#60423906 · 2 Jun 2023, 18:35 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მაისი
საბჭოთა ანაქრონიზმი იყო ეგ კერძო საკუთრება არ არსებობდა, მაგრამ კოლმეურნეობიდან რაღაცების ჩატეხვა ჩვეულებრივი ამბავი იყო პარალელურად ქალაქში მაღაზიებში ნორმალური არაფერი იყიდებოდა ამიტომ სოფლიდან დახლქვეშიდან მოედინებოდა პროდუქტი, ფული, ყველაფერი რასაც გამოადნობდნენ კოლმეურნეობიდან
ჩემთვის ცნობილი მაგალითიდან გეტყვი - ცხოველების კომბინირებული საკვების გადამტან მანქანაზე იჯდა ერთი. სანამ დატვირთვიდან დაცლამდე მანძილს გაივლიდა, შუალედში შეივლიდა ახლობელთან და რამდენიმე ათეულ ტომარას იქ ჩამოცლიდა. ახლობელი საკვებს ხელზე გაყიდდა თანასოფლელებში, ფულის ნაწილს იტოვებდა, ნაწილს უბრუნებდა მძღოლს.
ყველა ასე იყო. ამიტომაც დაიშალა. გამტანი უფრო ბევრი გამოვიდა ბოლოს, ვიდრე შემტანი.
|