» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
შენს თავს როცა იპოვნი მაშინ მიხვდები რა არის კარგი და რა ცუდი. და მაშინაც ბოლომდე ვერა. ადამიანები გამუდმებით ვიცვლებით და პერიოდულად ტრანსფორმაციასაც განვიცდით. სჯობს წინასწარ არ დაიპროგრამო თავი რა არის კარგი და რა არის ცუდით. შეიძლება ერთ დღეს აღმოაჩინო როგორ გისწორდება ის რაც მანამდე მიუღებელი იყო შენთვის ან პირიქით. რაც ღირებული გეგონა მეორე დღეს უაზრობად ჩათვალო. განსაკუთრებით მტკივნეული ხდება ეს თემა მაშინ როცა რაიმე თემა სენსიტიურია (ანუ თავად ანიჭებ ამ მნიშვნელობას). ძირითადად ასეთი თემებია რელიგია და სექსი.
(ბანალური მაგალითი - იმდენი წელია უშაქროდ ვსვამ ჩაის და ყავას რომ უკან მიხედვისას ზოგჯერ მიკვირს შაქრით როგორ ვსვამდი ორივეს 2 ათწლეულზე მეტხანს).
წინასწარ რომ ხარ განწყობილ-ჩაგონებული რომ პატრიარქის სადღეგრძეო უნდა დალიო ყველა სუფრაზე და ცოცხალი წმინდანია თურმე და ეგ რო არა საქართველო არ იქნებოდა და ყველა ეკლესიასთან პირჯვარი უნდა გადაიწერო და არამართლმადიდებელი ქართველი არაა, აი ეგ პროგრამა შეგაფერხებს რომ განვითარდე. შეიცვალო. გაუკეთესდე
ერთ დღესაც აღმოაჩენ რომ ეს სათაყვანო პატრიარქი კაი კაგებეშნიკი იყო თავის დროზე. რომ საპატრიარწოს წმინდა სინოდში ნახევარი მეტრაკე და სრული უმრავლესობა ქრთამისტი ზის. შეესწრები მღვდლები როგორ ითხოვენ მაყუთს ყველაფერზე. რომ რელიგია არ განსაზღვრავს ადამიანის სიკარგეს და შენი მრწამსი დაგემხობა თავზე. მერე უკვე ზიზღი გაგიჩნდება სხვების მიმართ ვისაც ეს სწამს და პირველ რიგში საკუთარი თავისადმი რომ ასეთი მიამიტი ბატი იყავი და დრო არასწორად გაფლანგე
ეს ერთი მაგალითია უამრავი სხვიდან რაც შეიძლება ცხოვრებაში შეგემთხვეს. რწმენის ნაცვლად შეგიძლია ჩასვათ ჰობი. როსი კეთებაც გიყვართ. სექსი. საჭმელი. რავიცი.
ხოდა მერე მეორე გაოცება მოდის,როცა გგონია რომ გაგეხსნა ტვინი და ჭკუა ისწავლე და აღმოაჩენ რომ ესეც არ არის ის ჭეშმარიტება რისიც გჯეროდა. უბრალოდ პერიოდულ ტრანსფორმაციებს გავდივართ და სხვაგვარები ვხდებით.
წინასწარ არ უნდა დაიპროგრამო თავი. განსაზღვრე რა არის ამ ეტაპზე შენთვის საინტერესო და უინტერესო.
რაც უფრო დიდია ცოდნა და თვალსაწიერი მით მეტი იცი და კიდევ უფრო მეტს ხედავ რაც არ გცოდნია.
ხოხართკარგადბეთეთხებო