forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · რჩეულები  · ჩატი
Pages: (3) [1] 2 3   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> რუდოლფ ჰესის საიდუმლოება, ველოდები 2017 წელს.
brevalo
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5847
წევრი No.: 22408
რეგისტრ.: 12-August 06

გამოგზავნილია: 15 Oct 2013, 11:57  #38382670      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
"ნაცისტი N2" - რუდოლფ ჰესი

1987 წლის 17 აგვისტოს დასავლეთ ბერლინის ინგლისურ სექტორში მდებარე შპანდაუს ციხეში ელექტროსადენით თავი ჩამოიხრჩო ამ უნიკალური ციხის ერთადერთმა პატიმარმა რუდოლფ ჰესმა. ნაციონალ-სოციალისტური პარტიის ხაზით ადოლფ ჰიტლერის ყოფილი მოადგილე ამ დროს 93 წლის იყო, აქედან ციხეში 46 წელი ჰქონდა გატარებული. პარტიული იერარქიით მეორე ნაცისტის სიკვდილს და შემდეგ განვითარებულ მოვლენებს მოგვიანებით დავუბრუნდებით.

მანამდე კი იყო მიუნხენი, სადაც უნივერსიტეტის სტუდენტმა გაიცნო მომავალი ფიურერი და ნაციონალ-სოციალისტური პარტიის რიგებში გაწევრდა. ამ დროიდან ჰესი ჰიტლერის უერთგულესი თანამებრძოლი ხდება. 1923 წელს ჰიტლერი და ჰესი შეიარაღებულ "დამრტყმელ ბრიგადებთან" ერთად შეცვივდნენ მიუნხენის ერთ-ერთ ლუდხანაში, სადაც ბავარიის კომისარი გამოდიოდა სიტყვით. ჰიტლერმა ორატორი ტრიბუნიდან ჩამოათრია და შესძახა: "ნაციონალ-სოციალისტური რევოლუცია დაიწყო, ბავარიის მთავრობა დამხობილია!" თუმცა, ეს უფრო სურვილი იყო, ვიდრე რეალობა - "ლუდის პუტჩი" ჩაფლავდა, ხოლო მისი გმირები საპატიმროში აღმოჩნდნენ. სწორედ ლინდსბერგის ციხეში დაიწერა ცნობილი "მაინ კამპფი". ჰიტლერს გაუმართლა - მასთან ერთად იჯდა საკანში საუნივერსიტეტო განათლებამიღებული კაცი. ის კარნახობდა, ჰესი იწერდა და ტექსტის რედაქტირებას აკეთებდა. ისტორიკოსები მას წიგნის თანაავტორადაც მიიჩნევენ. აქვე ჩაეყარა საფუძველი ჰიტლერის "სუფრული საუბრების" ტრადიციას, რომელიც ციხის სასადილო ოთახში დაიწყო და 1945 წლის მაისს ბერლინის ბუნკერში დასრულდა.

ჰესის სახელს უკავშირდება ნაცისტური პარტიის უზრუნველყოფა არა მხოლოდ გამართული იდეოლოგიური ტექსტებით, არამედ ფინანსურადაც. ჰესმა გერმანელი მეწარმეები ჰამბურგში შეკრიბა და წინ ფოტოსურათების ორი დასტა დაუდო. ერთზე მუშების დემონსტრაციები იყო აღბეჭდილი, მეორეზე - მწყობრად დალაგებული "დამრტყმელი ბრიგადები." პირველზე მიუთითა და უთხრა: "ეს KvirisPalitra.Geდამანგრეველი ძალაა, რომელიც თქვენს ფაბრიკასა და ქარხნებს, თქვენს სიმდიდრეს განადგურებით ემუქრება. ეს მეორე კი ძალა, რომელსაც ძალუძს წესრიგის დამყარება, მაგრამ ამისათვის სჭირდება ფული, რომელიც მას არ გააჩნია". შეთანხმება შედგა. 3 წლის შემდეგ ნაცისტები ხელისუფლებაში მოვიდნენ.

ყველაზე დიდი ავანტიურა, რომელიც რუდოლფ ჰესის სახელს უკავშირდება და რომლის წყალობითაც იგი მეორე მსოფლიო ომის ისტორიაში სამუდამოდ ჩაეწერა, 1941 წლის 10 მაისს უკავშირდება. ბევრი რამ დღემდე ბურუსითაა მოცული. ოფიციალური ვერსია კი ასეთია: რუდოლფ ჰესმა აუგსბურგის სამხედრო აეროდრომიდან "მესერშმიტ-110" გაიტაცა და გეზი შოტლანდიისაკენ აიღო. ამ დროისათვის გერმანია და დიდი ბრიტანეთი ერთმანეთთან საომარ მდგომარეობაში არიან. თავის მხრივ, ჰიტლერს საბჭოთა კავშირზე თავდასხმა გადაწყვეტილი აქვს - ომის დაწყების დღე და საათიც დანიშნულია. ჰესი შოტლანდიის მიწაზე პარაშუტით დაეშვა. ერთი ვერსიით, ის ჩამოაგდეს, მეორე ვერსიით, განზრახ დააზიანა თვითმფრინავი, რათა ინგლისელებს უახლესი მოდიფიკაციის "მესერშმიტი" არ ჩაეგდოთ ხელში. სავარაუდოდ, ჰესმა ბრიტანელებს კაბალური პირობებით თანამშრომლობა შესთავაზა, რომელიც საბჭოთა კავშირის განადგურებით უნდა დასრულებულიყო. დანამდვილებით მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ ჩერჩილმა ჰესის შესახებ კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა და "ნაცისტი N2" ტაუერში გამოამწყვდია 1946 წლამდე. გერმანიაში კი კაცი, რომელმაც მარტომ განიზრახა მსოფლიოს ბედის შეცვლა, შეურაცხადად გამოაცხადეს და ყველას აუკრძალეს პარტიული ამხანაგის ხსენება. სხვათა შორის, ამ საქმეზე დუმილი დღემდე გრძელდება და ინგლისელები მხოლოდ 2017 წელს აპირებენ გასაიდუმლოებული არქივის გახსნას.

დავუბრუნდეთ შპანდაუს ციხეს. ის 1876 წელს აშენდა და 600 პატიმარზე იყო გათვლილი. კაცობრიობის წინაშე ჩადენილი KvirisPalitra.Geდანაშაულისათვის 7 ნაცისტი ლიდერი 1946 წლიდან სწორედ ამ ციხეში იხდიდა სასჯელს. მათგან მხოლოდ ერთს, რუდოლფ ჰესს ჰქონდა მისჯილი სამუდამო პატიმრობა. იგი 1966 წლიდან ციხის ერთადერთ პატიმრად იქცა, დანარჩენები სხვადასხვა დრის გაათავისუფლეს. 1987 წელს მიხაილ გორბაჩოვმა დააყენა საკითხი მიხრწნილი სამხედრო დამნაშავის გათავისუფლების შესახებ და გაჩნდა არცთუ უსაფუძვლო ეჭვი, რომ ჰესს თავი არ მოუკლავს, ის მოკლეს, რადგან ომის დასრულებიდან 41 წლის შემდეგაც არ სურდათ ამ ბურუსით მოცული საქმის გახსნა.

რაც შეეხება შპანდაუს ციხეს, ექსცესების თავიდან ასაცილებლად შენობა დაანგრიეს, ნარჩენები კი ჩრდილოეთის ზღვაში ჩაყარეს. ასეთივე ბედი ეწია რუდოლფ ჰესსაც, რომელიც გერმანიის ქალაქ ვუნდიზელში დაკრძალეს მშობლებისა და ძმის გვერდით. მისი საფლავი ევროპელი ნეონაცისტების სათაყვანებელ ადგილად იქცა, ხოლო ყოველი წლის 17 აგვისტო, მისი გარდაცვალების დღე, ნაცისტებისა და ანტინაცისტების შეტაკებით მთავრდებოდა. წლევანდელი არეულობის შემდეგ ქალაქის ხელისუფლებამ, როგორც იქნა, ჰესის შვილიშვილი დაითანხმა და "ნაცისტი N2"-ის ნეშტს კრემაცია ჩაუტარეს, ხოლო ფერფლი ზღვაში გააბნიეს.



http://www.kvirispalitra.ge/history/8875-q...hesi.html?add=1

user posted image




საინტერესოა რას იტყვიან 2017_ში.



.....

This post has been edited by brevalo on 15 Oct 2013, 12:00
ELguja90
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 13109
წევრი No.: 172464
რეგისტრ.: 29-August 13

გამოგზავნილია: 15 Oct 2013, 12:20  #38382884      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მეც ველოდები კაი ხანია მაგ ანბავს.
ნამეტანი საინტერესო ამბავია ეგ...
Trance In Trance
Fuckity Bye


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7845
წევრი No.: 86839
რეგისტრ.: 17-March 09

გამოგზავნილია: 17 Oct 2013, 03:01  #38404319      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მე როგორც ვიცი ჰაუსჰოფერთან ახლობლობის გამო მოუწია გერმანიიდან გაქცევა, ჰესი მაგის სტუდენტი იყო , მისი იდეების ერთგული, მან გააცნო ჰიტლერს ჰესი
ჰაუსჰოფერს ეჭვის თვალით უყურებდნენ ბოლო პერიოდში
სსრკსთან კოლაბორაციონიზმში სდებდნენ ბრალს


მარა ასე მარტივი მიზეზი მაგ ამბავს არ უნდა ქონდეს
2017 -ში დამთაგეთ yes.gif
Tetri_Eshvi
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 46
წევრი No.: 174817
რეგისტრ.: 13-October 13

გამოგზავნილია: 17 Oct 2013, 03:38  #38404402      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
თუ გერმანიიდან გაიქცა და ბრიანელებს ჩაბარდა, რატომღა გამოამწყვდიეს ციხეში სიცოცხლის ბოლომდე?

იქნებ, ჰიტლერის საიდუმლო დავალებას ასრულებდა, დავუშვათ მოკავშირეების დასაბნევად და მათთვის მცდარი ინფორმაციების მისაწოდებლად და მისი "გაქცევა" შეთანხმებული იყო წინასწარ.
ლივერმენ
Super Crazy Member +++


*********
ჯგუფი: Members
წერილები: 81147
წევრი No.: 108214
რეგისტრ.: 3-January 10

გამოგზავნილია: 17 Oct 2013, 03:42  #38404409      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
IOSKAMAN
Super Crazy Megrel ++


********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 29523
წევრი No.: 22418
რეგისტრ.: 13-August 06

გამოგზავნილია: 17 Oct 2013, 03:43  #38404412      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · im
QUOTE
მიუთითა და უთხრა: "ეს KvirisPalitra.Geდამანგრეველი ძალაა,



ვერ გევიგეეეე?

კვირისპალიტრაო?
Fabian
წოლხვრელის აჩრდილი


*******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 19229
წევრი No.: 115438
რეგისტრ.: 11-May 10

გამოგზავნილია: 17 Oct 2013, 18:43  #38410171      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · icq
QUOTE
რუდოლფ ჰესის საიდუმლოება, ველოდები 2017 წელს.

ერთად დაველოდოთ ჯენერალში!
abelo
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 18574
წევრი No.: 63570
რეგისტრ.: 5-June 08

გამოგზავნილია: 17 Oct 2013, 21:22  #38412017      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
IOSKAMAN
QUOTE
ვერ გევიგეეეე?

კვირისპალიტრაო?

ეგ 25-ე კადრის ეფექტს იძლევა wink.gif


brevаlo
QUOTE
გაჩნდა არცთუ უსაფუძვლო ეჭვი, რომ ჰესს თავი არ მოუკლავს, ის მოკლეს

ამას ამტკიცებდა მისი სვილიც, როდესაც ჰესის სიკვდილის წინ დატოვებული ბარათი გადასცეს.
შვილმა დამოუკიდებელი ექსპერტიზა ჩაატარებენია . ის ამბობდა რომ ეს ბარათი ჰესისი დაწერილი კია, მაგრამ ის 60-იან წლებში დაწერა, როდესაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, სიკვდილის პირას იყო და ადმინისტაციამ ეს ბარათი არ გადამოაგზავნინა.

+ამას განადგურებული იქნა ჰესის ყველა პირადი ნივთი და როდესაც ექსპერტიზაზე გადასცეს გვამი გერმანულ მხარეს, დადგინდა რომ ყელზე ორმაგი კვალი იყო, ერთი რამაც სიკვდილი გამოიწვია და მეორე სადენის, როთიც ჩამოკიდე . შვილმა ექსპერტიზის ეს დასკვნები სკოტლან იარდს მიაწოდა, გამოსაძიებლად (რა აბსურდია smile.gif ) მათაც "დაიწყეს" გამოძიება.
დღემდე ჰაერში კიდია ვერსია, რომ ჯერ დაახრჩვეს და მერე მერე ჩამოკიდეს.

ისე ტყუილად ელოდებით 2017 წელს, არაფერს იტყვიან მაინც smile.gif

This post has been edited by abelo on 17 Oct 2013, 21:22


--------------------


მე ვარ მიმინო, ხახამშრალი და კაპოეტი
Ronnie James Dio
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 10265
წევრი No.: 47297
რეგისტრ.: 19-November 07

გამოგზავნილია: 17 Oct 2013, 22:18  #38412829      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ძალიან საინტერესოა.. ყველანაირი კვალი მოუსპიათ.

წარმოიდგინე ციხე დაანგრიეს და ნარჩენები ზღვაში ჩაყარეს.

ნუ 2017-ში გაირკვევა ყველაფერი smile.gif


--------------------
Hugh
brevalo
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5847
წევრი No.: 22408
რეგისტრ.: 12-August 06

გამოგზავნილია: 15 Sep 2014, 12:45  #42243924      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ჯენტლმენებო, 3 წელიც დაველოდოთ საიდუმლოების ფარდის ახდას boli.gif
madridiSSta1988
Super Crazy Member ++


********
ჯგუფი: Members
წერილები: 20922
წევრი No.: 108606
რეგისტრ.: 7-January 10

გამოგზავნილია: 15 Sep 2014, 13:31  #42244315      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (brevalo @ 15 Oct 2013, 11:57 )
რუდოლფ ჰესი

თავი ჩამოიხრჩო

კი, როგორ არა .


--------------------
„ეს არის მადრიდის რეალი და ამიტომ იყო, რომ ჩემთვის სიტყვა დამარცხება არ არსებობდა.“

RAUL MADRID.
Southwind
ხზ


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2028
წევრი No.: 124489
რეგისტრ.: 5-December 10

გამოგზავნილია: 18 Sep 2014, 19:17  #42279369      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
რამდენი წელია ამ საქმის გახსნას ველოდები და ვეღარ მმოაღწია 2017მა
მაგრამ საინტერესოა რატომ მაინცდამაინნც 2017? რაშეიცვლება მაგ დროისთვის?


--------------------
Self-improvement is masturbation. Now, self-destruction …

M1n1
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4051
წევრი No.: 9481
რეგისტრ.: 15-March 05

გამოგზავნილია: 18 Sep 2014, 19:44  #42279626      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Southwind
QUOTE
მაგრამ საინტერესოა რატომ მაინცდამაინნც 2017? რაშეიცვლება მაგ დროისთვის?

ალბათ ვიღაცეების სიკვდილს ელოდებიან biggrin.gif
irakli_tikurishvili
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 982
წევრი No.: 98729
რეგისტრ.: 30-August 09

გამოგზავნილია: 10 Feb 2017, 17:59  #49900796      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
brevаlo
ELguja90
Trance In Trance
Tetri_Eshvi
ლივერმენ
IOSKAMAN
Fabian
abelo
Ronnie James Dio
madridiSSta1988
Southwind
M1n1

მოვიდა 2017 წელი smile.gif
ELguja90
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 13109
წევრი No.: 172464
რეგისტრ.: 29-August 13

გამოგზავნილია: 10 Feb 2017, 19:36  #49901380      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
გახსნიან რო?
და ღმერთმა იცის რას გახსნიან
რასაც უნდათ იმას ჩაწერენ საქმეში
მიდი და მიედავე მასე არ იყოო...
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (3) [1] 2 3  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0231 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]