#49488312 · 14 Dec 2016, 19:49 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გამარჯობა, როგორც გავიგე დაიწყო მაუწყებლობა საქართველოში უკვე setanta georgia როგორ შეიძლება ყურება ხომ არ იცით ვინმემ? ერთადერთი ინფორმაცია რაც მოვიძიე:
სასტუმრო Rooms-ში Setanta Sports Eurasia-ს საოპერაციო დირექტორმა ალან ჰილანდმა SeTanta Georgia-ს ქართველ წარმომადგენლებთან (ლევან მაჭავარიანი, კოტე ჯორბენაძე) ერთად პრესკონფერნცია გამართა. გაირკვა, რომ ამავე თვეში ორი სპორტული არხი (Setanta sport და Setanta sport +) ქართულ ენაზე დაიწყებს მაუწყებლობას.
პრესკონფერენციაზე გახლდათ კომენტატორი დიმიტრი ობოლაძე, რომელმაც გვაცნობა, რომ მის გარდა კიდევ რამდენიმე კომენტატორი შეირჩა, ხოლო კიდევ რამდენიმეს შეარჩევენ. მაგალითად, სარაგბო რეპორტაჟებს გაუძღვება ნიაზ მამრიკიშვილი. ასევე, თბილისის "ლოკომოტივის" ყოფილი პრესატაშე ნოდარ სიმსივეც იმუშავებს კომენტატორად...
დაფარვის არეალს რაც შეეხება, ეტაპ-ეტაპ საქართველოს მასშტაბით იქნება, მაგრამ ეს თანმიმდევრულად და არა - თავიდანვე.
როგორც პრესკონფერენციაზე განაცხადეს, ქართულად გადაიცემა ამ ორ არხზე ის პროდუქტი, რაც ნაყიდი აქვს Setanta-ს: მათ შორის, რაგბის ტოპ-14 (სადაც 12 ქართველი თამაშობს), ჰოკეი, ფორმულა 1, კრივი, იტალიის, საფრანგეთის, შოტლანდიის ჩემპიონატები, ასევე ფეხბურთში მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი მატჩები.
ვისაც seTanta-ს არხები აქვს, დაგვეთანხმება, ერთ-ერთი ყველაზე საინტერესოა სოფლიოს უძლიერესი საფეხბურთო კლუბების, ხმაურიანი დერბების, საუკეთესო ფეხბურთელების ისტორია. ასევე, საფეხბურთო ფილმებიც... გვითხრეს, რომ ესეც ქართულად გადაიცემა.
Setanta Georgia-ს პარტნიორი გახდა Adjarabet.com.
--------------------
ჰმ
|