Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ტექნიკური და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები > მიმართეთ მოდერატორებს


Posted by: Taba 26 Apr 2016, 12:57
ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით განყოფილებას დაემატა 2 მოდერატორი asphurcela და Irakli, იმედია განყოფილება გამოცოცხლდება და ბევრი საინტერესო თემა დაემატება. მილოცვა,საჩივარი ,პრეტენზიები , ახალი იდეები შეგიძლიათ მიაწოდოთ ამ თემაში.



ამ თემას ავპინავ
იმედია ნებისმიერი კონფლიქტური სიტუაცია აქ გაირჩევა და არა თემებში

Posted by: Komponent 26 Apr 2016, 13:26
კარგია, რომ ცდილობთ, მოდერებიც. ირაკლიც გიპოვნია. გისურვებთ საინტერესო ფორუმს.

რაც შეეხება იდეებს,
https://forum.ge/?f=66&showtopic=34848685&st=60
აქ დავდე ფორუმის შუალედური ვარიანტი, გააკრიტიკეთ დასაბუთებით.

Posted by: lepori 26 Apr 2016, 13:38
QUOTE
ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით განყოფილებას დაემატა 2 მოდერატორი asphurcela და Irakli

bis.gif bis.gif bis.gif bis.gif bis.gif


QUOTE
საჩივარი ,პრეტენზიები

სამი თემა გვაქვს ტელესკოპზე >> მე თუ მკითხავთ გასაერთიანებელია
https://forum.ge/?f=66&showtopic=34556201
https://forum.ge/?f=66&showtopic=34848653
https://forum.ge/?f=66&showtopic=34854927

Komponent
QUOTE
აქ დავდე ფორუმის შუალედური ვარიანტი, გააკრიტიკეთ დასაბუთებით.

რაღა გაკრიტიკება უნდა, დახურულია ეგ თემა >>მეცნიერება მაგასთან არაფერშუაშია და
მითუმეტეს ასფურცელეას და ირაკლის არაფრის გაკეთება არ შეუძლიათ

ჰოდა, გახსენი თემა ფორუმის შესახებში და იქ განვიხილოთ ფორუმის გადაკეთებსი თემები >>>> აქ არა
yes.gif

Posted by: Taba 26 Apr 2016, 14:01
lepori
QUOTE
სამი თემა გვაქვს ტელესკოპზე >> მე თუ მკითხავთ გასაერთიანებელია
როგორ კეთდება ტელესკოპი
ტელესკოპი
კითხვა მაქვს ტელესკოპზე

სანამ გაუშინაურდებიან , მე შევაერთე ეს სამი თემა

Posted by: ბეჟანბეჟანი 26 Apr 2016, 14:23
asphurcela და Irakli, გილოცავთ მოდერატორობას. აბა თქვენ იცით, აახდინეთ გრავიტონის ოცნებები და აიყვანეთ თემა თვისობრივად ახალ დონეზე, მაგრამ ისეც ნუ იზამთ, განყოფილებაში შემოჭყეტა სანანებლად გაუხადოთ იუზერებს.
გამოიყენეთ თაფლიკვერი და არ იხმაროთ დიდი ჯოხი.
წარმატებები.

პ.ს. ჩემს თემებს ხელი არ დაედოს mad.gif

Posted by: Komponent 26 Apr 2016, 14:58
lepori
QUOTE

ჰოდა, გახსენი თემა ფორუმის შესახებში და იქ განვიხილოთ ფორუმის გადაკეთებსი თემები >>>> აქ არა

ტაბამ თქვა
QUOTE
მილოცვა,საჩივარი ,პრეტენზიები , ახალი იდეები შეგიძლიათ მიაწოდოთ ამ თემაში... ამ და სხვა თემებზე რომელიც ეხება განყოფილების რეორგანიზაციას, შეგიძლიათ აქ გააგრძელოთ დისკუსია
ახალი მოდერატორები განყოფილებაში (ეს იმ დახურული თემიდან წამოვიღე)

სწორადაც თქვა, ამ განყის თავისებურებებზე იქ ვის ვესაუბრო და შევუთანხმდე?
QUOTE
მითუმეტეს ასფურცელეას და ირაკლის არაფრის გაკეთება არ შეუძლიათ

არაფრის გაკეთება როგორ არ შეუძლიათ? smile.gif
QUOTE
მეცნიერება მაგასთან არაფერშუაშია

რაც უფრო მეცნიერულად დაალაგებ ოთახს, ნივთებს, აზრებს და ა.შ მით უფრო წარმატებული იქნები.
QUOTE
რაღა გაკრიტიკება უნდა, დახურულია ეგ თემა

თემის დახურვა, გაკრიტიკებას ნიშნავს დასაბუთებით?
სხვა კრიტიკა მოიფიქრე რამე smile.gif

Posted by: lepori 26 Apr 2016, 15:27
Komponent
QUOTE
სწორადაც თქვა, ამ განყის თავისებურებებზე იქ ვის ვესაუბრო და შევუთანხმდე?

რა შუაშია ეს განყოფილება> მთელი ფორუმის გადაკეთებას ითხოვ biggrin.gif

QUOTE
არაფრის გაკეთება როგორ არ შეუძლიათ?

ფორუმის გადაკეთება ნამდვილად არ შეუძლიათ


QUOTE
თემის დახურვა, გაკრიტიკებას ნიშნავს დასაბუთებით?
სხვა კრიტიკა მოიფიქრე რამე smile.gif

კაცოო, ამ თემაში არა მეთქი, განა ზოგადად არ განვიხილოთ თქვა
გახსენი ცალკე თემა (ჩემი აზრით უპრიანი იქნება ფორუმის შესახებში) და იქ ვიმსჯელოთ ცალკე მაგაზე

Posted by: Komponent 26 Apr 2016, 16:05
lepori
არა, მთელი ფორუმის გადაკეთებას არ ვითხოვ. სხვაგანაც შევსულვარ და იქ არ არის ასეთი პრობლემები. მე რასაც ვამბობ, ასე უფრო აქტიური გამოჩნდება ეს განყოფილება. (განყოფილების აქტიურობით უფრო ისინი სარგებლობენ ვინც რამეს აკეთებს). თან იოლი საკითხების ავტორებიც კმაყოფილნი იქნებიან, რომ მათ თემებსაც ხედავენ კომპეტენტური იუზერები და დაპოსტვისაც არ შეეშინდებათ (მოერიდებათ). ამავე დროს შენარჩუნდება წესრიგი. წარმოგიდგენია, რაღაციკითხვა გინდოდეს და ვიღაც ფიზიკოსი გამოგენთოს წმინდა თემიდან biggrin.gif
QUOTE
ფორუმის გადაკეთება ნამდვილად არ შეუძლიათ

გააჩნია რა შემთხვევაში smile.gif "კარგია" ან "ცუდია" რომ თქვან ეგეც შეშველებაა.
QUOTE
აცოო, ამ თემაში არა მეთქი, განა ზოგადად არ განვიხილოთ თქვა
გახსენი ცალკე თემა (ჩემი აზრით უპრიანი იქნება ფორუმის შესახებში) და იქ ვიმსჯელოთ ცალკე მაგაზე

ჰო გასაგებია, ეგრე მოგაფიქრდა და თქვი, თუმცა სუსტი დასაბუთებით, როგორ არის "უპრიანი" ? smile.gif
აიხედე, რამდენი ვასაბუთე აქ ყოფნა smile.gif

Posted by: ლოგიკⒶ 26 Apr 2016, 16:08
იმედია სამართიანი მოდერები იქნებიან, მაღალი თანამდებობა თავში არ აუვარდებათ და ტირანიის გზას არ გაჰყვებიან


ვინიცის რამდენი პატიოსანი იუზერი დაუღუპავს მოდერად არჩევას user.gif


» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: RedShark 26 Apr 2016, 16:44
QUOTE
ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით განყოფილებას დაემატა 2 მოდერატორი asphurcela და Irakli

ალილუია! pop.gif biggrin.gif

იმედია დაადგება საშველი ამ განყს...


* * *
QUOTE
განყოფილების შესახებ - შეკითხვები, წინადადებები და ა.შ.

ჩემი მოკრძალებული აზრით, განყოფილების გაწმენდასთან ერთად, შემდგომი დანაგვიანების თავიდან ასაცილებლად საჭიროა გაიხსნას და თავიდანვე აიპინოს თემები, სადაც ზოგადი კითხვების დასმა იქნება შესაძლებელი ფიზიკაში, ქიმიაში, ბიოლოგიაში, მათემატიკაში და ა.შ....

Posted by: Irakli 26 Apr 2016, 17:19
გამარჯობათ, დაწერეთ თქვენი სურვილები ხოლმე და შეძლებისდაგვარად ერთად დავალაგოთ განყოფილება

Posted by: asphurcela 26 Apr 2016, 19:04
ვა მთლა უფროსის მოადგილედ დამნიშნეს და დამაწინაურეს? biggrin.gif

მადლობა ყველას მხარდაჭერისათვის.
მე ბუნებით უკონფლიქტო ადამიანი ვარ.
ინერტული მასა დიდი აქვს ჩემს მოთმინებას smile.gif

ისე, მე უფრო მომწესრიგებელი ვარ ალბათ, ვიდრე ვინმეს დამსჯელი.
ხოდა ჩვეულებრივო მოკვდავნო biggrin.gif დაწერეთ სურვილები სანამ ხასიათზე ვარ აგისრულებთ biggrin.gif
ეს ხუმრობით, ისე კი ცხადია თქვენი წინადადებები და რჩევები გათვალისწინებული იქნება.
მე და ირაკლის გადაკეთებებს ნუ მოგვთხოვთ, ეს ჩვენ არ გვძალგვიძს.
მაგრამ სხვა რაც შეგვიძლია აქ ვართ smile.gif

Posted by: არწივი9 26 Apr 2016, 19:28
Irakli
asphurcela
ვორნები და ბანები იქნება? bis.gif

Posted by: Irakli 26 Apr 2016, 19:39
არწივი9
კბილები გვიკაწკაწებს ისე გვინდა გამოვცადოთ პირველი დავორნა biggrin.gif biggrin.gif

Posted by: არწივი9 26 Apr 2016, 21:08
QUOTE (Irakli @ 26 Apr 2016, 18:39 )
არწივი9
კბილები გვიკაწკაწებს ისე გვინდა გამოვცადოთ პირველი დავორნა biggrin.gif biggrin.gif

თუმცა ამ განყოფილებაში ვორნი/ბანი რაღაც წარმოუდგენლად ჟღერს givi.gif

Posted by: asphurcela 26 Apr 2016, 21:09
არწივი9
ვორნი ვნახე როგორ ედება, მარა ბანს ვერ მივაგენი.
სად გადამალა უმფროსმა biggrin.gif

კაი ნუ აოფებთ.
გამოუშვით საღი წინადადებები, რას ისურვებდით.
* * *
RedShark
გეთანხები თემების დალაგებაზე

Posted by: lepori 26 Apr 2016, 21:19
QUOTE
ჩემი მოკრძალებული აზრით, განყოფილების გაწმენდასთან ერთად, შემდგომი დანაგვიანების თავიდან ასაცილებლად საჭიროა გაიხსნას და თავიდანვე აიპინოს თემები, სადაც ზოგადი კითხვების დასმა იქნება შესაძლებელი ფიზიკაში, ქიმიაში, ბიოლოგიაში, მათემატიკაში და ა.შ....

ასეთი თემები კი არსებობს უკვე,
აპინვას იდეას კი არ ვეთანხმები >> 5-6 თემა გახდება ასაპინი და
პირველ გვერდს დაამახინჯებს biggrin.gif
თუ გაიწმინდა პერიოდულად აპინვის აუცილებლობა აღარც დადგება...


https://forum.ge/?f=66&showtopic=34006417
ეს თემა თუ განახლდება აქედანაც მარტივად შიძლება საჭირო თემამდე მისვლა

Posted by: RedShark 26 Apr 2016, 21:40
lepori
QUOTE
აპინვას იდეას კი არ ვეთანხმები >> 5-6 თემა გახდება ასაპინი და
პირველ გვერდს დაამახინჯებს

აპინული თემები რატომ არის სიმახინჯე? biggrin.gif
QUOTE
თუ გაიწმინდა პერიოდულად აპინვის აუცილებლობა აღარც დადგება...

რა ვიცი, მე მაინც მგონია, რომ უმჯობესი იქნება, თუ შემოსული მომხმარებლები პირდაპირ დაინახავენ საერთო თემებს და არ დაიწყებენ ათასგვარ წვრილმანებზე ცალკეული თემების გახსნას (ჩვეულებრივ, ძებნა ეზარებათ ხოლმე...), ან სხვა თემებში უადგილოდ პოსტვას...
* * *
პ.ს. რადიოელექტრონიკის მოდერი ვინ არის? იქაც კაი მისახედია უკვე...

Posted by: Komponent 27 Apr 2016, 07:45
QUOTE
აპინული თემები რატომ არის სიმახინჯე?

ვერც მე შევეჩვიე აპინულ თემებს, რაღაცატომ თავს ვარიდებ მათ გახსნას, ყოველთვის მგონია რომ ძველი და უინტერესო საკითხია შიგნით. რა ფენომენია არ ვიცი. ვფიქრობ აპინული თემები მინიმალური უნდა იყოს, როგორც ლეპორმა თქვა, მხოლოდ "სარჩევი"
asphurcela
QUOTE
მე და ირაკლის გადაკეთებებს ნუ მოგვთხოვთ, ეს ჩვენ არ გვძალგვიძს.
მაგრამ სხვა რაც შეგვიძლია აქ ვართ

ალბათ აზრი გაქვს, რასაც ვერ გავაკეთებ იმაზე რატომ ვიფიქროო...
პროგრამირება ისწავლეო, მაგას კიარ ვიძახი...
აქ ყველანი ვცდილობთ იდეალურობა განვსაზღვროთ. თუ რისთვის არის ეს საჭირო, მემგონი ვიცით (მიახლოებული მაინც გამოვა, ბოლოს იმის კითხვაც შეიძლება, "როგორ?").

Posted by: lepori 27 Apr 2016, 10:22
RedShark
მთელი პირველი გვერდი აპინული როა, სიმახინჯეა აბა რა არის biggrin.gif
კომპონენტსაც ვეთანხმები:
QUOTE
ვერც მე შევეჩვიე აპინულ თემებს, რაღაცატომ თავს ვარიდებ მათ გახსნას, ყოველთვის მგონია რომ ძველი და უინტერესო საკითხია შიგნით. რა ფენომენია არ ვიცი.


5 თემა მოვაგროვე >> ასაპინად რომ იმიტებთ იმისთანა smile.gif
https://forum.ge/?f=66&showtopic=34025990=0
https://forum.ge/?f=66&showtopic=34057240
https://forum.ge/?f=66&showtopic=34019966
https://forum.ge/?f=66&showtopic=34031487
https://forum.ge/?f=66&showtopic=34628537

Posted by: Taba 27 Apr 2016, 12:44
Komponent

QUOTE
ვერც მე შევეჩვიე აპინულ თემებს, რაღაცატომ თავს ვარიდებ მათ გახსნას, ყოველთვის მგონია რომ ძველი და უინტერესო საკითხია შიგნით.

ასეცაა, აპინული თემა იმიტომაა, რომ დიდი ხანი შეიძლება არავინ დაწეროს იქ და მაინც პირველ გვერდზე დარჩეს. მაგალითად ამოცანების თემა რომ არ იყოს აპინული, შემოვა ვინმე და გახსნის თემას "მიშველეთ x+5=8 განტოლება ამომახსნევინეთ" რადგან ვერ ნახავს პირველ გვერდზე ვერაფერს, ამაზე კი ვორნია , რაც არ მინდა გავაკეთო ამიტომ არის ზემოთ და სკოლის მოსწავლეები გამოიყენებენ smile.gif

asphurcela
QUOTE
ვორნი ვნახე როგორ ედება, მარა ბანს ვერ მივაგენი.
სად გადამალა უმფროსმა

იგივენაირად ოღონდ or for Days რომ წერია დღეეებს ან საათებს მიუთითებ

Posted by: asphurcela 27 Apr 2016, 13:17
ნუ ეხლა 500 თემას ვერ ავპინავთ, არაესთეთიკური იქნება.
ძაან აუცილებლები უნდა იყოს აპინული.
ხოლო ის თემა რომელიც იძირება, ზნაჩით ჩასაძირია - ელემენტარული ლოგიკაა ვატსონ.
თუ არაა ჩასაძირი და იაქტიურეთ მერე, ვინ გიშლით (ჰაჰ რავა სხვანაირად ავჭიკჭიკდი რაც ზვანია მიბოძეს biggrin.gif )
ეჰ რა არის სკამი და თანამდებობა. ეტყობა პოლიტიკაშიც ესე ხდება..

Taba
QUOTE
იგივენაირად ოღონდ or for Days რომ წერია დღეეებს ან საათებს მიუთითებ

ოკ fილენ დანქ
* * *
RedShark
QUOTE
პ.ს. რადიოელექტრონიკის მოდერი ვინ არის? იქაც კაი მისახედია უკვე...

მე არ მაქ იქ მოდერობის უფლება.
მხოლოდ აქ მაქ, მეცნიერება განათლებაში
* * *
Komponent
დავალაგოთ პატივცემულო ჩვენი განყოფილება.
ვისაც როგორ შეგვიძლია. ნაგავს მაინც ნუ დავყრით, მისი აღება თუ არ გვძალგვიძს.
ნუ კონკრეტულად შენ არ გეუბნები, ზოგადად ვამბობ. შენ ისედაც არ ანაგვიანებ, გიცნობ დიდი ხანია.

მარა ია გვერდზე ღილაკებს ფორუმს ვერ გავუკეთებ, მე არ მაქ მაგის უფლება და პირადად მე ვერც გავიგე რა საჭიროა გვერდით რაღაცეების მიწერა.

ყველაზე კარგი გამოსავალია რაც უკვე არის ზოგადი წესი, მაგრამ ახლებმა ეს არ იციან.
ანუ გინდა თემის გახსნა, მოძებნე უახლოეს გვერდებზე, იქნებ არის შესაბამისი თემა და იქ დაპოსტო უნდა.
თუ ვერ იპოვე, მაშIნ აზრიანი სათაური უნდა მისცე და თემა უნდა იყოს ისეთი, რომელსაც გამოხმაურების პოტენციალი ექნება, არა ერთჯერადი, არამედ მრავალჯერადი.
3+5=? აქვს ერთი კონკრეტული პასუხი და ამაზე თემის გახსნა არ გამოდგება.
ანუ ისეთ კითხვას, რომელსაც ერთი კონკრეტული ამომწურავი პასუხი შეიძლება ჰქონდეს, თემის გახნსას არ იმსახურებს.
ასეთი თემა, მინიმუმ მიებმება სხვას, მინიმუმზე ცოტა ზევით - დაიხურება და მაქსიმუმ წაიშლება იუზერის დავორნით.

Posted by: Komponent 27 Apr 2016, 22:18
Taba
ჰო, გასაგებია.
asphurcela
QUOTE
მარა ია გვერდზე ღილაკებს ფორუმს ვერ გავუკეთებ, მე არ მაქ მაგის უფლება და პირადად მე ვერც გავიგე რა საჭიროა გვერდით რაღაცეების მიწერა.
ყველაზე კარგი გამოსავალია რაც უკვე არის ზოგადი წესი, მაგრამ ახლებმა ეს არ იციან.

სხვა რამეს უკავშირდება ეს საკითხი, არ უნდა დაგვავიწყდეს რისთვის გვინდოდა ახალი განყოფილება.
კიბატონო, მოდერები და წესები ბევრ რამეს წყვეტენ, მაგრამ რა საჭიროა ახალი განყოფილება, რომელსაც ვითხოვდით?
ეს საჭიროა დონის ასაწევად, იქ სავარაუდოდ ცოტა დაიწერება მაგრამ უფრო მოწესრიგებული და მწვერვალი საკითხები. დაბალი დონის ფორუმზე რომ მივაღწევთ განვითარდებას, სასურველია, შემდეგი ეტაპის ოთახი მოწესრიგებული იყოს, კაგად დაწყობილი წიგნებით და რვეულებით.
ჰოდა პრობლემა იმაშია, რომ ეს ორი ფორუმი, ყველასი და სპეცების, როგორ დავაბათ ერთად. მოკლედ სპეცები ცოტანი არიან და ძირავენ დანარჩენები. ამიტომაა ცალკე განყოფილება, გვერდითი ღილაკები იმიტომ მივახატე რომ ზოგჯერ შიგნითაც მოგვიწევს შესვლა, "საწყობში". (ამ ფორუმსაც ხომ აქვს ძველ გვერდებზე გადასვლა.)
არ ვიცი, ვინ რას დაწერს სპეც ადგილზე, მაგრამ მეტი ალბათობით ოქრო იქ უფრო იქნება.
რადიოელექტრონიკა რომ იქით არის, არც ეგ მგონია სწორი, იყოს აქეთ განყოფილების სახით (ეგეც მჭიდროდ უკავშირდება ფიზიკას, თან აქტიურობა დაეტყობა აქაურობას უფრო.).

რათქმაუნდა, ღილაკების დაყენების უფლება არ გვაქვს. ეს ყველაფერი თეორიული ვარიანტია. ჰოდა ვისაც არ გეზარებათ გააკრიტიკეთ დასაბუთებით.

Posted by: asphurcela 28 Apr 2016, 10:37
მოკლედ, ცოტა საქმეს რომ მივხედოთ.
არის რამოდენიმე 2 პოსტიანი თემები, რომლებიც ვეღარ განვითარდება.
მათ მიიღეს უკვე პასუხი ან ჩაიძირა ისე, რომ არავინ მიაქცია ყურადღება.
ასეთი ცალ-ტვინ-კითხვიანი თემები უნდა გაერთიანებულ იქნეს სადმე.
ზოგად დახმარების თემას შეიძლება ვერ მიესადაგოს. ფიზიკის ამოცანების აპინულ თემასაც ვერ მიესადაგება, მამენტ.
ამიტომ ერთი საერთო თემა ხომ არ გაგვეხსნა, სადაც დაწერდნენ იუზერები ასეთ არასტანდარტულ კითხვებს?
თუ ზოგად დახმარების თემას მივაწებო?

რას იტყვით თქვენ?

ამასობაში რამოდეინმე მოკლე და ჩაძირული თემა მივაბი დახმარების ზოგად თემებს.
ზოგი ელექტრონიკის თემა იყო და რადიოელექტრონიკაში გადავიტანე.

Posted by: RedShark 28 Apr 2016, 11:46
asphurcela
QUOTE
მოკლედ, ცოტა საქმეს რომ მივხედოთ.
არის რამოდენიმე 2 პოსტიანი თემები, რომლებიც ვეღარ განვითარდება.
მათ მიიღეს უკვე პასუხი ან ჩაიძირა ისე, რომ არავინ მიაქცია ყურადღება.
ასეთი ცალ-ტვინ-კითხვიანი თემები უნდა გაერთიანებულ იქნეს სადმე.
ზოგად დახმარების თემას შეიძლება ვერ მიესადაგოს. ფიზიკის ამოცანების აპინულ თემასაც ვერ მიესადაგება, მამენტ.
ამიტომ ერთი საერთო თემა ხომ არ გაგვეხსნა, სადაც დაწერდნენ იუზერები ასეთ არასტანდარტულ კითხვებს?
თუ ზოგად დახმარების თემას მივაწებო?

რას იტყვით თქვენ?

კი, ერთი ასეთი "კურილკა" თემა საჭიროა up.gif

lepori
QUOTE
მთელი პირველი გვერდი აპინული როა, სიმახინჯეა აბა რა არის

მთელი გვერდი არა რა თქმა უნდა...
QUOTE
რამდენიმე კითხვა გეოგრაფიაში
რამდენიმე კითხვა მათემატიკოსებს
ბიოლოგებო და არაბიოლოგებო
შეკითხვები ქიმიკოსებთან
რამდენიმე კითხვა ფიზიკოსებს

მეც დაახლოებით ამდენსვე ვგულისხმობდი, სრულიად საკმარისია...



Posted by: lepori 28 Apr 2016, 15:40
asphurcela
QUOTE
რთი საერთო თემა ხომ არ გაგვეხსნა, სადაც დაწერდნენ იუზერები ასეთ არასტანდარტულ კითხვებს?
თუ ზოგად დახმარების თემას მივაწებო?

რას იტყვით თქვენ?

ჩემის საზრით,
დახმარების თემასთან მიწებება ჯობია
ეგ არის მაგ თემის იდეაც

QUOTE
თხოვნებისთვის, რასაც ბევრი მსჯელობა არ სჭირდება


Posted by: Irakli 28 Apr 2016, 19:33
"საჩეთაო" თემები არ გვინდა, მაგისთვის უსათაუროც საკმარისია

Posted by: asphurcela 29 Apr 2016, 11:26
Irakli
QUOTE
"საჩეთაო" თემები არ გვინდა, მაგისთვის უსათაუროც საკმარისია

ხოდა რო არ გვინდა, მაგას ჩივის საზოგადოება smile.gif
რა უნდა ვუყოთ 2 წინადადებიან თემებს?
ზოგად კითხვა პასუხს მივაბათ?

Posted by: Irakli 29 Apr 2016, 15:24
asphurcela
კითხვას თუ პასუხი გაეცემა, დაიხურება და დაარქივდება. სარჩევშიც შეგვიძლია ჩავამატოთ თუ რამეა.

Posted by: Komponent 30 Apr 2016, 20:34
QUOTE
პირადად მე ვერც გავიგე რა საჭიროა გვერდით რაღაცეების მიწერა.

სწორი შენიშვნაა, ქვემოთ რომაა სურათზე, ისე თუ დავაყენებთ შემდეგ გვერდებზე გადასასვლელს, უფრო შეუმჩნეველი ცვლილება იქნება.

ფორმულებიც ხომ უნდა დავაყენოთ?

Posted by: gubaz_merve 1 May 2016, 00:06
ზურა გილოცავ...,საპასუხისმგებლო ადგილი გიჭირავს და იმედია ღალატი არ იქნება...ერთ დროს მეც ციყაყი მოდერი რუსთავი ორის ფორუმზე...პრობლემა პოსტების მოძრაობაშია...როცა ახალი პოსტი იდება ტოპის სათავეში ექცევა თემა...იმედია მოაგვარებ smile.gifმეც მინდა მოდერობა.

Posted by: asphurcela 2 May 2016, 11:39
gubaz_merve
QUOTE
ზურა გილოცავ

მადლობა, მაგრამ რას მილოცავ? smile.gif
QUOTE
საპასუხისმგებლო ადგილი გიჭირავს

აბა აბა, მეც პარლამენტის ვიცესპიკერი არ ვიყო.

QUOTE
იმედია ღალატი არ იქნება

ვის ან რას უნდა ვუღალატო, და როგორ? smile.gif

QUOTE
.როცა ახალი პოსტი იდება ტოპის სათავეში ექცევა თემა...

ხოო, არ გამიკვირდა, ახალი თემა მაღლა რატომ ჩანს მეთქი biggrin.gif
შენ გაგახარა ღმერთმა ამის ახსნისათვის smile.gif

Posted by: ლაბარნა 2 May 2016, 13:20
asphurcela

QUOTE
მადლობა, მაგრამ რას მილოცავ?


პრესტიჟის მომატებას მეც გილოცავ! აი საქმის მომატებას კი ვეღარ მოგილოცავ, ვიზიარებ. ))

Posted by: asphurcela 2 May 2016, 15:02
ლაბარნა
მადლობა.
არაფერი მოდერატორობაში არ ყრია.
ტყუილად თანაფორუიმელების წყრომის გარდა არაფერს ტოვებს.
შარია რა biggrin.gif

Posted by: gubaz_merve 2 May 2016, 23:50
asphurcela
შარი კია smile.gif თუმცა დღეს თავი კარგად გაართვითsmile.gifერთი კია აფსოლიტირი სიწმინდის დაცვა თემაში შეიძლებელია და დიალოგს განვითარება ჭირდება მითუმეტეს რომ თემასთან ახლოაsmile.gif
რადიოელექტრონიკის განყოფილებაში 2 ერთნაირი თემატური ტოპია რადიოტალღებზე აბა ვნახოთ რას მოიმოქმედებთ smile.gif

Posted by: RedShark 3 May 2016, 00:00
gubaz_merve
QUOTE
რადიოელექტრონიკის განყოფილებაში 2 ერთნაირი თემატური ტოპია რადიოტალღებზე აბა ვნახოთ რას მოიმოქმედებთ

ვერაფერს მოიმოქმედებენ, იქ არ ვრცელდება მათი იურისდიქცია smile.gif)))

რადიოელექტრონიკის განყში სხვაც ბევრია მოსაგვარებელი, მაგრამ იქაურ მოდერებს ჰკიდიათ რადიოელექტრონიკაც და განყიც smile.gif



Posted by: asphurcela 3 May 2016, 12:51
არა, იქეთ არ ვარ მოდერატორი. მხოლოდ აქ.

QUOTE
ერთი კია აფსოლიტირი სიწმინდის დაცვა თემაში შეიძლებელია და დიალოგს განვითარება ჭირდება

შეუძლებელია, მაგრამ, მოდერი რომ გთხოვს, ხომ უნდა გაიტვალისწინო? smile.gif
პოსტვას ვინ გიკრძალავს? აბა რისთვის და ვისთვისაა ეს ფორუმი, თქვენთვისაა.
მაგრამ თემა ხომ თემაა, მას სატაური აქვს.
ამაზე იყო აჟიოტაჟი და ამიტომ უნდოდა გრავიტონს ცალკე გაყვანა ქვეგანყოფილების, რომ თემებია არეული. და თემებში მიდის სხვა საკითხებზე ბაასი.
ადმინისტრაციამ გამოსავალი იპოვა დამატებითი მოდერატორების დანიშვნით, რომლებმაც უნდა მიაქციონ ყურადღება თემებში წესრიგს.
მაშინ პოსტეთ სადაც რა გაგეხარდებათ, ამით საბოლოოდ მივიღებთ ერთ დიდ გოგლიმოგლს.

QUOTE
აბა ვნახოთ რას მოიმოქმედებთ

კაი არ გვინდა ეხლა გაბუტული ბავშვის ქცევები.
იქ რა უნდა მოვიმოქმედო, არაფერი მევალება იქ.
და რომც მევალებოდეს, სხვის დასანახად არაფერს გავაკეთებ.
yes.gif


Posted by: gubaz_merve 3 May 2016, 13:55
asphurcela
მე პირიქით გამიხარდა რომ პოსტები არ წაშალეთ სიმართლე გითხრა ჯობს შენ და ირაკლიმ რადიოგანყოფილებას მიხედეთ .პოსტები და მათი ინფორმაციის ჩაწვდომა ვისაც არ შეუძლია..., რაც ესმის ის უნდა აკეთოს smile.gif
რატო უნდა შლიდეთ პოსტებს ?თან ასეთს ,,ადრე მხოლოდ ვერსიის დონეზე იყო შესაძლებელი გალაქტიკის და ბორჯღალის მსგავსებაზე საუბარი თუმცა მას მერე ქართულ ანბანში გაჩდა წამის სიზუსტის მქონი კალენდარი რომელიც ლასის ანუ დროის მაჩვენებელია .ლასი გვხვდება ასტროლოგიურ კალენდარზე ის თევზების ნიშნის მქონეა და დროს კრავს.ლ-ასო მეთორმეტეა ქართულ ანბანში და ოცდაათია მისი რიცხვმნიშვნელობა ,თორმეტი და ოცდაათის ნამრავლი ვიცით რამდენიცაა,ასევე ვიცით გეომეტრიული პი რიცხვი ისიც ქართულ ანბანში გვაქ წ ასო ანუ წილი,წილადი ,ოცდამეთერთმეტეა და ოთხიათასია მისი რიცხვმნიშვნელობა ერთად რომ დაწერო დაწილადის აღმნიშვნელი დასვათ ნახავთ რასაც მიიღებთ.ძალაუნებურად ლოცვაც იპყრობს ყურადღება რომელიც ქართველმა მეცნიერმა საქართველოს მთებში ჩაწერა რომელიც ერთიერთზე იმეორებს სტივენ ჰოკინგის იდეას სამყაროს შესახებ----------------------- წარმართულ ლოცვა--------------------------
დიდო დე-დაო, ცაო მშვენიერო, მომცველო ყოვლისა,
შამქმნელო და დამბადებელო, უსასრულო სამყაროში ჩაუტეველო
და უმცირესში ჩატეულო. უწონო მანძილო, ცარიელო და სავსე,
უჟამო უძრავო წყვდიადო, ცაო სივრცეში დროში ნათლით გამოვლენილო,
ერთო და ერთთა ერთობაო, მომეც უფლება უფლებათა, დავრჩე მართალი
ჩემთა უფალთან, სამართლიანი სხვათა მიმართ, რათა დავიცვა სიწმინდე, ვიყვე
თავისუფალი ვითარცა შენ ცაო თავნებაო.
დროში მოგზაურობა რეალობა უნდა იყოს .ქართულში სიტყვა ცარგვალი ფიქსირდება რომელიც ბროლისაა შესაძლოა პირამიდა იქნას განხილული როგორც ტელეპორტაციის საშუალება , რა ქვია იმ თეორიას მილიარდობით წლის მანძილზე ორი ნაწილაკის კავშირი რომ დასტურდება?

Posted by: Komponent 3 May 2016, 14:13
მოდერებო, ალბათ უფრო სწორი იქნება, თავის თემაში გადაუტანოთ პოსტები, გამოხმაურებებიანად და ნიკებ/ავატარებებიანად.

Posted by: asphurcela 3 May 2016, 15:32
gubaz_merve
QUOTE
მე პირიქით გამიხარდა რომ პოსტები არ წაშალეთ

გადავიტანე შენს თემაში ყველა პოსტი.
ხოდა რას მერჩი, რატომ მაწვალებ და მიხდი დასალაგებელს smile.gif
დაგეწერა თავიდანვე ეგ პოსტები იმ თემაში.

Komponent
QUOTE
მოდერებო, ალბათ უფრო სწორი იქნება, თავის თემაში გადაუტანოთ პოსტები, გამოხმაურებებიანად და ნიკებ/ავატარებებიანად.

ხო მეც ეგრე ვფოქრობ და მივაბი უკვე.

Posted by: asphurcela 7 May 2016, 22:24
რამე თხოვნა ხომ არ გაქვთ ჩემთან.
არ მოგერიდოთ.
ამ თემაში დაწერეთ შემოთავაზება, წინადადებები, პრეტენზიები.
მიღების საათები 24/7 ზე

Posted by: არწივი9 8 May 2016, 00:35
asphurcela
QUOTE
რამე თხოვნა ხომ არ გაქვთ ჩემთან.

ამ თემას ხომ არ გახსნიდი?
https://forum.ge/?showtopic=34357135&hl=ცხოველები

Posted by: asphurcela 8 May 2016, 01:37
არწივი9
ხსნილია და ნაკურთხი smile.gif

Posted by: Komponent 18 May 2016, 10:45
QUOTE
რამე თხოვნა ხომ არ გაქვთ ჩემთან.
არ მოგერიდოთ.
ამ თემაში დაწერეთ შემოთავაზება, წინადადებები, პრეტენზიები.
მიღების საათები 24/7 ზე

რა ჯანზეა.
მოდერებო, მე რომ ფორუმის ვარიანტი დავდე ამ თემაში, იქნება ისე კარგი თუ არა? პასუხი უნდა დაასაბუთოთ (ამ განყოფილებაში ასეა biggrin.gif).
თუ იტყვით არ ვიცითო, მაშინ ის უნდა თქვათ, რატომ იქნება ექსპერიმენტის სახით მიზანშეუწონელი smile.gif
(მე ვფიქრობ მაშინ დავასაბუთე და არ გამაკრიტიკა არავინ, არ გეკადრებათ gigi.gif )

Posted by: asphurcela 18 May 2016, 12:11
Komponent
vik.gif
QUOTE
მოდერებო, მე რომ ფორუმის ვარიანტი დავდე ამ თემაში, იქნება ისე კარგი თუ არა? პასუხი უნდა დაასაბუთოთ (ამ განყოფილებაში ასეა ).

პასუხი ჩვენ კი არა შენ უნდა დაასაბუთო smile.gif
რა უპირატესობას მოიტანს ეგ რაღაცა და რითი იქნება არსებულისგან განსხვავებული და რა ტექნიკური სიძნელეები/სიადვილე იქნება მისი გაკეთება?

გარდა მაგისა მოდერს არ მიუწვდება ხელი ფორუმის სტრუქტურის ცვლილებაზე, მაგას ფორუმის მფლობელი და პროგრამისტები აკეთებენ.
გადაწყვეტილებას კი მეფე იღებს wink.gif

Posted by: Komponent 18 May 2016, 14:47
QUOTE
რა უპირატესობას მოიტანს ეგ რაღაცა და რითი იქნება არსებულისგან განსხვავებული

ხომ ვილაპარაკე, ისევ ყველანი ერთად ვიქნებით და ყველა ერთმანეთის თემას დავინახავთ, თუმცა იქნება შედარებით პროფესიონალური კუთხეც, იქნება კუთხე რადიოელექტრონიკისაც და სხვადასხვა ტიპის თემები ერთმანეთში აღარ აიზილება და მოდერატორებსაც საქმე გაგიიოლდებათ. თუ ქიმიკოსები და ბიოლოგები ან სხვა მეცნიერებებიც გააქტიურდებიან და რამდენიმე თემა აღარ ეყოფათ, მაგათთვისაც შეიძლება კუთხე.
QUOTE
და რა ტექნიკური სიძნელეები/სიადვილე იქნება მისი გაკეთება?

ფანჯარა უნდა დაიწეროს და უნდა მიუერთდეს ფორუმის არსებული რესურსები. რო მოვიცლი ვისწავლი მაგის გაკეთებას და მე გავაკეთებ biggrin.gif
აბა ექსპერიმენტის აკრძალვა როგორ შეიძლება, პროგრესი აღარ მოხდება. smile.gif
QUOTE
გადაწყვეტილებას კი მეფე იღებს

მეფე კი მაგრამ, შენ რომ ეტყვი ექსპერიმენტი უნდა ჩატარდესო დაგიჯერებს biggrin.gif მაგისთვის გამოგგზავნა აქ. ასე რომ მოგიწევს რამე სხვა ლოგიკური წინააღმდეგობის (კრიტიკის) მოფიქრება ან მეფეს ეუბნები ექსპერიმენტები თუ არ ჩავატარდა პროგრესი გაძნელდებაო biggrin.gif მეფე იტყვის კიბატონოო და ამ ერთ გამზადებულ საქმესაც შემოვდებთ თაროზე და დაველოდებით შესაბამის მომენტს. მანამდე კი სხვა საქმეებს ვაკეთებთ.

Posted by: asphurcela 18 May 2016, 18:32
კაი თუ ძმა ხარ.
გადი ჰაერზე, მწვანილი იქნება ახალი ამოსული, ჩააწე მარილში, გაისველე პირი.
რა ფორუმი რი ფორუმი biggrin.gif
QUOTE
მაგისთვის გამოგგზავნა აქ.

smile.gif

Posted by: Komponent 18 May 2016, 20:58
ჰო წეხან მეცალა.
ისე, კერძო პროგრამაც შეძლება, როგორც მე ვთქვი ისე დამილაგოს გვერდი ჩემ კომპიუტერში. smile.gif
მაგრამ მპოსტავებს რა ვუყო biggrin.gif

Posted by: asphurcela 19 May 2016, 11:32
Komponent
QUOTE
მაგრამ მპოსტავებს რა ვუყო

მპოსტავები კმაყოფილნი არიან რაც არის wink.gif

Posted by: INKOINKO 10 Sep 2016, 18:37
მიმაჩნია, რომ უმჯობესი იქნება თუ "ქვეგანყოფილების თემების კატალოგში" შევა ყველა თემა, რომელიც ამ ქვეგაყოფილებაშია. იქნებ ვინმემ მითხრათ რა ლოგიკით არის ზოგი თემა შესული და ზოგი არა ?

Posted by: lepori 10 Nov 2016, 01:02
INKOINKO
QUOTE
იქნებ ვინმემ მითხრათ რა ლოგიკით არის ზოგი თემა შესული და ზოგი არა ?

ეგ კატალოგი ნიკოლოზის დროინდელია და მაგის მერე არ განახლებულია
სუ ეგაა ლოგიკა biggrin.gif

Posted by: asphurcela 14 Nov 2016, 03:08
QUOTE
ეგ კატალოგი ნიკოლოზის დროინდელია

This post has been edited by asphurcela on 18 May 2016, 11:28
smile.gif

Posted by: lepori 14 Nov 2016, 03:26
asphurcela
QUOTE
This post has been edited by asphurcela on 18 May 2016, 11:28

ეგ აღარ გადამიმოწმებია, მარტო ამას შევხედე cry.gif

30th August 2009 - 18:36
Last Post by: ეგრი


Posted by: GIORGI XXL 23 Nov 2016, 15:12
სადმე ხომ არ არის კვადროკოპტერებზე თემა გახსნილი?

Posted by: ლოგიკⒶ 24 Dec 2016, 21:26
asphurcela
QUOTE
რო მივაბა არ გინდა?
გინდა განვითარებაზე ისაუბრე და გინდა დეგრადირებაზე
აზრი ერთია.

თუგინდა გააერთიანე ხელოვნური ინტელექტის თემები იმიტომ რომ მაინც სხვა მიმართულებით მიდის საუბარი


პ.ს. და არ შეიძლება იმ პირველ თემაში "მეგობარი თუ მტერი" რომ მოშორდეს? თორე სიახლეები რომ დავდო ოფტოპიკი გამოვა მაგ თემის განხრა ხომ სხვა მიმართულებაა? smile.gif

Posted by: asphurcela 25 Dec 2016, 02:00
ლოგიკⒶ
გავაერთიანე და ჩავუქვესათაურე, მიღწევები და სიახლეები.
* * *
GIORGI XXL
QUOTE
სადმე ხომ არ არის კვადროკოპტერებზე თემა გახსნილი?

ქვეგანყოფილება რადიოელექტრონიკაში გახსენი. უფრო ტექნიკური ხასიათის თემა ჩანს.

Posted by: ლოგიკⒶ 25 Dec 2016, 04:47
asphurcela
up.gif

Posted by: GIORGI XXL 25 Dec 2016, 12:50
asphurcela
მადლობა, ყოფილა; https://forum.ge/?showtopic=34781263&st=1980&hl=GIORGI+XXL

Posted by: Komponent 9 Jan 2018, 12:14
მოდერს უნდა ჰქონდეს უფლება, ახლადგახსნილ თემაში შევარდეს მიმჯირყვნავი აზრებით, თუ ავტორი თავს ვერ დაიცავს, იმოქმედოს სხვა უფლებებით.
მაგალითად დასმული საკითხი ჩათვალოს მარტივად და ამის დასამტკიცებლად დასმულ კითხვას გასცეს პასუხი მარტივად, ან დაწეროს თავის შეხედულება სიმარტივეზე და ამის დასამტკიცებლად ურჩიოს მარტივად (მცირე ბიუჯეტიანი) განსახორციელებელი ექსპერიმენტი.

Posted by: shuma89 28 Jan 2018, 21:55
მე ერთი კითხვა მაქვს, თემის გახსნას ვაპირებ და ისეთი თემა იქნება განხილული, რომ განხილვისას მიმატებული ახალახალი ინფორმაციები მინდა პირველ პოსტში დავაგროვო, ამის შესაძლებლობა რამდენად არსებობს?
არც ისე მინდა ყველა წინადადების ჩასწორებაზე მოდერატორები შევაწუხო smile.gif
იმედია მიმიხვდით.

თემაზე საუბრისას შეიძლება ისეთი აზრი ჩამოყალიბდეს, რომ პირველ პოსტში, რომელშიც, ვეცდები ყველა მხრივა განვიხილო თემა ბევრი ცვლილებების აუცილებლობა შეიძლება გამოიწვიოს თითოეულ აზრში წინადადებაში, ზოგი წასაშლელი აიქნება საერთოდ, ზოგი შესაცვლელი რაიმე უფრო სწორი, მართებული აზრით და ასე შემდეგ.

Posted by: Irakli 29 Jan 2018, 19:47
shuma89
მსგავსი ტექნიკური შესაძლებლობა იუზერებისთვის არ არსებობს, მოდერმა უნდა ჩაასწოროს. ფორუმი არის მაინც დისკუსიური სახის, და თემებიც მხოლოდ ასეთი სახითაა.

Posted by: shuma89 29 Jan 2018, 23:44
Irakli
კი ბატონო უმეტესწილად მეც ეგრე ვფიქრობდი, მაგრამ მე მინდა რომ პირველ პოსტში მოვაქციო ყველაფერი ინფორმაცია, განსჯისა და აზრების შეჯერების შემდეგ, რათა მივიღOთ თემის ირგვლივ სრული ინფორმაცია ყველა იუზერის დაფიქსირებული აზრებიდან გამოტანილი დასკვნების შედეგებით გაჯერებული, ხვალ დავუჯდები ზემოთხსენებული თემის თავმოყრას და დავდებ კიდეც, იმედია საჭიროების შემთხვევაში (დამერწმუნეთ საკმაოდ ხშირად) დამეხმარებით და დამაკორექტირებთ ხოლმე თემის პირველ პოსტს შეძლებისდაგვარად.

Posted by: shuma89 31 Jan 2018, 16:57
ამ თემაზე https://forum.ge/?f=66&showtopic=34701712
მინდა გითხრათ უმფროსებო, მასში ბოლო 2-3 გვერდი არის მზის კოლექტორებზე (თბილი წყალი და არა ელ-ენერგია) საუბარი და არა მზის ელექტროსადგურზე რასაც სათაური და თემის ავტორის პოსტები ითვალისწინებს, ახალ თემას გავხსნი ცალკე მზის კოლექტორებზე და ძველი თემიდან შევეცდები ძირითადი აზრი ამოვიღო მსჯელობის შედეგები და რჩევები, ერთად მოვუყარო თავი შესაბამისი სათაურის ქვეშ გაგრძელდეს მსჯელობა.
იმედია წინააღდმეგი არავინ იქნება, პირველი პოსტის ცვლილებების შესახებ შევეცდები ხშირად არ შეგაწყხოთ smile.gif

Posted by: asphurcela 17 Feb 2018, 12:06
shuma89
ეს ბოლო დღეები ვერ ვიცლი და მე ამეტაპზე ვერ გეხმარები.
მოვიცლი და მივხედავ ამ საქმეს smile.gif

Posted by: temart 28 Apr 2018, 17:58
გთხოვთ მიპასუხოთ,

რა განსხვავებაა სხვადასხა ქიმიური ელემენტების ატომის პროტონებს,ნეიტრონებს და ელექტრონებს შორის, მათი რაოდენობის გარდა?


Warning:
შენ გგონია თემის სათაური პოეტმა დაწერა? ქვედა პოსტებს წაგიშლი და მეორედ აღარ წერო აქ ასეთი კითხვები

Posted by: Irakli 29 Apr 2018, 10:23
temart
ეს თემა შეუსაბამოა თქვენი კითხვისთვის. თემატურად აქეთ განაგრძეთ >>>> https://forum.ge/?showtopic=34628537&f=&st=1425&#entry52582818

Posted by: Komponent 14 Feb 2019, 11:40
Irakli
გახსენი იქეთ ის თემა, რომ დაგიხურია. რატოა არაინფორმატიული სათაური? რაც ყველაზე მთავარი ინფორმაცია იყო, სათაურში გამოვიტანე. მთელი თემის შინაარსი კი, დასახელებაში არ ეტევა.
თუ მაინცდამაინც, ჩაამატე ქვესათაურად, "ცვლადი დენი".
რა არაინფორმატიული სათაური, გეგონება იმდენი თემები იხსნება, მომხმარებლებს უფრთხილდებით, დრო რომ არ დაკარგოს არასაინტერესო თემაზე გაწკაპებაში. თუმცა ამ შემთხვევაში სათაური ინფორმაციულია.
დანარჩენს, თემაში გიპასუხებ, როცა გახსნი, თუ საჭირო იქნა.

პ.ს ვფიქრობ, კარგად არ გაქვს გააზრებული, რომ შეცდომა ყველგან შეიძლება მოხდეს. smile.gif

Posted by: Irakli 2 Mar 2019, 09:11
Komponent
კითხვაზე პასუხი გაცემულია; თემას არაინფორმატიული სათაური აქვს; ფიზიკოსებისთვის კითხვის თემა არსებობს და იქ შეიძლებოდა მაგ პოსტის დაწერა ახალი თემის გახსნის მაგივრად. გადაწყვეტილება რჩება ძალაში.

Posted by: Taba 20 Mar 2019, 15:53
Irakli
asphurcela
როგორ ხართ? სამი წელი გასულა უკვე smile.gif

Posted by: Irakli 26 Mar 2019, 21:43
Taba
კაი ხანი გასულა smile.gif

მე არამიშავს, ცოტა დაკავებული ვარ ეს ბოლო პერიოდია. smile.gif თავადაც იმედია კარგად გაქვს ყველაფერი.

Posted by: asphurcela 27 Mar 2019, 11:19
Taba
რავი ვარ რა smile.gif
ზავოდ-კრავოტ smile.gif

თავად?

Posted by: Komponent 2 Aug 2019, 11:04
Irakli
აქ იმიტომ ვარჩევ ამ საკითხს, რომ პირად თემებში ვერ შემოდის ბევრი აქაური სპეციალისტი.

ირაკლი მაცალე განხილვა, კამათი და მერე მაინც გადაიტანე ხოლმე, ცოტა მაინც რომ შევჯერდებით. თან ატყობ რომ არის სადაო საკითხი, შეთანხმება მისაღწევი, რამდენიმე იუზერს მაინც დავუცადოთ, იმათი აზრიც რომ გავითვალისწინოთ, ასე ერთპიროვნულად რა წესია. (არც მტკიცებასაც აყოლებ, ნუ ეს შენი ნებაა) ან რაა სწორი ის მაინც თქვი.

იქნებ ძალიანაც სასარგებლო რამე გამოდის ბოლოში. ზოგად თემაში ბევრი რომ პოსტავს, იბურდებასავით და ძნელია უფრო განხილვა. იმისთვისაც მინდა ცალკე თემა, რამე კარგი გამოვიდეს და მერე ადვილად მოვძებნო. იქნებ ისეთ შეთანხმებას მივაღწიოთ, რომ ცალკე თემას იმსახურებს.
მოკლედ,
ზედმეტად გვიზღუდავ კარგ რამეებს. თან რაღაცეებია ამოჭრილი და ისე გადატანილი.
იქნებ აღმიდგინო ჩემი თემა.

Posted by: Irakli 2 Aug 2019, 15:21
Komponent
არაფერია ამოჭრილი, შეერთებულია პოსტები და თემა; გადახედე წინა გვერდებს და იპოვი პოსტებს დროის მიხედვით


* * *
შეერთებული თემის აღდგენა უკან შეუძლებელია


* * *
სკოლიც ამოცანის ამოხსნებში რა "იაღლიში" არის მოსაძებნი არ ვიცი; ამოხსნები რაც განათავსე ორივე მართებული იყო.

Posted by: Komponent 2 Aug 2019, 20:44
Irakli
QUOTE
სკოლიც ამოცანის ამოხსნებში რა "იაღლიში" არის მოსაძებნი არ ვიცი; ამოხსნები რაც განათავსე ორივე მართებული იყო.

მეორე ამოცანაში სხვა რაღაც კითხეს (არასწორი) და იმან როგორ ამოხსნა სწორად???
0 ინდექსით აღინიშნება საწყისი მომენტი, ამაზე ხომ არიან ფიზიკოსები შეთანხმებულები? თუ არ არიან, რატომ არ არიან? ეგ ხომ სწორი აღნიშვნაა.
0; 1; 2; ჩემი მოგონილი ხომარ არის... თუ t=1 მომენტისთვის იმპულსი P0-ით აღვნიშნეთ, მაშინ t=0 მომენტისთვის იმპულს P-1_ ით ხომარ აღვნიშნავთ? ან შეიძლება აღვნიშნოთ კიდეც მაგრამ იოლი რომელი უფროა? ჰოდა რომელიც იოლია ის არის სწორი აღნიშვნა. აქედან გსმომდინარე
t=0 მომენტში სხეულის იმპულსი აღინიშნება P0-ით და t=1 მომენტში P1-ით და ასე შემდეგ.
ამაში შენს გარდა თუ სხვებიც არ დამეთანხმებიან, დავამთავრებ კამათს და რაც გინდათ ის გიქნიათ.
ვფიქრობ ისეთი საკითხია, ამაზე უნდა იყოს საერთო შეთანხმება. და რა არის ეს შეთანხმება? თუ არ არის კიდევ, შევთანხმდეთ.

Posted by: Irakli 4 Aug 2019, 16:16
Komponent
საკამათო და შესათანხმებელი არაფერია; უძრავ სხეულს იმპულსი 0 ექნება და არა P0. დანარჩენი კი აღნიშვნის ამბავია და რაიმე განსაკუთრებული აზრი მასში არ დევს.

Posted by: Komponent 4 Aug 2019, 17:31
Irakli
წესს დავწერ მაშინ:
0 ინდექსით, თავდაპირველ მნიშვნელობას აღნიშნავენ
ამაზეა შეთანხმებული საერთაშორისო თანამეგობრობა და რატომაა ეს სწორი შეთანხმება ავხსენი წინა პოსტებში და ზოგი იმ თემაში, რომელიც მიაერთე.
აქედან გამომდინარე, ამოცანის კითხვა იყო შემდეგი,
0 იმპულსი 9-ჯერ დიდი რა დროში გახდებაო
ამომხსნელს უნდა ეთქვა რომ არასწორი შეკითხვაა.

აღნიშნული ამოცანა ამოწმებდა, იცის თუ არა ამომხსნელმა, წესი, რომელიც მუქად დავწერე

ხომ ხედავ, რამდენია საკამათო და განსახილველი.
QUOTE
შეერთებული თემის აღდგენა უკან შეუძლებელია

ალბათ ტექნიკურადაა შეუძლებელი თუ ეს პრობლემაა, მე აღვადგენ ნაკლებ სრულყოფილად მაგრამ, აზრობრივად სწორად აღარ მიუერთო აღარაფერს კარგი?

Posted by: Irakli 5 Aug 2019, 15:53
Komponent
ისევ და ისევ, P0 არის უბრალოდ აღნიშვნა, რომელსაც არანაირი კავშირი არა აქვს რა დროის მომენტში აითვლება ის; ამოცანის პირობაში კი წერია რომ სხეული უძრავია დასაწყისში, ანუ იმპულსი 0 აქვს. საკამათო ის არის რატომ გამოიყენეს ეს აღნიშვნა? ამოცანის ავტორს სურდა და ესაა, რაიმე ღრმა აზრი არ დევს ამაში. მას შეეძლო ნებისმიერი სხვა აღნიშვნა გამოეყენებინა. გთხოვ, ცალკე თემას ნუ შექმნი ისევ ამაზე, დახურვა მომიწევს.

Posted by: Komponent 5 Aug 2019, 17:59
Irakli
QUOTE
საკამათო ის არის რატომ გამოიყენეს ეს აღნიშვნა?

არც მე ვიცი ეგ გამიზნულად გააკეთა თუ შემთხვევით მოუვიდა. მე რაც შემხვედრია ამოცანები, 0 ინდექსით ყოველთვის, თავდაპირველი მონაცემები აღიწერება.

კარგი, თუ ფიქრობ რომ ნაკლებ საინტერესოა ცალკე თემისთვის, ზოგად თემაში შეიძლება, ვცადო გარკვევა.

Posted by: Irakli 6 Jun 2023, 14:12
განყოფილებაში ამოქმედდა განახლებული და გამკაცრებული წესები. გთხოვთ იხილოთ აპინული თემა დეტალებისთვის: https://forum.ge/?f=66&showtopic=35265154

კომენტარებისთვის, შენიშვნებისთვის ან რჩევებისთვის შეგიძლიათ დაპოსტოთ ამ თემაში.

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)