შიდა ასპარეზის მესამე საფეხური, რომლიც ორ ზონად/ჯგუფად ტარდება:
- დასავლეთი
და
- აღმოსავლეთი
სამწუხაროდ აქ გუნდების რაოდენობა, მონაწილეობა და სხვა საკითხები ვერაა სასურველივით სტაბილური, ზოგი იშლება, ერთმაენთს უერთდება, ახლები ჩნდებიან და ა.შ. ...
მაგრამ გამოცოცხლება თითოს წლიდაწლამდე შესამჩნევია...
რეგიონალური ლიგაწინა თემის ლინკი
წლეულს დასავლეთით თავი მოიყარა:
რაგბის სკოლა (ჭიათურა)
დინოზავრი (წყალტუბო)
აიეტი (ვანი)
ფირალები (ქედა)
არწივები (ზესტაფონი)
გორი (გორი) ***
*** რაოდენობის გამო დასავლეთით სიმეჩხერე აღმოსავლეთიდან გორმა შეავსო...
აღმოსავლეთით კი:
რაგბის კლუბი (თელავი)
დევები (თბილისი)
სტუ (თბილისი)
იბერია სპორტუნი (მცხეთა)
ტორნადო (დუშეთი)
ყაზბეგი (სტეფანწმინდა)
წიქარა (თბილისი)
რუსთავი (რუსთავი)
სიახლეები შესამჩნევია...
- საჩხერე ჯერ ვერ დამოუკიდებლობს, მხარი კვლავ ჭიათურლებს მიაშველა
- სენაკი ასევე ვერ დამოუკიდებლობს, ფოთში გაიბნენ ბიჭები
- ჩაქვი და ქობულეთი კვლავ არ არიან...
- ბათუმი ჯერ ისევ ერთი გუნდითაა შიდა ასპარეზზე წარმოდგენილი...
- თელავი ორი გუნდის გაერთმნიშვნელოანებით მოღონიერდა და წელს ვნახოთ...
- დაბრუნდა ყაზბეგი...
- აღდგა წიქარა...
- გამოჩნდა რუსთავი
პ.ს.
- თუ ზემო იმერეთი ერთ გუნდად შეიკრა, ამბიციაც საკმარისი აქვთ, სტაბილურობის რა გითხრათ...
- წყალტუბოს საკადრო რესურსი თითქოს არ უნდა უჭირდეს, ბოლოსდაბოლოს შევსებას ქუთაისიდან ყოველთვის უნდა ელოდოს...
- ვანი, მამუკას მშობლიურ რაიონში რომ რაგბი არ იყოს დიდი უცნაურობა იქნებოდა
- ფირალებისგან შარშან მეტს ველოდი, თუმცა ამბიცია არც მათ აკლიათ
- ზესტაფონური რაგბი ჯერ ახალია ასპარეზზე - მდგრადობას ვუსურვებ
- გორში დაიზარდნენ ბიჭები, ჯიქის ბინადრობამაც ალბათ საკმარისი იმპულსი მისცა და ამასობაში თავი ლიხს იქითაც ამოჰყვეს
- კახეთი შიდა ასპარეზზე თუ პატარძეულს უქომაგებს, ქვედა ლიგებში ღარიბულად გამოიყურება - მხოლოდ თელავის იმედად - იქნებ საგარეოელებმა აქაც არაფერი დაუთმონ ; ) და სადაც მილანს წნორშიც იპოვი...
- დევები - ქართული რაგბის კოლორიტი, მეუცნაურება მათთვის რეგიონალი
- სტუ, სტუ... არასტაბილური ხალხია ეს სტუდენტები
- მცხეთაში მგელაძემ დიდი პროექტი განიზრახაო და პირველი (შარშანდელი) წელი თუ ეპატიებოდათ წელს ვნახოთ პროექტის კონტურები
- დუშეთში ჩვენი კაცი გვყავს, და მგონი ადგილობრივი მორაგბე არც ჰყავთ გუნდში
- პრაქტიკულად არაგვისხეობისეული დერბი დაიდება ყაზბეგელებისა და დუშელების ჯახებში, ყაზბეგში რაგბი მიხარია
- წიქარა, რომ გაქრა ის მიკვირდა, თორემ რომ დაბრნდა თავისთავად ასეა საჭირო და წარმატებები
- რუსთავსაც მგონი გორი შეემთხვა და მშვენიერია, ეს თუ ხარების "ბაზისია" ხომ კარგი და თუ მხოლოდ თანაქალაქელი კიდევ უკეთესი
სხვა დანარჩენი ერთად ვნახოთ, საამისოდ მთელი წელიწადი გვექნება
Rugby is a Hooligans Game Played by Gentlemen...
PNN#GiorgiG83
...კონფუციანელი...