posted by: decembre 28 Oct 2020, 19:34
თედოუსას სივი იდო, სხვა მე არ მინახავს rolleyes.gif

Posted by: Dedmoroz 17 Jan 2021, 23:58
შაბლონები ხომ არ იცით საიდან გადმოვწერო ?

Posted by: Maestrovaso 11 Feb 2021, 23:56
NGelashvili
QUOTE
კარგი cv ის ფორმატი ინგლისურ ენოვანიი სად ვნახო ვერ მირჩევთ???

Europass-ში ავსებ და სულ გაქვს, შეგიძლია დააექსპორტო DPF-ში და მერე ისევ დააიმპორტო თუ შეცვლა დაგჭირდა და ა.შ. დრაივზე ან ლოკალურად კომპზე შენახვით:
https://europa.eu/europass/en/create-europass-cv

Posted by: megiko8 18 Mar 2021, 13:29
NewResume-ს ვებ გვერდზე შეგიძლიათ ატვირთოთ თქვენი რეზიუმე. ჩვენი გამოცდილი გუნდი უფასოდ განიხილავს თქვენს რეზიუმეს და გამოგიგზავნით რეკომენდაციებს. => https://newresume.io/ka
* * *
NewResume-ს ვებ გვერდზე შეგიძლიათ ატვირთოთ თქვენი რეზიუმე. ჩვენი გამოცდილი გუნდი უფასოდ განიხილავს თქვენს რეზიუმეს და გამოგიგზავნით რეკომენდაციებს. https://newresume.io/ka

Posted by: Liаm 29 Mar 2021, 21:29
თეორიულად დავუშვათ, რომ ვაგზავნით რეზიუმეს იმ ვაკანსიაზე, რომელზეც გამოცდილებას არ ითხოვენ მსგავს პოზიციაზე, და გვაქვს რაღაც შანსი, რომ აგვიყვანონ biggrin.gif რა სამუშაო გამოცდილებაც გვაქვს სხვა პოზიციებზე (რაც ამ ვაკანსიასთან შეუსაბამოა) წავშალოთ რეზიუმედან, თუ მაინც დავტოვოთ? როგორ ფიქრობთ?

Posted by: CatsB 6 Apr 2021, 19:34
QUOTE (Liаm @ 29 Mar 2021, 21:29 )
თეორიულად დავუშვათ, რომ ვაგზავნით რეზიუმეს იმ ვაკანსიაზე, რომელზეც გამოცდილებას არ ითხოვენ მსგავს პოზიციაზე, და გვაქვს რაღაც შანსი, რომ აგვიყვანონ biggrin.gif რა სამუშაო გამოცდილებაც გვაქვს სხვა პოზიციებზე (რაც ამ ვაკანსიასთან შეუსაბამოა) წავშალოთ რეზიუმედან, თუ მაინც დავტოვოთ? როგორ ფიქრობთ?

დატოვე. რაც არ უნდა იყოს აჩვენებს რომ რაღაცით იყავი დაკავებული. არარელევანტური ნიჭიც, მაგალითად კომპიუტერული ნიჭი ან ენები ვაკანსიაზე რომელიც მათ არ თხოულობს მაინც დატოვე. ირიბად შეიძლება რელევანტური იყოს ან შენი ხასიათი/პიროვნული თვისებები პოზიტიური ფორმით გამოაჩინოს. თან ყოველი ვაკანსისთვის რეზუმეს რედაქტირებას ხომ არ დაიწყებ.

Posted by: Liаm 10 Apr 2021, 13:55
CatsB

მართალია, მადლობა.

Posted by: pucukia 10 Jun 2022, 14:09
სამოტივაციო წერილის ნიმუში ან რამე არ მოგეპოვებათ ?

Posted by: theodous 15 Jun 2022, 16:09
ვეძებ კარგ ცვ მეიკერს


......................................................................................

Posted by: TsereteliVlogs 20 Jul 2022, 12:55
როგორ გავაკეთოთ მარტივად პროფესიონალური CV ინგლისურად? (დეტალური ვიდეო + კრიტიკული რჩევები)


Posted by: Hooked 22 Jul 2022, 15:01
QUOTE (TsereteliVlogs @ 20 Jul 2022, 12:55 )
როგორ გავაკეთოთ მარტივად პროფესიონალური CV ინგლისურად? (დეტალური ვიდეო + კრიტიკული რჩევები)


up.gif
...........................

Posted by: Arcbell 11 Nov 2022, 13:21
ხომ არ იცით, პროფესიონალურ ფოტოს სპეციალურად რეზიუმესთვის სად იღებენ, შესაბამისი ფონით და ა.შ. ? smile.gif ოღონდ ცოტა ადეკვატურ ფასში, რა თქმა უნდა. biggrin.gif

Posted by: Nemoi 6 Dec 2022, 18:10
ერთი ვერ გამიგია, საქართველოში ინგლისური cv რატომ გჭირდებათ?

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)