Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ჯანმრთელობა და მედიცინა > ხერხემლის ოპერაცია


Posted by: mCvanE_shteFsEli_ 19 Sep 2008, 19:43
ჩემი ახლო მეგობარი 2 კვირის წინ მოყვა ავტო ავარიაში და შედეგად სხვა დაზიანებებთან ერთად ხერხემლის მესამე მალა აქვს გატეხილი, თუმცა საბედნიეროდ ნერვული სისტემა დაზიანებული არ აქვს.. რამოდენიმე ექიმთან გაიარეს კონსულტაცია და ყველამ სხვადასხვა რამ უთხრა.. პირველად (ექიმის გვარს შეგნებულად არ ვასახელებ) უთხრეს რომ უკეთესი იქნებოდა ოპერაცია გაეკეთებინა, რადგან მიუხედევად იმისა რო წოლით შეიძლებოდა რაღაც შედეგი მიეღოთ, მომავალში აუცილებლად იჩენდა თავს და დიდ პრობლემებს შეუმნიდა.. უკვე გადაწყვიტეს რომ ოპერაცია გაეკეთებინათ, მაგრამ იმისათვის რომ ეჭვები განეფანტათ გადაწყვიტეს სხვა ექიმბთანაც გაერათ კონსულტაცია.. ახლობელმა ქირურგმა უთხრა რომ ნათელი იყო ოპერაციის აუცილებლობა.. საბოლოოდ რჩევებით გადაწყვიტეს მე 9 საავადმყოფოს ნეირო ქირურგთანაცგაევლოთ კონსულტაცია და თუ ის ოპერაციას იტყოდა, მასთანვე ემკურნალათ. მაგრამ მან თქვა რომ საქართველოში მსგავს ოპერაციებს არ აკეთებენო, საკმარისი აპარატურა არ არის აქვს და უკეთესი იქნება 2 თვე იწვესო, თუმცა დააყოლა რომ მომავალში პრობლემები ექნებოდა ხერხემალთან და არც შესაძლებელი ინვალიდობა უარყოო..

გაგიჟებული ვარ.. ლაპარაკი 23 წლის გოგოზეა.. დავიჯერო მედიცინა მთლად ასეთ დაბალ დონეზეა??? იქნებ ვინემს გქონდეთ მსგავს საკითხში გამოცდილება ან რამე რჩევის მოცემა შეგეძლოთ.. ყველაფრისთვის მადლობელი დაგრჩებით cry.gif

Posted by: gregarious 26 Sep 2008, 20:30
რომელი მესამე მალა?
კისრის, გულმკერდის თუ წელის?
მოძრაობების მოცულობა და ძალა, ასევე მგრძნობელობა შენარჩუნებული აქვს?

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)