მალაიზია! საოცარი ქვეყანაა საფირისფერი ზღვა, თეთრი ქათქათა ქვიშები... ულამაზესი ფლორა და უცნაური ფაუნა, საოცრად კეთილგანწყობილი და დაუზარელი ხალხი. იქ სიმშვიდე სუფევს, საერთოდ კიდიათ მერის დიეტა, ყავთ მეფე და დედოფალი (სულთანი და სულთანა) არიან მუსულმანები მაგრამ ესეც კიდიათ.. ამერიკელებისგან აიღეს ძალიან ბევრი რამე და საკუთარი კულტურას არანაირი საფრთხე არ დამუქრებია, არაჩვეულებრივი სამზარეულო, შევეცდები ნელ ნელა მოვყვე იქაური ამბები.
პ.ს ალბათ უფლისწულიც ყავთ - სულთანიკო.
კუნძული ბესარიკუნძული ერთი დიდი და მოგრძო მთაა. მთა მთლიანად ჯუნგლებითაა დაფარული და იქ გარეულ მაიმუნებს, პითონებს, შხამიან გველებს, მფრინავ მელიებსა და სხვა ეგზოტიკურ არსებებს ნახავთ. (ან თქვენ გნახავენ) მთიდან ნაპირამდე დაახლოებით 400 - 500 მეტრია მთელი ეს ტერიტორია ქოქოსის პალმებითაა დაფარული. კუნძულზე 4 სსტუმრო კოტეჯების კომპლექსია: დ'კოკონათი, ასეანია, მირაჟი და ვაით სენდი. ყველას დ'კოკონათი და ასეანია ჯობია დანარჩენებში გაჩერება არ ღირს. კუნზულზე 20 მდე ადგილობრივი მალაიზიელი ცხოვრობს. ბესარის ჩრდილოეთით არის მიტოვებუილ სოფელი, რომელიც 70-იან წლებში დაიცალა. ღამ ღამობით იქ მოჩვენებები დაძრწიან და ტროპიკულად ჭყლოპინებენ. აქ ძალიან ბევრია მფრინავი მელა, ერთხელ ღამიტ თავზე იმხელა რაღაცამ გადამიფრინა რომ წამოუბერა კიდეც. სადღაც წაკითხული მქონდა ავსტრალიელ მფრინავ ძაღლებზე და რადგანაც კუნძული ავსტრალიასთან შედარებით ახლოსაა, ვიფიქერ მფრინავი ძაღლია მეთქი. მეორე დღეს ათობით ასეტი არსება ვნახე ქოქოსის პალმებზე თავადყირა დაკიდებული, რომელებიც გულისგამაწყალებლად ჭყლოპინებდნენ. ასეანიის მენეჯერს რომ ვკითხე ესენი მფრინავი ძაღლები არიან მეთქი გაეცინა და მითხრა არა, ესენი მფრინავი მელიები არიანო, ხილისმჭამელები ყოფილან და ჩინელები თურმე ჭამენ კიდეც მაგათ და თვლიან რომ ასთმას შველის. მფრინავ მელას რომ დააკვირდები მარტლამ ელას გავს, ბალნიანი გრძელცხვირა აფერისტული თავლები და აცქვეტილი ყურები აქვსი. მთელი დღე ქოქოსის პალმაზე კიდიან და ბუზღუნებენ. როგორც კი მზე ჩავა გამოდიან და ფრენას იწყებენ.
კუნძული ტენგა ტენგა ძალიან ლამაზია. კუნძულზე 9 სართულიან სახლებზე უფრო მაღალი ქოქოსის პალმები და სხვადასხვა ეგზოტიკური მცენარეებია ამოსული. ტენგას სანაპირო მარჯნებითაა მოფენილი, ზოგჯერ დილით ზღვა ისე ძალიან დაიწევს, რომ მარჯნის მთელი "მინდვრები" ჩანს. ტენგას თეთრ ქათქათა ქვიშიან პლაჟებს, ზურმუხტისფერი და ღია ცსიფერი ზღვა აკრავს. ტენგა გოალზე და ჰარიმაუზე გაცილებით დიდია. და მისი სამხრეთ დასავლეთ სანაპიროს ერთ ერთი პლაჟი ერთი ბუზღუნა მალაიზიელის საკუთრებაა. ბევრ მალაიზიელს ვკითხე ტნგა რას ნიშნავს მეთქი და მხრებს იჩეჩავდნენ და იღიემბოდნენ, ერთმა მითხრა კუნძულია ასეთიო. ტენგას ნაპირთან უამრავი კრაბის და დიდი კიბორჩხალის დაჭერა შეიძლება. კიბორჩხალები ძალიან ბრაზიანები არიან და ყველაფერს ეპოტინებიან. ტენგაზე წითელი ჭიანჭველები ვნახე, მაგრად დამკბინეს. ისეთი ნაგლები არიან რომ შეგაჯდებიან წკიპურტს ურტყამ და ეს ორ ფეხზე დგება კაგრად რომ მოიქნიოს თავი და ჩაგარჭოს საკბენად თან ხელებს შლის "კაი ბიჭივით" თუ "კაი ჭიანჭველასავით". ერთგან ნაკბენი თითი დამისივდა მაგრამ ჩამოვიბანე და ნაკბენი ანტისეპტიკით დავიმუშავე და საღამოს უკვე ჩამიცხრა. რატომ არ გვაქვს ჩვენ თეთრი ქათქათა ქვიშები და რატომ არის ჭუჭყიანი სილა? (ბუზღუნით), და რომ მოვზიდოთ და დავყაროთ არ შეიძლება?
კუნძული რავასხვა უაკაცრიელ - უქალიერი კუნძულებისგან განსხვავებით რავაზე ტურისტული ინფრასტრუქტურა კაი ხანია მუშაობს.აქ ორი სასტუმრო კომპლექსია, პატარა პორტიდან პირდაპირ რომ მიადგები ის ჯობია. აქ იგივე სურათია რაც სხვა კუნძულებზე: ღია ცისფერი ზღვა, თეთრი მარჯნის სანაპირო, და ქოქოსის პალმები, თუმცა ამას ემატება კატერები, იახტები, წყალში ჩასასრიალებელი, უამრავი ტურისტი და ფერად ფერადი თევზები, ამ თევზებით გარშემორტყმული ბავშვები მათ პირდაპირ წყალში აჭმევენ. სასტუმრო კომპლექსის გვერდით ერთი მომცრო ბარია, რომელიც მალაიზიის მეფის რაღაც ნათესავის საკუთრებაა და აქაოდა მეფის სისხლი მაქვსო, ტვინი მოიხმარა, თუ ტვინი გათხარა... თუ მოიცა როგორაა მაგი.. ტვინი ჰო.. გამახსენდა.. ტვინი გაახარა, იმით, რომ მეფის ნათესავი ვარ მეფის ნათესავი ვარო, უფლისწული ვარ უფლისწული ვარო ყოველ მეოთხე სიტყვაში მაგას ამბობდა და ვერ იტანს ევროპელ ტელევიზიის ხალხს, მაგას უნდა მოერიდოთ, თეთრი თმა აქვს უფლისწული ვარ უფლისწული ვარო იძახის და რომ დათვრება საჩხუბრად იწევს ევროპელისკენ. ამიტომ მაგ ბარში არ წახვიდეთ., რავაზე უამრავი ობობებია და სანამ დაიძინებთ უნდა დახოცოთ, კოღოები და დიდი ობობები, და მერე დაიძინეთ ტკბილად.
კუნძული ჰარიმაუკუნძული ჰარიმაუ, ჩინეთის ზღვაში ამოშვერილი ერთ ერთი ულამაზესი პატარა კუნძულია. ჰარიმაუ მალაიზიურად ვეფხვს ნიშნავს. ეს სახელი კუნძულს უცნაური ფორმის გამო შეარქვეს, რომელიც თითქოს მწოლიარე ვეფხვს წააგავს. მთელი კუნძული ერთი მოხრილი მთა და მასში არსებული გამოჭოლი გამოქვაბულია. კუნძულს რომ მიადგები მიდიებით მოფენილი, ნარინჯისფერი კლდოვანი ნაპირი შეგხვდება. კლდეებზე ადვილად გადავედით, ჩვენს წინ მაღალი თაღოვანი გამჭოლი გამოქვაბული იყო, ქვევით ზღვის წყალი გამოქვაბულში შედის და მეორე გასასვლელიდან ისევ ზღვას უერთდება. წყალშიუზარმაზარი კიბორჩხალები და შხამიანი ორმოცფეხებიც კი დავლანდეთ, კლდოვანი ნაპირი მიდიებითაა დაფარული. გამოქვაბულის თავზე მომცრო ზომის პალმებია ამოსული. ირგვლივ საოცარი სილამაზეა . გამოქვაბულში გავიარე და მეორე მხრიდან კლდეზე საკმაო სიმაღლეზე ავცოცდი - ჩემს წინ სუნთქვის შემკრველი ხედი გადაიშალა.: ჰარიმაუს მეორე ბოლო, ციცაბო ნაპირიანი, ტროპიკული მცენარეებით დაფარული მაღალი მთა მწვანე ზღვაში ეშვებოდა. ამ ზღვაში მზე ერთი ჰორიზონტიდან ამოდის და მეორეში ჩადის. ჩრდილო აღმოსავლეთით შორს, მეორე კუნძული ჩანს რომელიც ამ მხარეში ყველაზე დიდია - კუნძული ტიომანი. ტიომანი მსოფლიო ულამაზესი კუნძულების სიაშია შესული. ჰარიმაუც იქნებოდა ალბათ ცოტა დიდი რომ იყოს.
* * *
ერთი ტროპიკული დილათვალი გავახილე თუ არა რაღაც მფრინავი ოთხფეხა დიდი არსება დავინახე, რომელმაც ზუილით გადაიფრინა და გაქრა. სწრაფად გამოვფხიზლდი და ხელის ფათურით საათი ავიღე, ისრები 5:45 წთ უჩვენებდნენ. ადგომის დროა! გვიფიქრე და ავდექი. ბურანში მყოფს მფრინავი მწერი აშკარად მომეჩვენა, თუმცა რაც ჩემს საძინებელ ოთაში საკმაოდ მოზრდილი ობობა და რამდენიმე ხვლიკი მოვკალი, ეგ არ გამკივირვებია. შხაპი მივიღე და გარეთ გამოვედი, ჩემი ბუნგალოდან წყნარ ოკეანემდე 50 მეტრია, ტალღების ხმაური მესმის, მიქცევაა და თეთრი ქვიშის სანაპირო მარჯნებით და ოკეანის ნიჟარებითაა მოფენილი, ბუნგალოდან ჩამოვედი და ქოქოსის მაღალ ხეებს შორის გავლით ოკეანესთან მივედი. კუნძულზე ვარ ბუნგალოების უკან, სულ რაღაც 100 მეტრში ჯუნგლები იწყება, რომელიც მაღალ მთაზეა მოდებული. მთის გადაღმა ისევ სანაპიროა და უკვე ინდოეთის ოკეანე. ზღვა რამდნიმე ფერისაა, ღია ცისფერი, ფირუზისფერი, მწვანე და მუქი მწვანე. სანაპირო აბსოლუტურად თეთრი. მზე ჯერ არ ამოსულა, კუნძულზე თენდება, ღუზაჩაშვებული შხუნები და კატერები ტალღებზე ირწევიან. შორს ნახევარკუნძულის მთების რელიეფის გარჩევა შეიძლება, ნელ ნელა თენდება. დღეს კუნძულ ტენგაზე მივცურავ, კატერი ჩემი კუნძულიდან ტენგამდე 15 წუთში ჩადის მიქცევის გამო წყლის დონე დაბალია და ფსკერი ძალიან ახლოსაა, კატერი ნელა მიცურავს, ფსკერზე უამრავ საოცარი სილამაზის მარჯანს ვხედავ. ტენგას ნაპირზე ქოქოსით დახუნძლული პალმები შევნიშნე, ძალიან მომინდა ქოქოსი. ნაპირზე რომ გადავედი ქოქოსის პალმასთან მივედი, პალმები ძალიან მაღალია, ასავლელად მაჩეტეთი საფეხურები უნდა ამოჭრა, სხვანაირად ვერ ახვალ. დავიწყე საფეხურების ამოჭრა და ნელ ნელა ავდივარ, მანძილის მესამედი არ მქონდა გავლილი ისე შევნიშნე რომ ხის ტანზე ხვლიკმა გადაირბინა გაჩერდა და ავად მომაშტერდა. ეს ხვლიკი იკბინება, შხამი არ აქვს მაგრამ ძალიან ბევრი ბაქტერია აქვს პირში, ამიტომ ნაკბენმა გართულება იცის. ამ ტიპის ხვლიკები 2 მეტრის სიგრეძემდე იზრდებიან, ჩემს წინ მყოფი 20 სანტიმეტრის იქნება. ხვლიკთან ჭიდაობას მოვერიდე, თან ხეზე და ნელ ნელა ქვევით ჩავედი, ხის ქვევით გრძელი ბამბუკის ჭოკები შევნიშნე ერთ ერთი ავიღე და პალმის ნაყოფს მოვუქნიე. ცოტა ხნის მცდელობის შემდეგ რამდენიმე ქოქოსის ნაყოფი ჩამოვარდა. ქოქოსი საკმაოდ მძიმე და მაგარია, ამიტომ მალაიზიაში ქოქოსის პალმებზე ხშირად ნახავთ გამაფრთხილებელ ნიშნებს: " be aware falling coconuts" და გვერდზე უნიჭოდაა მიხატული თავში ქოქოსმოხვედრილი შეშფოთებული კაცის ფიგურა. წელიწადში 400 ადამიანი იღუპება თურმე თავში ქოქოსის მოხვედრით.
ქოქოსის ნაყოფი მაჩეტეთი გავჩეხე და ჩავიხედე, საკმაო რაოდენობის წვენი აქვს რომელსაც მოტკბო მომჟავო გემო დაჰკრავს. ქოქოსის ნაყოფი შიგნიდან თეთრი ქათქათა გული აკრავს, რომელსაც ჩვენებური ბევრი ახალი თხილის გემოს წააგავს
)).
იმდენი ვსვი და ვჭამე... ამოხვნეშამდე.
This post has been edited by Tiomen on 18 Mar 2008, 20:46