#56880950 · 24 Sep 2020, 18:37 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Nnino
QUOTE | პ. ს. "იგი" როცა გამოჩნდება, გადაეცით, - ვაფშე არაფერ შუაშია... |
მართალი ხარ ნინო, მე არაფერ შუაში ვარ. მითუმეტეს არც უზენაესია შუაში. მისი მადლიერი ვარ ყოველთვის და ყველაფრისთვის, რაც ოდესმე მოუცია ჩემთვის. ის გვქმნის თავისივე მსგავსად და ხატად და გვაძლევს სრულ თავისუფლებას - არჩევანისას! მაგრამ ამასთან, წმიდა სამება აკეთებს დაშვებას, რათა გავაცნობიეროთ, თუ სად მთავრდება ჩვენი თავისუფალი, "ყოვლისშემძლე" ადამიანური არჩევანი და სად დგება მისი გარდაუვალი ნება. ისე, როგორც ახლა დაგვაჯანჯღარა, რათა გამოვფხზილდეთ და გავაცნობიეროთ: არის კი ეს ნამდვილად ის გზა, რომელზედაც გვსურდა და გვსურს სიარული?
შუაში კი ის უბადრუკი არამატერიალური არსია, რომელიც ცდუნების გზით ცდილობს მატერიალური ფორმა შეიძინოს, სადმე განსხეულდეს, ძალადობრივად შემოიჭრას და ჩადგეს ღმერთსა და ადამიანს, შემოქმედსა და ქმნილებას შორის, წაბილწოს უფლისმიერი კავშირები, შემოქმედი აქციოს დონორად.
QUOTE | ნიუტონის მეოთხე (და მთავარი) კანონი, რომელიც გამომდინარეობს მესამისგან და წინ უსწრებს მას ქრონოლოგიურად. შემოქმედს ქმნის ქმნილება! |
აქ ვერ დაგეთანხმები ან სწორად ვერ გავიგე შენი აზრი. თუ არ არსებობს ღმერთი მაშინ ჩვენც არ ვარსებობთ. არანაირი ქმნილება არ და ვერ შეიძლება არსებობდეს შემოქმედის გარეშე. ის ვინც უარყოფს შემოქმედს - უზენაესს, უწოდებს მას არაფერს, ის ცხადია თვითკვლელობას აწერს ხელს - ბოროტთან ზავში მყოფი, გზასაცდენილი, დაბრმავებული, ცდუნებული და განწირული. *** ეს ჩემი ძალიან ძველი ნაუშევარია: This post has been edited by Катеньки on 24 Sep 2020, 18:51
--------------------
უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი შენი მხევალი ეკატერინე.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
წმიდა ხარ, წმიდა ხარ, წმიდა ხარ შენ, ღმერთო, ღვთისმშობელისა მიერ შეგვიწყალენ ჩვენ.
|