ჩვენი გმირი დესანტი სამშობლოში ბრუნდება, ირაკლი "თავფუჩეჩ" კობახიძის და ირაკლი "დაჩი" ბერაიას მეთაურობით. მოწინააღმდეგე საკუთარ ბუდეში ალყაშემორტყმული და დემორალიზებულია. ველით უსიტყვო კაპიტულაციის აქტს, რომელსაც კონგრესმენი ადამ კინზინგერი სულ მალე გამოაცხადებს. თუმცა.... რატომღაც გამარჯვებული სპასპეტი ირაკლიც ვერ ჩანს მთლად რიხიანი.
ირაკლი კობახიძე ამერიკელ კონგრესმენებთან შეხვედრის შემდეგ - მინიშნება იყო, რომ არცერთი მხრიდან ძალადობა არ უნდა იყოს დაშვებული - ეს არის მოწოდება, როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის მიმართ
მინიშნება იყო იმაზე, რომ არავითარ შემთხვევაში არცერთი მხრიდან ძალადობა არ უნდა იყოს დაშვებული. ეს არის მოწოდება, როგორც ხელისუფლების მიმართ ასევე ოპოზიციის მიმართ,-ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციას ამერიკელ კონგრესმენებთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.
ირაკლი კობახიძე საარჩევნო სისტემაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ხელისუფლების ამოცანაა, ისეთი სისტემის შექმნა, რომელიც ყველასთვის მისაღები იქნება.
"დათმობა არ ვიცი რამდენად სწორი სიტყვაა, თუმცა ჩვენთვის მნიშვნელოვანი ამოცანაა , რომ ჩამოვაყალიბოთ ისეთი მოდელი, რომელიც მისაღები იქნება ყველასთვის. ვფიქრობ, რომ ამის რესურსი არსებობს და ამისკენ იქნება ჩვენი ძალისხმევა მთლიანად მიმართული. შესაბამისად, პარასკევს ჩვენ ალბათ, გვექნება საინტერესო დისკუსია ოპოზიციის წარმომადგენლებთან და იმედია, რომ ეს შედეგებს გამოიღებს“, -განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, ამერიკელი პარტნიორების ინტერესია, რომ საქართველოს სტაბილური განვითარება გაგრძელდეს.
„მათი [ამერიკელების] სურვილია, რომ გაგრძელდეს ქვეყნის სტაბილური განვითარება, არ წარიმართოს პროცესები არასწორი მიმართლებით, მაგალითად , მინიშნება იყო იმაზე, რომ არავითარ შემთხვევაში, არცერთი მხრიდან ძალადობა არ უნდა იყოს დაშვებული. ეს არის მოწოდება, როგორც ხელისუფლების მიმართ ასევე ოპოზიციის მიმართ, რაც ბუნებრივია არის ამერიკულ ინტერესებში“, - აცხადებს კობახიძე.
ცნობისთვის, ქართული დელეგაცია ვაშინგტონში ვიზიტით იმყოფება. ისინი კონგრესის, ადმინისტრაციის და აკადემიური წრეების წარმომადგენლებს ხვდებიან. „ქართულ ოცნებას“ შეხვედრებზე უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, კახა კუჭავა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ბერაია წარმოადგენენ.
https://www.interpressnews.ge/ka/article/57...ovon-gamosavali_______________________________
კონგრესმენი ადამ კინზინგერი - ის სიტუაცია, რომელიც საქართველოშია, კარგად არ დამთავრდება და გაგრძელდება - ამიტომ ოპოზიციამაც და მთავრობამაც ერთად უნდა იპოვონ გამოსავალი
ის სიტუაცია, რომელიც დღეს საქართველოშია, კარგად არ დამთავრდება და ის მხოლოდ გაგრძელდება- ოპოზიციაც და მთავრობაც უნდა დაჯდეს მაგიდასთან და ერთად იპოვონ გამოსავალი,-ამის შესახებ ამერიკელმა კონგრესმენმა ადამ კინზინგერმა “ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან ქართული დელეგაციის წევრებთან-ირაკლი კობახიძესთან, კახა კუჭავასთან და ირაკლი ბერაიასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ადამ კინზინგერმა ისაუბრა მისი და მისი კოლეგის ჯერალდ კონოლის წერილთან დაკავშირებით, რომლითაც მათ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას მიმართეს და განაცხადა, რომ ის პოლიტიკაშია და მიჩვეულია, რომ „ყველა კმაყოფილი ვერ იქნება“.
„მე პოლიტიკაში ვარ, ამიტომ მიჩვეული ვარ, რომ ყველა ვერ იქნება კმაყოფილი. ჩვენ წერილში ნათლად გამოვხატეთ ჩვენი შეშფოთება. ყველას აქვს უფლება ჰქონდეს საკუთარი ინტერპრეტაცია. ჩემი გადმოსახედიდან გეტყვით: მე არ ვირჩევ არცერთ მხარეს. მე უბრალოდ თვალს ვადევნებ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. მინდა, საქართველო იყოს წარმატებული. ჩვენ შეშფოთებულნი ვართ იმ ჩავარდნილი რეფორმებით, რომლებსაც ქართველ ხალხს დაჰპირდნენ და სხვა მოვლენებით, რომლებზეც გვესმის. ვუყურებ ქართული ახალი ამბების ყველა ვერსიას, უფრო დიდ დროს ვუთმობ , ვიდრე ამერიკულ ახალ ამბებს", - აცხადებს კინზინგერი.
კონგრესმენის თქმით, შექმნილ პოლიტიკურ კრიზისზე პასუხისმგებლობა მმართველ პარტიას ეკისრება.
"პასუხისმგებლობა ხელისუფლებაში მყოფ პარტიას აკისრია. ეს ამერიკაშიც და სხვაგანაც ასეა. ვწუხვარ, რომ საარჩევნო რეფორმებს პარლამენტმა ხმა არ მისცა. როცა, საქართველოში ვიყავი დამპირდნენ, რომ რეფორმა გავიდოდა... ვფიქრობ , მხარეები უნდა დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან და იპოვონ პრობლემის გადაწვეტის ყველასთვის მისაღები გზა. ის სიტუაცია, რომელიც დღეს საქართველოშია, კარგად არ დამთავრდება და ის მხოლოდ გაგრძელდება. ამიტომ ოპოზიციაც და მთავრობაც უნდა დაჯდეს მაგიდასთან და ერთად იპოვონ გამოსავალი. ეს არ იქნება ადვილი,მაგრამ ეს დემოკრატიის ნაწილია", - ამბობს ადამ კინზინგერი.
ცნობისთვის, ქართული დელეგაცია ვაშინგტონში ვიზიტით იმყოფება. ისინი კონგრესის, ადმინისტრაციის და აკადემიური წრეების წარმომადგენლებს ხვდებიან. დელეგაციას შეხვედრებზე უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, კახა კუჭავა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ბერაია წარმოადგენენ.
https://www.interpressnews.ge/ka/article/57...ovon-gamosavali